Don't dream it be it (I)
...და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ ერთი რამ კი იქნება ცხადი, გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი... საკმაოდ ბევრი დავლიე წვეულებაზე.. ვცეკვავდი და მთელს ჩემოს შარმს საშუალებას ვაძლევდი ირგვლივმყოფები დაეტყვევებინა.. დანარჩენი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს.. როგორ გავედი კლუბდის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად სასტუმროში.. როგორ ავედით ნომერში და ლიფტში შემოგლეჯილი პერანგი.. დანარჩენი?.. უბრალოდ გავითიშე.. აღარაფერი მახსოვს.. თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა, ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები თეთრ ზეწარზე აირეკლებოდა და თვალის გახელის საშუალებას არ მაძლევდა.. საწოლზე წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე.. ჩემი თანმხლები პირი არსად ჩანდა.. საწოლის თავთან კი პატარა ბარათი დამხვდა ორას ევროსთან ერთად.. „სასიამოვნო საღაო იყო.. იმედია ისევ შევხვდებით“ ძალიან გავბრაზდი.. ლამის ავიჭერი,მაგრამ რაზე ვბრაზობდი? არა იმ მამაკაცის ჩადენილ ქმედებაზე,არამედ ჩემს მიერ დაშვებულ სეცდომაზე.. არ ვიცი რა დამემართა და რატომ გამოვყევი მას სასტუმროში.. როგორც წესი ასე არ ვიქცევი.. საკუთარი თავი შემზიზღდა.. სასრაფოდ სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად,როცა მკლავზე დიდი სილურჯე დავინახე,დიდად არ მიმიქცევია ყურადღა,მოვემზადე და სახლში წავედი,სადაც უამრავი ახსნაგანმარტების მიცემა მომიწევდა თუ სად ვიყავი ამ დრომდე. კარები შევაღე თუ არა სანდრო(პროკურორი,უფროსი ძმა) მაშინვე ნატკენ მკლავში მწვდა. -სად ბრძანდებოდი ამ დრომდე?-მისი ტონი არ მომეწონა,მაგრამ სიტუაციას არ დავამძიმებდი და იერიშზე არგადავიდოდი.. ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი. -კლუბში.. -ამ დრომდე? -არა.. -აბა?.. -დაქალთან.. -რომელთან?.. -სანდრო ხელი გამიშვი მტკივა.. -რომელ დაქალთან და სად ცხოვრობს შენი დაქალი? -სანდრო მტკივა მეთქი? -ალექსანდრა რომელ დაქალთან თქო?! -ავადმყოფი ხარ სანდრო.. თავი სასამართლოზე ნუ გგონია,მე კი შენი დამნაშავე არ ვარ..-ჩვენს ყვირილზე მოსამარართლე მამაჩემი.. ბატონი ლევანიც გამოვიდა.-აი მოსამართლეც!-შევყვირე მთელ ხმაზე და სანდროს ხელი გავაშვებინე.-იქნებ დახვრეა მომისაჯოთ ბატონო მოსამართლევ?-მამამ ხმა არ ამოუღია.. როგორც წესი ჯერ მაცდის საუბარს.. სასიკვდილო გასროლას კი ბოლოს აკეთებს,როცა მე ვჩუმდები.. ამჯერად მოვასწარი და საძინებლისკენ თითქის სირბილით წავედი. -გიჟია გეფიცები..-მომესმა სანდროს ხმა დერეფნის ბოლოდან. საწოლზე დავწექი და ტირილში ჩამეძინა,მაგრამ რა მატირებდა ამას კი ვერაფრით ვხვდებოდი.. საღამოს დაქალის ზარმა გამაღვიძა.. -რას შვები?-მკითხა თეომ უდარდელი ხმით. -მეძნა.. შენ? -მე.. შენს საყვარელ კერძს ვამზადებ.. ჩვენი მეგობრები მოდიან დღეს,შენ ვერ დაგიკავშირდნენ და ამიტო მე გირეკავ.. თამუნასაც გაგაცნობ ჩემს უნივერსიტელ დაქალს. -ვინ დაქალი? -არ გახსოვს რომ გიყვებოდი? ძალიან მაგარი საქმრო რომ ყავს.. -კარგი.. თუ გადავურჩი სანდროს მოვალ. -მშვიდობა გაქვს? -მოვალ და მოგიყვები.-უხასიათოდ ვუთხარი და გავუთიშე. ავდექი და დაბლა ჩევედი სადაც ჩემი „ოჯახი“ იყო შეკრებილი.. მამა და ძმა.. რომელიც ვიღაც ახალგაზრდა,უსიმპათიურეს მამაკაცს ესაუბრებოდა.ყურადღება არ მიმიქცევია მათთვის. გასასვლელისაკენ ავიღე გეზი,როცა სანდრომ შემამჩნიე და მაშინვე დამიძახა. -ალექს! -ახლა რაღა მოხდა? არასწორად ჩამოვედი კიბეზე?-მას ჩემი სუნთქვის სიხშირეც კი აღიზიანებდა,ამტომ ყველაფერზე შესწორებას მაძლევდა. -არა.. -შემდეგ მხარში ხელი მომკიდა და ცოტა ძლიერად ჩამაჭირა ისე შემიყვანა სასტუმრო ოთახში..-ეს ალექსია ჩემი და.-წარუდგინა მამაკაცს ჩემი თავი.-ეს კი ლაზარეა,შენი პირადი მძღოლი.-ბიჭი ალმაცერად ავათვალიერე. -მადლობა მაგრამ საჭეს კარგად ვფლობ,ასე რომ არ მჭირდება. -ალექსანდრა არც ჩვენ მოგვწონს ბევრი რამე,მაგრამ თავს ვიკავებთ.. განსაკუთრებით კი შენთან მიმართებაში.-მამამ კვლავ ძმის პოზიცია დაიცვა. -კარგი ჯანდაბას.. ახლა შეიძლება წავიდე? -სად?-იკითხა სანდრომ -თეოსთან.. -ისევ გამთენიისას თუ დაბრუნდები გეფიცები კვლავ საზღვარგარეთ გაგგზავნი.-დამემუქრა სანდრო,თუმცა ყურადღება არ მივაქციე და წავედი.. ლაზარეც უკან გამომყვა.. მთელი გზა ხმა არ ამომიღია,ან რა უნდა მეთქვა ამ ტიპისთვის რომელსაც არც კი ვიცნობდი ისე ანდეს ჩემი თავი ჩემმა ძმამ და მამამ.. იქნებ ჩემს ქმედებაში რაიმე საეჭვო შენიშნეს.. ან ასე მეტყობოდა,რომ გასულ ღამეს სექსი მქონდა? შეიძლება ეს მათი გამომუშავებული ინსტინქტი იყო,ამდენი წლის მანძილზე.. ვხვდებოდნენ რომ მე გულწრფელი არ ვიყავი.. ვიცოდი ჩემი ძმა ჩემს ტელეფონს რომ უთვალთვალებდა და სწორედ ამიტომ შეცდომებს არასოდეს ვუშვებდი,მაგრამ ახლა რაღაც დამემართა.. იქნებ სულაც მომბეზრდა ამ გალიაში ცხოვრება რომელშიც საკუთარმა ოჯახმა გამომამწყვდია.. უბრალოდ მე ძველმოდურ ყაიდაზე აღზრდილი გოგო ვარ.. მომწონს როცა ქალი ჯერ სულიერად უყვართ და მხოლოდ ამის შემდეგ ეხებიან მის სხეულს და არა ისე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.. მეძავივით ფული დამიტოვეს,გაწეული ღამის საფასურად.. ლაზარე მანქანაში დავტოვე და მე სახლში შევედი,მისაღებში თეო შემომხვდა. -სად ხარ გოგო ამ დრომდე?-მისაყვედურა და მაინც მომღიმარმა გადამკოცნა. -ნუ მკითხავ ძალიან გრძელი დღე იყო.. -რა მოხდა? -ვინმე მოვიდა ჯერ? -კი რამოდენიმე მოვიდა.. თამუნაც მოვიდა წამოდი გაგაცნობ. ჩვენს ბავსვებს მივესალმე და მათ შორის ჩავჯექი,ჩემს წინ მჯდარი შავგრემანი გოგო კი თამუნა აღმოჩნდა.. ძალიან ლამაზი იყო.. ასეთი ლამაზი გოგონა უკვე დიდი ხანია აღარ მინახავს,დიდი სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ,სანამ სასტუმრო ოთახში მძიმე ნაბიჯით შემოსულ მამაკაცს შევხედავდი.. ვიგრძენი როგორ გამიხშირდა სუნთქვა.. ერთიანად ნერვებმა ამიტანა.. ხასიათი წამიხდა.. ეს არ იყო სასიამოვნო შეხვედრა,რადგან ვიცანი გასული ღამის პარტნიორი სასტუმროდან.. „იმედია მალე შევხვდებით“ იმაზე „მალე“ აღმოჩნდა ვიდრე როდესმე წარმოვიდგენდი.. მამაკაცმა ჩემს წინ მჯდარ თამუნას გაუღიმა და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი მის გვერდით დაჯდა.. აშკარა იყო ვერ შემამჩნია,რადგან ცდილობდა თამუნასთვის ყურადღება მაქსიმალურად მიექცია.. წყალი დაისხა და როცა სვამდა მხოლოდ ამ დროს მომკრა თვალი,მეც დაჟინებული მზერით ვუყურებდა.. წყალი გადაცდა.. კინაღამ დაიხრჩო.. -რა მოხდა საყვარელო?-თამუნამ სალფეთქი მიაწოდა. -არაფერი,რაღაც გამახსენდა. -იმედია ცუდი არაფერი გაგხსენებია,კინაღამ დაიხრჩვი.-გავუღიმე ძალდატანებით,მამაკაცმა პასუხი არ დამიბრუნა მხოლოდ შემათვალიერა და ირონიულად გაეღიმა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,ამიტომ სააბაზანოში გავედი რომ სახეზე წყალი შემესხვა და გონს მოვსულიყავი.. -შენ აქ რას აკეთებ?-სააბაზანოს კარები ლამის იერიშით შემოანგრია სასტუმროს პარტნიორმა,რომლის სახელი ჯერ ისევ არ ვიცოდი. -სახეზე წყალი შევისხი. -მაგას არ ვგულისხმობ.. -აბა რას გულისხმობ? -აქ.. ამ სახლში რას აკეთებ.. -არ უნდა ინატრო ადამიანთან შეხვედრა თუკი ეს არ გინდა,რადგან შეიძლება იმაზე მალე აგისრულდეს ვიდრე წარმოიდგენ.. -ბარათიი ნახე? -არ უნდა მენახა? -მოკლედ მე წავედი.. შენთან საუბარს აზრი არ აქვს..-მამაკაცმა ზურგი მაქცია. -მოიცადე.. -ვიგრძენი როგორ მეკვრებოდა სუნთქვა.. თავს საშინლად ვგრძნობდი.ნელ-ნელა გამოსახულებას ვკარგავდი..ის უკან მობრუნდა.-შენი ფული არ მჭირდება,მეძავი არ ვარ.-ჯიბიდან მისი მოცემული ორასი ევრო ამოვიღე და სახეში ვესროლე. შეგრძნებას ვკარგავდი.. ვხვდებოდი კრუნჩხვებში ვვარდებოდი ამიტომ ჩემს წინ მდგარ მამაკაცს ხელი ჩავავლე,თუმცა იატაკზე დავვარდი.. სანამ გონებას დავკარგავდი მისი ბურბუტი მესმოდა.. -ისევ გონება დაკარგა.. ამას ვს გადავეკიდე... პ.ს მე ისევ დავბრუნდიიი.. იმედია ეს ისტორიაც მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას.. მიუხედავად იმისა,რომ ცოტა უმნიშვნელო თავი გამოვიდა,რას ფიქრობთ ღირს გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.