შეიხის გოგო7
საშინლად,დაღლილს მეღვიძება.კისერი იმდენად,ძლიერად მტკივა რომ სახე მემანჭება და ჩუმათ მაგრამ მაინც ვკვნესი.ირგვლივ უკუნითი სიბნელეა...გონს ვერ მოვსულვარ.სად ვარ?ხელებს ვაფათურებ იქნებ რამეს მივაგნო და სინათლე ჩავრთო მაგრამ ამაოდ. გაურკვევლობისგან,შიში მიბყრობს და ,სასოწარკვეთილი ვყვირი. -სავაშ! -ჰეი!დამშვიდდი აქ ვარ... ის ღამის ნათურას ანთებს,თვალს შეშინებული ოთახს ვავლებ მაგრამ არაფერი მეცნობა.შემთხვევით წყლის ბოკალს ხელს,კრავს და,ტუმბოზე ხმაურით ეცემა.დაძაბულობისგან ვკივი.ის მეხვევა და დამამშვიდებლად,მეჩურჩულება. -აქ ვარ...დამშვიდდი...მე აქ ვარ....მშვიდად. -სად ვართ? -დამშვიდდი...თბილისში ვართ...შენს დედაქალაქში. ღმერთო ეს სიზმარი არ ყოფილა?!ჩვენ...მან მართლა ჩამომიყვანა?კიმაგრამ როგორ?!საზღვარი როგორ გადმომაკვეთინა,მე,ხომ, საბუთები წამართვეს. -კიმაგრამ...საბუთები? მას ეღიმება... თბილი ჰაერი თმაზე მეფრქვევა და სასიამოვნოდ მივლის მთელს სხეულში. -რა ცნობისმოყვარე ხარ ძვირფასო?! გათამაშებული აღშბოთებით ჩურჩულებს ჩემს ყურთან. -მე საბუთები იმ ქალმა წამართვა. -მე შენი საბუთები იმ ქალმა გადმომცა. -სულ დამავიწყდა მე ხომ, გამყიდეს...მაშასადამე ჩემს პირადობასაც გადმოგცემდნენ.მოკლედ საბუთიანი მონავარ! ცინიკურად ვიცინი და, კბილს ვკრავ მეც. -შენ საბუთიანი მწარე ენაგაქვს! გაღიზიანებული მებურტყუნება.თუმცა ვერ ვხვდები რსმ გააღიზიანა...ბოლოსდაბოლოს ეს სიმართლეა...თან მე ხომ ვეხუმრე?! -ვერ ვხვდები თქვენს გაღიზიანების,მიზეზს ბატონო შეიხო! -ნუთუ.ძვირფასო. -კარგი რა...შენ მე ისეთი საჩუქარი გამიკეთე ვფიქრობ დროა მეც გასიამოვნო და მოვკეტო. მისი ხარხარი ცოტა არ იყოს მაკრთობს. -და შენი საჩუქარი...სიამოვნება რაში გამოიხატება? თამაშის დროა...ხელს ვკრავ მოულოდნელობისგან,თავს ვერ იკავებს,მოწყვეტით ეცემა ზურგით ლოგინზე.მეც ზემოდან ვაჯდები.ხელებს ვუჭერ და თვალებში ვაკვირდები.როგორ მონუსხული ვარ ამ მამაკაცით...მისი გამოხედვა მატყვევებს.ის იღიმება და ცოტა დამფრთხალი გამომეტყველებაც კიაქვს.ვიხრები და შუბლზე ვკოცნი.სიამოვნებისგან თვალები ეხუჭება.მომენტს ხელიდან არ ვუშვებ და ჯერ ერთ,მერე მეორე თვალს ვუკოცნი.შემდეგ ტუჩს ვიქცევ ჩემს კბილებშო და ნაზად...სულ ოდნავ ვუჭერ კბილებს.ცდილობს რომ მაკოცოს მაგრამ ვერ მწვდება.ხელებს მაგრად ვუჭერ. -ჰმმ.მოთმინება შეიხო! -შენ, სიამოვნებაზე ლაპარაკობდი, როგორც,მახსოვს,ძვირფასო! პატარა ბავშვივით ცქმუტავს. -ჰო.მახსოვს... მოულოდნელად,ხელებს ინთავისუფლებს და ერთი უსწრაფესი მოძრაობით მე მის ქვეშ ვექცევი.ახლა თვითონ მაჭერინებს თავს ზევით ხელებს და, საკმაოდ არეული მზერით მაკვირდება. -ჰოდა დროა ვისიამოვნოთ! მვარდება და მკოცნის ცოტა უხეშადაცკი. -სავაშ!ასე შეიძლება ტუჩები მომაკვნიტო! როგორცკი საშუალება მეძლევა მაშინვე ვაძლევ შენიშვნას. -ჰმმ...სიამოვნებით შეგჭამდი...მზად ვარ ტუჩებიდან დავიწყო...ლავიწთან ჯერ მკბენს და შემდეგ ნაზად მკოცნის. -ან იქნებ აქედან... სასიამოვნო ჟრუანტელი მთელს სხეულში მივლის.უკვე თავს მეც ვეღარ ვაკონტროლებ თეძოს ვზნექ და ზედ ვეტმასნები...ვცდილობ ხელები განვითავისუფლო რადგან საშინლად მინდა თმაში ხელი შევუცურო და ჩემსხენ მოვიზოდო...ის ჩემი ბრძოლით მხიარულდება.ხელებს მიშვებს, დანებების მიზნით,სწორდება და ხელებს მაღლა სწევს. ახლა სიცილის ხასიათზე არ ვარ შეიხო.მის დაკუნთულ გულმკერდს თითს წრიურად ვაყოლებ.ჰმმ...სიამოვნებისგან მთელი ტანი ბუსუსებით ეფარება...ნელნელა ჩემსკენ იწევა...მეც მომენტს ხელიდან არ ვუშვებ,თმაში შელს ვუცურებ თმიდან ვქაჩავ თავს ვახრევინებ და ვკოცნი...უკვე ისიც ვეღარ აკონტროლებს თავს და ჩვენ ორივე სიამოვნების ზენიტში ვეშვებით. .......... -ჩუუ არ გავაღვიძოთ კარგი? -კარგი. ძილში ჩანესმის სავაშის ჩურჩული მაგრამ ვის ეჩურჩულება?!იმდენად დაღლილი ვარ რომ,თვალების გახელვას ვერ ვახერხებ...გვერდს ვინაცვლებ და საბანში ბოლომდე ვეხვევი.გონებაში ვხარშავ სავაშის და...ჯანდავა თვალებს ვახელ ვტრიალდები და გიჟივით ვჯდები საწოლში.აარაა...არა!ღმერთო ეს სიზმარია?თმაში ხელებს ვიცურებ,თვალებს ვიფშვნეტ. -სავაშ მითხარი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა! ის მიღიმის...ისეთი თბილი მზერით მიყურებს.მაგრამ ხმას არ იღებს. -სავაშ! სასოწარკვეთილი ვყვირი. -გთხოვ მითხარი რომ ეს არ მესიზმრება გთხოვ...გთხოვ... ცრემლებს ვეღარ ვერევი და უკვე გამოსახულება მედღაპნება...მუშტებით ვიწმენდ და,ისევ და ისევ ვიწმენდ რომ რამენაირად კიდევ ერთხელ შევხედო...ნერვიული სიცილი მივარდება და საწოლზე ,ზურგით ვეცემი.ვცდილობ ჩემს თავს მოვერიო მაგრამ არ გამომდის.ისინი გაკვირვებულები მიყურებენ.ისევ ვსწორდები და ისევ ვაკვირდები...შეშინებული...ჩავარდნილი ხმით ვეჩურჩულები. -მოდი ჩემთან...მოდი. ის გამხიარულებული ჭყივის და საწოლზე საყვარლად ხოხდება.მეხვევა.ჯანდაბა...ის რეალობაა...მის სითბოს და სურნელს შევიგრძნობ...ვერ ვიტყვი სასიამოვნო სუნი უდისთქო მაგრამ იმის შეგრძნება რომ ამ ყველაფერს ვგრძნობ...ღმერთო მე გიოს ვეხვევი.ოდნავ განზე ვწევ,ვაკვირდები და ისევ ვიხუტებ.ისევ განზე ვწევ...მასაც ცრემლები ნიაღვარად მისდის.მის პატარა თავს ხელებში ვიქცევ და ვუკოცნი თვალებს შუბლს ლოყებს. -გიო.ჩემო ცხოვრრბავ.ჩემო პატარავ. ღმერთო ის ნამდვილად აქაა?სავაშისკენ ვიყურები მინდა რომ დამარწმუნოს ეს რეალობაა?ის ხვდება ჩემს ფიქრებს და ღიმილით თავს მიქნევს. -ნიტა...მტკენ. ჯანდაბა თავს ვეღარ ვთოკავ და ალბათ მაგრად ვუჭერ.მეცინება. -მაპატიე ჩემო სიცოცხლევ...ასე კარგია? -ჰო.ასე კარგია. -ბაღში რატომ არხარ? რა იდიოტური კითხვაა.ის გაოცებული მიყურებს.თითქოს სწყინს ჩემი შეკითხვა. -იმიტომ რომ შენთან ვარ. -გიო.როგორ მიყვარხარ.გშია? ის მორცხვად თავს მიქნევს. -და ჩემი პრინც რას მიირთმევს? -მეგონა შენი პრინცი აღარ ვიყავი. -შენ ყოველთვის ჩემი პრინცი იქნები. -ვიცი ვიცი რადგან დაბრუნდი ისევ გავხდები არა? -შენ ყოველთვის ჩემი პრინცი იყავი და იქნები.გი.რას შეჭამ? -შემიძლია ის ვჭამო რაც მინდა? თვალები ცრემლებით მევსება. -ჰო. სიხარულით თვალები უბრჭყვიალებს. -მაშინ.შემწვარი კართოფილი.და წვენი. სულ ესაა? -კარგით მაშინ მე შევუკვეთავ კართოფილ ფრის,წვენს და ნაყინს. ორივე სავაშისკენ ვიყურებით.გიოს ალბათ მისი სიტყვები ახარებს, მაგრამ მე გაოგნებული ვარ მისი ქართული საუბრით.მართალია აქცენტით ლაპარაკობს მაგრამ ქარათულად, არამარტო დაილაპარაკა არამედ გაიგო კიდეც ჩემი და გიოს საუბარი. -კარგი...გიო სანამ სადილი მოვიდეს წყალი გადავივლოთ.რას იტყვი? -შენ დამბან? -ჰო. -როგორც ადრე? -ჰო როგორც ადრე ჩემო სიცოცხლევ...ლილი არ გაბანავებს ხოლმე? -არა.მე უკვე დიდი ვარ და ჩემით უნდა ვიბანაო. როგორ მინდა ახლა აქ იყოს და თმებით ვითრიო ნაგავი. არ მინდა ლილიზე ფიქრით ეს ბედნიერი წუთები ჩავიშხამო,გიოს ხელს ვკიდებ და აბაზანაში გამყავს. უკვე გასუფთავებულს სასიამოვნო სირნელი ასდის.მადლობა ღმერთ სუფთად მაინც აცვია.თუმცა ხელით არ უწევს რეცხვა თორემ დარწმუნებული ვარ არ დაურეცხავდა. სასტუმროს პერსონაჟს შეკვეთა მოაქვს.სამზარეულოში გავდივართ და ყველა ერთად ვუსხდებით სუფრას.ღმერთო ნამდვილი იდილიაა.რამდენი ხანი ვოცნებობდი ამ წუთებზე. გემრიელად ვნაყრდებით.გიო უზარმაზარ ტელევიზორთან ჯდება და, მულტფილმს უყურებს რომელიც სავაშთან ერთად შეარჩია. მე სამზარეულოს ვაწესრიგებ.რომ მოულოდნელად ზურგს უკან მიდგება და კისერში მკოცნის. -როგორ ხარ? -არცკი ვიცი... -საოცრად თბილად ექცევი მას. -ის ჩემი ძმაა...მიყვარს. -ვიცი.მას რომ უყურებ თვალები გიბრწყინავს და იცი მასაც. -ახლა რაიქნება? -ყველაფერი კარგათ იქნება. -როგორ მოახერხე? -საბავშვო ბაღის დირექტორს დაველაპარაკე ავუხსენი სიტვაცია და სხვათაშორის დამთანხმდა. სახეზე აშკარად გაკვირვება ესახება. -რა გიკვირს? -წარმოგიდგენია ფულს ვთავაზობდი და არ აიღო. -და რაა აქ გასაკვირვი?!საქმე ბავშვს ეხება.ხვდებიან რომ ცუდ დღეშია. -ჰო.ალბათ. -ისევ უნდა წაიყვანო არა? ის მძიმედ ოხრავს და დამწუხრებული მიყურებს. -მაშინ როგორმე ავუხსნი. -არაა საჭირო უკვე ველაპარაკე.ნიტა დირექტორი ნებას გვაძლევს როცა ბაღში იქნება ჩვენ წამოვიყვანოთ და იმ ქალის მისვლამდე მივიყვანოთ.მანამ სანამ შენ 18წლოს არ გახდები ასე გაგრძელდება.მაგრმ შენ თუ გინდა რომ არ წავიყვანოთ... -არა.არა შენ მართალი ხარ მინდა კანონიერად მოვიქცე.მინდა ისინი დალპნენ ციხეში.თანაც რაღა დარჩა სულ რაღაც 1თვეში სრულწლოვანი ვხვდები. ხელსებს ხელებზე მკიდებს და თავისკენ მქაჩავს. -მოდი ჩემთა.იცი საოცარი ადამიანი ხარ.შენით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.საუკეთესო ადვოკატი მყავს და მერემუნე ისინი ციხეში დიდხანს გაატარებენ დროს. -მე...უბრალობ არც კი ვიცი რა იქნებოდა...შენ რომ არა... -ჩუუ! მიხუტებს და თავზე მკოცნის. -იცი სიმართლე რომ გითხრა ცოტას ვეჭვუანობ გიოზე.წადი.მიდი მასთან...მეც პატარა საქმეებიმაქვს მოსაგვარებელი საძინებელში შევალ,ლეპტოპით წავიმუშავებ.თუ რამე იქ ვიქნები. -კარგი.სავაშ!ქართული საიდან იცი? -გრძელი ისტორიაა...მოგიყვები მერე. თვალს მიკრავს.სევდიანად მიღიმის და მიდის.მეც გიოს ვუცუცქდები.კალთაში თავს ვუყოფ,ის თმებზე მეფერება, შიგადაშიგ იხრება,მკოცნის და ისევ დიდ ეკრან აღფრთოვანებული უყურებს. ღმერთო დრო რაუცებ გადის უკვე წასვლის დროაქვს.არ მინდა მისი გაშვება მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.მეც მივყვები მათ.ლივტით ჩავდივართ,გარეთ როგორც ყოველთვის დაცვა მანქანასთან გველოდება.გარემოს თვალს ვავლებ. -აი თურმე სად. -რაა?! -ჩვენ მეტეხში ვართ. -ა.სასტუმროზე ამბობ? -რატომ მაინცდამაინც აქ? -ნიტა ეს მართლა მნიშვნელოვანია?!ხომ იცი დაცვა ირჩევს ადგილს.ოთხს ათვალიერებს და შემდეგ შევდივარ. ძალიან გაღიზიანებული ტონიაქვს.რატომ?თუმცა მართალია ახლა ამის დრო არაა..არც აუცილებელია...მაგრამ ამ ლაპარაკით მინდა გული გადავაყოლოთ რადგან გიოს საბავშვო ბაღს ვუახლოვდებით....და რაც უფრო ვუახლოვდებით მით უფრო მიფრიალებს გული. -გიო ხომ იცი პატარავ რომ სახლში არაფერს ვამბობთ? -ვიცი,ვივი ნიტა რამდენჯერ უნდა მითხრა ბავშვი ხომ არ ვარ?! საყვარლად ატრიალებს თვალებს და მისი სიტყვების გადამკიდე მეც და სავაშიც ვხარხარებთ. -მართალიხარ გიო.დროა შენს დას, დავუმტკიცოთ რომ,შენ უკვე ნამდვილი ვაჟკაციხარ. თმაზე ხელს უსვამს და უჩეჩავს. ისე საყვარლად უყურებს...ახლა ვხვდები მის გაღიზიანების მიზეზსს.ისიც ნერვიულობს და განიცდის სახლში გაშვება რომ უწევს. -კარგი გიო.ხომ იცი რომ სულ მალე... -ნიტა რაგჭირს?!ვიცი რომ სულ მალე სულსულ ერთად, ვიქნებით.არავის ვეტყვი ეს ჩვენი საიდუმლოა. მანქანიდან გადმოვდივართ.მუხლებზე ვდგები რომ გიოს გავუთანაბრდე.მაგრად ვეხუტები,ვკოცნი და ვსწორდები.თავს ძვლივს ვიკაცებ რომ არ ავტირდე.არ მინდა გიომ მნახოს ამ მდგომარეობაში.ის გიოსკენ მიდის ხელში იყვანს და ლოყაზე კოცნის.ყურში რაღაცას ეჩურჩულება გიო იცინის და თავს უკრავს.შემდეგ სვამს ხელს ერთმანეთს არტყამენ და დაცვის ბიჭს მიყავს.შესასვლელიდან კიდევ ერთხელ ხელს გვიქნევს და გაბადრული სახით შედის ბაღში.მე მანქანაში ვჯდები და იმაზე ფიქრს ვიწყებ თუ როდის დაახლოვდნენ ესენი?!გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და ისე ვიხედები შესასვლელისკენ თითქოს გიო უნდა გამოვარდეს.ის წუთები მახსენდება მე და დედა რომ მოვდიოდით მის გამოსაყვანად.დედა ზუსტად ამ ადგილთან გველოდებოდა მანქანაში.მე გადავდიოდი და გიო მე გამომყავდა.ის დრო რაც ბაღიდან მანქანამდე გვჭირდებოდა,ტვინი არეული მქონდა მისი მთელი დღის შთაბეჭდილებეის მოყოლით. -ჰეი. მის მზრუნველ ბარიტონს გამოვყავარ ფიქრებიდან მისკენ ვიხედები და აცრემლებული თვალებით ვაჩერდები. -იქნებ სჯობს რომ...მოდი ხელი მოვკიდოთ და წავიყვანოთ შორს. ცრემლებს ვიწმენდ და შეშფოთებული ვყვირი. -არა! -ნიტა.. -მომისმინე.შენ მე მითხარი...შემპირდი რომ ყველაფერს კანონიერად მოვაგვარებთ. -ვიცი მაგრამ.არშემიძლია ასე...ვიცი მოთმინებას გთხოვდი მაგრამ.რომ ვნახე მისი სევდიანი თვალები...წარმოგიდგენია ბავშვს,რამხელა ნებისყოფააქვს.ეს ყველაფერი გულს მირევს ნიტა.მინდა მივარდე და იმ ნაბი...არს ყელი გამოვჭრა... არც ის შემიძლია შენს ამ გამოხედვას გავუძლო... რამდენჯერ გამომიყვანია წყობილებიდან მაგრამ,ასე გაცეცხლებული არასდროს არ მინახია...მინდა ხელი შევახო და დავამშვიდო მაგრამ მეშინია.ჰო იმდენად აფეთქებულია რომ.მეშინია შემთხვევით არ მოვყვე ხელში. გამბედაობას ვიკრეფ.ხელს მუხლზე ვადებ და სულ ოდნავ ვუჭერ. -სავაშ!კარგათ ვარ.გთხოვ დამშვიდდი კაი. ის გაოცებული მიყურებს.დაბნეული თვალებს ახამხამებს.მერე ხუჭავს და თავს ოდნავგვერდზე ხრი. -კარგი.იაუზ.წავიდეთ. -საით? -ძვირფასო მომენდე! აჰა შეიხიც დაბრუნდა.მოგენდო?!ხუმროობს.მე ხომ მთელი ჩემი არსებით ვარ მინდობილი.იცი მგონი შემიყვარდი შეიხო.თან რა ძლიერად.მძიმედ ვოხრავ.არ მინდა ჩემს ოცნებებს ავყვე.მინდა რეალისტი ვიყო.ვიცი მე სერიოზულად არ მიყურებს.მაგრამ იმითაც კმაყოფილივარ რა,ურთიერთობაც გვაქვს.არა კმაყოფილი კიარა,უბრალოდ ბედნიერი ვარ. -ნიტა არ გადმოხვალ? ჯანდაბა რამდენი დრო გასულა ამ ფიქრებში.მოიცა სად ვართ.აქ რა გვინდა? -აქ რა გვინდა?! -სად აქ ძვირფასო. -აქ სავაჭრო ცენტრია. -დამავიწყდა შენ ხომ ქალაქს იცნობ.რაგვინდა და დაგავიწყდა ჩვენ ისე წამოვედით არაფერი წამოგვიღია. ღმერთოო...შეიხთან ერთად შოპინგი...მმმ.რაღაც ახალი და საინტერესოა. -იმედია შოპინგის დროს წუწუნი არ გიყვართ ბატონო. -საერთოდ ამ საქმეს ყოველთვის ჩემი დიზაინერი აკეთებს...მაგრამ იმედია მოთმინება მეყოფა. -დიზაინერი გყიდულობს ყველაფერს?!და საყიდლებზე არასდროს არ ყოფილხაარ? ის მორცხვად მიღიმის. -ნუ რაც შეიხი გავხდი არა. -თავში აგივარდათ შეიხობა ბატონო შეიხო?! გათამაშებული აღშფოთებით ვამბობ და თვალებ მოწკრუპული ვუყურებ. -მმმ.ვგრძნობ.ვიღაც გოგო შარში უნდა გაეხვას თავისი გრძელი ენით. -როგორ გამაცინე.მგონი დაგავიწყდა რომ შარში გაბმა ჩემი ჰობია.რაც შეეხება ჩემს ენას მასაც არანაკლებ გავუხვევივარ შარში. ხელიდან მითრევს,მის ტანზე მაკრავს...სახე უსერიოზულდება და ძლიერად მკოცნის. -რომ იცოდე როგორ მიყვარს ეგ შენი ენა. ტანში ჟრუანტელი მივლის. -სავშ!შეიძლება რაღაც გკითხო? -რაც გინდა! -ცუდად არ გამიგო...უბრალოდ.. 6თვეა ერთმანეთს ვიცნობთ და... -ღმერთო ჩემო.ბოლოსდა ბოლოს იტყვი? -მარტო შენ გიცნობ...აა...უფროსწორად...შენიანებს არ ვიცნობ...ჯანდაბა!სულსულ უფროსწორად არ ლაპარაკობ არავისზე...და,ძმა,მშობლები,საყვარელი ქალი ანუ ,მეგობარი ქალი თუ გყოლია.რა გიყვარს. მთელი ამდენიხნის ამოუთქმელ კითხვებს როგორც იქნა ვღერღავ და,სწრაფად ვახლი. ის იძაბება...ღრმად ოხრავს...ხელს მიშვებს და ჩემგან ზურგ შექცევით დგება. რა იდიოტი ხარ ნიტა.ის მხიარულება ჩაახშე ,შენი ცნობის მოყვარულობით,რომელიც ცოტახნის უკან სასიამოვნო განწყობაზე გაყენებდათ. მეც ვდგამ ნაბიჯს და გვერდით ვუდგები. -ცუდად არ გამიგო.მაპატიე არ მინდოდა რამე გწყენოდა. ის ისევ დუმს.სადღაც თითქოს უსასრულობაში,იხედება.არავის საერთოდ არავის არ გვიმჩნევს...ის ისევ დუმს.აშკარად რაღაცაზეა ჩაფიქრებული.რაღაც მტკივნეული გავახსენე.ჩემი ენა მართლა შარში მხვევს.რა სიამოვნებით ამოვიჭრიდი,ჩემივე ხელით ახლა. -იცი,ჩვენ საერთო რამდენი გვაქვს ნიტა. როგორც იქნა დუმილს არღვევს.თუმცა საერთოდ ვერ ვხვდები რას, მეუბნება და კოპებს ვკრავ. -ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა.ამერიკაში გავიზარდე.არაჩვეულებრივი დედმამა და და... სახე ტკივილისგან ემანჭება.თვალებს მაგრად ხუჭავს, თითქოს ამით სურდეს ტკივილის გაფანტვა. -მამა ყოველთვის ამაყობდა ჩემით და,მეუბნებოდა რომ, ღირსეული მემკვიდრე, ყავდა,ჩემი სახით.იმის გამო რომ პირველი მე გავჩნდი,ანუ ბიჭი, დედასაც ხელის გულზე ატარებდა.შენ ვერცკი წარმოიდგენ ჩვენს ქვეყანაში რა, მნიშვნელოვანია, რამხელა ბედნიერებაა როცა ბიჭი გიჩნდება.მითუმეტეს თუ მამა შეიხი გყავს და ამხელა ძალაუფლება უაზროდ არ იკარგება. კი მაგრამ ასე სევდიანად რატომ ყვება ამ ყველაფერს?! -ერთდღეს გადაწყვიტეს რომ, სამშობლოში უნდა, დავბრუნებულიყავით.რათქმაუნდა 17წლის მოზარდისთვის ეს კატასტროფა იყო.მე უკვე ევროპული სული მქონდა.ჩემი მეგობრები,სკოლა.თურქეთში ვერ გავძლებდი.მაგრამ მამას იმდენად უყვარდა თავისი მხერე ვერაფერს გავხდი.გავაპროტესტე და სახლიდან გავიქეცი.მამა ძალიან ამაყი იყო.ადგა ხელი მოკიდა დედას და ასის და წავიდნენ. სახეზე უდიდესი ტკივილი ესახება. მთლიანად მოიცვა ტკივილმა,ვგრძნობ როგორ უთრთის მთელი სხეული. -4კვირის თავზე გამაგებინეს რომ, ისინი საკუთარ სახლში...საკუთარ, საძინებლებში ჩაცხრილეს. ჩუმი კივილი მხდება და, უნებლიედ პირზე ორივე ხელს ვიფარებ. -ჩემი და...ის სულ რაღაც 6წლის იყო.მთლიანად... სისხლში...იყო ამოსვრილი. 7ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.... ცრემლებს ვეღარ ვერევი და ღაპაღუპით მცვივა თვალებიდან.ღმერთო როგორ არ გავს ახლა ეს მამაკაცი, სავაშს...დაპატარავებულია...განადგურებული...გამწარებული. -ვერ ვხვდები,ასისგან რა, უნდოდათ.ასე რამ გაამწარა რომ ამ პატარა,არსებას ასე მოექცნენ. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ,მე მათ ვერ დავემშვიდობე.გულს ეს მიკაწრავს. ახლა ვხვდები გიოს, ამბავი ასე ძაან რატომ განიცადა.ასე ძაან, რატომ გამიბრაზდა...მან საკუთარი და გაახსენა. სიმწროთ, მუშტებს კრავს და ძლიერად უჭერს.გაუბედავად ვწევ ხელებს და მის ხელს,ჩემს ხელებში ვიქცევ.მინდა ვაგრძნობინო რომ მეც მის გვერდით ვარ...მართალია ვერაფერს ვერ შევცვლი მე.მაგრამ მის ტკივილს გავიზიარებ.ის მაკვირდება და სიმწრით ეცინება. -მის მერე გადავწყვიტე არასდროს არავინ ,შემყვარებოდა.ჩემი მეგობარი ქალი,როგორც შენ თქვი:თავიდან მოვიშორე.ასე პირდაპირ ვუთხარი რომ მე სიყვარულისთვის მზად არვართქო და წამოვედი.სტამბოლში დავბინავდი. რადგან მამას ოცნება იყო რომ, მისი ბიზნესი მე მემართა ასეც მოვიქეცი.ასე გავხდი შეიხი.მთელი ჩემი ენერგია ბიზნესში ჩავდე.რადგან არანაირი გრძნობა არ მინდოდა განმეცადა.მეშინოდა...სიყვარულის მეშინოდა. ამიტომ დავდიოდი იქ.საუკეთესო ქალს მირჩევდა ხოლმე ბოსი.მხოლოდ ერთ ღამეს ვატარებდი მასთან და მივდიოდი.ერთ მშვენიერ დღესაც სრულიად მოულოდნელად, გადავეყარე ერთ პატარა თავნება გოგოს.რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დააყენა. იცი შენ ბობოქარი სულის მატარებელიხარ... -სინამდვილეში. იმ დროს ძალიან გამწარებული და შეშინებული ვიყავი თორემ...ამხელა გამბედაობა არ მაქვს. ის მაჩერდება და სევდიანად მიღიმის. -შენ ყველაზე გაბედული და ძლიერი ქალიხარ ვინცკი მცნობია ნიტა.შენ შენიძმის გამო იმდენ რამეს აკეთებ...მის გადასარჩენად თავს საფრთხეში იგდებდი...მე კი...ვერც ვერაფერი შევძელი. -არა .არა სავაშ.შენ ამის საშუალება უბრალოდ არ მოგცეს.თორემ დარწმუნებულივარ მის გამო სიცოცხლესაც დათმობდი. -შენი გამოჩენით ჩემმა ცხოვრებამ აზრი გაიჩინა.შენი ტუტუცური,დაუმორჩილებლური ხასიათით...შენი ხიფათებით მე ძალა მომეცა რომ, მეცხოვრა...შენთვის მეცხოვრა და არ მეარსება.უბრალოდ ჩემგან არსად არ წახვიდე გთხოვ...ზუსტად ამ გრძნობის მეშინოდა.ამას გავურბოდი და ზუსტად ამას ჩავუვარდი პირდაპირ მკლავებში.ჩემი უსუსურობით ისარგებლა და ძლიერად ძალიან,ძლიერად შემომხვია თავისი მარწუხები. საერთოდ გაუგებარია,უფროსწორად...ის ჩემზე ლაპარაკობს?!მე.მე მოვწონვარ?! -ნიტა.ჰო.მე შენ შემიყვარდი. ღმერთო ჩემო რა სასიამოვნოდ ჩამესმის მისი ხავერდოვანი ბარიტონი.რა ბედნიერებაა ასეთ დიდსულოვან ადამიანს რომ შეუყვარდები.მე მას ვუყვარვარ?! -ყოველთვის მაიძულებ საქმე ისე გავაკეთო როგორც არ მინდა. -ბატონო?! -შენთვის სიყვარულის ახსნა დღის წესრიგში არ მქონდა ძვირფასო. ვიბნევი.იმ ყველაფრის მერე რა უცბათ ეცვლება ხასიათი.მეც ფეხს ვუწყობ. -რას იზამთ ბატონო.შეიხებიც ექცევიან ქალის ზეგავლენის ქვეშ. -ზუსტად ასეთი მოხერხებული უნდა იყოს შეიხის გოგო. თავით მქაჩავს და სათუთად მკოცნის ტუჩებში.პირველად შევიგრძნობ მისი ტუჩების სიგლუვეს.რა ნეტარებაა მისი სურნელის ყნოსვა...რა ნეტარებაა მისი არსებობა. ის ჩერდება და ზედ ჩემს ტუჩებთან ხმაჩავარდნილი მეჩურჩულება. -გულახდილობა მორჩა!ახლა დროა ვიშოპინგოთ.მცილდება ხელს მავლებს,ნაბიჯს დგამს და თან მიყოლებს. გაბუტული ვჩერდები. -მოიცა, შენ, ჩემი პასუხი არ, მიგიღა. ის ისევ მოთრევს და ისევ თან მიყოლებს. -შენი პასუხი იმ დღეს მივიღე, როცა შეცდომით შენს,ოთახში შემოვედი. -არაფერიც!ეს უსამართლობაა! -ნიტა.შენ მე ყოველთვის მცემ პასუხს როცა, გეხები.შენი სხეული გყიდის როცა, ჟრუანტელი გივლის.როცა ჩემი შეხებით კანი გებურძგლება.ბუსუსები გყიდის.შენი მოციმციმე თვალები გყიდის.შენი აჩქარებული სუნთქვა გყიდის.შენი კვნესა გყიდის.არის კიდევ რამე რაც პასუხს მაგრძნობინებს? -დიახსც...ჩემი ენა!შენ პირადად ჩემი პირიდან ხომ არ გაგიგია.იქნებ ეს ყველაფერი ვნების ბრალია და არა სიყვარულის.ამაზე არ დაფიქრებულხარ? -ნიტა!ზუსტად ეს შენი შეუპოვრობა შემიყვარდა შენში.რომ იცი აზრი არააქვს და მაინც იბრძვი. -კაი რა გაეწყობა...მაშინ მშია. ოს იცინის ხარხარებს. -პასუხი! -შენხომ სთქვი. -ხოდა შენ მაიძულებ ეს ყველაფერი გავაკეთო.თქვი!ხმამაღლა!თქვი! თამაშს აზრი არააქვს რადგან ზუსდად აღწერს ის რასაც მისი დანახვით,შეხებით განვიცდი.ეს მეც მინდა.მინდა ვიყვირო.მინდა ყველამ გაიგოს რომ მე ის მიყვარს და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს მასაც ვუყვარვარ. -კაი ხო.მიყვარხარ. -უკაცრავად.არ მესმის ძვირფასო! -მიყვარხარ.მიყვარხარ.მიყვარხაააარ...ასე გასაგებია? ის მკოცნის. -უკეთესადაც შეიძლებოდა მაგრამ არაუშავს. ხელს მხვევს და ჩვენ ერთად საყიდლებზე დავდივართ.არა მე არ დავდივარ დავფრინავ.მთელი ამ ხნის მანძილზე.რაც მშობლები გარდამეცვდლნენ.პირველად მიხარია გულწრფელად.6თვიანი განშორების შემდეგ ,მან მე, გიო , მანახა.ჩემ ,უსაზღვრო ბედნიერებას დაამატა და სიყვარულში გამომიტყდა.ნუ ცოტა უცნაურად და, სავაშურად.მაგრამ მაინც. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ნიტა!ჰო ჩვენ მართლაც გვაქვს საერთო.ჩვენ მშობლები დავკარგეთ.მართალია შემსუბუქებულად მომიყვა ყველაფერს მაგრამ მეხომ ვგრძნობდი რას განიცდიდა.ზუსტად ისე კანკალებდა როგორც მე როცა, დედას და მამას ვიხსენებ.ჩვენ საერთო გვაქვს რადგან ამ ცხოვრებაში უბრალოდ ვარსებობდით სანამ ერთმანეთი არ ვიპოვეთ.ჩვენ ერთმდნეთს იდიალურად ვავსებთ.ჰო მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. დაღლილები სადილობასაც ვრჩებით და ის სანამ ანგარიშს ასწორებს,მე მანქანისკენ მივდივარ რადგან მართლა დაღლილი ვარ და ნართლა გამოძინება მინდა.ის ისაა მანქანაში უნდა ხავჯდე რომ ვიღაცას ვეჯახები,თავს ვწევ რომ, ბოდიში მოვუხადო.ის ხელებში რაღაც კონვერტს მიტენის და მიდის.მე გაოგნებული ვაკვირდები ჯერ კონვერტს რომელიც ხელში შემრჩა შემდეგ იმ კაცს მაგრამ ვერსად ვლანდავ.დაცვა მორბის კონვერტს მართმევს და მანქანაში მსვამს.ნაწილი კი სავარაუდოთ სსვაშისკენ გარბის რადგან ისინი რესტორანში შედიან.მთელს სხეულში უსიამოვნო ცახცახი მივლის და ვერაფრით ვწყნარდები.ეს რა ჯანდაბა იყო?! არ ვიცი რა გამოვიდა.მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შეცდომები მექნება რისთვისაც ბოდიშს გიხდიით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.