შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (4თავი)


28-03-2018, 18:20
ავტორი რუსაა
ნანახია 1 448

4თავი
მთელი ღამე ტკბილად მეძინა, ბოლოს ასე მაშინ მეძინა როცა პატარა ვიყავი და დედა მიყვებოდა ძილის წინ ზღაპრებს, ჯერ სულ განაბული ვიჯექი და ვუსმენდი მერე დაამთავრებდა მაკოცებდა და მეც სიზმრების სამყაროში გადავდიოდი, მესიზმრებოდა, იმ ზღაპარზე რომელიც იმ ღამეს მომესმინა, მეც იქ ვიყავი ხოლმე და დილით პოზიტიური და ბედნიერი ვიღვიძებდი, ეხლაც ასე მოხდა, ტკბილად ჩამეძინა, ეუსი კი საწოლთან მეჯდა და ჩემს თმებში ხელები ქონდა შეყოფილი, თავს ისევ პატარად ვგრძნობდი და ბედნიერებით ვივსებოდი, სიზმარიც ვნახე, ეუსი დამესიზმრა, არაფერი გამონაგონი, ის სამი დღე დამესიზმრა ზუსტად რაც მასთან ერთად გავატარე, დილით უჩვეულო ხასიათზე გავიღვიძე, ის კი სახლში აღარ დამხვდა, 9ზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი,
- სამსახურში უნდა წავიდე - წარმოვთქვი ხმამაღლა რადგან უკვეთ გამეაზებინა. ბედნიერებასაც მგვრიდა ეს ფაქტი, დღეს ახალ ადამიანებს ვნახავდი, გავიცნობდი მათ, ისინი კი გაიცნობდნენ ჩემს სულ სხვა მხარეს, რომელიც მე არ ვიყავი.მაგრამ ეს დიდად არ მადარდებდა მათთან შეხვედრა. თან მეშინოდა, თან მიხაროდა.
ტანზე რაც ღამე მეცვა იგივენაირი დავრჩენილიყავი, გამოცვლა არც გამხსენებია, სამზარეულოში ჩავედი რომ რამე საჭმელი მომემზადებინა, თვალებს ვერ ვუჯერებდი, როგორც ჩანს ეუსი სანამ წავიდოდა, საჭმელი თვითონ გამიკეთა, სამზარეულოს მაგიდაზე, 5ცალი კვერცხში შემწვარი პური დამხვდა, იქვე პატარა წერილიც შევამჩნიე და ვნახე, ზედ კი ეწერა:
გემრიელად მიირთვი
P.S მოწამლული არაა
გამეცინა, წერილი გვერდზე გადავდე, და საჭმელიც ვჭამე, გემრიელი იყო და კარგად დავნაყრდი, დილის 7 იყო და არ მინდოდა აქაც ძალიან ადრე მისვლა, სამსახურამდე 30 წუთში მივიდოდი, იმავე დრო მჭირდებოდა ჩასაცმელად დანარჩენი დრო კი გადავწყვიტე ჩემს ძმასთან გამევლო, რაც აქ გადმოვედი აღარ მინახავს არც ის და არც ლილე, ლილე მისი შვილია, ცოლი აღარ ყავს, მშობიარობას გადაყვა, სამაგიეროდ შესანიშნავი შვილი ყავს, 2 წლისაა.
გავემზადე და გავედი სახლიდან, გზაში ვიფიქრე ბავშვს რამეს წავუღებთქო, ვერაფერი მოვიფიქრე და ბოლოს ლამაზი კაბა ვუყიდე, ბედნიერი ვიყავი, რადგან ვიცოდი როგორ გაუხარდებოდა. მალევე მივედი მათთან, მამა ნახევრად მძინარე დამხვდა, შვილი კი უკვე ოთახებში დარბოდა თან ტომი ჯერის უყურებდა, რომ დამინახა, ეგრევე ჩემსკენ გამოიქცა და შემომახტა.
- მამიდა ელენა მოვიდაა
ბავშვს ჩავეხუტე და ვაკოცე,
- ნახე რა მოგიტანე, - ლილეს ვაჩვენე კაბაა,
- რა ლამაზიაა
- შენსავით, თუ არააა, დაიცა დავფიქრდე - საჩვენებელი თითი საფეღქელზე მივიდე, თითქოს ვფიქრობდი - არაა, შენ უფრო ლამაზია ხარ
ხელში ავიტაცე და მუცელზე მოვუღუტუნე, მანაც ბავშვური, გულწრფელი სიცილით გაიცინა ბოლოს დავსვდი და ვუთხარი:
- მიდი აბა ჩაიცვი, აჩვენე მამიდას როგორი ლამაზი ძმისშვილი ყავს,
ბავშვმა გამომართვა კაბა და გაიქცა გამოსაცვლელად, ამ დროს მამამისი გამოვიდა სამზარეულოდან და გადამეხვია
- ასე უნდა მიაგდო, ბედის ანაბარად შენი ძმა და ძმისშვილიი
მე გამეცინაა
- შეგუება მჭირდებოდა თავიდან, ახლა უფრო ხშირად მოვალ თქვენთან,
- კარგია,მოდი კარტოფილს ვამზადებ, შენც შეჭამე
- ბავშვი მარტო კარტოფილზე ნუ გყავს, არ შეიძლებააა,
- მარტო კარტოფილი არა, კვერცხიც, შვრიაც, პური და ჩაი, კიდე ხაჭოც,
დანარჩენს რომ გაიზრდება, თვითონ ისწავლის და გააკეთებს, ამ დროს შემოვიდა ჩვენთან ლილეც
- მე უკვე ვიცი ბლინების გაკეთებაა
- ვაუუ, მართლააა, რა მაგარი გოგო ხარ და რა ლამაზი, როგორ გიხდება ეს კაბაა - ბავშვი ფერიას გავდა, ან უფრო ანგელოზს, ისეთი იყო, ეს რომ ვუთხარი დაიმორცხვა და მამამისის ფეხს მიეკრო, მანაც ხელში აიყვანა დააბზრიალა და ჩაიხუტა,
- ჰო დარჩები მამიდა?
- არა პატარავ, მამიდა მუშაობს - ლილემ მოწყენილი სახე მიიღო
- მუშაობა დაიწყე? - გაუკვირდა ზუზუს - აბა, ეგ სამსახური ჩემთვის არააო და არ დავბრუნდებიო - გამომცდელი მზერა მომაპყრო
- არაა, არც დავბრუნებულვარ და ისევ იმ აზრზე ვარ, სხვაგან დავიწყე
- ვაა, აბა რაზე მუშაობ?
- მიმტანი ვარ, რესტორანში
- რაა გოგო, რა მიმტანი, ხელფასი რამდენი გაქვს 400 ლარი თვეში, რამდენი შეგეძლო გეშოვნა ადვოკატად რომ დარჩენილიყავი, რა კარგად გამოგდიოდა, ეხლა კიდე მიმტანი ხარ, აიი საერთოდ არ მესმის, ეს სამუშაოა შენთვის და ის არა
- არ შემიძლია, მკვლელებთან, ზოგადად დამნაშავეებთან და საერთოდ საშინელი ხალხის დაცვა მიწევდა, არანაირი ზრდილობა და ლაპარაკის მანერა არ ქონდათ, ზოგჯერ მეგონა, ტვინის მაგივრად სიცარიელე ქონდათ თავში და ვერ ავიტან ამას კიდევ, ის 2 წელიც მეყო, ფსიქიკა შემერყია, ეს კი სხვანაირი სამუშაოა, ნაკლებად აქტიური და უბრალო, არანაირი უტაქტოები.
- კარგი ჰო, მესმის შენი - მოვიდა ზუზუ და შუბლზე მაკოცა, მეც ჩავეხუტე და ნიკაპზე ვაკოცე, უცებ საათს დავხედე 10 წუთი კიდევ მქონდა დრო
- ზუზუ, მიდი ყავა გამიკეთე რაა
- საჭმელს არ შეჭამ?
- არა, 10 წუთში უნდა წავიდე
თავი დამიქნია, მეც დავჯექი მაგიდასთან და ლილე კალთაში ჩავისვი, მან დამიწყო მოყოლა თავის მეგობრებზე და მამამისზე, მერე ყავაც მომიტანა და დავლიე, ბოლოს რომ მოვდიოდი, ვუთხარი
- შაბათი დღე დასვენება მაქვს და წავიყვან ლილეს,
ზუზუმ შვილს შეხედა, მანაც სიხარულისგან თავი დაუქნია და გაუღიმა.
- ვნახოთ, იქამდე დიდი დროა, ჯერ ორშაბათია
- კარგი - ორივეს კარგად ვაკოცე და წავედი სამსახურში. ადრე არ მივსულვარ, როგორც უკვე გითხარით ეს ჩემი დიდი პრობლემა იყო, 5 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ეგ არაფერია, მენეჯერს ნანკა ერქვა და ის ჩემი ბოსი იყო, თავიდან ყველაფერი მიჭირდა მაგრამ ვცდილობდი მალევე შევგუებოდი, დილით ერთიდაიმავე დროს უნდა მივსულიყავი სულ, მაგრამ შაბათს, ორშაბათს და კვირას 11 დავამთავრებდი, ხოლო დანარჩენ დღეებში 9ზე, განრიგიც ძალიან მომეწონა, კიდევ ყოველ 3 თვეში 1 კვირიან შვებულებაში შემეძლო გასვლა, მკოლედ შესანიშნავად მივეწყვე ამ სამსახურში, პირველ დღეს გადავწყვიტე, შავი კაბა ჩამეცვა, მთლიანი, მოკლე და ზურგზე ამოღებული, ძლივს დავდიოდი, მაგრამ ნანკამ მითხრა: შესანიშნავად გამოიყურებიო და გამიხარდა,
ამ დღემ ისე ჩაიარა, ეუსი არ მოსულა, არც შემდეგ დღეს მოვიდა, და არც შემდეგ, მხოლოდ ხუთშაბათ საღამოს გამომეცხადა ისევ.
იმ დღეს ციოდა, ქარიც უბერავდა და ზოგჯერ ცოტას ჩამოწინწკლავდა კიდეც, დღემ მშვენივრად ჩაიარა, მართალია, დიდი კონტაქტი არ მქონდა თანამშრომლებთან, მაგრამ ვხვდებოდი რომ არც უარყოფითად იყვნენ ჩემდამი განწყობილი და უბრალოდ მორცხვი გოგო ვეგონე, ზოგჯერ ცდილობდნენ ლაპარაკშიც გამოვეწვიე, მაგრამ ბევრი არც არაფერი გვქონდა სალაპარაკო ამიტომ ჩვენი დიალოგი მალევე მთავრდებოდა, ასევე ვცდილობდი, ამას ხელი კლიენტებთან ურთიერთობაში არ შეეშალა ამიტომ სულ გაზეპირებულ ტექსტს გავიძახოდი, სიმართლე რომ ვთქვათ თუ ზედმეტ კითხვებს არ დამისვავდნენ, რაც მაბნევდა, ყველაფერი კარგად მთავრდებოდა.
ისევ ერთი იმედისმომცემი დღის დასასრულს, გამოვედი სამსახურიდან, ქარი თმას მიწეწავდა და თვალებში მებლანდებოდა, კაბაც ხელით მეჭირა და ვოცნებობდი ნეტა ისევ ჩემი კომბინიზონებიდან მეცვას რომელიმეთქო, მერე ხმამაღლა დავიწყე ბუზღუნი რადგან ისეთი ქარი იყო ჩემი ხმა მე არ მესმოდა
- ჩემო კომბინიზონებო, მაპატიეთ რომ უარი ვთქვი თქვენზე, ეხლა მივხვდი თქვენ ფასს და ამაგს, ბედკრულო კომბინიზონებოოოო
გზაზე გავედი და გადავწყვიტე ტაქსით წავსულიყავი სახლში, მაგრამ არც ერთი არ მოდიოდა თავისუფალი, მოკლედ ვიყინები და სახლშიც ვერ მივდივარ, აღარც რამე მიკროავტობული მოდის რომ მაგით წავიდე და ამ დროს მესმის ნაცნობი ხმა, ტანში მაჟრჟოლებს და წამიერად ვთბები, მაგრამ ეს მალე მივლის ( ჩემს თავს ვაიძულებ მალე გამიაროს )
- ელენაა, რა დამთხვევაა, აქ რა გინდა?
- მითვალთვალებ
- მთლად მასეც არაა, უბრალოდ მომინდება ხოლმე შენი ნახვა და გეძებ, ბოლოს გპოულობ,
- ამ სიცივეში ჩემი ნახვა რატომ მოგინდა
- სეირნობა მინდა წამოდი გავისეინოთ
- ხვდები მაინც რა ძალიან ცივა, ერთი სული მაქ სახლში როდის მივალ, მაპატიე მაგრამ სეირნობა ნამდვილად არ მინდა - ვეუბნები და ხელებს ერთმანეთს ვუსმევ, იდაყვებს მაღლა რომ ცოტა გავთბე
- თუ იმოძრავებ არ გაიყინები, მიდი ცადე - ხელს მკიდებ და მივყავარ ჩემი სახლის მიმართულებით ოღონდ ფეხით
- მართლა ძალიან მცივა
- ეს კაბა არ მომწონს - ჩემს სიტყვებს აიგნორებს - კაბებს რატომ იცვამ, მომწონდა შენი განსაკუთრებული სტილი
ისევ ხელი აქვს ჩემთვის მოკიდული ოღონდ ამ ჯერად უფრო ნელა მიმათრევს
- აიი ტაქსი მოდის - ვამბობ და ვცდილობ გავაჩერო, მაგრამ ეუსი ხელებს მიჭერს, მერე თავისკენ მაბრუნებს ხელებს ლოყებზე მადებს და სახეს მიახლოებს, მე გულისცემა მიხშირდება
- პატარავ, გავისერნოთ, გთხოვ, განტვირთვა მჭირდება, თან მარტო არ მინდა, - მერე ხელეებს მიშვებს და თავის გრძელმკლავიან მაიკას იხდის და მაწვდის, ნუ გეგონებათ რომ იმ გოგოების რიცხვს მივეკუთვნები, დაკუნთულ სხეულს რომ ხედავენ და გულის მისდით, მაგრამ გული მაინც ამიჩქარა, რომ დავინახე, იმ წუთიდან გული სწრაფად მიცემდა, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით, რადგან არც ისე ხშირად ვნახულობდი, ნახევრად შიშველ მამაკაცს, თუ ვნახულობდი კიდე ბეწვიანებს და ღიპიანებს, ამან უხერხულობაში ჩამაგდო და სწორედ ამიტომაც ამიჩქარდა გული,
- მადლობა - უარი არ მითქვამს, პირდაპირ დავთანხმდი, ძალიან მციოდა და ის ისე იყო განწყობილი, ვიცი იქამდე არ შემეშვებოდა სანამ არ წავყვებოდი
მაიკა გადავიცვი და ჩავთბი, ამავე დროს თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ამ ჩაცმულობაში
- ჩემზე მეტად გიხდება - მე გამეღიმა, მაგრამ მალევე შევცვალე მიმიკა
- მერჩივნა სახლში ვყოფილიყავი, თბილად და ჩემს ტანსაცმელში
- რატომ იცვამ ასე? ის უფრო კარგი იყო, ადრე როგორც გეცვა, კაბა შენთვის არაა
- ვიცი, მეც არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ გამუდმებით კომბინიხონებში რომ ვიყავი, ცოტა არ იყოს უცნაური ვჩანვარ
- მერე ამას რა ჯობია, ნუ გახდები სხვების ნაირი, რა საჭიროა? ნუ იქნები ერთფეროვანი იმის გამო რომ ვიღაცას თავი მოაწონო, ბევრი ადამიანი მინახავს და მათი არ მესმის შურთ სხვისი, როცა შეუძლიათ რომ თავისი კარგი შეიგნონ და სხვისი კი დააფასონ, ერთმანეთს ხელი შეუწყონ, ისედაც ბევრი ბოროტებაა, რა საჭიროა ერთმანეთს დაემატონ ტვირთად, - მერე გაჩუმდა და თვალებში უცნაურად შემომხედა, მომაჰჯადოებელი მზერა ქონდა, - ზოგჯერ ვფიქრობს რომ იმსახურებენ იმ საშინელებებს, რაც მათ ხვდებათ, მაგრამ მაინც მეცოდებიან, მხოლოდ იმ ბოროტებისგან არა, რასაც განგება უმზადებს, არამედ იმის გამოც როგორებიც არიან, ზოგი ისეთია, სატანასაც არ ჩამოუვარდება... - თვალი მომაშორა, გაიღიმა და მითხრა - მგონი ძალიან შორს წავედი, უბრალოდ არ შეიცვალო, ეს მხოლოდ სტილია, მაგრამ მაინც შენ ხარ მასში, ნუ ემსგავსები სხვებს
- ეს ასეთი ადვილი არაა, ეუს, შენ მიმზიდველი ბიჭი ხარ, მარტოობა ალბათ არასდროს გიგრძვნია, მე კი ამის გამო სულ მარტო ვარ
- ცდები პატარავ, მე გამუდმებით მარტოობას განვიცდი, მაშინაც კი როცა ხალხში ვარ, მაშინაც როცა ცდილობენ ჩემთან საუბარი გააბან, ან სიყვარულს მიმტკიცდბენ, ასეთების ვერაფერი გამიგია, მდ როგორ უნდა შეგიყვარდე, ეს აფსურდია, ყველაფერი მხოლოდ გარეგნობის გამო ხდება, უაზრობაა, გულის ამრევიც
- და რატომ გრძნობ თავს მარტო?
- თავისუფალი აზროვნების ნაკლებობაა, ამ ხალხში, ერთი ვერ მიპოვია, ვინც თავის თავს არ ზღუდავს, გთხოვ ნუ შეიცვლები, შენ სწორედ ასეთი ხარ, ბუნებითაც ისეთი ხარ როგორიც ჩანხარ
არაფერი მიპასუხია, არ ვიცი რა უნდა მეთქვა, არ მინდოდა ძველ "მეს" დავრუნებოდი
- კიდევ გცივა?
- ცოტა კი, მაგრამ ისე ძალიანაც არა, როგორც წეღან - წამიერად ვუღიმი,
მერე ისევ სივრცეში ვიხედები და მის სიტყვებზე ვფიქრობ, მაგრამ მე არ შევიცვლი გადაწყვეტილებას, ეს ისეთი ძნელია. მთვარეს ვხედავ, ვუყურებ როგორ გადადიან მასზე მკრთალი ღრუბლები, სწრაფად და ლამაზად, ვუყურებ მის ნათებას და მთლიანად მშთანთქავს, მითრევს როგორც მორევი, ხმის ამოღება აღარ შემიძლია, ისე მივშტერებივარ მთვარეს, წამიერად მესმის ეუსის იმ ღამეს ნათქვამი სიტყვები, მთვარეზე, მაგრამ უცებ მის ხმას გამოვყავარ ოცნებებიდან,
- შენ ჩაგითრიაა? როგორი მაგიური არაა
ვუყურებ მას და პატარა მორცხვი ბავშვივით ვუქნევ თავს.
მისი თვალები ისეთია, როგორიც ეს მთვარე, ჩამთრევი და მაგიური, მაგრამ მასში ჩათრევას უფრო ვუწევ წინააღმდეგობას ვიდრე მთვარეს, მთვარეს მივენდობი და ვხვდები რომ შემიძლია საათობით ვუყურო, მის წყვდიადისფერ სფეროებს კი ვცდილობ მოვერიდო, რადგან ვიცი რომ მისგან თავს ვეღარდავიძვრენ და გამიძნელდება მასზე მოჯადოებულად ცხოვრება, ხოლო მთვარეს უფრო ბედნიერებას მომიტანს, უფრო სიმშვიდეს და სილამაზეს, ნაკლებ ჯოჯოხეთს,
- ვინ ხარ? - ეს კითხვა უცებ მომდის თავში და გაუაზრებლად ვსვამ
ეუსს აფორიქებს ჩემი სიტყვები, მშვიდი გამომეტყველება ეცვლება და ნერვიულად მაკვირდება
- რას გულისხმობ?
- სახელი ეუსი, არ არსებობს, შენც კარგად იცი, შენი ნამდვილი სახელიც სხვაა, ხოდა მაინტერესებს ვინ ხარ, საიდან ხარ, რითი ცხოვრობ, რატომ და რა არის შენი მიზანი
- არაა, საჭირო ჩემზე ბევრი იცოდე, უბრალოდ დაიმახსოვრე რომ ისეთი არ ვარ სხვებთან როგორსაც თავს შენ გაჩვენებ - მერე დაფიქრდა - მაგრამ არა, თავს შენ კი არა მათ ვაჩვენებ, შენთან ისეთი ვარ როგორიც სინამდვილეში, როგორიც მინდა რომ ვიყო, არანაირი მისწრაფება არ გამაჩნია, მთელი ცხოვრებაა იმას ვაკეთებ რაც ბედმა მისახსოვრა,
- უცნაური ხარ
- ჰოო, იმიტომ რომ ჯოჯოხეთიდან ვარ
- ყველანი ჯოჯოხეთიდან ვართ, დედამიწა ჯოჯოხეთია
- მხოლოდ დედამიწა არა, ჩემთვის ყველგან ჯოჯოხეთია
მაშინებდა მისი ლაპარაკი, დაფარული, გასაიდუმოებული და უცნაური იყო.
- იცი ამ ქვეყნად ორი ბედნიერება არსებობს თავისუფლება და სიყვარული,
- და შენ რომელი გაგაჩნია
- მალე ორივე მექნება - მითხრა და აფერისტულად გამიღიმა, წარმატებები მეთქი ვუთხარი და მეც გავუღიმე
ჩუმად ვაგრძეელებდით გზას, ისევ ისე ციოდა მაგრამ დაუოკებელი ენერგია ვიგრძენი, უცებ მომინდა რამეში დამეხარჯა და ეუსს ვუთხარი
- გავიქცეთ
მისთვის ეს მოულოდნელი იყო და ძალიანაც გაუკვირდა
- რაა?
- გავიქცეთ, სახლამდე, ან ცოტა მაინც, თუ იქამდე ვერგავქაჩავთ
- მე გაგასწრებ - მითხრა და გაიქცა, ისე რომ არც დამელოდა, მეც უკან გავეკიდე, კისკისით და მალევე დავწიე, სირბილისგან რომ დავიღალე გავჩერდი, ის წინ იყო, მაგრამ დამელოდა, ძლივს ვსუნთქვდით და გული ხელით გვეჭირა, ყველაფრის მიუხედავად მაინც ვიცინოდით, უცებ წვიმა დაიწყო, წვიმა გახშირდა და მთლიანად დავსველდით, ამიტომ ისევ გავიქეცით,წვიმა ისეთი ხმაურიანი იყო მისი ხმა საერთოდ აღარ მესმოდა, ბოლოს ვეღარ დავინახე და გავჩერდი, რომ მომეძებნა და ვერსად შევნიშნე, საშინლად სველი ვიყავი, უცებ ვიღაც ხელს მხვევს წელზე და სადარბაზოში შევყავარ, ეუსია, მე მეღიმება, მაინც საშინლად ბევრი ენერგია მაქვს, წელზე შემოხვეულ ხელს მიშვებს, მე კი კიბეებზე ვჯდები მაგრამ დიდი ხანი ვერ ვძლებ და მალევე ვდგები ფეხზე, გარეთ ისევ წვიმს, მაგრამ სიცივეს ვეღარ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ ისევ ისეთი სველი ვარ, ეუსის მაიკას ვიხდი ისევ ჩემი მოუხერხებელი კაბით ვრჩები, თმა ჩამომეშალა და სახელზე მაყრია, ვცდილობ გადავიწიო, მაგრამ კანზე მეკვრის, ეუსი მიახლოვდება კედელზე ვეკვრები ის კი ერთ ხელს ჩემს უკან კიდევ, მეორე ჩამოშვებული აქვს, სახე ჩემს ყელთან ახლოს მოაქვს და ისევ ჩემს სუნს შეიგრძნობს, ადგილიდან ვერ ვიძვრი, თვალება ვხუჭავ და მის სიახლოვეს შევიგრძნობ, ნელი მოძრაობით ლოყიდან თმას მიწევს და მკოცნის, მერე მკლავზე ხელს მკიდებს
- დაივიწყე წვიმა, გავიქცეთ
ვეთანხმები, მეც ეს მინდა, ბევრი სირბილი, თუნდ წვიმაში, მაიკა ხელში მიჭირავს, ის მართმევს და წელზე იკრავს, მერე მირბის და მეც მივყავარ, ხელი ისევ ჩემს მკლავზე აქვს შემოჭერილი, ისევ მივრბივართ, მივრბივართ და არ ვჩერდებით, ენერვია არ გველევა არც ერთს, ვიცინით და ისევ მივრბივართ, სახლამდეც ვაღწევ ბოლოს, არც მცივა და არც დაღლას ვგრძნობ, მხოლოდ მძიმედ ვსუნთქავ
- ჩაი დამალევინებ, თუ ასე გავიყინო
ისევ ვუღიმი და ვანიშნებ შემოვიდეს, მეც წინ მივდივარ სველი, ეგრევე ჩემს ოთახში ავრბივარ და ტანსაცმელს ვიცვლი, გადავწყვიტე, ჩემი ერთი გადანახული კომბინიზონი ჩავიცვა, დღეს კომფორტულობის მეტი აღარაფერი მინდა, ვიცმევ და ისევ ჩავდივარ ეუსთან ის დივანხე ზის, მე ჩაის ვდგამ და მივდივარ და წინ ვუჯდები, ხელებს მუხლებზე მიდებ და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ
- დაბრუნდა ძველი ელენა?
- არაა, ეს უბრალოდ 1 ხელი დავიტოვე, განსაკუთრებული დროისთვის, ეხლა კიდე ისეთ ხასიათზე ვარ, მხოლოდ კომფორტულობაღა მინდა
- გიხდება, ძალიან მომწონს - მერე გამომცდელად მიყურებს - თმაც აიჩეჩე - უარყოფის ნიშნად თავა ვუქნევ, მაგრამ ის მოდის და მირევს თმას, მერე საშინლად მიკრავს და ბედნიერი იღიმის,
- ესე ჯობია, ერთი დღე მაინც,
თავს ვუქნევ და სამზარეულოში გავდივარ, წყალი უკვე ადუღებულიყო, ჩაის ვაკეთებ, 1 კოვზი შაქარით და 1 ნაჭერი ლიმნით, ისე რომ არც ვეკითხები როგორი უყვარს, ვაპირებ რომ გავუტანო, მაგრამ თვითონ შემოდის, ორივე ჭიქას იღებს და ეზოსკენ მიდის, მეც ჩუმად მივყვები, დაღლილობა მერევა და ძილს მგვრის, მაგრამ ჯერ ჩაი უნდა დავლიო, ისიც სვამს და მეუბნება
რომ ძალიან მოეწონა, მეც მიხარია,
- წამო ჰამაკში, დავჯდეთ ცოტა ხანი, - ხელს მკიდებს და მივყავარ, ჰამაკში ვჯდებით ორივე, ხმას არ ვიღებთ, მხოლოდ მე მთვარეს ვუყურევ, ის კი მე, მერე ძილიც მერევა და ვამთქნარებ, ეეუსი რომ ხედავს ამას უფრო კიდესკენ იწევა და მაწვენს ისე თითქოს ის ჩემი ბალიში იყოს, მეც წინააღმდებგობას არ ვუწევ, მხოლოდ თვალებს ვხუჭავ და წამიერად მეძინება.
დილით ჩემს საწოლში ვიღვიძებ, ეუსი წასულია
------------------------
ბედნიერებით მავსებს თქვენი პოზიტიური კომენტარები და სურვილს მიჩენს უფრო მალე დავდო ახალი თავები აბა რას ფიქრობთ ახალ თავზე და მოთხრობის პერსონაჟებზე



№1 სტუმარი Araaaaa

Dzalian dzalian magariaaaaa ragac mistiurii male dade da upro didi tavi da meti minishnebit rom gavigo vina

 


№2 სტუმარი ))))

პიკი იყოოო აუ ძაან მაგარა

 


№3  offline წევრი Firefly

ვკითხილობ ვკითხულობ და უფრო მეტი მინდაა არ მყოფნის.უმაგრესია ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი .ელენა და ეუსი საოცრებები არიან ძალიან მომწონს ორივე. ახალი პერსონაჟებიც მომეწონა და იმედი მაქვს ხშირად გამოაჩენ ხოლმე
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი რუსაა

Araaaaa
Dzalian dzalian magariaaaaa ragac mistiurii male dade da upro didi tavi da meti minishnebit rom gavigo vina

❤❤❤

))))
პიკი იყოოო აუ ძაან მაგარა

მადლობა ❤

Firefly
ვკითხილობ ვკითხულობ და უფრო მეტი მინდაა არ მყოფნის.უმაგრესია ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი .ელენა და ეუსი საოცრებები არიან ძალიან მომწონს ორივე. ახალი პერსონაჟებიც მომეწონა და იმედი მაქვს ხშირად გამოაჩენ ხოლმე

ვეცდები ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ბუბუ

როდის დადებ ? მომწონს ძალიან

 


№6 სტუმარი ციცვიძე

სადდაიკარგე? ისე კარგი იქნებოდა მისი დემონური მხარე უკეთ გამოგეჩინა და სხვა პერსონაჟებიც ჩაგესვა ისტორიაში .

 


№7  offline წევრი რუსაა

სტუმარი ბუბუ
როდის დადებ ? მომწონს ძალიან

დღეს დავდებ ❤

ციცვიძე
სადდაიკარგე? ისე კარგი იქნებოდა მისი დემონური მხარე უკეთ გამოგეჩინა და სხვა პერსონაჟებიც ჩაგესვა ისტორიაში .

ვეცდები მეტი სიახლე შემოვიტანო შემდეგ თავს დღეს დავდებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent