შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოსლოში (მეორე თავი)


28-03-2018, 21:12
ავტორი მაშოო
ნანახია 1 129

ხუთს რომ ათი წუთი დააკლდა სახლიდან გავედი,კამილა უკვე სკოლასთან იდგა და მელოდებოდა.
-დიდ ხანს გალოდინე?
ლოყებაწითლებულმა ვკითხე.
ყოველთვის ასე მემართება,როცა ვჩქარობ.
-არა,მეც ახლა მოვედი.
-აბა სად მივდივართ?
-მოდი შენ აირჩიე,თუ გინდა Cafe sør-ში დავსხდეთ,ან სადმე პარკში.
გამიცინა და თავისი დიდი თვალებით შემომხედა.
-პირველი ვარიანტი მომწონს.
-კარგი,მაშინ წავიდეთ.
ათ წუთში მე და კამილა კაფესთან ვიყავით.დღე ისე როგორ ჩაივლიდა,ის ხეპრე რომ არ გამოჩენილიყო მაინც და მაინც იქ,სადაც ჩვენ ვიყავით.ვიღაც ბიჭთან ერთად იჯდა და ფორთოხლის წვენს სვამდა,თან რაღაცაზე გულიანად იცინოდა.მისი ხარხარი ყველას,რომ გაეგო,კაფე დაიცლებოდა.
-ყველგან შენ როგორ უნდა მხვდებოდე?არის ადგილი, სადაც არ დადიხარ?!
ვუთხარი და თვალები ავატრიალე.
-და შენ უფლებების დამრღვევო?!დღეიდან უნდა მიეჩვიო იმას,რომ სადაც არ უნდა გაიხედო,ყველგან მე ვიქნები.
-არ ვაპირებ შეგუებას.მე სადაც ვარ იქ შენნაირი ხეპრე და უხეში ადამიანი არ უნდა იყოს.
-სხვათაშორის მე კრისტოფერი მქვია.ახლა კი,შენ უნდა მითხრა,რომ ჩემი გაცნობა სასიამოვნოა.უნდა მთხოვო,რომ შენ და შენს მეგობარს შემოგიერთდეთ და ერთ მაგიდასთან დავსხდეთ.
-ეგ მხოლოდ შენ სიზმრებში მოხდება.
გავუღიმე და ისეთ ადგილას დავსხედით საიდანაც კრისტოფერის და მისი მეგობრის მაგიდა არ ჩანდა.კამილამ ყველაფერი მომაყოლა.ბევრი ვიცინეთ,ანგარიში გადავიხადეთ და ცოტახნით გარეთ გავისეირნეთ.
-ამ სკოლაში მეც ახალი ვარ,თითქმის არავის ვიცნობ.
დამწუხრებულმა შემომხედა და თავი ჩახარა.
-შეგვიძლია ვიმეგობროთ.გაკვეთილების მერე ერთად წამოვიდეთ და თუ რამე დავალებების დაწერაშიც დაგეხმარები.
არ ვიცი უცბად ასეთი თბილი რატომ გავხდი.ალბათ მიზეზი ისაა,რომ ვიცი რა საშინელებაა,როცა უცხო გარემოში ხვდები.
-კარგი.
ბედნიერი სახით გააგრძელა სიარული და თან ჩანთის ქექვა დაიწყო.
-ლილე,ჩემი ტელეფონი შენ ხომ არ გაქვს?
-არა,მე არ ამიღია.
-ჯანდაბა!მგონი კაფეში დამრჩა.
მე და კამილა უკან გავბრუნდით.იმ მაგიდასთან სადაც ჩვენ ვისხედით უკვე სხვები მისულიყვნენ,აღარც კრისტოფერი ჩანდა.
მომსახურე პერსონალთან მივედი და ვკითხე:
-უკაცრავად,ჩემს მეგობარს კაფეში ტელეფონი დარჩა,თვალი ხომ არ მოგიკრავთ?
-სამწუხაროდ არა,მაგრამ თუ ვიპოვით დაგიკავშირდებით.
ფურცელი მომაწოდა და ნომერი გამომართვა.კამილა დაბნეული იყურებოდა და თან ხალხს ათვალიერებდა.
უკვე გვიანი იყო.ავტობუსით წამოვედით და ორივე სახლში დავბრუნდით.
გზაში ბევრს ვფიქრობდი,ყურსასმენები გავიკეთე,ARCTIC MONKEYS-I WANNA BE YOURS ჩავრთე და ხმას ბოლომდე ავუწიე.უცნაურია,მაგრამ კრისტოფერზე ვფიქრობდი.მიუხედავად იმისა,რომ ხეპრეს და უხეშს ვეძახდი,იყო რაღაც რაც მე და კრისტოფერს გვაკავშირებდა.არ მომწონდა,უბრალოდ მინდოდა კარგად გამეცნო.
დადგა დღე,რომელსაც მთელი კვირა ველოდებოდი.
დღეს პარასკევია.ორი დღე არანაირი სკოლა,შემიძლია უბრალოდ სახლში ვიყო,ან ავიღო ჩემი ფოტოაპარატი და უამრავი ფოტო გადავიღო.
მაღალწელიანი,შავი შარვალი ჩავიცვი,თეთრი პერანგი და ყვითელი ქურთუკი.
ჩანთა და ტელეფონი ავიღე,სახლის კარი გავაღე და გაღიმებული გავედი ქუჩაში.უცბად წინიდან ვიღაც დამეჯახა შუბლით.რამოდენიმე წამის განმავლობაში ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა,თვალებიდან წესივრად,რომ გამოვიხედე წინ კრისტოფერი იდგა.
-ცოტა ფრთხილად იარე,თორემ ვიღაცას დაასახიჩრებ.
-შემთხვევით შენ ხომ არა?!
გაეცინა და მწვანე თვალებით შემომხედა.
-იცი,არც ისეთი უხეში ვარ შენ,რომ გგონია.
-დამიმტკიცე.
წამით შეიშმუშნა,მერე ხელები გაშალა და სიცილით შემომხედა.
-მოდი.
-კრისტოფერ,რას აკეთებ?
-გიმტკიცებ იმას,რომ უხეში არ ვარ.
ახლოს მოიწია და ჩამეხუტა.გზა ისე გავაგრძელეთ თითქოს არაფერი მომხდარა.სკოლა ახლოს იყო,მაგრამ ლაპარაკი მაინც მოვასწარით.ისიც ჩემნაირად გიჟდება ARCTIC MONKEYS-ის მუსიკაზე,საყვარელი ფერია შავი,მაგრამ არც ყვითელს იწუნებს.ბევრი საერთო გვაქვს და ეს ყველაფერი მიხარია.
ოსლომ ძალიან შემცვალა.აქამდე მეგობრები არაფრად მიმაჩნდა,ახლა კი მხოლოდ კამილაზე და კრისტოფერზე ვფიქრობდი.იქნებ ისინიც დროებითი მეგობრები არიან?
შეიძლება მომავალ წელს არცერთს ვახსოვდე.
შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავედით მე და კამილა.ჩვენ მაგიდასთან ახლოს,კრისტოფერი იდგა,მათემატიკის მასწავლებელს ელაპარაკებოდა და თან უცნაურად იშმუშნებოდა.მერე ჩვენ დაგვიანახა და გვერდით მოგვიჯდა.გაფართოვებული თვალებით შემომხედა და ჩემს საუზმეს დახედა.
-ქათმის ჩხირები?სერიოზულად?რომ მივედი უკვე აღარ ჰქონდათ.როდის მოასწარი აღება?
-ყველა ჩემნაირი ნიჭიერი ვერ დაიბადება.
გავუცინე და ქათმის ჩხირები კრისტოფერსაც გავუყავი.
-მადლობა უფლებების დამრღვევო.
ვისაუზმეთ და კლასებში დავბრუნდით.მე ნორვეგიული მქონდა,კრისტოფერს ინგლისური.
სკოლიდან ერთად წამოვედით და გზაში ვლაპარაკობდით.
-აბა ლილე,თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?
-ფოტოებს ვიღებ.
-როგორც ყველა გოგო ისე შენც?არ თქვა,რომ შენი ინსტაგრამის გევრდი გატენილი გაქვს უაზრო სურათებით,სადაც ტონა მაკიაჟი გადევს სახეზე.მითხარი,რომ იმ გოგოებს არ გავხარ.
-კრისტოფერ,დამშვიდდი.შეიძლება ითქვას,რომ ახალბედა ფოტოგრაფი ვარ.ჩემმა საუკეთესო მეგობარმა,რომელიც ოდესღაც ჩემთან ერთად 24 საათი დადიოდა თბილისის ქუჩებში,პროფესიონალი ფოტოაპარატი მაჩუქა.ყველაფერს ფოტოებს ვუღებ,ოსლოს ქუჩებს,უცნაურ ადამიანებს,კაფეებს,პარკებს,შენობებს,ბუნებას...
-პირველად,რომ დაგინახე პატარა პაპარაცი მეგონე.ასე ჩუმად არ უნდა მიეპარო ადამიანს ფოტოს გადასაღებად.
გამიცინა და ლოყებზე პატარა ნაკეცი შევნიშნე.
-უხეშო,შენ რას აკეთებ თავისუფალ დროს?
-მე და ჩემი გიტარა განუყრელი მეგობრები ვართ,ასევე მე და ჩემი ფურგუნიც.
-ფურგუნი?
-ჰო,მოგზაურობა და მეგობრები...
სახე გამინათდა და ვკითხე:
-ბოლოს სად იმოგზაურე?
-ოსლოში და როგორც ხედავ ამ ქალაქმა შემომიტოვა.
უკვე ჩემ სახლთან ვიყავით.დამემშვიდობა და შორიდან მომაძახა:
-თუ გარეთ გასეირნებას დააპირებ,ეცადე ვინმეს უფლებები არ დაარღვიო.
სახლში,რომ შევედი ცოტახანი ჩემებს ველაპარაკე და ჩემს ოთახში ავედი.



იმედი მაქვს მოგეწონათ .... ვიცი რომ პპატარა თავებს ვდეებ მაგრამ მესამე თავი შედარებითთ დიდი იქნებაა



№1  offline წევრი mimimimo

მაინც და მაინც - არა, მაინცდამაინც.
და-თი დაკავშირებული ზმნიზედები იწერება ერთად.
რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი მაშოო

mimimimo
მაინც და მაინც - არა, მაინცდამაინც.
და-თი დაკავშირებული ზმნიზედები იწერება ერთად.
რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
წარმატებები!

madlobaa

 


№3  offline წევრი უიღბლო

მაშოო
mimimimo
მაინც და მაინც - არა, მაინცდამაინც.
და-თი დაკავშირებული ზმნიზედები იწერება ერთად.
რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
წარმატებები!

madlobaa

როდის დადებ ?

 


№4  offline წევრი მაშოო

უიღბლო
მაშოო
mimimimo
მაინც და მაინც - არა, მაინცდამაინც.
და-თი დაკავშირებული ზმნიზედები იწერება ერთად.
რამოდენიმე - არა, რამდენიმე.
დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
წარმატებები!

madlobaa

როდის დადებ ?

ხვალ ან ზეგ აუცილებლად relaxed

 


№5 სტუმარი mariami

kaia momwons ise maincdamainc Oslo ratom airchie??norvegia mogwons ??arada me vfiqrobdi marti me viyavi ertaderti gogo romelsac norvegia uyvarda kaia gaagrdzele da male dade xolme<3<3

 


№6  offline წევრი მაშოო

mariami
kaia momwons ise maincdamainc Oslo ratom airchie??norvegia mogwons ??arada me vfiqrobdi marti me viyavi ertaderti gogo romelsac norvegia uyvarda kaia gaagrdzele da male dade xolme<3<3

დღეს დავდებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent