ოსლოში (პირველი თავი)
დღეს ყველაფერი ახლიდან დაიწყება. დიახ, სულ ყველაფერი. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი მასწავლებლები... ყოველწელს ყველაფერი ახლიდან იწყება. კლასის ნახევარი შემიზიზღებს. ჩემზე ბევრი ილაპარაკებს, იტყვიან ძველი სკოლიდან გამოაგდესო. ვერ ავხსნი რა საშინელებაა, ყოველ წელს ამის მოსმენა და ყურება. მე ლილე მქვია. სამშობლოდან დიდი ხანია წამოვედით, მამაჩემის უაზრო სამსახურის გამო. მეგობრები არ მყავს, თუ არ ჩავთვლით იმ დროებით მეგობრებს რომლებთან ყოფნაც სკოლაში მიწევს. დაბნეული არ ვარ. ჩემთვის საკმარისად ნაცნობი სიტუაციაა. განრიგის ფურცელი ავიღე და პირველ გაკვეთილზე შევედი. ზოგადად, როცა კლასში შედიხარ, ყველა შენ გიყურებს, ერთმანეთს ეჩურჩულებიან და ზუსტად იცი, რომ ეს თინეიჯერები შენზე რაღაცას ლაყბობენ. ამ სკოლაში ასე არ მომხდარა. ჩემთვის არავის შემოუხედავს. თავისუფალ მერხთან დავჯექი და ჩემი დღიური ამოვიღე. ყოველ წელს ასე ვაკეთებ: კლასში შესვლის შემდეგ, ჩემს დღიურში პირველ შთაბეჭდილებებს ვწერ. კაფეტერიაში, რომ ჩავედი ბავშვები გავიცანი. დიდად არ მომეწონნენ. ჩემს სახელს საშინლად ამბობენ და ეს მაგიჟებს. სკოლის მერე საშინაო დავალებები დავწერე და ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად გარეთ გავედი. ამბობენ ოსლოში ბევრ უცნაურ ადგილს გადააწყდებიო. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ვნახო. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი ფოტოაპარატია. მგონი ერთადერთი ნივთია, რაც ყოველთვის თან მაქვს. რომელ ქალაქშიც არ უნდა გადავიდე საცხოვრებლად, ყველგან მიმაქვს. არავის ვაძლევ უფლებას, რომ შეეხოს. ჩემებმა იციან, თუ თითს ოდნავ მაინც დაადებენ, პანიკები დამეწყება. მოკლედ, ფოტოაპარატი ავიღე, ჩემი საყვარელი ქურთუკი ჩავიცვი და გარეთ გავედი. მგონი, მხოლოდ მე დავდიოდი ასეთი დაბნეული, ოსლოს ქუჩებში. მინდოდა ყველაფერი გადამეღო, პატარა დეტალებიც კი. აქ ბევრი კაფეა და სწრაფი კვების ობიექტებიც. მეშინია ამდენი ფოტოს გადაღებისგან, ფოტოაპარატი არ აფეთქდეს. ბევრჯერ მინატრია, რომ ჩემს თვალებს ფოტოების გადაღება შეეძლოთ. ასე, რომ იყოს, ჩემი ფოტოები ნამდვილი ხელოვნება იქნებოდა. არ ვტრაბახობ, უბრალოდ ეს პატარა ქუჩები ბევრად ლამაზია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. უკვე მზე ჩადიოდა და ზუსტად ამ დროს დავინახე ვიღაც მაღალ შენობებს უყურებდა. სასწრაფოდ, ჩემი ფოტოაპარატი მოვიმარჯვე ფოტოს გადაღება, რომ მომესწრო. ჯანდაბა! ეს ბიჭი მოულოდნელად შემობრუნდა და წარბებშეკრულმა შემომხედა. მის თვალებში ისეთი ბრაზი ჩანდა შემეშინდა, ვიფიქრე ადგილზევე მომკლავდა, არადა მგონი არაფერი დამიშავებია. -ფოტოს ნებართვის გარეშე მიღებ? -კარგი რა, რომელი საუკუნეა? უბრალოდ ხედი მომეწონა, შენ კიდე ლამაზად იდექი და მეც უცბად გადაგიღე. -ლამაზად ვიდექი?! იცი, რომ ჩემს უფლებებს არღვევ? ჩემი გადაღებული ფოტო, რომ ენახა დარწმუნებული ვარ არ გაბრაზდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ეს უნდა მეთქვა. -კარგი წავშლი ფოტოს, ოღონდ, სხვა დროს ასე არავის გაუბრაზდე. სჯობს ემოციების კონტროლი ისწავლო. გავბრუნდი და გზა გავაგრძელე. ის ფოტო არ წამიშლია. ასეთი მომენტები იშვიათია. გადაღებას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ეს ბიჭი, მზის ჩასვლის ხედი და მაღალსართულიანი შენობები ერთად, რაღაც სასწაული იყო. დაღამებამდე სახლში დავბრუნდი. კომპიუტერი ავიღე და ფოტოების დამუშავება დავიწყე. სათითაოდ მივყევი ყველას, მაგრამ იმ ბიჭის ფოტო ვერსად ვიპოვე. ალბათ გადაღება ვერ მოვასწარი. ნერვები მომეშალა, კომპიუტერი დავდე და დაძინება გადავწყვიტე. დილით, ჩვეულებრივ, სკოლაში წავედი. ბიოლოგიის გაკვეთილზე შევედი. უკვე წიგნებს ვიღებდი ჩანთიდან, გვერდით რომ გავიხედე და ის უხეში, თავხედი და ხეპრე დავინახე. ყველანაირად ვეცადე, რომ დავმალულიყავი. ხან ჩანთა ავიფარე, ხან - წიგნი. ბოლოს, კლასიდან რომ გავდიოდით, მაშინ დამინახა. მხარზე ხელი უხეშად მომკიდა და შემომატრიალა. -ისევ შენ? მკითხა ირონიულად. -სხვათაშორის, მე ლილე მქვია და ჰო - ისევ მე! -სასიამოვნოა შენი გაცნობა, უფლებების დამრღვევო. ისევ ირონიულად შემომხედა და გაირა. ვერაფერი გავიგე. იმის მერე, რაც ქუჩაში ასე მეჩხუბა, ერთი, უბრალო ფოტოს გამო, ახლა ჩემი გაცნობა სასიამოვნოა? არ მივცემ უფლებას ასე დამცინავად მელაპარაკოს. ნეტავ, კიდევ რამდენი გაკვეთილი მოგვიწევს ერთ კლასში ყოფნა? დავიჯერო სხვა გაკვეთილებზეც ერთად მოვხვდებით? ეს წყეული განგრიგი... კიდევ უფრო დიდი საშინელება ის იყო, რომ ჩვენი წიგნების კარადები ერთმანეთის გვერდით იყო. ამდენი დამთხვევა უკვე მეტისმეტია! სახლში ფეხით წავედი. თან ტელეფონში იმ ხეპრეს ვეძებდი. ვერსად ვიპოვე, ალბათ, იმიტომ, რომ არც სახელი ვიცი, არც - გვარი. ინსტაგრამი გავხსენი და ერთი შეტყობინება დამხვდა, მაგრამ არ გავხსენი. ვიცოდი ის ხეპრე იქნებოდა. რაღაცას ისევ ირონიულად მეტყოდა და ტელეფონის დამსხვრევა მომიწევდა. მეორე დღეს, კაფეტერიაში, ჩემი კლასელი მომიჯდა. მხიარული გოგო ჩანს, კამილა ჰქვია. ხატვის გაკვეთილზე ერთად ვართ და ვფიქრობ, საკმაოდ ნიჭიერია. -გუშინ, ინსტაგრამზე მოგწერე და არაფერი გიპასუხია. ვიფიქრე, საღამოს სადმე კაფეში დავსხდებოდით, ან ბიბლიოთეკაში წავიდოდით. ღმერთო, რა სულელი ვარ. ყველაფერი იმ იდიოტის ბრალია. სულ შემშალა ჭუიდან. კამილასთვის რა უნდა მეთქვა? ძლივს ვიღაცამ გასეირნება შემომთავაზა, მე კი - შეტყობინებაც კი არ გავხსენი. -ვაიმე, მაპატიე.ალბათ, ჩემს ტელეფონს დაემართა რაღაც. თუ გინდა, დღეს გავიდეთ. გაკვეთილების მერე, თავისუფალი ხარ? გავუღიმე და სენდვიჩის ჭამა გავაგრძელე. -კი. 5-ზე სკოლასთან შევხვდეთ. კამილა წავიდა და მეც მალევე დავეწიე. ისტორიის გაკვეთილზე ერთად ვიყავით. გაკვეთილები რომ დამთავრდა, მამამ მანქანით მომაკითხა და სახლში წამიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.