შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით (სრულად)


28-03-2018, 23:05
ავტორი aNuGi
ნანახია 28 928

თავი პირველი


კლასთან ვიდექი და მთელი ემოციით ველოდებოდი როდის ჩამოივლიდა.
ზუსტად ვიცოდი რომ წუთი წუთზე უნდა გამოჩენილიყო და ერთი სული მქონდა მისი მწვანე თვალები დამენახა. არადა არ გამოჩნდა, იმედგაცრუებული შებრუნებას ვაპირებდი მისი სიცილი რომ მომესმა.
სუხო, ნიკოლოზ სუხიაშვილი, ჩემი ოცნების მამაკაცი.
ვინ იცის მერამდენე წელია მიყვარს, ალბათ რომ გადავითვალო, მეხუთე იქნება. ის კიდევ საერთოდ ვერ მამჩნევს. ერთიანად ალეწილი ვდგავარ კარებთან, უკვე თხუთმეტი წუთია რაც ზარი დაირეკა, მე კიდევ მას ველოდები.
ყოველ წელს ახლიდან ვსწავლობ მის განრიგს, ყოველი წლის დასაწყისში ვიცი სად ექნება გაკვეთილი, ვინ ეყოლება მასწავლებლად, არის თუ არა მის გვერდით ვინმე.
ალბათ რომ მკითხოთ რამხელაა იმის შანსი რომ სუხოს ცხოვრებაში ოდნავ მაინც გამოჩნდეო, პირდაპირ გიპასუხებთ რომ პროცენტი ნულს უტოლდება.
ამ ყველაფერს ის სიტუაციაც ამწვავებს რომ მისი ძმაკაცი ჩემი დაქალი მარიამის ნახევარძმაა და ოჯახში საშინელი სიტუაცია აქვთ.
როგორც კი მარიამს ვხედავ, ეგრევე ვხვდები რომ გაგას, მისი ძმის, ლანძღვა უნდა დაიწყოს და ვერიდები.
შესაბამისად ჩემი გრძნობების შესახებ არაფერი იცის, ზუსტად ვიცი ისეთი ბუტიაა საშინლად დაწყდება გული და შეიძლება არც დამელაპარაკოს, მე კიდევ მისი დაკარგვა ნამდვილად არ მინდა, მითუმეტეს იმის გამო, ვისთანაც ვერასდროს ვიქნები.
გაგა და სუხო მუდმივად ერთად ტრიალებენ ხოლმე, სასტავში ბევრნი არიან, მაგრამ ესენი განსაკუთრებულად ახლოს.
სუხო გაგაზე ოდნავ მაღალია, დაკუნთული სხეული, მწვანე თვალები და ყავისფერი თმები აქვს. გაგა კი ცისფერთვალება და მუქთმიანია, იმდენად განსხვავებული გარეგნობა აქვთ მთელი სკოლა ამათზე გიჟდება.
მეც მათ სიაში შევდივარ, სულ ვფიქრობდი რომ სკოლაში ყველაზე “გამოსული ტიპების” ფანების სიაში ვერასდროს ჩამწერდნენ, მაგრამ დავინახე სუხო, მე გავშტერდი, ჩემი გული კი ეგრევე მიხვდა რომ ძებნა უნდა შეეწყვიტა.
უბრალოდ სუხო არის ის ნაწილი ჩემი ცხოვრების, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ და ვერასდროს ამოვშლი გონებიდან, ვინც არ უნდა გამოჩნდეს ჩემს გვერდით, სუხო - სუხოდ დარჩება, ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულად.

***

- სად ხარ ლიზა? - კლასიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოდის მარიამი და გვერდით მიდგება, ჩემს მზერას თვალებს აყოლებს და როგორც კი ბიჭებს ხედავს ეგრევე მუშტებს კრავს - რას უყურებ რა დაგემართა?
- თვალები გამიშტერდა, არავის ვუყურებდი მარ - უკვე ამ სიტუაციაზე შეჩვეული სწრაფად ვაბრუნებ თავს და კლასისკენ მივდივარ.
- რატომღაც სულ ნიკაზე გეყინება თვალები!
- ნიკა? - დაბნეული ვუყურებ, თითქოს ვერ ვხვდები ვისზე შეიძლება მელაპარაკებოდეს. ოდნავ უმშვიდდება თვალები, კმაყოფილების ღიმილი ეკვრის სახეზე, აშკარად მოსწონს ის რომ მისი სახელიც არ ვიცი.
- აი სუხიაშვილი, სუხო - მიმითითებს მზერით და მეც მისკენ ვიხედები.
- უი, ჰო, სულ არ მახსოვდა ნიკა რომ ერქვა!
- მე კიდევ ვიფიქრე მოსწონს მეთქი - ჩაფიქრებული მეუბნება და წინ მიდის, ოდნავ მიკანკალდება თითები, ძლივს შესამჩნევად ბანცალით ვდგამ ნაბიჯებს და უკან მივყვები.
დავიჯერო ასე მეტყობა? გამუდმებით ეს მიტრიალებს თავში და ვგრძნობ როგორ მასხამს ცივი ოფლი.
მარიამისგან ისე ვცდილობ ამ ყველაფრის დამალვას, წარმომიდგენია ვისთანაც არ ვმალავ ის როგორ ამჩნევს და დამცინის.
დაცვარულ შუბლს თითების ვიწმენდ და ადგილს ვიკავებ გაგულისებული.
შემამჩნია და შემამჩნიოს მერე! როდემდე შეიძლება ერთი და იგივე გაგრძელდეს?!
სიმწრის სიცილი მივლის სახეზე, თავს ჩანთაზე ვდებ და ვცდილობ აქაურობას მოვწყდე, მაგრამ კლასში შემოსული დირექტორი არაფერს მაცდის, ჯერ ხომ კაკუნით შემოდის და მერე იმხელა ხმაზე იწყებს საუბარს, დასვენება კი არა, სავარაუდოდ ერთი კვირის ძილი უკვე დამიფრთხო.

***

გამუდმებით ერთი და იგივე ხდება ჩემს ცხოვრებაში, შევდივარ facebook-ზე, ვუყურებ სუხოს პროფილს, ყოველ ახალ კომენტარს თუ მოწონებას ვავლებ თვალს და გამოვდივარ.
ჩემი facebook-ის ძებნაში რომ შევიდეს ვინმე, აუცილებლად მიხვდება როგორი ავადმყოფიც ვარ.
იმდენად ვარ მასზე დამოკიდებული ზოგჯერ მგონია რომ შორიდან მის სუნთქვასაც კი ვგრძნობ და სისხლი მეყინება.
ვცდილობ არ მივუახლოვდე, მის გვერდით ყველანაირად უკონტროლო და შეშლილი ვხდები.
უბრალოდ შეუძლებელია ეს ფაქტი ავხსნა, ერთი და იგივე, მუდმივად აჩქარებული გულისცემა და ერთიანად აკანკალებული სხეული.
მახსოვს პირველად რომ დავინახე გულში რაღაცამ საშინლად გამკრა.
მაშინ პირველად გავიგე მისი სახელი და გვარი.
ნიკოლოზ სუხიაშვილი.
ეგრევე შევედი და facebook-ზე მოვძებნე. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი დავამატებ მეთქი, მაგრამ გამბედაობა ვერ მოვიკრიბე.
ვზივარ და ვუყურებ მის სურათებს, წარმოვიდგენ როგორ მეხება და ერთიანად მივლის დენი.
ჩემს ფიქრებს უფლებას არ ვაძლევ რომ უფრო შორს წავიდეს, თორემ დარწმუნებული ვარ შევიშლები, იმისგან შევიშლები რომ ამ ყველაფერს რეალურად ვერასდროს გამოვცდი.
ალბათ ადამიანებს გაუჩნდებათ ფიქრი თუ რატომ ვარ ასეთი უიმედო, რა უნდა ქნა, როდესაც მის გვერდით ყოველთვის ლამაზ და გამოსულ გოგოებს ხედავ. ისინი ყვეალფერს აკეთებენ მისი ყურადღების მისაქცევად, მე კიდევ მუდმივად ვიმალები რომ ახლოს არ მივიდე.
არასდროს ვდგავარ მარიამის გვერდით როდესაც გაგას ეჩხუბება, არც მაშინ როდესაც ცდილობენ რომ ნორმალურად დაილაპარაკონ.
ის კიდევ მუდმივად იქ დგას და მხარს უჭერს.
ზოგჯერ ვფიქრობ რომ საშინლად სუსტი ვარ და დაუნდობელი საკუთარი თავის მიმართ.
იქნებ ოდესმე მეცადა და გამომეჩინა თავი, ან თუნდაც ახლოს მაინც მივსულიყავი სულ რომ არაფერი.

***

სკოლაში დამაგვიანდა, მთელი გზა მივრბოდი რომ სუხოზე მიმესწრო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. კარები რომ შევგლიჯე უკვე ყველა საკლასო ოთახში იყო, დერეფანში კი არავის ხმა არ ისმოდა.
გულდაწყვეტილი შევტრიალდი, ის ის იყო გასვლას ვაპირებდი შენობიდან, ჩურჩულის ხმა რომ მომესმა.
ფრთხილად მივტრიალდი და იქვე საკლასო ოთახისკენ დავიძარი, კარები ოდნავ შეღებული იყო და ხმა უფრო გარკვევით ისმოდა.
- სუხო სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რამ გამოგას*რა ბიჭო, რას მეუბნები ხვდები?
- მომისმინე გაგა!
- არ მოგისმენ ბლია*, ვერ მოგისმენ, როგორ მეუბნები საერთოდ მსგავს რაღაცას? ამის დედას შევე*ი, ოღონდ შენ არა რა
- როდის მერე არის სიყვარული დანაშაული გაგა? როდის მერე? - ოდნავ ტონს უწევს ნიკოლოზი და ხმაზეც ვგრძნობ რომ ერთიანად იძაბება.
- ვერავინ შეეგუება ამას! ვაფშე სად ნახე, როდის ნახე, როდის შეხვდი?
- რა მნიშვნელობა აქვს!
- აუ არა ტო, არა რა ტო რა - ქშენით ამბობს გაგა და ნათლად ვხედავ როგორ იჭერს თავზე ხელს.
- და რას აპირებ მაინც?
- მინდა რომ შევხვდე და დაველაპარაკო - სუხოს ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ რომ ანერვიულებულია, პირველად ვხედავ ასეთს.
- სისულელეს გააკეთებ ეგ გოგო მაგაზე არ დაგთანხმდება და მეორეც, ვერ შეეწყობით ერთმანეთს, სხვანაირია
- ვცდი ბიჭო ხო შეიძლება რომ ვცადო? რამ გამოგა*ირა, შენ ხომ არ გევასება ვაფშე?
- შენ ბიჭო *იგ ხო არ გაქვს?
- აუ, აბა რა ხდება ტოო გამაგებინე რა
საუბარს ვეღარ ვუსმენ რადგან მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის და სწრაფად ვშორდები იქაურობას.
გული ისეთი ძალით მიცემს ლამის ვგიჟდები, ნუთუ სუხოს ვინმე უყვარს? ან მოსწონს? ე.ი სერიოზულ ურთიერთობას აპირებს?! უნდა მისწეროს, მე კიდევ, მე!
ჯანდაბა!
თვალებზე ცრემლები მაწვება და ერთიანად ვშრები, ახლა ვხვდები რომ ის პატარა იმედი რომელიც გულის სიღრმეში ოდნავ ბჟუტავდა ქრება და შიგნით სრულიად სიბნელე ისადგურებს.
სუხო!
კარგი რა, სუხო..

***

ნათლად ვგრძნობ რომ დეპრესია მიტევს, რამდენი წარმოვიდგენ რომ ვიღაც გოგოს წერს, იმდენი ვშრები და ერთიანად ვიფიტები.
ასე მგონია ხელები გამეყინება და შეიძლება ვიღაცას ძალიან ცუდი რამე დავმართო.
გამწარებული ვაღებ კარადის კარებს და ყველაფერს გარეთ ვყრი.
ვალაგებ და ვფიქრობ რომ ეს დამეხმარება, მაგრამ რეალურად მხოლოდ უაზროდ ვკეცავ და ვდებ ტანსაცმელს.
სუხო,
სუხოს თვალები,
ტუჩები,
მზერა,
თმები,
მოქმედებები! ყველაფერი ერთმანეთში მერევა და ვგიჟდები ისე მინდა ჩავეხუტო.
წამით მაინც ჩამახუტა, მისი სითბო მთელ ჩემს სხეულში რომ გავრცელდება და შევიგრნობ, სიგიჟემდე შევიგრძნობ და გავითავისებ მის სიმხურვალეს.
მუხლებზე ვდგები და ხელებს მხრების ირგვლივ ვიხვევ წარმოვიდგენ თითქოს მას ვეხები და ერთიანად ვთბები. მის მზერას ვგრძნობ ზემოდან დამყურებს და მიღიმის, მისი საფირმო და ძალიან ლამაზი ღიმილით, მერე ცხვირზე მკოცნის და ისევ მის გულმკერდში ვეძებ სითბოს.
ცრემლები ისე მომდის ვერც ვიგებ, საშინელებაა ადამიანზე ოცნებობდე და ის დედამიწის სხვა წერტილში შენზე არც ფიქრობდეს, საერთოდ არც იცოდეს იმის შესახებ რომ მასთან ერთად სწავლობ, გიყვარს, მოგწონს, აღმერთებ და გიჟდები.
ახლა ამ წამს უეცრად კარები რომ გამოაღოს და ჩემს ოთახში შემოვიდეს, მერე ჩემთან დაიხაროს, გამიღიმოს და ხელში ამიტაცოს.
არა!
არ მინდა ამაზე ფიქრი!
მომშორდი, გემუდარები, მომშორდი წადი აქედან, ჩემი ფიქრებიდან გაქრი, არ მჭირდები არაფერში, არ მინდა შენთან გესმის? არა!
თავზე ხელებს ვიჭერ და ხმამაღალი ქვითინი მივარდება, ხმაზე ჩემი და შემოდის და უხმოდ მეხუტება.
ის ერთადერთია ვინც იცის თუ რა ხდება ჩემს თავს და ჩუმად იტანს ყველაფერს.
მერამდენედ მიკეთებს დამამშვიდებელს და მაძინებს ალბათ თვითონაც ვერ ხვდება, მაგრამ ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი არის ის რომ სიტუაცია უარესდება, ყოველ ჯერზე უფრო მძიმედ მიტევს ეს ყველაფერი და მაგიჟებს.
როდის ვითიშები არ ვიცი, დილით ისევ ჩვეულად მაფხიზლებს მაღვიძარას ხმა და უემოციოდ ვდგები ფეხზე, ვგრძნობ რომ ვიყინები და საკუთარ თავს ვერაფრით ვეხმარები.

***

სკოლაში ცივი და არაფრის მთქმელი სახით შევდივარ, ისე ვუვლი იმ ადგილს სადაც სუხოს ველოდებოდი ოდნავაც არ ვტოკდები, ისე მივიწევ საკლასო ოთახისკენ ვცდილობ უკან არ დამრჩეს ფეხები.
დღესაც და მორჩა!
გამუდმებით ვიმეორებ და უკან ვბრუნდები, საკლასო ოთახის ოდნავ გვერდით ჩვეულად ვდგები და მათ გამოჩენას ველოდები.
როგორც კი მისი სიცილი მესმის, ეგრევე გულზე მეშვება, თითქოს გუშინდელი დღე არც ყოფილა, თითქოს მისი სიყვარული ასე არ მაფორიაქებდეს და მამძიმებდეს, საკმარისია ოდნავ შეტოკდეს, ჩემი მიმართულებით არაფრის მთქმელი მზერა მომართოს თუნდაც და ყველაფერი გაქრეს ირგვლივ.
ფრთხილად ვშლი წიგნს და თითქოს ინტერესით ვათვალიერებ, როგორც კი მიახლოვდება, ეგრევე ვწევ თავს მაღლა თითქოს არ ვიცოდე მისი აქ ყოფნის შესახებ და ვვოცდები, როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება.
პირველად შევხედე მთელი ხუთი წლის განმალობაში თვალებში და ვხვდები რომ გული ნელნელა ჩერდება, პულსაცია ისე დაბლა დაეცა რომ ლამისაა ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალოს.
ზურგზე ცივი და ცხელი ოფლი ერთდროულად მასხამს და ადგილზე ვხევდები.
ოდნავ ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევად იღიმის და ისევ გაგას უბრუნდება მზერით.
რა ცოტა არის ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო, მხოლოდ ახლა ვხვდები.
ის პატარა ყურადღება იმ ოდნავ ძლივს შესამჩნევად ანთებული იმედის აგიზგიზებასაც უწყობს ხელს.
მან უბრალოდ ახლა, გაუაზრებლად და გაუთავისებლად იმედი მომცა, იმედი რომ ერთხელ მაინც შემამჩნია ამ წლების განმავლობაში.

***


კლასში გაბრუებული ვიჯექი, ვცდილობდი როგორმე კონცენტრაცია მხოლოდ მასწავლებელზე გამეკეთებინა, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი უარესად ვიბნეოდი.
გამუდმებით მისი მზერა და მწვანე თვალები მიტივტივდებოდა, ბავშვობიდან ვგიჟდებოდი მწვანეთვალება ბიჭებზე, მე თვითონაც არ ვიცი როგორ მოერგო ყველა ჩემს მიერ შექმნილ კრიტერიუმს ასე სასწაულად ნიკოლოზი. მისი ყოველი მანერა, ჩვევა თუ ქცევა იმდენად იდეალურად მეჩვენებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერც კი შევამჩნიე ისე შემოიპარა ჩემს გულში და უზარმაზარი ადგილი დაიკავა.
შეუძლებელია სუხოს იცნობდე და არ გიყვარდეს, უბრალოდ ისეთია, ყველასგან განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული, კომუნიკაბელური, დახვეწილი და მოსიყვარულე.
მთელი ეს დრო მასზე ინფორმაციებს ვაგროვებდი, ჰყავს ერთადერთი ძმა და ორი დეიდაშვილი გოგო, რომლებთან ერთადაც ხშირად დებდა ფოტოებს და თავიდან საშინლად ვეჭვიანობდი. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი რომ ისინი ჩემი კონკურენტები არ იყვნენ.
როგორ მეცინება საკუთარ თავზე, კონკურენტები - როგორი სიტყვაა და რამდენს ნიშნავს მაინც, ამ ერთმა მზერამ დავიჯერო ამდენი რამე შემიცვალა?! ნუთუ მგონია რომ ოდესმე ჩემსკენ სერიოზულად გამოიხედავს, შემამჩნევს ან საერთოდ მოუნდება ჩემთან დალაპარაკება?!
როგორ მიღიმოდა, როგორ ჩატეხა მისი ლამაზი ტუჩების კუთხე, როგორ უკიაფებდა თვალები.
ალბათ რაღაცამ ძალიან გაახარა და ჩემკენაც უხვად გამოიმეტა მისი თბილი თვალები.
გავგიჟდი მგონი,
არა ნამდვილად შევიშალე რაებზე ვფიქრობ საერთოდ ვერ ვხვდები!

***

- რას აკეთებ დღეს ლიზ?
- არაფერს, უნდა ვიმეცადინო ნახევარი მაინც რომ წინასწარ მოვიშორო ეს ისტორია, შენ რას შვები? - ინტერესიანი მზერით გადავხედე და წიგნი დავხურე.
- დღეს გაგა მოდის ჩვენთან სახლში, მარტო არ მინდა ყოფნა და შეგიძლია მოხვიდე?
- რა უნდა მანდ? როდის მერე დაიწყო თქვენთან სიარული? - ისე ვკითხე საერთოდ არ მანაღვლებდა თითქოს, არადა ეგრევე მივხვდი რომ შეიძლება სუხოც მოსულიყო.
- მამაჩემი ცდილობს ჩვენს შერიგებას, თუმცა ყველა მცდელობა მაინც კრახით დასრულდა და ვიჩხუბეთ, ყოველთვის გაგიჟებული ვარდება სახლიდან, რა ჩემი ბრალია თუ ვერ შევიყვარე? ვერ ვიღებ ისე როგორც ძმას!
- რაღაცებს ურევ მარიამ ერთმანეთში, ის რომ მამაშენი და დედაშენი დაშორდნენ ეს გაგას ბრალი არ არის! - კატეგორიული ტონით ვეუბნები და წიგნს ჩანთაში ვდებ ფრთხილად - შენ უბრალოდ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ვინმეს გადააბრალო, იმიტომ რომ მამაშენი სიგიჟემდე გიყვარს, რეალურად კიდევ ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ერთადერთი დამნაშავე ამ სიტუაციაში მამაშენია!
- კარგი რა ლიზ - ხელს იქნევს და იმედგაცრუებული თვალებით მიყურებს - როგორ შეიძლება მამაჩემი დამნაშავე იყოს?
- გაგა სანამ შენს დედობილს ეყოლებოდა მუცელში, იქამდე მათ ურთიერთობა ჰქონდათ, რომლის შედეგადაც გახდა იგი შენი ნახევარძმა, პატარა გოგო არ ხარ ეს რომ ვერ გაიაზრო!
- მესმის, მაგრამ გაგა რატომ გაჩნდა?
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ახლა მარიამ!
- მის გამო დაინგრა ოჯახი, თორემ ეგ რომ არ ყოფილიყო დედა მამას არ გააგდებდა სახლიდან!
- მარიამ! დამღალე ამ უაზრო ბავშვური აზრებით, რა სისულელეებს ბოდავ ხვდები? გაგა კი არა ღალატი ვერ აპატია დედაშენმა, აბა გაგას დანაშაული?! მას უნდოდა ასეთი მშობლები ჰყოლოდა?! გაიაზრე რასაც ვამბობ რა ის რომ მამაშენი ასე გიყვარს, არ გულისხმობს იმას რომ ყველაფერზე თვალები უნდა დახუჭო და სულელი გოგოს პოზიცია დაიკავო, არავინ ითხოვს რომ მამაშენს გაუბრაზდე ან ცუდად მოექცე, უბრალოდ გაგას შეეშვი და შენთან ერთად თუ არა, აცალე მარტომ თავისუფლად იცხოვროს ისე, რომ გამუდმებით არ ჩასძახოდე ყველაფრის თავი და თავი შენ ხარო - ფეხზე წამოვდექი და კარებისკენ დავიძარი - ბოლო გაკვეთილზე არ ვრჩები, საქმე მაქვს, ხო ისე გაგასთვის გეკითხა იქნებ უყვარხარ? იქნებ სჭირდები? იქნებ უნდა შენთან ნორმალური ურთიერთობა? საღამოზე დავფიქრდები, ალბათ მოვალ - ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და კარებიდან გამოვდივარ.
სუხოს ვერსად ვხედავ, მისი ძებნის თავი ნამდვილად არ მაქვს, ყველაფრისგან დაღლილი სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ სახლისკენ და როგორც კი ოთახში ვიგულებ თავს ეგრევე დასაძინებლად ვწვები.

***

- არ მოდიხარ? - ჩამკივის ყურმილში მარიამი და მეც ეგრევე ვფხიზლდები.
- გავემზადები და მოვალ! - სწრაფად ვხტები და სუხოს ნახვის მოლოდინში ცოტას ვიპრანჭები, სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვდივარ და პირდაპირ მარიამთან მივდივარ.
- მოვედიი - ღიმილით ვეძახი, ფეხსაცმელებს მისაღებში ვაწყობ და ფეხშიშველა მივდივარ მისაღებისკენ.
დივანზე მხოლოდ უხერხულად აწურული ორი სხეული მხვდება, გაგა დაუფარავი წყენით უყურებს მარიამს, მარიამი კი გამუდმებით უბღვერს და რაღაცას იგესლება როგორც ყოველთვის.
- რას შვებით? - მხიარული ტონით ვეკითხები ორივეს და ტელევიზორს ვრთავ - ოხ როგორი კომუნიკაცია იფრქვევა ამ ოთახში გავგიჟდი, ამდენს რატომ ლაპარაკობთ დღეს არ დაიღალეთ სკოლით? - ირონიას ვანთხევ სუხოს არ ნახვით გამოწვეულს და იქვე ვჯდები.
- კარგი რა ლიზა - ჩემი სახელი რომ იცის ოდნავ გაკვირვება მესახება სახეზე, მაგრამ მალევე ვიშორებ და სიცილით ვუყურებ გათამამებულს - შენღა მაკლდი ახლა, ამის გესლიც მეყოფა როგორმე
- კარგი რა გაგუშ, მოდი ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ურთიერთობა თუ ჩხუბი?
- ურთიერთობა
- შევთანხმდით - ხელს ვუწვდი და ისიც სწრაფად მირტყამს გაშლილ ხელს - ძმა ხარ!
- რა დღეში ხართ? - გაავებული მარიამი ფეხზე ხტება და ბოლო ხმაზე კივის, გაოცებულები ვუყურებთ მის რეაქციას - გამიმართეს აქ მეგობრობა, შენ ამასთან არ იმეგობრებ ლიზი თუ ჩვენს მეგობრობას პატივს სცემ - ხელებს შლის და აწყლიანებული თვალებით გარბის ოთახიდან.
გაგა მშვიდად დგება ფეხზე, შარვალს იფერთხავს და გასასვლელისკენ მიდის გაგულისებული.
იმის მაგივრად რომ მარიამთან ავიდე გაგას მივყვები, როგორც ის ჯდება მანქანაში ისე ვუჯდები გვერდით და ორივე უაზროდ მივშტერებივართ სივრცეს.
- რა გავაკეთო ლიზ? - ღრმად ხვნეშის და თითოეულ ბგერაში ეტყობა როგორ სტკივა გული.
- არ ვიცი გაგა, მართლ არ ვიცი რა მოვუხერხო - შუბლს ვისრეს და ვცდილობ როგორმე ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვო.
- ვხვდები რომ არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მამა კიდევ გვაძალებს და გვაძალებს რომ როგორმე რაიმე გამოვასწოროთ, ვცდილობ განა არ ვცდილობ მაგრამ არცერთი ხერხი არ ჭრის მასთან, რაც მეტს ვაკეთებ მით უფრო უარეს პასუხს ვიღებ მისგან..
- შენც რომ ადგე და არაფერი გააკეთო გაგა? იქნებ თვითონ ადგეს, მოუნდეს და მოვიდეს შენამდე?
- ეგეთი რამე არ მოხდება ლიზ, თანაც ძალიან მალე მივდივარ გერმანიაში სამი თვით და არც კი ვიცი რა გავაკეთო, ნიკოლოზი კი მიხედავს და დაეხმარება ყველაფერში, ისე რომ არაფერს შეიმჩნევს და იტყვის, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ რა..
- არაუშავს, მეც აქ ვიქნები, იქნებ ამ სიშორემ როგორმე დაალაგოს თქვენი ურთიერთობა, მოენატრო, სურვილი გაუჩნდეს დარეკვის ან მოწერის?!
- არვიცი, სად მიგიყვანო?
- უკან ავალ მე, დაველაპარაკები და დავამშვიდებ ჯობია - ღიმილით ვკოცნი ლოყაზე და მანქანიდან გადავდივარ - არ ინერვიულო შენ, ყველაფერი მოგვარდება! - ხელს ვუქნევ და სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ სადარბაზოში.

***

იმის მერე რაც პირველად შემომხედა არაფერი მომხდარა, რაც დრო გადიოდა ვრწმუნდებოდი იმაში რომ ის მზერაც შემთხვევითი იყო და უბრალოდ მისი ძალიან კარგი განწყობის მსვერპლი გავხდი. ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის რომ ახლა მარტო დადის ძირითადად, ან ლუკასთან ერთად, რომელიც მუდმივად კარგ ხასიათზეა და ცდილობს როგორმე უცნაურ ხასიათზე მყოფი სუხო გაამხიარულოს.
გაგა უკვე გერმანიაშია, სამი თვით, მარიამიც დაწყნარდა და ისე აღარ ღელავს, მაგრამ ხშირად ვამჩნევ როგორ ეძებს თვალებით და ელოდება.
შეთანხმებისამებრ არავინ უთხრა სად წავიდა გაგა, ამიტომ არის ასეთი აფორიაქებული და ორმაგად შერყეული ამ ეჭვებით, რომლებიც არ ასვენებენ.
სუხოში ცვლილებებს ვამჩნევ, ადრე თუ ტელეფონი საერთოდ არ ეკავა ხელში, ახლა მუდმივად უყურებს ეკრანს ჩაფიქრებული, ვიღაცას ელოდება და როგორც კი გაანათებს ეგრვეე სტაცებს ხოლმე ხელს, თითქოს ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას ელოდებოდეს.
რამდენი ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებ იმდენი მათი ლაპარაკი მახსენდება და გული საშინლად მიცემს.
ვხვდები რომ ყველა იმედი ნელნელა უფერულდება, ჩემში რაღაც ხალისიანი კვდება და იფლითება, ის რაც აქამდე მაცოცხლებდა ძალას მართმევს და მასუსტებს, ვცდილობ საკუთარ თავს მოვერიო, შევიცვალო, უფრო მეტი მოტივაცია გამიჩნდეს, მაგრამ ვხვდები რომ არაფერი მშველის, უბრალოდ ვდგავარ ასე მთლიანად ცარიელი, ვუყურებ ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს და ვიაზრებ რომ მისთვის არაფერს ვნიშნავ.
ახლა მხოლოდ იმას ვუყურებ როგორ ელოდება სხვის წერილს, მერე დაურეკავს, დაელაპარაკება, შეხვდება, მოეფერება, ამ ყველაფერს რომ წარმოვიდგენ ვიაზრებ რამდენად უსუსური ვარ, ვდგავარ კიდეში, კედელთან და ველოდები როდის გაიღებს მოწყალებას რომ ერთი მზერა შემავლოს, შემამჩნიოს, იმ წამს ამოისუნთქოს როდესაც თვალებში შემომხედავს და მე ამით გავბედნიერდე.
სიმწრისგან კბილებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს, ვუყურებ მის შეშინებულ და აფორიაქებულ მზერას.
წერილი დაუგვიანდა, მეღიმება, მე რომ არასდროს მიგვიანდება წერილი?! ან როგორ შეიძლება დაგიგვიანდეს ის რაც არასდროს მოგივა?! ის არ აგვიანებს, არც გზაშია, არც მოვა!
ჯანდაბა!
ამას ჰქვია ის მდგომარეობა, როდესაც ყველანაირი კონტროლი დაკარგულია საკუთარ თავზე და ცდილობ რაიმეში შვება ნახო, მაგრამ არაფერი გამოგდის.


***

დილით ადრე მივდივარ, ჩემი რუტინა ზედმეტად მოსაწყენი და ერთფეროვანია, ისევ სუხოს ველოდები მაგრამ არსად ჩანს, მოწყენილი დავაბიჯებ დერეფანში. ახალდადგმული სკამებისკენ მივდივარ და იქვე ვჯდები.
იმ მიმართულებით ვიხედები საიდანაც უნდა გამოვიდეს, ან მისი სიცილი უნდა გავიგო, თუნდაც ამოსუნთქვა, ნაბიჯები. ყველაფერი ისეთი ნაცნობი და ისეთი სასიამოვნოა.
ასე მგონია როდესაც ამ ყველაფერს ვისმენ, ვუყურებ ან ვგრძნობ ვბედნიერდები, ჩემში რაღაც ახალი იშლება და იფურჩქნება. მისი არსებობაც კი მაბედნიერებს, შეიძლება კი არსებობდეს ასეთი სიყვარული?!
წამით მაინც რომ შემეძლოს მიახლოვება, მერე ხელის მოკიდება მის ძალიან რბილ და გლუვ კანზე, თითების ქვეშ ამ ყველაფრის შეგრძნობა და ძალიან ძლიერად მოხვევა.
ისე გადავვარდი ოცნებებში ვერც კი გავიგე როგორ შემოუხვია ლუკამ და პირდაპირ საკუთარი კლასისკენ დაიძრა.
მოწყენილმა შევათამაშე ხელში ტელეფონი და ფეხზე წამოვდექი.
სუხო არ მოვა, დღეს ვერ ვნახავ..
გულდაწყვეტილმა ჩემთვის დავიჩურჩულე და საკლასო ოთახისკენ დავიძარი.
ტელეფონის ზუზუნი ძლივს გავიგე, როგორც ჩანს ისევ მარიამი მეძებს და მელოდება.
მობეზრებულმა ამოვიღე და პასუხის მიწერას ვაპირებდი, მაგრამ ეკრანზე მხოლოდ უცხო ნომერი დავაფიქსირე.
ასოები ძლივს დავაკავშირე ერთმანეთთან ისე ამიკანკალდა თითები.
აშკარად არ მეშლებოდა, ნათლად ვხედავდი კითხვას, რომელიც ეკრანზე იყო გამოსახული.

“მე მელოდებოდი?”

***

თავი მეორე


ვიგრძენი როგორ მომაწვა რაღაც საფეთქელი და უცნაურმა გრძნობამ დამიარა.
წამით ვიფიქრე ვიღაც მეხუმრება მეთქი, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოვიხედე ვერავინ დავინახე, ოდნავ გავიარე და მაინც ვერავინ შევამჩნიე.
ერთადერთი ვინც ჩამიარა ლუკა იყო, შეუძლებელია მას რაიმე მოეწერა.
გულზე ოდნავ მივიჭირე თითები და ვეცადე დამეწყნარებინა.
საკუთარ თავს არ გამოვუტყდი, მაგრამ მივხვდი რომ იმედი გამიჩნდა, ერთიანად ავხურდი და ავილეწე.
ნუთუ სუხოა?
მომწერა?
როგორ?
ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და პასუხს ვერსად ვპოულობდი.
როდესაც ადამიანი ასე საშინლად გიყვარს, ყოველი უცხო ნომრიდან მოწერილი სიტყვა მისი გგონია, ნებისმიერ საქციელს მას აწერ, იმდენად გინდა რომ მისგან რაიმე იგრძნო.
ვცდილობდი წამით მაინც გადამეტანა ყურადღება სხვაზე, ვინც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სუხოს გარდა არავინ მახსენდებოდა.
ხელის კანკალით ამოვიღე ტელეფონი და მეორე შეტყობინებამაც არ დააყოვნა.

“იცი რა ლამაზი ხარ?”

ჩამეღიმა, მიუხედავად იმისა რომ უამრავ ადამიანს მოვწონდი, ასე განსაკუთრებულად თავი მაინც არასდროს მიგრძვნია. მოვდუნდი და ტექსტის წერას შევუდექი.
სტანდარტულად, არაფრით გამორჩეული პასუხი დავუბრუნე ეგრევე.

“რომელი ხარ?”

პასუხმაც არ დააყოვნა.

“შენ ვინ გინდა რომ ვიყო?”

თვალები ამიცრემლიანდა.
აღარაფერი მივწერე, ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და კლასში შევედი.
პასუხი ვერ მოვიფიქრე, ან უბრალოდ მოვიფიქრე და ვერ მივწერე, იმიტომ რომ მეშინოდა ის არ აღმოჩენილიყო, ვინც მინდოდა.

***

სახლში როგორც კი მივედი ტელეფონი შევაერთე და წიგნებთან დავჯექი, დედაჩემი და მამაჩემი როგორც ყოველთვის სამსახურში იყო, ჩემი და კი სადღაც მიიჩქაროდა.
- მშვიდობა გაქვს? - სიცილით შემოყო თავი ოთახში და შემდეგ მთელი ტანით შემოვიდა.
- დღეს უცხო ნომერმა მომწერა - ვუთხარი და ტელეფონი ცხვირწინ ავუფრიალე.
- მერე გავარკვიოთ ვინ არის, რა პრობლემაა? - სწრაფად გადაიტანა ნომერი ტელეფონში და ვიღაცას მიწერა - ახლავე გაგირკვევო
- აქვს უფლება?
- ცოტას წავიცუღლუტებთ - გაიცინა და საწოლზე გადაწვა ბედნიერი - იცი? ერთი ბიჭი მომეწონა!
- მერე? მას?
- მასაც მგონი, რაღაც ისე მიყურებს როგორც ჩანს მოვწონვარ!
- აი მზერით რას ხვდები ადამიანო? - მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს.
- სულელი ხარ შენ, სულელი და მაგიტომ ვერ ხვდები ვერაფერს - ხელი ჩაიქნია და ტელეფონს დაწვდა - აი მომწერა პასუხი
- რაო?
- ვინმე ნიკოლოზ სუხიაშვილზეა ეს ნომერი გაფორმებული, გეცნობა? - მოჭუტული თვალებით მიყურებს, მერე იაზრებს რაც თქვა და კივილს იწყებს.
მე ვერ ვხვდები რა ხდება, საერთოდ ვერ ვიაზრებ იმას რომ ახლა მისი სახელი და გვარი გავიგონე.
შეუძლებელია ჩემმა დამ მისი ვინაობა არ იცის, მასთან მხოლოდ სუხოთი მოვიხსენიებდი და ისე იცნობდა.
გული ყელში მებჯინება, ბედნიერებისგან ცრემლები მცვივა და ვცდილობ როგორმე ამოვისუნთქო.
ისეთ ბედნიერებას ვგრძნობ თითქოს ახლა ნათლად ვეხებოდე მის სხეულს, მისი სახის კონტურებს ვერეფერებოდე და ვკოცნიდე.
თითის ბალიშები მეწვის არ განცდილი შეხებისგან და სახეზე ვისვამ.
ბედნიერება წვრილმანებშია,
მომწერა..

***

კლასში რა თქმა უნდა არაფერს ვიმჩნევ ისე შევდივარ, დღეს სუხოს გაკვეთილები არ აქვს, ამიტომ თავისუფლად დავდივარ დერეფანში.
მისი ნომერი დიდი გულით ჩავწერე, ისე რომ ვერავინ მიხვდეს ვისი ნომერია, ტელეფონს კოდი დავადე და შემდეგ წერილს დაველოდე.
მეექვსე გაკვეთილამდე ველოდებოდი რომ რაიმეს მომწერდა, მაგრამ გარეთ ისე გამოვედი ჩემი ტელეფონი ოდნავაც არ შეტოკებულა.
იმედგაცრუებული ჩავიარე კიბეები და დირექტორის კაბინეტისკენ წავედი, ისე მინდოდა ბუფეტში შესვლა და რაიმეს ჭამა რომ ლამის ცუდად გავხდი.
სწორედ იმ დროს გამოვიდა სუხო მისი კაბინეტიდან, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ოდნავ ჩაეღიმა და თავი გვერდზე გადახარა.
არ შევიმჩნიე სიმართლე რომ ვიცოდი და რაც შემეძლო ვიმსახიობე, ოდნავ გაკვირვებული სახე მივიღე, ეგრევე მოეგო გონს და მზერა მომარიდა.
ბუფეტში ისე შევედი მისკენ არ გამიხედავს, მაგრამ ყურებში გულისცემა მიგუგუნებდა. საჭმელს ვჭამდი მაგრამ თვალწინ მედგა მისი ლამაზი თვალები, ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი და უცნაური მზერა.
იმდენჯერ გადავათვალიერე ეს მომენტი, ლამის დავიზეპირე, გიჟივით ვიღიმოდი და ლობიანს მადიანად შევექცეოდი.
ჩემს ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ, ჩხუბობდნენ, მე ჯერ კიდევ სუხოს სახე მედგა თვალწინ.
- დაკავებულია? - ყურთან ძალიან ახლოს მისი თბილი და ბოხი ხმა მომესმა, ეგრევე ვიცანი, ცხელი სუნთქვა მხარზე მომეფრქვია და ირგვლივ ყველაფერი ამიწვა.
გაშტერებულმა გავაქნიე თავი და ჩემს წინ ჩამომჯდარ სუხოს მზერა შევავლე.
ისე დაიდო ლობიანი თვითონაც და შეჭამა ხმა არ ამოუღია, ჩემკენ არც გამოუხედავს, მე კიდევ გიჟივით ვაკვირდებოდი, ისეთი საყვარელი იყო, ლამის მივვარდნილიყავი და ის ტუჩები დამეკოცნა.
ჩემს ფიქრებზე გავწითლდი, თავი დავხარე და უაზროდ დავაშტერდი ტელეფონს.

“რაზე ფიქრობ ლიზ?”

გაოცებულმა დავაშტერდი ეკრანზე განათებულ წერილს და ეგრევე სუხოს შევხედე, ჩვეულებრივი გამომეტყველებით ჭამდა და არც კი აინტერესებდა ჩემი წერილი.
ისე ჩამწვა ამ ყველაფერმა სხეული რომ ადგილზე შევხტი, სასოწარკვეთილი თვალებით შევხედე და ვეცადე მის მზერაში რაიმე განსაკუთრებული დამეჭირა, მაგრამ არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა. თვალები ამიწვა შეკავებულმა ცრემლებმა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ერთიანად დამჩეხეს და დამანაწევრეს, არცერთი უჯრედი დამიტოვეს ხელშეუხებელი. ემოციები აფეთქდა ჩემში, ტელეფონს ძლიერად მოვუჭირე თითები და ფეხზე წამოვდექი.
- უკაცრავად! - ერთადერთი ეს სიტყვა ვუთხარი გამოსვლის წინ და იქაურობა სწრაფად დავტოვე გაგულისებულმა.

***

არც კი ვიცი როგორ გამოვიქეცი იქედან, ლუკას მხარი გავკარი და რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი.
ისე მტკივა თითოეული ნერვი ლამის დავიშალო, ნუთუ ის არ არის?! მისი ნომრიდან სხვა მწერდა?! ასე.. ასე ამხელა იმედი უეცრად და შემდეგ არაფერი, ისევ სიცარიელე და უაზრობით ამოვსებული მთელი ჩემი ცხოვრება.
საკუთარი თავი დავკარგე, სრულიად უკონტროლო გავხდი, ბავშვობის მეგობრებთანაც აღარ გავდივარ რომ სადმე წავიდეთ, უაზროდ ვზივარ და მის ფოტოებს ვუყურებ გაგიჟებული.
არ შეიძლება ასე ადამიანი მიყვარდეს, ეს ავადმყოფობაა, მეც ვხვდები და მაინც ვერაფრით ვითავისებ ამ სიმართლეს.
არაფერია იმაზე უარესი მოგეცეს იმედი და ეს იმედი შემდეგ თითებიდან ისე აგაცალონ, ოდნავ მაინც ვერ მოასწრო თითებით მიფერება.
მთელი ჩემი ოცნებები ავაგე მასზე და უცებ არაფერი, სრულიად არაფერი, იმის გარდა რომ ვიღაც სხვა მწერს და ცდილობს ჩემთან იყოს.
ნომერი წასაშლელად ვერ გავიმეტე, საკუთარ თავს ვერ გამოვუტყდი მაგრამ კიდევ მქონდა რაღაც შერჩენილი იმედი რომ ის იქნებოდა, უბრალოდ გამეხუმრა.
გამეხუმრა?
არა?
ხო შეიძლება რომ გამხუმრებოდა, ან არ უნდოდეს რომ მისი ნომერი ვიცოდე, ან არვიცი.. ან საიდან იცის რომ გავარკვიე მისი ვინაობა?!
ყველა აზრი ერთმანეთში აირია, აიზილა და სრულიად გავითიშე.
ისე გადავედი გზაზე არც გამიგია, სახლში შევვარდი და კარები მთელი ძალით მივაჯახუნე.
გამიმართლა რომ არავინ იყო, ახლა არავის კითხვების თავი არ მქონდა, ერთადერთი რაც მინდოდა წამოწოლა და დასვენება იყო.

***

ყველაზე მეტად მინდოდა მისი სურნელი შემეგრძნო, ახლოს ჩავლისას მუდმივად ვგრძნობდი მისი სუნამოს მძაფრ სურნელს, მაგრამ ეს არ იყო ის რაც ჩემს სხეულს სჭირდებოდა.
მინდოდა მივსულიყავი, სულ ოდნავ ცხვირის ოდნავ გახახუნებით კანზე მისი ნამდვილი და მისებური შემესუნთქა, ფილტვებს მოეცვა და ყველა უჯრედში განაწილებულიყო. ზოგჯერ ისე მინდოდა რომ ხელები მიკანკალებდა.
იმდენად მძაფრად მინდოდა ამ ყველაფრის შეგრძნება ვფიქრობდი ხელს დავავლებ ძლიერად, სადმე გავიყვან და ძალიან მაგრად ჩავეხუტები მეთქი.
თუნდაც არ ყოფილიყო საპასუხო, თუნდაც მხოლოდ ცალმხრივი და ერთ სხეულზე ყოფილიყო შემოხვეული ხელები, მეორე სხეულის კი ჩამოყრილი და უმოქმედო.
ხომ ვიგრძნობდი?! ხომ გავიგებდი როგორია მთელი ძალით ჩაეკრა საყვარელ ადამიანს გულში და მისი სითბო შეიგრძნო მთელი არსებით.
რა სუნამოსაც იყენებს ის ხომ ავტომატურად შენი საყვარელი ხდება და მხოლოდ შენს ადამიანს უხდება, მაგრამ მისი კანის სურნელის გაგებისას ყველაფერს იღებ მხლოდ იმიტომ რომ თუ არ ჩაეხუტები სხვანაირად ვერ გაიგებ და თუ ჩაეხუტები ყველაფერი ავტომატურად ქრება შენს გარშემო.



***

- გიყვარვარ? - დაბნეული ვეკითხები და თვალებში ვუყურებ, მისი მწვანე თვალები ისე ანათებენ მთელი სხეული მიტოკდება სიხარულისგან.
მის თითებს ვგრძნობ საკუთარ თითებზე და ბედნიერებისგან ცუდად ვარ.
ისე მინდა მოვეხვიო, მისი ლამაზი ნაკვთების მიმართულებით მიმაქვს თითები, ყველაფერი მიკანკალებს, თითოეული ნერვი მიტოკავს და მაგიჟებს.
მინდა შევეხო, ისე მინდა შევეხო ლამის გული მიმდის.
სიცივე მთელ სხეულში ატანს, ნელნელა უკან იხევს და იღიმის, რაც უფრო შორს მიდის მით უფრო ვგიჟდები, ვგრძნობ რომ ვიღაც მთელი ძალით ცდილობს ჩემს გამოფხიზლებას.
თვალებს ვახელ და მთლიანად ოფლში ვცურავ, მთელი სხეულით ვთრთი და გიჟივით მომდის ცრემლები.
ჩემი და რაღაცას მეუბნება მაგრამ არ მესმის, ჩემამდე არ მოდის არცერთი სიტყვა, შეშინებული თვალები აქვს, მანჯრევს და ცდილობს გამომაფხიზლოს.
როგორღაც ჩემს ირგვლივ არსებული ბურუსი ქრება, ვმშვიდდები, ახლა მხოლოდ სხეულზე შერჩენილი სველი ტანსაცმელი მიქმნის დისკომფორტს, გაუნძრევლად ვწევარ და ჭერს ვუყურებ ცრემლიანი თვალებით.


***


მეორე დღეს დასიებული თვალებით მივედი სკოლაში, ისე გავიარე დერეფანი წამითაც არ მიფიქრია რომ ვნახავდი, სრულიად გამოფიტული ვიყავი იმ მომენტში.
ის ის იყო კლასის კარები უნდა შემეღო მარიამის ხმა რომ გავიგე.
- ლიზა! - გაურკვეველი მიმართულებით შევბრუნდი და თვალების ცეცება დავიწყე უაზროდ - მარჯვნივ შემოტრიალდი გოგო, რა გჭირს?! - შეშფოთებული გამომეტყველებით მიყურებდა, ჩემმა თვალებმა ეგრევე დააფიქსირა მის უკან მდგომი სუხო და ლუკა.
მკრთალი ღიმილით წავედი მათკენ და მარიამი გადავკოცნე.
- გამარჯობა - უემოციოდ მივესალმე ორივეს და მარიამს მივუბრუნდი ისევ - რა ხდება?
- არაფერი გოგო, ვლაპარაკობდით რაღაცაზე და რომ დაგინახე დაგიძახე - მხრები აიჩეჩა და გამიცინა.
თვალებდაქაჩული ავათვალიერ-ჩავათვალიერე საკუთარი დაქალი და ოდნავ შიშის ტალღამ გადამიარა ასეთი მშვიდი გამომეტყველებით რომ დავლანდე, წამით ეჭვიც შემეპარა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო.
- ხო კარგად ხარ?
- კი, რახდება?
- აბა რა ვლაპარაკობდით, როდის იყო შენ გაგას ძმაკაცებთან ლაპარაკობდი?
- ჰეი, გამარჯობა - ლუკამ მისკენ შემაბრუნა და ხელი გამომიწოდა - მე ლუკა ვარ
- მე ლიზა - გავუცინე და ხელი ჩამოვართვი.
- ეს ჩვენი უჟმური სუხოა - მხარი გაკრა სუხოს, რომელიც უცნაური მზერით მიყურებდა და მთელ გულმკერდს მიფორიაქებდა - ხელს არ ჩამოართმევ?
პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და ხელი გამომიწოდა.
უეცრად გავიაზრე ყველა დეტალი და მივხვდი რომ იმ წამს ჩემი თითები სუხოს თბილ თითებს უნდა შეხებოდა.
ერთიანად მოვწყდი სამყაროს და სადღაც ძალიან შორიდან ვუყურებდი ჩემთავს, ისე საწყლად ვიდექი, დაბნეული, შეშინებული, არეული დავყურებდი მის გამოწვდილ ხელს და ვფიქრობდი იქედან როგორ გამოვქცეულიყავი.
შენელებული კადრებით განვითარდა მოვლენები, ძალიან ნელა წავიღე ხელი და ჩვენი თითები ერთმანეთს ისე გადაეჭდო, ემოციებმა ტალღებივით გამიარეს სხეულში და ერთიანად შემიძრეს ყველა უჯრედი.
რაღაც სასიამოვნოდ გაიკლაკნა მუცელში, მერე მხრებამდე ავიდა და კისერზე შემომეხვია, პირი გამიშრა, თვალები ამიწყლიანდა და შინაგანი კანკალი დამეწყო ნელნელა.
- სასიამოვნოა ლიზა - მის ტუჩებს შორის მოქცეული ჩემი სახელი იმდენად სასიამოვნოდ მეჩვენა კანკალმა ნათლად ამიტანა.
- ჩემთვისაც, სუხო - საწყლად გავუღიმე და ისევ ჩვენს ხელებს დავაკვირდი.
არც თვითონ მიშვებდა და არც მე ვცდილობდი მის გაშვებას.
მერე ნელნელა მოდუნდა ორივე ხელი და მისდაუნებურად დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს.
ჩავახველე და ჩვენს ირგვლივ გამეფებული უხერხულობა წამში გავფანტე, მერე გავიცინე აჟიტირებულმა.
რამდენიმე წუთში ზარის ხმაზე დავიშალეთ და მთელი დღე სად დავფრინავდი მე თვითონაც არ ვიცოდი.

***

მთელი კვირა ისე გავიდა სუხო არ მინახავს, გამოფიტული ვარ, მისი თითების სიმხურვალე მხოლოდ რამდენიმე დღე გამყვა, ნელნელა აიდგა სიცივემ გამთბარ უჯრედებზე ფეხი და ერთიანად გამიყინა. თითები მისი შეხების სურვილისგან მუდმივად მითრთოდა, ნათლად ვგრძნობდი როგორ მეწვოდა კანი და ზოგჯერ ვფიქრობდი რომ კიდევ ერთი შეხებისთვის შემეძლო ყველაფრის დათმობა.
რაც უფრო ვცდილობდი ამ ავადმყოფობისაგან შორს ვყოფილიყავი, მით უფრო ვუახლოვდებოდი.
ისტორიის გაკვეთილი გვქონდა, ჩვეული კაკუნით რომ შემოაბიჯა დირექტორმა და მასწავლებლის გვერდით დადგა.
- მინდა ახალი ამბავი გაცნობოთ ბავშვებო, მოკლედ იქედან გამომდინარე რომ მეთორმეტე კლასში არ ისწავლება გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, ის მეთორმეტე კლასელები, რომლებიც ამ საგნიდან ერთ-ერთს მაინც აბარებენ მისაღებ გამოცდებზე უფლება ეძლევათ რომ თქვენს გაკვეთილებს დაესწრონ და თქვენთან ერთად გაიარონ მასალა. ამიტომ დღეიდან თუ მეთორმეტე კლასელი თქვენს ლექციაზე აღმოჩნდება, არ გაგიკვირდეთ, ერთი კვირა იქნებიან დაკვირვების ქვეშ, თუ შევამჩნევთ რომ ეს პროექტი არ ამართლებს და იშლება სასწავლო პროცესი - გავაუქმებთ, მადლობა ყურადღებისთვის - გაგვიღიმა და კლასიდან კაკუნით გავიდა.
- ხო კი როგორ არა, ყველა დაესწრება “ვაფშე”! - გადმომიჩურჩულა მარიამმა და ჩაიცინა.
- გოგო გადასულებიც მოვლენ უეჭველი ისეთი მაგარი პროექტია - სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- შემდეგი რა გვაქვს?
- გეოგრაფია მგონი
- მაგ ქალის გაკვეთილს რომ მოვიშორებ მერე ვერავინ მაიძულებს რომ დავესწრო!
- აი ზუსტად, რა მიზეზი უნდა მქონდეს რომ დამთავრების მერეც ამასთან ვიარო - თვალები ავატრიალე და გაღიზიანებულმა დავდე თავი მერხზე.
“პირველი სუხო მოირბენს”
გავიფიქრე ჩემთვის და სიცილით დავხუჭე თვალები, ამ ქალის მოსმენის ნერვები ნამდვილად არ მქონდა.

***

- გამარჯობა ბავშვებო, ახალ პროექტზე გითხრეს უკვე თუ ჯერ არა? - ისეთი სათნო ღიმილით შემოვიდა გეოგრაფიის მასწავლებელი, მთელი კლასი პირდაღებულები ვუყურებდით.
აქედან გამომდინარე ჩათვალა რომ არაფერი ვიცოდით და თავიდან დაიწყო ახსნა.
სკამზე ოდნავ ჩამოვსრიალდი და თავი უკან გადავწიე.
აი ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ამას ისე უხარია ეს ამბავი უეჭველი მისი იდეა იყო, როგორი გულკეთილია!
- ეე, შეხედე გოგო - მხარი გამკრა მარიამმა და კარებისკენ მიმითითა.
- აუ მარიამ, კარგი რა, ეს ქალი რომ ლაპარაკობს არ გვეყოფა? - შევუღრინე და ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდი.
- აუ შეხედე მეთქი! - ისევ გამკრა მხარი და დუდღუნით მივაბრუნე თავი კარებისკენ.
მოულოდნელობისგან შევკრთი ღია კარებში ლუკა და სუხო რომ დავინახე.
- შეიძლება? - იკითხა სუხომ, შემოგვხედა და თვალი ჩაგვიკრა.


***

მესამე თავი



ზუსტად ჩემს წინ ჩამოჯდა, მთელი თავისი მომხიბვლელობით მობრუნდა და გამიღიმა.
იმ წამს ვინმეს რომ ეკითხა რას ისურვებდი ყველაზე მეტადო, ყველაფერი მაქვს მეთქი ვეტყოდი, ისეთ ბედნიერებას ვგრძნობდი, თითქოს ყველა ვარსკვლავი ჩემთვის ჩამოვარდა რომ საკუთარი ოცნება ამესრულებინა.
მისი მწვანე თვალები იმდენად ელავდნენ, იმდენად მიმზიდველები და სასწაულები იყვნენ წამით ვიფიქრე რომ მათში ვიკარგებოდი.
კიდევ უფრო ვიკარგებოდი და ვკარგავდი საკუთარ თავზე კონტროლს.
მასწავლებელი ლაპარაკს განაგრძობდა, მაგრამ ჩემს ირგვლივ მხოლოდ ზუზუნი და გაუთავებელი ასოები ისმოდა, მე მას ვუყურებდი, მთელი ჩემი გრძნობებით და ისე მეწვოდა თითოეული უჯრედი თითქოს იმ წამს გვერდით მეჯდა.
- გოგო რა გჭირს? - მხარი გამკრა მარიამმა და თვალები დამიბრიალა.
- რა მჭირს?
- გაშტერებული იყურები, რას უყურებ ადამიანო?
- არაფერს, უბრალოდ ვფიქრობდი - გავუღიმე და ისევ ჩემი მზერის ობიექტს გავხედე, რომელიც რატომღაც ჩვენსკენ იყურებოდა და რაღაცას მანიშნებდა.
თითები გულმკერდზე მივიდე და კითხვის ნიშნით სავსე გამომეტყველებით გადავხედე.
მანიშნებდა მარიამს დაუძახეო, მაგრამ ისეთი გაშტერებული ვიყავი ვერ ვინძრეოდი.
ალბათ იფიქრა ვერ გაიგოო, ფეხზე წამოდგა და ძალიან ახლოს მოვიდა, ოდნავ დაიხარა და ჩუმად დაიჩურჩულა.
- უბრალოდ განიშნე მარიამს დაუძახე მეთქი - გაიღიმა, პირდაპირ მის ტუჩებს ვუყურებდი და მათ მოყვანილობას ვსწავლობდი.
როგორც კი მისი სურნელი მომეფრქვია ერთიანად გავშრი, საკუთარ გულმკერდთან მიტანილი თითები მომიდუნდა და ჩამომივარდა.
ავკანკალდი, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და ამწვარ გულმკერდს დავხედე.
ისე მინდოდა იმ წამს ეს ყველაფერი არ მეგრძნო, ასე სულელად არ დავენახე, ცრემლები თვალებს მიწვავდა, სირცხვილისგან თავს ვერ ვწევდი და ვერ ვუყურებდი.
თავჩაღუნული ვიჯექი იქამდე სანამ არ წავიდა, მთელი გაკვეთილი ხმა არ ამომიღია, მისკენაც არ გამიხედავს იმდენად საშინლად ვგრძნობდი თავს.

***


როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
სეზონები იცვლება, ვინ იცის მერამდენე ზაფხულია რაც მის თვალებს შევნატრი, ან მერამდენე ზამთარია, რომლის სიცივეც ვერასდროს მედება მალამოდ ამწვარ გულმკერდზე.
ისე მინდა ახლა ხელები მომხვიოს, ან ხელი მომკიდოს და სადმე ძალიან შორს წამიყვანოს. არ შეიძლება ვუყვარდე?! მამჩნევდეს, უნდოდეს ჩემთან, ისევე უნდოდეს ჩემი კოცნა, როგორც ჩემს სურვილისგან ათრთოლებულ ტუჩებს უნდათ, ისე უნდოდეს ჩემი შეხება, როგორც მარტოობისგან გაცრეცილ თითებს.
მჭირდება, ასეთი რთულია იმის გაგება, რომ ადამიანი სასიცოცხლოდ მჭირდება?!
მთელი მისი გრძნობებით, ემოციებით, ცხოვრებით…
მხოლოდ მასშია შვება, მხოლოდ მას შეუძლია მიტოვებულ კუნძულზე ნავი მოაყენოს და იქედან წამიყვანოს, იქაურობას მომაშოროს და მაჩვენოს სამყარო.
ისე მივრბოდი უკან გახეედვაც არ მინდოდა,
ან რომ მიმეხედა რას დავინახავდი?
სიცარიელეს, რომელიც მისით არასდროს შეივსებოდა, არასოდეს ვნახავდი ჩემზე გამოკიდებულს, ჩემს შეჩერებას რომ ცდილობს და ვერ მიშვებს.
მინდოდა მიმეხედა, მაგრამ იმადგაცრუების ისე მეშინოდა, ისე მეშინოდა ვეღარ ვსუნთქავდი.
მაინც დავნებდი საკუთარ გრძნობებს, ნაბიჯებს მოვუკელი, ოდნავ შევჩერდი და უკან გავიხედე.
იქ არავინ იდგა,
არავინ ისეთი ვინც ჩემს სხეულს ბედნიერებისგან გააგიჟებდა.
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
ვერაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი იმაზე მეტი იყო ვიდრე ჩემს სხეულს შეეძლო დაეტია, იმაზე მძაფრი და გაუმკლავებელი ვიდრე წარმომედგინა.


***

შიგადაშიგ მეღვიძებოდა, ვგრძნობდი რომ სადღაც უცხო გარემოში ვიყავი მაგრამ ვერ ვფიზლდებოდი, რაღაც ისევ ისე ბობოქრობდა ჩემში, უფრო ძლიერად, უფრო მძაფრად, შინაგანი ტკივილის შეჩერებას თითებით ვცდილობდი, დამამშვიდებელი სასწრაფოდ მჭირდებოდა, მინდოდა ამ ყველაფერს გავმკლავებოდი, მომეგლიჯა, გადამეგდო და ამომესუნთქა.
ვერ ვუძლებდი, ვითიშებოდი, აზრზე მოვდიოდი და ისევ ისე ვიყავი.
ჩემი სხეული არცერთ ჩემს თხოვნაზე არ რეაგირებდა, ემოციები მაგიჟებდა, უცხო და ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი მაგრამ ვერ გამოვდიოდი.
მერე ჩხვლეტა ვიგრძენი, ვიღაცამ აშკარად ნემსი გამიკეთა, სითხე ნელნელა განაწილდა ორგანიზმში და დავმშვიდდი, ჩამეძინა.



***

აზრზე რომ მოვედი ჩემი და იჯდა საწოლზე, ჩემი ხელები მის თითებში მოექცია და მეფერებოდა, როგორც კი გამოვფხიზლდი სევდიანად გამიღიმა.
- რა მოხდა? - ძლივს ამოვიხრიალე და ტუჩები გავილოკე. თვალები ამარიდა და ფეხზე წამოდგა, რამდენიმე წუთში კი კარები გაიღო და სუხო შემოვიდა.
- გამოფხიზლდა? - ხმადაბლა იკითხა და აზრზე მოსული რომ დამინახა ეგრევე ჩემკენ წამოვიდა. - შენ გამაგიჟო გინდა? - ღრმად ამოისუნთქა, სწრაფად მოუახლოვდა საწოლს და ზემოდან დამაჩერდა გაბრაზებული.
გაოცებისგან პირი რამდენჯერმე გავაღე და დავკეტე, ვერაფერი ვთქვი.
- მმე… მმმ..ეეე
- თქვენ? - ჩემმა დამ ქვემოდან შეხედა მასზე ერთი თავით მაღალს და გაუღიმა.
- სუხო, სუხო კი არადა ნიკა - გაიცინა და ხელი გაუწოდა, ჩემმა დამ ჯერ მე გადმომხედა, მერე ნიკას ახედა, ოდნავ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
- თაკო, ლიზას და ვარ
- ჰო ვიცი - გაუღიმა და თაკოს დაბნეული მზერა რომ დააფიქსირა მსუბუქად ჩაახველა - მივხვდი
- საინტერესოა!
- გავხართ ერთმანეთს - უხერხულად გაიღიმა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო, თაკოს ისეთი ირონიული გაუხდა მზერა გამეცინა.
სინამდვილეში საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, ის ცისფერთვალება და ქერაა, მე მწვანეთვალება და შავთმიანი.
- მე დაგტოვებთ და თქვენ ილაპარაკებთ, იმედი მაქვს მეორეჯერ ასე არ შემაშინებ ლიზა - ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
- ხო აი ძალიან ვგავართ ერთმანეთს
- კარგი ამის დრო არ არის ახლა - როგორც კი გავიდა ეგრევე მოეშვა ჩემი სხეული და ამოვილაპარაკე.
- რა ვქნათ?
- წავიდეთ აქედან, საერთოდ სად ვართ? - საწოლზე წამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე.
- რომ გითხრა გაგიჟდები - გაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
- თქვი - თვალები ავატრიალე
- სუხოს საძინებელში
- აი რას მეღადავები? - ხელი ვკარი გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვდექი. ოდნავ დამეხვა თავბრუ, წავბარბაცდი და საწოლზე მოწყვეტით დავვარდი.
- კარგად ხარ? - არვიცი საიდან გაჩნდა სუხო მაგრამ სწრაფად წამომაჯინა და შეშინებული მომაჩერდა.
- რამხელა დოზა გამიკეთე? - კბილებს შორის გამოვცერი.
- ცოტა ზედმეტი მომივიდა!
- ახლა რა ვქნა? სახლში მინდა
- აქ დარჩი, შენც დარჩი თაკო, არამგონია კარგი იდეა იყოს მისი სახლში გადაყვანა, საერთოდ ვერ ვხვდები რა დაემართა
- ვერ მიხვდები - გაგულისებულმა გამოვგლიჯე ხელი და ფეხზე წამოვდექი, თავბრუსხვევას ყურადღება არ მივაქციე ისე გამოვბანცალდი ოთახიდან და კიბეებისკენ დავიძარი.
- ლიზა ნუ ჯიუტობ მართალია სუხო დავრჩეთ
- იცოდი ხო სუხო რომ იყო? - ცრემლიანი თვალებით მივაშტერდი ჩემს დას - ამხელა დოზა
- დიდი დოზა არ არის ლიზა, მორჩი ჭირვეულობას, სუხო მოდის
- რატომ გააკეთე? არ მჭირდება თაკო, არა - ამოვისლუკუნე და კედელთან ჩავსრიალდი.
მეზიზღებოდა ეს სიტუაცია, ნიკას ვალდებულს ვხდიდი რომ ჩემზე ეზრუნა, ალბათ ფიქრობდა რომ ერთი ავადმყოფი და სუსტი გოგო ვიყავი, რომელსაც მისი დახმარება სჭირდებოდა, ვეცოდებოდი, უბრალოდ ვეცოდებოდი…
ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში, მისი სუნთქვა სახეზე მომეფრქვია, საკუთარ გულზე დამადებინა თავი და მაგრად მიმიკრა სხეულზე, ფრთხილი და ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ, ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს, მერე თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და მისი ნამდვილი სურნელი ვიგრძენი, როდესაც მივხვდი რომ ახლა იმას ვგრძნობდი, რაც ყველაზე მეტად მინდოდა ერთიანად დავმშვიდდი, თითქოს ყველა ემოციამ თავისი ადგილი იპოვა, სადღაც ვენებისა და უჯრედების უკან დაიმალა და იქედან მიყურებდა, ფილტვები ისეთი სიხშირით ისრუტავდა ჰაერს ყველაფერი ამტკივდა, ორგანიზმი ცდილობდა რომ რაც შეიძლება ბევრი შეესუნთქა და შეენახა, ისე ვიყავი ამოსასუნთქადაც კი მენანებოდა ეს ჰაერი.
მერე სიცივე ვიგრძენი, რბილ მატერიაში გავეხვიე და გავითიშე.

***

დილით შედარებით უკეთესად ვიყავი, როგორც კი გავიღვიძე ეგრევე ტახტზე წამოწოლილი სუხო დავინახე და გამეღიმა.
საწოლში ფრთხილად წამოვჯექი, თავბრუსხვევა რომ ვერ ვიგრძენი უფრო გავთამამდი და წამოვდექი.
სუხოს ჩემს შრაშუნზე გამოეღვიძა და ეგრევე წამოდგა.
- კარგად ხარ? დაგეხმარები
- არ მინდა - გავუღიმე და ჩემი ჩანთისკენ დავიძარი - მე უნდა წავიდე, უკაცრავად რომ შეგაწუხე
- რას ამბობ პირიქით
- პირიქით? - ჩანთა მოვიკიდე და პირდაპირ თვალებში შევხედე.
- ნუ, არ შემაწუხე მეთქი - დაიბნა და კარები გამიღო - დარჩი, ყავას გაგიკეთებ და მერე წაგიყვან
- არ მინდა მადლობა, ჩემი და სად არის?
- არ დარჩა, უნდა წავიდეო და დილით მოვალო
- მგონი მისვლას დავასწრებ ისე ადრე გავდივარ - ამოვიოხრე და შემოსასლველი კარები გამოვაღე.
- გაგიყვან რა - გასაღებს დაავლო ხელი და წინ წავიდა.
ვუყურებდი უკნიდან მიმავალს და მეღიმებოდა, ეს იმაზე სასწაული და წარმოუდგენელი მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ჩემს ფანტაზიას შეეძლო წარმოედგინა.


***

მანქანაში უხმოდ ვიჯექით, გადმოსვლის დროს მადლობა გადავუხადე და სწრაფად გადმოვედი.
მთელი გულით მინდოდა რომ მოვხვეოდი, ან როგორც კინოებში ხდება ხოლმე ჩემკენ გადმოხრილიყო, მისი სუნთქვა სახეზე მომფრქვეოდა და ერთიანად მეგრძნო მისი სიახლოვე.
მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა პირიქით, როდესაც მანქანა გააჩერა გემრიელად მიეყრდნო სავარძელს და გვერდულად გადმომხედა.
სახლში რომ შევედი ეგრევე ჩემს დას შევუვარდი ოთახში.
- არასოდეს, არასოდეს გაიმეორო ეს საქციელი გაფრთხილებ, დაიმახსოვრე რომ შეცოდება, შებრალება, დახმარება არავისი მჭირდება, ეს გრძნობები ჩემგან ძალიან შორს დგას და ძალდატანებულს არაფერს მივიღებ ადამიანო! - კბილებს შორის გამოვცერი და კარები გამოვიჯახუნე.
- არასწორად ფიქრობ ლიზა! - ჩხუბით გამომეკიდა, მაგრამ ლაპარაკი არ ვაცალე, კარები ცხვირწინ მივუხურე და საწოლზე დავეცი.
მიყვარს!


***

ტელეფონის ზუზუნმა გამომაღვიძა, საწოლზე წამოვჯექი და ტელეფონს დაბნეული დავაშტერდი.
უცხო ნომერი მირეკავდა.
ხელის კანკალით ავიღე ტელეფონი.
- გამარჯობა ლიზა - მხიარულად ჩამძახა ვიღაცამ და მეც უნებურად გამეღიმა.
- გამარჯობა?
- ლუკა ვარ, ვერ მიცანი? სუხოს ძმაკაცი - “სუხოს” ხაზი გაუსვა და უეცრად ვიგრძენი რომ მთელ ტანზე ცეცხლი მომეკიდა, რატომ მაინც და მაინც სუხო?! შეეძლო გაგა ეთქვა.
- ა ჰო, გამახსენდა, როგორ ხარ ლუკა?
- კარგად ვარ, სუხომ მითხრა ცუდად იყოო და ახლა როგორ გრძნობ თავს? უკეთ ხარ? - მზრუნველობა იგრძნობოდა მის ხმაში, გამეღიმა.
- კი კარგად ვარ ლუკა ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის
- რას ამბობ რა მადლობა, აგერ სუხოც მიდგას გვერდით და მოკითხვა შემოგითვალა - გავიგონე როგორ მიკრა მხარზე ხელი.
- ჩემგანაც მოიკითხე - ტუჩები ლამის დავიჭამე ნერვიულობისგან, ისე მინდოდა მისი ხმა გამეგო მთელი სხეული ამიკანკალდა.
- თვითონ უთხარი ეე! - ლუკამ გაუბრაზდა და როგორც მივხვდი ტელეფონი ხელში მიაჩეჩა.
- გამარჯობა ლიზ - მისი ბოხი ხმის გაგონებისას საწოლში შევხტი და დაფეთებული ჩავეჭიდე საბანს.
- გამარჯობა - ამოვიხავლე, ფეხზე წამოვდექი და სულელივით დავიწყე წინ და უკან სიარული.
- უკეთ ხარ?
- უკეთ ვარ კი, მადლობა ყურადღებისთვის - ნერვიულად გავიცინე და გავჩუმდი.
რამდენიმე წუთი ასე ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით, ვგრძნობდი რომ თითოეულ ღრმა ამოსუნთქვას რაღაცას აყოლებდა და მეც ვცდილობდი მთლიანად შემესისხლხორცებინა თითოეული სიტყვა - შენ როგორ ხარ სუხო? - სიჩუმე ვერ ავიტანე.
- კარგად ვარ, მომწონს ასე რომ მომმართავ - გაიცინა, მეც გამეცინა და თან სირცხვილისგან სახე ამიწითლდა, თითქოს დამინახავდა.
- მაპატიე, ვიცი რომ მხოლოდ მეგობრები მოგმართავენ ასე, უბრალოდ ასე გაგიცანი და… - კისერზე თითები ჩამოვისვი.
- არაუშავს, პირიქით ძალიან მომწონს, კარგი წავედი ახლა, ზარი დაირეკა და დაგირეკავ მერე - დავიბენი, “დაგირეკავ მერე?” ყურებში მიგუგუნებდა.
- კარგი, სუხო - ჩავილაპარაკე და ტელეფონი ძლივს გავთიშე.
მერე კივილით მოვირბინე მთელი ოთახი, ხელებგაშლილი დავრბოდი და ვიცინოდი, ვინმეს რომ დავენახე აუცილებლად იფიქრებდა რომ გიჟიაო, დავრბოდი, დავხტოდი, ვკიოდი, ვწიოდი და ვტიროდი, ყველაფერი მიხაროდა, მილიონჯერ მაინც ვიმეორებდი ხმამაღლა თითოეულ სიტყვას და ასე მეგონა ყოველ ჯერზე უფრო მიმარტივდებოდა ფრენა. უფრო ფართოდ და ლამაზად ვშლიდი ფრთებს, უფრო შემეძლო მასთან ახლოს მისვლა, შეხება, ჩახუტება.
მის სურნელს ვიხსენებდი და სიამოვნებისგან მაკანკალებდა.

***

- შენი აზრით გაგა მალე ჩამოვა? - მკითხა სრულიად მოულოდნელად მარიამმა და გვერდულად გამომხედა.
- რა გჭირს მარიამ?
- არ ვიცი
- გამოტყდი - ღიმილით ჩამოვადე ნიკაპი მხარზე და გავუცინე.
- მგონი, მგონი კი არადა, მოკლედ მომენატრა - ამოიოხრა და ცრემლი მოიწმინდა - მისი მზრუნველობა, გამოხედვა, სითბო ყველაფერი მომენატრა
- მალე ჩამოვა
- რა იცი?
- მითხრა ორი თვით მივდივარო, ერთი თვე უკვე გავიდა, რაღა დარჩა?! თანაც თუ ეს იყო საჭირო იმისთვის რომ დაგენახა მისი მზრუნველობა, მგონი უფრო დიდი ხნითაც რომ წავიდეს, არ გაწყენთ - გავუცინე და მხარი გავკარი, თვითონაც გაეცინა.
- იცი ლუკამ შენზე მკითხა რაღაცები, რა ხდება? - მთელი ტანით მომიბრუნდა და ჩვენს ირგვლივ აშლილი ბავშვები დააიგნორა.
- რა უნდა ხდებოდეს, ან რა გკითხა? - მოვიღუშე.
- სად ცხოვრობსო, რა უყვარსო და შაბათ საღამოს რას აკეთებთო
- რა უნდა? - ვერც კი გავიაზრე ისე გავღიზიანდი და ხელი ავიქნიე.
- ალბათ მოსწონხარ - გაეცინა - ლუკა ძალიან საყვარელია, შენ არ მოგწონს?
- კარგი რა მარიამ! - წამით გავიფიქრე ვეტყვი მეთქი, მაგრამ ჯობია გაგასთან ურთიერთობა მოაგვაროს და მერე ვუთხრა სიმართლე, თანაც სუხოსგან ისეთი არაფერი იგრძნობა და აზრი?!
საერთოდ ეს ლუკა რატომ დაინტერესდა ამ ყველაფრით?! ოღონდ მარიამი არ აღმოჩნდეს მართალი და არ მოვწონდე, მეტი არაფერი მინდა.
როგორმე უნდა ვაგრძნობინო რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ როგორ არ მინდა რომ ყველაფერი ცუდად დალაგდეს, რატომ ხდება ასე? მარიამის და გაგას ურთიერთობა ლაგდება, ახლა კი ლუკასთან ამერევა ყველაფერი.
გაბრაზებული დავავლე ხელი ჩანთას და კლასიდან გამოვედი.
- ბოლო გაკვეთილზე არ ვაპირებ დარჩენას - მარიამს მივაძახე და დერეფანს გავუყევი.

ისეთი გაბრაზებული მივაბიჯებდი დერეფანში ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, საკუთარ ფეხსაცმელებს ვუყურებდი და რაღაცებს ვბურდღუნებდი.
უცებ შევამჩნიე რომ ვიღაც მომყვებოდა გვერდით, თავიდან ვიფიქრე ალბათ უბრალოდ გამვლელია მეთქი, მაგრამ თავი რომ არ დამანება მკვეთრად მივბრუნდი და გაოცებისგან შევკივლე.
- შენ?
- ჰო, რამოხდა? - გამიცინა და ვიგრძენი როგორ განათდა ირგვლივ მთელი სამყარო. იმ წამს ამოვიდა მზე, იმ წამს შეეცვალა ფერები სამყაროს, იმ დროს ვიგრძენი რომ ჩემს ირგვლივ დატრიალდა მთელი დედამიწა.
- არა, არ გელოდი უბრალოდ - დავიბენი და უკან დავიხიე - აქ რას აკეთებ ნიკა?
არ მიპასუხა, სადღაც შორს იყურებოდა წარბებშეკრული, მისი დუმილით დაღლილმა ოდნავ ხმამაღლა გავუმეორე კითხვა.
- აქ რას აკეთებ მეთქი სუხო? - შუბლი გახსნა, ოდნავ გაიღიმა და ისე გადმომხედა.
- მოგყვებოდი
- რატომ?
- მინდოდა
- სუხო! - გაბრაზებული გავხედე და მანაც სწრაფად ამარიდა მზერა.
- მეშინია უბრალოდ ისევ ცუდად არ გახდე, მგონი ჯობია სახლში მიგიყვანო ლიზ
- არ მინდა მადლობა, ცუდად არ გავხდები - ცივად მივუგე და გზა გავაგრძელე.
- მაშინ ასე გამოგყვები გვერდით, თანაც ისეთ ხასიათზე ხარ მეშინია არ იმსხვერპლო ვინმე
- იქნებ შენ გახდე მსხვერპლი? - ნიშნისმოგებით ავხედე - ახლავე?
- მე უფრო დაგნებდები თუ გინდა - გაიცინა და მეც გამეცინა - აქვე და ახლავე
- ნუ მემაიმუნები ერთი რა - ხელი ავიქნიე - აი მოვედით - ისე მივუახლოვდი ჩემს სახლს მეთვითონაც ვერ მივხვდი
- კარებამდე მიგაცილებ ბარემ - სადარბაზოშიც შემომყვა.
- ყავა გინდა თუ ჩაი? - სიცილით გადავხედე.
- შენგან ყველაფერი მინდა - დასაკაკუნებლად მომზადებული ხელი ჰაერში გამიშეშდა, დაბნეულმა ავახამხამე თვალები და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
თვითონაც დაიბნა, ოდნავ უკან დაიწია და თმებზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
- მე, ვერ დავრჩები, უნდა წავიდე - სწრაფად მაკოცა ლოყაზე და კიბეებზე ჩაირბინა.
რამდენი ხანი ვიდექი ასე გაშეშებული არ მახსოვს, მერე ჩემმა დამ კარები გამოაღო და შიგნით შემათრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- რა მოხდა?
- არაფერი - ამოვილუღლუღე და ოთახში შევბანცალდი, ჩანთა იქვე დავაგდე და ლოგინზე ჩამოვჯექი - რა მითხრა?!

***

მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი, როგორ არ მინდოდა ჩემს სხეულში უკვე ჩამქრალი იმედი თავიდან აგიზგიზებულიყო, მაგრამ თავს ვერაფრით ვერეოდი, ყოველ ჯერზე ვგრძნობდი რომ როგორღაც ახერხებდა ჩემში რაღაცის შეცვლას, იმედის მოცემას, თითების აკანკალებას, გაღიმებას…
ყველაფრის თავი და თავი იყო ის, ყველაფრის..
ემოციებით დატვირთულმა გავიარე დერეფანი და სამზარეულოში ჩამოვჯექი.
სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი შესაბამისად მთელი დღე თავისუფალი მქონდა.
ყავა დავლიე და ისევ საძინებელში დავბრუნდი, ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკები და სხეულს სრული თავისუფლება მივეცი.
- შენი ტელეფონი გასკდა - მუსიკა გამომირთო ჩემმა დამ და ტელეფონი ხელში მომაჩეჩა.
ისევ უცხო ნომერი მირეკავდა.
- ეე, რატომ არ ხარ დღეს ლიზა?
- რავიცი, არ მინდოდა სკოლაში და ცოტა ვიცუღლუტე, გავაცდინე
- კარგად ხო ხარ?
- კარგად ვარ კი, მადლობა ლუკა
- მოკლედ ლიზა, სალაპარაკო გვაქვს ჩვენ - ღრმად ამოისუნთქა და ისე მითხრა.
- რა ხდება? - ავნერვიულდი.
- ხვალ შევხვდეთ შეგიძლია? საღამოს და დავილაპარაკოთ
- რა თქმა უნდა, მომწერე სად მოვიდე და რომელზე
- კარგი მოგწერ, ხო და სუხომ მოგიკითხა გვერდით მიდგას
- ჩემგანაც მოიკითხე - დავიჩურჩულე და გავუთიშე.

იმ ფაქტმა რომ სუხო ასე ურეაქციოდ ედგა გვერდით ძალიან მატკინა გული, მაგრამ მეორეს მხრივ ლუკას ხვალ ვნახავ და ყველაფერს ავუხსნი. იმედი მაქვს რომ გამიგებს და ეს ყველაფერი უფრო დიდ პრობლემაში არ გადაიზრდება. არ მინდა სიტუაცია გავართულო ისედაც ვიცი რომ სუხო არასდროს შემომხედავს სხვანაირად, მითუმეტეს თუ იცის რომ მის ძმაკაცს მოვწონვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე ვერ ვხვდები..

***

დილით ლუკას წერილი დამხვდა ადგილს და მისამართს მწერდა.
ექვს საათზე სწრაფად გავემართე და მარჯანიშვილისკენ, შვიდ საათზე “დაუნთაუნ”-თან უნდა შევხვედროდით.
სადად გამოწყობილი, ზუსტად თეატრის წინ ვიდექი და მის გამოჩენას ველოდებოდი…



თავი მეოთხე


- შენ? აქ.. შენ… ლუკა.. მერე? - დაბნეული ვუყურებდი სუხოს და ვცდილობდი აზრზე მოვსულიყავი, უბრალოდ გამიღიმა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ძალიან ახლოს დამიდგა, ცხვირის წვერით მის გულმკერდს ვეხებოდი ლამის, ხელები გაშალა და მთელი ძალით მომეხვია, ლოყაზე ძალიან ფრთხილად და მთელი გრძნობით მაკოცა, ემოციებისგან თუ გული არ წამივიდოდა არ მეგონა, იმ წამს ისე დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი კინაღამ შევიშალე, ხელები მიცახცახებდა, ძალა ვერ დავატანე თავს რომ ამეწია და მეც მოვხვდეოდი, ვერაფერს მივხვდი, შიგნით ყველაფერი გაგიჟდა და ერთიანად დაიშალა. მეწვოდა და მეყინებოდა უჯრედები, ერთი მეორის მიყოლებით მიგიჟდებოდა და ყველაფერი ტრიალებდა. მინდოდა მოვხვეოდი, მთელი ძალით მინდოდა მეგრძნო ჩემს მკლავებში მოქცეული მაგრამ ვერ ვბედავდი, ასე მეგონა მესიზმრებოდა, არ იყო რეალური, თვალებს გავახელდი და გაქრებოდა. მეშინოდა რეალობის, მაგრამ სურათი ჯიუტად არ იცვლებოდა, მის ხელებს ისევ ისე ვგრძნობდი ირგვლივ და ისევ მაგიჟებდა, არაფრით მიშვებდა, ვხვდებოდი რომ ჩემგან პასუხს ელოდებოდა, თითები შევარხიე, ხელები ავწიე და ფრთხილად მოვეხვიე, თითქოს ჯერ გავსინჯე რეალური იყო თუ არა, შემდეგ მთელი ძალით მოვუჭირე და მის სხეულში შევძვერი, მოვკალათდი და სითბოში გავეხვიე..


***

- წამოდი - ხელი მომხვია, ქუჩაზე გადამიყვანა და ეზოში შევედით. ღიმილით მივყვებოდი უკან, მის თითებს ვაკვირდებოდი ჩემს ხელზე მოხვეულს და ბედნიერებისგან მაკანკალებდა.
როგორ არ მიოცნებია, რა არ წარმომიდგენია, მაგრამ რეალობა იმაზე უფრო ლამაზი გადმოდგა ვიდრე მეგონა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი როგორ მისრულდებოდა მიყოლებით თითოეული ოცნება.
როგორც კი კაფეში შევედით, ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მიმიყვანა, სკამი გამომიწია და თვითონაც ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი.
რაღაცის თქმას აპირებდა უეცრად ლუკა რომ გამოჩნდა და აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა.
- ეე უჩემოდ აპირებდით გუგუნის დაწყებას ტო? - ლუკა მომიჯდა გვერდით და ლოყაზე სწრაფად მაკოცა - რა გჭირთ, რა სახეები გაქვთ?! - ქვემოდან შეგვათვალიერა და ოფიციანტს ანიშნა მოდიო - მარიამი მოვა მალე, ისე აქ რამ წამოგიყვანათ, ან რამ მოგაფიქრა?! აქ გოგო პაემანზე უნდა დაპატიჟო, ან მაქსიმუმ დაქალები წამოვიდნენ საჭორიკნოდ, წამოდით რა სადმე ლაუნჯში მაინც დავაწვეთ, მუსიკები იქნება საკაიფო - ხელები გაშალა ლუკამ და მომლოდინე თვალებით მოგვაშტერდა.
- მოიცა შენ არ დამპატიჟე? - ლუკას მივუბრუნდი - ის ნომერი ვისია?
- მე, ხო, მე - სუხომ ჩაახველა და ლუკაც ეგრევე დაიბნა - მე დაგპატიჟე, მართალი ხარ, მე ხო დაგპატიჟე, ხო და სად დამეპატიჟებინე ვკითხე სუხოს, მან მირჩია - ამოისუნთქა და სკამზე გადაწვა.
- გასაგებია, რა საქმე გქონდა? - მის დაბნეულობაზე გამეცინა.
სუხომ თავი გაუქნია და თვალებით რაღაც ანიშნა, ისიც უცებ მოეშვა და მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს წაეთამაშა.
- ლიზაა, მოკლედ შენთან საქმე გვაქვს რა - ნერვიულად მოიფხანა კეფა ლუკამ, მე ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი, ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი და ვერ ვიაზრებდი რას მეუბნებოდა.
- ლიზ გესმის? - სუხომ თვალწინ ამიფრიალა თითები და მეც ოდნავ გამოვფხიზლდი.
- ჰო, რახდება?
- კაროჩეე, გაგა ჩამოდის - ჩემი ტელეფონი ხელში შეათამაშა - ჰო და მარიამი სანამ მოვა უნდა დავგეგმოთ რა სურპრიზი მოვუწყოთ, მარიამი ერთი საათით გვიან დავიბარე ვაღიარებ - თავმომწონედ გადაისვა თმებზე ხელი და გაიცინა.
- მარიამი არ წამოვა - გადაჭრით ვუთხარი და იმ წამს მოტანილი წვენი მოვსვი - ზუსტად ვიცი რომ არ წამოვა, ამაზე დავა არ გვინდა ძალიან გთხოვთ
- მერე რა პრობლემაა, გაგასთვის იქნება სურპრიზი, მარიამისთვისაც სურპრიზი, ერთმანეთს შეხვდებიან იქ და ბედნიერები მოეხვევიან ერთმანეთს, 115 სერიის დასასრული - ვითომ ცრემლი მოიწმინდა და ამოისრუტუნა.
- აუ ლუკაა! - მხარი გავკარი, მაგრამ მაინც გამეცინა - არ ვიცი
- ე, მართლა, არ უკითხავს გაგაზე?
- მკითხა ჰო, მაგრამ ისეთი არაფერი, უბრალოდ როდის ჩამოდისო - ბოლომდე მაინც არ გავთქვი დაქალი, სუხო მთელი ამ დროის განმავლობაში იჯდა და დაკვირვებით გვათვალიერებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თითოეულ დეტალს უყურებდა და იმახსოვრებდა.
შიგადაშიგ ეღიმებოდა ლუკას ხუმრობებზე, მაგრამ ძირითადად სულ თითებზე მიყურებდა, უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ცდილობდა ჩემში შემომძვრალიყო და ისეთ ადგილებში შეეღწია, სადაც არავის ვუშვებდი.
- შევთანხმდეთ რომ მის საყვარელ ბარში ვაკეთებთ, მის მეგობრებთან ერთად, შენ გევალება უბრალოდ მარიამი მოიყვანო იქ, ოქეი?
- ოქეი ლუკა, ნუ ნერვიულობ ყველაფერს მოვაგვარებ მართლა - გავუღიმე და იმ წამს მოტანილი ბრაუნის დაგემოვნება დავიწყე.
- მეც მოვედი - მარიამი დაგვადგა თავზე რამდენიმე წუთში და უხერხული დუმილიც გაფანტა - რას შვებით?
- ლიზას ვუყვებოდი როგორ გავიცანით ერთმანეთი
- როგოორ? - ოდნავ გაწელა სიტყვა და ღიმილით მოათავსა ჩანთა იქვე.
- თავი გამიტეხა - სრული სერიოზულობით “განაცხადა” და მერე გაეცინა - აი, ეზოში ვიდექი ჩემთვის
- შენთვის იდექი? - სუხო “წამოენთო”.
- ჰო კაი, ერთ ბიჭს ვჩაგრავდი, იმიტომ რომ ვუთხარი ბურთი მომეცი მეთქი და არ მომცა - გაიცინა - ეს კიდევ მოვიდა და ნუ ჩაგრავ ამ ტიპსო წარმოგიდგენია? ათი წლის იყო და უკვე ტიპობდა
- ეგრე არ ყოფილა - თავი გააქნია ისევ სუხომ - შენ ზედმეტი მოგივიდა მაშინ და იმიტომ მიიღე პასუხი
- ხო, ძალიან მაგარი პასუხი იყო, რომ დამარტყა დავეცი და თავი დავარტყი, ისეთი ჩხუბი ავტეხეთ სულ შემოვახიეთ ყველაფერი ერთმანეთს
- და მაგის მერე დაძმაკაცდით? - სიცილს ვერ იკავებდა მარიამი
- გაგა ჩადგა შუაში და გაგვაშველა, ხომ გაგიგიათ ოღონდ გამშველებს ყველაზე მეტი ხვდებაო, ხოდა კარგად იყო “დაბეგვილი”
- შენზე მეტი მაინც არავის მოხვედრია - სუხოს ჩაეცინა.
- შერყევა მქონდა და ერთი თვე ვიწექი, რომ ჩამოვედი ეზოში ისევ გაგამ შეგვარიგა და მერე ძმაკაცები გავხდით რა, იცით ჩვენი ზედმეტსახელი რა იყო უბანში? - თავმომწონედ “გაიბღინძა”.
- აბაა?
- ვიკინგები - სიცილი ვერ შევიკავე და ჩუმად ჩამეცინა, მაგრამ ორივემ ისეთი სახით გადმომხედა უკან დავიხიე.
- მე ბოდიში ვიკინგებო - ხელები ავწიე დანებების ნიშნად და უხერხულად გავიღიმე.
- თქვენ რამე საკაიფო ისტორიაც გექნებათ და მოყევით რა
- ისეთი არაფერი, მავნე ბავშვები არ ვყოფილვართ - ხელი აიქნია ლუკამ.
- შენ განსაკუთრებით არ იყავი
- რა გახსენდება ახლა ისეთი? - გამოეჭიმა ლუკა წამსვე.
- ერთხელ მაგნიტაფონი გაგვიფუჭდა, ლუკამ მიმიშვითო გავაკეთებო, სახლში მარტო ვიყავით და ძალიან გვინდოდა მუსიკების მოსმენა, ლუკამ გამოაძრო ყველა კაბელი, კარგად და ძლიერად გადააბა ერთმანეთს, მერე დაგვიძახა აი ბიჭებო გავაკეთე მოდითო
- არ მითხრა რომ დენში შეაერთა
- 3 დღე შუქი არ ჰქონდა მთელ უბანს, ლუკას კიდევ სამი დღე ხეხავდნენ ისეთი შავი იყო
სიცილისგან კინაღამ ცუდად გავხდით, ლუკა კიდევ მოღუშული იჯდა და რაღაცას თავისთვის ბურტყუნებდა.
- კარგი რა! ვენდიში მაინც არ ვიდექი შუაში და არ ვკაჩაობდი ლუდი და ხინკალი გამომიტანეთო! - ენა გამოუყო ლუკამ.
- რაოო? - ისტერიული სიცილი ამიტყდა.
- ჰო, ზუსტად შუაში იდგა და ეკაჩავებოდა, გახეული მთვრალი იყო, იმ გოგოს ისეთი სახე ჰქონდა მე შემეცოდა, გინდა თუ არა 20 ხინკალი და ორი პორცია მწვადი მომიტანეთო
- გატყუებს, ეგრე არ ყოფილა
- როგორ არა, მერე ვენდიდან გამოვიდა გაბრაზებული, მარშუტკა გააჩერა და ძლივს აეტია შიგნით, ცარიელი იყო მთლიანად, ეს კიდევ მძღოლს ეჩხუბებოდა თუ ადგილი არ გქონდა რატომ გამიჩერეო - არ აჩუმებდა ენას ლუკა და სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდით.
- ლუკა! - გაბრაზებული მიუბრუნდა და ხელი მაგიდაზე დაკრა - სხვათაშორის, ლუკა იყო გარეულ ქათამზე რომ წაიყვანეს სანადიროდ, დაიჭირა შინაური და მიუყვანა პატრონს
- რა სისულელეა! ის ქათამი გარეულს გავდა
- ჰო აი, პატრონი რომ დაინახა გახარებული მირბოდა სახლში დავბრუნდიო
- სუხო “სეზონს გავხსნი” იცოდე და..
- მიდი! - გაბრაზებულებმა შეხედეს ერთმანეთს და მერე ჩვენ მოგვიბრუნდნენ ღიმილით.
- სუხო და გაგა ისეთი მთვრალები იყვნენ კართოფილის დათესვა სცადეს საბარგულში, მთელი ღამე რწყავდნენ, ასე ამბობდნენ სულ თან გვექნება “ზაკუსკაო”
- ღამის ოთხ საათზე რესტორნიდან გამოვიდა ლუკა, ჩვენ უკვე მანქანაში ვზივართ, იქამდე ოფიციანტს ეჩალიჩებოდა და ნომერი ვერ მიაცემინა, ვუყურებთ აშკარად არ მოდის ჩვენკენ, იქვე ახლოს მსგავსი მანქანა ეყენა და იქეთ დაიძრა, ვიღაც ტიპი ზის და ცდილობს რომ მანქანა დაქოქოს, ამას არ ვიცი რა მოელანდა, მივარდა ამ ტიპს, გადმოათრია მანქანიდან და იმდენი ურტყა ძლივს გავაშველეთ, ბოლომდე იჭიმებოდა რას ჰქვია ჩემი ძმაკაცის მანქანას ეჩალიჩებოდიო
- მერე?
- არაფერი, უჩივლეს და ძლივს მოვაგვარეთ, გახეული მთვრალი იყო
- რა გიჟები ხართ - სიცილისგან ცუდად ვიყავი.
მთელი საღამო ასე სასიამოვნოდ გავატარეთ, ხან რას მაიმუნობდნენ ხან რას, ძირითადად ლუკა აქტიურობა, სუხო კი ჩუმად იჯდა და მხოლოდ ინფორმაციას უსწორებდა.
გვიან გამოვედით კაფიდან.
- საბურთალოსკენ ვინ მოდის?
- მე მოვდივარ - გავუღიმე და გვერდით დავუდექი.
- გაასწორა - ჩუმად თქვა მაგრამ მაინც გავიგე და გამეღიმა.
- კარგი თქვენ წადით, მე ლუკა მიმიყვანს სახლში
- ოუქეი - გავიცინე და მანქანისკენ დავიძარით.


***

- შენთან როგორ აღმოვჩნდი? - სანამ მივიდოდით იქამდე ვკითხე და გვერდულად გადავხედე.
- იქვე ვიყავი, დავინახე როგორ წაგივიდა გული, მოვედი და სახლში წამოგიყვანე
- დავეცი? - ჩემდაუნებურად ვკითხე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
- ჰო - უცნაურად ჩაახველა.
- რა უცნაურია, დავეცი და არაფერი ვიტკინე
- სად მიგიყვანო ზუსტად მითხარი ლიზ - შეცვლილი ტონით მითხრა, აშკარად თემის გადატანა სცადა.
- საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანე?
- იმიტომ რომ მივხვდი რაც გჭირდა - შუბლშეკრულმა გადმომხედა და მკვეთრად დაამუხრუჭა.
- რა მჭირდა?
- უბრალოდ დაღლილობისგან წაგივიდა გული, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე? - გაღიზიანება დაეტყო ხმაში, გავჩუმდი.
- მე უბრალოდ მაინტერესებდა შენთან როგორ მოვხვდი - მაინც ვერ მოვითმინე, ამოვიოხრე და ნაცნობ კორპუსს ავხედე.
- ორშაბათს მოხვალ სკოლაში?
- მოვალ, გეოგრაფიას უნდა დაესწრო?
- დავესწრები - გამიღიმა და ისევ სივრცეს გახედა.
- გაგა როდის ჩამოვა?
- ორ კვირაში
- მარიამი ელოდება, რამე უნდა მოვიფიქროთ
- აუცილებლად
რამდენიმე წუთი მოვითმინე, მერე ნერვები მომეშალა მის სიჩუმეზე, კარები გამოვაღე, გადავედი და ნელა დავიძარი სადარბაზოსკენ.
- ლიზ - ფანჯარა ჩამოწია და ისე დამიძახა, გაბრაზებული გამომეტყველებით მივტრიალდი და ვანიშნე რა გინდა მეთქი - უბრალოდ მოგყვებოდი - გაიღიმა და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან.

***


მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ყოველ გამოხედვას ვიხსენებდი და ბედნიერს მეღიმებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხვა სამყაროში დავფრინავდი, რაზეც აქამდე ვოცნებობდი, ახლა ერთბაშად ყველა ერთად მისრულდებოდა და ჩემი სხეული ვერ იტანდა ამდენ ემოციას. შუა ღამეს შეშლილივით მეღვიძებოდა, ფანჯრის რაფაზე ვჯდებოდი და ჩუმ ქალაქს ვუყურებდი. ვცდილობდი როგორმე გრძნობები მომეთოკა, მაგრამ ნელნელა ვიაზრებდი რომ ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ და ვეშვებოდა.
ვუყურებდი ყველგან სუხოს, სკოლის ეზოში, დერეფანში, გაკვეთილზე და ვგრძნობდი რომ რაც უფრო ახლოს მივდიოდი, მით უფრო მიყვარდებოდა.
მასთან მარტო დარჩენას გავურბოდი, მისი ჩახუტება ახლაც მახსოვდა და ვგრძნობდი როგორ მეხვეოდა მისი თითები.
ყოველი მისი გამოხედვა ისარივით იყო, ნათლად ვგრძნობდი როგორ გადიოდა ეს გრძნობა გულში, შემდეგ ხელებში და სასიამოვნო ემოციები დალღებივით დაივლიდნენ ხოლმე სხეულში.
მე მას ვგრძნობდი, მთელი ჩემი არსებით, ვხვდებოდი როდის მიყურებდა, როდის იღიმოდა, როდის არ იყო ხასიათზე და მისი უემოციობა მაგიჟებდა..

***

არაფერი იცვლებოდა, არაფერი ემატებოდა ყოველდღიურობას, სუხოც აღარ ჩანდა ისე ხშირად. ერთადერთი ნუგეში ის იყო რომ გაგას ჩამოსვლის თარიღი ახლოვდებოდა, ნელნელა სიცივე შემოეპარა ქალაქს, ნაცრისფერი უღიმღამო დღეები მომრავლდა და წვიმაც შემოგვეჩვია.
ჩემი ხასიათი დღეებივით დაიბურა, მოიღუშა და სადღაც შეიკეტა.
ისეთი მხიარული აღარ ვიყავი და მარიამი სულ მსაყვედურობდა. ერთადერთ ნუგეშად ისევ ჩემი და რჩებოდა, რომელიც გამუდმებით მწერდა თავის ამბებს და ცდილობდა გავემხიარულებინე.
საკლასო ოთახთან ვიდექი და სუხოს გამოჩენას ველოდებოდი, რამდენიმე დღე იყო რაც არ მენახა და ასე მეგონა მალე შევიშლებოდი. როგორც კი ზარი დაირეკა და ნელნელა დაიწყეს მოსწავლეებმა შესვლა საკლასო ოთახებში, მივხვდი რომ მალე გამოჩნდებოდა ბატონი.
ასე იცოდა სულ, 5-10 წუთი აგვიანებდა და მერე შედიოდა გაკვეთილზე.
- ლიზაა, როგორ ხარ? - ფიქრებიდან ლუკას მხიარულმა ხმამ გამომიყვანა და ღიმილით ავხედე ორივეს.
- კარგად თქვენ როგორ ხართ?
- ჩვენ კარგად, ვემზადებით გაგას დახვედრისთვის, ხო მოხვალთ?
- აუცილებლად - დამაჯერებლად ვუთხარი და თან სუხოს გვერდით მდგომ გოგოს შევავლე მზერა.
- ოო, ეს მირაა, სუხოს… - დაბნეულმა გადახედა და შემდეგ სწრაფად მიპასუხა - სუხოს მეგობარი
- მეგობარი? - გოგომ თითზე დაიხვია თმა და ისეთი სახით გადახედა, ლამის ბოდიში მოახდევინა - თითქმის შეყვარებულია - გაიცინა და ხელი გამომიწოდა.
თავბრუ დამეხვა.
შეყვარებულიო?
ეს ალბათ ის გოგოა სუხოს რომ მოეწონა და მიწერას რომ აპირებდა.
კანკალით ჩამოვართვი ხელი და ნაძალადევად გავუღიმე.
შეყვარებულია მისი, შეყვარებული..
საკუთარ თავს შემოვუძახე რომ ადამიანის სახე მიმეღო, რამდენად გამომდიოდა არ ვიცი მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად.
მარიამიც მოვიდა მერე, უცნაური მზერა შემავლო და თვითონაც გაიცნო მირა.
- ამ საღამოს რას აპირებთ? სადმე გავიდეთ თუ გინდათ
- მე მცალია - მირამ ხელი აწია და შემდეგ ისევ სუხოს მოეხვია, სისხლი გამეყინა როგორც კი მისი ხელები ვნახე მის წელზე მოხვეული.
- მეც მცალია, შენ ლიზა?
- მე არა! - უკმეხად ვუპასუხე და გვერდზე გავიხედე - ერეკლეს უნდა ველაპარაკო
- ჩამოვიდა?
- არა, სალაპარაკო გვაქვსო და უნდა დავურეკო - გავუცინე.
- ერეკლე ვინ არის?
- მეგობარია ჩემი
- ისეთივე მეგობარი როგორიც მე ვარ სუხოსთვის? - სიცილით გადმომხედა მირამ და თვალი ჩამიკრა.
- დაახლოებით ეგრე არიან - მარიამი ჩაერია საუბარში და ხელი მომხვია.
თითოეული ნაწილი ისე მტკიოდა ლამის გული მიმდიოდა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.
- ეე, რა მაგარია, შეყვარებული წყვილებიც იჩითება სამეგობროში, აუცილებლად გაგვაცანი ერეკლე და დღეს იქნებ მოახერხო ჩვენთან ერთად წამოსვლა?
- არამგონია, ვნახოთ - დავიმორცხვე და ტელეფონს დავხედე გაუაზრებლად.
გულმა მომწერა.

“:)”

ვერ მივხვდი და დაბნეულმა მოვავლე სუხოსაც და ლუკასაც თვალები.
- რა მოხდა?
- არაფერი ისეთი - გავიღიმე და ტელეფონს დავაშტერდი ისევ.

“?”

მხოლოდ ეს გავუგზავნე და უკანა ჯიბეში ჩავიდე სწრაფად.

- მშვიდობაა მართლა? - ლუკამ ეჭვნარევი მზერით დამხედა.
- კი, მშვიდობაა, კარგად გაერთეთ საღამოს - ხელი დავუქნიე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას.
მარიამმა კი მომაძახა სად მიდიხარო, მაგრამ კითხვების თავი არ მქონდა, იქვე შევირბინე ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ცარიელი იყო, კედელს მივეფარე და მთელი ძალით მივიჭირე გულზე ხელი.
ყველა შეკავებული ემოცია ერთიანად ამოვაფრქვიე და იქვე ჩავიკეცე.
როგორ მტკიოდა, როგორ უსაშველოდ თითოეული შეხება, ან როგორ მეგონა რომ სერიოზულად შემომხედავდა?! მისთვის ისეთივე ძვირფასი გავხდებოდი, როგორიც ჩემთვის არის?!
საშინელებაა! არაადამიანობა, ეს ტკივილი შეუძლებელია ავიტანო, წარმოუდგენელია გავითავისო. ყოველ ჯერზე უფრო მძიმედ მეხვევა სხეულზე და ასე მგონია მახრჩობს, უნდა რომ ჩემი ყველა ემოცია ხელში ჩაიგდოს და აკონტროლოს. სრულიად სხვა ადამიანი ვხდები, სრულიად ვიცვლები და ვიფიტები, ეს სიყვარული არ მაძლიერებს, უფრო და უფრო სუსტს მხდის.
კედელს მივადე თავი, სიცივე ოდნავ მესიამოვნა, ვეცადე ცრემლები მომეწმინდა, მაგრამ მაინც არ მემორჩილებოდნენ, რაც უფრო ვცდილობდი მათ შეკავებას, მით უფრო მოდიოდნენ და მოდიოდნენ, სხეული აღარ მეკითხებოდა, ყველა ხერხით ცდილობდა რომ ეს გრძნობა როგორმე გარეთ გამოეშვა, როგორმე ამოესუნთქა.
იმ წამიდან, როდესაც გავიგე რომ შეყვარებული ჰყავდა, ვიგრძენი რაღაც შეიცვალა ჩემში.
თითქოს რაღაც ჩაწყდა, არაადამიანურად დაიღრიალა და ჩაწყდა, ვერ გაუმკლავდა ორგანიზმი. ძალიან შორს, კუთხეში შეიყუჟა და მიიმალა.
თავისუფლება ვერა, მაგრამ შვება ვიგრძენი, იმ ფუჭი იმედებისგან განვთავისუფლდი, რაც აქამდე მქონდა.
კარგია, როდესაც არაფერს და არავის ელოდები, არცერთ საქციელს აღარ მივაწერ მის მოწონებას და არც ვეცდები რომ რაიმე დავაბრალო მომავალში.

***

თვალებდასიებული რომ დავინახე საკუთარი თავი სკოლის საჭირო ოთახში, მივხვდი რომ კლასში არ უნდა დავბრუნებულიყავი. ჩანთა მოვიკიდე და დერეფანს თავდახრილი გავუყევი.
- ლიზ, სად იყავი? - სუხო მომიახლოვდა და წინ გადამიდგა.
- მე, საჭირო ოთახში, უნდა წავიდე - დავიჩურჩულე და გვერდის ავლა ვცადე.
- მოიცა - მკლავში მწვდა და მისკენ შემატრიალა - ცუდად ხომ არ ხარ?
- ცუდად რატომ უნდა ვიყო სუხო? - გაღიზიანებულმა ვკითხე და უკან დავიხიე - გამატარე თუ შეიძლება
- როდის იყო ასე მელაპარაკებოდი ლიზ?
- როდის იყო ვლაპარაკობდით საერთოდ ნიკა? - ვერ მოვითმინე და მივახალე, სწრაფად ავუარე გვერდი და შენობიდან გამოვედი.
- რა გეწყინა ვერ ვხვდები ლიზ - უკან ამედევნა მაინც.
- რა უნდა მწყენოდა იმ ადამიანისგან, ვისაც არ ვიცნობ შენი აზრით? - უკან არც მიმიხედია ისე ვუპასუხე.
- მირა ჩემი შეყვარებული არ არის!
- გკითხე?
- მე უბრალოდ გითხარი, იცოდე რომ ჩემი შეყვარებული არ არის
- არავინ ინტერესდება ამ საკითხით ნიკა! - მკაცრად ვუთხარი და ეზოდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი.
მეტირებოდა, როგორ არ მინდოდა კიდევ ერთხელ ისეთი სუსტი ვენახე, როგორც მასთან სახლში მნახა, თავს ვარიდებდი, თავდახრილი მივდიოდი და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი.

***

საღამოს მოვწესრიგდი, თავი დავიმშვიდე, პიჟამოებში გამოვეწყვე და ისე დავჯექი კომპიუტერის წინ. ერთი სული მქონდა ეკრანზე როდის გამოჩნდებოდა.
- ჩემი სილამაზე გოგო, ჩემი სიცოცხლე როგორ ხარ პატარავ? - მთელი გულით მიღიმოდა ეკრანის იქეთ და იმ წამს ნათლად მივხვდი როგორ მომნატრებია.
- კარგად ეკე, შენ როგორ ხარ? აუ მომენატრეე - ამოვიტირე და თან საწოლზე გემრიელად მოვთავსდი.
- მე კარგად ვარ, ძალიან მალე ჩამოვალ და ძალიან ძალიან ბევრს ჩაგეხუტები გპირდები
- რა ხდება მაქეთ? როდის ჩამოდიხარ თარიღს რატომ არ მეუბნები?
- რავიცი არაფერი, გერმანიაა რა, ვერთობი და ვარ, მოვრჩები მალე სწავლას, ზუსტად არც ვიცი ჯერ ბოლო გამოცდა როდის მექნება
- ხო უეჭველი ჩამოდიხარ? სულ სულ დარჩები? თუ კიდევ უნდა წახვიდე?
- არა, დავრჩები ლიზაზუ, აუ მომენატრე პატარავ
- მეც ძალიან ძალიან, იპოვე უკვე ვინმე ლამაზიი გოგო? - წარბები ავუთამაშე და საწოლზე წამოვწექი.
- აუ აქაურები არ მომწონს მაინც ქართველი მინდა რა, ხო ხვდები?! - ქვემოდან ამომხედა.
- ვერ დაივიწყე ჰო? - თავი გავაქნიე და უკმაყოფილოდ მოვპრუწე ტუჩები.
- აუუ, კაი ახლა - ხელი აიქნია.
სწრაფად შემიცვალა თემა და მთელი საღამო მის სისტემაზე, სამუშაოზე და სწავლაზე მელაპარაკებოდა.
ბოლოს გაბრუებული ვიწექი საწოლზე და ღიმილით ვუყურებდი მის სახეს.
- აუ, ლიზაზუუ
- ჰო ეკე, რახდება? - ოდნავ წამოვიწიე და დავამთქნარე.
- ხო გიყვარვარ? ისე იშვიათად მირეკავ, ზოგჯერ მგონია რომ დაგავიწყდი და ეგაა
- ხომ იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ეკე? როგორ დამავიწყდებოდი?
- მაშინ კითხვაზე მიპასუხე.. - ლაპარაკი კარის ბოლომდე შეღებამ გაგვაწყვეტინა.
შეშინებულმა გავიხედე კარებში და თვალები შუბლზე ამივიდა.
- სუხო?

***

- მეხუთე თავი
-
- - სუხო? აქ რას აკეთებ ამ დროს? - ლეპტოპი დავხურე. კარებში იდგა გაოცებული და
- ოდნავ ბრაზშეპარებული სახით მიყურებდა.
- - სუხო? - გავუმეორე, იქვე დაგდებულ ხალათს ხელი დავავლე და ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე.
- - ე.ი მას შეუძლია ასეთ ფორმაში გნახოს და ჩემთან ხალათი უნდა შემოიხვიო? - ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, უფრო ახლოს დავუდექი და დაბნეული ავხედე.
- - რა?
- - ვერ მიხვდი რა ვთქვი? - კბილებს შორის გამოცრა და კარებს ხელი ძლიერად მოუჭირა.
- - ვერ ვხვდები სუხო საერთოდ რა ხდება! - ოდნავ ავუწიე ხმას და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
- - ვერ ხვდები? - ჩემკენ წამოვიდა და ვიგრძენი როგორ შემეკრა სუნთქვა, იმ წამს იმდენად მომინდა ახლოს მივსულიყავი და მოვხვეოდი, მოვფერებოსი და მისი სიბრაზისგან აალებული თვალები დამემშვიდებინა ხელები ამიკანკალდა.
- ძალიან ახლოს მოვიდა, მისი სუნთქვა პირდაპირ ტუჩებზე მომეფრქვია, უკან დასახევი გზა საერთოდ არ მქონდა, წვივებით საწოლს ვეხებოდი, ცოტაც და ლოგინზე დავეცემოდი.
- - სუხო! - ინერციით უკან გადავვარდებოდი სწრაფად რომ არ მოეხვია წელზე ხელი და გულმკერდზე არ ავეკარი.
- სახე ამიწითლდა, სისხლმა ისეთი ძალით დაიწყო მოძრაობა ვერ ამოვისუნთქე, გამალებით მიცემდა გული, თითების ამოძრავებასაც ვერ ვახერხებდი.
- კიდევ უფრო დაიხარა, თმები ერთ მხარეს გადამიყარა, ძალიან მსუბუქად გამისვა ცხვირის წვერი კისერზე და ლოგინიდან რაღაც აიღო.
- დაბნეული ვახამხამებდი თვალებს და ვცდილობდი როგორმე გამოვრკვეულიყავი რა ხდებოდა, ოდნავ ღიმილშეპარული თვალებით მიყურებდა და შიგადაშიგ ტუჩის კუთხეც უხტებოდა ლამაზად.
- მონუსხული, მისით შეპყრობილი ვუყურებდი და ბაგეები მისით მეხსნებოდა, ფილტვებამდე ჰაერი ოდნავ მაინც რომ მისულიყო. სხეული არ მემორჩილებოდა.
- - ლიზ - ყურში ჩამჩურჩულა და ლოყა ლოყაზე გამიხახუნა, ავკანკალდი, ვერაფრით ავიყვანე თავი ხელში, ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო ვკარგავდი კონტროლს საკუთარ თავზე. რამდენადაც ვცდილობდი რომ შევწინააღმდეგებოდი, იმდენად არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მით უფრო ვიშლებოდი და ვსუსტდებოდი.
- - ერეკლე გირეკავს - გამიღიმა და აზუზუნებული ტელეფონი ხელში შეათამაშა, სწრაფად გამოაცურა ჩემი წელიდან თითები და ეგრევე მოწყვეტით დავეცი საწოლზე.
- ქვემოდან ვაკვირდებოდი ყოველ მის მოქმედებას და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა საერთოდ.
- მერე ბუნდოვნად დავინახე როგორ დაიხია უკან, შებრუნდა და კარები გაიხურა.
- ბურუსიდან ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა.
- - ხო, ერეკლე, გისმენ - ძლივს ამოვთქვი.
- - მშვიდობაა?
- - კი ერე, მადლობა, ბოდიში ვეღარ დაველაპარაკე, მერე დაგირეკავ კარგი?
- - საქმე მქონდა შენთან
- - დაგირეკავ მერე გპირდები, მიყვარხარ იცოდე - ამოვიხავლე და ტელეფონი ლოგინზე დავაგდე.
- ჯერ კიდევ ვერ გამოვდიოდი შოკიდან, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი და ძალიან მალე გამომეღვიძებოდა.
-
- ***
-
- - რას შვები? - მარიამი შემომივარდა ოთახში და საწოლზე დაეცა - გოგო კარგად ხარ? - ჩემი გაფითრებული სახის დანახვისას შიშისგან შეკივლა.
- - კარგად ვარ, ღამე არ მიძინია უბრალოდ - ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი - როგორ გაერთეთ გუშინ?
- - გოგო კარგაად, ის გოგოც იყო, აი სუხოს თითქმის შეყვარებული - სარკიდან დავინახე როგორ გადმოაგდო ენა ზიზღის ნიშნად და ჩამეცინა - ცოტა გამაღიზიანებელი ტიპია, იმდენს ლაპარაკობდა ბოლოს ლამის სკოჩი ავაკარით პირზე
- - მშვენიერი წყვილია, რას ერჩი? - ჩაწითლებულ თვალებზე თითები გადავისვი და თმები მაღლა ავიწიე - სუხოს ძალიან უყვარს ჰო? - სპეციალურად ვსვამდი ისეთ კითხვებს რომ საკუთარი თავისთვის ტკივილი მიმეყენებინა, იქნებ ასე მაინც მიმხვდარიყო ჩემი გული რომ სამუდამოდ ამოეგდო ეს ადამიანი თავიდან. მაგრამ რაც მეტს ვფიქრობდი მასზე, მით უფრო სწრაფად მიცემდა გული და იმ გუგუნში საერთოდ არ ინტერესდებოდა სუხოზე კარგს ვეტყოდი თუ ცუდს, მაინც თავისას მიერეკებოდა.
- - უი გოგო, უყვარს კი არა, გუშინ სუხო ისეთი გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო, ორჯერ დაამტვრია ჭიქა, აი ზუსტად დავინახე რომ სპეციალურად დააგდო, მერე ვითომ ისეთი სახე მიიღო ყველამ დაიჯერა რომ შემთხვევით მოუვიდა! მაგრამ მე რას გამომაპარებს? იმენა აგენტი ვარ - სასაცილოდ გაიჭიმა და ყელი მოიღერა - აი უეჭველი ვიცი რომ რაღაც სერიოზულ თემაზე იყო გამწარებული და გოგოს ეხებოდა! ის სწერვა ისეთი სახით ეჯდა თითქოს მისთვის ეღალატოს რა - გული ამიჩქარდა ამ სიტყვების გაგონებაზე, სარკეს თვალი მოვარიდე და კარადისკენ წავედი.
- - რატომ უღალატებდა ეგეთ გოგოს? - იხტიბარი მაინც არ გავიტეხე - შეიძლება რამე სხვა თემა იყო.
- - გოგო მე აგენტს მასწავლი რა იყოო? ტელეფონს ისე უყურებდა თითქოს მნიშვნელოვან ზარს ელოდებოდა, ა ჰო, გამახსენდა, მერე ვიღაცამ დაურეკა, ეგრევე სტაცა ხელი და აიღო, ხო გისმენ რა გამირკვიე ვინ არისო თუ რაღაც მსგავსი ჰკითხა - სიცილს ძლივს იკავებდა მარიამი - ისეთ დღეში იყო ლუკა ცალკე კაიფობდა, იმენა გაბმულია მახეში მაგრად ეღადავებიანო - ფეხზე წამოდგა, ტუმბოსთან მივიდა და აცეტონი აიღო - აუ ბამბა სად გიდევს ლიზუუ?
- - სააბაზანოში ექნება თაკოს გატანილი, მოგიტანო?
- - არა ჩემით, იყავი - გაიცინა და სააბაზანოსკენ წავიდა - უი გოგოო, მერე რომ დაბრუნდა საერთოდ მორყეული ჰქონდა სახე, მეთქი ცოტაც და ალბათ თავზე დაიმხობს ამ ბარს მეთქი, ლუკას გადავუჩურჩულე წავიდეთ თორემ სუხო დღეს კარგს არაფერს გვიზამს მეთქი - იცინოდა და თან ლაპარაკობდა, ისე შორიდან ისმოდა მისი ხმა ლამის ყურები დამიგრძელდა ინტერესისგან - გოგო გესმის?
- - მესმის ჰო, მესმის - ცოტა ხმამაღლა ვუთხარი - მერე წამოხვედით?
- - კი წამოვედით, ეგრევე ავიშალეთ და სუხოსაც არ გაუპროტესტებია, გზაში იმ სწერვამ ხელი დაადო მუხლზე და ამან ისე მოიშორა ლამის მანქანიდან გადააგდო, უკან მე და ლუკა იმენა ვიხეოდით სიცილისგან
- - ასეთი რა გაიგო ნეტა? ან ვის ეხებოდა?
- - აი მე რავიცი? ისე ძალიან კი მაინტერესებს ასე რამ გამოიყვანა წყობიდან
- - კარგი ნამდვილად არაფერი გაუგია ეტყობა - გავუღიმე და ცერა თითზე ლაქი გადავისვი - აი მარცხენა ხელზე ნორმალურად წასმას შევძლებ ოდესმე?
- - გოგო ეგ კი არა 21-ში რა ხდება? - ინტერესით დამაჩერდა ზემოდან.
- - არაფერი, საქეიფოდ მივდივართ, განსხვავებაა ისაა რომ ამჯერად მეც მოვდივარ
- - ეე რამაგარია, ჩვენი სხვა მეგობრებიც იქნებიანო მითხრა გუშინ ლუკამ, ძალიან საყვარელია
- - არ მითხრა რომ მოგწონს მარ! - თვალები ავატრიალე.
- - რამდენიმე კვირის უკან შენ გეუბნებოდი მოსწონხარ მეთქი და ახლა მე მომწონს? რა გჭირს?
- - არ მოვწონვარ, რელაქს! - ენა გამოვუყავი.
- - მაშინ ვიფიქრებ მაგაზე - ჩაიცინა და საწოლზე გადაწვა - გაგა როდის ჩამოვა?
- - ჯერ ადრეა ხოიცი
- - მომენატრა! - აღიარა და მეც ამოვისუნთქე ამ აღიარებასთან ერთად.
-
- ***
-
-
- კლასისკენ მივდიოდი სუხოს, მარიამს და ლუკას რომ მოვკარი თვალი. პირველი რა თქმა უნდა სუხო დავინახე და ღიმილით წავედი მათკენ.
- - როგორ ხართ?
- - აი ძალიან მაგრად შენ? ხვალ ხო მოდიხართ?
- - აუცილებლად - გავუცინე და მარიამს ხელი გადავხვიე.
- - გოგო ერეკლემ რაო? - ინტერესით მომიბრუნდა და ისეთი სახე მიიღო აშკარად რაღაცისთვის მეკითხებოდა. თვალი მოვკარი სუხოს მომუშტულ ხელს, რომელიც შარვლის ჯიბეში სწრაფად დამალა და თვალი აგვარიდა.
- - არაფერი, მალე ჩამოვალო და დავრჩებიო
- - გეღირსათ როგორც იქნა, ისევ ერთად იქნებით - ტაში შემოკრა - თქვენ რას ფიქრობთ ბიჭებო? ისე ასე შორიდან სიყვარული როგორი გრძნობაა ნეტა?
- - არვიცი მარ - ლუკამ ხელები აწია - როგორ შეიძლება საერთოდ გიყვარდეს ის ადამიანი, ვისაც არ იცნობ? - გაკვირვების ნიშნად წარბები მაღლა აწია.
- - ჩვეულებრივად - მოკლედ უპასუხა სუხომ და ცალი იდაყვით ფანჯრის რაფას დაეყრდნო.
- - აი ორი რომანტიკოსი, სუხოო, შეყვარებული ხო არ ხარ ვინმეზე? - წარბები აუთამაშა მარიამმა, ნიკას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და მხრები აიჩეჩა.
- - ე.ი ხარ! - ლუკა ჩაერთო და მხარი გაკრა - გამოტყდი შე*ემა, ის მაინც თქვი ლამაზია?
- - ძალიან - გაიღიმა და აკიაფებული მზერა პირდაპირ გამისწორა, გულში რაღაც სასწაულად გაიკლაკნა და ლოყებზე სიწითლე შემომეპარა - უზომოდ ლამაზია! - თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა, მხრებიდან დაიწყო და თითებამდე გაიარა ემოციებმა, ასე მეგონა მთელ სხეულში რაღაც ამოუხსნელი მივლიდა და მაგიჟებდა. თავი დავხარე, როგორმე ემოციები რომ შემეკაცებინა და თითების ტკაცუნი დავიწყე.
- - ეე, ეს რა სიყვარულებშია ნახე?! - მარიამმა წარბით ანიშნა სუხოზე და გაიცინა.
- - სერიოზულად არის საქმე ჩემო მარიამო!
- - დავიშალეთ ახლა, გაკვეთილი იწყება მალე - სუხო წამოიწია და ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა.
- - გეოგრაფიას რატომ აღარ ესწრებით?
- - სუხო უპასუხე! - ლუკამ გაიმკაცრა ხმა.
- - გაბრაზებული ვარ ერთზე და მაგიტომ - გვერდულად ჩაიცინა და კლასისკენ წავიდა.
- მარიამმა გაოცებული გააყოლა თვალები და მერე მე გადმომხედა.
- - რაო რა თქვა?
- - მეძინებაო, მე ასე გავიგე
- - რა არანორმალური ხარ!
-
- ***
-
- რესტორნისთვის სადად გამოვეწყვე და მარიამის ზარს დაველოდე. ზუსტად 7 საათზე გამომიარა და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარით.
- “ ჰო მოდიხართ? ლუკა ვარ )”
- “გადავიფიქრეთ”
- “ეე, რას მეღადავები ტო, ამას უკვე ვეკაიფებით ნახე ვინ მოდისო”
- “მოვდივართ, ისე ნუ იზამთ მანამდე მიხვდეს, სანამ მოვალთ”
- “გეკადრება?”
- “შემოვდივართ”
-
- ათასფრად განათებული დარბაზის კარები შევაღეთ, მარიამმა სიხარულისგან შეკივლა და პირდაპირ გაგასკენ წავიდა.
- ღიმილით ვუყურებდი ერთმანეთსე მოხვეულ ორ სხეულს და ცრემლები მერეოდა.
- - აუ რა სასწაულად გამისწორეთ თქვენ აზრზეც არ ხართ ტოო! - იცინოდა გაგა და თან მარიამს კოცნიდა თავზე - შენც არ იცოდი?
- - არა, ჩემთვისაც სურპრიზი იყო შენი დაბრუნება - გულზე მიეხუტა და გაიცინა.
- - ჩემი პატარა გოგო, როგორ მომენატრე
- - მეც საშინლად - გაგამ ოდნავ გადმოიწია ჩემკენ ისე რომ მარიამისთვის ხელი არ გაუშვია და გადამკოცნა - როგორ ხარ ლიზაზუ?
- - კარგად გაგა შენ? - გავუღიმე და თმები ყურს უკან გადავიწიე.
- - მეც კარგად, წამოდით დავსხდეთ - ხელით მაგიდისკენ გვანიშნა და მარიამზე შემოხვეული დაიძრა ადგილისკენ.
- სუხოს ვეძებდი თვალებით მაგრამ არსად ჩანდა, ბოლოს ამოვიოხრე და მაგიდას მივუჯექი.
- რამდენიმე წუთში მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ოდნავ შევკრთი და გაოცებული მივტრიალდი უკან.
- - შენ? შენ დაბრუნდი? - გახარებული წამოვხტი და ერეკლეს მთელი ძალით მოვეხვიე - ერეკლეე - ამოვიტირე და ლოყაზე რამდენჯერმე ვაკოცე - როდის ჩამოხვედი?
- - გუშინ საღამოს
- - და არ მითხარი? - ხელებით უკან გავწიე და მხარზე დავარტყი ხელი - რა უნამუსო ხარ?!
- - სურპრიზის გაკეთება მინდოდა დღეს გვიან, როგორც ყოველთვის მოგაკითხავდი და გიმღერებდი
- - ჩემი ბიჭი ჩამოვიდაა! - გადავიკისკისე და მოვეხვიე.
- იმ წამს ვიგრძენი თუ როგორ მენატრებოდა, ბედნიერი ვეხებოდი, ერეკლეს მხარს იქეთ გაბრაზებული სუხო რომ დავინახე. შეშინებულმა მოვავლე მზერა და მის თითებში მოქცეულ ჭიქას დავაკვირდი, შორიდანაც იგრძნობოდა როგორ უჭერდა თითებს, მთელი ხელი დაჭიმული ჰქონდა და ყველა ძარღვი კარგად უჩანდა. წამიერად გაშეშდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი, დავინახე როგორ ამოიგმინა და ჭიქა მის თითებში ჩაიფშვნა, შიშისგან და მოულოდნელობისგან შევხტი.
- - ეე პრინცესა კარგად ხარ? - ერეკლემ უკან გამწია და სახეზე თბილი ხელები შემომაჭდო, მაგრამ როგორც კი ჩემი ცრემლიანი თვალები დაინახა სახე შეეცვალა - რა მოხდა?
- - არაფერი, რომ ჩამოხვედი ისე გამიხარდა ემოციებს ვერ ვაკონტროლებ - გავუღიმე და ცრემლები მოვიწმინდე, კიდევ ერთხელ მოვეხვიე რომ სუხოზე შემეხედა მაგრამ იქ უკვე აღარ იდგა, იატაკზე რამდენიმე სისხლის წვეთი იყო შერჩენილი და აქა-იქ ნამსხვრევები მიმოფანტული. ამოვისრუტუნე და ერეკლეს მოვშორდი, ღიმილით დავიკავე ადგილი და მის დაჯდომას დაველოდე.
- - ერეკლე როგორ ხარ? - სიცილით ჩამოართვა ხელი და გადაეხვია.
- - ერთმანეთს იცნობთ?
- - თვითმფრინავში გავიცანით, შუაღამეს ერთად წამოვედით გერმანიიდან, მარტო ამ კაცის გაცნობად ღირდა ეს ფრენა - მხარზე ხელი დაკრა - მოიცა არ მითხრა რომ ეს ლიზაზუა შენი პრინცესა, მთელი გზა რომ მელაპარაკებოდი
- - ეგ არის, ესაა ჩემი ყველაფერი - ფეხზე ამაყენა და ხელი მომხვია - ჩემი ცხოვრება - თავზე მაკოცა რამდენჯერმე და გამიცინა.
- - სუხო მოდი ძმაო, ერეკლე გაიცანი - ეგრევე უკან გავიხედე და სუხოს შეშლილ სახეს წავაწყდი. მძიმე ნაბიჯებით დაუდგა ერეკლეს წინ და ხელი გაუწოდა.
- - სასიამოვნოა
- - ჩემთვისაც - ამოიღრინა და მაგიდასთან დაჯდა.
- - სუხოო, დღეს რომ გეუბნებოდი, მთელი გზა მელაპარაკებოდა თავის პრინცესაზე მეთქი, აი ეს არის ის ერეკლე და პრინცესა ლიზაზუ ყოფილა! აზრზე ხარ? რა პატარაა სამყარო
- - რა მაგარია - ირონიულად გაიცინა და თითები შეათამაშა.
- - რა მოგივიდა ხელზე? - ეგრევე შეამჩნია აგენტმა და შეშფოთებული ბიჭებიც ეგრევე მასთან გაჩნდნენ.
- - არაფერია - ხელი აქნევით მოიშორა ლუკა და არყის ბოთლი აიღო, ცალი ხელით მოხსნა თავი და პირდაპირ გადაისხა ხელზე.
- - რას აკეთებ ნიკა! ში* ხო არ გაქვს გეტკინება! - ხელიდან ააცალა გაგამ ბოთლი.
- - ამაზე მეტად ვერა, დამიბრუნე ბლ*ად!
- - სულ გაგიჟდი? მორჩი - ხელი მოუჭირა ლუკამ მხარზე და ადგილზე დასვა.
- - ერეკლე როგორ მოეწყვე? მოგენატრა საქართველო?
- - თავისთავად, ისევ ძველ ბინაში ვარ და გელოდებით ხვალ
- - სად მიდიხარ ახლა? - გაბრაზებულმა შევხედე.
- - ჩემი მეგობრები არიან, სურპრიზი გამიკეთეს, შიგადაშიგ შემოგიერთდებით - შუბლზე მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სხვებისკენ.
-
- ***
-
- მთელი საღამო ჭიქას ჭიქაზე სვამდა სუხო, თან თითოეულის აღებისას, წინასთან შედარებით, ხელები სულ უფრო და უფრო უკანკალებდა.
- - დალიე ლიზაა, ყურადღება ერეკლესკენ ნუ გაქვს მხოლოდ - სიცილით გამკრა მარიამმა მხარი.
- - სად არის? - ინტერესით მოვავლე დარბაზს მზერა და საცეკვაო მოედნისკენ გავიხედე.
- - აი გოგოს ეცეკვება, არ მიხვალ?
- - მე რა მინდა, კარგი რა - ხელი ავიქნიე.
- მოცეკვავე წყვილს ღიმილით ვუყურებდი და თან მარიამს ვეჩურჩულებოდი რაღაცებს.
- გულმა რომ მომწერა.
- გულის ამოხტომა ეკრანზე და ჩემი შექანება ერთი იყო.
-
- “რა სამკუთხედი შეკარით უცებ საღოლ)))”
- “დაგვემატე და ბარემ კვადრატი შევქმნათ)))”
-
- პასუხის მიწერა და სუხოს ხველის ავარდნა ერთი იყო, ჭიქა მაგიდაზე დადო და გაფართოებული თვალებით დააკვირდა ეკრანს.
- ირონიულად ჩამეცინა.
-
- “ძაააან უყვარხარ მაგ შენს ერეკლეს)))”
- “როგორი მიხვედრილი ხარ))”
- “არ ეჭვიანობ?”
- “ჩვენ ვაჯობებთ არა?))) წამო ვიცეკვოთ”
- “რა თამამი შემოთავაზებაა)) შორიდან მორიდებული ჩანხარ”
-
- ვგრძნობდი რომ სასმელი უფრო და უფრო მათამამებდა, არ მომწონდა მაგრამ სიტუაცია იმდენად მართობდა ვერ ველეოდი.
-
- “წარმოდგენაც არ გაქვს რაზე ვარ წამსვლელი თუ ჭკვიანად არ იქნები)”
- “მუქარა?”
- “შეგიძლია ეგრეც ჩათვალო, მე პრობლემა არ მაქვს ნამდვილად :*”
- “ვგიჟდები შენს ტუჩებზე”
-
- მუცელი ამომიტრიალდა მოვარდნილი ემოციის ტალღისგან და თითებით ძლივს ავკრიფე პასუხი.
-
- “მე საერთოდ არ ვიცი როგორი ტუჩები გაქვს)”
- “რა უფრო გაინტერესებს ფორმა თუ გემო?)”
- “იმედია ცუდი კოცნა არ იცი, თორემ მაგრად გამიტყდება”
-
- საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, თითები დაუკითხავად წერდნენ პასუხს, ასე მეგონა ჩემში არსებულმა ქალმა გაიღვიძა და ერთიანად მოიკრიბა ძალები, სუნთქვა მიჭირდა ნელნელა.
-
- “შემიფასე მერე რომ დაგისიებ და რა იცი იქნებ შენს ბიჭსაც ვაჯობო”
- “არ მიყვარს დაბალი თვითშეფასების ხალხი)))”
- “მე უფრო ის მომწონს სხვა რომ მაქებს”
- “რაოო ბევრს მოსწონს შენი ტუჩები?)))”
- “როგორი ტაქტიკური კითხვაა, პახოდუ მეკაიფები, პახოდუ საჭირო პასუხსაც გაიგებ რამდენ გოგოს ვკოცნი კვირაში”
- “სხვა რამეებშიც ასეთი მიხვედრილი რომ იყო არ გაწყენდა”
-
- სიცილით მივწერე, პასუხის ნახვა ვერ მოვასწარი ერეკლემ მომკიდა ხელი და სცენისკენ გამათრია.
- - ისეთი სახით წერდი ვიღაცას ვიეჭვიანე - გამიცინა და დამატრიალა.
- - რას ვიზამთ შენ შენი გოგოები გყავს და რამით ხო უნდა გავერთო - ენა გამოვუყავი და თავი მხარზე ჩამოვადე.
- - სალაპარაკო გვაქვს!
- - რაზე?
- - სუხოზე - მკაცრად დამხედა, დამატრიალა და პირდაპირ უცხო მკლავებში აღმოვჩნდი.
- შეშინებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ სხეულს და როგორც კი სუხოს არეული მზერა დავინახე ეგრევე ავკანკალდი.
- რა ჯანდაბას მმართევს ეს ბიჭი?!
- თავს ვერ ვერევი!
- ხელი ნაზად მომხვია წელზე და მსუბუქად ამიკრა გულმკერდზე, აკანკალებულო თითები იძულებული გავხდი მხრებზე ჩამომეწყო.
- წყნარ მუსიკაზე ნელნელა ვირხეოდით, ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და ლოყებაწითლებული, თავდახრილი ვიყავი მის მკლავებში მომწყვდეული.
- - ვერ ვხვდები როგორი ხარ - დაიჩურჩულა და უფრო მომიჭირა წელზე მოხვეული ხელები - ლიზ
- - რა გინდა სუხო? ან ის მოსვლა რა იყო, ან ახლა რას მეუბნები, იქნებ ჯერ სათქმელი ჩამოაყალიბო და მერე ვისაუბროთ? - ქვემოდან ავხედე და გავუღიმე, თუმცა ჩემს ტონს აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება.
- - ყველაფერი რთულად არის!
- - თუ ჩემგან სირთულე არ მოდის, პრობლემები შენს თავში ეძიე და სცადე გადაჭრა! ან გარკვევით ამიხსენი რა გინდა, ან არადა ერეკლე მელოდება ისედაც..
- - გელოდება? - უხეშად შემიშვა ხელი - ხოდა მიდი!
- - სუხო, ასე არ…
- - რა? ასე არ რა! არ მაინტერესებს, ეს ხომ ჩემი პრობლემებია და შენი არა, ხოდა მიდი და იყავი იმასთან ვისთანაც გინდა
- - სუხო რატომ ართულებ ამ ყველაფერს? - ღრმად ამოვისუნთქე და უკან დავიხიე.
- - უბრალოდ შენ უყურებ ძალიან მარტივად! - უკან დაიხია და მაგიდისკენ წავიდა.
- ვიდექი შუა სცენაზე გახევებული და მის ზურგს ვუყურებდი, დინჯად რომ არხევდა მხრებს და მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდა ჩვენი მაგიდისკენ.
- თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე, შევტრიალდი და ერეკლესკენ წავედი.
-
- ერეკლეს ზურგიდან მოვეხვიე, რამდენჯერმე ვაკოცე მონატრებულს და ყველას დავემშვიდობე.
- ისე წამოვედი სუხოზე ზედაც არ შემიხედავს.
- მთელი გზა ვტიროდი, ყველაფერი მეწვოდა და გაურკვევლობისგან ფიქრები ერთმანეთში მერეოდა.
-
-
- ***
-
- - გაიღვიძეე! - როგორც ყოველთვის მარიამი დამახტა თავზე, მერე ჩემი კარადა გამოაღო და რაღაცების ჩალაგება დაიწყო.
- - რას აკეთებ მარიამ? - თავი წამოვყავი ლოგინიდან და საბანი გადავიძვრე.
- - ზუსტად ორ საათში გამოგვივლის გაგა, სუხო, ლუკა, ერეკლე და ის წაკლა, მირა, ბაკურიანში უნდა დავაწვეთ
- - არსად მოვდივარ მე, თქვენ წადით
- - ეს რომ ვიცოდი იმიტომ მოვედი ორი საათით ადრე, ყველაფერს ჩაგილაგებ და ჩემს თბილ რაღაცეებსახ წამოგიღებ რომ არ გამეყინო, ზაფხულის დედოფალო
- - გუშინ რა ხდებოდა
- - გვიან მირა მოვიდა და ერთად წავიდნენ მერე ეგ და სუხო
- - კარგი გოგოა
- - კარგი გოგო კი არა სუფთა წაკლაა, თმებით მათრევინა ერთი მეტი არ მინდა არაფერი
- - ერეკლეც მოდის ჰო? საიდან სად
- - გაგამ დაპატიჟა, როგორც შენი შეყვარებული, მე მკითხა გაუსწორდებაო? და კი მეთქი
- - მარიამ შენ ხომ იცი არა
- - ვიცი! არ უნდა ამდენჯერ გამეორება, ბავშვობაში სულ მეგონა რომ ერეკლეს უყვარდი იცი? ვაღიარებ სულ ცუდად ვიყავი ამის გამო, მაგრამ შენ დაკარგვად არაფერი მიღირდა, თანაც მისი დამოკიდებულება შენი ბრალი არ იყო
- - მარიამ რას მეუბნები? - გაოცებულმა მოვკიდე მხარში ხელი და წამოვაყენე - შენ რა ერეკლე მოგწონდა?
- - ძალიან ადრეე - ამოიხავლა - უკვე აღარც მახსოვს - აკანკალებული ხელებით ჩაალაგა დარჩენილი ტანსაცმელი და ჩემოდანი დახურა - ძველი ამბავია ჩემო ლამაზო დაი*იდე, ბავშვი ვიყავი
- - აქამდე რატომ არ მითხარი?
- - მერე გავიზარდე და მივხვდი რომ ზედაც არ შემომხედავდა, საკუთარ თავს მოვერიე და დავივიწყე, დამიჯერე ამ გრძნობას ვეღარაფერი გააღვიძებს, თანაც უკვე ვფიქრობ რომ დიმასთან დავიწყებ ურთიერთობას
- - მარიამ თუ ერეკლე გიყვარს..
- - ერეკლეს სხვა უყვარს ლიზუ, შენც იცი და მეც ვიცი რომ ის გოგო ვერ დაივიწყა, რა აზრი აქვს ამ ყველაფრის გახსენებას?
- - მარიამ - ძალიან მაგრად მოვეხვიე და თმებზე მივეფერე - სიმართლე გითხრა?
- - მითხარი..
- - სულ ვხვდებოდი რომ ერეკლე მოგწონდა, მაგრამ რადგან არ იმჩნევდი ვერ გეუბნებოდი
- - ვიცი, მაგრამ რომ ვაღიარე ძალიან გამიადვილდა, რომ გიმალავდი არ მსიამოვნებდა შენთან რა მაქვს დასამალი?! - გაიღიმა, გულში რაღაცამ მწარედ გამკრა და საკუთარი თავის შემრცხვა - რას ვიზამთ, როგორც მე ისე შენ არ გამოგდის შენი გრძნობების დამალვა! - გაიცინა და ტელეფონს უპასუხა სწრაფად - ჰო გაგა, კარგი, ჩამოვდივართ.
- ხელში მომაჩეჩა ტანსაცმელი და სანამ რამეს ვკითხავდი გიჟივით გავარდა ბარგით ხელში სახლიდან.
-
- ***
-
- - გამარჯობა ბიჭებო - მანქანაში რომ ჩავჯექი ყველას მივესალმე და მარიამს ვუბრწკინე - ჩვენ არ დაგვიმთავრებია
- - ვიცი - ენა გამომიყო და სუხოს მხარზე დაარტყა ხელი მუსიკას აუწიეო.
- - ერეკლე არ მოდის? - სარკიდან გადმომხედა გაგამ.
- - კი, ჩამოსვლის წინ დამირეკა დაგეწევით და თუ გინდა ჩემთან გადმოჯექიო
- - რა საჭიროა აქაც კარგად ვეტევით - “გამოხტა” სუხო და დაიღრინა.
- - რელაქს! - გაგამ დაუბრიალა თვალები, მარიამს ჩაეცინა და მეც გამეღიმა.
- მთელი გზა ბოლო ხმაზე უსმენდნენ მუსიკებს, მე მგზავრობა მწყენს და ამიტომ სწრაფად ჩამეძინა.
- გვიან გამეღვიძა, ბავშვებს უკვე ბუხარი დაენთოთ და ცეცხლის ირგვლივ ისხდნენ.
- - მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა - მარიამი წამოხტა და მომეხვია - კარგად ხარ?
- - უკეთ ვარ, ერეკლე სად არის?
- - მირა და ერეკლე მაღაზიაში წავიდნენ პროდუქტების საყიდლად
- - ეგ ორი ერთად? - წარბები შევკარი.
- - წააგეს და მაგიტომ, დამშვიდდი ლამაზოო
- - ამ ლამაზოს ნუ მეძახი, ძროხა მგონია თავი
- - სანამ მოვლენ ჯოკერი მოვცხოთ რაა - დაიწუწუნა ლუკამ.
- მე და მარიამი ვიყავით პარაში, სუხო და ლუკა ერთად.
- სანამ ერეკლე და მირა დაბრუნდა, იქამდე უკვე მოვუგეთ ბიჭებს და ჩვენს გემოზე გვემსახურებოდნენ.
- მერე ყველაფერი აირია, ერეკლე მე მომიჯდა, სუხოს მირა და ასე შორიდან ვუყურებდით ერთმანეთს.
- - შეიძლება ვილაპარაკოთ? - ერეკლემ ყურში ჩამჩურჩულა და თმებზე მომეფერა.
- - ახლა?
- - რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე
- - გისმენ - დავიჩურჩულე და თავი დავხარე.
- - აივანზე გავიდეთ - წამოდგა და ხელი გამომიწოდა, მეც ძლიერად მოვეჭიდე მის თითებს და აივანზე გავედით.
- - გიყვარს?
- - ძალიან
- - რამდენი ხანია?
- - მეხუთე წელია
- - რატომ დამიმალე?
- - შემრცხვა
- - შეგრცხვა? ვისი, ჩემი? არ გადამრიო - სიგარეტს მოუკიდა და მკლავებით ხის სახელურს დაეყრდნო.
- - მაპატიე
- - რა გაპატიო, არ გრცხვენია? როგორ დამიმალე ლიზა
- - მაპატიე რა - ცრემლიანი თვალები შევანათე, მაგრამ გაყინული მზერით მიყურებდა ისე თითქოს მისთვის უცხო ვიყავი.
- - ვინ იცის კიდევ?
- - მარიამმა, თვითონ მიხვდა და თაკომ
- - ჰმმ - ჩაახველა - შედი, მოვალ
- - ერეკლეე - ამოვიტირე
- - შენთან ლაპარაკი არ მინდა ახლა, შედი გაცივდები
- - გთხოვ
- - შედი ლიზა! - მკაცრად გამიმეორა, ხელი მომკიდა და ოთახში შემსვა.
- დიდი ხანი ვუყურებდი დაკეტილ კარებს და ჩემკენ ზურგით მდგომ ერეკლეს.
- სულელი ვიყავი, სულელი რადგან საკუთარი გრძნობების მრცხვენოდა, მიყვარდა, ხო არ მძულდა, არაფერს ვაშავებდი და მაინც ვცდილობდი დამემალა.
- მეშინიდა დაცინვის,
- შეურაცხყოფის და ყველაზე მეტად უარყოფის. ესენი იყო ის რასაც ვერასდროს გადავიტანდი, ვერ შევეგუებოდი და ვაპატიებდი ადამიანს.
-
- ***
-
- - მგონი ერეკლე და ლიზამ იჩხუბეს - ჩემს ზურგს უკან მირამ გამოაცხადა და გაღიზიანება თავიდან ბოლომდე მოედო სხეულს.
- - შენ არავინ გეკითხება! - დავუღრინე და იქვე ჩამოვჯექი მოწყენილი.
- - რა მოხდა?
- - არაფერი მარ, მერე გეტყვი რა - გავუღიმე და ტელეფონი შევათამაშე ხელში.
-
- “იჩხუბეთ გვრიტებო?))”
- “რა გიხარია მერე თუ გვაჩხუბე?))”
- “გაჩხუბეთ? მე ხომ არაფერი გამიკეთებია, თუმცა ამ მიმოწერას თუ ნახავს აუცილებლად გაბრაზდება”
- “ანახე მერე, ვის აშინებ ამით?”
- მივწერე და ტელეფონი იქვე დავაგდე.
- ყელში მქონდა ეს სიტუაცია ამოსული, ჯერ უსიყვარულობა და სიცივე, ახლა გაურკვევლობა და უაზრო სიტუაციები, რომლიდანაც ვერანაირი დასკვნა ვერ გამომქონდა.
- გაავებული შევვარდი საძინებელში და კარები მივაჯახუნე.
- ისე გავეხვიე ლოგინში საკუთარ თავს ყველანაირი ფიქრი ავუკრძალე ამ შემთხვევაზე.
-
- ***
-
- ძილბურანში ვიყავი კარები რომ გაიღო, ფრთხილი ნაბიჯებით მოუახლოვდა ვიღაც საწოლს, საბანი ასწია, ნელნელა მოიჩოჩა და გვერდით მომიწვა.
- - რომ… - ტუჩებზე თითები ამაფარა, მისკენ შემაბრუნა და სახეზე ხელი ჩამომისვა.
- - მაპატიე, ზედმეტი მომივიდა - ღრმად ამოიოხრა და თბილი კოცნებით ჩემი ტუჩებისკენ დაიძრა..


მეექვსე თავი



ვიწექი მის მკლავებში მოქცეული, ვგრძნობდი მის ტუჩებს საკუთარ კანზე და
ვხვდებოდი რომ სამყარო ჩემს გარშემო იწყებდა მოძრაობას. თითოეულ
ჩასუნთქვაზე ფილტვები სიამოვნებით მევსებოდა და ვგრძნობდი როგორ
მითრევდა იმ სამყაროში, სადაც არც კი ვიცოდი რა მელოდებოდა. სითბოთი
გაჟღენთილი ტუჩებით მკოცნიდა ჯერ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე,
ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია.
სასურველი კოცნის მოლოდინში ერთიანად დამეძაბა სხეული, ტუჩები ოდნავ
შევხსენი და დაველოდე.
მაგრამ იმდენად მოულოდნელად და უეცრად შებრუნდა შევკრთი.
საწოლზე წამოჯდა და თავი ჩახარა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს საკუთარი ოცნება თითებიდან
გამომაცალეს.
- მაპატიე - ოდნავ წამოიწია, ისევ საწოლზე დაეცა. ვხვდებოდი როგორ უჭირდა
თითოეული
ნაბიჯის გადადგმა და მეც მასთან ერთად მეყინებოდა სისხლი სხეულში.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით, მძიმედ სუნთქავდა, მხრები უცახცახებდა,
გვერდულად ვუყურებდი და ყოველ მის მოძრაობას ვაკვირდებოდი.
თითოეულ ამოსუნთქვას ეგოისტურად ვინახავდი და ვეფერებოდი.
- სუ… - სახელის დამთავრებაც ვერ მოვახერხე, ისე სწრაფად შემობრუნდა ჩემი
ხმის გაგონებისას და ჩვენი ტუჩები წამებში შეერწყა ერთმანეთს.
სუნთქვა შემეკრა,
გავიყინე,
იმდენად უცებ გავიყინე და დამცხა ერთიანად,
ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
ვგრძნობდი, იმას ვგრძნობდი, რასაც ამდენი ხანი ველოდებოდი, რაზეც
ვოცნებობდი.
საწოლს მთლიანად მოვწყდი, სადღაც ძალიან მაღლა ავიჭერი და ფრთები
გავშალე, ნათლად შევიგრძენი მათი არსებობა ზურგზე, ისე მინდოდა იმ
დროს მთელი გულით გამეცინა, რომ მეყვირა ჩემია მეთქი მთელი სხეული
ამიკანკალდა.
სხეული დამეკლაკნა
და
სიამოვნებისგან ამითრთოდა.
ჩემი ტუჩები მისდაუნებურად დასრიალებდნენ მის ტუჩებს შორის და
თითოეული კოცნის შემდეგ სულ უფრო და უფრო მიჭირდა ამოსუნთქვა.
- შენ? - რომ ამოვისუნთქე ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ტუჩები გავილოკე.
- მე - ყურში ჩამჩურჩულა და იქვე მაკოცა - მე და შენ - ისეთ ვნებიანი ხმით
მელაპარაკებოდა პასუხის გაცემას ვერ ვახერხებდი - დაიძინე ლიზ - კიდევ
ერთხელ მოწყვეტით მაკოცა და მის თბილ მკლავებში გამახვია.


***


დილით ადრე გამეღვიძა, მარტო ვიწექი, უაზროდ ვუყურებდი ჭერს და ისევ
სუხოს ქცევაზე ვფიქრობდი, ვერაფრით ვხსნიდი მის საქციელს, ვცდილობდი
მაგრამ არ გამომდიოდა. მაგრამ სიგიჟემდე მსიამოვნებდა მისი ასეთი
ყურადღება, ასეთი ემოცია, ასეთი წერილები. ვერთობოდი და ვგრძნობდი
რომ წინ მივიწევდით. თითქოს ეს სჭირდებოდა ჩემს სხეულს ძალების
მოსაკრებად, სიცოცხლისკენ შემობრუნებისთვის და ამდენი დადებითი
ემოციისთვის. ვგრძნობდი რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა,
შიში ოდნავ მეპარებოდა მაგრამ მაინც არ ვდარდობდი, სუხოს გვერდით
არასდროს არაფრის შემეშინდებოდა. სუხო იმდენად დიდ საყრდენს
წარმოადგენდა ჩემს ცხოვრებაში, ვერაფერი შემაშინებდა.
მოვწესრიგდი და ბავშვებთან გავედი, სუხოს მირა ეჯდა გვერდით და
რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. როგორც კი შევედი ჩვენი თვალები
შევხდა ერთმანეთს და მკრთალად გავუღიმე. მაგრამ მისგან არანაირი ემოცია
არ მიმიღია. გაბრაზებული გავატრიალე თავი და პირდაპირ სამზარეულოსკენ
დავიძარი.
- ლიზუუ, გაიღვიძე? აი ყავას ვაკეთებ და შენც გაგიკეთებ შენს საყვარელს -
გამიცინა მარიამმა და ღრმად ამოიოხრა - გოგოო, რა მინდოდა მეთქვა
- გისმენ რა ხდება? - ინტერესიანი მზერა შევანათე მაგრამ ზურგით იდგა ჩემკენ
და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა.
- ხო არ იცი სუხო და გაგა გამუდმებით რაზე ჩხუბობენ?
- მე საიდან უნდა ვიცოდე მარ? რომელთან ვარ ეგრე ახლოს, რომ დამიჯდეს
და მეჭორავოს?
- “კაროჩე” სერიოზული თემაა რა, როგორც მივხვდი
- რა თემა? რამე გაიგე? - ოდნავ ავნერვიულდი და კისერზე თითები ჩამოვისვი,
ცივის შეხება მესიამოვნა და ოდნავ მალამოდ მოედო ჩემს სხეულს.
- ჰო გავიგე, დილით ჩხუბობდა სუხო ვერაფერი გავიგეო, გაგამ კიდევ
მილიონჯერ გაგაფრთხილე ნუ ცდილობ მასთან დაახლოვებასო, მგონია რომ
მირაზეა საუბარი, შენ რას ფიქრობ? აბა შენთან რა შეხება აქვს, არ მინდა გული
გეტკინოს უბრალოდ რომ არ გითხრა არ შემიძლია ხოიცი რა უაზრო ვარ -
ყავით სავსე ფინჯანი წინ დამიდო და თვითონაც ჩამოჯდა - ლიზუ, გთხოვ რა
ოღონდ არ დაიგრუზო
- არ ვიგრუზები მარ, როდის იყო ეგეთებს განვიცდიდი? - ცრემლიანი
თვალები დავხარე და აკანკალებული თითები ფინჯანს შემოვხვიე - მირას
ეხებოდა ანუ? - სიბრაზე კისერში მაწვებოდა და ვერაფრით ვაგდებდი უკან.
- არვიცი, სულ ერთად არიან, ამ დილითაც, ამ დილითაც.. - ღრმად ამოიოხრა
და თავი გაატრიალა, ვგრძნობდი რაღაც საშინელების თქმა უნდოდა და გული
ნელნელა მებზარებოდა - მირას ოთახიდან გამოვიდა
- რა თქვი? რა, ანუ მირას ოთახიდან გამოვიდა? - შეგუბებული ცრემლები
ვეღარ შევაკავე და ლოყებზე ჩამოცვივდნენ.
- აუ გეხვეწები არ ინერვიულო რა, შეიძლება იქ არ იყოო, რავიცი..
- კარგი სისულელეა ახლა ეგ და გთხოვ მარტო მინდა ყოფნა! - ფეხზე წამოვხტი,
მისაღებში გავიქეცი, მოსაცმელს დავსტაცე ხელი და გარეთ გამოვვარდი.
შეშინებული ვიყურებოდი აქეთ იქეთ, თითქოს ემოციები ცდილობდნენ
ჩემთან მოახლოვებას და კისერში ხელების წაჭერას, შეშინებულმა დავიხიე
უკან, შემდეგ კი მთელი ძალით გავიქეცი, არ ვიცოდი სად მივრბოდი, რაც
შემეძლო მივაპობდი ამ თოვლით გადათეთრებულ ადგილებს, ზამთრის
სუსხი ცხვირ-პირს მიყინავდა და პირდაპირ სხეულში ატანდა, მაგრამ არაფერი
მაინტერესებდა. შიგნიდან ვდუღდი, ვგიჟდებოდი, ვცოფდებოდი,
დამსხვრეული იმედები ისრებივით მივლიდნენ გულში და მაგიჟებდნენ.
ფეხი გადამიბრუნდა, ამდენ სირბილში გორაზე ამოვსულვარ როგორც ჩანს,
რამდენჯერმე დავტრიალდი, იდაყვები და მუხლები ამეწვა ტკივილისგან,
საშინელი ტკივილი ვიგრძენი თავის არეში და გავითიშე.


***

გონზე რომ მოვედი ჯერ კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს,
წამოჯდომა ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. ტკივილმა ისევ შემახსენა თავი
და უკან გადავვარდი.
- ლიზ, კარგად ხარ? - სუხო შეშინებული სახით დამყურებდა და ღრმად
სუნთქავდა.
მისი სახის დანახვაც არ მინდოდა, ცრემლები ისევ მომაწვა თვალებზე,
საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი და საბანი გადავიფარე.
- ლიზ
- არ მინდა შენთან ლაპარაკი, ძალიან გთხოვ გადი
- მომისმინე..
- რისთვის? - ამოვიხავლე და საბანი თავზეც გადავიფარე.
- იმისთვის რომ ნორმალურად აგიხსნა რაც მოხდა, არასწორად გაიგე, ჯერ
ერთი ის ოთახი სადაც გუშინ ვიწექით არის “მირასი”, მანდ უნდა შესულიყო,
შემდეგ შენ შეხვედი და მე ვთხოვე რომ შენთვის დაეთმო. მაგრამ არავინ იცოდა
ამის შესახებ, სწორედ ამიტომ ეგონა მარიამს რომ მისი ოთახიდან გამოვედი -
ღრმად ამოისუნთქა და საბანი გადამხადა - ახლა გაიგე? - სევდიანად გამიღიმა
და ოდნავ წამომაჯინა საწოლზე.
- ანუ იმის თქმა გინდა რომ შენ გუშინ მართლა იყავი ჩემთან? - ცრემლიანი
თვალები მივანათე და საწოლზე კომფორტულად წამოვჯექი.
- მართლა ვიყავი - გაიცინა და შუბლზე მაკოცა - გტკივა რამე?
- ხელები და მუხლები - ამოვისრუტუნე და წამოდგომა ვცადე.
- ცოტახანი იწექი, მალამო წაგისვეს ყველგან და მალე შეძლებ სიარულს!
მორჩილად დავუქნიე თავი და ისევ საწოლში ჩავსრიალდი.
- დაიძინე და ცოტა გვიან შემოვალ მერე - გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და
ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

***

- ჩემო პრინცესა, როგორ ვინერვიულე პატარავ - ერეკლე შემოვარდა საღამოს
ოთახში და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.
- თუ ინერვიულე აქამდე სად იყავი? - გაბრაზებული გადავაჯვარედინე
ხელები და ტუჩები დავბრიცე.
- თბილისში მომიწია საქმეზე ჩასვლა და ჩამოვედი ისევ, მიბრაზდები პატარავ?
- ნიკაპქვეშ ამომდო თითები და ცხვირზე მაკოცა - არ აკოცებ შენს ერეკლეს?
- ჩემი ერეკლე უცნაურად დაიარება სხვაგან და თუ გამოვიჭირეე -
გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და მეც მთელი ძალით მოვეხვიე.
მაგრამ სახიდან ღიმილი გამიქრა, როდესაც კარის პირდაპირ დაკიდებულ
სარკეში გაბრაზებული სუხო დავლანდე. ისევ ისე იდგა, როგორც ადრე.
მთელი ძალით უჭერდა ხელებს სახელურს და თვალებიდან ცეცხლს
აფრქვევდა. განსხვავება ის იყო რომ მეორე ხელში საჭმლით სავსე ლანგარი
ეკავა და ვხედავდი როგორ უკანკალებდა.
- რა მოხდა მომიყევი ერთი აბა, რანაირად ჩამოვარდი იქედან?
- რომ ავდიოდი ფეხი გადამიბრუნდა და აი შედეგიც - დასიებული ფეხი ვანახე
და გავეკრიჭე.
- სულ ასეთი დაბდურა იყავი, ხან რა გიბრუნდებოდა ხან რა! - თავი
უკმაყოფილოდ გააქნია და თითებზე მომეფერა.
- მთავარია ტვინი არ გადამიბრუნდეს, სხვას ყველაფერს ეშველება
- გადაბრუნებული არ გაქვს სიყვარულით უკვე? - ქვემოდან ამომხედა და
წარბები ამითამაშა.
- საზიზღაროო - ხელი დავარტყი ხელზე და გადავიკისკისე.
- რამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ მინახიხარ - ამოიოხრა, თავის ხელს
დაეყრდნო და სიყვარულით სავსე თვალები მომანათა.
რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ვიღაცის ჩახველებამ
მოგვიყვანა გონს.
- საჭმელი მზად არის და შემოგიტანე ლიზ - სუხომ ზედაც არ შემომხედა ისე
დადო ლანგარი საწოლზე და გასასვლელად მოემზადა.
- აუ სუხო - ეგრევე წამოდგა ერეკლე და მიუახლოვდა - ძალიან გთხოვ აჭამე რა
მე უნდა გავიქცე - მხარზე დაკრა ხელი და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
სუხო გაბუსხული შემობრუნდა, ლანგარი აიღო და საწოლზე ჩამომიჯდა.
ისეთი საყვარელი იყო, რაღაცას თავისთვის ბუზღუნებდა, ძლივს ვარჩევდი სიტყვებს.
“მე დამტოვა ახლა”
“ასე როგორ დამტოვა”
ბუტბუტებდა და თან სუპით სავსე კოვზი ტუჩებთან მოჰქონდა.
მთელს სხეულში ბედნიერებისგან აკიაფებული უჯრედები მეწვოდა და
ელექტრონები ერთი მეორის მიყოლებით დამიდიოდა.
- სუხოო, სუხო მოიცადე - კივილით შემოვარდა მარიამი ოთახში და იმ წამს
მომაწოდა ზუსტად ბოლო კოვზი სუპი სუხომ. გაოცებულმა შეხედა კარებში
გახევებულ მარიამს და მერე მე გადმომხედა.
- რა ხდება?
- მე რა შენ, მოიცა მოიცა! ლიზა შენ რა ახლა მთელი თეფში სუპი შეჭამე? -
თვალებგაფართოებული მომიახლოვდა და შუბლზე მომადო ხელი - ცუდად
ხარ? ხმას ვერ ამოიღებ თუ ცუდად ხარ გოგო?
- მარიამ რა გჭირს? კარგად არის ლიზი, ახლახანს ჭამა საჭმელი ცუდად რატომ
უნდა იყოს? - საერთოდ დაიბნა სუხო, ფეხზე წამოდგა და ლანგარი იქვე დადო.
- რა კარგად არის, ამ წამს შეჭამა მთელი თეფში სუპი, იცი რომ სუპს
ორგანულად ვერ იტანს? არასდროს ჭამს.. იცი - როგორც კი გაგრძელება
დააპირა ეგრევე მოვუჭირე ხელი მაჯაზე და დავქაჩე.
- რა სისულელეებს ლაპარაკობ მარიამ რა გჭირს? პირველად მხედავ? -
თვალები დავუბრიალე და ისიც ოდნავ ჩაწყნარდა.
- ა, ჰო, უბრალოდ უბრალოდ მე
- უბრალოდ შენ გინდოდა გეთქვა რომ დიდად არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ
ვჭამ - ვითომ ნაზად გავუღიმე და როგორც კი საშუალება მომეცა მუჭი
მუქარის ნიშნად დავუქნიე.
- მე გავალ ჰო, გავალ უკვე
- გადი ჰო გადი - თვალი გავაყოლე და ისევ სუხოზე გადავიტანე მზერა.
ჯიბეებში ხელებჩალაგებული მაკვირდებოდა და ტუჩის კუთხეში ისე საყვარლად უხტოდა ღიმილი, მთელი სხეული მიკანკალებდა.
- ერეკლემ იცოდა რომ არ შეჭამდი და იმიტომ გადმომაბარა არა ეს საქმე მე? - ჩაიცინა და წვერზე ოდნავ ჩამოისვა თითები.
- ნუ რაღაცებს ხვდები ახლა, ვერ დაგიკარგავ - ჩავიდუდღუნე და ბალიშზე კომფორტულად დავდე თავი.
- რა თქვი? - ოდნავ დაიხარა საწოლისკენ და თვალები მოჭუტა.
- არ მახსოვს - მის სიახლოვეს რომ ვერ გავუძელი პირდაღებულმა ამოვილუღლუღე და ენაზე ვიკბინე - არ მახსოვს კი არადა, მეძინება
- დაიძინე მიდი - დაიხარა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
შემდეგ კი ისე გავიდა ოთახიდან უკან არც მოუხედავს.
ტუჩის კუთხე დიდი ხანი მეწვოდა და დაძინებას ვერ ვახერხებდი.

***

რამდენიმე დღე დავრჩით ბაკურიანში, ჩემი ფეხიც უკეთესად გამოიყურებოდა
და მარიამის დაბადების დღის აღსანიშნად წავედით თბილისში.
მთელი კვირა ემზადებოდა მარიამი და ბიჭებიც აწიოკებული ჰყავდა. ხან რაზე
დადიოდნენ ხან რაზე, ბოლოს არცერთი ელაპარაკებოდა და ესეც ბუზღუნ-
ბუზღუნით დააბიჯებდა აქეთ იქეთ.
კაბაზე რომ მიდგა ჯერი სული ამომიღო, მთელი მოლი მომატარა მის ძებნაში
და ბოლოს იპოვა “ის ერთადერთი”.
დაღლილები კაფეში ჩამოვჯექით და შეკვეთის მოსვლას დაველოდეთ.
- გოგოებოო - ლუკა დაგვადგა თავზე და ჩვენს შორის ჩაჯდა - აბა როგორ
ხართ?
- კარგად
- საშინლად! - დავიღმუილე და თავი მაგიდაზე დავდე - კაბა მაქვს მოსაძებნი
და არაფრის თავი არ მაქვს
- აი ზუსტად! - თითი ჩემკენ გამოშვირა - სუხოსგან ეს შენ - პატარა ფურცელი
გამომიწოდა და თვალი ჩამიკრა - გოგოებო უნდა გავიქცე ახლა, ორი წუთით
შემოგირბინეთ და ხვალ საღამოს კი გნახავთ გამოპრანჭულებს - სათითაოდ
გვაკოცა ლოყაზე და ჩქარი ნაბიჯებით გავარდა კაფიდან.
მე და მარიამმა გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
შემდეგ ფრთხილად გავხსენი წერილი და ხმამაღლა წავიკითხე.
“ჩემს საჩუქარს დაელოდე”
- ეს რას ნიშნავს?
- კაბაზეა ალბათ, მაგაზე არ ლაპარაკობდი რომ მოგცა? - ჩაფიქრდა მარიამი.
- ამას როგორ დაველოდო, კაბა რომ არ იყოს დავრჩე ისე? - გავიცინე.
- დაელოდე რა, თუ არ იქნება და მოიფიქრებ რამეს - თვითონაც გაიცინა და იმ
წამს მოტანილ საჭმელს მადიანად შეექცა.

***

სახლში ვიჯექი, უკვე ერთი საათი იყო დარჩენილი მარიამის დაბადების
დღემდე და გონებაში ვარჩევდი რა უნდა ჩამეცვა, თუ დროზე არ მოიტანდნე
საჩუქარს.
თანაც დარწმუნებული არ ვიყავი რომ კაბა იქნებოდა.
როგორც იქნა კარებზე დარეკეს ზარი და ჩემმა დამაც სწრაფად შემომირბენინა
ყუთი.
- აუ გახსენიი, გახსენიი - ჩემზე მეტად უხაროდა და აჟიტირებული უკრავდა
ტაშს.
- მაცალე ჰო და გავხსნი - შევუღრინე და ყუთს თავი ავხადე.
შიგნიდან ულამაზესი შავი მოკლე კაბა მიმზერდა.
ჩემმა დამ დამასწრო, სწრაფად სტაცა ხელი კაბას და ტანზე მომადო.
- იდეალურია! აი ფერფექტო! მიდი სწრაფად მოემზადე და გავარდი, ისე სადაა
დაბადების დღე? - თან მისწორებდა რაღაცებს თან მელაპარაკებოდა
- ლაუნჯში არვიცი - გავუცინე და ბედნიერი შევვარდი გასამზადებლად.

***

შიგნით საშინელი სიგარეტის და სასმლის სუნი იდგა, მარიამის მაგიდა მოვნახე
და ეგრევე იქეთ დავიძარი.
გაოცებული და ბედნიერი მიყურებდა.
- ვაიმე ეს ის კაბაა? მითხარი რომ სუხომ გამოგიგზავნა თორემ ახლა
გავგიჟდები - შემომეგება და მთელი ძალით მომეხვია.
- ჰო, სუხომ გამომიგზავნა - გავუცინე და საჩუქარი მივაწოდე - გილოცავ
სიხარულოო! - ვითომ ცრემლები მოვიწმინდე, მაგრამ რეალურად ორივეს
გვეტირებოდა სიხარულისგან.
მაგიდისკენ რომ მივდიოდი პირველი რაც დავინახე სუხოს ოდნავ მთვრალი,
ვნებითა და ვარსკვლავებით სავსე თვალები იყო. ისეთი აღტაცებით
მიყურებდა ლოყები ამიწითლდა. შემრხვა და თავი დავხარე. მარიამმა
პირდაპირ მის გვერდით დამსვლა.
- როგორ გიხდება და როგორი ლამაზი ხარ - ყურში ჩამჩურჩულა და იქვე
შეუმჩნევლად მაკოცა. მთელი ტანში გამაცია და დაბნეულმა სად მოვისროლე
ჩანთა არც კი ვიცი. - რა საყვარელი ხარ, როდესაც იბნევი - გაიცინა და არაყი
დამისხა.
- დღეს ბოლომდე იცოდეე - სუფრის თავში მჯდომმა მარიამმა დაიკივლა და
პირველი ჭიქა თვითონ გადაკრა.
- ისე ჯერ უნდა დაგველოცე მარიამ - უკმაყოფილო მზერით გადახედა გაგამ.
- ჩავთვალოთ რომ დალოცვილი ვარ თქვენგან - გადაიკისკისა და მეორეც
შეივსო.
რამდენი დავლიე ნამდვილად არ მახსოვს, მეშვიდემდე მივედი და მერე აღარ
დამითვლია.
ვცეკვავდით ყველა ერთად, სუხო გვერდით ან წინ მედგა ყოველ ჯერზე და
მთელი გრძნობით მეცეკვებოდა.
ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე, იმიტომ რომ ასე მინდოდა დამენახა.
შიგადაშიგ სიბნელე იყო, გამოვფხიზლდებოდი და ისევ ჭიქას მაჩეჩებდნენ
ხელში.
ძალიან ბევრი დავლიე, იმდენად ბევრი რომ აზრზე როდესაც მოვედი სუხოს
ტუჩები მკოცნიდნენ კისერში და მაგიჟებდნენ. ვგრძობდი როგორ დაატარებდა
მის მხურვალე თითებს ჩემს ფეხებზე, როგორ მიიწევდა კაბა ზემოთ და
სიამოვნებისგან ვითიშებოდი.
მწველი ტუჩები ჩემს ტუჩებზე დასრიალებდნენ, თითოეული შეხებისგან
ვიშლებოდი და ვიკარგებოდი, თითქოს მთელი დედამიწა სხეულში მივლიდა
და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
მიკოცნიდა ტუჩებს,
კისერს,
გულმკერდს,
თითოეულ წერტილს და თითოეულ უჯრედს.
ყველგან მისი ტუჩები იყო, ყველგან მისი ემოცია და სითბო გადიოდა. თითქოს
ჩემს სხეულში იყო შემოსული და შიგნიდანაც ცდილობდა ჩემს გაგიჟებას.
რბილ მატერიაზე დავვარდი, სიცივე ვიგრძენი და მივხვდი როგორ მოშორდა
ჩემს სხეულს კაბა, შემდეგ საცვლები, მისი შიშველი სხეული შევიგრძენი,
სიმხურვალემ ჩემს სხეულშიც შეაღწია, სისხლი ამიდუღდა, ემოციებისგან
კანკალი ამივარდა, მწველი გრძნობები გულმკერდიდან მოდიოდა, ნელა,
ცეცხლივით ედებოდა უჯრედებს, მკლავებს გადიოდა, მაჯებს, თითებს და მის
სხეულამდე ცდილობდა მიღწევას.
მთავარი მისი ტუჩები იყო, ტუჩები რომლებიც ყველგან მედებოდნენ და
სიამოვნების მორევში ვეფლობოდი.

***

დილით მზის სხივებმა გამომაფხიზლა, ღიმილით გადავბრუნდი გვერდით და
როგორც კი ცარიელი საწოლი დავინახე ეგრევე წამოვხტი.
შეშინებულმა მოვათვალიერე ოთახი და ფეხზე წამოვდექი.
- სუხო, სად ხარ? - დავიყვირე, მაგრამ არავინ მიპასუხა, ცრემლები მომერია,
ირგვლივ მოვათვალიერე ყველაფერი, იქნებ ბარათი მაინც დამიტოვა მეთქი
და ვიპოვე კიდეც.
ძლივს ამოვისუნთქე და ღიმილით გავშალე ოთხად გაკეცილი ბარათი..


მეშვიდე თავი


ოთახის შუაგულში ვიდექი, ვუყურებდი ოთხად გაკეცილ ბარათს, წამიერად
გამეღიმებოდა, ისევ მოვიღუშებოდი, საკუთარ თავს ვებრძოდი, არ ვიცოდი
რას ველოდებოდი ან რა მელოდებოდა.
საბოლოოდ ღრმად ამოვისუნთქე და გავხსენი.

“დილამშვიდობისა,
ვერანდაზე გელოდები”

უცნაურად გამიელვა რაღაც გრძნობამ სხეულში და ერთიანად დამცხა.
აქამდე თუ გიჟივით ვეძებდი, ახლა წარმოვიდგინე როგორ შევხვდებოდი და
თვალებში შევხედავდი.
სირცხვილისგან მთელი სახე ამიხურდა და ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე
ტანზე.
ოთახიდან სწრაფად გამოვედი, თვალებით ვერანდას ვეძებდი, გრძელ
დერეფანს გავუყევი და მარჯნივ ვერანდაზე გასასვლელი ვიპოვე.
ფეხები მოაჯირზე ჰქონდა შემოწყობილი, ცალ ხელში სიგარეტი ეკავა, მეორე
კი თავქვეშ ამოედო და რაღაცას დაჟინებით უყურებდა.
- დილამშვიდობისა - ჩავახველე და დავიჩურჩულე.
ეგრევე შეცბა, მკლავები ოდნავ შეუტოკდა და ფეხზე წამოდგა.
რამდენიმე წუთი ასე მაკვირდებოდა, მის მზერას ვერ გავუძელი და თვალები
დავხარე.
ერთ ადგილზე ტრიალებდა, ფეხს ოდნავ ათამაშებდა და ხელები ჯიბეებში
ჰქონდა ჩაწყობილი.
- ლიზ - იმხელა გრძნობით წარმოთქვა ჩემი სახელი ადგილზე შევხტი,
აჩქარებული გულისცემა ვერაფრით დავიმორჩილე - მოდი ჩემთან - ხელი
გამომიწოდა და მეც სწრაფი ნაბიჯებით წავედი მისკენ.
ზუსტად გვერდით დავუდექი და ჩვენს წინ გადაშლილ ხედს გავუსწორე
მზერა.
- ყველაფერი ხარ, ყველა სიტყვა და ყველა ემოცია. სანამ შენ ამ ვერანდაზე
ამოხვიდოდი, ძალიან უფერული იყო სამყარო, ვფიქრობდი და ვერაფრით
ვხვდებოდი რა აკლდა, მერე შენ გამოჩნდი და ყველაფერი ძალიან მარტივი
გახადე. აი ამ წამს, როდესაც ჩემს გვერდით ხარ და შენს თითებს ვეხები, არავინ
არის ამ ფერად ქალაქში ჩემზე უფრო ბედნიერი და იღბლიანი, არავის ჰყავხარ
შენ და არავის უვსებ ცხოვრებას ჩემს გარდა.
იმიტომ რომ შენ აქ ხარ,
აქ ხარ და
მთელ ჩემს სამყაროს იტევს შენი თვალები - მთელი ძალით ჩამიკრა გულში და
შუბლზე მაკოცა რამდენჯერმე - ყველა ფერი და ყველა ემოცია, ყველა სიტყვა
და ყველა შემოხედვა, ყველა ნაბიჯი შენ გეკუთვნის!

***

ზოგჯერ მეგონა რომ სიზმარში ვიყავი, ვუყურებდი ყველგან და ყოველთვის,
ველოდებოდი, მოდიოდა, მეხუტებოდა, ძალიან ძალიან ბევრს მკოცნიდა და
მაგიჟებდა.
ეს ყველაფერი რეალობასა და ოცნებას შორის ყოფნას გავდა, იმ წამს
გავიფიქრებდი და ზუსტად იმას ვიღებდი რაც მინდოდა.
ჩემი პულსი არასდროს იყო მწყობრში,
არასდროს ვიცოდი საიდან გამოვიდოდა, საიდან შემომეხვეოდა და მაკოცებდა
კისერში.
ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც მისი სიყვარული ჩემდამი, ისეთივე
მოულოდნელი როგორც პირველი წერილი და პირველი დიალოგი.
დროის შეგრძნება დავკარგე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყველგან სუხო იყო,
ყველგან მისი სიყვარული.
დავფრინავდი კი არ დავდიოდი.
სადამდე მიმიყვანდა ეს ყველაფერი არვიცოდი, მაგრამ ეს წამები ღირდა
ყველაფრად.

***

- სად ხარ? - სიცილით დამირეკა.
- ისტორია მმქონდა, გამოვვდივარ ახლა შენ? - ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხმა
მასთან ლაპარაკისას.
- გარეთ გელოდები - კოცნის იმიტაცია გააკეთა და სწრაფად გათიშა.

ეგრევე გავვარდი გარეთ და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მანქანისკენ.

- აუ როგორ მომენატრე - ძალიან ძლიერად ჩამეხუტა და გაიცინა - შენ არა? -
ეჭვისთვალით გადმომხედა და შუბლზე მაკოცა.
- მე არა - ენა გამოვუყავი და მანქანაში ჩავხტი - რა ხდება დღეს? აბა ვერ
გნახავო?
- მოხდა რაღაც, რომ მივალთ ვილაპარაკოთ!
- აუ ნუ მაშინებ და ეგეთი ტონით ნუ მეუბნები რა - გავუცინე და სიმღერას
ავუწიე.
- ეე? არ მჯერა
- რა არ გჯერა?
- აი რომ მივალთ გაიგებ და ნახე როგორ შეგრცხვება
- მე შემრცხვება?! - გავიოცე - ასეთს რას მიმზადებ სუხოჩკაა?
- სუხოჩკა? - ცალი წარბი ამიწია და თითებზე მომეფერა.
- გზას უყურე ჯობია - ჩვენს ხელებს დავხედე.
- როდესაც შენი თითები ჩემს ხელებშია მოქცეული, არაფერი მემუქრება -
თითები ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად მაკოცა.
ცრემლები მომადგა ემოციებისგან, ისეთი სიჩქარით დაიწყო გულმა ცემა,
თავბრუსხვევა ვიგრძენი.
- მალე მივალთ? - ხმა ძლივს დავიმორჩილე.
- აი მივედით - რაღაც ფერადი კაფის წინ გააჩერა და ღიმილით გადავიდა
მანქანიდან.
- ეს რა ადგილია? - მეც გამეღიმა ფერადი ყვავილების დანახვისას.
- ამ ადგილს სიყვარულის კაფეს ეძახიან და მხოლოდ განსაკუთრებული
შემთხვევების დროს მიდიან წყვილები! - ხელი გადამხვია და კაფისკენ
წავედით.
- და დღეს რა ხდება?
- ერთი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ - გაიცინა და კაფის კარები
გამომიღო.
- შენ რა გახსოვს? - არაფრით დავიჯერე.
- მახსოვს, შენ თუ გახსოვდა?
- არაა - ცხვირი ავიბზუე - მეთქი არ გაახსენდება და არც მე ჩავიწერ მეთქი
- დეტალები ჩემი სისუსტეა, დაიმახსოვრე - თვალი ჩამიკრა და სკამი გამომიწია,
მანიშნა დაჯექიო.
გამეღიმა და ადგილი დავიკავე.
- რას მთავაზობ დღეს?
- რაც შენ გინდა, ის გავაკეთოთ
- იდეები არ გაქვს? - გამეცინა და მენიუ ავაფრიალე.
- მე დალევას შემოგთავაზებდი, მაგრამ წინაზე რომ დავლიეთ.. - აღარ
დაამთავრა, სირცხვილისგან გავწითლდი და მენიუს ფურცელი ავიფარე
სახეზე.
- უნამუსო ხარ! - დავუღრინე და მაინც ამიტყდა სიცილი.
- ვინ მე? - გაიკვირვა - მათხოვე მენიუ, რამეს ვნახავ შევუკვეთოთ - გაიცინა და
ხელი გამოწია.
- არც გაბედო! ჯერ ეს სიწითლე გადამივიდეს, აუუ რომ მახსენდება უარესად
ვწითლდები!
- რაზე წითლდები? ნუთუ არ მოგეწონე? - ამაყად მოიღერა კისერი - ხო ვიყავი
შეუდარებელი?
- არ მახსოვს - გავიცინე და მენიუ ისე ჩამოვწიე რომ მხოლოდ თვალები
გამომჩენოდა - ის ღამე საერთოდ არ მახსოვს!
- მაშინ დღეს დავლიოთ, მაგრამ იმდენი არა რომ ღამე ვერ გაიხსენო - ენა
გამომიყო და ფურცელი ამაცალა ხელიდან.
- გამითამამდი რაღაც - წარბი ავუწიე.
- ჯერ სად ხარ - კოცნა გამომიგზავნა და შეკვეთა მისცა.


***

- ე.ი ახლა რას გაუმარჯოსო? ამ ყვავილებს ჰო? - ხელი ფერადი ყვავილებისკენ
გავიქნიე.
- მეტი აღარ დავლიოთ, თორემ მარტო ყვავილები დარჩება ამ საღამოს -
გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
- აი ასეთი უნდა ერთად ყოფნის ერთი თვის აღნიშვნა - კისერზე ჩამოვეკიდე -
დაუკარით მუსიკაა!
- დამთავრდა მუსიკა და ეძინება ამ ხალხს წამოდი - ხელში ამიყვანა და
პირდაპირ გასასვლელისკენ დაიძრა.
- შენ მე არ გიყვარვარ - ცრემლები მომერია - არ გიყვარვარ ხო? - ქვედა ტუჩი
ამოვაბრუნე გაბრაზებულმა.
- ახლა არ გადამრიო ტირილი არ დაიწყო ოღონდ - ცხვირზე დამკრა თითი და
მანქანის კარები გამოაღო.
- სუხოო, იცი რა?
- რა? - თბილი თვალებით დამხედა სანამ მანქანას დაძრავდა.
- მე შენ..
- ლიზ, მითხარი - დავინახე როგორ აუკანკალდა თითები და გამეღიმა.
გავითიშე.

***

- დილამშვიდობისა - როგორც კი თვალები გავახილე ეგრევე სუხო დავინახე
და გამეცინა.
- რა გაცინებს? თავი არ გტკივა?
- გუშინდელი ღამეც არ მახსოვს? ეს რამე ახალია, ჩაცმული გვქონდა?
- პახმელიაზე აშკარად არაადეკვატური ხარ - ხელი მომხვია და მისკენ უფრო
ახლოს მიმწია.
- მაგის თქმა ჯობია, იმას, აი რომ ეუბნებიან ხოლმე, პახმელიაზეც რა ლამაზი
ხარო, არადა გაპუტულ ქათმებს რომ გვანან..
- თქმა მინდოდა და გადავიფიქრე - ცხვირი აიბზუა.
- მე კიდევ მინდოდა მეკითხა კიდევ გიყვარვარ მეთქი? - გავიცინე და წვერიან
ლოყაზე ძალიან მაგრად ვაკოცე.
- ცოტა მარჯნივაც დაიძარი აბა, სცადე
- საით მარჯვნივ? ყურისკენ? - თავი გავიშტერე.
- სპეციალურად მიკეთებ არა? - მომიღიტინა და მეც სიცილისგან დავიკლაკნე.
უეცრად გაჩერდა, თვალებში ჩამხედა და გაიღიმა.
- ბედნიერი ვარ - გაუაზრებლად მითხრა და თითის წვერები მოშიშვლებულ
მუცელზე აასრიალა.
გამაჟრჟოლა და სიამოვნებისგან გავინაბე.
- რატომ მიყვარხარ ასე? - მთელი ძალით მომეხვია და ღრმად ამოისუნთქა -
რატომ მიყვარხარ ასე? - მეორეჯერაც გაიმეორა და ცხვირის წვერი კისერზე
აასრიალა - შენი, შენი სურნელი…
- სუხო..
- მჭირდები, ძალიან - სახეზე დამაკვირდა, ჯერ ნიკაპზე, შემდეგ კი ტუჩებში
ძალიან ძლიერად მაკოცა, თავი ვერაფრით შევიკავე და მის შიშველ
გულმკერდზე ავასრიალე თითები, ისე მესიამოვნა ცხელი სხეულის შეგრძნება,
ვერაფრით გავაჩერე თითები, ჯერ სახეზე ასრიალდნენ, შემდეგ კი თმებში და
მთელი ძალით მოვქაჩე ჩემკენ.
უკონტროლო,
სრულიად უკონტროლო ვხდებოდი მასთან.

***

თითოეულ დეტალს ვიხსენებდი და მეცინებოდა, რამდენიმე დღიანი
დასვენება მოგვცეს, სახლიდან ვერ გავდიოდი მშობლების გამო და სუხო
ყოველწამს მირეკავდა გიჟივით.
რამდენიმე საათი რომ აღარ გამოჩნდა, ვიფიქრე გაბრაზებულია მეთქი და იქეთ გადავურეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა.
რამდენჯერმე ვცადე,
ძალიან ძალიან ბევრჯერ,
მერე ვიღაცამ ტელეფონი გამორთო და ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი.
გაგას დავურეკე
- გაგა, გაგა სად არის სუხო? - ხმა მიკანკალებდა.
- არვიცი ლიზ, რა ხდება? ტელეფონზე არ გპასუხობს?
- არა, გამორთული აქვს
- დაუჯდა ალბათ, დაისვენე მიდი დაიძინე და თუ რამეა გვიან გაგაღვიძებს,
სადღაც 40 წუთის წინ ველაპარაკე და კარგად იყო, სკოლაში მივდივარ
საბუთებზეო
- კარგი, ამოვისუნთქე ცოტა, დავიძინებ ახლა და თუ შეგეხმიანება უთხარი რომ
ვნერვიულობ რა, დამირეკოს
- აბა რას ვიზამ?! - გაიცინა და ღრმად ამოისუნთქა - ძილინებისა ლიზა
- ძილინებისა - გამეღიმა მეც და ტელეფონი გავთიშე.

***

რამდენი ხანი შეიძლება დაიკარგოს ადამიანი?! ერთი საათი,
ორი,
სამი


მაგრამ 1 დღე?
2 დღე?


დასვენების ხუთი დღე ისე გავიდა არც გამოჩენილა, არც გაგამ იცოდა სად იყო,
საერთოდ არავინ იცოდა რას აკეთებდა ან რატომ არ გვეხმიანებოდა.
გაგიჟებული დავდიოდი აქეთ იქეთ, გაგასაც არ ეცალა მამამისის საქმეებს
აგვარებდა და ნორმალურად ვერ მელაპარაკებოდა.
ბიჭები ბათუმში იყვნენ წასულები და ყოველდღე სვამდნენ.
ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ ყველაფერი ძალიან ცუდად აეწყო და ეს კარგს
არაფერს გვიმზადებდა.

***

- პრინცესა როგორ ხარ? - ერეკლეს ხმის გაგონებისთანავე სიხარულით ავივსე.
- კარგად ერეე, შენ როგორ ხარ? აუ როგორ მომენატრე რა, როდის ჩამოხვალ?
- ეგ არ ვიცი, ალბათ კარგა ხანი ვერ მოვახერხებ მაგრამ შენთვის სურპრიზი
მაქვს!
- რა ხდება?
- დაჯილდოვებაა, საუკეთესო ფინანსისტად მასახელებენ და მინდა რომ ჩემთან
იყო აქ, ამიტომ შენთვის და სუხოსთვის გამოვაგზავნი ბილეთებს და ჩამოდით
კარგი? წერილი გზაშია, სპეციალური მოწვევით და ბილეთებით
- არ არსებოობს! გაგიჟდიი? ვაიმე რა მაგარი ამბავია პროსტა, გავგიჟდებიი -
სიხარულისგან კივილი დავიწყე - გილოცავ ჩემო სიცოცხლეე, აუცილებლად
ჩამოვალთ, აბა რას ვიზამთ? გკოცნი, ახლა სკოლაში მივდივარ და დაგირეკავ
საღამოს
- მეც გკოცნი და გელოდები პრინცესა

***

სკოლაში მაინც მეგონა რომ ვნახავდი, მაგრამ არც იქ გამოჩნდა, ბიჭები უკვე
სერიოზულად შეწუხდნენ.
- გავარკვევთ ყველაფერს ლიზ - დამამშვიდა გაგამ და ხელი გადამხვია - ყველა
ნათესავს მოვივლით და რაღაცას გავიგებთ რა
- მშობლები?
- უცხოეთში არიან და ვერ დავუკავშირდებით, თან არ ვიცით რა ხდება და
როგორ ვანერვიულოთ ტო - თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად ლუკამ და
ამოიოხრა.
- კაროჩე ჩვენით ვიჩალიჩებთ რა, გპირდები ვიპოვით - თავზე მაკოცა და
სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ სკოლიდან.
სევდიანი მზერა გავაყოლე და კიდევ ერთხელ ვცადე დარეკვა.
მაგრამ ერთი და იგივე ტექსტის გარდა ვერაფერი გავიგე, ტელეფონი გავთიშე
და ჩანთაში ჩავაგდე.

***

- ლიზაა - დასვენებაზე მირას გამოჩენა ყველაზე ნაკლებად მესიამოვნა,
მშვიდად ავწიე თავი და პირდაპირ თვალებში შევხედე.
ამაზრზენი ღიმილით მიყურებდა და საღეჭ რეზინას გამაღიზიანებლად
ატრიალებდა.
- არ გინდა იცოდე სად არის შენი პრინცი? - გაიცინა და ტელეფონი ხელში
შეათამაშა.
- სად არის? - სკამზე გადავწექი და ირონიული ღიმილით ავხედე.
- ჩემთან, სახლში - ტელეფონში რაღაც მოძებნა და ცხვირწინ დამიდო მძინარე
სუხოს ფოტო.
ირონიულად ჩამეცინა.
ხელი ავუკარი ტელეფონზე და ფეხზე წამოვდექი
- შენ რა გგონია ამ სისულელეს დავიჯერებ მირა? გგონია დავიჯერებ რომ მე
ამდენი ხანია ვეძებ და შენთან არის სახლში? რა სასაცილოა - ტაში შემოვკარი -
და ტელეფონი რატომ ჰქონდა გათიშული? წაართვი, ა სორი ჩამოართვი? -
ისეთი გაღიზიანებული ვიყავი ირონიას ვერ ვმალავდი.
- შენი ნებაა დამიჯერებ თუ არა, მაგრამ აი ნახავ, როდესაც გამოჩნდება ჩემს
გვერდით იქნება და არა - შენს!
- პირობას გაძლევ რომ შენ სუხოს გვერდით ვერ იქნები - ჩავიცინე და ხელით
გავწიე გვერდზე.
- ისე კარგად გამოგიყენა რა გინდა, შემპირდა ერეკლეს დავაშორებო და
მიაღწია მისას
- რას შეგპირდა? - ყურებს ვერ დავუჯერე, მეგონა რაღაც ხმები არეულად
მესმოდა.
- უნდოდა რომ ერეკლესთან დაემცირებინე და მასთან დაწოლილიყავი,
მთელი სპექტაკლი იყო, დაბრუნდება და თვითონაც მიხვდები რომ არაფერს
ნიშნავ მისთვის
- რომ დაბრუნდება, მერე ვილაპარაკოთ - ჩანთას დავსტააცე ხელი და გარეთ
გამოვვარდი.
- გჯერა ლიზა? - მარია გამომეკიდა და მკლავში ჩამავლო ხელი.
- მჯერა? რისი უნდა მჯეროდეს ამ კა*პის სიტყვების? მეღადავები მარია?
გამოჩნდება სუხო და გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ გეფიცები, მაგის გვერდით
თუ დავინახავ საერთოდ ზედაც აღარ შევხედავ
- ნუ ამბობ ეგეთ რაღაცას გთხოვ, გაბრაზებულზე შეცდომა არ დაუშვა
- აქ შეცდომას ერთადერთი სუხო უშვებს, რომელიც არ ჩანს და მგონი
საერთოდ არ აპირებს გამოჩენას!
- ბიჭებმა სადღაც მივდივართ და რომ ჩამოვალთ გეტყვით ყველაფერსო
- ასე როგორ წავიდა? სადაც არ უნდა წასულიყო, ასე უსიტყვოდ, არაფერს
ვნიშნავდი?!
- რა იცი რა მოხდა, იქნებ და უჭირდა ლიზა? ნუ გააკეთებ წინასწარ დასკვნებს -
ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
- ე.ი არაფერს ვნიშნავ და მე.. მე უბრალოდ უაზროდ ავაგე მასზე ოცნების
კოშკები, მეგონა მისრულდებოდა ყველაფერი და თურმე სად ხარ ლიზა, სად!
- შენც ხო იცი არა რომ უყვარხარ? ნუ ართულებ, ჩამოვა და გაირკვევა
- ჰო აი, ჩამოვა გაირკვევა მარია - ხელი გავაშვებინე და სწრაფი ნაბიჯებით
გავედი სკოლიდან.

***

რამდენიმე დღე სკოლაში არ წავსულვარ, მეზიზღებოდა იქაურობა, არ მინდოდა მირას ისევ გადავყროდი.

“სუხო ჩამოვიდა”

გული თუ არ ამომივარდებოდა არ მეგონა, ისე მინდოდა გავქცეულიყავი და
ყველა კითხვა დამესვა, ყველაფერი გადმომეცა და მეთქვა, ჩავხუტებოდი, მზად
ვიყავი არაფერი მეკითხა უბრალოდ დაბრუნებულიყო, ჩემს გვერდით
ყოფილიყო და მისი სიყვარულით სავსე თვალები მეგრძნო. გონებაში
წარმოვიდგენდი თუ როგორ ვეხვეოდი, ვკოცნიდი და ვესიყვარულებოდი.
თან სკოლისკენ მივიწევდი და ერთი სული მქონდა როდის შევაბიჯებდი
შენობაში.

***

იმედგაცრუება,
იმედ გაცრუება!
ეს სიტყვა ზუსტად გადმოცემს ჩემს მდგომარეობას, იმ მომენტიდან რაც სუხო
და მირა ერთად დავინახე,
როგორ ეხვეოდა მირა და ამას არ აპროტესტებდა..
მივხვდი რომ ძალიან წავაგე, თითქოს იმ წამს ჩემსა და სუხოს შორის
უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა.
რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და გულზე მივიდე ხელი.
ის კი არ გამიკვირდა, მირა რომ ეხვეოდა.
ის გამიკვირდა ეს რომ უცინოდა და თავს უქნევდა.
- ლიზა? - სადღაც შორიდან გავიგე ბიჭების ხმა, ყველა ჩემკენ იყურებოდა,
განსაკუთრებით კი სუხო.
ოდნავ წამოიწია, მირას ხელები მოიშორა და ჩემკენ წამოვიდა.
მაგრამ ის ნაბიჯები არაფერს ნიშნავდა, ვერ ვხედავდი მასში ვერანაირ ემოციას,
ვერც სიყვარულს, ვერც თბილ თვალებს.
სულ რომ არაფერი,
ხო იცოდა არა?! იცოდა რომ ვერ ვიტანდი, იცოდა როგორც გამეცნო და მაინც
არ იშორებდა.
ვერ ვიჯერებდი,
იქნებ მირა მართალი იყო?!
იქნებ მართლაც მის სახლში იყო და ეძინა?!
სახე შემეშალა, ჯერ სუხოს ვუყურებდი, შემდეგ მირას.
სუხო ძალიან შორს იყო, ძალიან შორს მეჩვენებოდა იმ მომენტში, ძალიან
ძალიან შორს..
შევბრუნდი და გამოვიქეცი,
მთელი ძალით მოვრბოდი, გიჟივით გადავკვეთე ქუჩა და პირდაპირ ბინაში
ავვარდი.
კარები დავხურე და იქვე ჩავსრიალდი.
იმედგაცრუება,
ზუსტად ის სიტყვაა, რაც იმ მომენტში იგრძნობოდა ჩემს სხეულში.
ძალიან მარტივია ადამიანს დაუნგრიო ოცნებები, აშენება არის რთული
თორემ, დანგრევას რა უნდა?! ერთი ხელის კვრა და აღარ არის.


***

- მოდიხარ?
- მოვდივარ!

ერეკლესთან წავედი, მარტომ, არც კი მითქვამს სუხოსთვის, სპეციალური
მოსაწვევი და მისი ბილეთი ჩემს ნივთებთან ერთად შევინახე და წავედი.

შეუძლებელია აღვწერო ის დღეები რაც ერეკლესთან ერთად გავატარე.
მაშინ მივხვდი თუ რამდენად ესმოდა ჩემი, იმედგაცრუებული თვალების ნახვის შემდეგაც რომ არ მკითხა რა მოხდა.
უბრალოდ გამიღიმა, თავზე მაკოცა და მითხრა სულ შენს გვერდით ვიქნებიო.
დაჯილდოვებაზეც ვიყავი და უამრავი ფოტოც დავდე მასთან ერთად.
ისე არ მინდოდა საქართველოში დაბრუნება, გრძნობები პირდაპირ კისერში
მიჭერდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
უნდა შევხვედროდი, უნდა მენახა მისი თვალები და როგორმე ამ
გრძნობისთვის დამესვა წერტილი.
როდემდე უნდა გაგრძელებულიყო, როდემდე უნდა ვყოფილიყავი დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვისთვისაც არაფერს ვნიშნავდი?!
ერეკლე ძალიან ძლიერად ჩამეხუტა წამოსვლის წინ,
სახეზე მომეფერა და ღრმად ამოისუნთქა.
- ლიზ, იცოდე სისულელე არ გააკეთო და ცხელ გულზე ნუ მიიღებ
გადაწყვეტილებას, არ მინდა ჩემსავით ინანო და დაკარგო ის ადამიანი, ვინც
ძალიან გიყვარს!
- რაღაც უნდა გითხრა ერე, ვიცი რომ შენთვის ძალიან რთული იქნება ამის
მოსმენა, მაგრამ მინდა რომ იცოდე
- გისმენ - გამიღიმა და თითებზე მომეფერა - რამეს მიმალავ?
- ჰო, მარიამ რამდენიმე თვის წინ, აი ჩამოსული რომ იყავი გამიმხილა რომ
უყვარდი
- რა? - ფეხზე წამოდგა და სახეზე ხელი ჩამოისვა - რას ნიშნავს ვუყვარდი, მე
მისთვის, არასდროს..
- ვიცი რომ არასდროს, მაგრამ, უბრალოდ მას ეგონა რომ მე გიყვარდი და
ამიტომ არ იღებდა ხმას, ვიცი რომ შეიძლება ახლაც ჰქონდეს შენს მიმართ
გრძნობები
- მორჩი ლიზა გთხოვ, ძალიან ცუდ დღეში მაგდებ ახლა…
- მაპატიე, არ უნდა მეთქვა - თავი დავხარე - მართლა ძალიან დიდი ბოდიში,
ხო იცი ვერ ვიტან, როდესაც ტკივილს გაყენებ მაგრამ.. შენც ხო ხვდები რომ
უნდა გცოდნოდა? იქნებ იფიქრო და..
- ლიზა! - მკაცრად გადმომხედა და მოწყვეტით დაჯდა სკამზე.
- კარგი, ჩემი წასვლის დროა, ძალიან მიყვარხარ იცოდე
- ჩემი მძღოლი წაგიყვანს, სამსახურში მაგვიანდება
- არა ისედაც ამდენი დღე გააცდინე ჩემს გამო - მაგრად ჩავეხუტე და ცრემლებიც
მომერია - მომენატრები!
- კიდევ ჩამოხვალ, მეც ძალიან მენატრები და მაკლიხარ სულ - შუბლზე მაკოცა
- თუ რამე დამირეკე და მანდ გავჩნდები, თუმცა იცოდე რომ ყოველთვის შენს
გვერდით ვარ, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ჩემი მთელი
ბავშვობა, მთელი ცხოვრება ხარ, და რომ გიწოდო არ მინდა, შეუძლებელია
რაიმე სტატუსი მოგანიჭო, ის ხარ, ვინც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!
- მიყვარხარ ერეკლე!
- მეც ძალიან - კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად ჩამეხუტე და გამომიშვა.

ყოველთვის, როდესაც ერეკლეს სადმე ვტოვებდი, ვუშვებდი ან
ვემშვიდობებოდი, მეგონა რომ მთელი ჩემი ნაწილი მასთან რჩებოდა..


***

საშინლად ვგრძნობ თავს,
მაგრამ მენატრები..

***

პირველად მაშინ მივხვდი რომ მასთან შეხვედრა მომიწევდა სკოლის ეზოს
ზღურბლს რომ გადავაბიჯე და გულმა ისეთი ძალით მომიჭირა, თითქოს
ყველა ძარღვი მასზე ყოფილიყო შემოხვეული.
ძალიან შემეშინდა რომ ვერ გავუძლებდი,
ვერ შევხედავდი,
ვერ მოვითმენდი…

ჩემმა ავადმყოფობამ წინასწარ შემახსენა თავი, სისხლმა ისეთი ძალით დაიწყო
მოძრაობა, მკლავებზე ხელი ავისვი ოდნავ მაინც რომ მეგრძნო შვება, მაგრამ
არაფერი გამომივიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კაპილარები ერთი
მეორის მიყოლებით მისკდებოდა და ტკივილი პირდაპირ სხეულში
მეღვრებოდა. ვერ ვიმორჩილებდი საკუთარ თავს და ეს ყველაზე მეტად
მაგიჟებდა.

კარებს რომ მივუახლოვდი, უფრო ამიკანკალდა სხეული.
შენობაში შევედი და პირდაპირ მისი თვალები დავინახე.
თითქოს წინასწარ იცოდა რომ გამოვჩნებოდი, ჩამქრალი თვალებით
ამათვალიერა და თავი გვერდზე გაატრიალა.
მირას გაუღიმა და ხელი გადახვია.
თვალები დავხარე მოწოლილი ცრემლები რომ დამემალა და ჩანთა უფრო
კარგად მოვიკიდე სხეულზე.
ვუახლოვდებოდი, ვუყურებდი მის თითებს და მონატრება ყელში მიჭერდა.
ის უფრო მაგიჟებდა, მონატრება მაინც რომ მახრჩობდა და გაქანების
საშუალებას არ მაძლევდა, ვიდრე მისი თითები მირაზე შემოხვეული.

- გამარჯობა ბიჭებო - იმ წამს თითქოს თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩამერთო
და თამამად ავწიე თვალები.
- ეე ლიზა, სად დაიკარგე? როგორი იყო გერმანია? ერეკლე როგორ არის? -
გაგა გადამეხვია და თავზე მაკოცა.
- ძალიან კარგი იყო, ერეკლეც კარგად არის, ლამის გამომყვა, მაგრამ რა ქნას
სამსახური.. - გულისწყვეტით ჩავილაპარაკე და დერეფანი მოვათვალიერე -
მარია სად არის?
- მგონი საკლასო ოთახშია, რამე მოხდა?
- არა არაფერი, თუ შეიძლება თქვენთან მინდა ლაპარაკი - ხელი ავიქნიე სუხოს
წინ და პირდაპირ თვალებში შევხედე, ერთიანად გავიყინე, მაგრამ არაფერი
შევიმჩნიე.
- ჩემთან? - გაკვირვების ნიშნად მიიდო ხელი გულმკერდზე და ჩაიცინა - რაზე?
- გასარკვევი გვაქვს რაღაც - ირონიულად მივუგე - გამოდი თუ შეიძლება!
- ოქეი, მოვალ მირა ახლავე - გაუცინა და უკან გამომყვა, ნერვებისგან მთელი
სხეული მიკანკალებდა.
- გისმენ აბა რახდება - სათვალე თავიდან მოიხსნა და ხელში შეათამაშა - რამე
სერიოზულია ლიზა? - ჩემი სახელი დამარცვლით წარმოთქვა და ჩაიცინა.
- მაინტერესებდა სად იყავი ის დღეები!
- რამე მნიშვნელობა აქვს?
- მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, ისე ჩაგივლიდი ზედაც არ შემოგხედავდი,
კახ*ებთან ერთად რომ დადიხარ, მაგრამ რას ვიზამთ, გარკვეული დროით
იყავი ჩემს ცხოვრებაში - ვგრძნობდი რომ შხამს ვანთხევდი, მაგრამ არ
ვნებდებოდი.
- ეგ შენი გარკვეული დრო ერეკლეს მოუყევი?
- ვალდებული არ ვარ შენ ანგარიში გაბარო, ერეკლეს რას ვუყვები და რას არა
- რატომ, თქვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერს გაუძლებს?
- ერეკლეს სიყვარულზე ლაპარაკის უფლება ჯერ უნდა მოიპოვო და მერე
დააღო პირი - ირონიულად გავუცინე - სად იყავი ის დღეები აბა, მომიყევი
- საქმეები მქონდა
- კონკრეტულად უფრო რა - ხელი ავიქნიე.
- როგორ შეცვლილხარ
- იმედგაცრუებამ იცისო ამბობენ
- ბარემ ისიც მითხარი რომ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო და მსგავსი
რამე რუმეები კიდევ
- ველოდები ახსნას, ტყუილად დროს მაკარგვინებ ხვდები? - საათზე დავიხედე
და შემდეგ ისევ დერეფანი მოვათვალიერე.
- ისე თქვენი ბედნიერი ფოტოები ვნახე და რა უცნაური წყვილი ხართ, ჯერ
ჩემთან იყავი, მერე ისევ გერმანიაში გაიქეცი
- შენთან დაბრუნებას აღარ ვაპირებ არცერთ შემთხვევაში მაინც - დავისისინე
და იმ წაკლას გადავხედე რომ იცინოდა - იტყვი თუ წავიდე?
- ძალიან გიყვართ არა ერთმანეთი? - სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
- შენობაში არ ეწევიან
- ახლა ყველაფერი შეიძლება, ღალატს რომ ეჩეხები ადამიანი მაშინ ყველაფერი
შეიძლება
- მე გიღალატე?
- მე მიღალატე თუ ერეკლეს ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვისთან გინდა
საერთოდ? - ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი, ხელი ავწიე და პირდაპირ
სახეში გავარტყი.
- შენთან ნამდვილად არ მინდა ნიკოლოზ სუხიაშვილო! - კბილებს შორის
გამოვცერი გამწარებულმა, შემოვბრუნდი და უკან არც მიმიხედავს ისე
წამოვედი.


***

და მაინც,
ჩემს მკლავებს ენატრები..


***


- რა მოხდა ამიხსნი? - მარიამ დამირეკა გაგიჟებულმა.
- თურმე ერეკლესთან ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში, ვუღალატე და
გერმანიაში გავიქეცი, ყველაფერი რაც იყო იმის მერე ამას მეუბნება ხვდები? -
ბოლო ხმაზე ვღრიალებდი ტელეფონში.
- გაბრაზებული იყო!
- რაზე იყო გაბრაზებული? რაზე?
- გერმანიაში ისე წახვედი არც გითქვამს
- და თვითონ სად ეგდო ვიცოდი? დაბრუნდა და მირაზე შემოხვეული გაიჩითა
ეგრევე ტიპი და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზია
- ლიზაა! გაუგე გთხოვ და მომისმინე
- არაფერი მაინტერესებს მარია! გავუგებ აბა რას ვიზამ ახლავე გავუგებ მაგას
და მირას! - გამწარებულმა ამოვყარე ყველა წერილი რაც კი მისთვის ამ ხუთი
წლის განმავლობაში დამიწერია და ერთად მოვუყარე თავი.
გიჟივით დავაგდე ტელეფონი და სუხოს სახლისკენ დავიძარი.

***

- გამარჯობა სუხო - როგორც კი კარები გააღო ეგრევე შევედი და მისაღებისკენ
დავიძარი - ოი, მგონი ჯობია საძინებლისკენ წავიდე არა?
- რა ხდება? - მძინარე თვალები მოიფშვნიტა და სიგარეტს დაუწყო ძებნა.
- არაფერი, რაღაც მინდა რომ გაჩვენო - გავუღიმე და საძინებელში შევედი.
- ჰო, მიდი - კედელს მიეყრდნო და ირონიული ღიმილით გადმომხედა.
- იცი რა არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა?
- აბა?
- ის რომ ამდენი წელი მიყვარდი, თან ასე საშინლად, მთელი ხუთი წელი იცი?
შენი ყველა დღე ზეპირად ვიცოდი, სად იყავი, რას აკეთებდი, ვის რას უწერდი,
როგორ იქცეოდი, ვის ელაპარაკებოდი, როდის იღიმოდი, ყველაფერი
ვიცოდი საერთოდ და ვგრძნობდი რომ მე შენს ცხოვრებაში ისე ვიყავი,
არასდროს იცოდი ამის შესახებ და მერე უცებ, უცებ გამოჩნდი, ისე თითქოს
აღმომაჩინე, დამინახე, შეიგრძენი ჩემი სიყვარული და ამისრულდი..
ამდენი ნატვრა ამისრულდა.
დამინახე, ჯერ გამიღიმე, მერე მომწერე, მერე ერთად მოვხვდით ყველგან და
ბოლოს ერთადაც ვიყავით, აი ზუსტად აქ, ვინ იცის რამდენჯერ
წარმომიდგენია ის ღამე, რომლიდანაც ვამბობდი რომ არასდროს მახსოვდა,
არადა შეიძლება დაგივიწყო?! შენი თითოეული შეხება და ემოცია.
მერე ყველაფერი აირია, ნელნელა, ისევე გახვედი ჩემი ცხოვრებიდან, ისევე
ჩქარა როგორც შემოხვედი და უშენობა იმაზე მეტად უფრო დააწვა ჩემს
სხეულს, ვიდრე იქამდე.
უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა შენთან ყოფნა, შენი ჩახუტება, შენი სიყვარული,
შენი კოცნა, შენგან წამოსული სითბო რამდენად დიდი სიამოვნება იყო და
გაქრი, ყველაფრიდან გაქრი..
გავიღვიძე და აღარ იყავი, ვეღარ გიგრძენი..
არ უნდა შემომეშვი, დავაშავე რომ საკუთარ თავს შენთან ყოფნის უფლება
მივეცი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რა დონის ავადმყოფი ვიყავი, როგორ
ვიყავი შენზე დამოკიდებული და გავგიჟდებოდი იმ ყველაფრის მერე თუ არ
იქნებოდი და მაინც, სუხო, რატომ?! რისთვის?! როგორ?! განა ვიმსახურებდი,
განა რა გაგიკეთე ისეთი რომ ასე მომქცეოდი?!
სიმართლე იცი რა არის?
ერეკლე ჩემი ბავშობის მეგობარია.
ჩემი ძმა, ჩემი ნაწილი და ყველაფერი რაც კი გამაჩნია.
პირველად რომ მოირბინა ჩემთან მიშველეო, მაშინ ძალიან პატარები
ვიყავით და იმის მერე მივხვდი რომ ერთმანეთის გადარჩენისთვის
დავიბადეთ.
შენ სუხო? გამიგე? მიგრძენი? ერეკლეს სიყვარულზე ლაპარაკის უფლება არ
გაქვს, იმიტომ რომ მას რომ ვუყვარვარ ისე ვერავინ შემიყვარებს.
მისთვის სამყაროს ღერძი ვარ სუხო,
შენთვის რა ვარ?
ცარიელი ადგილი? -ცრემლიანი თვალები შევანათე და ჩემი წერილები,
რომლებიც გულზე მქონდა მიხუტებული ჰაერში ავყარე - ამ წამს ისევე
გაიფანტა ჩემი წერილები, რომლებსაც თითქმის ყოველდღე გწერდი, როგორც
ჩემი ოცნებები, იმედები და მოლოდინები.
არასდროს დაგავიწყდეს - მიყვარხარ! - თვალებში შევხედე და მისი
ემოციებისგან შეშლილ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
ხელები გამოსწია ჩემკენ, მაგრამ ხელი ავუკარი და ჩქარი ნაბიჯებით
გამოვვარდი სახლიდან.
მივუყვებოდი ცარიელ ქუჩებს და ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი, როგორ
იწვოდა ჩემი თითოეული უჯრედი და ვერაფერს ვცვლიდი.



მერვე თავი


რამდენი ხანი გავიდა?
არვიცი,
ვინმემ რომ მკითხოს რა რიცხვიაო ვერ გიპასუხებთ.
ისე დავამთავრე მეთერთმეტე კლასი სუხო ერთხელაც არ მინახავს, ისე
წავიდნენ დასასვენებლად არსად გავყოლივარ.
არც თვითონ ჩნდებოდა და არც მე ვცდილობდი რაიმე შემეცვალა.

მერე ისევ იგივე განმეორდა.
გულისგან მოვიდა წერილი.

“ჩემს ტუჩებს შენი კოცნა აქვს შერჩენილი”

გული თუ არ ამომივარდებოდა არ მეგონა.
ხელები ამიკანკალდა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა.
“ისე გენატრები, როგორც მე მენატრები?”

გაგიჟებული ვუყურებდი ტელეფონს და ვერაფრით ვიჯერებდი რომ მომწერა.

“ქორწილი ზაფხულში ჯობია თუ შემოდგომაზე?”

ხო არ მეღადავება?! მგონი ნომერი ეშლება.

“რომელი ხარ?”

მაინც არ გავტყდი და ვერც მოვითმინე რომ არ მიმეწერა.

“მოგესალმებით, იცით მე თქვენი სკოლელი ვიყავი, ალბათ არ გახსოვართ, მე
სუხო, თქვენ?”

“მეკაიფები?”

“როგორ გეკადრებათ?”

“სუხო შემეშვი!”

“ვგიჟდები სუხოს რომ მეძახი, შენი ტუჩები მომენატრა, განსაკუთრებით
როდესაც პირისპირ მიდგახარ და ამას მეუბნები”

“პირისპირ კიდევ კარგა ხანი არ დაგიდგები”

“სანამ ჩემს უნივერსიტეტში არ ჩააბარებ ჰო?”

“შენს გამო ჩემი გეგმების შეცვლას არ ვაპირებ სუხო მგონი ამას უნდა
ხვდებოდე”

“ა, კიდევ აქ აბარებ როგორც შევთანხმდით?”

“რამეზე შეგითანხმდი და არ მახსოვს სუხო?”

“ვგიჟდები შენზე და გნახავ მალე, გკოცნი, გავრბივარ ახლა ბაბუას უნდა
მივაკითხო”

“:)”

***

- გადამრევს, მწერს და მირეკავს, ნორმალურია ეგ? - გაბრაზებული
ველაპარაკებოდი მარიას და თან კონსპექტს ვკითხულობდი - ჩემს
უნივერსიტეტში აბარებო? მთელი 6 თვეა არ გამოჩენილა და რა ბზიკმა
უკბინა?
- ბაბუამისი არის უკეთ და კარგ ხასიათზეა
- და სხვა გასართობი ვერ იპოვა? რა სჭირდა ბაბუამისს?
- ცუდად იყო გოგო, ძლივს გადაარჩინეს, არავინ აძლევდა გარანტიას რომ
გადარჩებოდა, მაგრამ უშველეს - სევდიანმა ჩაილაპარაკა და ფანჯარაში
გაიხედა.
- აუ რა ცუდიაა, რომ მცოდნოდა მოვიკითხავდი გოგო რატომ არ მითხარი?
- გუშინ მითხრა გაგამ, მთელი ეს დრო ვერ ვნახულობდი, ხან ლექციები, ხან
სუხოსთან იყვნენ და დავრჩით ისე, მგონი მაშინაც წასული რომ იყო, ბაბუასთან
იყო ჩასული ლიზა - შეპარვით მითხრა და ჩემს შეშლილ სახეზე თავი დახარა.
- რას მეუბნები? უეჭველი იცი?
- არვიცი, ვერაფერს დავიჩემებ მაგრამ, მგონი ეგ ამბავი იყო, მაგის მერე სულ
არაადეკვატურია სუხო..
- ვერ დავიჯერებ უბრალოდ, როგორ არ მითხრეს? ვერ გავარკვევთ?
- გაგამ ცოცხალი თავით არ მითხრა, არვიციო
- რა არ იცის ნუ გადამრიე
- არვიცი რა ლიზა, მართლა არ ვიცი, ვცადე და არაფერი გამომივიდა არც შენ
გეტყვის! დაანებე თავი აწი რა აზრი აქვს?
- არვიცი..
- ჰო რა - ყავა მოსვა და ფანჯარაში გაიხედა - რას იზამ შეურიგდები?
- შენ რატომ ხარ ასეთი სევდიანი მარ?
- თემა გადამიტანე? - გაიცინა და ისევ დასერიოზულდა - არვიცი..
- ერეკლე გენატრება ხო? - ამოვიოხრე და ფეხები შემაღლებულ ადგილზე
შემოვაწყვე - საშინელი გრძნობაა ეს მონატრება, ვერაფერს უშვები..
- სულ ასე ვარ და ეს ამომივიდა ყელში, ნუთუ, არვიცი, არც მინდა რომ ვთქვა
ხო ხვდები? ისე ვწერთ მეგობრულად ზოგჯერ მომიკითხავს და მიყვება რას
აკეთებს, როგორ არის..
- მერე შენ? გაიხსენი ცოტა, ინიციატივა გამოიჩინე
- რაზე გამოვიჩინო ინიციატივა ლიზა? სხვა უყვარს, მე მის ადგილს ვერასდროს
შევუცვლი და ნამდვილად არ მინდა ვიღაცის დასავიწყებლად გამომიყენოს,
მაშინაც არ მინდა თუ რამდენიმე თვეს გავატარებ მასთან, მერე უფრო
გამიჭირდება, ვერ მოვშორდები, ვერ გავუძლებ და უფრო მეტკინება. მერე რა
იქნება? ჩამოვალ უკან, ან ის წავა ისევ გერმანიაში და დავრჩები ცარიელი. მას ის
სიყვარული მაინც შერჩება და გრძნობა, მე - არაფერი, გაფუჭებული და
ჩალეწილი მოგონებების გარდა.
- მარია..
- გთხოვ არ გინდა!
- კარგი, ხმას არ ვიღებ, მომიყევი როგორი მასწავლებელი გყავს რომ ემზადები?
მეც მინდა შემოსვლა - თემა გადავუტანე და თვითონაც ცოტა გამხიარულდა.


***

სკოლის წინ ვიდექი, წუთი-წუთზე გაკვეთილი მეწყებოდა, მაგრამ ვფიქრობდი
გამეცდინა გაგას და ლუკას ხმა რომ მომესმა.
- ეე, ლიზაა - ღიმილით წამოვიდა ორივე და ერთდროულად მომეხვია.
- როგორ ხართ? - ისე გამიხარდა მათი ნახვა ვერაფრით დავმალე.
- კარგად შენ როგორ ხარ? აუ, ბიჭო სად არის ეგ?
- აი მოვედიო - ამის თქმა და სუხოს მანქანაც გაჩერდა ჩვენს წინ.
ისე მოხდენილად გადმოვიდა მანქანიდან, სათვალე ნელა მოიხსნა და
ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ.
გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა.
ამდენი ხნის მონატრებული, ასეთი შეცვლილი და დახვეწილი, ისე
სასიამოვნოდ მხვდებოდა თვალში ლამის გავგიჟებულიყავი.
მოზრდილი წვერი საშინლად უხდებოდა, ისე საშინლად რომ თითებს ძლივს
ვიმორჩილებდი სახეზე რომ არ ჩამომესვა.
სურათებში კი ვხედავდი როგორ შეიცვალა, მაგრამ ასეთ განსხვავებას მაინც არ
ველოდებოდი.
- მოვიდა კურსელების რისხვა - გადაიხარხარა ლუკამ და ხელი გადახვია -
როგორ ხარ შე*ემა?
- კარგად ბიჭო თქვენ რას შვებით ეე? როგორ დავიკარგეთ
- მობილობით შენთან რომ გადმოვდივართ იცი? მგონი მომავალი წლიდან
ყველა მანდ ვიკრიბებით და სერიოზული თემები აიწევა
- გოგოების გამო გადადიხარ ხო? - თავში ხელი წამოარტყა გაგამ.
სანამ ისინი ლაპარაკობდნენ სუხო გამოეყო და გვერდით დამიდგა.
- გამარჯობათ, მე ის ვარ, თქვენი ესემესებიდან გულის ფორმის პიროვნება -
წარბაწეულმა ავხედე, მაგრამ სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- გამარჯობა - ცხვირი ავიბზუე.
- როგორი კომუნიკაბელური ხართ, რაიმე კურსებზე დადიოდით? მე მყავს
ახლა ლექტორი კომუნიკაციებში, თქვენი თავი რომ ვანახო ნამდვილად
შეშფოთდება
- დარწმუნებული ვარ მაგ ლექტორზე გადასწრებული გაქვს კომუნიკაციებში,
იმდენს ლაპარაკობ ბოლო ორი წუთია მარტო ეს ეყოფა
- ჩემს ლელას უბრალოდ როგორ აკადრე ეს? გული დამწყვიტე ნამდვილად
- მორჩი მაიმუნობას, აქ რა გინდა?
- ერთი გოგოს სანახავად მოვედი, როგორც გავიგე მამამ მერსედესის ჯიპი
აჩუქაო.. ხო არ გინახავს?
- ვღადაობთ? - ირონიულად ავხედე.
- არა ნამდვილად ძლიერი კომუნიკაციის უნარები გაქვს, უეჭველი ვანახებ
ლელას შენს თავს
- მარტოხელაა ეგ ლელა?
- წიწკვი ქალია, დაჟე იმასაც იძახის, ღრმად ნუ შეხვალთ ზედაპირულად
უყურეთ ყველაფერსო
- ხოდა შედი ღრმად, იქნებ დაიკარგო და თავი დამანებო! - ხელი ავუქნიე და
საპირისპირო მხარეს შევბრუნდი.
- ე.ი გინდა მითხრა რომ ლელაზე ეჭვიანობ ლიზ? კარგი რა! კარგი რა
- სუხო!
- ნერვებს გიშლი? კი ვერ ვიგრძენი - გაიცინა და სათვალე მოირგო - აღიარე,
სათვალით ხო უფრო სიმპატიური ვარ?
- საერთოდ სიმპატიური თუ ხარ ეგ იკითხე ჯერ
- იმდენი ხანია შენზე არ მიკოცნია სიმწარე შემოგეპარა ტუჩებზე
- შხამიც მაქვს შემონახული და თუ დიდხანს გააგრძელებ მაიმუნობას,
აუცილებლად გასინჯავ
- პირდაპირ მირჩევნია, ჩერეზ სიტყვებით ნაკლებად სასიამოვნოა
- ყველაფერს დამსახურება სჭირდება, კარგად ბიჭებო - ხელი დავუქნიე ბიჭებს
და სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი.
მანქანაში ჩავჯექი, საჭეზე ხელები დავაწყვე და შუბლი დავადე.
გული ისე მიცემდა ლამის ამომვვარდნოდა, ისე მინდოდა მივბრუნებულიყავი
და მოვხვეოდი რომ კინაღამ ხელები დავიგლიჯე. საშინლად, საშინლად
მენატრებოდა.

***

- მარიაა, პიცა გამოვიძახე და თუ მაცლი აუცილებლად შემოვიტან - გავძახე
ბოლო ხმაზე და კარების გასაღებად დავიძარი.
როგორც კი გამოვაღე ეგრევე სუხო შემეფეთა პიცით ხელში.
- მოგესალმებით, გულის ფორმის პიროვნებისგან, გულის ფორმის პიცა -
გაიკრიჭა და გამომიწოდა.
- ძალიან დიდი მადლობა! - ცხვირი ავიბზუე.
- ხო არ შემომიშვებდით? - შემოხედვა სცადა.
- იცით, რადგან გულის ფორმის პიცა მოგვიტანეთ, ასეთ რომანტიულ საღამოს
არ ვაპირებდით, მაგრამ გვაიძულეთ მე და ჩემი პარტნიორი, ამიტომ კარგად -
ჩავისისინე და პირდაპირ ცხვირწინ მივუჯახუნე კარები.
- კარგი, შენ და მარიამ კარგად გაერთეთ და სურნელოვანი სანთლებით
მორთვა მაგიდის არ დაგავიწყდეთ - ხმამაღლა დაიძახა და დავინახე როგრო
გავიდა ეზოდან.
პიცა იქვე დავაგდე გამწარებულმა და ოთახში შევბრუნდი.
- სადაა პიცა?
- ეგერ დევს მაგიდაზე - გაბრაზებულმა დავუღრინე და ჩემს ოთახში გავედი.

***

“რეგისტრაცია იწყება და მალე დარეგისტრირდი, დროზე მოხვდები ჩემთან”

“შემეშვები ოდესმე?“

“კი ცოლად რომ მოგიყვან, მართლა როდის გირჩევნია ქორწილი? თავს
ვიმტვრევ რამდენი ხანია”

“სუხო რა გინდა?”

“მენატრები!”

ვერაფერი მივწერე, ტელეფონი გავთიშე და ლოგინზე დავაგდე.
ყველაფერი მიკანკალებდა, ძალიან მინდოდა მასთან ვყოფილიყავი მაგრამ ვერ
ვპატიობდი. ჩემი გული ვერ ახერხებდა მის მიღებას.

***

ლუკოილთან გავაჩერე ჩემი მანქანა და ის ის იყო მინდოდა მეთქვა რა ჩაესხათ
სუხომ რომ შემოყო თავი მანქანაში.
- რა ჩაგისხათ და რამდენის?
- შენ აქ რა გინდა? - გავღიზიანდი.
- მე ყველგან ვარ ჩემო მომავალო ცოლო - კოცნა გამომიგზანა - პრემიუმიოო?
რამდენისოო? 50 ლარიის?
- გეყოფა სუხო!
- ახლავე ჩაგისხამთ - გაიცინა და თავი გაყო ფანჯრიდან.

რამდენიმე წუთში ჩასხმა რომ დაამთავრეს და ბაკი დაკეტეს, წინა კარები
გამოაღო და გვერდით მომიჯდა.
- ჩემი გოგო, გამახარე ახლა და იმ კუთხემდე მიმიყვანე
- სპეციალურად მიკეთებ არა? - თავი გავაქნიე და მანქანა დავქოქე, უკვე
მართლა მეშლებოდა ნერვები და თან მეცინებოდა.
- საწრიპინო დაყენებული გაქვს?
- საწრიპინო?
- აი რომ გიკონტროლებს რამდენით მიდიხარ
- საწრიპინო ჰქვია მაგას?
- შენს ენაზე გითხარი - გაიცინა და ჩემკენ ოდნავ გადმოიწია.
- აბა ახლა დაბრუნდი ადგილზე! - ხელით ვანიშნე და სიმღერას ავუწიე.
- დაყენებული გაქვს მართლა?
- კი, რატომ?
- ჯერ ვერ გენდობი
- რა უნამუსო ხარ?! - გაბრაზებულმა გადავხედე და კუთხეში გავუჩერე.
- შეხვედრამდე - სწრაფად გადმოიწია და ტუჩის კუთხეში მაკოცა.

***

დანკინში ვიდექი რიგში, ყავა უნდა მეყიდა, უეცრად რომ გაჩნდა ჩემს გვერდით
და ყურებამდე გაიღიმა.
- აქ მაინც რა გინდა?
- ყავაზე უნდა დაგპატიჟო
- სუხო მორჩი რა!
- არ მოვრჩები, მინდა რომ ყავაზე დაგპატიჟო
თუ შეიძლება ერთი კაპუჩინო, დიდი რაც შეიძლება, დიახ, დააწერეთ სუხოს
ლიზ-ა, ტირეთი, დიახ, მადლობა, ყავა თუ არ დავალევინე ადამიანს არ ჰგავს
ხოლმე დილაობით, აი მაცოცხლებელი წყაროსავით აქვს - გაიცინა და
შეკვეთის მისაღებად ძალით გადამიყვანა მეორე კუთხეში.
ეგოისტურად მესიამოვნა რომ ჩემი საყვარელი ყავა ახსოვდა და ჩამეღიმა.
- სკოლაში მეჩქარება
- მიგიყვან!
- მანქანით ვარ
- ეს ჩემთვის გიყიდეს ხო? ნერვები რომ მომიშალონ, მაშინ შენი მანქანით
გამოგყვები
- სუხო მორჩი!
- კარგი - მხრები აიჩეჩა და მისი მანქანისკენ წავიდა. მეც სკოლისკენ დავიძარი
დამშვიდებული.

***

რამდენიმე თვე გრძელდებოდა ასე, სადაც მივდიოდი იქ ჩნდებოდა ისიც,
ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე ხელი ჩავავლე და მოფარებულ ადგილზე
გავიყვანე.
- სუხო მომისმინე
- გისმენ - სათვალე მოიხსნა და მომხიბვლელად გაიღიმა.
- მორჩი, ჩემი გული ვერ გპატიობს და მართლა არ ვიცი რა უნდა გააკეთო
ისეთი რომ გაპატიო, გთხოვ მორჩი ამ ბავშვურ თამაშებს და ერთხელ და
სამუდამოდ მიხვდი რომ დამთავრდა ყველაფერი
- ლიზ
- არა გთხოვ, არ გინდა რა, არ მინდა, ხვდები? აღარ მინდა, იგივეს მეორეჯერ
ვერ გადავიტან და ჩვენი ურთიერთობა სანამდე გაგრძელდება? ორი თვე?
სამი? 1 წელი და მერე რა ვქნა, მერე რა გავაკეთო?! არ მინდა, წადი და ნუ
დაბრუნდები გთხოვ, იპოვე ის ვისაც ასეთი ურთიერთობა უნდა, ვისაც სულ
თამაში და გართობა სჭირდება, მე მიყვარხარ და მინდა ჩემს გვერდით იყო, შენ
ამას ვერ მომცემ და მე შენთან ვერ ვიქნები ისე როგორც შენ გჭირდება, გთხოვ
სუხო, მოვრჩეთ ამ ბავშვურ გამოხტომებს და დავუბრუნდეთ ჩვეულ
ცხოვრებას.
მოვტრიალდი და წამოვედი,
გული ტკივილისგან ლამის ნაწილებად ჩამოშლილიყო, მაგრამ არ შემეძლო,
უბრალოდ ვერ გავუძლებდი, მეშინოდა ისევ იმედგაცრუების. საშინელ
გრძნობას ვეღარ გამოვცდიდი და თამაშიც არ შემეძლო.

***

სუხო ნადმვილად აღარ გამოჩენილა და მონატრება უფრო ძაფრად ვიგრძენი,
მარია სულ მირეკავდა მაგრამ იშვიათად მოდიოდა, ეროვნულების დროც იყო
და ამიტომ ვეღარ ვიცლიდი სუხოზე ფიქრებისთვის.
ვცდილობდი მაქსიმალურად დავტვირთულიყავი და როგორც კი დავწვებოდი დამძინებოდა.
ყველაფერი გადავაგორე და ყველაფერი ერთად მომაწვა.
ყველა გრძნობა ერთიანად შემომეხვია და გამაგიჟეს.
გიჟივით ვამოწმებდი ყოველწამს ტელეფონს და ვცდილობდი როგორმე მიმეწერა, მაგრამ თითები არ მემორჩილებოდა, მიტყდებოდა რომ დაბრუნება მეთხოვა.
ბოლო გავბედე და მივწერე.

“სუხო”

“გისმენ”
ეგრევე მიპასუხა და გამიხარდა, მელოდებოდა.

“ისევე გენატრები, როგორც მე შენ?” 

“კარგია თუ გენატრები”

ისეთი პასუხი დამიბრუნა, ვეღარაფერი ვუთხარი.
ან რა მეპასუხა?!
მივხვდი რომ ძალიან ძალიან დავაგვიანე.

***

მარია:

“გერმანიაში მივდივარ”

პირველი ზაფხულის სიხარული, კივილით ავიღე იქაურობა.

“ერეკლემ იცის?”

“უარი ვუთხარი და სურპრიზს ვუკეთებ მართალი იყავი”

“ვგიჟდები თქვენზე!”


***


მეორე რაც იმ ზაფხულს ყველაზე მეტად გამიხარდა მშობლების სურპრიზი
იყო, რადგან
ყველაფერი კარგად ჩავაბარე პარიზში გამიშვეს.
თვითმფრინავში ვიჯექი და ყოველწამს მეგონა რომ მოვიდოდა, გვერდით
დამიჯდებოდა, მაგრამ იმედი მაშინ გადამეწურა, როდესაც ვიღაც დიდი ქალი
ჩამომიჯდა და ამაზრზენად დაამთქნარა. სუხოზე გაბრაზებული ამ ქალს
ვუყურებდი გაღიზიანებული და ვცდილობდი როგორმე თავი შორს
დამეჭირა, არადა ვინ იცის რამდენჯერ წარმოვიდგინე როგრო მოვეხვეოდი
რომ დავინახავდი.
მთელი ღამე გავათენე, რომ ჩავედი უკვე საშინლად მეძინებოდა, რეგისტრაცია
გავიარე და კიბეებზე ვიდექი, დიდ პლაკატზე წარწერა რომ დავინახე.

სუხოს ლიზ-ას!

პლაკატები ერთმანეთს ცვლიდა და თვალებს ვერ ვუჯერებდი.

როგორ იმგზავრე?

ძალიან მელოდებოდი?

თვითმფრინავს უფრო მეტი ეფექტი ექნება, თუ ამას?
(ეს აქ არ უნდა იყოს, ხმამაღლა ვიფიქრე და დამიბეჭდეს) - ფლომასტერით
ჰქონდა მიწერილი.

სახეზე ხელი ავიფარე, უბრალოდ სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, ვიდექი კიბეზე
და სათითაოდ ყველა პლაკატს ვკითხულობდი.

ახლა გიპასუხებ: მე უფრო მეტად მომენატრე

აი ის ვარ, ჰო, გულის ფორმის

მიცანი? სუხო მქვია

გული რომ გატკინე და იდიოტივით მოვიქეცი

ვიცი რომ მაპატიებ კაი რატომ მიმეორებ ამდენჯერ?

ვიცი, მეც მიყვარხარ

სიგიჟეა ხო?

ჩემს ცხოვრებას საშინლად აკლდი ლიზ

ჩემი სიყვარული ხარ

ჩემი სიგიჟე

დავიჯერო ამის მერე ტირილს არ დაიწყებს?
(ესეც არ უნდა იყოს, ჩამიდეს)

როგორ გიხდება ცრემლები
(თუ იტირებ იმ შემთხვევაში)

პირდაპირ საქმეზე გადავიდე, უკვე ნერვებს გიშლი?

რომ მიყვარხარ ხომ იცი არა?

როგორ მიყვარხარ?

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ ამ დედამიწაზე ლიზ

ჩემი სამყარო ხარ

ჩემი ყველა ფერი, ყველა ემოცია და ყველა სიტყვა

ხო გიყვარვარ?

ხოდა..

მოიცა ჯერ ადრეა, ასე მალე დავამთავრო ეს პლაკატები?
(ყველაფერი რომ არ უნდა დაბეჭდონ ვერ გავაგებინე)

აბა კიდევ რა დავწერო? ორიგინალური მითხარით რამე, მომაფიქრებინეთ
რომ გავაოცო
(გამაგიჟებს ეს ქალი)

მაპატიე გთხოვ

დამიბრუნდი

მენატრებოდი

მიყვარხარ

მჭირდები

ჩემი თავდავიწყება ხარ!

პირადი სასწაული!

მთელი ცხოვრება

დაუვიწყარი თავგადასავალი

შეუდარებელი ბედნიერება

თავდავიწყებით მიყვარხარ

ცოლად გამომყვები? - სულ ბოლო პლაკატის უკან სუხო იდგა, როგორც კი
ფურცელი გაწიეს ეგრევე დავინახე მის თითებში მოქცეული უზარმაზარი
თაიგული და ბეჭედი.

ასე მეგონა ყველაფერი მესიზმრებოდა, ვგიჟდებოდი, აქეთ იქეთ ვიყურებოდი
გაოცებული, ცრემლები მდიოდა და ვერაფრით ვჩერდებოდი.
სიგიჟე, სრული სიგიჟე იყო ეს ყველაფერი.
პირდაპირ მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით შემოვეხვიე.
უკვე აღარაფერი მაინტერესებდა, მთავარი იყო მასთან ვყოფილიყავი, მის
გვერდით და მის მკლავებში.
- რა გიჟი ხარ!
- თავდავიწყებით მიყვარხარ!
- ჩემი სუხო - ისევ ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს ტუჩებზე და სამყაროც ძალიან
სწრაფად გახდა სრულყოფილი მის გვერდით.

***

ჩემი სიყვარული?
- შენი ღიმილია,
გრძნობებში ჩაკარგული,
მთელი დღეებია..


დასასრული


ისტორია ეძღვნება ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს, მიხვდება თვითონაც 120 <3

ძალიან დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის და იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ!
ველოდები თქვენს შეფასებას,
ჩემთვის მთავარია ზუსტად ისე მომეტანა ემოციები, როგორც ჩაფიქრებული მქონდა! <3
ძალიან მიყვარხართ,
ჩემი სტიმული ხართ და ახლა მე გელოდებით, მთელი გულით... <3 <3 <3



№1  offline წევრი SillyGirl

ისე დამამუნჯა ისტორიამ აღარც კი ვიცი რა გითხრა.
ისტორიის ბოლომდე ისე ვინერვიულე სუხოსა და ლიზ-ას ცალცალკე ყოფნაზე რომ რამდენიმე წელი მომაკლდა სიცოცხლის :D
მთლიანი ისტორია ემოციებით იყო სავსე
და რამდენჯერ მომადგა ცრემლი და რამდენჯერ ვიგრძენი ლიზას მაგივრად გულის ტკივილი ვინ იცის.
დამსახურებული იყო ლიზასთვის სუხოს სიყვარული
სხვანაირად არც შეიძლებოდა
ამდენი წლის შემდეგ ყველაზე მეტად იმსახურებდა სუხოს "ყველაფერს"
სასწაული იყო.
ალბათ ძალიან ხშირად წავიკითხავ ისტორიას და ბევრჯერ ვისიამოვნებ კიდევ.
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით.
იმდენად კარგი ხარ დიდი სიამოვნება იქნება შენი ახალო ისტორიების წაკითხვა.

 


№2  offline წევრი Melancholic

ერთერთი საუკეთესო ❤❤

 


№3  offline მოდერი bla.ell

ჩემი მწერალიი❤რა თბილი და კარგიდ ასასრული იყო...მიუხედავად დაგვიანებისა ვერ გიბრაზდები რადგან ძალიან მონეწონა ისტორია უსაააასტიკესად...მიხარია რომ შენი ყველა ისტორია ვიცი მაგრამ ვწუხვარ რომ კიდევ მიდა და ვერ ვნახავ ჯერ ახალ ისტორიას..ამიტომ გელი ჩემო საკალელო მწერალოო.იმედოა მალე დაგვიბრუნდები ახალი რომანით❤❤❤❤

 


№4  offline წევრი teengirllove

exla vitireb ,ogond martla..dzalian magaria ai dzalian, erti amosuntqvit wavikitxe ..shemshurda lizasi ragac mxriv...dzaan sayvareli xar,imedia kidev dagviwer rames

 


№5  offline წევრი aNuGi

SillyGirl
ისე დამამუნჯა ისტორიამ აღარც კი ვიცი რა გითხრა.
ისტორიის ბოლომდე ისე ვინერვიულე სუხოსა და ლიზ-ას ცალცალკე ყოფნაზე რომ რამდენიმე წელი მომაკლდა სიცოცხლის :D
მთლიანი ისტორია ემოციებით იყო სავსე
და რამდენჯერ მომადგა ცრემლი და რამდენჯერ ვიგრძენი ლიზას მაგივრად გულის ტკივილი ვინ იცის.
დამსახურებული იყო ლიზასთვის სუხოს სიყვარული
სხვანაირად არც შეიძლებოდა
ამდენი წლის შემდეგ ყველაზე მეტად იმსახურებდა სუხოს "ყველაფერს"
სასწაული იყო.
ალბათ ძალიან ხშირად წავიკითხავ ისტორიას და ბევრჯერ ვისიამოვნებ კიდევ.
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით.
იმდენად კარგი ხარ დიდი სიამოვნება იქნება შენი ახალო ისტორიების წაკითხვა.

როგორი თბილი და ბედნიერებით დამუხტული კომენტარია,
ყურებამდე გამეღიმა და არ ვიცი რა გიპასუხო,
მადლობის მეტი რა მეთქმის? <3
ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის,
ვეცდები რომ მალე დაგიბრუნდეთ, თუმცა ჩემი გრაფიკის გადამკიდე რამდენად მოვახერხებ ზაფხულამდე ნამდვილად არ ვიცი <3
დიდი მადლობა <3

Melancholic
ერთერთი საუკეთესო ❤❤

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3 <3 <3

bla.ell
ჩემი მწერალიი❤რა თბილი და კარგიდ ასასრული იყო...მიუხედავად დაგვიანებისა ვერ გიბრაზდები რადგან ძალიან მონეწონა ისტორია უსაააასტიკესად...მიხარია რომ შენი ყველა ისტორია ვიცი მაგრამ ვწუხვარ რომ კიდევ მიდა და ვერ ვნახავ ჯერ ახალ ისტორიას..ამიტომ გელი ჩემო საკალელო მწერალოო.იმედოა მალე დაგვიბრუნდები ახალი რომანით❤❤❤❤

როგორ ვგიჟდები შენზე და შენს ლექსებზე რომ იცოდეე <3
თან როგორ მიხარია შენი კომენტარები,
დიდი მადლობა ჩემო უნიჭიერესოო და შენც უნდა გაგვანებივრო იცოდე შენი შემოქმედებით <3 <3

teengirllove
exla vitireb ,ogond martla..dzalian magaria ai dzalian, erti amosuntqvit wavikitxe ..shemshurda lizasi ragac mxriv...dzaan sayvareli xar,imedia kidev dagviwer rames

ძალიან დიდი მადლობა,
აი უდიდესი მადლობა <3 <3 <3
ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline წევრი An_Gel

მთელი ისტორია რომ არაფერი ყოფილიყო,
სულ არაფერი,
გუშინ ღამით დაწერილი ორი თავისთვის ღირდა ყველაფერი!
იცი შენ, როგორც ვგიჟდები მე შენს უნარზე, ერთი ამოსუნთქვით დაწერო ასეთი ემოციური რაღაცეები.
ასეთი არანორმალური რომ ხარ და გიჟი, მაგრამ მაინც შეგიძლია ამდენად სიღრმისეული ემოციების გადმოცემა, რომელსაც შენი განუმეორებელი იუმორიც ყოველთვის ექნება ფონად.
ამის გამო ათასმაგად მიყვარხარ!!!
და ყველა შენი ისტორიით მე ვამაყობ. (შენ ცოტა მოიკოჭლებ ამ კომპონენტში :) )
სუხომ უნდა დაიმსახუროს რომ ჩემი დიშვილი გახდეს-მეთქი, გახსოვს რომ გითხარი? დაიმსახურა! <3
მიყვარხარ, ჩემო ციკუნა.
დანარჩენი იცი heart_eyes

 


№7  offline წევრი aNuGi

An_Gel
მთელი ისტორია რომ არაფერი ყოფილიყო,
სულ არაფერი,
გუშინ ღამით დაწერილი ორი თავისთვის ღირდა ყველაფერი!
იცი შენ, როგორც ვგიჟდები მე შენს უნარზე, ერთი ამოსუნთქვით დაწერო ასეთი ემოციური რაღაცეები.
ასეთი არანორმალური რომ ხარ და გიჟი, მაგრამ მაინც შეგიძლია ამდენად სიღრმისეული ემოციების გადმოცემა, რომელსაც შენი განუმეორებელი იუმორიც ყოველთვის ექნება ფონად.
ამის გამო ათასმაგად მიყვარხარ!!!
და ყველა შენი ისტორიით მე ვამაყობ. (შენ ცოტა მოიკოჭლებ ამ კომპონენტში :) )
სუხომ უნდა დაიმსახუროს რომ ჩემი დიშვილი გახდეს-მეთქი, გახსოვს რომ გითხარი? დაიმსახურა! <3
მიყვარხარ, ჩემო ციკუნა.
დანარჩენი იცი heart_eyes

აი შენზე რომ ვგიჟდები ისეეე?!
პროსტა წარმოუდგენელიაა <3
ამ საიტმა ყველაზე ძვირფასი რამ მაჩუქა, შენი თავი <3
როგორ მიხარიხარ,
მეამაყები ვერც კი წარმოიდგენ რა ციკუნა! <3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ სულ ჩემს გვერდით ხარ და ყოველთვის, ყოველთვის მაქვს შენი იმედი! <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი aNuGi

Ans...
იუ არ სოუ ქულ ! kissing_heart kissing_heart
აი პირველი რა ემოცია მქონდა ისტორიის კითხვა რომ დავასრულე!

სასწაული ხარ ანა !!!
დედაა...ეს რა იყო???? იმდენი ვინერვიულე, გეფიცები თავიდან ხო ლიზას ცალმხრივი სიყვარულით დავიტანჯე და ბოლოს იმით, რომ ეს ყველაფერი 1 თვეზე მეტხანს არ გაგრძელდა. უდიდესი სურვილი მქონდა სუხოსთვის რაღაც ჩამერტყა თავში იმ უხსენებელს რო იკარებდა :)))))))))
მაგრამ ვიცოდი რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან აუცილებლად რომ გამოაძვრენდი მაგ ბიჭს და ყველაზე ორიგინალურიი სურპრიზიც მოუფიქრე ^_^

მგონია, რომ ყველა ლიზასნაირი გოგო ასეთ დასასრულს იმსახურებს. ყველა, ვისაც ასე ცალმხრივად, ჩუმად და გიჟურად უყვარს ვიღაც...ყველააა ყველა იმსახურებს, რომ ბოლოს ისინიც შეიყვარონ ისე, როგორც იმსახურებენ <333333

“ისე გენატრები, როგორც მე მენატრები?” - ეს ფრაზა ჩამრჩა გონებაში ძაან.

აი, ძალიან მაგარი იყო! ძალიააან!!!!
ემოციებით ვარ ახლა სავსე!
და მადლობა ამისთვის!
შენი ახალი ისტორია არის ახალი ბედნიერება და უდიდესი სიამოვნება!
ოქრო ხარ ! heart_eyes heart_eyes

ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!
უდიდესი მადლობა ამ კომენტარისთვის და იმ ემოციებისთვის რაც დამიტოვე, ძალიან ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა <3

კი ნამდვილად, ყველა ლიზა იმსახურებს საპასუხო სიყვარულს და ბედნიერებას! <3

ისე მიხარია იმედები რომ არ გაგიცრუე! <3
ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე ხო საერთოდ! <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი ამათ ერთად ყოფნას.ძალიან მინდოდა რომ სუხოს ყვარებოდა ლიზა ძალიან დაიტანჯა ლიზა მის გამო და ნამდვილად იმსაზურებდა მის სიყვარულს.როცა ასე ძლიერ გიყვარს ადამიანი თავიდან მეცოდებოდა ლიზა ამ ცალმხრივი სიყვარულისტვის,მერე რო შეამჩნია სუხომ გამიხარდა,აი რომ დაიკარგა აქ კი გავბარაზდი ეს რას უკეთებს მეთქი ამ გოგოს ,თან მირასთან ურთიერტობა ის მომენტი როცა სკოლასი ერთად ნახა დაკარგვის მერე ვერ გავიგე, იმ მხრივად რომ არ აპროტესტებდა მის ჩახუტებასო და რატო.თუ ბაბუამისის გამო იყო დაკსრგული.დასასრული კი არაჩვეულებრივი იყო სხვანაირს არც იმსახურებდა ლიზა.ძალიან მომეწონა

 


№10 სტუმარი სტუმარი თამარი

აუუ "ჩემი" სუხო. და "ჩემი" სუხოს ლიზ-ა.. ბოლოზე გავგიჟდი... მართლა გავგიჟდი... წინა თავები მქონდა წაკითხული ცალ-ცალკე სადამდეც გედო და ისე ველიდები დანარჩენს ისე ველოდებოდი რავი. მერე დღეს რომ შემხვდა თავდავიწყებით სრულადო. მეთქი ისააა თუ მეჩვენებათქო.. და რომ ვნახე ისე განიხარდა. ისე გამიხარდნენ. და ისე გამიხარდი რავიი.... სასწაულია რა^^ ვგიჟდები ამხელა გრძნობაზე. მეტკინა, მეწყინა.. ლიზ-ა'ს სიტყვებმა შემშალა და ბოლოს სუხომ გადამრია. გამახარა გამავედბიერა და ამავსო.. ამ დილას, ამ წვიმიან დილას სითბითი ვიწყებ^^ მადლობა შენ სუხოს და სუხო'ს ლიზ-ა'ს.. ვგიჟდები თქვენზე მე❤❤❤

 


№11  offline წევრი blondeangel631

გვიჟდები ამ წყვილზე ძალიან საყვარები არიან და ძალიან გამიხარდა ასეთი დასასრული kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№12  offline წევრი aNuGi

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი ამათ ერთად ყოფნას.ძალიან მინდოდა რომ სუხოს ყვარებოდა ლიზა ძალიან დაიტანჯა ლიზა მის გამო და ნამდვილად იმსაზურებდა მის სიყვარულს.როცა ასე ძლიერ გიყვარს ადამიანი თავიდან მეცოდებოდა ლიზა ამ ცალმხრივი სიყვარულისტვის,მერე რო შეამჩნია სუხომ გამიხარდა,აი რომ დაიკარგა აქ კი გავბარაზდი ეს რას უკეთებს მეთქი ამ გოგოს ,თან მირასთან ურთიერტობა ის მომენტი როცა სკოლასი ერთად ნახა დაკარგვის მერე ვერ გავიგე, იმ მხრივად რომ არ აპროტესტებდა მის ჩახუტებასო და რატო.თუ ბაბუამისის გამო იყო დაკსრგული.დასასრული კი არაჩვეულებრივი იყო სხვანაირს არც იმსახურებდა ლიზა.ძალიან მომეწონა

როგორ გამიხარდა, როგორ გამაბედნიერა შენმა კომენტარმა, ჰო ბაბუას გამო იყო დაკარგული და ჭკუა არ მოეკითხებოდა :დ <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და ძალიან ძალაინ დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის <3

სტუმარი თამარი
აუუ "ჩემი" სუხო. და "ჩემი" სუხოს ლიზ-ა.. ბოლოზე გავგიჟდი... მართლა გავგიჟდი... წინა თავები მქონდა წაკითხული ცალ-ცალკე სადამდეც გედო და ისე ველიდები დანარჩენს ისე ველოდებოდი რავი. მერე დღეს რომ შემხვდა თავდავიწყებით სრულადო. მეთქი ისააა თუ მეჩვენებათქო.. და რომ ვნახე ისე განიხარდა. ისე გამიხარდნენ. და ისე გამიხარდი რავიი.... სასწაულია რა^^ ვგიჟდები ამხელა გრძნობაზე. მეტკინა, მეწყინა.. ლიზ-ა'ს სიტყვებმა შემშალა და ბოლოს სუხომ გადამრია. გამახარა გამავედბიერა და ამავსო.. ამ დილას, ამ წვიმიან დილას სითბითი ვიწყებ^^ მადლობა შენ სუხოს და სუხო'ს ლიზ-ა'ს.. ვგიჟდები თქვენზე მე❤❤❤

მიხარიხარ! <3
ისე გამაბედნიერეე, ისე გამახარე ამ დილით! <3 მთელ ჩემს დილას ქმნით თქვენ <3 <3
უდიდესიი, უზარმაზარი მადლობაა <3

blondeangel631
გვიჟდები ამ წყვილზე ძალიან საყვარები არიან და ძალიან გამიხარდა ასეთი დასასრული kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა ასეთი კომენტარისთვის, მაბედნიერებთ! <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი mimimimo

ვგიჟდები!
როგორ საოცრად შეგიძლია თითოეული სიტყვით მაგრძნობინო ის, რაც ჩადე ამ ისტორიაში.
თითოეული სიტყვა მტკიოდა და მიხაროდა.
სუხომ იმედი გამიცრუა, თუმცა შემდეგ მეც ვაპატიე!
მოუთმენლად გელი ახალი ისტორიით, ჩემო ტკბილო.
წარმატებები!

 


№14  offline წევრი Mtirala

დღეს შენი დღე მაქვს!
aNuGi-ს დღე მაქვს!
ეს ისტორია არის სასწაული! და შენ თვითონ ხარ სასწაული!
ცალმხრივი სიყვარული, არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ როგორი მწარეა. :(((((((
ნიკოლოზი, ნიკა, ნიკო, ნიკუშა... არა, სუხო!
მხოლოდ შენ შეგიძლია ბანალური აქციო ორიგინალურად!
ბოლო ნაწილი, ხელის თხოვნა უნდა ყოფილიყო ბანალური, მაგრამ იყო საოცრება!
შენი ნიჭი, შენი იუმორის გრძნობა ზედმეტად მხიბლაბს და ალბათ მალე გამაფრენინებს!
ერეკლე მომეწონა, მარიაც, ლუკაც, გაგა, თაკოც კი!
ბედნიერება წვრილმანებშიაო,
ხო, შენ ამ ისტორიაში ჩადებული წვრილმანებით გამაბედნიერე!
შენ თვითონ ხარ ბედნიერება!
მიყვარხარ <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№15  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა ვგიჟდები სუხოზე და ლიზაზე ძალიან მიყვარან heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№16  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ასე ძალიან შენი არც ერთი ისტორია არ მომწონებია, ყოჩაღ. არც მომდევნოები უნდა იყოს ამაზე ნაკლები. ნიჭიერი გოგო ხარ, ძალიან კაარგი

 


№17 სტუმარი Kusa13

აუ რაკარგი იყოო❤გამათბოო სასწაულად ^_^ ტირილი მომანდომა რაა:( ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან თბილიი❤❤საყვარელიაა სუხო❤ მარიას და ერეკლეს ამბავიც გამიხარდა, მოგვარდებოდა ხო? :დ❤ კარგად წერ, ძალიან მომწონს შენისტილ❤შენი ისტორიებიც საყვარელო ❤❤შემდეგ იატორიაზე წარმატებებიიი❤❤❤

 


№18  offline წევრი LaLiDze

ერთადერთი ახლა რისი თქმაც შემიძლია ეს არის , რომ ვტირი. სერიოზულად ვტირი.
გავგიჟდი ისე მომეწონა , მითუმეტეს დასასრული.

 


№19  offline წევრი veroo

ყოველთვის მძიმე თემაა ეს ჩემთვის ვკითხულობდი და ლიზაში ვხედავდი იმ გოგონებს რომლნიც იტანჯებიან ცალმხრივი სიყვარულით მისი ტკივილი მისი ტანჯვა გავითავისე ყველა ემოცია ჩემში გადმოვიდა ❤აი აღრფთოვანებული ვარ ეს არაა ორი თინეიჯერის ბანალური ისტორია ესაა დიდი სიყვარულის ამბავი და ზეიმი მომწონს შენი თხრობის სტილი და მიყვარხარ მე შენ❤

 


№20  offline წევრი aNuGi

meocnebe avadmyopi
აი შენ არ იცი როგორ მომეწონა
რა არ ვქენი რომ წამეკითხა,ვკითხულობდი დასვენებებზე,ზოგიერთ გაკვეთილზე და ყოველთვის როცა ხელში დრო ჩAმივარდებოდა,დიდი ხანია ველოდი შემდეგ თავს და თურმე ეს ლოდინი ამად ღირდა
ეს იყო ისტორია რომელსაც შეუძლია გვასწავლოს სიყვარული,ძნელია გიყვარდეს 5 წელი ერთი და იგივე ადამიანი,მაგრამ ისტორია ყველაზე დიდსტიმულს იმათ აძლევს ვინც ლიზას მდგომარეობაში არიან,არამარტო მათ არამედ იმათ ვისაც არ სწამთ რომ ოცნებებს აიხდენენ
ეს იყო საოცრება,ძალიან კარგი ისტორია,ერთ-ერთი მათგანი ჩემს საყვარელ ისტორიებს შორის,შედარებას ვერ გავაკეთესხვა ისტორიებთან,რადგან ეს იყო უჩვეულო,საინტერესო და განსხვავებული,მე ეს ისტორია მომწონს კი არა არამედ მიყვარს

გელი ახალია ისტორიით[right][/right] heart_eyes heart_eyes

როგორ გამახარეე, ეს კომენტარი იმდენად დიდი ბედნიერებაა ჩემთვის აი ვერ წარმოიდგენ! <3 <3 <3
მიხარია რომ ზუსტად მოვიტანე შენამდე ყველა ემოციაა და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! <3 <3

mimimimo
ვგიჟდები!
როგორ საოცრად შეგიძლია თითოეული სიტყვით მაგრძნობინო ის, რაც ჩადე ამ ისტორიაში.
თითოეული სიტყვა მტკიოდა და მიხაროდა.
სუხომ იმედი გამიცრუა, თუმცა შემდეგ მეც ვაპატიე!
მოუთმენლად გელი ახალი ისტორიით, ჩემო ტკბილო.
წარმატებები!

ვიფიქრე აქამდე რომ არ გამოჩნდა, ალბათ ეს ისტორია არ მოეწონა მეთქი და თურმე შევცდი <3
ჩემო უნიჭიერესო,
ძალიან დიდი დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის და ვგიჟდები შენზე!
<3
წარმატებები შენც, ჩემი სტიმული ხარ <3

Mtirala
დღეს შენი დღე მაქვს!
aNuGi-ს დღე მაქვს!
ეს ისტორია არის სასწაული! და შენ თვითონ ხარ სასწაული!
ცალმხრივი სიყვარული, არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ როგორი მწარეა. :(((((((
ნიკოლოზი, ნიკა, ნიკო, ნიკუშა... არა, სუხო!
მხოლოდ შენ შეგიძლია ბანალური აქციო ორიგინალურად!
ბოლო ნაწილი, ხელის თხოვნა უნდა ყოფილიყო ბანალური, მაგრამ იყო საოცრება!
შენი ნიჭი, შენი იუმორის გრძნობა ზედმეტად მხიბლაბს და ალბათ მალე გამაფრენინებს!
ერეკლე მომეწონა, მარიაც, ლუკაც, გაგა, თაკოც კი!
ბედნიერება წვრილმანებშიაო,
ხო, შენ ამ ისტორიაში ჩადებული წვრილმანებით გამაბედნიერე!
შენ თვითონ ხარ ბედნიერება!
მიყვარხარ <3

შენ გამაბედნიერე ამ კომენტარით და შეფასებით <3
გეფიცები ყურებამდე გამეღიმა ისეთი კარგი იყო და ამისთვის ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ! <3
მეც მეც ძალიან <3 ვგიჟდები შენზე <3 <3

blondeangel631
ძალიან მომეწონა ვგიჟდები სუხოზე და ლიზაზე ძალიან მიყვარან heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ასეთი შეფასებისთვის <3 <3 <3 <3 <3

Chikochiko
ასე ძალიან შენი არც ერთი ისტორია არ მომწონებია, ყოჩაღ. არც მომდევნოები უნდა იყოს ამაზე ნაკლები. ნიჭიერი გოგო ხარ, ძალიან კაარგი

როგორ მიხარია,
იმედი მაქვს შემდეგი უფრო მოგეწონება და არასდროს გაგიცრუებ იმედებს <3
ძალიან დიდი მადლობა <3 <3

Kusa13
აუ რაკარგი იყოო❤გამათბოო სასწაულად ^_^ ტირილი მომანდომა რაა:( ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან თბილიი❤❤საყვარელიაა სუხო❤ მარიას და ერეკლეს ამბავიც გამიხარდა, მოგვარდებოდა ხო? :დ❤ კარგად წერ, ძალიან მომწონს შენისტილ❤შენი ისტორიებიც საყვარელო ❤❤შემდეგ იატორიაზე წარმატებებიიი❤❤❤

მოგვარდებიან აბა რა <3
დროა უკვე რომ მოგვარდნენ და ერთად იყვნენ <3
ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, გამაბედნიერე <3

LaLiDze
ერთადერთი ახლა რისი თქმაც შემიძლია ეს არის , რომ ვტირი. სერიოზულად ვტირი.
გავგიჟდი ისე მომეწონა , მითუმეტეს დასასრული.

უდიდესიი, უზარმაზარი მადლობა! <3 მიხარია რომ სწორად მოვიტანე ემოციები თქვენამდე ჩემი სტიმული ხართ! <3

veroo
ყოველთვის მძიმე თემაა ეს ჩემთვის ვკითხულობდი და ლიზაში ვხედავდი იმ გოგონებს რომლნიც იტანჯებიან ცალმხრივი სიყვარულით მისი ტკივილი მისი ტანჯვა გავითავისე ყველა ემოცია ჩემში გადმოვიდა ❤აი აღრფთოვანებული ვარ ეს არაა ორი თინეიჯერის ბანალური ისტორია ესაა დიდი სიყვარულის ამბავი და ზეიმი მომწონს შენი თხრობის სტილი და მიყვარხარ მე შენ❤

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, თბილო <3
როგორ გამახარე აუუ აი არვიცი რა გითხრათ! <3
მიხარია უზომოდ და უსაზღვროდ თითოეული კომენტარი! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№21  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"ჩემი სიყვარული? 
- შენი ღიმილია, 
გრძნობებში ჩაკარგული, 
მთელი დღეებია.."

საუკეთესოზე მეტი იყო... საოცრება და მე ეს ისტორია მიყვარს თავდავიწყებით <3

 


№22  offline წევრი mmmkk

ჩემი ემიცია პირველად ვიტირე აქ დაწერილ ისტორიაზე ეს უბრალოდ საოცრება იყო ❤❤

 


№23  offline წევრი aNuGi

ანი ანი
"ჩემი სიყვარული? 
- შენი ღიმილია, 
გრძნობებში ჩაკარგული, 
მთელი დღეებია.."

საუკეთესოზე მეტი იყო... საოცრება და მე ეს ისტორია მიყვარს თავდავიწყებით <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ! <3 <3 <3 <3 <3

mmmkk
ჩემი ემიცია პირველად ვიტირე აქ დაწერილ ისტორიაზე ეს უბრალოდ საოცრება იყო ❤❤

უდიდესი მადლობაა <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24 სტუმარი სტუმარი annna

ეს ისეთი საოცარი... სიტყვები არ მყოფნის. ❤❤❤ წიგნად რომ გამოსცეთ მკითხველის გულს ნამდვილად მოინადირებთ. მას საქართველო შეიყვარებს ❤❤❤

 


№25  offline წევრი aNuGi

სტუმარი annna
ეს ისეთი საოცარი... სიტყვები არ მყოფნის. ❤❤❤ წიგნად რომ გამოსცეთ მკითხველის გულს ნამდვილად მოინადირებთ. მას საქართველო შეიყვარებს ❤❤❤

უდიდესიიი მადლობა ამ შეფასებისთვის როგორ ძალიან გამახარეე <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№26 სტუმარი ti ko

sauketeso scenaria, sauketeso filmisatvis. ❤❤❤

shemiyvarda lizazu, suxo, eke, maria, gaga, luka

 


№27  offline წევრი aNuGi

ti ko
sauketeso scenaria, sauketeso filmisatvis. ❤❤❤

shemiyvarda lizazu, suxo, eke, maria, gaga, luka

უდიდესი მადლობა! <3 <3 <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№28  offline წევრი Laliashvili009

Ubralod saocreba iyo ❤!

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სიყვარულებიი რა კარგიი იყოო ყოჩაღ

 


№30  offline წევრი Merri

სასწაული ხარ შეენ ! ..ძალიან მაგარი იყო <3...ძალიან საყვარელი და თბილი ისტორია..<3...
განსაკუთრებით ბოლო მომეწონა
"ჩემი სიყვარული?
- შენი ღიმილია,
გრძნობებში ჩაკარგული,
მთელი დღეებია.. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent