შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - 7


29-03-2018, 17:45
ავტორი mimimimo
ნანახია 1 757

მენატრებოდა თორნიკე. ვიხსენებდი მასთან გატარებულ დღეებს. როგორ გავიცანი პირველად. მეღიმებოდა, როდესაც გავაცნობიერე, როგორ მივეცი ფული და მივუკეტე კარი, როდესაც მოიტანა პიცა, რადგან მომსახურე პერსონალი მეგონა.
ვიხსენებდი და მეღიმებოდა. შემდეგ კი, ვაცნობიერებდი, რომ წავიდა და ახლა აღარავინ მეყოლებოდა გვერდით. მის გარეშე ცარიელი დავრჩი.
გამოვიფიტე და გავნადგურდი. სულ რაღაც 1 თვეში მოახერხა და შემოიჭრა ჩემში, არია ყველაფერი და ეგრევე დატოვა აქაურობა.

*

-ერეკლე, თორნიკე სად წავიდა?
-დაბრუნდა. - მსგავსი პასუხები მკლავდა.
დაბრუნდა, წავიდა, სახლშია. - მეტი არაფერი. თითქოს თორნიკეს აეკრძალა მასზე საუბარი.
მაშინ, როდესაც მჭირდებოდა თორნიკე... არ მყავდა და შორს იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იქ მამის საქმეს აგრძელებდა, მეტი - არაფერი. სად იყო? როგორ იყო? - არაფერი ვიცოდი.
როგორ გაუსაძისად შეიძლება გენატრებოდეს ადამიანი?
თუნდაც ის, როდესაც გეჩხუბებოდა. სულ მეჩხუბოს, ოღონდ დაბრუნდეს-მეთქი, შემდეგ ჩემს თავზეც გამეცინა, რა სისიუელეს ვფიქრობდი.
ნელ-ნელა თითქოს შევეგუე თორნიკეს გარეშე ყოფნას. დღეები ერთფეროვანი გახდა, მაგრამ ვცდილობდი არ მომეხვია ჩემი სევდა გარშემომყოფთათვის.

ტელეფონზე ზარია. უცხოური ნომერია. აშკარაა, სხვა ქვეყნიდან რეკავენ. გული უცნაურად მიცემს, თითქოს ვხვდები, ვინც შეიძლება იყოს. ტელეფონს ხელში ვიქცევ და ნომერს ვაკვირდები. გონება მეთიშება და იმდენსაც ვერ ვახერხებ, რომ ვუპასუხო.
ზარი შეწყდა. გამოვფხიზლდი.
რა სულელი ვარ! როგორ არ ვუპასუხე.
მეორედ რეკავს. სწრაფად ვუსვამ ტელეფონის ეკრანს ხელს და ვპასუხობ.
-გისმენთ. - ხმას არავინ იღებს, მხოლოდ მამაკაცის ხშირი სუნთქვა ისმის. -გისმენთ. - კვლავ ვიმეორებ და პასუხის მოლოდინში ვჩუმდები.
-ალექსანდრა, - მესმის ნაცნობი ხმა. ჟრუანტელი მივლის. ოდნავ წავბარბაცდი, ვხვდებოდი, რომ ცოტაც და გონებას დავკარგავდი. საწოლზე ჩამოვჯექი და წყლის ჭიქას ხელი დავავლე, ცოტა მოვსვი და უკან დავაბრუნე. - მომენატრე. - აგრძელებს ის და თვალები ცრემლებით მევსება.
არ შემიძლია! გავთიშე. მისი ხმა იმდენად უცხო იყო, სევდით სავსე და სადღაც მონატრებაც გარევია.
ვერ ვუძლებდი იმას, რომ ის შორს იყო. ისე წავიდა - არც კი მითხრა. თავს მიგდებულად, გამოყენებულად ვგრძნობდი. მტკიოდა მისი წასვლა და მტკიოდა თავად თორნიკე.
-მოვენატრე? ესაა მისი მონატრება? - ხმამაღლა ვხავი და ცრემლები მომდის. - ვე გიტან! ვერ გიტან! - ვბუტბუტებ. ლოგინზე მოკეცილი ვწვები და ტირილში მეძინება.

*

-დემნა, შემეშვი!
-მომიწექი, რა. - ისევ თავისას აგრძელებს.
-საჭმელია გასაკეთებელი! წამლები გაქვს დასალევი!
-არ მინდა. მოდი. - საწოლზე უტყაპუნებს ხელს.
-გამოკეთდები და საერთოდ არ დაგენახები! - თითს გამაფრთხილებად ვუქნევ.
-გოგო! ავადმყოფი ვარ, ცუდად ვარ! რანაირად მექცევი?
-ჩვეულებრივ.
-და შენ უნდა იყო ექიმი?
-რომელი ექიმი უწვება პაციენტს გვერდით? - წარბებს ვწკიპავ და სახე ეცვლება. სიცილით ვაქნევ თავს და სუპს ვსინჯავ.
-კესოო... - ისევ ყვირის.
-ვაიმე, დემნა, ნუ ყვირი! ავად ხარ...
-რა ავად, გოგო. ჩათვალე მკვდარი უნდა ვიყო ახლა. შენ კიდევ მაბრაზებ. აი, რომ მოვკვდებოდი, მერე იტირებდი და მოთქვამდი.
-მოკეტე! - გაბრაზებული მივეჭერი და ვაკოცე.
-კარგი გოგო, კარგი. - თმაზე ხელი დამისვა.
-თორნიკე სად წავიდა? - ვცდილობ რაიმე ინფორმაცია გამოვსტყუო.
-ვერ გეტყვი.
-რატომ? - ნაწყენი ვუყურებ.
-არ შემიძლია. სჯობს რომ ჩამოვა, პირადად უთხრას ალექსანდრას. - წამში ხვდება.
-კარგი, არ ვეტყვი. - ხელებს მაღლა ვწევ. - და მითხარი.
-ჩემს მოტყუებას ცდილობ? - სიცილით მეუბნება და ხელს მხვევს, მის გვერდით ვწვები და ხელზე ვადებ თავს.
-გეტკინება. - ვცდილობ თავი ავწიო.
-როგორ ზრუნავს ჩემზე. - თავს ისევ მადებინებს. - არ მტკივა.
დემნას მშობლები საზღვარგარეთ არიან, მარტო ცხოვრობს. მისი მოვლა-პატრონობა მე მევალებოდა.

-დემნა, ბიჭები მოვლენ, მე უნდა გავიდე.
-საით?
-ლაშას უნდა შევხვდე.
-ვის?
-ლაშას.
-კესო!
-ჰო?
-რა გინდა?
-არაფერი. რა უნდა მინდოდეს? - გაკვირვებული ვუყურებ.
-ნუ სარგებლობ იმით, რომ ვერ ვდგები. არსადაც არ წახვალ.
-უკაცრავად? - წარბაწეულმა გავხედე. მისი სახე, როდესაც დავინახე, სიცილი ვერ შევიკავე.
-მომატყუე, ხო? - პატარა ბავშვივით გაიბუტა.
-სანდრასთან მივდივარ, - მივედი, ლოყაზე ვაკოცე და წამოსვლას ვაპირებდი, რომ დამიჭირა.
-წიწილას ვგავარ?
-რატომ? - გაკვირვებულმა ვკითხე. თავისკენ დამქაჩა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-მიბრძანდი. - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.

*

-სანდრა, როგორ ხარ?
-კესი, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს. რას შვრები?
-ყავა არ გინდა?
-კი.
-მეც, მიდი გააკეთე. - ავაგდე კესო.
-რა უსინდისო ხარ! - სიცილით მეუბნება.
-თორნიკემ დამირეკა. - სიტყვას ვაწევ, სანამ სამზარეულოში შევიდოდა. თვალებგაფართოებულმა გამომხედა.
-რაო?
-მომენატრეო.
-მერე?
-გავუთიშე. - ჩუმად ვუთხარი და თავი ჩავხარე.
-დემნას ვკითხე, მაგრამ არაფერი უთქვამს. არ მეუბნება. რომ ჩამოვა სჯობს თვითონ თორნიკე დაელაპარაკოს და სიმართლესაც მისგან გაიგებსო.
-ანუ ჩამოვა? - გულმა თითქოს შეიფრთხიალა.
-დემნას ნათქვამიდან გამომდინარე, კი, ჩამოვა.

***

ორი კვირა გავიდა, იმის მერე, რაც თორნიკე წავიდა. ორჯერ დარეკა, მაგრამ ვერ ველაპარაკებოდი. ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი!

გადავწყვიტე იმდენად აღარ მედარდა. თორნიკე კარგად იყო. წავიდა, რადგან საჭირო იყო. არ უთქვამს წასვლის შესახებ, რადგან არ ვიყავი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი რომ თქმა საჭირო ყოფილიყო.

-ლილე, ქალაქში გავისეირნოთ.
-გავისეირნოთ. ნატალიას დავურეკავ.
-ჰო, მე კესოს ვეტყვი. - გოგონებთან ერთად მაღაზიებში გავიარე, შემდეგ კაფეში დავსხედით.
-როგორ მომენატრეთ!
-მე და ლექსო ერთად ვართ. - დაიწყო ლილემ.
-ვაუ, რა მაგარია! გილოცავთ. - გახარებულმა ვუთხარი.
-მე დემნა მკლავს. - ამოიწუწუნა კესომ.
-თქვენ ჩვენ გვკლავთ. - სიცილით ვუთხარით გოგონებმა.
საღამოს დავიშალეთ და სახლში მივედი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე და სამზარეულოში გავედი. ყავისთვის წყალი დავდგი.
-ერეკლე, სად ხარ? - დავურეკე ჩემს ძმას.
-ბიჭებთან ვიყავი, მოვდივარ. შე?
-მეც ახლა შემოვედი. გელოდები. - გავუთიშე და დედასთან გადავრეკე.
-დედუ, როგორ ხარ?
-ოჰ, ვის გავახსენდი.
-კარგი, რა.
-თქვენ როგორ ხართ?
-მშვენივრად. მამა სად არის? - თან ყავა გავიკეთე.
-აქ ვარ. - კამერაში გამოჩნდა მამა.
-ოჰ, მამიკუნა, მოსუქებულხარ. მოგიხდა სოფლის სუფთა ჰაერი.
-დედათქვენი მივლის კარგად! - სიცილით მითხრა და დედას ხელი გადახვია. კარზე ზარი იყო.
-დე, წავედი. მერე დაგირეკავთ. ერეკლე მოვიდა მგონი. - გავთიშე და კარისკენ წავედი. უკითხავად, ღიმილით გავაღე კარი, რადგან ვიცოდი რომ ერეკლე უნდამოსულიყო, მაგრამ ღიმილი სახეზე შემეყინა.
თორნიკე იყო. თვალებში შევხედე და ჩაწითლებული, განადგურებული იყო. კარი ფართოდ გამოვაღე. შემოვიდა. კარი მივხურე და მივბრუნდი. იქვე იდგა. მოვიდა და ჩამეხუტა.
-ჩემი სანდრა. - ჩუმად თქვა და თმაზე ხელი დამისვა. ძვლების ატკიებამდე ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები. - როგორ მენატრებოდი. როგორ მჭირდები. - ბუტბუტებდა და არ ჩერდებოდა. ყელთან ახლოს სისველე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ტიროდა.
-თორნიკე. - ოდნავ მოვშორდი და მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე. - რა მოხდა? - სასოწარკვეთლმა ვკითხე და თვალებიდან მზერას არ ვაცილებდი.

მისაღებში დივანზე ვიჯექი და თორნიკეს ჩემს კალთაში ჩაედო თავი. მის თმებში დავაცურებდი ჩემს თითებს. მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ეძინა.
როგორი განადგურებული იყო. ჩემი თავის შემრცხვა, როგორ ვიფიქრე, რომ ასე, უბრალოდ, წავიდოდა. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა. ვუყურებდი, როგორ შეცვლილა. როგორ მომნატრებია მისი ხმა, რომელიც უფრო უხეში მეჩვენა, თუმცა მონატრების ელფერი მაინც არ დაჰკარგვია.
ალბათ, უნდა წასულიყო, რომ მიმხვდარიყავი, თუ როგორ მჭირდება ის. მის გარეშე კი - მრავალფეროვნებას ფერი ეკარგება და ყველაფერი ერთფეროვანი ხდება.

თორნიკე:


ალექსანდრა:

&&&

ესეც მეშვიდე თავი.
ცოტა ინტრიგით.
იმედია მოგეწონებათ.
ბოდიში დაგვიანებისთვის.



№1 სტუმარი Araaaa

Dzaaan magariaaa momwonssss ubralod saintereso da magari istoriebindidi tavebi unda ikoss!!!!! Kochag

 


№2 სტუმარი Shorena kiladze

Ra damemarta tokunias ha momjali interest da egaa .rogor gamexarda rim davinaxe ROM icode .zaluan momcons da gelodebi

 


№3  offline წევრი mimimimo

Araaaa
Dzaaan magariaaa momwonssss ubralod saintereso da magari istoriebindidi tavebi unda ikoss!!!!! Kochag

დიდი მადლობა.
Shorena kiladze
Ra damemarta tokunias ha momjali interest da egaa .rogor gamexarda rim davinaxe ROM icode .zaluan momcons da gelodebi

დიდი მადლობა.
შევეცდები, რაც შეიძლება მალე დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent