შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი6)


30-03-2018, 00:10
ავტორი ენჯი
ნანახია 1 647

სააბაზანოდან გამოვედი,ასე მგონია ხანდახან წყალს ჩემი ფიქრებიც თან მიაქვს და მანთავისუფლებს.ტელეფონს ვამოწმებ,ახალ ჩემთვის უმნიშვნელო მესიჯებს ვშლი და იქვე სავარძელში ვისვრი.
ხალათს ვიცვავ, თმაზე პირსახოც შემოხვეული,ყავით ხელში გავდივარ ავანზე და სკამზე ვჯდები.აივნიდან ვათვალიერებ უბანს,იმის მიუხედავად რომ მარტია,თბილი ამინდია და ჩემს სახეზე მზის სხივები საყვარლად დათამაშებენ. სკამიდან გაოცებული ვხტები და მოაჯირს ვეკრობი როდესაც ეზოში ნაცნობ მანქანას აწყდება ჩემი თვალები.
როგორი გახარებული დავხტოდი ხოლმე რომ მომწერდა ჩამოდი მოვედიო.გავვარდებოდი აივანზე და მისი დანახვით გახარებულს, ოცდათორმეტივე კბილი მიჩანდა ისე ვიღიმოდი.მანქანას აეყუდებოდა,შიგნით არასდროს ჩერდებოდა,ხელს დამიქნევდა და ამომძახებდა
-ჩამოდი სანამ მე ამოვედიო
მეც სირბილით ჩავირბენდი შვიდ სართულს და ზედ ვეკვროდი.
ამ მანქანიდან ვიღაც ქალი გადმოვიდა,ვინც მინდოდა ის არ აღმოჩნდა.ხუთი თვეა არ გვილაპარაკია,ხუთი თვეა არ ჩავხუტებივარ და ხუთი თვეა არ უთქვამს როგორ ვუყვარვარ. მეცინება ასეთი დარწმუნებული რომ ვარ, რომ კიდევ ვუყვარვარ,ან არვიცი,შეიძლება მე მიყვარს უბრალოდ ასე საოცრად.
გადამიარა ყველაფერმა თქო ვიძახი,მხოლოდ მონატრებას ვგრძნობ,ვეღარ ვუძლებ,ალბათ პრინციპებსაც გადავაბიჯებ,ერთი სული მაქვს ვნახო.მაგრამ მეორე წამს მახსენდება,როგორ მელაპარაკა და ასე რა მიზეზით ვართ,მე აქ და ის საფრანგეთში.
ტელეფონის ხმა წვდება ჩემს სმენას, მეც სწრაფად შევდივარ და ვპასუხობ,მარიშკაა
-ხოუ
პირსახოცს ვიხსნი და თმის ფრიალს ვიწყებ.
-აეროპორტში იქნები რვა საათზე. კატეგორიული ტონით მეუბნება,აქედანვე ვხვდები როგორი შეშინებული სახე აქვს და როგორ ელოდება ჩემს რეაქციას.
თვალებს ვხუჭავ,ღიმილი მეპარება,თითებს ტუჩებზე ვიფარებ ,თითქოს ვინმეს ვუმალავდე რომ ვიღიმი და მე მაინც წუწუნს ვიწყებ.
-აუ კარგი რა
-არ უნდა კესო მაგას კარგი რა, სიურპრიზს ვუკეთებთ და შენ აუცილებლად უნდა იყო. ჯერ ბიძაჩემმა მითხრა და მერე მაკამ დამირეკა ბიცო მოდი დავხვდეთო,გეფიცები ჩემი იდეა არ ყოფილა.
იცინის,იცის რომ მიაღწია იმას რაც უნდოდა. ვღმუი კიდევ იცინის და ამატებს
-სანდროს მე დავურეკო თუ ეტყვი და ერთად წამოხვალთ?
-დავურეკავ ხო, ჯანდაბაა
კვირაა თან უკვე საღამო და ლექციებსაც ვერ მოვიმიზეზებ,ვერც მშობლებს რომლებიც საქრთველოშიც კი არ არიან, ესეც რომ არა ვერ ვაწყენინებ მარიშკას.ვითომ არ მინდოდეს გიგის სახის დანახვა მე რომ დამინახავს.მართლა რა უპრინციპო ვარ,მე ვარ ნაწყენი თუ ის?გაუფრთხილებლად ის წავიდა თუ მე?
მთელი დღე საძინებელში ვტრიალებ,ტანსაცმელს ვარჩევ,არვიცი რატომ მინდა ასე ძალიან რომ კარგად გამოვიყურებოდე.სანდრო გავაფრთხილე და გამოგივლი, არ დავაგვიანებთ, შენ არ იდარდოო. დამცინა
ჯინსის კურთუკი,ზოლიანი მაისური,შავი შარვალი და თეთრი ბოტასები,ვერაფერს დამიწუნებს ადამიანი,მე მომწონს ყოველ შემთხვევაში ჩემი თავი. მხარზე ჩანთა მოვიგდე და სახლიც დავტოვე.
ერთი ამბავი იყო ჟივილ ხივილი,ისეთი როგორც გიგის შეეფერებაო,ასე თქვეს ბიჭებმა,გიგის საძმაკაცო,სულ ყველა მორაგბე,მაკაკო და ზაზა გიგის მშობლები,მარიშკა, ნიკა,სანდრო და არც მეტი და არც ნაკლები ლეკა რომელიც ერთ-ერთ გიგის ძმაკაცს აეკიდა, ხო სულ დამავიწყდა კაცო სადღაც გამწარებული ლეკა-თი,ანერვიულებული და აჟიტირებული გიგის ჩამოსვლით მე.
ხმა მაღლა გამოაცხადეს რომ რეისი ასჩვიდმეტი საფრანგეთი-თბილისი შერულდა და თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა.ყველას ერთი სული აქვს ის ვაჟბატონი ნახოს და დადიან აქეთ იქით ბოლთას ცემენ.
მე „ აღარც ერთი სული“ მაქვს და ვეღარც ბოლთას ვცემ.
ჯერ იყო და მაკამ ჩემს დანახვაზე
-ჩემი რძალუკაც მოსულაო
მერე ბიჭებმა კომპლიმენტებით გამაწითლეს და გიგის შეყვარებულად შემრაცხეს ისევ,რა დაშორება რის დაშორებაო.არადა რა შეყვარებული ხუთი თვეა არც კი გვისაუბრია და მერე ლეკამ
-უშენოდ რანაირად წავიდა თუ უყვარხარო.
გაბრაზებული ვიჯექი, ხელებ გადაჯვარედიინებული,მარიშკას გვერდით და ამდენ ხალხში ვერავის და ვერაფერს ვარჩევდი,წასვლა მომინდა,გადავიფიქრე „გიგი“, ხოდა წამოვხტი და წამოვყვირე
- მე მივდივარ თქო
სად მიდიხარ შე საწყალო...
ყვირილი ატეხეს,წავიდა ხვევნა კოცნა მტლაშა-მტლუში. ჩამოვიდა და-ბრუ-ნდა.
ფეხს ვერსად ვეღარ გავადგამდი .ყველა რომ გადაკოცნა , სანდრომაც სიცილ ხარხარით მოიკითხა ვერ მოუშლელი ძველი-სიძე, გიგიმ მეც გამომხედა, თვალებში მიყურებდა და ყყველაფერი იკითხებოდა,ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი,მაგრამ ლეკა შემოხტა და აეტყლარწა სხეულზე.ნერვებს როგორ ვთოკავდი ვერ გეტყვით,გიგიმ ზრდილობიანად გადაუხადა მადლობა იქ მისვლისთვის,ტანიდან შემოიხსნა და ჩემსკენ დაიძრა
-სად მიდიოდი წეღან? ცალ წარბს წევს,ხელებს ჯინსის ჯიბეებში ილაგებს და მაშტერდება
-სახლში.
არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი,არადა ამდენი ხნის მერე ეს ჩვენი პირველი ნორმალური დიალოგი იყო.ეცინება,ზუსტად ისე როგორც ადრე იცოდა.
-რისთვის მოხვედი თუ უკან მიდიოდი?
ყველა ჩვენ გვიყურებდა,გიგი კიდევ ირონიული სახით მიყურებდა და გულში ხარხარებდა, ჩემი ამ მდგომარეობის გამო.
-ახლა გადავიფიქრე და იმიტომ .
ამაყად ვეუბნები,თვალებს ვუბრიალებ და ადგილზე ვცქმუტავ,ჩემსკენ მოდის,სწრაფი ნაბიჯებით ხელებს შლის და გულში მიხუტებს,ძვლებს ისევ ვერ ვგრძნობ,მაგრამ ეს არ მადარდებს,ყელში მკოცნის და მერე განზე მწევს, თვალებში რომ კარგად მიყუროს და ისე რომ მომკლას 
-მენატრებოდი კეს.
-რაღაც არ მგონია მე ეგ სიმართლე.
ისევ არ ვნებდები და სანდროსკენ ვდგავ ნაბიჯს სწრაფად. ვეღარ ვუძლებ გიგის სიახლოვეს და მის სურნელს.უფრო სიმპათიურია და უფრო იშვიათი.მანქანებამდე ისე მივდივართ,არავინ არაფერს იძახის,ვგრძნობ როგორ მიყურებს და როგორ ეღიმება,სანდრო და მარიშკა ენას არ აჩერებენ და გიგი კიდევ თვალებს.
-ყველა ჩემთან.



№1  offline მოდერი Mathew

გიგი შემიყვარდაა.მართლა ძალიან კარგი თავი იყი,მაგრამ ის ლეკაა თუ ვინ ჯანდაბაცაა გასაპუტი მყავს.
აუუ))არ ვიცი რა ვთქვა)) კესუც და გიგიკოც ძალიან მიყვარს,ერთი სული მაქ ახალ თავს როდის წავიკითხავ))

 


№2  offline წევრი ენჯი

Girl with pretty smile
გიგი შემიყვარდაა.მართლა ძალიან კარგი თავი იყი,მაგრამ ის ლეკაა თუ ვინ ჯანდაბაცაა გასაპუტი მყავს.
აუუ))არ ვიცი რა ვთქვა)) კესუც და გიგიკოც ძალიან მიყვარს,ერთი სული მაქ ახალ თავს როდის წავიკითხავ))

ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ მე შენ,მადლობა დიდი რომ კითხულობ და ბოდიში რომ ამ დღეებში დავაგვიანე დადება<3

 


№3  offline წევრი mariam m.k

wow iyo ra rogor shemayvare ase tavia ar vici miyvars sheni istoriebic da nu exa ratqmaunda shenc

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent