არ უნდა მიყვარდე
მე მიყვარდა ის და თან მძულდა, მიყვარდა მასში არსებული სიკეთე და მძულდა მასში არსებული მრისხანება... ხშირად ვფიქრობდი რა იყო მასში მეტი დადებითი თუ უარყოფითი. ხშირად გავსულვარ ჩემი თავიდან და მიცდია სრულიად უცხო თვალით შემეხედა ჩვენთვის, მისთვის, ჩემთვის... არ იყო ეს ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო.... ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო, არაფრით განსხვავებული, მეგობრებთან ერთად ზღვაზე ვისვენებდით, სიგიჟით და ბედნიერი წუთებით სავსე დღეები იყო, ჰო დამავიწყდა რომ მეთქვა მე ნიტა ვარ 22 წლის, ზღვაზე ტასოსთან და ანასთან ერთად ვიყავი, კიდევ რამდენიმე მეგობარი მაგრამ ჩვენ სამნი განუყრელები. საღამოს ზღვიდან ამოსულებს რა თქმა უნდა გასართობად მოგვინდა წასვლა, -ნიტა გავემზადოთ და კლუბში წავიდეთ, მე ბიჭებს ვეტყვი რომ ნახევარ საათში მზად ვართ -აუ ტასო ხო ვიცი მაგ ბიჭებთან ერთად დათოც იქნება, მე კი მისი მოსმენაც კი არ შემიძლია, საშინლად მაღიზიანებს მისი მჭერმეტყველი საუბრებით, რომლითაც რატომღაც ჰგონია რომ მხიბლავს -კაი რა დაიკიდე, ნუ მოუსმენ მაგას ჩვენ გავერთოთ მთავარია 3-4 დღეში მივდივართ ისედაც. ყველანი კლუბში წავედით, საოცრად ვერთობოდით, დათო გვერდით დამიჯდა და უაზრო საუბრით გამაბრუა, ცოტა ხანში მაღალი, შავგრემანი, მწვანეთვალება ბიჭი მომიახლოვდა და ცეკვა მთხოვა, საოცრად გამიხარდა და მაშინვე ფეხზე წამოვხტი, მას რომ არ შეემჩნია ეს ყველაფერი ისე. -ისეთი სახე გქონდა რომ არ მოვსულიყავი არ შეიძლებოდა -ისეთი მაინც როგორი? -აი ადამიანი უინტერესო ადამიანს რომ ელაპარაკება და გარშემო იხედება გამწარებული რომ გასაქცევვი იპოვოს -ოჰ, სიტუაციის სწორად განჭვრეტა გეხერხებათ თურმე -ჰო გამომდის, მე დამიანე ვარ -სასიამოვნია დამიანე მე ნიტა -საშინელი ხმაურია აქ, გინდა გარეთ გავიდეთ? გავისეირნოთ -კარგი წავიდეთ. ჩემს გოგოებს ვუთხარი რომ სასეირნოდ მივდიოდი და გარეთ გავედით. დიდი ხანი მივუყვებოდით გზას, არც ის იღებდა ხმას არც მე. უეცრად ვუთხარი -გიკვირს არა? სრულიად უცხო ადამიანს ასე დაუფიქრებლად რატომ გამოგყევი, საერთოდ ასე არ ვიქცევი, ბავშვობიდან ვიცოდი რომ უცხო ადამიანებს არ უნდა გავყვე სადმე, გაეღიმა -დამჯერი ბავშვი კი ყოფილხარ -ჰო... დამიანეს ფიქრები კლუბში მეგობრებთან ერთად რომ ვიჯექი დავინახე თუ არა ძმაკაცებს ვუთხარი ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება თქო, დამცინეს, პირველად ხედავ არც იცი ვინაა, როგორიო. თეთრი მოხდენილი კაბა ეცვა, ბრეტელებზე, არც ძალიან მოკლე, ქერა ხვეული თმა წელამდე ჰქონდა დაყრილი, გასაქცევს ეძებდა თვალებით, ჰოდა მეც წამი დავიჭირე, არც კი ვიცი ახლა ჩემს გვერდით დგას და რა უნდა ვუთხრა, თაფლისფერი თვალები ჰქონია, ულამაზესი მარწვყივით ტუჩები. -ნიტა ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისი გჯერა? -ყველაფერი იმის რასაც ხელით ვეხები, საკუთარი ყურით ვისმენ და თვალით ვხედავ. -ანუ ოცნება არ გიყვარს -არა, ვცდილობ არ ვიოცნებო -იცი ნიტა მე ჩემი გრძნობების მჯერა, იმის ახლა რომ მე შენ გიყურებ, ჩემი გულის ცემის მჯერა -და რას გრძნობ დამიანე? -იმის რომ აუცილებლად გახდები ჩემი ცოლი. ხმამაღლა გადაიკისკისა ნიტამ, გიჟი ხარო მითხრა, ჰოდა დაე ვიყო გიჟი ხმამაღლა ვიყვირე რომ ეს გოგო აუცილებლად გახდებოდა ჩემი! მხოლიდ ჩემი!!! დრო გაფრინდა მასთან ყოფნა საოცარ ბედნიერებას მგვრიდა,ვიღაცას რომ მოეყოლა დავცინებდი, ჩვენ თამანად ვსაუბრობდით ყველა თემაზე თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თითქოს სულაც არ შევხვედროდი მას კლუბში სულ რამდენიმე საათის წინ... სასტუმრომდე მივაცილე და ნომრებიც გავცვალეთ. ნიტას ფიქრები სასტუმროს ნომერში შევედი თუ არა გოგოები ლოგინებიდან კი არ ადგნენ წამოხტნენ. -ნიტა სად დადიხარ? 12 იყო რომ გახვედი და საათს დახედე დილის ექვსი საათია -ნიტა გესმის? მიყვიროდა ანა მე კი არაფერი მესმოდა, არაფერს ვამბობდი მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მის თვალებზე, საოცარ მხარბეჭზე. -ნიტაა ჩამოფრინდი სად ხარ? -დამიანესთან, კლუბში რომ ვიცეკვეთ ერთად, მთელი 6 საათი მასთან გავატარე, ვერ წარმოიდგენთ რამდენი ვიცინეთ, იმდენ რამეზე ვისაუბრეთ, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, უცნაურობებზე, სიგიჟეები უყვარს, ჩემნაირია გესმით? არ აწუხებს კომპლექსები, იცი? ბარს ჩავუარეთ,სადაც ქართული სიმღერა ისმოდა, არავინ ცეკვავდა, მე კი "აჭარულის" გაგონებისთანავე გულმა არ მომოთმინა, დამიანეს ვთხოვე დამელოდო თქო, და შევედი მოედანზე საცკვაოდ, ცეკვა ჩემი ყველაფერია, როცა ვცეკცავ ლაღი და თავისუფალუ ვარ! მოულოდნელად დამიანეც ამყვა ცეკვაში, რატომღაც ძალიან გამიკვირდა, ისე მოხდენილად ცეკვაცდა, სიმღერის დასასრულს ბარში მთელი ოვაციები ატდა, ეს უბედნიერესი წუთები იყო... ეტყობა რომ ჭკვიანი და განათლებული ბიჭია. -შენ რა სულ გააფრინე? სულ რაღაც 6 საათია იცნობ, რა იცი როგორია? -ვიცი ვიცი ტასო. ამან სულ გააფრინაო იფიქრეს და დაწვნენ ისევ ლოგინებში. ხო მე ვაფრენდი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი ადამიანზე რომელსაც არც კი ვიცნობდი. ფიქრში ჩამეძინა, 2 იწყებოდა რომ გამეღვიძა, ზღვაზე გასვლას აზრი არ ჰქონდა, გული დამწყდა რომ არც დამირეკა და არც შემეხმიანა, საღამოს უკვე ჩავთვალე რომ ტყუილი იყო ის 6 საათი რომ არც არაფერი ყოფილა, და მე გავაზვიადე. ჩვენ ხომ მხოლოდ ვისეირნეთ, ნაყინი ვჭამეთ, ველოსიპედებით ვიკატავეთ, უაზროდ ბევრი ვისაუბრეთ, ეს იყო და ეს... იმ საღამოს არსად გასვლის სურვილი არ მქონდა, უაზროდ ჩაფიქრებულა ჩამთვლიმა. ღამის ორი საათი იყო ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამაღვიძა -ალო გისმენთ -ნიტა გძინავს? -მგონი, რომელი ხარ? -ნიტა დამიანე ვარ, შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე -საათს დავხედე, ახლა? ღამის ორი საათია, -ნიტა გთხოვ ჩამოდი -კარგი კარგი ახლავე, უცებ გადავიცვი და ჩავირბინე ქვევით -რა ხდება დამიანე? -შენთან სეირნობა მომენატრა, მთელი დღე ველოდი ამ დროს -რატომ მზის შუქს ვემალებით? -არა დღეს არ აქვს ის ელფერი რაც ღამეს, მე ღამე მიყვარს ნიტა, წამოდი გავისიერნოთ -დამიანე შენ გიჟი ხარ მგონი -ჰო ნიტა გიჟი ვარ, ხედავ იმ ორ ვარსკვლავს გვერდიგვერდ? ის ჩვენი ვარსკვლავი იქნება, სადაც არ უნდა იყო ცას ახედე და ნახავ რომ შენს გვერდით ვარ, გცივა? რატომ კანკალებ? -ჰო ცოტა, დამავიწყდა ჟაკეტის შემოცმა. -ე.ი. ჩემთან ჩამოსვლა გეჩქარებოდა, მოდი მე შემოგხვევ ხელებს, გულზე მიგიკრავ და აღარ შეგცივდება. მეგონა გული ამომივარდებოდა საგულედან მისი ძლიერი მკლავები ჩემს წელზე რომ ვიგრძენი, გულზე მივადე თავი და მივხვდი ეს გულის ცემა მიყვარდა. ჰო არ მოგესმათ მიყვარდა, რაღაც ჰქონდა ისეთი რასაც ვერ ვხსნიდი და რაც მას ჩემად აქცევდა. თავი ამაწევინა, დიდ ხანს მიყურა თვალებში, სრულიად დავკარგე ემოციებზე კონტროლი, საკუთარ გულის ცემას და სუნქთვას ვეღარ ვაკონტროლებდი, უეცრად დამეწაფა ტუჩებზე, ეს ყველაზე საოცარი შეგრძნება იყო რაც 22 წლის მანძილზე გამომიცდია, ეს არ იყო უბრალოდ ვნება, ეს ემოცია, სიყვარული, ლტოლვა, ყველაფერი იყო ერთად. -ნიტა მე შენ მიყვარხარ -მეც დამიანე მეც მიყვარხარ არ ვიცი როდის, არ ვიცი როგორ მავგრამ მე ეს ადამიანი მიყვარდა, მისგან იმხელა სითბოს ვგრძნობდი, არავის არ სჯეროდა ჩვენი სიყვარულის, ყველა იძახდა რომ განწირულები ვიყავით, რომ გაგვივლიდა ეს გატაცება მალე... ძალიან მალე .... აბა საყვარლებო მითხარით, ღიირს გაგრძელება? მოგწონთ? ამ ამბის პლიუსი ისაა რომ გამოგონილი არაა, რეალური ამბავია, რეალურ ცხოვრებაში მომხდარი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.