გულს ვერ უბრძანებ (5)
დილის ცხრა საათია, ქალაქი თანდათან ცოცხლდება, ყველა აღწევს თავს სიზმრებს და რეალობას უბრუნდება. ცხოვრება ზოგისთვის ისეთი გაუსაძლისია, რომ უნდათ ლამაზ სიზმარში დარჩნენ, მაგრამ სიცოცხლე, რაც არ უნდა გაუსაძლისი იყოს, მარყუჩივით გვიჭერს და თანდათან გვგუდავს. მაინც რა არის სიცოცხლე? ზოგისთვის ყველაზე საოცნებო, ზოგისთვის კი ტკივილით სავსე. ბენდელიანი აივანზე გარინდული იდგა, მის თვალებში არანაირი გრძნობა არ იკითხებოდა, თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ მისი სხეულია, ხოლო სული სადღაც სხვაგან ქრის. ხელში ერთი ჭიქა მარტინი ეკავა, თვალები კი ჩაწითლებოდა. ფიქრობდა წარსულზე, როგორი მოსიყვარულე, მხიარული შვილი, ძმა და ადამიანი იყო, ეხლა კი მისი თვალები მხოლოდ სიცივეს იტევდა. არასოდეს ეგონა, რომ ოდესმე ასეთი დაუნდობელი იქნებოდა, მაგრამ მამის სიკვდილმა გატეხა , ოჯახის სიმძიმე მხრებზე დააწვა. ამხელა იმპერია მარტო უნდა ემართა 22წლის ბიჭს მაშინ როდესაც მის ირგვლივ ინტრიგები და ბოროტება სუფევდა. დრო გადიოდა და თანდათან სწავლობდა ბიზნესის მართვას, მაგრამ რაც უფრო დიდ მწვერვალებს იპყრობდა, მით უფრო ძლიერდებოდა მასში შურისძიების წყურვილი. სურდა ყველას პასუხი ეგო, ვინც მისი ოჯახის დანგრევაში ერია ხელი. ცოტნეს სამიზნე კი დადეშქელიანები იყვნენ, იჯახი, რომლებიც მთელი გულით სძულდა. ფიქრებიდან მხარზე შეხებამ გამოარკვია. -ფიქრებში ჩაკარგულხარ ძმაო- გაისმა გოგოს ხმა. ბიჭმა მხოლოდ გახედა დას, ხმა არ ამოუღია. -ხვდები, რომ სულ უფრო ვშორდებით ერთმანეთს? გაიხსენე ბოლოს როდის ვისაუბრეთ წესიერად, მითხარი რა გაწუხებს- თქვა და ღრმად ამოისუნთქა გოგომ- ცოტნე, მამა მეც დავკარგე, მეც მტკივა, შეეშვი ამ ეგოისტურ ქცევებს- უკვე ხმას იმაღლებდა- გაიძახი შური უნდა ვიძიოო და რას მოგიტანს ეგ შურისძიება? ნუგზარ დადეშქელიანს მოკლავ და მკვლელი გახდები? ხელებს სისხლში გაისვრი? -გეყოს ლიკა- დაიყვირა ცოტნემ- გეყოს, ამდენი ლექცია და მოთქმა, მითხარი რა გინდა, მამის სიკვდილი შევარჩინო იმ გარეწარს?! -იცი რა მინდა? იცი?! მინდა ჩემი ძმა დამიბრუნდეს, ძმა რომელსაც ვუყვარდი, ზრუნავდა ჩემზე, მინდა ეხლა ჩემ წინ ადამიანი იდგეს, რომელსაც თვალებში სულ სითბო ქონდა ჩამდგარი და არა ვიღაც ამპარტავანი, ქედმაღალი, ცივი და გაბოროტებული ბიჭი.- ყვიროდა და თან ტოროდა გოგო. -შეეშვი ამ ცრემლების ღვრასთქო. ან გვერდით დამიდექი ან... -ან რა? მიდი თქვი, მიდი- წამოიყვირა ისევ გოგომ- ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, შენ კი აეროპორტშიდაც არ დამხვდი. კარგი, დავუშვად ვერ მოიცალე, მაგრამ სახლში რომ მოვედი და დამინახე რა გააკეთე? არაფერი, ერთი თბილი სიტყვაც კი არ გითქვამს. ხუთი წელია რაც არ მინახიხარ, ხუთი წელი, ასე როგორ გაგიცივდა გული ცოტნე?- ტკივილით ამოილაპარაკა ბოლო სიტყვები, ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდა- იცი რა განსხვავებაა, ჩემსა და შენს შორის? როდესაც მამის სიკვდილი გაიგე, მაშინვე ნუგზარზე მიიტანე ეჭვი, კი მართალია, მეც ასე ვფიქრობ და მეც ისევე მძულს ის ოჯახი როგორც შენ, მაგრამ ამ ყველაფერს დამტკიცება უნდა, ასე უბრალოდ, შენი ნებით, ვერავის მოკლავ, აცადე პოლიციას გამოიძიოს ეს საქმე და კანონით დასაჯონ დამნაშავე. -პოლიციას?- სარკასტული ხმა ქონდა ბიჭს- ათი წელია იძიებენ და ვერაფერი გაარკვიეს და შენ კი გგონია ახლა იზავენ რამეს? კანონი კიარა, ნუგზარს ჩემი ხელით მოვუღებ ბოლოს, მიწაზე დავცემ, იმ დონემდე, რომ თავსაც ვერ აწევს.-მრისხანებით ლაპარაკობდა ბიჭი. -იცი რა ძმაო, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მისი ცოლის მკვლელობაში შენი ხელი ურევია, მაგრამ შენ არ მოგიკლავს ის ქალი.- განაჩენივით გაიჟღერა გოგოს ხმამ- მართალია სასტიკი და დაუნდობელი გახდი, თუმცა აი აქ- გულზე მიაბჯინა ბიჭს ხელი- აი აქ, ისევ იმ ცოტნეს გული ძგერს, რომელსაც წლების წინ ვიცნობდი, ის ცოტნე კი ადამიანს არასოდეს მოკლავდა. ბიჭმა უხეშად მოიშორა გოგოს ხელი და თვალი აარიდა, ლიკა კი მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა, იცოდა, ცოტნეს ყოველთვის ენატრებოდა წარსული. -წარსულის გახსენებას შეეშვი, ეს უკვე ჩემზე აღარ მოქმედებს,- ამბობდა ბიჭი, მაგრამ მისი თვალები სულ სხვას მეტყველებდა.- ახლა როდესაც ნუგზარს სუსტი წერტილი ვიპოვე, სწორედ იქ დავარტყავ. -და რა არის ეს სუსტი წერტილი?- დაინტერესებული შეყურებდა ძმას. - რა, არა ვინ.- ისეთი მზაკვრული სახე მიიღო ბიჭმა, რომ ლიკას წამიერად შეეშინდა. -კარგი ვინ არის ნუგზარის სუსტი წერტილი?- მოთმინებადაკარგულმა ამოილაპარაკა გოგომ -მისი ქალიშვილი,- გაიჟღერა ბიჭის ხმამ, ლიკამ კი გაკვირვებული სახე მიიღო. ეტყობოდა გონებაში ფაქტებს ხარშავდა და სწორი დასკვნის გამოტანას ცდილობდა. -მოიცა, ქალიშვილი? იმ გოგოზე ამბობ რომელიც... -სახლიდან გააგდეს- დაასრულა დის სიტყვები- ჰო, ნუცა დადეშქელიანს ვგულისხმობ, როდესაც მას, ყველაფერს წავართმევ რაც გააჩნია, ყველაზე ძვირფასსაც კი, სწორედ მაშინ დავცემ დადეშქელიანების ოჯახს მიწაზე. დავამსხვრევ მათთვის ყველაზე ძვირფასს, იმ ალმასს, რომელსაც ასე გამალებით იცავდნენ და მალავდნენ. ძმის სიტყვების ისმენდა ლიკა და თავზარი ეცემოდა, რადგან ვერანაირ პარალელს ვერ ავლებდა თავის ძმასა და იმ ადამიანს შორის რომელიც ეხლა წინ ედგა. ბიჭი კი საუბარს აგრძელებდა: - იცი დადეშქელიანების სიამაყემ, თორნიკემ როდის დაუშვა შეცდომა? მაშინ, როდესაც მისი საყვარელი დაიკო მოსკოვიდან ჩამოიყვანა, რადგან ეგონა, რომ თავის გვერდით უფრო დაცული იქნებოდა. იმას ვერც კი მიხვდა, რომ ამ საქციელით პირდაპირ გამოააშკარავა სუსტი წერტილი.- ქედმაღლურად ჩაიცინა ბიჭმა. -მეცოდები-თქვა ლიკამ, ბიჭს კი სიცილი სახიდან წაუხდა, როდესაც დის ზიზღნარევი ხმა გაიგონა- მეცოდები, რადგან დადგება დრო, როდესაც ეგ შენი ზიზღი დაგღუპავს, შენი ბოროტება უკან დაგიბრუნდება და ცხოვრებაში მარტო დარჩები.-ბიჭი თოთქოს შეაკრთო დის სიტყვებმა, მაგრამ არაფერი აგრძნობინა. -პირველი ტყვია უკვე გავისროლე და მალე მოხვდება მიზანს. შენ კი არ გაბედი ჩემს საქმეებში ჩაერიო.- თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია დას და აივანზე მარტო დატოვა. *** ნუცას დილით გვიან გაეღვიძა, როდესაც თვალი გაახილა და ოთახი მოათვალიერა დაიბნე, თუმცა მალევე გამოერკვა, გაახსენდა სად იყო. საწოლის მეორე მხარეს გაიხედა, რათა შვილს მოფერებოდა, მაგრამ თავზარი დაეცა, როდესაც ადგილი ცარიელი დახვდა. მაშინვე ფეხზე წამოვარდა და კიბეზე ყვირილით დაეშვა -დამიანე, დამიანე,- შეშინებული ყვიროდა ის. მისაღებიდანთორნიკე შეშინებული გამოვარდა ვერ გაეგო რატომ ყვიროდა ნუცა. -სად არის დამიანე? ჩემი შვილი სად არის?- გაფითრებული იყო გოგო. -დამშვიდდი, ბავშვი დიტომ წაიყვანა. -სად წაიყვანა?- ოდნავ დამშვიდდა გოგო, მაგრამ ხმაში აღელვება მაინც ეტყობოდა. -უბრალოდ გაასეირნებს. ჩვენ სალაპარაკო გვაქ ნუცა, არმინდა ბავშვმა ყველაფერი მოისმინოს. ეხლა ადი, მოწესრიგდი და მისაღებში გელოდებით. გოგო ოთახში დაბრუნდა, გული გამალებით უცემდა, ცოტახნით ჩამოჯდა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. როცა გონს მოეგო, მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში შესულს კი ნუგზართან და თორნიკეს თან ერთად გიორგიც დახვდა. ნუგზარის მარჯვენა ხელი და საუკეთესო მეგობარი. კაცი ნუცას დანახვაზე წამოდგა და გოგოსკენ წავიდა, მან კი გვერდი აუარა, მხოლოდ ჩაილაპარაკა გამარჯობაო და ყველასგან მოცილებით სავარძელში ჩაჯდა. ოთახში დუმილო ჩამოწვა რომელიც ისევ გოგომ დაარღვია -ყველაფერს ამიხსნით თუ, კიდევ დიდხანს გელოდოთ?-მკაცრად ჩაილაპარაკა და განაგრძო- ამიხსენით ვინაა ის ბენდელიანი, რატომ გვემტერება? ნუცას სიტყვებზე ყბელამ ერთმანეთს გადახედა, ბოლოს კი ხმა ნუგზარმა ამოიღო -მე და ნოდარ ბენდელიანი მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვმტრობდით, არც კი მახსოვს საიდან დაიწყო ეს მტრობა, მგონი უნივერსიტეტიდან. ის ვერ იტანდა ჩემ წარმატებას. ყოველთვის, ყველაფერში მეცილებოდა, ასე იყო ბიზნეშშიც, ცდილობდა აქციები წაერთმია. ათი წლის წინ კი ვიღაცამ მოკლა, ვიცოდი ყველა ეჭვს ჩემზე მოიტანდა და მთელს ოჯახს საფრთხე დაგვემუქრებოდა. ამაში დანამდვილებით, მაშინ დავრწმუნდი რაც რესტორანში ხანძარი გაჩნდა. შენ საფრთხე გემუქრებოდა... -ამიტომ სახლიდან გამაგდეთ- ირონიულად ჩაილაპარაკა გოგომ- ვაუ, მაგარი სცენარია, ფილმსაც კი გადაიღებს კაცი. -ნუცა შვილო- ამოისუნთქა კაცმა -ვიცი გატკინეთ მაგრამ,მომისმინე გთხოვ. ნოდარს შვილები ყავს. ქალიშვილი დედასთან ერთად ხუთი წლის წინ გაემგზავრა საზღვარგარეთ, მისმა ბიჭმა კი ბიზნესი გადაიბარა და მთელს იმპერიას მარტო უძღვება. ბევრჯერ ცადა თანამშრომლობა დაემყარებინა ჩვენს კომპანიასთან, მაგრამ სულ უარს ვამბობდი. დარწმუნებული ვარ უნდა ყველაფერი წამართვას და შური იძიოს. ნინოს მკვლელობაშიც უთუოდ ისაა დამნაშავე.- ტკივილით წარმოთქვა ცოლის სახელი კაცმა. -ნუცა- ხმა ამოიღო თორნიკემ- ახლა როდესაც ყველაფერი იცი, იმედია გაგვიგებ, ვიცი გიჭირს მაგრამ ჩვენდამი ზიზღი დაივიწყე და ამ სახლში იცხოვრე მანამ, სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება და ბენდელიანს მოვიშორებთ. გოგო რამდენიმე წუთს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი ხმა ამოიღო. -კარგით, აქ დავრჩები, მაგრამ ჩემგან პატიებას ნუ მოელით. -როგორც გინდა, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ აქ იცხოვრებ- თორნიკეს ხმაში სიხარულის ნოტები ჟღერდა. -ნუცა ეხლა კი შენ გისმენთ-მიმართა შვილს ნუგზარმა- დამიანეს შესახებ მოგვიყევი, მართლა შენი შვილია? -ეხლა ყველაზე ნაკლებად მინდა თქვენთან, ჩემ შვილზე ლაპარაკი.- ფეხზე წამოდგა გოგო და ფანჯრიდან ეზოს გახედა. -როგორ თუ არ გინდა საუბარი- წამოენთო თორნიკე- ამიხსენი რა მოხდა მოსკოვში.- მომთხოვნი ხმა ქონდა ბიჭს. -დამიანე ჩემი შვილია,-მტკიცედ ჩაილაპარაკა გოგომ- ხუთი წელია რაც ვზრდი, მისი ტკივილი მტკივა და სიხარული მიხარია,- თანდათან ხმა დაუნაღვლიანდა - ბიზნეს მოლაპარაკებებში ახალი ჩართული ვიყავი, როდესაც ერთ დღეს კართან პატარა ჩვილი დამიტოვეს, თავიდან ძალიან შემეშინდა, ბავშვი საერთოდ არ ინძრეოდა, არც ტიროდა, მაშინვე კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა კი მითხრა, რომ ნაადრევად დაბადებული იყო და სხვადასხვა ტრამვები ქონდა. მისი გადარჩენა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. თვეების განმავლობაში საავადმყოფოში მყავდა, ძლივს გამოკეთდა, შემდეგ გადავწყვიტე , რომ მეშვილა მართალია ამისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ მას ასე ვერ მივატოვებდი. მართალია მე არ გამიჩენია, მაგრამ მე გავზარდე და ის ჩემი შვილია. ის ჩემი შვილია- სიტყვებს ისე წარმითქვამდა, თითქოს ბავშვს ვინმე ართმევსო. -კი მაგრამ, ბავშვი ვინ დატოვა გაიგე?- ხმა ამოიღო ამდენ ხანს ჩუმად მჯდომარე გიორგიმ, მის ხმას კი აღელვება ეტყობოდა. -ვინ არ დავიქირავე, ყველგან ვეძებდი მის მშობლებს, ვეძებსი ვინმეს ვისაც შეიძლება ბავშვთან კავშირი ჰქონოდა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გავხდი დავნებდი.- ამოილაპარაკა გოგომ და სავარძელში ჩაესვენა, ხოლო როდესაც ძმისა და მამის გაკვირვებულ სახეებს მოკრა თვალი რომლებსაც ჯერ არ გაეანალიზებინათ რა ეთქვა ნუცას, მკაცრად დაამატა- რომელიმე თქვენგანმა , რომ გაბედოს და რამე აგრძნობინოს მას, იცოდეთ უკანმოუხედავად წავალ ამ სახლიდან. არააქვს მნიშვნელობა ჩემი ბიოლოგიური შვილია თუ არა, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვალდებული ხართ მიიღოთ. -მას ისე მივიღებთ, როგორც ოჯახის წევრს- თბილათ ამოილაპარაკა თორნიკემ. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, ყველა ჩაფიქრებული იყო, მაგრამ სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია, რამდენიმე წუთში კი ოთახში გოგო თითქმის სირბილით შემოვარდა, რომლის დანახვისას ნუცა ფეხსე წამოხტა და ძლიერად ჩაეხუტა -ჩემო გოგო, ღმერთო როგორ მომენატრე.- ამბობდა და თან ნუცას ეხვეოდა- წუხელ, რომ დამირეკე გული კინაღამ გამისკდა, ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი. -კარგი, კარგი, მარია დაწყნარდი არაფერი მომსვლია- ტირილ-სიცილით ამოილაპარაკა ნუცამ. - კი მაგრამ აქ რა გინდა? ლიასაც დავურეკე და არაფერი მითხრა.- თქვა შემდეგ კი გაიაზრა რომ ოთახში მარტო არიყო და თვალი მოავლო ირგვლივ მყოფებს. -ესენი თორნიკე და ნუგზარი არიან, ეს კი გიორგია- გამოარკვია გოგო. -რა?- ზიზღი ჩაუდგა თვალებში- ამ ხალხთან როგორ დაბრუნდი? -ყვიროდა გოგო და იქ მყოფების გაკვირვებულ სახეებს ყურადღებას არ აქცევდა. -ნუცა, ვინაა ეს გოგო?- ფეხზე წამოდგა თორნიკე- რა უფლებით დგავს აქ მასკარადს? -აჰჰ,მე ვდგავ თურმე მასკარადს, თქვენ რა მასკარადი დაუდგით ნუცას აღარ გახსოვთ?- ისევ წამოიყვირა გოგომ. -მარია დამშვიდდი, გთხოვ - მიმართა გოგოს, შემდეგ კი ძმას მიუბრუნდა,-ის ლიას შვილია, მასთან ერთად ვიყავი რუსეთში და ჩემ ბიზნესსაც ის ხელმძღვანელობს აქ. -ნუცა, ყველაფერი ამიხსენი- ამოილაპარაკა ისევ გოგომ. - კარგი, ოღონდ ჯერ დამშვიდდი, დაჯექი და მომისმინე- როდესაც ძლივს დაამშვიდა გოგო ნუცამ, ყველაფერი მოუყვა, აუხსნა თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში. -ეს ყველაფერი კი ცოტნე ბენდელიანის ბრალია- დაასრულა ამბის თხრობა ნუცამ. -ვინ?- ფეხზე წამოიჭრა მარია- არ მითხრა რომ... არ მითხრა რომ იმ ცოტნე ბენდელიანს გულისხმობ რომელიც... ღმერთო ეს რა ჩავიდინე- უღონოდ ჩაესვენა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო -რას ლაპარაკობ, იმ კაცს საიდან იცნობ?-გაფითრდა ნუცა, გოგო კი ხმას ვერ იღებდა -ამოიღებ ბოლოს და ბოლოს ხმას?- დასჭექა თორნიკემ. -ორი დღის წინ, ბენდელიანის სამშენებლო კომპანიასთან გავაფორმე კონტრაქტი- ზარივით გაისმა გოგოს ხმა მთელს ოთახში. უცებ ყველა ფეხზე წამოიჭრა. -ვისთან?- დაიყვირა აქამდე ჩუმად მყოფმა ნუგზარმაც და ინერციით ისევ სავარძელში დაბრინდა. -ეს.. ეს რა გააკეთე- ხმა წაერთვა თორნიკეს. ნუცა კი გარინდული იდგა და მიღებული ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა, როდესაც ყველაფერს მიხვდა ხმამაღლა თქვა -შეეშვით, მან არც კი იცოდა ვინ არის ცოტნე ბენდელიანი, მორჩით ყვირილს, დღესვე გავაუქმებ ხელშეკრულებას და ყველაფერი დამთავდება. - ვერ გავაუქმებთ ნუცა,-ამოილაპარაკა მარიამ- თუ უარს იტყვი მაშინ აქციები პირდაპირ მას გადაეცემა. -ეგ როგორ?-წამოიყვირა ნუცამ. - თავიდან მეც გამიკვირდა, როდესაც ეს პუნქტი წავიკითხე, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქვიე, დარწმუნებული ვიყავი, რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა. რას წარმოვიდგენდი რომ მტერს ვურიგდებოდი საქმეზე- სიტყვებს ძლივს აბავდა თავს. - ახლავე გააუქმებთ ქონტრაქტს- ორივეს მიმართა თორნიკემ -და ასე უპრობლემოდ გადავცე ბენდელიანს ჩემი ბიზნესი? არავითარ შემთხვევაში ამას არ ვიზავ. - საერთოდ არ მაინტერესებს შენი ბიზნესი, არმინდა იმ კაცთან რაიმე საერთო გქონდეს. კომპანია ჩვენც გვაქვს და ჩვენთან გადმოხვალ თუ გინდა.- ძლივს იკავებდა თავს თორნიკე, რომ არ აყვირებულიყო. - ამას არ გავაკეთებ, არამეთქი-იყვირა ნუცამ. -ნუცა, შვილო იმ კაცთან კავშირი ვერ გექნება.-ხმა ამოიღო იქვე მჯდომმა გიორგიმ. -თქვენ საერთოდ ნუ ერევით, ეს ჩემი საქმეა-მკაცრად გადახედა ნუცამ, კაცს -გიორგი მართალია,- ხმა ამოიღო ნუგზარმა- გააუქმე კონტრაქტი, გპირდები დაგეხმარები აქციების უკან დაბრუნებაში, ყველა ადვოკატს შევკრიბავ და ჩავრევ ამ საქმეში. - არ შემიძლია, ასე უბრალოდ დავთმო ყბელაფერი- ამოიტირა გოგომ -ნუცა-მოეხვია მარია გოგოს- გთხოვ მაპატოე, უბრალოდ მე არც კი ვიცოდი.. - შენი ბრალი არაა- შეაწყვეტინა ნუცამ. -იცოდე დღესვე ყველაფერს გააუქმებ- მკაცრად ჩაილაპარაკა თორნიკემ გა სახლის კარი გაიჯახუნა. ეზოში გასული, მანქანაში ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოწყდა ადგილს. მთელი დღე გამწარებული დაჰქროდა ქალაქის ქუჩებში და ვერც კი ამჩნევდა ისე არღვევდა საგზაო წესებს. უკვე ბინდდებოდა, როდესაც მანქანა ბარის წინ გააჩერა, იქ შესულმა კი მაშინმე სასმელი მოითხოვა, სამი ჭიქა ვისკი ისე გადაჰკრა ერთი მეორეს მიყოლებით, რომ არც კი ამოუსუნთქავს. როდესაც სასმელი მოეძალა, მაშინ ასწია თავი ასწია, ირგვლივ მიმოიხედა და მხოლოდ მაშინ შენიშნა გვერდით მჯდომი გოგო, რომლის სახე მხოლოს სევდას იტევდა. -კიდევ დიდხანს მომაშტერდები?- ფიქრებიდან გოგოს გაღიზიანებულმა ხმამ გამოიყვანა. -უბრალოდ, შენ, ისეთი სევდიანი ხარ.-ჩაილაპარაკა ბიჭმა. -როგორც ჩანს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვმალავ ჩემს ტკივილს.- ჩაიცინა გოგომ და ვისკი მოსვა. სასმელმა იმდენად აუწვა ყელი, რომ სახე დაემანჭა. -კარგი მსმელი არ ჩანხარ- გაეცინა ბიჭს. -მართალია- გაეღიმა გოგოს- მაგრამ, მშვიდად ვგრძნობ თავს, როდესაც ვსვავ, თითქოს ტკივილი ქრება. -გავუგებთ ერთმანეთს- ჩაილაპარაკა თორნიკემ და გოგოს ფირუზისფერ თვალებში ჩაიკარგა. -ჩემი წასვლის დროა- მალევე გამოერკვა გოგო და ჩანთას ხელი წაავლო. -მოიცა, გაგიყვან- ფეხზე წამოდგაბიჭიც - მადლობა, არ არის საჭირო-ჩაილაპარაკა გოგომ და კარისკენ გაემართა. -კი მაგრამ, შენი სახელიც არ ვიცი- ხმა ძლივს დააწია ბიჭმა. გოგო კარში შეჩერდა, ჩაეცინა და ბიჭს მოუტრიალდა -ლიკა, ლიკა შეგიძლია დამიძახო.- თქვა და კარს უკან გაუჩინარდა. მოგესალმებით, იმედია პატარა თავი არაა. გთხოვთ კომენტარები დაწეროთ და გამოხატოთ თქვენი ემოციები. დიდი მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.