ორი მატყუარა II
-შენ და შენს ცოლს ვერ გჯობივართ.. ის ისეთი ლამაზია,რომ მასთან ახლოსაც ვერ მივალ.-მაქსი ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და გამომწვევად მიყურებდა.. კედელს ავეკარი,მან კი ხელი მიაყრდნო,თითქოს არ უნდოდა გავქცეოდი -სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა დავიწყოთ, თორემ ისე არანაირი 'კოსმეტიკა' არ გვიშველის.. -მართალია.. ამიტომ შეგიძლია შენს ლამაზმანს მიხედო.. ჩემთან საუბარში დროს ტყუილად ნუ დაკარგავ.-ძალიან მეტკინა გული მისი ამ სიტყვებით. -შენთან საუბარი მართლაც დროის ფუჭი კარგვაა.-მაქსსმა სხეულზე თითი ჩამომისვა და მაშინვე შებრუნდა.. ვუყურებდი როგორ მიდიოდა.. მას ჩემი დამმცირება უფრო სურდა ვიდრე ჩემთან ყოფნა.. გაბრაზებული გავემართე ლაზარესაკენ,რომელიც დარწმუნებული ვიყავი რომ მელოდებოდა.. მიუხედავად იმისა,რომ „შოკი“ გარეგნობის არასოდეს ვყოფილვარ.. ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ვიყავი.. არ ვიცი ამ ინტერეს რა იწვევდა.. უჩვეულოდ ქათქათა კანის ფერი,წითური თმა,რუსის იერი.მსხვილი,წითელი ტუჩები.ნორჩი, მინდვრისფერი თვალები,თუ რაიმე სხვა.. თუმცა ის კი ნამდვილად ვიცოდი,რომ მაქსიმეს ნატიფ და ნარნარა ცოლს არავინ არ უყურებდა. ბევრი ვიცეკვე და არამხოლოდ ლაზარესთან,ბევრი აღმოჩნდა „ჩემი მსურველი“ მხოლოდ ერთის მზერას ვგრძნობდი დროდადრო როგორ ცდილობდა ჩუმად შევეთვალიერებინე.. ლაზარემ ჩემს მზერას თვალი გააყოლარომელიც მაქსს არც ერთი წამით არ შორდებოდა. ვიგრძენი როგორ დაიძაბა ლაზარე,რომელმაც თავისკენ შემაბრუნა და ვნებიანად მაკოცა ტუჩებში. გონს რომ მოედი მაქსი წასული დამხვდა.. თითქოს მუცელში დანებით მსერავდნენ ისეთი ტკივილი ვიგრძენი.. ლაზარეს კი გემრიელი სილაც ვუთავაზე და წვეულებიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი.. მივდიოდი მაგრამ არ ვიცი სად.. თავს ცუდად ვგრძნობდი,რადგან ის შანსი რის მოსაპოვებლადაც წვეულებაზე მოვედი ლაზარემ საბოლოოდ წამართვა.. მიუხედავად იმისა რომ მაქსი მე მივატოვე,გული მწყდება რომ დამივიწყა.. ქუჩის კუთხეში გავჩერდი და კედელს მივეკარი.. ვტიროდი.. იმაზე სუსტი აღმოვჩნდი ვიდრე წარმოვიდგენდი. მხარზე შეხება ვიგრძენი და ტირილი შევწყვიტე.. ცრემლები მოვიწმინდე და მხოლოდ ამის შემდეგ გავახილე თვალები. -ის ამად არ ღირს.. ნუ ტირი.. -შენ რა იცი მე რამდენად მიღირს მაქსი? ვინ ხარ რომ ერევი.. ვინ ხარ რომ მკოცნი თანაც მისი თანდასწრებით..-მთელ ხმაზე ვუყვიროდი და არ ვჩერდებოდი,მან კი იძულებით ჩამიხუტა და დამშიდება მთხოვა,მაგრამ მე არ ვცხრებოდი.-საბოლოო იმედიც კი წამართვი -თუ უყვარხარ გგონია ეს კოცნა რაიმეს შეცვლის? ვერ შეხედე.. მის გვერდით მისი ცოლი იდგა და შენც იმიტომ მიგიწვია წვეულებაზე,რომ ეგონა ამით ჩემზე იმოქმედებდა. -აღარ მინდა შენი ხმის გაგონება... -შენ გამრიე ამ ყველაფერში კატო და თუ გეგონა რომ უმოქმედოდ დავდგებოდი და გიყურებდით როგორ უყურებდით ერთმანეთს ძალიან ცდები.. ყველა ინტერესდებოდა ვინ მახლდა,ამ კოცნით კი გასაგები გავხადე რომ შენ ჩემი ქალი იყავი და ზედმეტი ყურადღება არ უნდა გამოევლინათ.. ახლა კი მანქანაში ჩაჯექი და სახლში წაგიყვან.. -ხელი გამიშვი ლაზარე! -კატო.. მანქანაში ჩაჯექი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -ნუ იმუქრები.. -გააკეთე ის რასაც გეუბნები. -კარგი,მაგრამ იცოდე რომ დღეს ბოლოჯერ შევხვდით ერთმანეთს.-მანქანაში ჩავჯექი და ღვედი გადავიკარი.. ძალიან გვიანი იყო,ვიცოდი სანდროსთან უთანხმოება მექნებოდა და წინასწარ ვამზადებდი პსუხებს.. სანდრო საკმაოდ მკაცრი იყო ასეთ საკითხებში,ის კომპროკურორი არის.. ყველა სიტყვას თავის სასარგებლოდ ატრიალებს და ისე დაგადანაშაულებს ვერც კი მიხვდებით თქვენს თავს რა ხდება. მანქანა სახლის წინ გაჩერდა თუ არა სიტყვის უთქმელად გაადავდიოდი,როცა ლაზარემ ხელი ჩამავლო კვლავ და პატარა ფუქრცელი გამომიწოდა. -ეს რა არის? -ჩემი სავიზიტო ბარათია.. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.. მისამართიც წერია,ყოველი შემთხვევისთვის.-შემდეგ გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. -კარგად იყავი.-ცივად გადოვედი მანქანიდა და სახლში შევედი.. ფეხზე გავიხადე,რომ ქუსლების კაკუნით არ გამეღვიძებია სანი.. კიბეებზე ავდიოდი,როცა ფეხი რაღაცას წამოვარყი და შიშისაგან ვიკივლე.. შემდეგ მობილური გავანათე და სანი დავინახე,რომელიც მაჯის საათს დაჰყურებდა.. -ავადმყოფო.. როგორ შემაშინე..-გულზე ავიფარე ხელი და ჰრმად ჩავისუნთქე.. -შიშის საფუძველი რატომ გაქვს.. რა ჩაიდინე?-დაიწყო მიდი საუბარი.. -რა შუაშია? -მართალია,ყველაფერ თავშია.. გითხარი არ წასულიყავი და მაინც წახვედი? -კი -გითხარი აღარ მოხვიდე თუ წახვალთქო? -კი -კარგი.. ახლა ადი ოთახში და დაიძენე.. ხვალ დილიდან რეზიდენტურას იწყებ.. ამ დღეებში იშვიათად ვნახავთ ერთმანეთს,რადგან შენი დანახვა არ მინდა,ისე მაღიზიანებს შენი რე -სანი ვინმე სხვა ადამიანით დაინტერესდი ყველასთვის კარგი იქნება,შენც ნერვოზი აღარ გექნება და მეც აღარ დამმართებ. მაპატიე თუ შენს მოთხოვნებს აღარ ვასრულებ.. რადგან რაც მთხოვე და შევასრულე ყველაფერზე მწარედ ვაგებ პასუხს..-გვერი ავუარეა საძინებელში შევედი.. მე და სანი აღარ ვსაუბრობდით,ან როდის ვისაუბრებდით? როცა მე სახლში მვდიოდი სანი სახლიდან გადიოდა..ასე გრძელდებოდა რამოდენიმე კვირა.. საავადმყოფოშიც აირია სიტუაცია.. ახალი მმართველი მოვიდა,რომელიც აქციოერთა საბჭომ დანიშნა,ჩვენ კი ერთ-ერთ დილით შეკრება გვიბრძანეს,რომ გაგვეცნო ახალი მმართველი.. როგორც ყოველთვის დავაგვიანე მისვლა.. საკომფერენციო ოთახში რომ შევედი მაქსი დავინახე,როგორც მივხვდი ის იყო ჩვენი მმართველი.. რა თქმა უნდა.. ის უნიჭიერესი პიროვნებაა.. უმაღლესი განათლებით იმდენი ფულით რომ მთელი საქართველოს კლინიკათა ქსელის შეძენაც კი შეუძლია.. საუბარი დაასრულა.. ყველა იქ შეკრებილი ნელ-ნელა იშლებოდა,მეც გასასვლელისაკენ წავედი როცა საკმაოდ ხმამაღლა დამიძახა.. -ჟღალთმიანო.. დღეიდან ჩემი ხარ!-ყველა ჩვენ გვიყურებდა,მე კი ადგილს მივეყინე,ვერც კი ვბედავდი მისკენ შებრუნებას,მაგრამ ის არ ჩერდებოდა.-წითურო.. გესმის?-ძალიან გავბრაზდი,მასთან სწრაფი ნაბიჯით მივედი და თვალებში ვუყურებდი -ჩემთან თამაშს არ გირჩევ მაქს! -როგორ შემაშინე.. აი შიშისაგან დამბურძგლა..-თითები აათამაშა მკლავზე და დამცინავად გამომხედა.-როცა ვამბობ რომ ჩემი ხარ,ასეც არს! დღეიდან თაისუფალ დროს გამოემშვიდობე და საქმეს მიხედე,რა თქმა უნდა ლაზარე თუ არ გაგიბრაზდება.-ისე საუბრობდა გეგონებოდა ეჭვიანობდა,არადა მის თვალებში ზიზღი ჩანდა.. -მაქსს შეწყვიტე.. -როცა მე მინდა მაშინ შევწყვეტ,ახლა კი საქმეს მიხედე და ფეხებში ნუ მედები.-გვერდი ამიარა და წავიდა.. მთელი დღის განმავლობაში ძალიან დამტვირთა,მაგრამ თავს კარგად ვართმევდი.. მაქსი ისე გამოიყურებდოდა შეიძლებოდა ჭკუიდან გადავსულიყავი.. ვნებას აღმიძრავდა მისი ყოველი გამოხედვა.როცა მის ძლიარ მკლავებს ვუყურებდი მახსენდებოდა,როგორ პატარა ჩიტივით მომიმწყვდევდა ხოლმე და ძლიერ მეხუტებოდა,ღრმად ჩაისუნთქავდა ჩემი თმის სურნელს და მომაჯადოებლად გამიღიმებდა.. დღითიდღე უფრო ძლიერად მიყვარდებოდა,მისი ყოველი დანახვისას კი ის შეგრნება მეორდებოდა რაც მისი პირველი დანახვისას ვიგრძენი.. ამჯერად მისი ღიმილის მიზეზი მე აღარ ვარ.. ის სხვას ეკუთნის,მაგრამ მე მაინც ძლიერ მიყვარს..მე არასოდეს მქონია საზაფხულო რომანები,ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის სიყვარულის მარადიულობის მწამდა!მე ვიცი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თავი დავხარე,თვალები დავხუჭე, ხმა დავიდაბლე და ვთხოვე უფალს:--''ღმერთო, მე და ის სიკვდილამდე...''- და ხმა ჩამიწყდა,მივხვდი, რომ ამ გაუფასურებული სიყვარულების სამყაროში ეგოისტურად დიდ ბედნიერებას ვითხოვდი ჩემთვის.. მალევე დავშორდით.. ერთ დღეს,როცა დასვენება მქონდა გადავწყვიტე საყიდლებზე გავსულიყავი და გუნება გამომეკეთებია.. მოვიზომე უამრავი ტანსაცმელი და ძალიან ბევრი რამე შევიძინე... ერთ-ერთ მაღაზიაში სარკის წინ ვიდექი და იასამნისფერ ატლასის კაბას ვიზომებდი როცა უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა. -წითურო ულამაზესი ხარ..-სარკეში გამოჩნდა ნაცნობი ანარეკლი და რატომღაც გულწრფელად გამეღიმა. -ლაზარე..-გადავკოცნე და მან დამატრიალა.. -შოკი ხარ. -მადლობა.. -წამოდი ყავა დავლიოთ თან ცოტა ვისაუბროთ.. -მაგრამ.. -ნუ გეშინია აღარ გაკოცებ.-გამიღიმა და სავარძელში მოკალათდა.. გამოვიცვალე და მასთან ერთად კაფეში წავედი.. ამჯერად ლაზარესაგან სულ სხვა ემოცია დავიჭირე,სულ სხვა მზერა.. საკამოდ დიდხანს ვსაუბრობდით,მაგრამ ლაზარე წამიერად დაიძაბა,შემდეგ კი ჩემს სკამზე ვიღაცამ ხელი ჩამოდა,სანამ მისკენ მივბრუნდებოდი მეორე ხელი მაგიდაზე დადო და ცივი,სისინა ხმით მოგვესალმა. -გვრიტები..-აღნიშა მან დამცინავად.. მის უკან ნატიფი ცოლი ანა დავინახე,რომელიც მიღიმოდა,მე კი სახე მომეღრიცა. -საყვარარლებო ხომ არ შემოგვიერთდებით?-ჰკითხა ლაზარემ და ამაზე კიდევ უფრო დამეღრიცა სახე.. ანას ძალიან გაუხარდა შემოთავაზება და ჩემს გვერით დაჯდა,მაქსიც იძულებული იყო ლაზარეს გვერდით დამჯდარიყო. -ლამაზი წყვილი ხართ.-აღნიშნა ანამ ჩემზე და ლაზარეზე. -თქვენც არაგიშავთ.-ნამდვილად სეუფერებელი წყვილი იყო,მაგრამ ამას ასე პირდაპირ ხომ ვერ ვეტოდი..-ერთმანეთი როგორ გაიცანით?-მაქსი დაიძაბა,ანა კი წარსულში გაირინდა და სასიამოვნო მომენტებს იხსენებდა. -ჩვენი გაცნობა უჩვეულო იყო.. მაქსი მხიარული ადამიანი არ არის,მაგრამ იმ საღამოს განსხვავებული იყო თითქოს თავის თავს არ ჰგავდა.. განსაკუთრებული საღამო მოაწყო და დამპატიჟა.. დროდადრო რაღაც გაურკვევლად ბუტბუტებდა,შემდეგ სასმელი დავლიეთ და ყველაფერი თავისთავად მოხდა.. -დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ?-არ მოვეშვი მე. -ორსულად დავრჩი,ამიტომ მაქსმა გადაწყვიტა ჩემი მშობლებისათვის ჩემი ხელი ეთხოვა..-ისევ შოკში ჩავვარდი,ლაზარემ ხელზე ხელი მომიჭირა რომ ყურადღება გადამეტანა და არ მეკივლა.. -ბავშვი გყავთ?-გავხედე მაქსს.. -არა.. სამწუხაროდ ავარიაში მოვყევით მე და მაქსი.. სწორედ იქ დავკარგე ხუთი თვის ნაყოფი..-გული დამწყდა.. აშკარა იყო ანაც განიცდიდა,მაგრა მან საწადელს მიაღწია. მაქსი ხელში ჩაიგდო და სულაც არ გამიკვირდებოდა ეს ავარია უბედური შემთხვევაც რომ არ ყოფილიყო..-საპირფარეშოში გავალ.-ანამ ცრემლები მოიწმინდა და სკამიდან ადგა.. -მაც ახლავე დავბრუნდები..-ლაზარემ მარტო დაგტოვა მე და მაქსი. -ანუ ბავშის გამო მოიყვანე ცოლი.. -შენი საქმე არ არის.. -რა თქმა უნდა ჩემი საქმეა.. იმდენად ბრიყვი აღმოჩნდი რომ ამ ქალის მახეში გაები. -შენ რა გადარდებს?რატომ არ მიხედავ შენს საყვარელს,თუ ამასაც იყუები როგორც ყველაფერს? -აი ეგ კი აღარ არის შენი საქმე.. ცოლი ანუგეშე იქნებ კიდევ გაგიჩნდეთ ბავშვები. -კატო.. -რა კატო? იქნებ გეკითხა რატომ მიგატოვე? მაშინვე გაიქეცი დაშვება სხვის მკლავებში იპოვნე? ასე დამივიწყე? საერთოდ თუ გიყვარდი ესეც საკითხავია..-ხელსახოცი მაგიდაზე დავანარცხე და წამოვდექი.. გასასვლელსკენ გავდიოდი როცა მაქსი მკლავში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა.. -თუ გადაწყვიტე რომ დაგევიწყებინე დღეს.. ხვალ ნუ გამიხსენებ თქო ხომ გითხარი?..-მაქსი გჩუმდა და ტუჩებზე მიყურებდა ვხვდებოდი რასაც აპირებდა და უკან დავიწიე.-საეროს არშეცვლილხარ -შენ კი, ვხედავ შეცვლილხარ. თვალები კი გაქვს ძველებური, მაგრამ ეტყობათ, რომ მათში მე აღარ ვცხოვრობ. როგორ გითხრა... მაგ თვალებიდან ის სიმშვიდე მიმზერს, შტორმის შემდეგ რომ ჩამოწვება ხოლმე ზღვაზე...ცარიელი და მდუმარე... -შენ დამაცარიელე.. სულიერად გამანადგურე და ახლა პრეტენზიებით დაბრუნდი? -არ ვნანობ შენს მიტოვებას,რადგან არაფერი გაგიკეთებია ჩემი შენარჩუნებისთვის..-მაქსს ოდნავ გაეღიმა და ელზე ძლიერად მომხვია ხელები.. სწორედ ისე როგორც ადრე მომამწყვდევდა ხოლმე მის ძლიერ მკლავებში.. გული ლამის ამომივარდა საგულედან.. წამი გაიწელა,ვხვდებოდი შემდეგი ნაბიჯი კოცნა იქნებდოა,მაგრამ ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი,რადგან ამის სურვილი მეც მქონდა.. ნელ-ნელა ჩემკენ დაიხარა და...... პ.ს მეგობებო რას ფიქრობთ ისტორიაზე? (შეცდომებს თუ არ ჩავთვლით) :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.