შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მატყუარა I


30-03-2018, 10:49
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 394

...და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ ერთი რამ კი იქნება ცხადი, გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი...
ერთი კვრაა რაც სამწლიანი პააუზის შემდეგ სამშობლოს დავუბრუნდი..
რუსეთიდან დავბრუნდი ქვეყანაში,სადაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ჩამოსვლა,რადგან წასვლისას ბევრ ადამიანს ვატკინე გული..
შინაგანად აფორიაქებული ვიყავი,ამიტომ დავბრუნდი სამშობლოში ჩემს ერთადერთ ნათესავთან.. ჩემს ძმასთან.. რომელიც სისხლით სულაც არ იყო ჩემი ნათესავი,ის ჩემი მამინაცვალის შვილი იყო... განსაკუთრებით კი მას შემდეგ დავახლოვდით რაც დედაჩემი და მამამისი ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ.. მცირეწლოვანი ვიყავი,ის კი სულ რაღაც თვრამეტი წის,როცა ჩემი აღზრდა თავის თავზე აიღო და ბავშვთა თავშესაფარს ამარიდა..
-სანი სახლში ხარ?-გავკივლე რომ ხმა მიმიწვდინა..
-კი კატო რა გაყვირებს?-კიბეებზე ჩამოირბინა ნახევრად შიშველმა სანდრომ,მაისური კი კისერზე ჰქონდა გადაკიდებული.
-ჰო რავიცი ხმის ტემბრს ვეღარ ვაკონტროლებ..-სიცილით ვუთხარი და მაცივარი გამოვაღე რაიმე ცივი,გაზიანი სასმელის ძიებაში..
-რა გაარკვიე რეზიდენტურაზე?-მკითხა და თმები აიჩეჩა..
-რავიცი.. ხვალ მივალ თუ მომეწონა სიტუაცია დავრჩები..
-შენ უნდა მოგეწონოს სიტუაცია? ღმერთო რამდენი გაკლია ხვდები?-დამცინა და ტერასაზე გავიდა მეც უკან გავყევი..
-ნუ ჰო მაკლია,შეშლილი ვარ რადგან შენაირმა შეშლილმა ბიჭმა გამზარდა..
-მოდი ჩემთან ჟღალთმიანო..-მაგრად ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა..
თავიდან ვფიქრობდი,რომ სანდროს სულ სხვა განზრახვა ჰქონდა ჩემთან მიმართებაში,რადგან ზედმეტად ერეოდა ჩემს პირად საქმეში.ცდილობდა ჩემს ირგვლივ ყველა მოეშორებინა.. ეგოისტურად ეჭვიანობდა როცა ვინმესთან დავახლოვდებოდი,მაგრამ დროთაგანმავლობაში მივხვდი რომ ის მიცავდა ყველა იმ ტკივილისა და მწუხარებისაგან რაც ცხოვრებამ შეიძლება მოგვივლინოს.. თუმცა მე ყველა ერთიანად დამატყდა თავს,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რუსეთში წასვლა.. იქ სადაც საკუთარ თავს საშუალებას მივცემდი „გავზრდილიყავი“.. რა თქმა უნდა სანდოს ძალიან გაუჭირდა ამ აზრთან შეგუება,მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს ეჩვევიან? ისიც ასე შეეჩვია.. მე კი ლაღი ვიყავი,ჩიტივით თავისუფალი.. ისე მწყუროდა მარწუხების გარეშე ცხოვრება,როგორც ჩიტს ცაში ნავარდი,მაგრამ ზედმეტი ფრენაც მავნებელია..
რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება,საყვარელ ადამიანში კი შეყვარებულს ვგულისხმობ,მაგრამ ყველაზე რთული ცით რა არის? იმის გაცნობიერება რომ ის გავიწყდება..
რა თქმა უნდა მის სურათებს,სოციალურ გვერდს არასდროს ვამოწმებდი და როცა გავაცნობიერე რომ მისი სახე მავიწყდებოდა,მისი ხმის ტემბრი.. ჩახუტება,სურნელი.. თავი საშინლად ვიგრძენი და სწორედ ამიტომ დავბრუნდი.. მიუხედავად იმისა რომ მაქსიმე მე მივატოვე,სანდროს დაჟინებული მოთხოვნით გული მაინც მწყდებოდა,რომ ჩემზე მალევე თქვა უარი და არც კი დაინტერესებულა რატომ დავშორდი.. არც კი უთქვამს,რომ ვჭირდებოდი..
და შემდეგ ის წავიდა... ველოდი თუ არა მის ასეთს საქციელს? ველოდი , რადგან ის არ გამოხატავდა გრძნობებს ისე,როგორც ფილმებშია. მშვიდი და გაწონასწორებული იყო.. უძირო შავ თვალებში ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ვეშვებოდი.. მისი სიყვარული მწვავდა.
როგორც ფარვანა ეტრფის ცეცხლს,სწორედ ისე ვეტრფოდი მაქსიმეს,მაგრამ ის დუმდა.. მიუხედავად იმისა რომ დღითიდღე ვრწმუნდებოდი მისი სიყვარულში,მე ეგოისტურად მსურდა ამაზე საუბარი.. მას კი მოქმედება ერჩივნა..
მთელი სამი წლის მანძილზე ვთვლიდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე,მაგრამ ახლა გული მწყდება..
როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე და მე ყოვეკდღე ვაგებ პასუხს ამ შეცდომებისთვის.. ყოველდღე ვკვდები.
საუკეთესო დაქალსაც ვეკამათე მაქსიმესთან დაკავშირებით,მანაც ზურგი მაქცია.. მხარი არ დამიჭირა და უკანმოუხედავად წავიდა.. ძალიან მენატრებოდა თიკოც ამიტომ ერთ-ერთ დღეს მივწერე და შეხვედრა დავუნიშნე ჩვენს საყვარელ ბარში..
ბარან მისულს შიშის გრძნობა დამეუფლა,მუხლები მიკანკალებდა და ნერვიულობიდან ხელები გამიცივდა.. კარებთან მისული რამოდენიმეჯერ უკანაც კი მივბრუნდი,მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე..
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეხება ხის იატაკთან რიტმულ ჟღერადობას გამოსცემდა.. ვგრძნობდი,როგორ მივიქციე ყველას ყურადღება.. ნაცნობი მზერა შევამჩნიე ერთ-ერთი მაგიდიდან და მისკენ გავემართე.. გაავკოცნე და მაგრად ჩავეხუტე.. თითქოს რაღაც მომეშვა..
-რატომ წახვედი?-მკითხა საათნახევრიანი საუბრის შემდეგ.
-საჭიროდ აღარ ვთვლიდი აქ დავრჩენილიყავი.. გვერდით აღარავინ დამრჩა.
-კატო შენ თავად გადაწყვიტე ყველას მოშორება.გაიხსენე როგორ ძლიერ გიყვარდათ ერთმანეთი შენ და მაქსიმეს,მაგრამ ისე აქციე ზურგი მის გრძნობებზე არც კი დაფიქრებულხარ.
-მაქსიმესთან ასე იიყო საჭირო.
-ეგ ვინ გადაწყვიტა სანდრომ?-თაკოს სანდრო არასოდეს მოსწონდა,რადგან თვლიდა რომ ჩემს მიმართ ეგოისტურად იყო განწყობილი.
-სანდროს ნუ გარევ..
-აბა ვინ გავრიო?
-ვატყობ შენ და მაქსიმე უფრო დაახლოვდით..-ავღნიშნე წარბაწეულმა
-რატომ გიკვირს? შენ არ იცი მისი მდგომარეობა.. ყოველ წამს რომ არ გეძახდა კაწინკა მიყვარხარო მაგიტომ უფრძნობი გეგონა? მე რომ არა შეიძლება დღეს ლოთი ყოფილიყო ან კიდევ უარესი ცეროზის უმძიმესი ფორმა ჰქონოდა. რაც ზურგი გვაქციე ჩვენ ერთმანეთ ვიპოვეთ,როგორც მეგობრებმა,მადლობა რომ ასე გაგვაერთიანე.
-რაღა მეთქმის.. ანუ სწორადაც მოვიქეცი.. თქვენ ერთმანეთს ვერ იტანდით ორივე კი სანის.. კარგი ერთობა გქონიათ.
-სამაგიეროდ ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდი,შენ კი ორივე დაგვიკიდე.
ცოტახნით დუმილი ჩამოვარდა.. შემდეგ ისევ მან დაიწყო..
-ცოლი მოიყვანა..-ვერ მივხვდი უცებ ვის გულისხმობდა,მაგრამ მალევე მოვეგე გონს..
-მაქსიმემ?..-ვიკითხე იმ იმეად რომ უარს იტყოდა.
-კი..
-ძალიან ვუყვარდი არა?! სასაცილოა.. -კოლა მოვსვი რომ ის ცრემლები გადამეყლაპა,რომელიც ყელში ბურთივით გამეჩხირა..-თემა შევცვალოთ..
თაკოსთან ასე თუ ისე საუბარი აეწყო.. მანაც იცოდა ჩემთვის რამდენად რთული იყო მათი მიტოვება,შეეცადა და ფგამიგო.. ან თავი მომაჩვენა რომ გამიგო..
ბარიდან გამოსული სკვერში გავედი სასეირნოდ.. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა თაკოს ნათქვამის გასააზრებლად „ცოლი მოიყვანა“.. მიმძიმდა,მაგრამ ეს ჩემი ბრალი იყო.. ან იქნებ სულაც არ ვუყვარდი.. თავს მაჩვენებდა.. სწორედ ამიტომ ყოველგვარი კითხვების გარეშე ზურგი მაქცია,როცა დაშორების შესახებ ვუთხარი..
ფიქრებში გაფანტულმა ვერც კი შევამჩნიე დრო ისე სწრაფად გავიდა.. გარეთ ჩამობნელდა,როგორც ჩემს გულში..
გაორებული,გაოგნებული და განცვიფრებული მივაბიჯებდი ტროტუარზე.. ჩემდა უნებლიედ მდუღარე ცრემლები თვალებიდან მცვიოდა და მხედველობას მიშლიდა.. ფიქრებში გადაკარგულმა ვერც კი შევნიშნე გზაზე როგორ გადავაბიჯე.. „ტორმუზისა“ და ფარების შუქზე გამოვერკვიე ფიქრებიდან და სხვა ვერაფერი გავაკეთე მხოლოდ თვალებზე ავიფარე ხელი და მოსალოდნელი შეჯახებისთვის მოვემზადე..
მანქანა ზუსტად ჩემს ფეხებთან გაჩერდა.. კარების ხმა გავიგონე და სწრაფი ნაბიჯის ხმა.. მომვარდა და თვალებიდან ხელი გამაწევინა.. შეშინებულმა შევხედე,შეიძლება ყვირილსაც კი აპირებდა,მაგრამ ჩემს დანახვაზე დამშვიდდა.. ალბათ შევეცოდე..
-კარგად ხართ?-მკითხა მამაკაცმა და ხელი გამიშვა.პასუხი არ გამიცია,თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და გვერდი ავუარე,მამაკაცი უკან დამედევნა და მკლავში მწვდა..-ერთი წუთით.. კარგად არ გამოიყურებით.. შემიძლია დაგეხმაროთ?
-ვერ დამეხმარებით.. ეს აღარავის შეუძლია..-მას გაეღიმა..
-სად მიდიხართ ის მაინც მითხარით და მე წაგიყვანთ..
-საჭირო არ არის,მე..-უცებ მეორე მანქანა გაჩერდა.. ჩვენს უკან ტროტუართან გადააყენა.. არ ვიცი ვინ ჩამოვიდა მანქანიდან რადგან მე ზურგით ვიდექი..
ვგრძნობდი ჩემს უკან ვიღაც იდგა..
-კატო?-ჩემი სახელი მომესმა.. რა სასიამოვნო ხმა იყო.. რა სანატრელი.. რამდენჯერ წარმომდგენია ამ ხმის ტემბრი..-აქ რა ხდება?-ჩვენს წინ უკვე მაქსიმე იდგა და მზერა უცნობი მამაკაცის ხელზე გადაიტანა,რომელსაც მკლავში ძლიერად ჰქონდა ხელი ჩაჭერილი,რომ არ გავქცეოდი..
მუცლებში პეპლები დაფარფატებდა.. მუხლები მეკვეთებოდა.. დავიძაბე.. არ მოველოდი მის ნახვას.. მითუმეტეს დღეს,როცა მისი დაოჯახების ამბავი გავიგე.. თანაც ასეთ ვითარებაში..
-მმმა..-მისი სახელის წარმოთქმაც კი გამიჭირდა.-მმაქს.
-ჰო მაქსი მქვია ჰოო.. აქ რა ხდებათქო?-ისე მიყვიროდა თითქოს მე ვყოფილიყავი მისი ცოლი ან ძალიანაც ადარდება რა მშირდა..
-რა შენი საქმეა? ჩემს შეყვარებულს ვეჩხუბე და ცდილობს შემირიგოს..-უცნობ მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.. კარგად დამაკვირდა რას ვამბობდი.. დარწმუნებული ვარ გიჟი ვეგონე..
-შეყვარებულს?-გაეღიმა მას..
-კატო საიდან იცნობ მაქსიმეს?-უცნობმა მამაკაცმა ჩემი სახელი გაიგონა და ჩემდა გასაკვირად თამაშში ამყვა.. თანაც როგორც შევატყვე ერთმანეთს იცნობდნენ და გულზეც არ ეხატებოდათ ერთმანეთი.. მე კიდევ რა არ ვიფიქრე.. მეგონა მაქსიმეს მე ვადარდებდი,თურმე კი ის ადარდებდა რომ მის მეტოქესთან ერთად ვიდექი.. თუმცა რატომ ჰქონდათ უთანხმოება არ ვიცი..
-საყვარელო გრძელი ამბავია,სხვა დროს მოგიყვები..
-საყვარელო?-კვლავ ირონიულად გაეცინა მაქსიმეს..-კარგით,ხელს აღარ შეგიშლით ტკბილებო.-მაქსიმემ ორი ნაბიჯი გადაგა თუ არა მაშინე უკან მობრუნდა.. -ლაზარე მოსაწვევი მხოლოდ შენს სახელზე გამოვგზავნეთ,მაგრამ შეყვარბულიც წამოიყვანე ხვალ წვეულებაზე.-ისევ გაიღიმა მაქსიმემ და გზა განაგრძო.
მიდიოდა და თან ჩემი სულის ნაწილი მიჰქონდა..
ჩაჯდა და ისე სწრაფად დაძრა მანქანა,რომ თვალი ძლივს მოვატანე..
თვალებზე ხელი ავიფარე და თითებს შორის დარცხვენილმა გამოვიხედე..
ლაზარე წარბაწეული,ჩაფიქრებული სახით მიყურებდა.შემდეგ თავი გვერდით გადასწია და ტუჩი მოიკვიტა..
-საყვარელო იქნებ დაჯდე მანქანაში და სახლამდე მშვიდობით მიგაცილო? ვატყობ კარგს არაფერს იზამ შენ..-ირონიულად მითხრა და ისე,რომ პასუხს არ დალოდებია მანქანასთან მიმიყვანა და კარები გამიღო..
მისამართი ვუთხარი თუ არა გავჩუმდი,მაგრამ ის პასუხებს ელოდა ჩემგან,რომელზე პასუხის გაცემაც არ მინდოდა..
-რა თამაში წამოიწყე?ან მაქსიმეს საიდან იცნობ?
-შეიძლება პასუხი არ გაგცე?
-მაგრამ ხვალ წვეულებაზე უნდა წამოხვიდე..
-არ მოვდივარ..
-თავად ჩამაგდე ამ უაზრო თამაშში და ახლა კიდევ შენ უნდა გადაწყვიტო რამე?
-უთხარი რომ ავათ გავხდი,ან ვიჩხუბეთ ან უბრალოდ მოვკვდი..
-მოსიარულე შარი ხარ იცი? თან ძალიან ლამაზი შარი.. ამიტომ წამოხვალ ჩემთან ერთად
-თუ მეტყვი რატომ ვერ იტან მაქსს წამოვალ.
-ბიზნესის ამბებია.. ტენდერში მოვუგე და გაღიზიანდა,ამის შემდეგ ცუდი ურთიერთობა გავქვს.
-და ასე თუა წვეულებაზე რატომ დაგპატიჟა?
-იმის საჩვენებლად რომ ძლიერია..
-რა სისულელეა..-ავიქნიე მხრები და რაკი უკვე სახლის წინ ვიდექით მანქანიდან გადასვლა დავაპირე,მაგრამ ლაზარემ მკლავში ჩამავლო ისევ..
-ხვალ საღამოს შვიდისთვს გამოგივლი და მზად დამხვდი.-ამის შემდეგ ხელი გამიშვა..
სახლში შევედი თუ არა თვალებზე ავიფარე ხელი.. ჯერ მე თავადაც ვერ გავერკვიე რა მოხდა ჩემს თავს..
ერთის მხრივ ბედნიერი ვიყავი რომ მაქსი ვნახე,მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან დამწუხრებული,რადგან მის თვალებში სიყვარულის გარდა ყველაფერი დავინახე..
არავინ მაცადა საკუთარ თავთან დარჩენა.. კარების ხმაზე სანდრო გამოვიდა..
-ვინ მოგიყვანა?
-მეგობარმა.
-ვინ მეგობარმა?
-ლაზარემ
-სადაური მეგობარია?-თვალები მოაწვრილა და ისე მიყურებდა..
-დღეს დავმეგობრდით.
-რაღაც ძალიან იოლად იჩენ შენ ამ მეგობრებს..
-სანდრო ძალიან გთხოვ თავი დამანებე.
-რატომ?
-იმიტომ რომ ცოტა დასვენება მჭირდება.. ამომასუნთქე!-იმხელაზე ვიღრიალე მე თვითონაც შემეშინდა ჩემი ხმის..
-გიჟი ხარ გეფიცები!
-ვისი სანი..-გვერდი ავუარე და საძინებელში შევედი.
გავღზიანდი მაქსზეც და სანიზეც..
ეს ორი ყოველთვის ნერვებს მიშლიდა.. განსაკუთრებით კი დღეს.
შუადღემდე ვიძინე.. თვალები რომ გავახილე უკვე ოთხი საათი სრულდებოდა,მე კი წვეულებისთვის ვიყავი მოსამზადებელი.. განსაკუთრებით უნდა მომენდომებია,რადგან ყოფილის წვეულებაზე მივდიოდი,სადაც მისი ცოლიც იქნებოდა.. ეს ჩემი შანსი იყო დავრწმუნებულიყავი,რომ მას ვეღარ დავიბრუნებდი..
აბაზანის შემდეგ თმას მივხედე,რაზეც ძალიან დიდი დრო გაიწელა.. მაკიაჟიც უნაკლო გამომივიდა.. უკვე შვიდი საათი სრულდებოდა,მე კი ჩაცმულიც კი არ ვიყავი.. მეტიც,ისიც კი არ ვიცოდი რას ვიცმევდი..
კარადა გამოვაღე და ყველაზე ლამაზი კაბა შევარჩიე,რომელიც რუსეთში მამაჩემის(ბიოლოგიური მამა,რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა და არ აღელვებდა,რომ მზრდიდა თვრამეტი წლის ბიჭი,რომელიც ჩემი ნათესავი სულაც არ იყო.) გამართული წვეულებისათვის შევიძინე..
ქვემოთ რომ ჩავედი სანდრო სამსახურიდან იმ წამის მოსული დამხვდა.. ჩემს დანახვაზე გაკვირვება ვერ დამალა.
-სად მიდიხა ასე გამოწყობილი?
-წვეულებაზე.
-ვის წვეულებაზე,ან ვისთან ერთად?
-მაქსიმეს წვეულებაზე ლაზარესთან ერთად.-სანდროს გაეცინა.
-შენი ყოფილი მასქიმეს წვეულებაზე,გუშინგაცნობილ ლაზარესთან ერთად?-სიცილს ვერ იკავებდა..შემდეგ უცებ დასერიოზულდა.-წადი გამოიცვალე და სახლში დაჯექი.
-შენ სერიოზულად გგონია,რომ ასე ვიზამ?
-კატ იცოდე თუ წახვალ.. სახლში აღარ შემოგიშვებ.
-კარგად იყავი სანი..-ყურადღება არ მივაქციე და გარეთ გავედი სანად ლაზარეს მანქანა იდგა.
ჩემს დანახვაზე ლაზარე მანქანიდან გადმოვიდა.დღის შუქზე უფრო სიმპათიური ჩანდა ვიდრე იმ უკუნით ღამეში.. ძალიან ლამაზად გამიღიმა და ჯენლტმენივით კარები გამიღო. რა თქმა უნდა შევიშვნე და მანქანაში ჩავჯექი..
-ძალიან ლამაზი ყოფილხარ.-აღნიშნა მან..
-შენც არაგისავს.-გავუღიმე მე.
მთელი გზა გამბედაობას ვიკრებდი მასთან შესახვედრად.. მანქანა გაჩერდა,მე კი ღრმად ჩავისუნთქე და გადავედი..
ბედნიერი სახე მივიღე,რაზეც ლაზარეს გაეღიმა,მე კი მოვიღუშე..
-კარგი ხო.. ისევ ბედნიერი სახე მიიღე საყვარელო,ვინმემ არ შეგვამჩნიოს რომ გუშინ გნახეპირველად..
-იცოდე წავალ..
-კარგი კარგი ხმას აღარ ვიღებ..-ხელკავი გამაკეთებინა და წვეულებაზე შევედით..
უამრავი სტუმარი ირეოდა ერთმანეთში.. ბევრი ვიცანი,ბევრმაც მიცნო..
მაქსიმეს ძმაკაცები გაოგნებული სახით მიყურებდნენ,რადგან არავინ მოელოდა ჩემს აქ დანახვას,მითუმეტეს მამაკაცთან ერთად..
არავის არაფერი უთქვამს,ყველა ჩუმჩუმად მიყურებდა.. ზურგს მიწვავდა მათი მზერა.. წინიდან კი მაქსიმე შემოგვეგება მომღიმარი სახით,უფრო სწორად ირონიული სახით.. მხოლოდ მისი ცოლი ჩანდა გულწრფელი.. მან ხომ არ იცოდა ვინ ვიყავი..
-გამიხარდა თქვენი მოსვლა.-გვითხა მაქსიმემ და ლაზარეს ხელი ჩამოართვა.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი.-გაიღიმა მაქსის ცოლმა,რომელიც ძალიან ლამაზი იყო.. რაღაცნაირად გული დამწყდა..
-ისე გვთხოვე მაქსიმე,რომ ვერ გამოვტოვებდი ამ წვეულებას.
-რა თქმა უნდა.. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთის.-ვამჩნევდი მაქსიმეს სახეს,როგორ ემანჭებოდა ლაზარეს ყურებისას.
-საყვარელო რამეს ხომ არდალევ?-წელზე ხელი შემომხვა ლაზარემ და თავისკენ მიმიწიდა,მაქსიმემ ხელზე გადაიტანა ყურადღება და მაშინვე მოგვაშორა მზერა.
-კი.. ბართან გავიდეთ..-გავუღიმე ლაზარეს და შემდეგ მაქსს და მის ცოლს გავხედე..-მოგვიანებით ვისაუბროთ.
-ვისაუბროთ,ვისაუბოთ..-ისევ ირონიულად გამომხედა მაქსსმა და ერთმანეთს დავშორდით..
ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე.. გული ლამის ამომივარდა.. ასე თავდაჯერებულად ბოლოს მასთან დაშორებისას ვიცრუე..
მაგრამ მისი ცოლი,არ ვიცი ასეთი სათნო და ნაზი არსება არასდროს მინახავს.. ასეთი ლამაზი ქალი დიდიხანია არ მინახავს.. იმ ქალების უმრავლესობას არ ეკუთვნის ვისაც თვალებში „სხვა“ სხივი გაუკრთით..
ლაზარე ყველაფერს მიხვდა.. არაფერი უკითხავს,მაცადა ჩემთვის ჩუმად ვმჯდარიყავი და მათი ყურებით გული საბოლოოდ მომეკლა..
სასმელი მომერია..
თავში ყველაფერი მიტრიალებდა,ამიტომ საპირფარეშოში გავედი და სახეზე წყალი შევისხი.. ცოტა მოვფხიზლდი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვედი გარეთ.. კარებთან მაქსიმე დამხვდა.
-რას ცდილობ?-მკითხა მან,მე თითქოს ვერ გავიგე რა უნდოდა.
-უკაცრავად?
-თავს ნუ ისულელებ.
-შენ თავად დამპატიჟე,ახლა პრეტენზია გაქვს?
-ვიცი რომ ლაზარესთან ურთიერთობა არ გაქვს.-დავიბენი,მაგრამ ტავდაჯერებულობა არ დამიკარგავს.
-ნუთუ?..
-ისე კარგი წყვილი ხართ..
-შენ და შენს ცოლს ვერ გჯობივართ.. ის ისეთი ლამაზია,რომ მასთან ახლოსაც ვერ მივალ.-მაქსი ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და გამომწვევად მიყურებდა.. კედელს ავეკარი,მან კი ხელი მიაყრდნო,თითქოს არ უნდოდა გავქცეოდი

პ.ს წინა ისტორია იძულებული გავხდი შემეწყვიტა სხვადასხვა გარემოების გამო.. მაგრამ ამ ისტორიას არ გავწყვეტ თუ რათქმაუნდა გსურთ რომ გავაგრძელო..



№1  offline წევრი naniko mindia

Gagzele veli shemdegs me sheni yvela istoria momwons ❤️❤️❤️❤️ardagviano warmatebebi
--------------------
lomidze

 


№2  offline მოდერი The Dreamer

naniko mindia
Gagzele veli shemdegs me sheni yvela istoria momwons ❤️❤️❤️❤️ardagviano warmatebebi

არ დავაგვიანებ რა თქმა უნდა თუ გაგრძელების მსურველი იქნებიან..

 


№3 სტუმარი სტუმარი მარია

გააგრძელე <3

 


№4 სტუმარი Ani

Zemot dagitove komi facebookidan dzalian monda gaagrdzelo momwons ici ragqcit wina istoreias mivamsgavse da es yvelaze metad momewona warmatwbebi

 


№5 სტუმარი Shorena kiladze

Gagrzelebula zalian momcons da saintereso a

 


№6 სტუმარი სტუმარი the dreamer

კარგია თუ მოგწონთ მაშინ თამამად გავაგრძელებ დაწერას საყვარლებოო heart_eyes

 


№7  offline წევრი Onlyyou

Gaagrdzele raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent