დვალიშვილი & ახვლედიანი
-მოიცა და ეხლა შენ ამბობ რო ლექციიდან რომ გამოგაგდეს ეგ ჩემი ბრალია_გამწარებული ვეკამათებოდი ჩემს საუკეთესო მეგობარს რომელიც მაბრალებდა რომ ლექციიდან ჩემს გამო გამოაგდეს არადა თვითონ მთელი ლექცია ენა არ გაუჩერებია. -ზუსტად_ის კიდე არ ჩერდებოდა. -სააღოლ ნინი_ეხლა უკვე სერიოზულად მეწყინა_ყოჩაღ! გამწარებული გამოვვარდი უნივერსიტეტის ეზოდან და მეტროსკენ დავიძარი. .................................................................................. სულაც არ არის ნინი ისეთი როგორი წარმოდგენაც მასზე შეგექმნათ, პირიქით ძალიან მეგობრულია და ესეთი უაზრო გაბრაზებებიც არ ახასიათებს, თუმცა დღეს რა ეტაკა ეგ არვიცი. მართლა ესეთი რომ ყოფილიყო ჩემი საუკეთესო მეგობარიც არიქნებოდა. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე, ნინი, ოთო და ლუკა. ყველაზე დიდი ოთოა ნინიზე სულ რაღაც ორი თვით, ყველაზე პატარა კი მე. 20 წლის ვარ ისინი კი ყველანი 21-ის. ოთო ყველზე დასტოინია, აი სულ უჟმური სახით დადის და წელიწადში ერთხელ თუ გაეცინა ეგეც რაღაც სასწაულია, სულ ვეჩხუბები ამის გამო მაგრამ ვინ მისმენს... ლუკაა პირდაპირი მნიშვნელობით მოსიარულე პოზიტივია, ადამიანი რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გაგაცინებს,ყველაფერზე რომ არ იხუმროს არ შეუძლია... ნინიც მხიარულიაა, ძალიან მეგობრული, ერთგული და ისიც პოზიტიური თუმცა არა ისეთი როგორიც ლუკა...მე, სიცილის დრო ვიცინი, ტირილის დროს ვტირი, ნუ მოკლედ ყველა სიტუაციაში შესაბამისად ვიქცევი. უბრალო რაღაცეებზეც კი საშინლად ვბრაზდები. ძალიან გულჩვილი ვარ ზოგჯერ სისულელეებზეც კი მეტირება...ნუუ ალბათ ცოტათი წარომდგენა მაინც შეგიქმენით ჩვენზე. .................................................................................. სახლში მივედი და საწოლზე წამოვწექი, ნინის დღევანდელი საქციელი მახსენდებოდა, ესე ძაან რამ გააბრაზა? თან რის გამო? ბევრჯერ გამოვუგდივართ ლექციებიდან ლექტორს მეც და ნინიც უმეტესად ლაპარაკის გამო თუმცა ამაზე ჯერ არ გაბრაზებულა და დღეს რა დაემართაა, არვიცი მაგრამ ფაქტია მე ძალიან მეწყინა მისი ეს საქციელი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ ტელეფონი აზუზუნდა, ოთო იყო. -გისმენ -ნინისთან გამო რაა -შანსი არაა -ელე გეხვეწები შენც ნუ მიშლი ნერვებს ეხლა_ ხმაზეც კი ეტყობოდა რომ გაღიზიანებული იყო. -ოთო დარწმუნებული ვარ შენზე მეტად ეხლა მე მაქვს ნერვები მოშლილი -ელე ნუ ბავშვობ_ ხმა გაუმკაცრდა -აუ შენი ჭირიმე რაა_ ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. აიი მართლა საშინლად მომეშალა ნერვები. კიდე მირეკავდა ოთო მაგრამ არ ვუპასუხე. ცოტახანში დედამ დამიძახა -ელენეე ჩამოდი ოთო მოვიდა ააუუუ კაით რაა!!! -ამოვიდეს_დავიძახე. და ოთომაც იმ წუთას შემოაღო კარი. -მეღადავები ხო?_ როგორ გაბრაზებულაა. -მეტყობა რამე?_ არც მე დავაკელი. -ელე შენც რა დაგემართა ტო... იმან ხო იქ გახეთქა ტვინი ელენეს გამო ლექციიდან გამომაგდესო -და ვერ გავიგე რა გინდა მითხრა ამით რომ მივიდე ნინისთან და ბოდიში მოვუხადო იმის გამო რომ ლექციიდან გამოაგდეს ჩემს გამო რომელიც რელურად არ მომხდარა? -აი ზუსტად ეგ მინდა -შანსი არ არის! -თუ არ წამოხვალ მაკა დეიდას ( დედაჩემს ) ვეტყვი რომ ნინის ეჩხუბე და ხო იცი ამაზე გააფრენს და სამ საათიან ლექციებს ჩაგიტარებს რომ ნინი კარგი გოგოა არ უნდა.... -კარგი კარგი მოვდივარ_გავაწყვეტინე ოთოს რადგან ვიცოდი დედაჩემი ერთ ამბავს ატეხდა ამაზე. ოთო მანქანით იყო და ნინისთან მალე მივედით თან ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა. შევედით თუ არა მომაჩეჩეს გაბრაზებული სახეები, ლუკაც კი სერიოზულად იყოო დავიჯერო ლექციიდან გამოგდება ესეთი სერიოზული ამბავია? -რატო მოიყვანე ეს აქ?_გაბრაზებულმა უთხრა ნინიმ ოთოს -ეხლა თქვენ დააყენებთ როჟებს და შერიგდებით_ ჩაილაპარაკა ოთომ მე არაფერი მითქვამს. -შანსი არაა მე მას არ შევურიგდები!!_ვირზე შეჯდა ნინი. ვსოო ეხლა მართლა მეც ძალიან გავბრაზდიი - აუ ვსო აღარ შემიძლია ტოო_გაისმა ლუკას სიცილშეპარული ხმა და იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი სახლმა შეზანზარდა, მას ყველა აჰყვნენ, ოთოც კი იცინოდა -მეღადავებით ხო?_ არ მინდოდა იმის დაჯერება რომ მომატყუეს -აუ ეხლა მოვკვდებიი_ვერ ჩერდებოდა ლუკა -დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია საყვარელო_ იძახის ნინი და თვალებიდან ცრემლებს იწმენდს რომელიც ამდენი სიცილისგან აქვს -აუუ თუ გაპატიოთ პროსტაა_მეც სიცილი ამიტყდა. ვიცინოდით დიდი ხანი სულელებივით, ბოლოს ისევ ოთომ დასერიოზულდა და სახლებშიც დაგვანაწილა. ...................... დედისერთა ვარ თუმცა ეს ჩემი საუკეთესო მეგობრების წყალობით არასდროს მიგრძვნია. მამა 5 წლის რომ ვიყავი მაშინ, სიმსივნით გარდაიცვალა, ის პერიოდი დედაჩემისთვისაც და ჩემთვისაც რთული გადასატანი იყო მაგრამ როგორღაც გავუმკლავდით. ეხლა 20 წლის ვარ თუმცა თუ სადმე მამას სახელს ახსენებენ გული მიკვდება. უნივერსიტეტში ვსწავლობ ტურიზმის განხრით, მე და ნინიმ ერთი პროფესია ავირჩიეთ, ოთო მომავალი ადვოკატია, მის ხასიათს ნამდვილად შეეფერება, ლუკა კი კომპიუტერების განხრით აბარებს, კომპიუტერის ტვინია. .............................. - გაიგეთ გოგოო, ახალი ბიჭი გადმოსულა ჩვენთან -ამბობენ ისეთი ბიჭი გადმოვიდა თვალს ვერ მოწყეტო -შოკია -აუ პროსტა რა სიმპატიურიაა და კიდევ მსგავსი უამრავი ფრაზა მესმოდა დილიდან უნივერსიტეტში და ეს პირდაპირ ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. აი რასაც საშინლად ვერ ვიტანდი, ახალი ბიჭი რომ გადმოვიდოდა უნიში და ყველა რომ მასზე ლაპარაკობდა და ყველა რომ მას ეპრანჭებოდა. ლექციაზე ვზივართ და მე და ნინი გულიანად ვიცინით იმაზე თუ როგორ ეკამათება ჩვენი ჯგუფელი ბიჭი ლექტორს, ამ დროს კარები იღება და მესმის ბოხი,სასიამოვნო, გასაგიჟებელი ხმის ბარიტონი -შეიძლება? ................................................................................. გამარჯობაათ... ეს ჩემი პირველი ისტორიაა...იმედია მოგეწონებათ...განვაგრძო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.