შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Après nous le déluge à venir - ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა. თავი 4.


31-03-2018, 23:11
ავტორი annalisa
ნანახია 1 219

ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავთ სიყვარულის აღწერა. პეპლები დაფრინავენ მუცელში, მსუბუქდები და ა.შ. ვერ ვიტყვი რომ არასწრორია ან მსუბუქადაა ნათქვამი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად თითოეული ჩვენგანიც ინდივიდუალურად აღიქვამს ამ გრძნობას. ჩემთვის რომ გეკითხათ სანდროს კოცნის მომენტში რას ვგრძნობდი ერთ სიტყვასაც არ გეტყოდით, ვერ გავაუფასურებდი ამ გრძნობას ჩემი ადამიანური სიტყვებით. მაგრამ მაინც ვეცდები რამენაირად გადმოგცეთ ის კოსმიური შეგრძნებები რაც სანდროს და ჩემი ტუჩების შერწყმამ გამოიწვია. ვგრძნობდი ჩემს ნაკვერჩხალივით ახურებულ ბაგეებს, სადაც კი მისი თითების შეხებას ვგრძნობდი იქ კანის ქვეშ პატარ-პატარა მოგიზგიზე კოცონები ჩნდებოდა და თითოეული მათგანი გარეთ გამოსვლას ლამობდა. ამ ყველაფრის ფონზეც კი არ იკმარეს ჩემმა ორგანოებმა ეს ამბორი და ჩემდაუნებურად გავაღრმავე კოცნა. ჰოპ და უკვე აივნის მოაჯირზე ვარ შემოსკუპებული, სანდროს ხელები კი მთელი ძალით ჩამფრენია ბარძაყებზე. ამ წამს იმდენად ვყავარ ვნებას დამონებული ნებისმიერ მის ნაბიჯს დაუფიქრებლად დავყვები. მაგრამ ის ხომ სანდროა ? ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გაჩერდეს.მოაჯირიდან ფეხებს სანდროს ვხვევ წელზე და ყელზე ვეკიდები.
--მემგონი მიყვარდები. -- მის ყელში თავჩარგული ვჩურჩულებ და რაც ძალი და ღონე მაქ ვეხვევი სარეველა ბალახივით. ალბათ ვიტირებდი კიდეც რომ არა ჩემი ჯანდაბაში გასაგდები ტელეფონის ხმა.
--გისმენ ნინა სასწრაფოა რამე? --უკვე სანდროსკენ ზურგშექცევი ვდგავარ და ვცდილობ გახშირებული გულის ცემა დავიმშვიდო.
--ანნა აი ზუსტად ნახევარი საათი გაქ რო ნიუ-იორკში გადასაფრენად მოემზადო. ნინომ დარეკა და სასწრაფო კონფერნცია მოიწვია.შენთან დარეკვა კიდე მე დამავალა. მიდი აბა ჰე ცუნცულ 3 დღის ბარგი ჩაალეგე და ნახევარ საათში გამოგივლით. -- მეხი დამეცესო რომ იტყვიან აი ეგ მომენტია. დარწმუნებული ვარ ამერიკაში ჩვენი ჟურნალის ახალი სტატიისთვის მივფრინავთ და ნინოსგანაც ვიცოდი მსგავსი იდეის არსებობა მაგრამ განა შეიძლება მაინც და მაინც ამ წუთას დაერეკათ ?!
-- მე უნდა წავიდე.... - სანდროსკენ ვტრიალდები და სიტყვების ერთმანეთზე მიყრით ვუხსნი სიტუაციას.
-- შემომხედე, ანნა ამოიხედე. რა განერვიულებს ჰა? შენ სამუაშაოშე ჰო არ ვიეჭვიანებ. წადი და როცა ჩამოხვალ მერე ვილაპრაკოთ.
--მე უბრალოდ... უბრალოდ არ მინდა მთელი ერთი კვირა ისევ მე და შენ დავჩეთ. მინდა გავხდეთ ჩვენ. -- თვალებში ამაყად ვუყურებ და ჩემს დაუოკებელ სურვილსაც ვანდობ. არ ვაპირებ იმ ადამიანს რამე დავუმალო რომელთანაც ვგონებ ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს დავიწყებ. ისევ ჩემი ტელეფონია, ეს უკვე ნანაა. იმდენად სწრაფად მიწევს გაქცევა, სანდროს პასუხის მოსმენასაც კი არ ველოდები მოწყვეტით ვკოცნი და უკან მოუხედავად გავრბივარ. და აი უკვე ჰაერში ვფრინდები სხეულით, ფიქრებით კი ისევ ბიჭის კანის სითბოს ვგრძნობ....

***
3 დღე ერთ კვირად იქცა... ყველანაირ კომუნიკაციას მოწყვეტილი მთელი 7 დღე არ მილაპარაკია არავისთან. მეგობრები და ოჯახის წევრები მიჩვეულბი არიან ჩემს გაქრობა-გამოჩენას..და აი სანდროო.... სანდროს არ ვიცი რეაქცია ექნება. ინერვიულებს ? თუ ასეა მაშინ დაკავშირებასაც შეეცდება. მაგრამ გამოყრუებულ ადგილას მეც კი დამავიწყდა ტექნიკის არსებობა. ჰო დამავიწყდა მეთქვა, ჩვენი მომავალი სტატის გმირი აქ გადმოვაცხოვრეთ ფოტოსესიებისთვის და ინტერვიუსთვის. მართალია ელექტროენერგია არის,
მაგრამ არც ტელეფონი იჭერს და არც WIFI არ არის. ესეც ჩვენი გათვლაა რათა სხვა ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა ,,შემთხვევით" არ გაიგონ ჩვენი და ჩვენი რესპოდენტის ადგილმდებარეობა. დღეს დადგა ეს ნანატრი დღე და სამშობლოში ვბრუნდები. იმის აღწერას არ დავიწყევ როგორი დამღლელი პროცესია აეროპორტში რაც კი ხდება ყველაფერი, ჰო გემრიელი საჭმლის გარდა. თბილისის აეროპორტიდან ნინაჩკამ პირდაპირ სახლში მიმიყვანა. და აი აქ დაიწყო ნეტარება. საუკეთესო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც კი არ ჯობია საკუთარ სახლს, ლოგინს, აბაზანას, სამზარეულოს..... შხაპის მიღებამდე მივწერე ყველას და როგორც ჩვენ ვიტყოდით ,,ნაშობა ავყარე". რა ვქნა მომენატრნა ეს უნამუსო ხალხი და მორჩა. კარზე ზარის ხმა მამცნობს მომავალი ომის დასაწყის.
-- რო გაბედო და მითხრა ჩემი საყვარელი შოკოლადი არ ჩამომიტანე აგკუწავ (ქეთი)
--აცადე ადამიანს სახლში დაბრუნება რა მოურჩენელი შიმშილი გჭირს რა უბედურებაა (მარიამი)
--დეეედაა მოდიი ჩემთაან ჩემოო კრუსუნაა - სასწაულებრივად დაწვრილებული ხმით ყვირის ელენე, ქეთის და მარიამის ჯებირის გარღვევის მერე მეხუტება. ჰმმ.. ესენი რო ლოთები მყავს არ მითქვია ჰო ? ეხლა გეცოდინებათ. ნამდვილი კარგი ქართველი ვაჟკაცივით დალევის მიზეზი არ დაელევათ. გავფრიდნებით რომელიმე ვსვამთ... ჩამოვფრინდებით.... ვსვამთ... კაბას ვიყიდით ვსვმათ... და ასე უსასრულობამდე სანამ ერთ-ერთი დროებით შესვენებას არ გამოაცხადებს და მერე ისევ თავიდან. ეხლაც იგივე მეორდება საჭმელთან ერთად ერთი-ორი ღვინოც შემოეყიდათ და შემთხვევით ამოიტანეს.
-- აბა კარგად შემომხედე ქალბატონო... იმ დღეს ნიცს რო ეკითხებოდი მისამართს რაო რა ვქენითო ?! -- ეჭვიანი ხმით მეუბნება მარიამი და ცელოფნების ამოლაგებას იწყებს. ამათ ხელში თქვენი აზრით გავჩუმდებოდი ?! მართალია სწორად ფიქრობთ დეტალებში მომაყოლეს ყველაფერი და მერე სათითაოდ იძლეოდნენ რჩევებს. ოღონდ განა მე ვთხოვე, უბრალოდ ზედმეტმა სიბრძნებ შეაწუხათ და ჩემს სიტუაციაზე დაიწყეს გადმოფრქვევა.
--ჰა ახლა რა სიჩუმეა აქ მუსიკის ხმა რატო არ ისმის ? --სამზარეულოს კარები ნიცამ შემოხსნა და 2 წლის ბავშვივით კალთაში ჩამიხტა -- რაო რას შვებაო ჩვენი დაკარგული გოგო ? იმედია შოკოლადების ჩამოტანა არ დაგავიწყდა.
--არა ესეც მე ვარ გამაგებინეთ. ესეიგი მარტო მე არ ვარ შოკოდამოკიდებული -ხელების ქნევით გვეუბნება ქეთი და ღვინოს ჭიქებში ანაწილებს.
-- ნენო ბარბარე როგორაა ?? --თბილი ხმით მოვიკითხე ნათლული და დაქალს გავხედე.
--ღმერთს მადლობა სიარული ისწავლა თორე წელში გამწყვიტა. ეხუმრები 18 კილოს თრევას. ხან ერთ თეძოზე მყავდა შემოსმული ხან მეორეზე. დამტანჯა -- დაღლილი მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილი ხმით მეუბნება. და ვხედავ სულ ოდნავ როგორ უსევდიანდება თვალები.
--იმას არ დაურეკია? -- ჩუმად ვეკითხები და მხრებზე ვხვევ ხელს.
-- არა საერთოდ არ დაურეკია. თვითონაც კი არ მოდის ბარბარეს წასყვანად გჯერა ?!!მძღოლს მიყავს და მოყავს ბავშვი. მთელი 3 კვირაა არ მინახია. ყველაზე უთავმოყვარეო დაქალი გყავს. 1 კვირის მერე მეთვითონ დავურეკე გესმის ?? და ღირსადაც კი არ ჩამთვალა დამლაპარეკობოდა. ყურმული აიღო და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. ბოლოს ისევ მე დავიწყე ლაპარაკი და ისტერიკა დამემართა. ლერიმ კიდე იცი რა გააკეთა ? გამითიშა... ჯანდაბა ჩემი ხმის გაგონებაც კი აღარ უნდა. არ გამიკვირდება ახლო მომავალში გაყრის საბუთებიც რო გამომიგზავნოს -- ამის მერე რომ არ ეტირა განა ჩემი ნენო იქნებოდა ?! ჰოდა აქვითინდა და ნიცაც აიყოლია. ჩვენ კი ვიჯექით და ვუყურებდით განაგურებულ დაქალს. რანაირად ვანუგეშოთ როცა საკუთარი საქციელის გამოა ასეთ დღეში.
--არ მგონია თქვენი ოჯახი ამის გამო დაანგრიოს. უბრალოდ ელენე მერამდენედ უნდა გთხოვოს ბიჭებისგან თავი შორს დაიჭირო? თუნდაც მეგობარი იყოს... არ მოსწონს ამ შენს ქმარს ყოველ მეორეს ხელში რო აჰყვახარ და ჩემო სიყვარულოს გეძახის. ველური ხო არ არი ყოველ ჯერზე თავიდან და თავიდან ცემოს?! რამდნჯერ გვილაპრაკია მე და შენ ამ თემაზე. დაფიქრდი რა სულ ცოტა -- შეწუხებული ხმით ვცდილობ რაღაც მაინც ვუთხრა და დავეხმარო. არ ვიცი რამდენად გამომდის მაგრამ აშკარად წყნარდება სიტუაცია.
--აუუ აღარ დავიგრუზოთ რა...ცოტა გავერთოთ და დავივიწყოთ ეს ,,დიდური" პრობლემები --გვეხვეწება მარიამი. მერე იყო სმა, ჭამა, სიმღერა, ცეკვა და ცრემლებამდე სიცილიც კი. ბოლოს ყველა სახლებში დავარიგე და ყავის დასალებად დავჯექი. გასაგებია რომ ჩემს ნორმალურობაში ეჭვი შეგეპარათ, ღვინის მერე ყავის დასალევად დავჯექი მაგრამ ამ წამს კაპუჩინოზე მეტად მარტო სანდროს ნახვა თუ მინდა. არა არ გეგონოთ დამავიწყდა,ხვალ ვაპირებდი მის ნახვას მაგრამ რადგანაც ,,შემთხვევით" მარჯანიშვილზე მოვხვდი ღამის 2 საათზე კაფეში, ჩემი გიჟური აზრიც უნდა განვახორციელო. და აი უკვე მანქანა გავაჩერე ვორონცოვის ქუჩაზე. ჩემთვის უკვე ნაცნობ კიბეებს მივუყვები ცოტა ხანში სანდროს სახლის კართან ვდგავარ. ამ ჯერად გულის წასვლების გარეშე..... ვაკაკუნებ და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამ დროს ნორმალურ ხალხს ძინავს ან ჩვენს შემთხვევაში მუშაობს. მაგრამ ამ ჯერად გამიმართლა და კარებს იქით შხარუნი მესმის.
--რომელის ხარ ?--მეკითხება წკრიალა გოგოს ხმა და რაო რას ვამომბდი ნაკლებად ნერვიულობაზე ?!! გაყინული ადამიანივით მიტანს შინაგანი ცახცახი ბრაზისგან და ეჭვიანობისგან. მაგრამ ხო არ გავიქცევი ?! ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს: მეგობარი, ნაცნობი, ნათესავიი... და ქალი რომელთანაც საათების წინ სექსი ჰქონდა - შთამაგონებს მეორე მე და ალბათ ბედნიერდება ჩემი რეაქციით.
--ბოდიში, იქნებ სანდროს დაუძახოთ -- მემგონი ზემეტად თავაზიანადაც კი ვკითხე ,,მეტოქეს". მესმის ნაბიჯების ხმა, შემდეგ მას მეორეც ერევა და კარები იღება. აი დგას ეს უღმერთო ქმნილება შორტის ამარა და ჩემს არითმიას იწვევს. ჰო სანამ მე ამ ყველაფერს გადავხარშავ და რამეს გავაკეთებ, სანდრო დგამს ერთ უზარმაზარ ნაბიჯს ჩემკენ და ჰოპ!! ჩვენ ერთმანეთს ვკოცნით. ეს იმ ჩვენს პირველ კოცნას ნამდვლად არ გავს. ამ საქციელით მაიძულა მთელი ჩემი მონატრება მის ტუჩებზე ჩამექსოვა. მე და ჩემ ჰორმონებს რამე გაგვაჩერებდა ?! სწრაფად მოვხვიე ფეხები წელზე და ხელები თმებში შევუცურე. არც სანდროს რეაქციამ დააყოვნა. უცებ ამაკრა კედელზე და ხელები საჯდომზე გადაიტანა. ცეცხლი მეკიდაო რომ ვთქვა იმ ყველაფერზე რაც მე მჭირდა სირცხვილია. ალაბთ ჯოჯოხეთის ალში რომ იწვიან იმავეს განიცდინან რასაც მე.. უბრალოდ ჩემი სასიამოვნო დამწვრობაა. და აი ამ სასწაულმოქმედ ბაგეებს ჩემს ყელზე ვგრძნობ. ნელ-ნელა ჯემპრის ყელი მეწევა და სანდრო ლავიწებზეც გადადის. დროისა და სივრცის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა. რაღაც კოსმიურ აღმაფრენას ვგრძნობ. აი ასტრონავტს სკაფანდრში ჰაერის გათავებამდე წამები რომ რჩება და მერე უცებ ჩაისუნთქავს მონატრებულ ჰაერს ზუსტად იმავეს ვგრძნობ უბრალოდ მეათიათასედ ხარისხში. ჩემი პირიდან ამოსული ბგერები იმდენად მეუცნაურება, რომ სასწაულებრივად ვახელ თვალებს (ოღონდ არ მახსოვს როდის დავხუჭე) და სანდროს თვალებს ვაწყდები რომელიც ზედმტად ახლოსაა ჩემს სახესთან.
-- მომენატრე -- ისევ მე ვარღვევ დუმილს და შუბლს შუბლზე ვაბჯენ.
-- ჰო ამას უკვე მივხვდი -- სიცილით მპასუხობს და დაბლა მსვამს. და აი ახლა მივხვდი რომ ის გოგონა რომელმაც სანდროს დაუძახა სავარაუდოდ მომსწრე გახდა ამ თუხთუხა სცენისა. თვალებს ვაპარებ იმ ადგილისკენ სადაც იდგა, მაგრამ ჰოი საოცრებავ იქ არავინ მხვდება. თქვენი აზრით ამ ზედაკვირვებულ ადამიანს ეს გამორჩებოდა ?! ალბათ ჩემი გრძნობებიც გამოიცნო და გაბმული ხარხარი ატეხა. მემგონი სერიოზულად დამერხა. სანდრო დგას ჩემს წინ აშკარად მე დამცინის, თუ სხვა დროს გავცოფთებოდი დავიწყებდი ჩხუბს და საკადრის პასუხსაც გავცემდი, ახლა უბრალოდ ვდგავარ და გამოშტერებული, დადებილებული ვუყურებ მის მომაკვდინებელ სიცილს.
-- შემოხვალ ? -- ისე მეკითხება თითქოს ღამის 3 საათი არ იყოს დაწყებული
-- სერიოზულად ?! რომელი საათია საერთოდ იცი ? რანაირად შემოვიდე ამ დროს თან უხერხულია სხვებთან -- სხვებს გამოკვეთილად ვახსენებ და წარბს ვწევ.
-- და ამდროს თუ ჩემთან მოდიოდი რისი იმედი გქონდა ?! -- დამცინავი ხმით მეუბნება და მისი ნათქვამი კითხვას საერთოდ არ გავს. -- და ჰოდა იმ სხვას ჩემ ოთახში რო წევს სავარაუდოდ უკვე სძინავს -- ჯანდაბა!! მეგობარს რატო დააძინებდა თავის ოთახში როცა სხვა ოთახიც აქვს სახლში ?! ორივე წარბს ვწევ მაღლა და გაფართოებული თვალებით ვდგავარ. ზედმეტად სასაცილოთ გამოვიყურები მაგრამ რა ვქნა, ესე ვიცი როცა რამეზე ვნერვილობ. არა ნამდვილად უნდა გავესინჯო ფსიქიატრს. სანდრო დგას და მეუბნება გოგოს შესახებ რომელსაც მის ოთახში ძინავს, მე კი ეჭვიანობის მიუხედავად ვერ ვიჯერებ ამ გოგოსთან მის ,,იმნაირ“ ურთიერთობას. ან საერთოდ რა აბსურდი ვთვქი წამის წინ მაგრამ, რას გაგვიგებ ამ გრძნობებს აყოლილ ხალხს.
-- ჩემთან წამოდი რა... -- აი გარფილდისავით წყლიანი თვალებით ვუყურებ და ვციდლობ თავი შევაცოდო. რა მოხდება ჩემან თუ წამოვა ბოლოს და ბოლოს მარტო მაინც ვიქნებით...
-- ჩემ გოგოსთან სირცხვილი არაა ? -- ეშმაკური ღიმილით მეკითხება და კედელს ეყრდნობა.
-- შეგიძლია მოეშვა ჩემს ეჭვიანობას და უბრალოდ მითხრა ვინა არის ის გოგო და რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში -- პირდაპირ ვახლი და საკუთარი თავით კმაყოფილს მეღიმება.
-- და რომ გითხრა ჩემი და არის თქო ნაბდით ხო არ მომიტაცებ და შენთან სახლში არ გამომკეტავ -- ეს ის ფენომენია საკუთარ ხუმრობაზე რომ ეცინებათ. ატეხა ამ აყლაყუდამ როხროხი. ვითომ აქამდე ვერ მეტყოდა ვინ იყოს ის გოგო, ეს თავკერძა იდიოტი.
-- მართალია ნამდვილი იდიოტი და ხარ ზედემტად ცინიკოსიც, მაგრამ ჩემი შომათავაზება ისევ ძალაშია.
-- დიდი მადლობა ქალბატონო ანნა, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. თვქენთვის უკვე კარგად ნაცნობი ქალბატონი დღეს ჩამოფრინდა და ვერ მივატოვებ -- რანიარად გავბრაზდე როცა ოჯახთან უნდა დარჩენა. საერთოდ პირველად რო მოხვდი ანდროს სახლში მაშინ დავასკვენი რომ დედასთან ერთად ცხოვრობს, მარა ეხლა საბოლოოდ დავწრმუნდი, ანუ საერთოდ არ მაწყობს მასთანა ამ დროს შესვლა.
-- მესიკვდილება შენგან წასვლა მაგრამ ნახვამდის -- უცებ დავეტაკე ტუჩებზე, ჩემი ქათქათა კბილებით ქვედატუჩი დავუსისხიანე და უსწრაფესად დავეშვი კიბეზე.

***
--სააააააანდროოოო !!!!!!! -- ბოლო ხმაზე ყვირის გოგო და ბიჭზე ბობღდება -- ეხლავე გაიღვიძე ჩემი გაღვიძების მეთოდებს გამოვიყენებ -- უკვე ხტუნავს იწყებს და ბალიშის თავზე დაფარებას. სხვა რა გზა აქ საცოდავ ბიჭს რომელსაც კვირას დილით 10_ზე აღვიძებენ.
-- დედას დავუძახებ იცოდე. ადექი რა…. -- უკვე ხვეწნაზე გადადის გოგო და ბიჭს ეხუტება. -- 5 წუთი გაქ რო ადგე, მოემზადო და დიწყო ამ დროს სანდროც უკვე წამოჯდა და და ჩაიხუთა.
--ისაა რა უნდა დავიწყო ვერ მეტყვი ?! -- თითქოს ვერ ხვდება, ისეთი გულგრილი ტონით კითხულობს
--ყველაფრის მოყოლა იმ გოგოზე გუშინ ლამის რო ჩგყლაპა -- ამაზე სანდრო წარბაწეული უყრებს და ელოდება გაგრძელებას -- ჰო რა იყო ცოტახანი შემომეყურებინეთ. -- მერე ისე იღრიჭება თითქოს პატარა ბავშვია. ანასტასიას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და აი უკვე სამზარეულოში სხედან ყავის ფინჯნებით.
-- აბა ჩემო ცხოვრების კიბოვ ვინ იყო ის ქალბატონი გუშინ აქ რო დაგვადგა საათზე?-- სიცლი-კისკისით ეკითება გოგო ძმას და ახლოს აჩოჩებს სკამს. ისე ემზადება როგორც ბავშვი ზღაპრის მოსასმენად. -- კარგი რა სულ არაფერს მეტყვი ? საერთო საერთოდ არაფერს ? ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანია არ დამლაპარაკებიხარვალდებული ხარ რამე მაინც მომიყვე რა -- ბრაზი ეპარება ხმაში და წარბებს კრავს. -- იცოდე მოყოლას თუ არ დაიწყებ FBI_სთან გავერთიანდები -- თვალებით დედის საძინებლიკენ ანიშნებს.
-- არა მემეგონი გვატყუებენ და შენ ჩემზე დიდი არ ხარ -- სიცილით ეუბნება სანდრო ლოყებს უწელავს.
-- შენთან ავცანცარდები ხოლმე პატარა ბავშვივით არ ნიშნავს იმას რომ ყველგან ესეთი ვარ. ამ კარების იქეთ ქალბატონი ანასტასია ტვილდიანი ვარ ტოჩკა -- სასცილო სახის მიმიკებიტა და ხელის ჟესტებით ხნის ამ ყველაფერს ანასტასია და ბოლოში პომპეზურად დგება ფეხზე.
--დამშვიდდი, დაწყნარდი და ღნ~რმად ისუნთქე. ჩემო ჭორიკანა არამკითხე მოამბევ დედიტ ვეღარ დამაშანტაჟებ და არ ჯობია შენთვითონ გაიცნო ის გოგო გუშინ რო მოგვივარდა ? -- მაცდური წინადადებით ეგებება სანდრო და წინასწარ ეღიმება დის მოსალოდნელ აქოთქოთებაზე
-- მაშინ როდის მოიყვან ? და სად ვნახო ? ან საერთოდ რამდენი წლისა ? სახელი ? რამენაირად ხო უნდა მივამრთო ადამიანს ? როდის გაიცანი ? ჰო კარგი ეგ მერე… ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე გავიცნო ჩემი კლდე-ძმის გულთა მპყრობელი
--ჯერ არ არის ეგ რაღაც და ნუ აორთქლდები ამდენი ლაპრაკით.
-- ჰო, ჰო არ არის როგორ არა … -- ეშმაკური თვალებით უყურებს ძმას და სიცილით მუცელი სტკივდება. -- დღეს ბატონ დავითთან რო დაგინშნე შეხვედრა არ დაგავიწყდეს. იცოდე არ დაიწყო შენებური გაჭედვები, ბოლომდე მოუსმინე და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. -- უცებ საათზე იხედება და სხარტად ხტება სკამიდან -- ჯანდაბა შენთან ლაქლაქში დამაგვიანდება და იცოდე შენ მიშოვი ახალ სამსახურს -- აი ესეთ პოზიტიურ ნოტაზე იწყებს მომზადებს და ნახევარ საათში იდელურ ფორმაში ბრუნდება უკან.
-- რომ გავიგო ლექტორს არ შეხვდი წამებაში სულს ამოგხდი სიხარულო -- დაშაქრული ხმით აფრთხილებს ძმას და სახლიდან გარბის. ჰო დამავიწყდა მეთქვა რომ სანდრო კაფეში აღარ მუშაობს. რადგან გადაწყვიტა სწვალას დაუბრუნდეს ბარში ურჩევნია მხოლოდ დარჩენა და ზედმეტი სმენების არება. და კიდევ ერთი დეტალი ანნამ ამის შესახებ არაფეირ იცის.

Anna’s P.O.V.
ადამიანის ცხორებებში არის რაღაც ნათელი წერტილი რომელიც მას ცხოვრებას აიუძლებს. ჩემთვის ეს არის კვირის ძილი, რომელიც მაიძულებს მთელი დარჩენილი დღეები შეუსვენებლად ვიმუშაო. მაგრამ ჩემი საოცარი ბედიდან გამომდინარე მთელი დღე ჩემს უზარმაზარ კაბინეტში ვგდივარ მილიონ სტატიაში ერთდროულად თავჩარგული. ლამის ყავის გადასხმა გავიკეთო. ჰო რაც მთავრია სასწაული მაბავი გავიგე დღეს დილით: სანდრო კაფეში აღარ მუშაობს. ჯერ ან მოსვლა რა იყოს ან წასვლა. ვფიქრობ რომელი შეუდარებელი საშუალებით არ წამოცდა გუშინ ეს ინფორმაცია, მარა თან ვიცი გუშინ ის თუხტუხა მომემნტი ამაზე ლაპრაკით რომ გაეუფუჭებინა სავარაუდოდ ვცმედი. და აი უკვე იცით რომელი საათი ხდება? 11 ღამის თერტმეტი საათი. დღეს დავლიე 3 ჭიქა ყავა და ნინასდამსახურებით ვჭამე ჯერ. საჭიროა გავესინჯო ნერვაპატოლოგსაც. 28 წლის ასაკში სკლეროზი დამეწყო და ტელეფონი საფულესთან ერთად სახლში დავტოვე. მადლობა ღმერთს არსეობენ ადამინები სახელად მეგობრები, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაშიც კი გეხმარებიან. მოკლედ გამოვაღწიე რედაქციიდან და გეზი სახლიკენ ავიღე. სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანი მაღაზიაში არსებული შოკოლადის სექციის გამოტანა. დიახ, დიახ სტრესი უნდა მოვიხსნა და გავსწუქდე. გონება ალილუიას მღერის როდესაც ყავისფერკარებს ვხედავ. სწრაფად ვაღებ და პირდაპირ სამზარეულკენ ვიღებ გაზს. და აი დადგა მთავარი მომენტიც. ვრკევატ სანდროსთან. რომლის ნომერიც ისევ და ისევ ნიცასგან გავიგე. არა ზარი აშჯარად გადის მაგრამ ეს გაბმული ზუზუნი ჩემს ნერვებზე სასტიკად მოქმედებს. და ძლივს გაისმა ყურმილში ჩემთვის ესოდენ სანატრელი ხმა.
-- გისმენთ. -- რაღაცნაირი ტონით მპასუხობს აი რომ ვერ გაიგე ისეთზე.
--სანდრო მე ვარ -- ვიმედოვნებ სახლის გარეშე რამენაირად მოახერხებს ჩემს ცნობას.-- გამო რა ჩემთან გელოდები. თან მაღაზიის შოკოლადები სახლში ამოვზიდე და თუ კარგად მოიქცევი ცოტას გაგიყოფ ან მოგცემ საშულებას ჩემი ტუჩებიდან გასინჯო და შეაფასო -- ისეთი გემრიელი ხმით ველაპარაკები მეც კი ცუდად ვარ.
-- აუცლებლად გავსიჯავ ორივეს, მარა თუ ძაანნ დაღლილი არ ხარ მინდა გოგონა გაგაცნო ჩემი საწოლიდან -- ვალერიანი ხალხო !! რაო ამან ახლა მითრა ჩემ დას გაგაცნობო თუ მომეჩვენა. ჰო მემგუნი ჰალუცინაციებსი მსხვერპლიც ვარ. ერთი, ორი და ….
-- რა თქმა უნდა გელოდებით თუ შენ ესე გინდა. არ ვარ დაღლილი იმისთვის რო შენი და გავიცნო.
-- ჰოდა ძალიან კარგი მიდი ეხლა შენი ნაშობა აყარე და ჩვენ ბიჭებთან ერთად ლისზე დაგელოდებით. -- აი ახლც…. ნამდვილად ლისი მითხრა ხო ? დიდი ბოდიში ტბაში აპრიებს ჩემს გადაგდებას თუ რა ჯანდაბაა ამ სიცივეში ლისზე ავლა.
-- დარწმინეული ხარ რომ მანდ უნდა შეგხვდე.
-- ანნა მოდი !! -- ოჰ გამკაცრდა ვაჟმატონი კარგი იყოს შენებურად, თუ ლისზე მაშინ ლისზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent