შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


15-05-2017, 16:03
ავტორი Nini_Irwin
ნანახია 1 410

სიყვარული.რა არის ის? ამ კითხვას ყველა განსხვავებულად პასუხობს. ზოგის აზრით, ის ღვთაებრივი რამაა,დანარჩენების აზრით კი ტანჯვა და სხვა არაფერი.
მე? მე რას ვფიქრობ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ტანჯვაა.თუ გსურს, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავდეს, ამისთვის ყველაფერზე უნდა იყო წამსვლელი.გამოდის, ტანჯვასაც უნდა გაუძლო.მე ჯერ არ მწვევია ეს გრძნობა, ამიტომ ვერ გიპასუხებთ დაზუსტებით, მაგრამ გადმოცემით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისაა, რის დროსაც მთელ სხეულში პეპლები დაფრინავენ და ჩემი აზრით, არა მარტო ისინი. რატომ? მართალია, არ მყვარებია, მაგრამ მომწონებია.ეს შეგრძნება კი მაშინ განვიცადე. როგორც მეუბნებიან, მისი დანახვისას სახეზე ფერები ერთმანეთს ანაცვლებდნენ.მეც ვგრძნობდი,რომ გული ნორმაზე სწრაფად მიცემდა.სუნთქვაც კი მეკვროდა.როდესაც მას ვერ ვხედავდი,ვგრძნობდი, რომ რაღაც/ვიღაც მაკლდა.მასზე მიჯაჭვული ვიყავი და დამოუკიდებლად ვეღარაფერს ვაკეთებდი.იქნებ ეს გრძნობა მოწონებაზე მეტი იყო?არ ვიცი.. იქნებ იყო და არის კიდეც?


გავაგრძელო წერა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent