შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (6თავი)


1-04-2018, 09:09
ავტორი რუსაა
ნანახია 1 305

6 თავი
ორი დღე დარჩა ჩემთან ლილე, ამ დღეებში განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი, ბავშვი პოზიტივს მმატებდა და ზოგადად ყველა პატარა ასეა, მათ ჯერ არ იციან ცუდი რას ნიშნავს, მათთვის ცხოვრება უდარდელია და მხოლოდ იმაზე წუხდებიან როცა ვერ წყვეტენ რომელი თოჯინით ითამაშონ, მოკლედ ისინი პატარა ბედნიერებები არიან.
ორშაბათს სანამ სამსახურში წავიდოდი, ლილე მივუყვანე მამამისს. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ, რადგან სამსახურში მეჩქარებოდა.
რესტორანში კი მოხდა ისეთი რაღაც რომელი ერთი შეხედვით სრულიად უმნიშველოა, მეორე მხრივ კი აზრები შემაცვლევინა ცხოვრებაზე.
უკვე 3 საათი იყო, დღე ჩვეულებრივად მიმდინარეობა, ბევრი საქმე არც გვქონდა, ამიტომ მე ბართან ვიჯექი და ვაკვირდებოდი ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, უცებ შევამჩნიე ერთ მაგიდასთან ქალი და კაცი იჯდა დაახლოებით 6 - 7 წლის ბავშვთან ერთად, მათ ერთი მიმტანი ქეთი ემსახურებოდა, შეკვეთას იწერდა, მშობლები რომ გაცხარებულ საუბარში იყვნენ, ბავშვი ჩუმად უგდებდა ყურს ამიტომ შემთვევით, ხელში დაჭერილი ჭიქა გადაუბრუნდა და კოკაკოლა მიმტანს ფეხზე დაასხა, პატარა შეკრთა და შეშინდა, მშობლებს არ შეუნიშნავთ ეს ფაქტი, ან უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს, ბიჭმა კი დამნაშავეს მზერით შეხედა მიმტანს, მე გამეღიმა ამ სცენაზე, მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა როცა მიმტანის გამომეტყველება შევნიშნე, ის გაბრაზდა და ბავშვს ზიზღით სავსე თვალები მიაბყრო, არ მესმოდა მისი ასეთი რეაქციის მიზეზი. ქეთი ეგრევე გაეცალა იმ მაგიდას, გაბრაზებული სახით მოვიდა ჩემთან და გაღიზიანებულმა მითხრა
- იმ მაგიდას მოემსახურე, მაგრამ ფრთხილად იყავი, იმ გათამამებულ ბავშვთან არაფერი მიპასუხია, ეგრევე მივედი მათთან
- რა მოუვიდა იმ გოგოს?
- უეცრად ცუდად გახდა - ვიცრუე, მერე ბავშვს შევხედე რომელიც მოწყენილი იდგა და თავს დამნაშავედ გრძნობდა, უცებ შემომხედა, მეც გავუღიმე, თმაზე მოვეფერე, შემდეგ კი შეკვეთა ჩავიწერე. წამოსვლის დროც მოვიდა, გამოვიცვალე თეთრი სადა მაიკა და შავი სწორი შარვალი ჩავიცვი, თმაც გავიშალე, მერე კი მივხვდი რომ ძალიან შემაწუხებდა და თმა ისევ მაღლა ავიწიე, გამოვედი რესტორნიდან, ჩემს წინ ქეთი და კიდევ ერთი მიმტანი მიდიოდა, ლაპარაკობდნენ და მეც უნებურად მესმოდა
- დღეს იცი რა მოხდა? - უთხრა ქეთი მეორეს
- რა?
- ვიღაც ველურმა ბავშვმა ჩემ ახალ ფეხსაცმელზე კოკაკოლა გადამასხა, ეს მშობლები ყურადღებას ვაფშე არ აქცევდნენ, აი ლამის გავგიჟდი, უზრდელი ბავშვი, ვერ ვიტან, თუ არადა როგორ მომწონდა ეს ფეხსაცმელი
- ვაიმეე, რა მავნეები და მომაბეზრდებლები არიან.
მერე წინ წავიდნენ და აღარ მესმოდა მათი საუბარი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო რაც გავიგონე, გზაზე რომ უნდა გადავსულიყავი, მეორე მხარეს ეუსი დავინახე, შუქნიშანის ბოძზე იყო მიყრდნობილი, რომ დამინახა გამიღიმა, მეც უნებურად ღიმილითვე ვუპასუხე,
- შენთან მოვედი, პატარავ - თავი ოდნავ მაღლა ავწიე და ისევ გავუღიმე
- ფეხით არ შემიძლია, ძალიან დაღლილი ვარ,
- მეც, წამოდი სადმე სკამი ვიპოვოთ და დავჯდეთ - ხელი მომკიდა და წამიყვანა, მეც დავთანმხდი, დღევანდელის შემდეგ ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა, ის კი შესანიშნავი კანდიდატი იყო, მაგრამ როგორც კი დავჯექით, რაღაც დამემართა, მივხვდი რომ არ წამს აღარაფერი მინდოდა მარტოობის გარდა
- მაპატიე, უნდა წავიდე
- სად მიდიხარ
- არ ვიცი უბრალოდ უნდა წავიდე. ეხლა ყველაზე მეტად მარტოობა მინდა
- რამე გჭირს
- არა, უბრალოდ - ვიცრუე
- კი რაღაც მოგივიდა, რაღაც შეიცვალა, ცუდად ხარ?
- არა, - ავდექი სკამიდან - უბრალოდ უნდა წავიდე, სხვა დროს გნახავ
ისიც ადგა ფეხზე, ვხვდებოდი მას უფრო მეტი ესმოდა ჩემი მდგომარეობის ვიდრე მე, არ ვიცი რამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი, რამ მიბიძგა მარტო ყოფნისკენ, ეს მას უფრო ესმოდა, მაგრამ ბოლომდე მასაც ვერ გაეგო, იცოდა რომ ცუდად ვიყავი, სამაგიეროდ მიზეზი არ ესმოდა
- დარწმუნებული ხარ? - მკითხა, მეც თავი დავუქნიე,
- კარგი,
გზაზე ერთად გავედით, მერე ის სხვა მხრით წავიდა მე სხვით, მივდიოდი და არ ვფიქრობდი მთვარეზე, ეუსზე, ან ლილეზე, ისევ ჩემს წარსულს დავუბრუნდი, მაგრამ იმას არა რასაც ადრე, ეხლა სულ სხვა რაღაცას ვიხსენევდი და ვხვდებოდი იმას რასაც ადრე ვერ ვხვდებოდი ან უბრალოდ თავს ვარიდებდი, მახსენდებოდა ყველაფერი, რატომ ვიქეცი ასეთად რატომ გავერიდე ხალხს, რატომ არ მყავდა მეგობრები და რატომ არ ვუყვარდი მზეს, რატომ არ ესმოდა არავის ჩემი, ყველაფერს მივხვდი, რადგან მე კი არ ვიყავი მათნაირი, ისინი არ იყვნენ ჩემნაირები, რადგან სხვები ცდილობდნენ გამორჩეულები ყოფილიყვნენ და ერთმანეთს ემსგავსებოდნენ, რადგან მათ სძულდათ, შურდათ, არ იცოდნენ, ყველა თავიანთ შეცდომას სხვას აბრალებდა, დამოკიდებულები იყვნენ ფიზიკურ სილამაზეზე და ნამდვილი სილამაზე არ ესმოდათ რა იყო, არასწორედ არ გამიგოთ, შეიძლება ფიზიკურად ლამაზიც იყოს კარგი და ასევე შეიძლება ულამაზო ადამიანიც სულიერადაც მახინჯი იყოს ძნელია გაიგო რა არის ნამდვილი სილამაზე, მაგრამ უფრო რთული ამის ახსნაა და ჩემი აზრით არცაა საჭირო, ადამიანი ამას თვითონ უნდა მიხვდეს, მე რომც ავუხსნა ხალხს ეს, მათ თუ არ ესმით, მაინც ვერ გაიგებენ, შეიძლება მომისმინონ, დამეთანხმონ კიდეც, მაგრამ ეს მათ სულში ვერ შევა, თუ თვითონ არ მიხვდა ყველაფერს, მაგალითად ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ყოველთვის გვეუბნებოდა რომ ამოცანას ერთი წაკითხვით თუ ვერ მიხვდები უფრო მეტი უნდა იწვალოო, რადგან შენი ნაწვალები უფრო მეტად დაგამახსოვრდება ვიდრე ჩემი ახსნილიო, ასეა ყველაფერი, არა მარტო მათემატიკა, არამედ მთელი სამყარო ამაზეა აგებული, რა სამწუხაროა, ადამიანებს ფიქრი არ უნდათ, მათ ყველაფერი გამზადებული უნდათ.
ამ ფიქრში ჩაძირული ვიყავი ქუჩაში მივაბიჯებდი და ვერც კი შევნიშნდ როგორ მოვხვდი ერთერთი 16 სართულიანი შენიბის სახურავზე ვიყავი, ვერ მივხვდი აქ როგორ ამოვედი, მაგრამ ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა, დიდი სიმაღლე, მერე კი სულ დაბლა, მძიმე და მტკივნეული დავარდნა, ბოლოს სრულიად აღარაფერი, ახლა უკვე ცხადლივ ვიგრძენი თავისუფლების სუნი, ჰაერი ხარბად შევიგრძენი და გავიღიმე. ყველაფერი გადამავიწყდა, აღარაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმაზე რომ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა, რომ რაც აქამდე იყო არანაირი აზრი არ ჰქონდა, აზრი არაფერს არ ქონდა, რადგან ადამიანები მექანიკურ არსებებად იქცნენ, მართლი იყო ეუსი, მე არ უნდა მინდოდეს მათთან ურთიერთობა და აღარც მინდა
ეუსი. უცებ ის გამახსენდა, იქნებ ღირს ცხოვრება, იქნებ მას ესმის ყველაფერი, იქნებ... მაგრამ არა... მე მას არ ვიცნობ, ისიც მათნაირი იქნება და იმედი გამიცრუვდევა, საკმარისია ამდენი იმედგაცრუება, იმედგაცრუება მკლავს, მანადგურებს, თან ნელნელა, მაწამებს, ჯობს ყველაფერი მალე დავასრულო. ჯობს ძირს დავეშვა, მერე კი უსასრულობაში წავიდე, ჯერ არ გადავმხტარვარ მაგრამ თავს უკვე თავისუფლად ვგრძნობ, დღეს მომხდარმა დამაფიქრა და კიდევ ბევრი რამე აღმომაჩენინა რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი, მგონი სამწუხაროცაა რომ გავიგე, მაგრამ მაინც აღარაფერს ექნება აზრი, უეცრად თავისუფლება, ტკივილში გადადის, ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, გული მტკივა, მე ხომ ახლაც იმედები გამიცრუვდა, თვალებიდან ცრემლები თავისით მოდის, გულიც თავისით მტკივა, თავიც და ყველაზე მეტად ადამიანები მტკივა, მოაჯირისმსგავს რაღაცაზე ვდგამ ჯერ ერთ ფეხს, მერე მეორეს, ტანით ვიწევი და უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, რომ ყველა ტკივილი ერთდროულად გაქრეს, ქარი თმებს მირევს, სუნთქვას ვიკრავ, მერე როცა უკვე ვხვდები რომ სუნთქვა აღარ მყოფნის ვდგამ წინ ნაბიჯს, მოწყვეტით ვეშვები დაბლა, სისწრაფის გამო ჰაერს ვერ ვისუნთქავ, ბედნიერი ვარ რომ შეიძლება დავარდნამდე მოვკვდე, უცებ სულ სხვანაირ დაცემას ვგრძნობ ვიდრე წარმოვიდგენდი, ოუუ, მე მიწაზე არ დავცემულვარ, თან შიში მიბყრობს თან იმედგაცრუება, მაგრამ ყველაზე მეტად გაკვირვება, თვალევს ვახელ და წინ ეუსი მიდგას, შეშინებული მიყურებს, "ნუთუ სიზმარი იყო ყოველივე" - ვფიქრობ - "არა, მე მაინც მოვიკლავ თავს, თუ ეს სიზმარი იყო" მაგრამ ეს სინამდვილეა, არ მძინავს, და არც წეღან მეძინა, მე ჯერ კიდევ ჰაერში ვარ, სუნთქვა ისევ მეკვრის, ვერაფერს ვხვდები, "რატომ" ვკითხულობ, მაგრამ პირიდან ბგერები არ ამომდის, კიდევ ვცდილობ, ცდა შედეგს არ იღებს, ვგრძნობ როგორ ნელა ვეშვებით დაბლა, მე კი ვტირი და არ ვიცი რა მატირებს, ჩემს თავზე ვარკვლავებით მოჭედილ ცას ვხედავ, რა ლამაზია, მთცარეც ეავინახე ეუსის სახის თავზე,მის გამო ეუსის გამოემტყველებას ვეღარ ვარჩევ, ახლა ყველაფერს ეგ მერჩივნა, მეშინია, ვერაფერს ვხვდები იქნებ უკვე მკვდარი ვარ და ეს უბრალოდ მოლანდებაა, გულზე ლოდი მეხსნება ამის გაფიქრებაზე, მინდა გავიცინო, მაგრამ ესეც არ შემიძლია, ქუთუთოები მიმძიმდება და ვერ ვხვდები უკვე გული მიმდის თუ უბრალოდ მეძინება
------------------
მოგეწონათ ახალი თავი? ????



№1 სტუმარი სტუმარი Firefly

ძალიან მაგარი იყო. იმედი მაქ ესუსი გადაარჩენს და ელენე არ მოკვდება

 


№2  offline წევრი რუსაა

სტუმარი Firefly
ძალიან მაგარი იყო. იმედი მაქ ესუსი გადაარჩენს და ელენე არ მოკვდება

მიხარია რომ მოგწონს ❤❤

 


№3  offline წევრი talia

Zustad mesmis yoveli sityva

 


№4  offline წევრი რუსაა

talia
Zustad mesmis yoveli sityva

კარგია ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent