შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეხუთე თავი)


1-04-2018, 14:20
ავტორი murachashvili
ნანახია 3 123

31 დეკემბერის ღამე დასასრულს უახლოვდებოდა. ღამის თორმეტ საათს სულ რამდენიმე წუთი აკლდა ცა ულამაზესი სალუტებით განათდა. მორიგი ახალი წელი მთელი მისი დიდებულებით მობრძანდა თბილისში. მობილური ტელეფონები წარა-მარა წკაპუნობდა მორიგი ელექტრონული გზავნილის მიღების ნიშნად.
- ტელეფონის ხაზები გაასწორეს. - მოსალოც მესიჯებს გულგრილად გადაავლო თვალი გოგამ.
- ალბათ... - უხალისოდ გადაავლო თვალი საკუთარ გზავნილებსაც ნინომ. სატელეფონო ცნობარში შეყვანილი ყველა ნომერი მონიშნა, წინასწარ მომზადებულ წერილობით მისალოც ტექსტს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და გაგზავნის ღილაკსაც დააჭირა ხელი.
- დიდი მადლობა, მეც გილოცავთ!- არ დააყოვნა ნინოს ტელეფონზე შესულმა გიგას ელექტრონული გზავნილის სახით გაშვებულმა შაბლონურმა მადლობამ.
ერთმანეთს გახედეს და ახარხარდნენ.
- მაპატიე, შერჩეული ნომრებიდან შენი ნომრის ამოღება დამავიწყდა... - გაწითლდა ნინო.
- არაფრის. ახალ წელს გილოცავ! - სიცილით მოეხვია მამაკაცი.
შინ წასვლას აშკარად არ ჩქარობდენ, ავტომობილის სავარძლები უკან გადაეწიათ და საქარე მინიდან უმზერდენ ნათება შეპარულ ცას. ისევ თეთრად ბარდნიდა. სხვადასხვა ზომის მსხვილი ფიფქები ფარავდნენ ავტომობილს. თეთრი თალხი გადაჰკროდა ქალაქს. აღარც საუბრობდნენ, აღარც კამათობდნენ. ერთმანეთთან მყოფნი ერთმანეთით თბებოდნენ და ამ ახალი წლის ღამეს, უფრო სწორად დილას, ცდილობდნენ დადებითი ემოციებით დატვირთულიყვნენ. ნინოს მეუღლის მხარზე ედო თავი და ასე ერთბაშად მოსული სიმშვიდით ტკბებოდა. ემოციებისგან დაღლილს რამდენიმეჯერ წასთვლიმა.
- აცივდა. - საჭესთან გადაიხარა და გამათბობლის ჩასართავად ავტომობილის გასაღები გადაატრიალა.
თბილმა ჰაერმა სასიამოვნოდ დაუარა სხეულში. თოვლმა დნობა იწყო და ცრემლებად დაედინა გაყინულ მინებს.
- ალბათ, ბიჭები დაიშლებოდნენ. ჯობს შინ დავბრუნდეთ. - სავარძელი წინ წამოწია ნინომ, მინის საწმენდი ჩოთქების ჩამრთველ რიჩაგს ხელი ჩამოკრა, მყისვე ფიფქებისგან გაასუფთავა საქარე მინა და ავტომობილი დაძრა.
მინის საწმენდი ჩოთქები ერთი სიჩქარით, მონოტონურად, რიგ-რიგობით მოძრაობდნენ. მათვე ააყოლა ნინომ ხმაც:
- ერთი -ორი, ერთი - ორი.... - სწრაფად ითვლიდა ქალი.
- შეწყვიტე თვლა, თავი სამხედრო ნაწილში მგონია. - მყისვე დაიძაბა გიგას.
- იქნებ ვართ კიდეც? - ღიმილით, გვერდულად გახედა მეუღლეს.
- ომი და ჯარი ნამდვილად აღარ მინდა. - უკმაყოფილოდ დუდუნებდა მამაკაცი.
ერთი კი გახედა გაღიზიანებულ მეუღლეს გაოცებულმა და სიცილი წასკდა.
- მარტივია სხვის ტკივილზე სიცილი! - ღრენით, გაბრაზებულმა გამოხედა გვერდით მჯდომს.
- დაცინვა აზრადაც არ მომსვლია. - არ უნდოდა შეტყობოდა, თუმცა მეუღლის რეპლიკა გულწრფელად ეწყინა ნინოს.
- ასე გამოგივიდა! - მკაცრი ტონი არ შეუცვლია გიგას.
რაღაცის თქმას აპირებდა ქალი, თუმცა გადაიფიქრა. კარგად ხვდებოდა, ამ საუბრის გაგრძელება მორიგ კამათს უქადდა. მამაკაცის აფეთქების მოლოდინში დაძაბული იმდენად ძლიერად უჭერდა საჭეს თითებს, რომ სახსრები ეტკინა. მისი რეაქცია არ გამოჰპარვია გიგას, თვალი აარიდა მეუღლეს, სიგარეტის მორიგ ღერს მოუკიდა და ღრმად მოქაჩა. ეწეოდა მამაკაცი, მრგვალ გამონაბოლქვს ჩაწეული მინიდან გარეთ უშვებდა და ჯიუტად მისჩერდებოდა მოფარფატე ფიფქებს. თითქოს ახლაც ისევ ჩაესმოდა მომაბეზრებელი, ცნობისმოყვარეთა კითხვა:
- რა ხდებოდა აფხაზეთში?
- ეს იყო თქვენი ბრძოლა?
- ყაჩაღებისა და ნარკომანების მოგებული ომი სად გინახავთ?! - ვიღაც ქილიკით დაასრულებდა წინადადებას.
- ვის ეცალა აფხაზეთისთვის, სამეგრელო ჰქონდათ დასარბევი...
მსგავსი რეპლიკები მუდამ აღიზიანებდა, კამათსა და ჩხუბში გადასდიოდა. მტყუანი და დამნაშავე რათქმა უნდა ყოველთვის გიგა გამოდიოდა. დაიღალა ახსნით, ერთი და იგივეს მემილიონეჯერ გამეორებით. ტაბუ დაადო ამ საკითხს. იმიტომ არა, რომ რამეს მალავდა, უბრალოდ საკუთარ მეხსიერებაში ღრმად გამოკეტა ომთან დაკავშირებული ეპიზოდები, ჩამარხა და მაქსიმალურად ცდილობდა არც კი გაეხსენებინა. ნაწილობრივ მართალიც იყო, ალბათ მარტივია სხვის ტკივილზე სიცილი, ქილიკი, ირონიანარევი რეპლიკების სროლა, თუმცა მსგავსი რამ ნინოს ნამდვილად არ ახასიათებდა. ქალი პატივს სცემდა მეუღლის გადაწყვეტილებას, მხარში ედგა, მასთან ერთად ცდილობდა წარსულის ტკივილის შემსუბუქებას. თუმცა წლების წინ ტაბუ დადებული თემა ისე წამოატივტივა თავად ვერც კი მიხვდა. რა თქმა უნდა, რომ ასე განზრახ არ მოქცეულა, თუმცა ვერც იმას ახერხებდა, რომ საკუთარ ემოციებს მორეოდა და ბრაზი დაემალა.
- მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა. - ხმა გაბზარვოდა ქალს.
გვერდულად გამოხედა გიგამ. მეუღლის თვალებში აკიაფებულმა ცრემლებმა კიდევ ერთხელ ატკინა. ზიზღით მოისროლა ჩამწვარი ღერი, ფანჯარას აუწია.
- ეგ არაფერი, დღეს ხომ წარსულში მოგზაურობის დღე გვაქვს?! - ნაძალადევად გაუღიმა- შინ წასვლის სურვილი არც მე მაქვს. არ გინდა მამაშენს ვესტუმროთ?
- ზურას? - უსიამოვნოდ გასცრა სხეულში ნინოს - ასეთ ამინდში?...
- მოცურების საწნააღმდეგო ჯაჭვები გვაქვს. ჩასვლა არ გაგვიჭირდება. - პოზიციას არ თმობდა გიგა.
- იქნებ არ ღირს? - ყოყმანობდა ნინო.
- ძმა გყავს, შენი სისხლი და ხორცი. არადა, არც კი იცნობ. - ხმა გაუმკაცრდა გიგას.
- მე, მე...
- რომ გკითხონ, მამაშენს გაუგე, მისი გესმის. არადა, წლები გადის და მაინც არ ნახულობ.
- ვიცი, რომ კარგადაა. ტელეფონზე ხომ ვესაუბრები?! - თავადაც ვერ მიხვდა რატომ დაიწყო თავისმართლება.
- არ გინდა ცხოვრება ახალი ეტაპიდან დავიწყოთ?
მეუღლეს თვალებში ჩააცქერდა ნინო, თითქოს ასე ცდილობდა მისი სიტყვების სერიოზულობაში დარწმუნებას. ამას ეუბნებოდა მამაკაცი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობით ცდილობდა სიცოცხლის დასრულებას?! ახლა გიგასგან იმხელა დადებითი მუხტი მოდიოდა, შერცხვა.
- ხომ იცი როგორი გზაა, არ დაიღლები? - ხელჯოხისკენ გაექცა თვალი, თუმცა სწრაფადვე აარიდა.
- არ მაფიქრებინო, რომ ჩემი გულადი ნინო მშიშარა ქალით შემიცვალეს. სვენებ-სვენებით ვიაროთ.
- ჩემი ნინო... - რამდენიმეჯერ გაიმეორა გონებაში ქალმა.
აღარ გაუპროტესტებია, ავტომობილი მოაბრუნა და გეზი აღმაშენებლის ხეივნისკენ აიღო.
როგორც უკვე აღვნიშნე, ომიდან დაბრუნების შემდეგ ზურამ უარი თქვა არამარტო ვეძისში ცხოვრებაზე, არამედ თბილისში დაბრუნებაზეც. ნინო იმედოვნებდა, რომ ადრე თუ გვიან ტკივილს შეეგუებოდა და ოჯახში დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ზურას, როგორც გამოცდილ სამხედროს, თავდაცვის სამინისტროდან სასაზღვრო ჯარებში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ცვლის უფროსად მუშაობა შესთავაზეს და სიხარულით დაეთანხმა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ყაზბეგში პატარა ნაკვეთი შეიძინა და იქვე დასახლდა. მაქსიმალურად შორს ეჭირა თავი დედაქალაქიდან. ნინო ზაფხულობით თუ ჩავიდოდა მამასთან სტუმრად, ისიც რამდენიმე დღით.
შემდეგ გაიცნო ორმოცდახუთი წლის ნათელა. მეორედ დაქორწინებას ნამდვილად არ გეგმავდა, ვერც იმას წარმოიდგენდა, თუ მეორედ მამობის ბედნიერებაც ხვდებოდა წილად. ზოგჯერ შეხედულებებიც გვეცვლება, იწყებ მოვლენათა გადაფასებას, თუმცა მაინც ქენჯნიდა სინდისი ზურას. დანაშალის შეგრძნება ვერა და ვერ მოიშორა. შვილისთვის თქმაც ვერ გაბედა. ყველაფერი ბედის ანაბარა დატოვა.
- ადრე თუ გვიან ხომ ისედაც გაიგებსო. - ფიქრობდა მამაკაცი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე მამასთან ჩასულს სახლში დიასახლისი დახვდა.
- თქვენ ოჯახის საქმეებში ეხმარებით მამას? - თბილად შესცინა მოფუსფუსე ქალს.
- მე, მე... - დაბნეული, უხერხულად აიწურა ქალი.
სათქმელ სიტყვებს თავი რომ ვერ მოუყარა მუდარით გახედა იქვე ღუმელთან დახრილ მეუღლეს. ხმა არ ამოუღია ზურას. ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. გვერდით დადგა მეღლეს და მისი შრომისგან გაუხეშებული მარჯვენა საკუთარ მარცხენაში მოიქცია. გაოცებული უმზერდა მამისა და უცნობი ქალის ერთმანეთზე გადახლართლ თითებს. უხერხულად აწურულ, საკმაოდ სადა, არაფრით გამორჩეულ ქალს, განერვიულებული წინსაფრის ბოლოს რომ წიწკნიდა.
- პატარასაც ელოდებით? - წინ გამობზეკილი პატარა მუცელი არ გამოჰპარვია.
- უკვე ხუთი თვის ვარ! - როგორც იქნა გაიღიმა ქალმა.
ჯერ არ დაბადებულ, მუცლად მყოფ ნაყოფს შრომისაგან გაუხეშებული თითები ისე მოჰხვია თითქოს ნინოსგან იცავდა. სხეულში გასცრა, შეამცივნა, ისეთი მეტყველი იყო ეს მცირედი ჟესტი, ისეთი მრავლისმომცველი, ცრემლები მოადგა თვალებზე გოგონას.
- ამ ამბავს, - სიტყვა დაოჯახება, შეგნებულად გამოტოვა ზურამ - ტელეფონით ვერ გეტყოდი. მინდოდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ...
- მაგრამ? - ემოციებისგან ხმა გაებზარა გოგონას.
- არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი. - ცხოვრებაში პირველად შვილისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა მამაკაცი.
- უნდა მცოდნოდა, უფლება მქონდა მცოდნოდა.
ცრემლები მოაწვა ნინოს, თუმცა საყვედური არ უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ მამას მეორედ დაქორწინებაზე დაეთანხმა, შინაგანად მაინც აპროტესტებდა, ბოლომდე მაინც ვერ სძლია გულში ჩაგუბებულ ტკივილს. დედინაცვალი (როგორ ვერ იტანდა ამ სიტყვას) ნატოს პროტოტიპი გახლდათ. მასთან დაახლოების სურვილი არასოდეს ჰქონია და ვერც მამამისს უგებდა, ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ქალთან, რა საერთო უნდა ჰქონოდა.
ერთად-ერთხელ ნახა უკვე ოთხმოცდაათ წლამდე მისულმა ნინამ ახალი რძალი. როცა მეცხრე თვეში მყოფი ნათელა მშობიარობამდე სამედიცინო გამოკვლევაზე თბილისში ჩამოიყვანა ზურამ. თუმცა რძლის ასათვალისწუნებლად ეს ერთი ნახვაც საკმარისი გამოდგა. გგონიათ ამას განზრახ აკეთებდა?! ალბათ არა. მაშინ პირველად ნახა ნინომ, როგორი შეიძლება იყოს რძლის სიძულვილით შეპყრობილი, გაეგოისტებული დედამთილი. გაავებული ნინა ნათელას ყოველ მოქმედებას გარდაცვლილ რძალს ადარებდა. ლამის ანგელოზად გამოჰყავდა ნატო. ეგ კი არადა, წლების წინ საგულდაგულოდ შენახული პირველი რძლის ფოტო მისაღებში გამოიტანა და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდა. მოთმინებით იტანდა დაუმსახურებელ აგრესიას ნათელა. უსიტყვოდ იტანდა მოხუცის შეურაცყოფას, რატომღაც არც ზურა ცდილობდა დიდად მეუღლის დაცვას. თითქოს არ ესმოდა, თითქოს ვერ ამჩნევდა. უბრალოდ ელოდა როდის დაიღლებოდა მუდმივი რეპლიკებით ნინა.
ვერასოდეს წარმოიდგენდა ნინო, თუ მამის ახალი მეუღლე ოდესმე მისი დასაცავი გახდებოდა. თუმცა როცა უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს დედინაცვალი ისევ ნამტირალევი და თვალებდაწითლებული დახვდა ვეღარ მოითმინა.
- ამჯერად რა ვერ გაიყავით? - ირონილად გადახედა სამზარეულში მჯდომ ქალებს.
- ესაა დიასახლისი?! უბრალო წვნიანის კეთებაც კი არ იცის. - ზიზღით გააცურა წვნიანით სავსე მათლაფა ნინამ.
- ოდნავ მაინც არ გეცოდება? ორსული ქალის ასე გამწარება არ გეპატიება ნინა! - შუბლშეკრულმა გახედა გაკერპებულ ბებიას.
ნათელა ნინოსგან დაცვას არ ელოდა. თვალებ გაფართოებული მიაჩერდა გერს.
- ქალბატონო ნინა, დედას გეფიცებით მარილი საერთოდ არ გამირევია, არც წიწაკა. - როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება ნათელამ.
- უსმენ? მამაშენს რომ კითხო, ხმას არ იღებსო. ესაა უენო? ასპიტი, გველი.
- ნინა, დაუფიქრდი რას ლაპარაკობ. ეს ქალი მუცლით შენ შვილიშვილს ატარებს. - კბილებში გამოსცრა ნინომ.
- კაცმა არ იცის ვისია ეგ ბავშვი. ან არის მამაშენის, ან არა...
- საკმარისია! - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ნინომ ისე უკივლა გაფითრებულ ბებიას.
ნათელას ხელები ყურებზე აეფარებინა, გული კიდევ უფრო მეტად აჩუყებოდა და ხმით ტიროდა.
- შენც მის ჭკუაზე გადაგიყვანა. ხედავ? მხარდაჭერა იგრძნო თუ არა, უცებ გამოაჩინა კლანჭები. ასპიტია. ქვეშქვეშა, თითქოს უენო, კარგად ვიცნობ ასეთ ჩუმჩუმელებს. - გაჩუმება აზრადაც არ მოსვლია, სამზარეულოდან გამოგორდა და ამჯერად ეზოდან იშხამებოდა ნინა.
იმ საღამოსვე დაელაპარაკა მამას და ურჩია ორსული მეუღლე ისევ მისივე კეთილდღეობისთვის აქედან წაეყვანა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო დაუჯერა. იმ საღამოსვე ჩაბარგდა და საბოლოოდ დაემშვიდობა მშობლიურ კერას. მშობიარობამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ორსული მეუღლე საკუთარ თანამებრძოლთან, გიორგი ხარებავასთან მიიყვანა. იქ იყვნენ ერთი თვე. იქ მიიყვანა ახალშობილი საბაც და როგორც კი ჩვილი მოძლიერდა ყაზბეგში წაიყვანა.

დიდხანს მჯდომარე პოზიციაში ვერ ჩერდებოდა გიგა. მით უმეტეს, ვერ იტანდა ხანგრძლივ მგზავრობას. სავარძელი გადაეწია, თვალები დაეხუჭა, ტუჩებს ძლიერად აჭერდა კვნესის შესაკავებლად, თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის დაამებას. ნინო პერიოდულად გამოხედავდა ხოლმე გაფითრებულ მეუღლეს. ფასანაურის შესასვლელთან ავტომობილი გადააყენა და გაჩერდა.
- უკვე ჩავედით? - გაოცებულმა თვალები გაახილა გიგამ.
- აქვე რესტორანია. - თავით ანიშნა გზისპირას მდგომ ორ სართულიან, აივნებიან შენობაზე - დავისვენებთ და გზა შემდეგ გავაგრძელოთ.
- ამ სიცივეში ცხელ-ცხელი ხინკალი ნამდვილად არ იქნება ცუდი. - მეუღლის იდეა ჭკუაში დაუჯდა გიგას.
ფრთხილი მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდნენ შენობას, მიუხედავად იმისა, რომ მოყინულ რკინის კიბის საფეხურებზე მასპინძლებს მარილი მოეყარათ, ყინულის სქელ მასასთან გამკლავება მაინც გაუჭირდა. მოლიპილ საფეხურებზე ფეხები მაინც უცურავდათ. ნინო ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა, ცალით კი მეუღლეს ეხმარებოდა წონასწორობის შენარჩუნებაში. ტკივილი ფრო და უფრო მატულობდა, კვნესას ვეღარ იკავებდა გიგა, სვენებ-სვენებით ადიოდნენ კიბეებზე. ერთმანეთის მხარდამხარ მდგომმა წყვილმა, როგორც იქნა აღწია მეორე სართულამდე და დარბაზშიც შეაღწია.
რესტორანი კომფორტით ვერ დაიკვეხნიდა. ერთად-ერთი დარბაზი მთლიანად ხეში იყო გაკეთებული. ხის წითლად შეღებილი მაგიდები და სკამები კედლის გასწვრივ დაელაგებინათ. ზემოდან თეთრი ზეწრის მსგავსი გადასაფარებლები გადაეფარებინათ. ღვინის ჭიქითვე დაედგათ თეთრი ხელსახოცები. მოკლე გამჭვირვალე ფარდებიდან კარგად ჩანდა მთიულეთის დათოვლილი მთები. ირგვლიც გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ არაგვის შმაგი ტალღების ღმუილი არღვევდა.
რესტორანი კლენტების სიუხვით ნამდვილად არ გამორჩეოდა. თუ არ ჩავთლით რესტორნის ერთ-ერთ კუთხის მაგიდასთან მჯდომ წყვილს, რომელსაც გვერდს ორი მცირეწლოვანი ბავშვი უმშვენებდა, ბავშვების ოქროსფერი კულულებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ რუსები თუ არა სლავური წარმოშობის ნამდვილად იყვნენ. ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ ყინვიდან შესულებს უზომოდ ესიამოვნათ შეშის ღუმლიდან წამოსული სითბო. ღრმად ჩაისუნთქეს თბილი ჰაერი და იქვე მდგომ პირველივე მაგიდასთან მოთავსდნენ.
გიგამ ჯიბიდან ამოიღო გამაყუჩებელი, მაგიდაზე მდგომი გრაფინიდან წყალი მოუთმენლად ჩამოისხა და სწრაფად გადაყლაპა ტაბლეტი. თვალებდახუჭული ელოდა როდის იმოქმედებდა წამალი. ნინომ ერთი კი გახედა მეუღლეს, თუმცა ზედმეტი კითხვებით აღარ შეაწუხა, მიმტანს შეკვეთა მისცა. დარბაზის ბოლოში მჯდომმა წყვილმა როგორც იქნა სადილობა დაასრულა. ბავშვებს დაუძახეს, თბილი ქურთუკებითა და კაშნებით ისე შეფუთეს მხოლოდ ბრიალა ცისფერი თვალები და ქუდიდან გამოჩრილი ქერა კულულები მოუჩანდათ. ღიმილით უმზერდა ერთმანეთთან მოთამაშე ბავშვებს ნინო, კუნტრუშით რომ მიყვებოდნენ გასასვლელისკენ მშობლებს. ის-ის იყო წყვილი გარეთ უნდა გასულიყო, რომ მოულოდნელად ქალი მობრუნდა, ყურადღებით დააკვირდა გიგას. თითქოს რაღაცას იხსენებდა.
- შეუძლებელია! - ხმა აუთრთოდა - გიგა?
რუსული აქცენტით წარმოთქმულმა საკუთარმა სახელმა ყური მოსჭრა. გაოცებულმა ახედა აცახცახებულ ქალს.
- თქვენ ხომ გიგა ხართ?! - ემოციებს ვეღარ მალავდა უცნობი.
- ნატაშა? - ქალზე ნაკლებად არც გიგას გაუკვირდა მისი დანახვა.
- ცოცხალი ხართ! ცოცხალი ხართ! - გვერდით მდგომ მამაკაცს ხელი გაუშვა და იმდენად მოულოდნელად ჩაეხუტა გიგას, რომ მამაკაცი წონასწორობის შესაკავებლად იქვე მდგომ სკამს დაეყრდნო.
- მაპატიეთ, უკაცრავად! - დამტვრეული ქართულით ამეტყველდა მანდილოსანი.
გაოცებულმა გახედა ნინომ მასზე არანაკლებ დაბნეულ უცნობ მამაკაცს, ქალი ხან ტიროდა, ხან იცინოდა.
- ვერც კი ვიფიქრებდი. ამას როგორ წარმოვიდგენდი. რომ იცოდეთ, თქვენ რომ იცოდეთ... - ისევ რუსულად ლუღლუღებდა ქალი.
- ნატაშკა, სირცხვილია! - ღიმილს ვერ იკავებდა პატარა ბავშვივით აღტაცებული ქალის შემხედვარე მამაკაცი. თუმცა აღარაფერი ადარდებდა. გახარებული, ბედნიერი თან იცინოდა, თან ცრემლებს იწმენდდა.



№1  offline წევრი თ. ა.

იმედია ურთიერთობა დაუთბებათ და არ დაშორდებიან. რთულია როცა ცივდება ყველაფერი და გაცივებულ დამწვარ ნაკვერჩხალს ემსგავსება როცა მანამდე ცეცხლი გიზგიზებდა. ძნელია რომელიმე გაამტყუნო ან გაამართლო ყველას თავისი წილი ტკივილი აქვს ამ ისტორიაში და თავისებურად ანელებს ამ ტკივილს.

 


№2  offline წევრი elebabi

ახლა სიახლის ნახვას შევხედა და მეცოტავა, არადა ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა უამრავი ისტორიული ფაქტით.. მიკვირს რომ არ კითხულობენ.. წარმატებები საყვარელო..

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

თითქოს ყოველ ახალ თავში პატარ-პატარა კვანძები იხსნება, მაგრამ ვატყობ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასარკვევა. უფრო და უფრო საინტერესოა ეს ყველაფერი ველოდები ახალ თავს მოუთმენლად <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიკო
იმედია ურთიერთობა დაუთბებათ და არ დაშორდებიან. რთულია როცა ცივდება ყველაფერი და გაცივებულ დამწვარ ნაკვერჩხალს ემსგავსება როცა მანამდე ცეცხლი გიზგიზებდა. ძნელია რომელიმე გაამტყუნო ან გაამართლო ყველას თავისი წილი ტკივილი აქვს ამ ისტორიაში და თავისებურად ანელებს ამ ტკივილს.

სიმართლე გითხრა თავიდან სწორედ გიგის და ნინოს დაშორება მქონდა გადაწყვეტილი. თუმცა იმდენი ვაწვალე, უკვე მეცოდებიან ასეთი მძიმე ხვედრისთვის, იქნებ გადავიფიქრო კიდეც? მგონი მოუხდება მსგავსი დასასრული.

elebabi
ახლა სიახლის ნახვას შევხედა და მეცოტავა, არადა ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა უამრავი ისტორიული ფაქტით.. მიკვირს რომ არ კითხულობენ.. წარმატებები საყვარელო..

უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. რაც შეეხება მნახველთა რაოდენობას, არ მიკვირს. საიტზე დიდად არ სწყალობენ მძიმე ისტორიებს. თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ როცა ისტორია სრულად დაიდება, მკითხველთა რაოდეობაც მოიმატებს.

ablabudaa
თითქოს ყოველ ახალ თავში პატარ-პატარა კვანძები იხსნება, მაგრამ ვატყობ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასარკვევა. უფრო და უფრო საინტერესოა ეს ყველაფერი ველოდები ახალ თავს მოუთმენლად <3

უზომოდ მიხარია, რომ მიუხედავად თავების სიმრავლისა, მაინც კითხულობთ ისტორიას. კითხვის ნიშნები საკმაოდ ბევრია, თუმცა იმედი მაქვს ნელ-ნელა მოვახერხებ თქვენი ინტერესის დაკმაყოფილებას.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდი.ნატაშკა საინტერესოა ვინაა,ცუდ დროს შეწყდა ისტორია.არ დააშორო რა ეს ორი.ძალიან მომწონს ეს წყვილი.თავიდანვე მინდოდა ერთად ყოფილიყვნენ,აი რუსებიდან რომ გადაარჩინა,იმ მომენტიდან წყვილად წარმოვიდგენდი და ......
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
გამიხარდი.ნატაშკა საინტერესოა ვინაა,ცუდ დროს შეწყდა ისტორია.არ დააშორო რა ეს ორი.ძალიან მომწონს ეს წყვილი.თავიდანვე მინდოდა ერთად ყოფილიყვნენ,აი რუსებიდან რომ გადაარჩინა,იმ მომენტიდან წყვილად წარმოვიდგენდი და ......


მეც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა. kissing_heart რაც შეეხება ნატაშკას, ძალიან მინდა საინტერესო პერსონაჟი გამოვიდეს. ისედაც ხვდებით, ისტორიის თითოეული ეპიზოდი რომელიმე გმირს ეძღვნება, სამაჩაბლო - ფაქტიურად ზურას და ნატოს ისტორია გახლდათ, აფხაზეთი ალბათ გიგას ეპიზოდებით იქნება დატვირთული. აი, ყველაზე საინტერესო, თბილისის ეტაპი, სადაც ნინოს, მისი მეგობრებისა და გიგას ერთობლივ ეპიზოდები იქნება - კი ბოლოსკენ ვინახავ, როგორც ყველაზე საინტერესო ნაწილს. ეჰ, გეგმა კია ასეთი, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
გამიხარდი.ნატაშკა საინტერესოა ვინაა,ცუდ დროს შეწყდა ისტორია.არ დააშორო რა ეს ორი.ძალიან მომწონს ეს წყვილი.თავიდანვე მინდოდა ერთად ყოფილიყვნენ,აი რუსებიდან რომ გადაარჩინა,იმ მომენტიდან წყვილად წარმოვიდგენდი და ......


მეც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა. kissing_heart რაც შეეხება ნატაშკას, ძალიან მინდა საინტერესო პერსონაჟი გამოვიდეს. ისედაც ხვდებით, ისტორიის თითოეული ეპიზოდი რომელიმე გმირს ეძღვნება, სამაჩაბლო - ფაქტიურად ზურას და ნატოს ისტორია გახლდათ, აფხაზეთი ალბათ გიგას ეპიზოდებით იქნება დატვირთული. აი, ყველაზე საინტერესო, თბილისის ეტაპი, სადაც ნინოს, მისი მეგობრებისა და გიგას ერთობლივ ეპიზოდები იქნება - კი ბოლოსკენ ვინახავ, როგორც ყველაზე საინტერესო ნაწილს. ეჰ, გეგმა კია ასეთი, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი.

ეჭვიც არ მეპარება რომ გამოგივა.ყველაზე მეტად მაგიტომ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა, დეტალურად და გარკვევით იცი ყველაფრის აღწერა, ძალიან საინტერესო არის ამ დროს ჩემთვის ისტორია
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
La-Na
გამიხარდი.ნატაშკა საინტერესოა ვინაა,ცუდ დროს შეწყდა ისტორია.არ დააშორო რა ეს ორი.ძალიან მომწონს ეს წყვილი.თავიდანვე მინდოდა ერთად ყოფილიყვნენ,აი რუსებიდან რომ გადაარჩინა,იმ მომენტიდან წყვილად წარმოვიდგენდი და ......


მეც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა. kissing_heart რაც შეეხება ნატაშკას, ძალიან მინდა საინტერესო პერსონაჟი გამოვიდეს. ისედაც ხვდებით, ისტორიის თითოეული ეპიზოდი რომელიმე გმირს ეძღვნება, სამაჩაბლო - ფაქტიურად ზურას და ნატოს ისტორია გახლდათ, აფხაზეთი ალბათ გიგას ეპიზოდებით იქნება დატვირთული. აი, ყველაზე საინტერესო, თბილისის ეტაპი, სადაც ნინოს, მისი მეგობრებისა და გიგას ერთობლივ ეპიზოდები იქნება - კი ბოლოსკენ ვინახავ, როგორც ყველაზე საინტერესო ნაწილს. ეჰ, გეგმა კია ასეთი, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი.

ეჭვიც არ მეპარება რომ გამოგივა.ყველაზე მეტად მაგიტომ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა, დეტალურად და გარკვევით იცი ყველაფრის აღწერა, ძალიან საინტერესო არის ამ დროს ჩემთვის ისტორია

გავწითლდი, დიდი მადლობა kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი მარინა

საინტერესო ისტორიაა .მადლობა ანა ამ ემოციებისათვის,განცდებისათვის.გაიხარეთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent