შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტამორფოზა


1-04-2018, 15:25
ავტორი mariamiiiii
ნანახია 1 475

დილის 7:00 საათია მეძინება უკვე დაღლილმა გავიღვიძე ყველაფერს ის აუარესებს რომ გარეთ წვიმს და უფრო მეტად მინდა სახლში დარჩენა ძილი და მთელი დღე უსაქმოდ ყოფნა. მაგრამ შეუძლებელია 9:00საათზე სამსაურში უნდა ვიყო. ვუყურო ხალხს რომელიც გულზე არ მეხატება, ჰო და კიდევ უნდა ვიღიმო ეს აუცილებელია რეგისტრატურაში ვმუშაობ და რომ არ გავიღიმო გამომიპინტრიშებენ იქიდან. ბევრს ვმუშაობ ცოტა დრო მაქვს და მეგობრებისთვის დრო თითქმის არ მაქვს სულ მეჩხუბებიან ყველა ვმუშაობთ მაგრამ ერთმანეთს მაინც ვნახულობთო და შენ კი რა გჭირს? მართლა რა ჯანდაბა მჭირს? ალბად ზარმაცი ვარ ან სამსახურის დასრულების შემდეგ არავის ნერვი არ მაქვს და უბრალოდ ძილი მინდა ან მშვიდად რამე ფილმის ყურება... ისევ საწოლში ვარ 7:25 წუთია გული მეუბნევა არ წახვიდე და გააკეთე ის რაც გინდა შენ, გონება მეუბნევა ადექი და წადი გაგვიანდება. ტელეფონი ავიღე სოციალურ ქსელში სიმშვიდეა ყველას სძინავს მხოლოდ მე ვარ და რამოდინიმე უსაქმური რომელსაც ისე დაათენდათ ვერც კი გაიგეს. ჩამოვსქროლე ვოლი და ერთფეროვნება როგორც ყოველთვის მიფიქრია ერთხელაც გავაუქმებ ამ წყეულ სოციალურ ქსელს და დავისვენებთქო მარა ნარკოტიკია ეს დამპალი გინდა არ გინდა მაინც გინდა. 7:40 წუთია და ისევ იგივე სიტვაციაში და პოზაში ვარ გადმოვბრუნდი იქნებ რამე მეშველოს თქო კედელზე ფილმების პოსტერები მაქვს გაკრული მაგათ დავუწყე თვალიერება თითქოს მილიონჯერ არ მქონდეს ნანახი. ფორესტ გამპი რას მეტყოდა თქო ვფიქრობდი. ვერაფერი მოვიფიქრე არ ვიცი რას მეტყოდა. 7:55 წუთია ყველა პოსტერი გადავათვლიერე. ავდექი ხალათი შემოვიცვი ვიფიქრე სიმღერას ჩავრთავ იქნებ გამოვფხიზლდე თქო ელვის პრესლზე ჭკუას ვკარგავ პირველივე ნოტიდან ისეთი გრნობა მეუფლება თითქოს ჩემთან არის და მხოლოდ ჩემთვის მღერის, ფლეილისტს გადავყევი და ისიც გამოჩნდა My Way ამ სიმღერამ უფრო დამგურზა რა არის ჩემი გზა ? თითქოს მეუბნევოდა ადექი დაუჯერე შენ გულს გაუყევი გზას სადმე შორს!!! აი ეს უკვე მეტისმეტი იყო საბოლოვოდ გადავწყვიტე რომ დღეს არანაირი სამსახური და იმას გავაკეთებდი რაც მინდა ამ გადაწყვეტილებამ საოცრად ბედნიერი გამხადა ცხოვრებაში პირველად გულს დავუჯერე და ეს ძალიან მაგარი შეგრძნება სცადეთ!! სამსახურში დავრეკე კი მეიაზვა ჩემი დამპალი უფროსი მაგრამ დავიკიდე ვითომ ცუდად ვიყავი თავი მტკიოდა და დღეს ვერ მივიდოდი. ამასობაში 8:00 საათიც შესრულებული იყო დავიწყე ფიქრი რას გავაკეთებდი პარასკევი იყო და ამიტომ წინ კიდევ ორი თავისუფალი დრო მქონდა რაღაც სახლში ყოფნის ხასიეთზე არ ვიყავი სამზარეულოში გავედი ყავა მოვიდუღე სიგარეტს მოვუკიდე და უცებ პირველი ნაფაზიდან გენიალური იდეა მომივიდა წავსულიყავი სადმე ავტო სტოპით ცოტა არ იყოს მეშინია რა იცი ვინ იდიოტი შეგხვდება და სად წაგათრევს მაგრამ გადავლახე კარგი ხალხიც არსებობს თქო ვიფიქრე. ორი დღის თბილი ტანსაცმელი ჩავალაგე ჩემი დანაზოგი ავიღე და სახლიდან გავედი ბედნიერებას ვგრძნობდი არც ციოდა და არც თბილოდა სასიამოვნო იყო საშინლად ბედნიერი ვიყავი, უცებ მომინდა ჩემი საყვარელი ნაწარმოების გმირისთვის ჰოლდენ კოფილდისთვის დამერეკა ჰოი ბიჭო რას გავერთობოდით. ან ძალიან ბევრს ვილაპარაკებდით ან კიდევ დავმუჯნდებოდით და მაინც მაგარი იქნებოდა. მოკლედ მივდიოდი და ვფიქრობდი მე და ჰოლდენი რამაგარი წყვილი ვიქნებოდით ამასობაში გზას მივუახლოვდი ისიც არ ვიცი როგორ უნდა გავაჩერო მანქანა იქნებ უბრალოდ დავუყვირო მომავალ მანქანას და ხელების ქნევა დავუწყო მაგრამ არა გიჟი ვეგონებოდი ვიღაცას და კარგი დღე არ დამადგებოდა. მერე გამახსენდა ფილმებში როგორ აჩერებენ და როგორც ველურ პირობებში მაწანწალა კრისტოფერი აკეთებს ისე მოვიქეცე თითქოს მეც ალიასკაზე არ მივდიოდე მანქანას ძლივს ვაჩერებ. მოკლედ მასე მოვიქეცე და შედეგიც გამოიღო. გაჩერდა საოჯახო მანქანები რომ არის ის მგონი მანქანებს ვერ ვცნობ მგონი Honda იყო საჭესთან შუა ხნის კაცი იჯდა ძალიან მაგარი საათი ეკეთა ხელზე საკმაოდ ძვირიანი საათებზე ჭკუას ვკარგავ და როცა კაი საათი მინდა რომ ვიდგე და ვუყურო საათობით. გვერდზე ახალგაზდრა გოგო იქნებოდა ასე 20 წლის დავარცხნილი და თხელი თმა ქონდა ძაალაინ ფერმთალი იყო უაკანა სავარძელზე ბავშვები ისხდნენ გაშტრებული მიყურებდნენ ალბად ფიქრობდნენ ვინ არის ეს გიჟი ამ დილა ადრიან ტრასაზე რომ დგა და ხელეფს იქნევსო. მოკლედ დედუქციებს მივმართე მგონი მანიაკები არ უნდა იყვენ თან ბავშვები ყავსთქო შეიძლება მთელი დღის განმვალობაში ასეთი შანსი აღარ მქონოდა.
- საით მიდიხარ? გამომძახა ღიმილით კაცმა. უცებ დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა არ ვიცოდი სად მივდიოდი და მოკლედ ისე ვთქვი ხევსურეთში თქო ვერც გავიაზრე. დიდი ხანია მინდა წავიდე მაგრამ ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერსად ვეღარ დავდივარ.
- ჰეი გაგიმართლა ჩვენც მაგ გზით მივდივართ მთლად ჰევსურეთში არა მარა ისეთ ადგილას რომ აღარ გაგიძნელდება ტრანსპორტის შოვნა ღიმილით მეუბნევა გოგონა.



№1 სტუმარი ნაზარეველი

პააააადრემიოოო!
სასვენ ნიშნებმა გაწყენინეს რამე?

 


№2  offline წევრი mariamiiiii

ნაზარეველი
პააააადრემიოოო!
სასვენ ნიშნებმა გაწყენინეს რამე?

pardon me მართალი ხართ ძაალიან ექსპრომტი იყო.

გავაგრძელო თუ არა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent