პირდაპირი რეისი ლოს-ანჯელესიდან
-ვერ ვიჯერებ რომ შენი ბიძაშვილია. -ვერც მე. თქვა ბიჭმა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -ის ისეთი თავქარიანია. თქვა მესამემ. -და ისეთი ქერა. დაამატა მეოთხემ. -და მასზე რამდენიხანი უნდა იზრუნო? თანაგრძნობით კითხა მეგობარმა. -სანამ 18-ის არ გახდება. -მე მჭორავთ? აი ისიც გამოჩნდა თავისი ქარიზმატულობითა და შარმით. -ხო. ამოიოხრა და ბიძაშვილს შეხედა. -დამიჯერე ლუკიტო ეს არცმე მინდა. -რა? რა სთორმი რა არ გინდა? -შენთან ცხოვრება. ის რომ ვიღაც უცხო იყოს ჩემზე პასუხისმგებელი. -იცი რა? მგონი ჯობია ორივემ ამასთან შეგუება ვცადოთ. -ვიცი. ჩაო ლოს-ანჯელესის ყველაზე გლამურულო წვეულებებო, გართობის მოყვარულოსაზოგადოებავ, დახვეწილო რესტორნებო და მოგესალმები საქართველოს მოსაწყენო ცხოვრებამ. ეს იმდენად კარგად გავაანალიზე დეპრესიაც კი მაქვს-წავედი დავიძინო. -მგონი 10 წუთისწინ გაიღვიძე. უთხრა ლუკიტოს ძმაკაცმა ბაჩიმ. სთორმი ნელა შემოტრიალდა და სასტიკი მზერით აათვალიერა ბატონი ბაჩანა. -თუ უკეთეს რამეს შემომთავაზებ არ დავიძინებ? რას იტყვი? თქვა და თან ერთი სული ქონდა მართლა რამე საინტერესო გაეგო. -შეგვიძლია ქალაქგარეთ გავიდეთ. -ჯერ აქ ისე ვერთობი და მერე ქალაქგარეთ საერთოდ... უცებ ჩაფიქრდა. -კარგი წავიდეთ და წვეულებამოვაწყოთ. -კარგი შევთანხმდით. წადი ყველაფერი დაგეგმე და შეგვატყობინე. უთხრა ლუკამ, თითქოს მისითავიდან მოშორება სცადაო. -იცი მგონი ჩემი გეგმით აღფრთივანებული არ ხარ. -როგორ გეკადრებაა. ლუკამ ისეთი ირონიით წარმოთქვა ეს სიტყვები თვითონაც გაუკვირდა _ძილინებისაა. გუნება წამხდარმა თქვა სთორმიმ და თავისი ოთახისკენ კიბეს აუყვა. -დავლიოთ? იკითხა სანდრუშკამ. -რა თქმა უნდა. უპასუხა დათამ. -რა თქმა უნდა. გამეორა ლუკამ. -მაგარ შარშიხარ ძმაო. სიცილით უთხრა დათამ. -ხო არაა? მაშინ თქვენც ასევე. ძმაკაცს გაჭირვებაში ხომ არ მიატოვებთ არა? -არაა რა სისულელეაა. ისე სერიოზულად და ამავდროულად სასაცილოდ თქვა ბაჩიმ ყველას სიცილიაუტყდა. მთელი საღამო ძილში გაატარა, ღამეც და შუადღის სამისკენ გამოეღვიძა ქალბატონს. უკვე მე-5 დღეა ლუკას სახლში ცხოვრობს. საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და აუზისკენ გაემართა. კარზე კაკუნი გაისმა, გაბო იყო, ლუკას ძმაკაცი. -ბაჩიმ და სანდრომ გამომგზავნეს, ბავშვი ყავს დატოვებული და დაეხმარე მოვლაშიო. არც ვიცოდი ბიძაშვილი თუ გყავდა. მიაყარა კარების გაღებისთანავე გაბომ. -არ მჯერა როდის ჩამოხვედი?? -გუშინ ღამე. მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მალე მოყევი რა ხდება შენ თავს. შენი ბიძაშვილი რამდენითვისაა? შენ როგორ უვლი? ლუკას სიცილი აუტყდა, თავი ძლივს დაიმშვიდა, თვის არა, უნდა გეკითხა რამდენი წლიიის. ამ დროს კიბიდან გრძელფეხება, ქერა გოგო ჩამოვიდა თანაც საცურაო კოსტუმით. -გასაგებიაა. პირდაფჩენილი დარჩა გაბო. -არმეგონა ოდესმე თუ გაიღვიძებდი. მიმართა ბიძაშვილს. -ესეც ნუ ნერვიულობ ჩემზე ცოტა მოდუნდი. სთორმი სამზაეულოსკენ წავიდა ჩიფსების ასაღებად. -ის? ის? ბლუყუნებდა გაბო. -ვიცი სასწაულია. -საოცრება. -ისე არ დაგავიწყდეს ჩემი ბიძაშვილია. ვითომ მკაცრი ტონით შეახსენა ლუკამ. ბიძაშვილი რომლის ცხოვრებაში არაფრის უფლება არ გაქვს. გახსოვს არა? კარებისკენ გაემართასთორმი. -მისმინე! მკაცრი ტონით მიმართა ლუკამ. -შენ ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებ. პირიქით ერთი სულიმაქ როდის გაქრები, მაგრამ ახლა და ამ მომენტში ჩემ სახლში ცხოვრობ და მე შენი მეურვე ვარ,როგორც გინდა ისე ვერ მოიქცევი. სთორმი ცოტახანი სერიოზული სახით უსმენდა, მაგრამ როგორც ჩანს მობეზრდა ასეთი მკაცრი საუბარი,სახეზე აშკარა უდარდელობა აესახა და თქვა: -კარგი რა ლუკიტო, ხომ გითხარი ცოტა მოდუნდი. უთხრა და გაუცინა. -უნდა ვიცურაო დროებიით. მიაძახა სთორმიმ. -იცი რა ლუკა მგონი ვიცი რაც დაგეხმარება. -რაა? მუდარის თვალებით შეხედა გაბოს. -გართობა სჭირდება, ესე ციხე-კოშკში როდემდე უნდა გამოკეტო, თავისუფლება მიეცი. -თავისუფლება არაა? -კარგი თუ თავისუფლება უნდა მიიღებს თავისუფლებას. დღეს კლუბში წაიყვან და მასზე იზრუნებ მე კიდე სალომესთან წავალ. რაც სთორმი ჩამოვიდა არ მინახავს. მეშინია ამ ქაჯს რო ვანახო რამე ჯადო არ გაუკეთოს. სიცილით თქვა ლუკამ. -გასარუჯი კრემი უნდა ავიღო. თქვა სთორმიმ. -ყველაფერი გაიგე? კითხა ლუკამ -კლუბში წასვლაზე თანახმა ვარ ოღონდ შენ და სალომეც თუ წამოხვალთ. -იცი რა? გადავიფიქრე. უთხრა ლუკამ. -კარგი მომავალ გეგმებზე მერე ვილაპარაკოთ. სხვათაშორის სიტყვამ მოიტანა და დასასვენებლად წასვლას არ აპირებ? შეგვიძლია მაიამიზე წავიდეთ. -მაიამი მომწონს, კარგი აზრია. თქვა გაბომ. -ეს ვინ არის? კითხა სთორმიმ. ამაზე ლუკამ და გაბომ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. -მე გაბო ვარ. და შენ ვინ ხარ? -რაც მოხვედი ჩემზე ლაპარაკობთ, ასე რომ ძალიან კარგადაც იცი ვინ ვარ. მაგრამ თუ მაიამიზე წამიყვან მზად ვარ შენი სახელი დავიმახსოვრო გარი. -გაბო. შეუსწორა ლუკამ. - რა მნიშვნელობა აქვს? გულწრფელად მაინტერესებს. -არანაირი სვეტლან. უკბინა გაბომ. -სვეტლანა ვინ არის? ჩაფიქრდა სთორმი, მაგრამ ამაზე ბევრი აღარ უდარდია. -მოკლედ გადაწყდა დღეს მე გარი შენ და სილვია და კიდე ვიღაც ბიჭები გასართობათ მივდივართ. ამაზე კი მართლა სიცილი აუტყდათ. -გარი და სილვიაა. არააა ცუდად ვარ. იმეორებდა გაბო. - რა არასერიოზული ხალხი ხართ. გულდაწყვეტით თქვა სთორმიმ და გარეთ გავიდა. როგორც იქნა დაღამდა, სთორმი შავ კაბაში გამოეწყო და პირველ სართულზე ფრენა-ფრენით ჩამოვიდა. ყველანი იქ იყვნენ. -მოკლედ. დაიწყო ლუკამ. -ეს სთორმი ფანგანია. ჩემი ბიძაშვილი. ეს სალომე დვალი ჩემიი ... შეყვარებული. აშკარა იყო ეს სიტყვა ბევრჯერ არ ქონდა ნათქვამი, თვალი სალომესკენ გააპარა და გაეღიმა. -სალომეე... სიყვარულით გაუღიმა სთორმიმ. სულ შენზე ლაპარაკობდა. სთორმის ესეთი სითბო ყველას გაუკვირდა, მაშინ მიხვდნენ, რომ ეს გოგო სულაც არ იყო ისეთი როგორიც შორიდან ჩანდა. -წავედით? მეგობრები ფიქრებიდან ისევ სთორმის წკრიალა ხმამ გამოიყვანა. -ხო რატომაც არა. -სთორმი არა? ერთად გაუყვნენ გზას გასავლელისკენ გოგოები. -ხო. -საინტერესო სახელია, თითქოს შენთვისაა შექმნილიო. -მადლობა, იცი მეც მომწონს. სხვათაშორის მეორე სახელიც მაქვს, მაგრამ მას ჩემად ვერ აღვიქვამ. -გამიმხელ? -ოღონდ არავის უთქრა. კისკისით უთხრა სალომეს. -როგორ გეკადრება. -ოდრი. -შენ მშობლებს აშკარად კარგი გემოვნება აქვთ. -გეთანხმები, თანაც არამარტო სახელებში. -რაზე ლაპარაკობთ? მიუახლოვდა დამფრთხალი ლუკა. -არაფერზე ლუკიტო. მანქანებში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ ეზოში ლუკას მამის მერსედესი შემოვიდა. -დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ? რაღაცნაირად აღელდა სთორმი. -წესით არა. უპასუხა გაკვირვებულმა ლუკამ. სთორმი აშკარად აფორიაქთა, ბიძამისს პირველად ნახავდა მას შემდეგ რაც 6 წლის იყო. ამ კაცმა მონუსხა და ახლა 11წლის შემდეგ ნახავდა, შეცვლილს, იქნებ ცოტო დაბერებულსაც, ამაზე ფიქრი აშინებდა, ისევ ისეთი იყო როგორიც ახსოვდა? მანქანიდან გადმოვიდა დახვეწილი და პანტერასავით მოქნილი მამაკაცი. სთორმის მიუახლოვდა, გოგონას კი სიცივემ დაუარა. როგორ გავდა მამამისს. სთორმის მკლავებზე ხელი მოკიდა და ძლიერად ჩაიხუტა. -სთორმი. როგორ გაზრდილხარ. -ხოო მას შემდეგ... -დიდი დრო გავიდა ვიცი. სთორმიმ თავი ჩახარა, ნაწყენი იყო? ნუთუ. უკან ლუკას ძმა კაკი დალანდა. თვალი გაუსწორა,წარბები შეკრა, მის აქ ნახვას არ ელოდა და სახლში შევარდა. კაკიმ დაწწევა სცადა, მაგრამ ვაჟამ გააჩერა. -შეეშვი. -მამა რა ხდება? იკითხა ლუკამ რომელიც აზრზე ვერ მოდიოდა, მამა და კაკი სთორმის საიდან იცნობდნენ. -სახლში შევიდეთ და ყველაფერს აგიხსნი. -მოდი ჩვენ წავალთ. თქვა გაბომ. -არა ბავშვებო დარჩით. მიმართა ვაჟამ, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა შვილების მეგობრების მიმართ.-სალომე მიხარია, რომ თქვენი გაცნობის პატივი მერგო. სალომეს ხელი აიღო და აკოცა. მგონი ნელ-ნელა ხვდებით რატომ მოსწონდა ეს კაცი სთორმის ასე ძალიან. როგორც კი სახლში შევიდნენ ლუკამ წამოიყვირა. -დაიწყე მალეე. -კარგი ხო დამშვიდდი. თქვა კაკიმ და ძმის დაწყნარება სცადა. -რატომ არ ვიცოდი ბიძაშვილი რომ მყავდა როცა აშკარაა რომ კაკიმ იცოდა. -ლუკაა შენ პატარა იყავი, როცა ის დაიბადა. -არცისე 4ის ვიყავი. -მოკლედ მამამისთან ჯენის ამბის მერე გავწყვიტე კონტაქტი. -ჯენი ვინაა? -მამიდაჩვენი. თქვა კაკიმ.-ჩვენზე სულ რამდენიმე წლით თუ იქნება უფროსი. და ახლა სადაა? ისე მამა ხო არ იცი? -გეყოფა ძალიან კარგად იცი. სიმწრით გამოსცრა ვაჟამ. -მასზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ახლა სთორმიზე ვლაპარაკობთ. -ერთი წუთით ლუკა, ბატონო ვაჟა . წამოდგა გაბო, ახლა მართლა დროა წავიდეთ. -კარგი მართალი ხარ. ვაჟამ ყველას ხელი ჩამოართვა და გულთბილად დაემშვიდობა. -ერთი სიტყვით სთორმი ჩემი ძმიშვილია, ძმის რომელთანაც კონტაქტი დიდიხანია აღარ მაქ, მაგრამ ახლა ის ციხეშია და სანამ სრულწლოვანი არ გახდება მასზე ჩვენ ვიზრუნებთ. როცა ლოს-ანჯელესში ვიყავი ჩასული მაშინ კაკი მახლდა, სთორმიც მაშინ გაიცნო. შენთვის რამის მოყოლას აზრი არ ქონდა, ახლა კი ჩემზე ბრაზსს შეეშვი და სთორმის დაუძახე. -და დედამისი სად არის? -საგიჟეთში. ოღონდ სთორმიმ არ იცის ისიც ციხეში გონია. -და მამამისი ციხეში რატომაა? -რამდენ კითხვას სვამ ლუკა? -მიპასუხე! -ნარკოტიკები, საბუთების გაყალბება, ფულის გათეთრება. პასუხი საკმარისია? -ბოლო კითხვა მაქვს. -გისმენ. მოთმინებით უპასუხა ვაჟამ. -შენდა სთორმის მამამ რატო იჩხუბეთ. რა ერქვა? დავითი არა? -ჯენის გამო. თქვა კაკიმ, რომელიც იშვიათად ლაპარაკობდა. -მამა ოდესმე მოყვები? ლუკა ამ დრამით უკვე ძალიან დაღლილიყო. ამ ლაპარაკში სთორმი გამოჩნდა. -მე რომ მოვყვე? შეხედა ვაჟას. კაკის თვალს არიდებდა თითქოს არც არსებობდა. -მოყევი გისმენთ, რა თქმა უნდა დათოსეულ ვერსიას მოყვები არა? შეიძლება იფიქროთ, რომ ვაჟამ ეს სიტყვები გაბრაზებულმა თქვა, მაგრამ ოდნავადაც არ აღელვებულა. -არა ჩემეულს, იმ პერიოდში ჩემთან ცხოვრობდა უფრო სწორედ ჯენისეულ ვერსიას მოვყვები. შენ მას არ მოუსმინე ვაჟა, მთელი შენდამი პატივისცემის მიუხედავად და სიყვარულის რომელსაც შენი ნახვისდღიდან ვატარებ ამას ვერ გპატიობ. -მოკლედ ჯენი 17წლის იყო დათოს და ვაჟას ძმაკაცი შეუყვარდა, მაშინ მე 5ის ვიყავი, მახსოვს მამა სულ ეუბნებოდა ურთიერთობა არ გაბედო მასთანო, ერთ დღესაც ჯენი სოსოსთან ერთად გაიპარა, გაიპარა და დაახლოებით ერთ წელში, სწორედ მაშინ როცა თქვენ და (თვალით კაკისკენ ანიშნა) კალიფორნიაში ჩამოხვედით, ჯენი ჩვილი ბავშვით დაბრუნდა. მამამ აპატია თქვენ ვერა, ის კი ტიროდა დღეების განმავლობაში,ჯენი განადგურებული იყო, მისი პატარას გვერდზე ვიწექი და ვცდილობდი დედამისის ტირილი და თქვენი გაუთავებელი ყვირილი არ გაეგო. ჯენი სახლიდან ისევ წავიდა, ამის შესახებ მხოლოდ მე მითხრა, მაგრამ არავისთვის მითქვამს, შეიძლება უნდოდა კიდეც რომ მეთქვა, მაგრამ 6წლის ბავშვმა გადავწვიტე რომ უკეთესი იქნებოდა თუ თქვენგან წავიდოდა. თქვენ გადაწყვიტეთ მისთვის გეპატიებინათ, მთელი ღამე ლაპარაკობდით შენ და დევიდი, მაგრამ დილას ოთახში აღარ დაგხვდათ. ამის გამო შენდა მამამ იჩხუბეთ, მის წასვლაში მან თქვენ დაგადანაშაულათ, მის მერე ერთმანეთი აღარ გინახავთ. -ხო ყველაფერი სწორია. მიაყარა ვაჟამ. ათასჯერ გაანალიზებული ამბის მოსმენამ მასზე ძალიან იმოქმედა, თითქოს უნდოდა ისევ არ ეგრძნო ეს ყველაფერი. -უკვე გვიანია, დავისვენოთ. თქვა და წამოდგა. -ლილი სად არის? -შენ რა ის გახსოვს? -როგორ არაა. (ლილი ვაჟას ცოლი იყო.) -ლილი ლოს-ანჯელესშია, შენი მშობლების ერთ-ერთი ადვოკატი იქნება, და იმაზე იზრუნებს რომ საქართველოში მოიხადოს სასჯელი. -და მამაჩემის ახალი ცოლი? -ვინ? გაკვირვება დაეტყო ვაჟას. --უფრო სწორედ ჯერ არ დაქორწინებულან, 23 წლისაა, ნატაშა ქვია, მოდელია. მასზე არაფერი უთქვამს? ვაჟამ ამოიხვნეშა. -რა გიკვირს დედაჩემიც პატარა მასზე. -მაგრამ 23 წლის გოგო? მეტისმეტია. -ვიცი. წაიბუზღუნა სთორმიმ. ყველანი წამოდგნენ როცა სთორმიმ ლუკას დარჩენა სთხოვა. -რა გინდა? დაღლილი თვალები მიაპყრო სთორმის. -დალევა. თვალები აუციმციმდა სთორმის. -მეც. ტუჩები დაბრიცა ლუკამ. სთორმიმ კი თვალები მაცდურად მოჭუტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.