შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი თავი 2


1-04-2018, 19:05
ავტორი Melancholic
ნანახია 1 753

* * *
ბიჭმა გოგონა ხელში აიყვანა და დააწვინა. თვითონ კი იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა. ძილი არ ეკარებოდა, ფიქრობდა რენეზე, ყველაზე სუფთა არსებაზე მის საშინელ ცხოვრებაში.
ღამის 01:30 საათი ოყო როცა რენეს მობილური აწკრიალდა. რენემაც უცებ უპასუხა და მაშინვე წამოხტა საწოლიდან. ნიღაბი არც კი გახსენებია ისე გავარდა ოთახიდან. დიტოც სულ დაავიწყდა.
- რენე რამე მოხდა? - იკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.
- საავადმყოფოში უნდა წავიდე სასწრაფოდ.
- კაი წაგიყვან. - რენეც უხმოდ დასთანხმდა.
მალევე მივიდნენ საავადმყოფოში. მისი ერთერთი პაციენტის მდგომარეობა გართულდა და აუცილებლად ესაჭიროებოდა ოპერაცია.
გაემზადა და საოპერაციო ოთახში შევიდა, ძალიან რთული ოპერაცია იყო.
5 საათი იყო ოპერაციაზე მაგრამ ვერ გადაარჩინა.
- გარდაცვალების დრო 07:14 საათი. - წარმოთქვა ჩუმად და პალატიდან გავიდა.
ყველაზე საშინელი სიტუაციაა როცა ოჯახის წევრს ეუბნები რომ შენ ის ვერ გადაარჩინე. შავგვრემან ქალს მიუახლოვდა, დაახლოებით 50 წლის ქალს, სახე ხელებში ჩაერგო, ხმაზე შეკრთა და ექიმს მიუახლოვდა.
- ექიმო!? - წარმოთქვა სასოწარკვეთილმა ქალმა და ექიმს მხრებში ჩააფრინდა. რენეს თვალები აუწყლიანდა ქალის სახის დანახვისას.
- ვწუხვარ. - წარმოთქვა გატეხილი ხმით და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა, თავი გვერდზე გააბრუნა, არ უნდოდა ქალის განადგურებული სახისთვის ეყურებინა, ექიმებსაც ხომ აქვთ გრძნობები. ქალი მოულოდნელად ჩაეხუტა ექიმს, თავი მხარზე დაადო და აქვითინდა. რენეს გული უფრო აუჩუყდა და მასაც გადმოსცვივდა ცრემლები თვალებიდან. ქალს ხელი მოხვია მხარზე.
- ვერ შევძელი მისი გადარჩენა. მაპატიეთ. მე ვერ შევძელი. - ქალს მოშორდა და თავის კაბინეტში შევიდა. კედელთან ჩასრიალდა, თავი ხელებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა. როგორ ვერ იტანდა ამ მომენტს, როგორ ვერ იტანდა როცა პაციენტის ახლობლებს მის გარდაცვალებას ამცნობდა. კაბინეტის კარები გაიღო და დიტო შემოვიდა. რენეს დანახვისას მიხვდა რაშიც იყო საქმე, მასთან ჩაიმხულა, ჩაეხუტა და თავზე გადაუსვა ხელი.
- ნუ ტირი რენე. შენ ღმერთი არ ხარ, ყველას ვერ გადაარჩენ. - გოგომ ბიჭს მოხვია ხელები და მის კისერში ჩარგო თავი.
- ასე არ უნდა მომხვდარიყო. არ უნდა გართულებოდა მდგომარეობა. - ლუღლუღებდა და ბიჭს კისერს უსველებდა ცრემლებით.
- წავიდეთ. - ჩასჩურჩულა ბიჭმა და ფეხზე წამოაყენა.
თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა და ლოყაზე მიაკრო ტუჩები.
* * *
ფეხით მიუყვებოდნენ ქუჩას სახლამდე, რენეს ყელში ამოუვიდა სიჩუმე და საუბრის გაბმა სცადა.
- დიტო, თითქმის ერთი თვეა გიცნობ, არ მომიყვები შენზე რამეს?
- რაგაინტერესრბს? - ჰკითხა ღიმილით.
- ყველაფერი.
- უფროსი ძმა მყავს 35 წლის, მამაჩემის კომპანიას უდგას სათავეში. მშობლები საზღვარგარეთ არიან.
- ეგ გასაგებია. მაინტერესევს შენ როგორი ხარ.
- არვიცი.არმიყვარს როცა მატყუებენ, თუნდაც ეს ტკბილი ტყუილები იყოს. ვერ ვიტან როცა ჩემი გრძნობებით თამაშობენ. საშინლად მაღიზიანებ ის რომ რაღაცას ტყუილად მპირდებიან. და კიდევ რაც არ უნდა ვთქვა თუნდაც ცუდი, სიტყვას ყოველთვის ვასრულობ.
- ჰოომ... ვინმე მოგიკლავს? - ჰკითხა გოგონამ მოულოდნელად, ბიჭი გაჩერდა და გოგოს მიაჩერდა, რენეს ის ღამე გაახსენდა როცა თავს დაესხნენ და გასროლის ხმა გაიგო.
- ამას რატომ მეკითხები? - სიბრაზე იგრძნობოდა ბიჭის ხმაში.
- იმ დღეს, შენ რომ გადამარჩინე, ღამით, 3 ჯერ გასროლის ხმა გავიგე. - უთხრა გოგომ და თავი დახარა, ბიჭი გაშეშდა და ხმას ვერ იღებდა.
- არა! არასოდეს არავინ მომიკლავს. იმ დღეს კი მე არ გამისვრია, მათ თვითონ გაისროლეს.
არმინდა რომ მკვლელი გეგონო... - წარმოთქვა ბიჭმა გამტყდარი ხმით.
- არა, მე შენ მკვლელი არ მგონიხარ. მაპატიე თუ გაწყენინე. - გოგოს თვალები აუწყლიანდა, არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა, ლოყები აუწითლდა და თავი დაბლა ჩახარა. ბიჭი მიუახლოვდა ნიკაპ ქვეშ ორი თითი ამოსდო და თავი ააწევინა. გოგოს სახის დანახვისას გაეღიმა, ისეთი საყვარელი ოყო იმ წამს, დიდი ბრიალა ცისფერი თვალები ამღვრეოდა და ლოყები გასწითლებოდ, ტუჩებს კი პატარა ბავშვივით ბრიცავდა. ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და შრამზე გადაატარა. გოგო შეკრთა, ბიჭს ეს არ გამოჰპარვია და ამაზეც გაეღიმა.
სახე უფრო ახლოს მიუტანა და აკოცა, ისე ნაზად როგორც შეიძლება აკოცოს, ბიჭმა გოგოს.
კოსმიური ტრაექტორიით დაუარა სისხლმა ძარღვებში, არასოდეს უგვრძნია გოგოს მიმართ ის რასაც ახლა გრძნობდა რენეს მიმართ. ის იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში.
რენე გაშეშებული იდგა, მუცელში მთელი ზოოპარკი დარბოდა.
ბიჭი მოშორდა მაგრამ რენე გაშეშებული იდგა და ადგილიდან არ იძცვროდა.
- რენე!
- ჰმ.
- რა მოგივიდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა, რენე სახეზე წამოწითლდა და თავი გვერდზე შეაბრუნა,
- პირველი კოცნა მომპარე. - ბიჭს გაეცინა და გოგო გულში ჩაიკრა. ისე სწრაფად უცემდა რენეს გული, დიტოც გრძნოდა და ამაზე კიდე იღიმოდა.

* * *
დიტომ რენე სახლში მიაცილა და თვითონ წავიდა.
მალევე ესტუმრა რენეს ნია.
- რენე!? შენ რა? მოიცა ნიღაბი არ გიკეთია!? რა ბედნიერებაა. - გაუხარდა და რენეს ჩაეხუტა. - მასპინძელი შენ ხარ მაგრამ, ყავას მე გავაკეთებ. - უთხრა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
რენეც მიყვა უკან და თან სიგარეტი ამოიღო.
- რა ხდებოდა აბა დღეს საავადმყოფოში?
- საშინელება იყო, ერთი კაცი ვერ გადავარჩინე. ყველაზე მტკინვეული ექიმისთვის, პაციენტის გარდაცვალების ამბის თქმაა მისი ოჯახის წევრისთვის.
- რა ცუდია. - მოწყენილმა ჩაილაპარაკა ნიამ და დაქალს საფერფლე დაუდგა წინ.
- შენკენ რახდება? რასშვები უნივერსიტეტში?
- რავი ვსწავლობ! აუ რა ძნელია, გადამკვდარი ვარ ამ გამოცდებს, მთელი დღე ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლებთან დავრბივარ, თავისუფალ დროს ძლივს ვპოულობ რა. - ჯუჯღუნით ყვებოდა ნია, რენეს კი მის სახის გამომეტყველებაზე ეცინებოდა.
- აუ რენეეე. - უცებ წამოენთო გოგონა. - აუ დღეს წავიდეთ სადმე ბარში. აუ გთხოოვ გთხოოოვ. - ყელს უკიდერეს ზომამდე ქაჩავდა ნია.
- ფრთხილად ყელი არ გამოიგლიჯო. კაი წავიდეთ ოღონდ ცოტახნით. - აჟიტირებული ნია ჯერ რენეს გადაეხვია, შემდეგ კი მის გარდერობს მივარდა. დიდი ხანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა მიაგნო შავ ლამაზ კაბას. კაბა მოკლე იყო, შავი, მაქმანებიანი და გრძელი გიპიურიანი სამკლავეებით.
კარზე ზარის ხმა გაისმა, რენე ისევ თავის ადგილას იჯდა, ნია კი ქარივით მიქროდა კარის გასაღებად.
- გამარჯობა ნიაკო.
- დიტოო. - მოეხვია გოგო და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
- დიტო, დღეს მე რენე და შენ უნდა წავიდეთ ბარში. - ცმუკავდა ნია და თვალებიდან ვარსკვლავები სცვიოდა.
რენე ისეთი სიყვარულით უყურებდა გოგოგონას, ისე უყვარდა მისი ეს ბავშვური ქცევები, თუნდაც ის რომ ყველა წვრილმანი ასე ბედნიერს ხდიდა.
- რენ... ასე რატომ მიყურებ? - ჰკითხა სიცილით ნიამ.
- ისე,
- ისე, ასე არავის უყურებენ. - საუბაეში დიტოც ჩაერთო.
- ასე როგორ?
- ასეთი თვალები აქვთ ხოლმე დედებს როცა შვილს უყურებენ.
- ჰო?
- ჰო.
- ძალიან მიყვარხარ ნია. ცხოვრებას მიფერადებ. - უცებ უთხრა რენემ და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ნიას და რენეს ზედ შეახტა, (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.)
- მეც მიყვარხარ. - თვალები აემღვრა ნიას.
- ნიაკო იმისთვის არ მითქვამს რომ გეტირა. უთხრა სიცილით და თავზე მოეფერა.
- შენ დღეს პირველად მითხარი 8 წლის განმავლობაში რომ გიყვარვარ. და კიდე პირველად არ გიკეთია ნიღაბი 8 წლის განმავლობაში. - სლუკუნებდა ნია.
- დაწყნარდი თორე მეტჯერ აღარ გეტყვი. - უთხრა სიცილით და ნიაც მაშინვე წამოხტა. - ნამდვილი პატარა ბავშვი ხარ.
- არვარ ბავშვი... კაი გავემზადოთ და წავიდეთ. - თქვა და სახლიდან ელვის სისწრაფით გავარდა.
- კარგი მეც წავალ, რაღაც საქმეები მაქვს, საღამოს მზად რომ იქნებით დამირეკეთ. - დიტო წამოდგა გოგოს მოწყვეტით აკოცა და სახლი დატოვა.

* * *
უკვე ღამის 10:00 საათი იყო მაგრამ დიტო არსად არ ჩანდა. რამდენჯერმე დაურეკა რენემ მაგრამ, არავინ პასუხობდა. უკვე ძალიან ნერვიულობდა და გადაწყვიტა მასთან სახლში მისულიყო, ნიას კი უთხრა რომ ბარში დალოდებოდა.
ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა. გზაში კიდევ რამდენჯერმე დაურეკა მაგრამ ისევ უშედეგოდ.
- მოვედით. - ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა. ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოსკენ წავიდა.
3 სართულამდე ფეხით ავიდა და შავ კარებზე ზარი დარეკა. არავინ გააგონა. უკვე წასვლას აპირებდა, როცა სახლიდან რაღაცის მტვრევის ხმა მოესმა.
გაუაზრებლად შეხსნა კარები და დერეფანს გაუყვა, მისაღებში კი საშინელი სანახაობა დახვდა.
რატი იატაკზე იყო ჩამუხლული, ტანზე მხოლოდ შარვალი ეცვა, თავი მუხლებში ჩაერგო და ღმუოდა.
მაშინვე მიხვდა რაც სჭირდა, როგორ უნდოდა რომ რეალობას გაქცეოდა. როგორ ეტკინა როცა დიტო ამ მდგომარეობაში ნახა.
-"ლომკა" - თქვა და მუხლებზე დაეცა. ბიჭმა დაბლიდან ამოხედა გოგოს.
- აქ არ უნდა იყო. შენ ეს არ უნდა გენახა. - კბილებში გამოსცრ ბიჭმა იქვე მდგომი მაგიდა ერთი ხელის გაქნევით ამოტრიალა.
რენე ნელა მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო, მან კი უცებ ჰკრა გოგონას ხელი და კედელზე მიანარცხა. არ სტკენია, მაშინვე წამოდგა.
დიტო ყველაფერს ლეწავდა რაც ხელთ მოხვდებოდა.
- დიტო გაჩერდი. - ამოილაპარაკა გოგომ და ბიჭს მუდარით სავსე თვალებით გახედა. დიტომ გოგოს მხრებში ჩაავლო ხელი და კედელს მიანარცხა, რენემ ტკივილისგან ამოიკვნესა და სახე დამანჭა. რამდენიმე წუთი ასე გაშეშებული აკვირდებოდა გოგოს. შემდეგ კი მოულოდნელად მოხვია ხელები, მის კისერში ჩარგო თავი და გაურკვევლად დაიწყო ბუტბუტი.
- მაპატიე. არ უნდა მოსულიყავი. შენ ეს არ უნდა გენახა.
- ჩშუუ. - რენემ ბიჭს ხელები მოხვია და მაგრად ჩაეხუტა. უცებ დიტომ რენე ხელში აიყვანა, საძინებელში შეიყვანა დააწვინა და თვითონაც გვერდზე მიუწვა.
- რენე!
- ჰმ
- მიყვარხარ! - ხელები მოხვია და მის კისერში ჩარგო თავი. რენე ადგილიდან არ იძვროდა, ძლივს აანალიზებდა მის ნათქვამს. ბედნიერი იყო პირველად ამდენი ხნის შემდეგ. გვერდზე გადაბრუნდა და უკვე მძინარე ბიჭს გადაპარსულ თავზე ხელი გადაუსვა.
- მეც მიყვარხარ. - წაიჩურჩულა, მის სახეზე დაატარებდა თხელ თითებს და მძინარე ბიჭს აკვირდებოდა. ღამის 3ზე მისი ტელეფონი აწკრიალდა.
- ხო ნია. - ჩუმად უპასუხა საწოლიდან წამოდგა და მისაღებში გავიდა.
- ასე უნდა ხო გადაგდება, გაგებუტე მე შენ. - უთხრა ბურტყუნით ნიამ.
- მაპატიე ნია, დიტო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
- კაი გაპატიებ. დიტო მომ.... - მობილური გამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა, რაღაცის მტვრევის ხმა ესმოდა.
- ნია! - ჩაჰყვირ ტელეფონში შეშინებულმა. - ნია!! - მობილური ჩართული იყო მაგრამ ხმა არ ისმოდა. გათიშა და ხელახლა დარეკა მაგრამ ახლა აღარავინ პასუხობდა.
ხმაურზე დიტოს გაეღვიძა და მისაღებში გავიდა.
- რამოხვდა? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა გოგოს. რენემ ყველაფერი უამბო და თან ჩანთას დაავლო ხელი.
- მაპატიე უნდა წავიდე. - უთხრა და სახლიდან გაიქცა, კიბეები თავპირის მტვრევით ჩაირბინა და ტაქსი გააჩერა. სახლში არ დახვდა ნია, ყველაზე მეტად რაც არ უნდოდა ის გააკეთა, ხელის კანკალით აკრიფა დღევანდელი მორიგე ლალის ნომერი და პასუხს დაელოდა.
- გისმენთ?
- ლალი რენე ვარ ქირურგი.
- ხო რენე გისმენ, რამე მოხდა?
- მე... მაინტერესებს საავადმყოფოში ხომ არ შემოუყვნით ვინმე ნია ჯაყელი?
- დაიცა გადავამოწმებ....
კი შემოიყვანეს, არინერვიულო, ისეთი არაფერია, მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება, ფეხი და მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი, და რამდენიმე ნაკერი ადევს. ისე კაი უცნაური ვინმე კია - თქვა სიცილით ქალმა. - ასე ამბობს მივდიოდი და ხე შემომასკდაო.
- მადლობა ლალი.

დადაამ როგორია? შემიფასეთ. წინა თავში იმიტომ იყო მოვლენები სწრაფად განვითარებული რომ, ვალირებდი სრულად დამედო, მაგრამ გადავიფიქრე, და მერე შეცვლა დამეზარა. ????
იმედია მოგწოთ



№1 სტუმარი შონი რივზი

კარები შეხსნა რა უბედურებაა.საიდან მოგაქვთ ასეთი სასწაულები,ძალით რატომ ამახინჯებთ ქართულ ენას? აკლია ხო ბარბარიზმები და მარგალიტები?

გაბანძდა ისტორია.

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

ozurgetshi mivdivar da iq xleoba interneti maq

 


№3 სტუმარი nini

კარგია გაავრძელე

 


№4  offline წევრი Melancholic

მწერალი არ ვარ რომ სათითაო სიტყვა სწორად მეწეროს. და უშეცდომო არავინაა :) მადლობა კომენტარისთვის
შონი რივზი
კარები შეხსნა რა უბედურებაა.საიდან მოგაქვთ ასეთი სასწაულები,ძალით რატომ ამახინჯებთ ქართულ ენას? აკლია ხო ბარბარიზმები და მარგალიტები?

გაბანძდა ისტორია.


სახელი შემეშალა მგონი, დიტო და არა რატი. გამოვასწორებ :)

 


№5 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

ანუ მაინცდამაინც მწერალი უნდა იყო,რომ მშობლიური ენის გრამატიკა იცოდე?:დდ თუ მასეა კიდე,ჯერ გრამატიკის წიგნი გადაშალე და მერე ჯღაბნე ისტორიები.

 


№6 სტუმარი Kusa13

შინაარსი მომწინს და რაც დასახვეწია ვფიქრობ გამიასწორებ ნელ-ნელა გრამატიკასაც და სხვა დანარჩენსაც. შენ თუ გსიამოვნებს წერა ან თუნდაც "ჯღაბვნა",გააკეთე ის რაც გინდა და ვისაც ეს არ მოსწონს მაშინ ნუ წაიკითხავს, შენ გული არ დაგწყდეს, თუმცა მაინც ეცადე ცოტა გამოასწორო❤❤ გააგრძელე, წარმატებები❤❤

 


№7  offline წევრი Melancholic

ხო გრამატიკაში მოვიკოჭლებ
:( ვეცდები გამოვასწორო :)
Kusa13
შინაარსი მომწინს და რაც დასახვეწია ვფიქრობ გამიასწორებ ნელ-ნელა გრამატიკასაც და სხვა დანარჩენსაც. შენ თუ გსიამოვნებს წერა ან თუნდაც "ჯღაბვნა",გააკეთე ის რაც გინდა და ვისაც ეს არ მოსწონს მაშინ ნუ წაიკითხავს, შენ გული არ დაგწყდეს, თუმცა მაინც ეცადე ცოტა გამოასწორო❤❤ გააგრძელე, წარმატებები❤❤


თუ არ მოგწონს უბრალოდ გაატარე. გავიგე რომ გრამატიკული შეცდომები მაქვს. :)
მინიატურული პროზაიკოსი
ანუ მაინცდამაინც მწერალი უნდა იყო,რომ მშობლიური ენის გრამატიკა იცოდე?:დდ თუ მასეა კიდე,ჯერ გრამატიკის წიგნი გადაშალე და მერე ჯღაბნე ისტორიები.

 


№8 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

რას ჰქვია,გავატარო,აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს,საყვარელო. როცა სამართლიან კრიტიკას ღებულობ,ენა კი არ უნდა ატლიკინო,უნდა გაითვალისწინო შენიშვნა და შემდგომში იგივე აღარ გაიმეორო. თან თვითონ იკითხე,რას ფიქრობთო,ხოდა,მეც მოგახსენე ჩემი პოზიცია:)

 


№9  offline წევრი Melancholic

უბრალოდ გავიგე. :) და ვეცდები გამოვასწორო. მადლობა შენიშვნისთვის :)
მინიატურული პროზაიკოსი
რას ჰქვია,გავატარო,აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს,საყვარელო. როცა სამართლიან კრიტიკას ღებულობ,ენა კი არ უნდა ატლიკინო,უნდა გაითვალისწინო შენიშვნა და შემდგომში იგივე აღარ გაიმეორო. თან თვითონ იკითხე,რას ფიქრობთო,ხოდა,მეც მოგახსენე ჩემი პოზიცია:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent