ორი მატყუარა III
-არ ვნანობ შენს მიტოვებას,რადგან არაფერი გაგიკეთებია ჩემი შენარჩუნებისთვის..-მაქსს ოდნავ გაეღიმა და წელზე ძლიერად მომხვია ხელები.. სწორედ ისე როგორც ადრე მომამწყვდევდა ხოლმე მის ძლიერ მკლავებში.. გული ლამის ამომივარდა საგულედან.. წამი გაიწელა,ვხვდებოდი შემდეგი ნაბიჯი კოცნა იქნებდოა,მაგრამ ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი,რადგან ამის სურვილი მეც მქონდა.. ნელ-ნელა ჩემკენ დაიხარა თუმცა ხელი ვკარი და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.. მასზე ძალიან ვბრაზობდი. -მაქს.. მე ცოლიან კაცებზე მონადირე ქალი არ ვარ.. რაც არუნდა ძლიერ მყვარებოდი ნებას არ მოგცემ შემეხო.-მას გაეცინა და სწორედ ამ დროს შემოვიდა მისი ცოლი.გაკვირვებული ჩანდა.. ვერ ხვდებოდა რატომ ვიდექით ფეხზე ან მისი ქმარი რატომ იცინოდა. -რა მოხდა? -მივდივარ.. მაქსმა კი გადაწყვიტა გავეცილებინე.-მდგომარეობიდან გამოვიყვანე ჩემი ჭკუით.. სიტყვა აღარ მითქვამს შევბრუნდი და საქმიანი ნაბიჯით გავაგრძელე გზა.. იცით, რა ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულს სტკენენ? - როცა ადამიანს ძალიან ატკენ გულს, მას ნაკლებად უყვარხარ. აი, რა შედეგი მოსდევს სიტყვების როყიოდ წამოსროლას. ისინი სიყვარულს ანელებენ! ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.. მაქსი უკვე მესამედ შეეცადა ჩემს დამცირებას,მე კი აღარ შემეძლო მისი გაგიჟებამდე სიყვარული.. როდესმე თუ გადავწყვიტე გათხოვება,არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივით და ჩემმა ქმარმა მის ყოფილს დაუწყოს ფლირტი ან მისი მაგვარი რამე,თავს ნამდვილად არ ვიგრძნობ კომფორტულად.. მიუხედავად იმისა რომ ანა ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლია,მას ეხება,კოცნის მაინც ვერ მივაყენებ იმ ტკივილს რასაც მე ვერასოდეს ავიტანდი. სამსახურში მისვლაც კი აღარ მინდოდა,მაგრამ სანის კიდევ ერთ შანს არ მივცემდი რომ გაველანძღე და ჩემთვის უქნარა ეწოდებინა,ამიტომ იძულებული ვიყავი.. კარაა გამოვაღე და ლამაზი ტანსაცმელი შევარიე.. აი ისეთი მაქსი რომ მიმხვდარიყო რა დაკარგა.. -წითურო.. ჩემთან შემოდი.-დამიძახა მან -კიდევ ერთხელ დამიძახებ წითურს და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -მაინც რას იზამ წითურო? -კარდ იყავი.-ხალათი გავიზვრე და მაგიდაზე დავუგდე.. კარებისკენ მივდიოდი როცა წინ გადამიდგა და შემაჩერა.. -კარგი რა კატო რას ბავშვობ? -ისევ მე ვბავშობ? -კი თან ძალიან.. რადგან ცოლიანი ვარ არ შემიძლია შენთან შეხვედრა? -არ შეგიძლია. -კარგი მაშინ ცოლს გავეყრები.. -ჩემს გამო ნუ გაეყრები.. ადრე მიყვარდი.. სანამ ისევ შეგხვდებოდი მაშინაც მიყვარდი,მაგრამ ახლა?..ახლა აღარ ვიცი.. ვეღარ გცნობ,ისე ცანცარებ და ცდიობ წარმოდგენა დამიკარგო.. მაგრამ ვიცი საქმე რაშიც არის.. -რაშია? -შურისძიება გინდა,მაგრამ ასე ცანცარი რომ დაიწყე სწორედ აქ შეცდი.. მაპატიე მაგრამ ლაზარე რომელიც წამების გაცნობილი მყავდა ისისც კი შენზე მეტა ღელავს ჩემზე.-კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.. -შემოდით!-დაიძახა მაქსმა.. კაბინეტში ყვავილების უზარმაზარი თაიგული შემოიტანა კურიერმა.-ეს რა არის? -ქალბატონი კატო ორლოვისათვის არის თაიგული.-გამეღიმა და გამოვართვი კურიერს თაიგული.. ხელი მოვაწერე და ბარათს დავხედე.. მაქსი ისე უხასიათოდ იდგა,რომ ნამდვილად შემეცოდა. -ვისგან არის?-ბარათი წამარვა და თავად წაიკითხა ხმამაღლა. –„შენი ლამაზი ღიმილისათვის. ლაზარე“-ბარა დაკუჭა და მაგიდაზე დააგდო. -რას აკეთებ? -მაგ ტიპს ზედმეტის უფლებას აძლევ.. -შენ უნდა გკითხო? ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და შენ მასში ჩარევის უფლება არ გაქვს,მით უმეტეს რომ დაოჯახებული ხარ სხვა ქალზე.-ჩემს ყვავილებთან ერთად გამოვედი მისი კაბინეტიდა. გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გარეთ გავედი.. გაზაფხულის თბილი ჰაერი ჩავუშვი ფილტვებში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე.. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ფეხით გავაგრძელე გზა,მანქანა კი ავტოსადგომზე დავტოვე.. -დაჯექი!-მანქანა ფეხებთან მომიყენა მაქსიმემ და ფანჯარა ჩამოსწია.. -არ დავჯდები.. -კატო ნუ ბავშვობ და დაჯექი.. ხო არ გეშინია რა იყო?-ნევრბი მომეშალა ამ ფრაზით და მანქანაში ჩავუჯექი.ადგილიდან ძალიან სწრაფად დაძრა.. ლამის სავარძელს ავეკარი.. ხმას არ ვიღებდი. -სად მივდივართ? -კლუბში წავიდეთ ძველი დრო გავიხსენოთ.. ცოტა დავლიოთ და ვისაუბროთ.. -სალაპარაკო რა გავქვს მაქს? შენ მე ყველაფერი წამართვი.. -კიდევ მე წაგართვი ყველაფერი? ბეჭედი მქონდა ნაყიდი და იმ საღამოს ფანტასტიკური საღამო მქონდა დაგეგმილი რომ ცოლობა მეთხოვა და კიდევ მე წაგართვი ყველაფერი? -რაა? არ ვიცოდი.. -რა თქმა უნდა.. საიდან გეცოდინებოდა კაწ..- „კაწ“ ისე საოცრად ამბობდა ხოლმე ჟრუანტელმა დამიარა.. ტელეფონი მთელი საღამო მირეკავდა.. ძალიან მომბეზრდა და ვუპასუხე,ლაზარე იყო.. -სად ხარ? -კლუბში ვარ მაქსთან ერთად.. -რომელ კლუბში? -რა მოხდა? -არაფერი,რომელ კლუბში ხარ?!-ტელეფონი გაითიშა,რადგან ძალლიან ცუდი კავშირი ჰქონდა. ზოგადად არვეტანები სასმელს,მაგრამ ახლა თავი ვეღარ გავაკონტროლე.. სასმელი მომერია და ყველაფერი ტრიალებდა.. მაქსიც ნასვამი იყო.. გარეთ გამოვედით ტაქსის გასაჩერებლად მაგრამ არ ვიცი რა დამემართა.. მის მიმართ ლტოლვა გამიჩნდა.. ისე მინდოდა შემხებოდა და მომფერებოდა.. მისკენ გავიწიე და ვაკოცე. მაქსიც არ შემწინააღმდეგებია.. ძლიერად მომხვია ხელები და ჩემს კოცნას განაგრძობდა.. შემდეგ რაც მახსოვს სასტუმროს ნომერია და ჩვენი გზადაგზა დაყრილი ტანსაცმელი.. დილით თვალები რომ გავახილე მაქსს ისევ ეძინა.. საკუთარი თავი მეზიზღებოდა ეს ნაბიჯი რომ გადავდგი თუნდაც უგონოდ მთვრალმა.. სააბაზანოში შევედი.. შხაპის მიღება მინდოდა,მაგრამ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.. როდესაც გამოვედი,მაქსი აივანზე იდგა და ხედით ტკბებოდა.. ან იმით რომ საბოლოოდ მაინც მიაღწია მიზანს.. ტანსაცმელი იატაკიდან ავიღე და ჩაცმა დავიწყე.. -რატომ ტირი არ მოგეწონა?-სახეზე მომკიდა ხელი,მე კი სასწრაფოდ მოვიშორე მისი ხელი. -აღარ შემეხო.. -გასულ ღამეს რატომღაც წინააღმდეგი არ იყავი.. იცი?.. გამიკვირდა ისევ ქალიშვილი რომ იყავი.. -მთელი გულით მეზიზღები მაქს.. თმა მაღლა ავიკარი და თვალცრემლიანი გავედი ნომრიდან.. სასტუმროდან გავედი და პირველივე ტაქსში ვაპირებდი ჩაჯდომას,რომ ვიღაც მწვდა ხელში და 180 გრადუსით დამატრიალა.. -კატო აქ რას აკეთებდი.. მთელი ღამე გეძებდი.-მზე თვალს მჭირიდა თანაც ამდენი ტირილიდან დასიებული თვალებით ვერარ დავინახე ვინ იდგა ჩემს წინ,მაგრამ ხმაზე ვიცანი ეს ლაზარე იყო. -წამიყავნე ძალიან გთხოვ.. გთხოვ ლაზარე..-ტირილით ვთხოვე და მულებში ძალა წამერთვა,მან მოასწრო ჩემი დაჭერა.. -კარგი წავიდეთ..-ხელში ამიყვანა ლაზარე მიაბიჯებდა მტკიცე ნაბიჯებით,მე კი თვალებსაც ვერ ვახელდი სირცხვილისაგან,თავი მკერზე მივადე და გამალებული გულისცემას ვუსმენდი.. არცერთი კითხა არ დაუსვამს ჩემთვის.. მხოლოდ დროდადრო გამომხედავდა და შემდეგ ისევ გზას გაჰყურებდა.. არც მე მიკითხავს სად მივყავდი,უკვე ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი.. მეც ვერ ამოვიცანი მაქსი.. მან ჩემი სისუსტით ისარგებლა.. ან ფიქრობდა რომ მე ქალიშვილი არ ვიყავი და სულ ერთინ იყო ვისთან დავწვებოდი.. -როგორ მიპოვნე?-ვკითხე საათნახევრიანი სიჩუმის შემდეგ.. -შენმა ძმამ დამირეკა შუაღამით.. -რაა? საიდან გაიგო შენი ნომერი? -არ ვიცი.. როგორც ვიცი პროკურორია და არ გაუჭირდებოდა ჩემი მოძებნა. არ იღელვო ვუთხარი რომ ჩემთან იყავი.. -რაააააააა?-იმხელა ხმაზე ვიყვირე,რომ ლაზარემ ყურებზე ხელი აიფარა..-ღმრთო ჩემო მომკლავს.. -არ იღელვო ვერაფერს დაგიშავებს. ახლა კი მითხარი რა მოხდა გასულ ღამეს.. -არ ვიცი.. როგორც ჩანს.. -მასთან იწექი.-დააბოლოვა ჩემი სიტყვები ლაზარემ..ახლოს დამიჯდა და ჩამეხუტა.. ემოციებისაგან გადავიღალე, ლაზარეს კალთაში მედო თავი,მისმენდა და ჩემს თმას ეთამაშებოდა.. ალბათ მას იმიტომ გადავუშალე გული რომ მეტი აღარავინ დამრჩა ვისაც ვენდობოდი.. საუბარში ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე უცხო საძინებელში ვიწექი.. როგორც მივხვდი ეს ლაზარეს საძინებელი იყო,რადგან მისი სუნამოს სურნელი ოთახში ტრიალებდა.. საათს გავხედე ექვსი სრულდებოდა,მაგრამ დილის თუ საღამოსი ეგ კი ნამდვილად არ ვიცოდი,რადგან სტრესის დროს გადაბმულად შეიძლება ორი დღე და ღამე მეძინოს.. საწოლიდან ავდექი და სიურპრიზიც დამხვდა.. ჩემი ტანსაცმელის ნაცვლად ლაზარეს პერანგი მეცვა,სწორედ ამიტომ მცემდა მისი სუნამოს სურნელი.. ძალიან გემოვნებიანი პერანგი მან საწოლში ჩამაცვა და გამეღიმა,რადგან ლაზარე სულ პერანგებით მყავს ნანახი,ისინი ისე იდეალურად ეკვრის მის ნავარჯიშებ სხეულს,რომ ნებისმიერ ქალს ნერწყვი მოდგება,მამაკაცებს კი დაბოღმავს.. სახეც უზადო აქვს.. ავდექი და ამ უზარმაზარ სახლში დავიწყე ლაზარეს ძებნა.. ბოლოს ტერასაზე ავედი სადაც ძალიან ლამაზი აუზი დამხვდა,შიგნით კი ლაზარე ცურავდა,დამინახა თუ არა ამოვიდა წყლიდან.. მხოლოდ ახლა შევნიშნე მის ნავარჯიშებ მკლავებზე სვირინგი,რაც ძალიან სექსუალურად მომეჩვენა. -ვაუ..-აღმომხვდა ჩემდა უნებლიედ -რა მოხდა?-თვალები მოავიწყოვა მან და პირსახოცი აიღო. -აამ.. არ ვიცოდი ამხელა საცურაო აუზი თუ გქონდა თანაც ტერასაზე.. ჰო და კიდევ დილაა თუ საღამო? -საღამოა,მაგრამ იმ დღის არა როცა აქ მოვედით..-სავარძელში მოვკალათდით და ჩამავალი მზის სხივებით ვტკბებოდით..-კატ შენი ძმა იყო მოსული.. დარწმუნდა რომ არაფერი გჭირდა.. -მას უთხარი? -არაფერი მითქამს.. თავად გამოიტანა დასკვნები.. თქვა რომ მხოლოდ ძლიერი სტრესის დროს გემართება ასე.. ბრალი დამდო რომ მე დაგიშავე რამე.. -რა უთხარი? -არაფერი კაწ.. უბრალოდ მას ჰგონია,რომ ჩვენ ვიწექით ერთად,შემდეგ ვიკამათეთ.. -ეს თავად მოიფიქრა თუ შენ მიეხმარე? -კაწ..-გამომცედა მობეზრებულმა.. -კარგი ჰო.. და რა თქვა? -ის რომ შენი ცხოვრებაა და საკმარისზე დიდხანს იზრუნა შენზე.. -ეგ ჩემმა ძმამ,სანიმ თქვა?-ვერაფრით ვიჯერებდი. -კი ასე თქვა,მაგრამ რაღაც მომენტში მომეჩვენა,რომ ნაწყენია შენზე. ცოტახნით გავჩუმდი და თავში ამომიტივტივდა მოგონებები.. -კარგია შენთან საუბარი მაგრამ ჩემი წასვლის დროა..-ვთქვი მე -სად მიდიხარ? -სახლში.. -სანდრო დღეს ქალაქგარეთ არის და მარტო ვერ დაგტოვებ.. მირჩევნია ჩემს გვერდით იყო. -ასე რატომ ღელავ ჩემზე? -ხომ გითხარი რომ მომწონხარ? -მაგრამ მე.. -ვიცი შენ არ მოგწონვარ.. -როგორ არ მომწონხარ,მაგრამ მე დიდი შეცდომა დავუშვი მაშინ,როცა შენ ჩემთან დაახლოებას ცდილობდი.. -კაწ ყველაფერს დრო სჭირდება.. იმასაც რომ შენ მოგეწონო და ჩემთან ურთიერთობის სურვილი აგაგიჩნდეს,და რა თქმა უნდა მეც მჭირდება დრო ყველაფრის დასავიწყებლად.. აქამდე დაბრმავებული იყავი და მაქსიმეს რეალურ სახეს ვერ ხედავდი,მაგრამ ახლა დეკვატურად შეაფასებ ყველაფერს,ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს.. -რაც შეეხება მაქსიმეს.. მაინტერესებს მის ცოლს დიდიხანია იცნობ? -საიდან.. -არ მითხრა რომ ვცდები.. -კარგი,არ ცდები.. ანას იმაზე დიდიხანია ვიცნობ რაც მაქსიმეს შეხვდებოდა.. იგი ჩემი საცოლე იყო,მაგრა შევნიშნე როგო ცდილობდა სხვა მამაკაცების ყურადრების მიქცევას და ჩემს ზურგს უკან ფლირტსაც აბამდა,როცა გავიგე ვიკამათეთ და დროებით ცალ-ცალკე გადავწყვიტეთ ყოფნა,ერთ თვეში კი გავიგე გათხოვდაო.. შემდეგ მის ქმარს ბიზნესები დავახურინე,რადგან ტენდერებში ერთიმეორეს მიყოლებით ვუგებდი.. ერთ-ერთ საღამოს ვიკამათეთ უნდა დამერტყა,მაგრამ თავი შევიკავე და მანქანით ძალიან სწრაფად წამოვედი,ის კი უკან მომდევდა.. უცებ გზაზე ჟღალთმიანი,ტოვლივით თეთრი გოგონა გადმოვიდა,ძალიან გავბრაზდი.. მინდოდა მთელი ბრაზი მასზე დამენთხია,მაგრამ როცა მისი შეშინებული და ცრემლიანი თვალები დავინახე სიტყვები სადღაც გაქრა.. გოგონამ გაქცევა სცადა მაგრამ დავიჭირე.. შემდეგ მაქსიმე გამოჩნდა და გავიგე მათ შორის კავშირის შესახებ,რამაც უფრო დამაინტერესა.. -ეს იყო ჩვენი შეხვედრის ამბავი ვიდრე შენი და ანასი.. რომ გაიგე გათხოვდა არ დაელაპარაკე? -რამოდენიმეჯერ.. -ის ბავშვი,რომელიც დაკარგა შენი იყო? -არამგონია,ჩვენ თავს ვიცავდით,უფრო სწორად კი ის იცავდა რაღაც სპირალით.. -შესაძლოა სულაც არ იყო ორსულად და ის ავარიაც დადგმული იყო.. -ნუ გადაეშვი ახლა ფანტაზიებში.. არც ეგეთი საშინელი არ არის ანა.. -მაშ რა არის? მიგატოვა და ერთ თვეში სხვას გაჰყვა,როგორ შეეძლო შენნაირი ადამიანისათვის ასეთი რამ გაეკეთებინა.. -როგორც შენ შეძელი ისე.. -მაგრამ ჩვენ არ გვქონია ურთიერთობა,რამოდენიმეჯერ შევხვდით.. ერთხელ მაკოცე და ერთხელაც თაიგული გამომიგზავნე.. -საყვარელო ეგ არის საწყისი.. ბეჭედით ხელზე რომ გიღალატებენ მხოლოდ ის ითვლება ღალატად?-ხმა ვეღარ ამოვიღე.. აზრიც არ ჰქონდა.ლაზარე წამოდგა ფეხზე და დანანებით შემომხედა.. მე თავად ყველას გულს ვტკენ და თავად ვწუწუნებ შედეგებზე.. პ.ს როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.