შეპყრობილი /1/
"და თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად,სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც" შუქნიშანი წითელად ანათებდა ,მანქანები გაჩერდნენ, ზებრაზე გადაირბინა და შემდეგ შეჩერდა. ცხვირზე დაკოსილი სათვალე შეისწორა და სწრაფად ჩაირბინა საფეხურები. მეტროს სადგურში გრილოდა ,ისეთი შეგრძNება დაეუფლა თითქოს კანმაც შვება იგრძნო. ხალხს შეერია ბაქანზე დადგა და მატარებლის გამოჩენას დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, წინ იდგა და როგორც კი კარი გაიღო მაშინვე შევიდა თავისუფალი ადგილი იპოვნა და მაშინვე დაიკავა. საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა ამიტომ თითებში მოქცეული წიგნი გადაშალა და ჩანიშნული გვერდიდან განაგრძო კითხვა... ერთი უცნაური თვისება ჰქონდა- ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო დაევიწყებინა ირგვლივ მყოფი ხალხი,ხმაური, გარემო და პირადი სიმშვიდით დამტკბარიყო. ახლაც იჯდა ხალხით სავსე გარემოში , იქ სადაც ხმაური არ წყდებოდა. უსმენდა რაღაც საოცარ მუსიკას და კითხულობდა სრულიად განსხვავებულ წიგნს,რომელიც არც გარემოს შეეფერებოდა,არც სიმღერას ,მაგრამ მაინც გატაცებით კითხულობდა, იღიმოდა ,ტუჩებს იკვნეტდდა და სახეზე უკითხავად ჩამოყრილ თმას ისწორებდა ,შიგადაშიგ ფეხს აყოლებდა მელოდიას. თავად ვერავის ამჩნევდა,მაგრამ წინ მჯდომი ბიჭი უკვე თვალს ვეღარ აშორებდა. უყურებდა მის სპილენძისფერ თმას, ცხვირზე არსებულ პაწაწინა წინწკლებსაც კი ითვლიდა , წითელ ტუჩებზე თვალი გაუშეშდა, მისი თეთრი,გრძელი თითები და ჭრელი კაბიდან მომზირალი ფეხები ერთად ურევდნენ გონებას. ისე იღიმოდა თითქოს ნამდვილი არსების ნაცვლად საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს უყურებდა. საკუთარი გზაც კი დაავიწყდა, გოგონას მოძრაობებს მიჰყვებოდა.როგორც კი წიგნი დახურა მაშინვე დაეჭიმა სხეული ,შეეშინდა რომ დაკარგავდა. ჟღალთმიანს არც კი შეუმჩნევია ,ლაღად განაგრძო გზა. წიგნი ისევ თითებში ჰქონდა მოქცეული , პატარა ზურგჩანთაზე უამრავი ყვავილი იყო,ისეთივე ფერადი როგორიც მისი გრძელი ფრიალა კაბა. ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ ის ანათებდა, ბრწყინავდა და თან ბედნიერება მიჰქონდა. ბიჭს გულისცემა აუჩქარდა,მისი ხმა ესმოდა ყურებში და ისევ ისე იღიმოდა. შემთხვევით ვიღაცას შეეჯახა, პატარა გოგონა იყო ხელში წიგნებით, წონასწორობა ვერ დაიცვა და წიგნებიანად დაეშვა ძირს. უბრალოდ არ შეეძლო მისი მიტოვება, როდესაც გოგოს დაეხმარა,მოუბოდიშა და ირგვლივ მიმოიხედა ალისფერთმიანი გოგონა აღარსად იყო. მირბოდა, რამდენჯერმე დაეჯახა გამვლელებს,მაგრამ გოგონას მაინც ვერ მიაგნო . შუა გზაში იდგა თითებით თმას ირევდა და ისევ ცდილობდა წითელთმიანი გოგონას დანახვას ,თუმცა არაფერი გამოუვიდა . გოგონა უკვე ერთ-ერთ სადარბაზოში იყო, კიბეზე სწრაფად მიაბიჯებდა და ბოლოს ერთ-ერთი ბინის კარზე აკაკუნებდა -მოხვედი ჟღალო? -მოვედიი...როგორ ცხელა გარეთ მალე მზისგან დამცავი დამჭირდება- მეგობარს ლოყაზე აკოცა და ბინაში შევიდა. ჩანთა იქვე დადო წიგნს კი ხელს არ უშვებდა - ყავა მინდა ,ცივი ,ყინულიანი ყავა და ჭორაობაა -პატარა ჭორიკანა რა გაინტერესებს? -როდის გაჰყვები ჩემ ბიძაშვილს ცოლად...დაიტანჯა ბიჭი მე კი ხომ იცი ჯერ ის მიყვარს მერე შენ -რა ცუდი ბავშვი ხარ ,მართალია ის შენი ბიძაშვილი -ნუ მატყუებ ...ჩემი ბიჭი მაგას არ იტყოდა -ისეთი საყავრელი ხარ ვერც კი გიბრაზდები -ჩემი ლუკაჩოც საყვარელია , რატო არ მიყვები ცოლად? -მთხოვოს ხელი და გავყვები ... შენ უფრო გინდა მგონი ჩვენი დაქორწინება ვიდრე შენს ლუკაჩოს -მე პატარა ბავშვები მინდა...თან მათი მამიდა ვიქნები - ლაპარაკობდა, იღიმოდა და მთელი სახე უბრწყინავდა-ბანალური მიზეზია,მაგრამ მართლა დროა უკვე კარგიით რაა ორივე მუშაობთ,,ორივეს საკუთარი ცხოვრება და საქმე გაქვთ, ზრდასრულები ხართ მშობლებმაც იციან და გაახარეთ ჩემი საყვარელი ბიცო -სად აპირებ ამ ზაფხულს წასვლას? -მშობლების შვებულებას ველი და შემდეგ ერთად გადავწყვეტთ ... სავარაუდოდ ჩემი ძმის არჩევანს დავყვებით -გამოცდებს როდის ასრულებს? -ივლისში ... მე ისე ვღელავდი და მას არც ადარდებს,მგონი ჩვენ უფრო ცუდად ვართ ვიდრე თავად -ჭკვიანი ბიჭია და ჩააბარებს ხომ იცი ,...აი შენი ყავაც -მადლობა ტკბილოო - ყავის ჭიქას დახედა და ტუჩები გაილოკა- ეს რომ მიყვარს ისე არაფერი ...აი ყავაზე მეტად თუ მეყვარება ვინმე შეიძლება მეც გავთხოვდე- მოსვა ,ამოისუნტქა ისე თითქოს შვება იგრძნო და ფეხის თამაში განაგრძო -გრეის 50 ელფერი თან მუქი ? ამას კითხულობ -გუშინ ავიწყე, ხომ იცი ერთბაშად წაკითხვა არ მიყვარს და ნელ-ნელა მივყვები ... გზაში ვკითხულბდი -მეტროში იჯექი და კითხულობდი ხომ? თან გრეის გარყვნილობებს -საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის და ცეცხლოვანი სცენების გარდა ბევრი რამ არის ,ყველა წიგნს აქვს რაღაც რაც მას ღირებულებას აძლევს,...მთავარია დაინახო -როგორ ახერხებ მეტროში კითხვას ვერ ვხვდები... მე საერთოდ მგზავრობის როს ვერ ვკითხულობ .მგონი უკვე მოვხუცდი -სამსახურში რა ხდება? შენი ტირანი უფროსი როგორ გყავს -კარგა, მოწოდების სიმაღლეზეა და ისე გვექცევა როგორც მონებს ,მალობა ღმერთს იგნორისა და თავშეკავების უნარი მაქვს -ვინმეს ელოები თუ ფანჯარას რატომ არ შორდები?- არ გამორჩენია გოგოს მრელვარება და დაბნეული თვალები -ორი დღეა შენი ლუკიტო არ გამოჩენილა და ვიცი ახლა რაღაც საოცრებას ამზადებს,ველი როდის მოვა...შენ გამოგაგზავნა? -ჰმ, გგონია შიკრიკი ვარ? -არ ვიცი ავირიე...მომენატრა - წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა- სად არის საერთოდ -შენ ვერ მიწერე? ან ვერ დაურეკე ? როგორები ხართ ეს ქალები -გამაბრაზა ,ხოდა კეთილი ინებოს და შემომირიგოს -აი ხო უნდა შეურიგდე მაინც და ეს „შემომირიგოს“ რატო გჭირდება -ჯერ კიდევ პატარა ხარ და არ გესმის ...თანაც შენი ბიძაშვილი არც ისეთი ანგელოზია როგორც შენ გგონია -რამდენიც არ უნა ვისაუბროთ ასაკი არაფერ შუაშია ხასიათი განაპირობებს ყველაფერს, მმართველია და პირაად ჩემზე ასაკი არ იმოქმედებს - ყავას წრუპავდა და ისევ ისე მშვიდად იყო მიწოლილი სავარძელში - საღამოს გოგონები მოვლენ ჩემთან და ისე მეზარება კიდევ გარეთ გასვლა, ისეთი სიცხეა კანი მეწვის -ჩემი ზამთრის გოგო ხარ შენ.. ფიფქებივით ფითქინა თეთრი რომ ხარ ერთად საოცრად ლამაზები ხართ...ხო მართლა ფოტოსესიაზე დათანხმდი იმ ფოტოგრაფს? -არა ... ხომ ვერ მოვიშორე,გადამეკიდა -წარბები შეკრა და გაბრაზებული გამომეტყველება მიიღო - არ მინდა მოდელობა და თან ვიღაც უცხო კაცის წინ პოზიორობა ,არაბუნებრივი ფოტოები და მისი კარნახით მიღებული პოზები იმისთვის რომ კარგი ფოტო გამოვიდეს -უარი ხომ უთხარი და რაღატომ ბრაზდები -ვერ ვიტან როდესაც ერთ მტკიცე უარს ვერ იგებენ და მეორედ მიწევს განმეორება , მერე თანხები გაზარდა და ამან სულ გამაგიჟა...თან ფოტოგრაფი ის არ ყოფილა , სხვამ უნდა გადამიღოს თურმე და ის ბატონი არც კი კადრულობს მოსვლას ..ნუ რა შუაშია ,მაგრამ მაინც -უნიკალური გარეგნობა გაქვს , შენს ადგილას დავთანხმდებოდი თანაც ჯერ კიდევ პატარა ხარ და არაა გვიანი ამ საქმის შესწავლა ...დარწმუნებული ვარ პროფესიონალი მოდელი გახდები -არ მიყვარს, არ შემიძლია ზედმეტად შრომატევადი საქმეა, სულ ფორმაში უნდა ვიყო ,გადაღებებზე გადავიღლები და ჩემ ლამაზებს ვეღარ მოვუვლი ,მოვკვდები იმათ გარეშე ...ჩემთვის არაა სასიამოვნო სადღაც კედელთან ჯდომა და კამერასთან პოზირება ანდაც უცნაური სამოსის ტარება და მანეკენის როლში ყოფნა -შენი „ლამაზები’ ჩემთან მოწყენილები არიან...აივანზე დავდე ქოთნები როგორც მითხარი,მაგრამ მაინც მოიწყინეს რა გავაკეთო? -შეეჩვევიან გარემოს , წყალი ხშირად არ დაასხა ძალიან ცხელა და ისეთი ადგილი შეარჩიე სხივები საშუალოდ რო ხვდებოდეს -მოვიდაააა - გოგო უცებ ჩამოხტა მაღალი სკამიდან და ტაში შემოჰკრა. 25 წლის ქალი პატარა ბავშვს ჰგავდა. ჟღალი კი სიცილს ვერ იკავებდა - ნუ დამცინი- უცებ აუწია წარბები და კარის გასაღებად გაიქცა. გოგონა შორიდან უყურებდა წყვილს, როგორ მოეხვია ანა ლუკას,ბიჭმა ჰაერში ასწია ,კარი მიხურა და ტუჩებზე დააცხრა -ჩემო სიხარულებოო მეც აქ ვარ და ...კარს თუ მოშორდებით წავალ , „შერიგებაში“ ხელს არ შეგიშლით -ჟღალო შენ აქ ხარ? - ბიჭი სიცილით მოშორდა შეყვარებულს და ბიძაშვილს გაუღიმა -ზუსტად ვიცოდი რომ აქ გნახავდი ...- აკოცა და ჩანთა მხარზე მოიგდო- ახლა მე მივდივარ ჩემ ყვავილებთან , საღამოს თქვენც ამოდით -მოიცა სად გარბიხარ -მეჩქარება ,მართლა წიგნიც მინდა წავიკითხო ... ყვავილებსაც ვჭირდები ათასი საქმე მაქვს ბინიდან ისევ მეტროში ჩასვლას აპირებდა ,მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ტაქსი გააჩერა. ქალაქიდან გადიოდა ამიტომ ეს საშუალება აწყობდა. ისევ ყურსასმენები მოირგო და წიგნის კითხვა განაგრძო . პარალელურად გზას ადევნებდა თვალს და როგორც კი ნაცნობი ჭიშკარი დაინახა მაშინვე გააჩერება სთხოვა მძღოლს .თანხა მიაწოდა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. ქვით ნაშენები ღობე მთლიანად ყვავილებით იყო დაფარული ,ხის ჭიშკარზეც ყვავილები იყო მიხატული და თაღს ცისარტყელას ფერები ქმნიდნენ . იქაურობის დანახვისას გაეღიმა , რამდენიმე წამს უყურებდა შემდეგ კი ეზოში შევიდა. უზარმაზარი ეზოს ცენტრში პატარა აგურით ნაშენები სახლი იყო, წითელი სახურავით. ირგვლივ საოცრად იყო განაწილებული სხვადასხვა ხეები, ნაძვის , მუხის და ერთი უზარმაზარი პალმის ხე . ხეებს შორის ფერადი ყვავილები იყო მიმოფანტული . ჩიტებსი ხმა ყველა მხრიდან ისმოდა. გოგონა კი პირდაპირ ორანჟერიისკენ დაიძრა .მინის კარი გააღო და შიგნით შევიდა. მწკრივებში სხვადასხვა ყვავილები იყო ჩარგული, უამრავი ჯიში, ფერთა სიმრავლე და საოცარი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მინის ჭერიდან მზის სხივებიც აღწევდნენ, უღრუბლო ცა საოცრად ჩანდა იქედან. პირადი სამოთხე ჰქონდა ჟღალს. პატარა ხის მმაგიდაზე დადო წიგნი ,ჩანთა სკამზე მოათავსა. თმები იქვე დადებული კალმით შეიკრა,ხელთათმანები მოირგო და საქმეს სეუდგა. რამდენიმე ყვავილი უნდა გადაერგო, ზოგიც უნდა მოეწყა, ყველას სხვადასხვა რამ სჭირდებოდა. დადიოდა და ღიღინებდა, საოცარი სანახავი იყო ყვავილებისა და გოგონას ურთიერთობა,თითქოს ერთმანეთს ავსებდნენ ,სილამაზეში ეჯიბრებოდნენ გამარჯვებული კი მაინც გაურკვეველი იყო. ღმერთმა აშკარად არ დაიშურა ძალები მათი შექმნისას ... ყვავილებს რომ მიხედა სახლში გადაინაცვლა, იქაც ჰქონა რამდენიმე გამორჩეული ქოთნის ყვავილი . ყველაფერი მისი გემოვნებით იყო,ისე როგორც მას სურდა .ტბილი,კომფორტული, ბუნებრივი და უბრალო საღამოს მეგობრებიც ესტუმრნენ. ყველანი ლუკამ მოიყვანა და ახმაურდა გარემოც. -დაოოო ამაღამ მეც აქ ვრჩები ... -ხვალ მასწავლებელთან არ ხარ ? -ხვალ ვისვენებ...ზეგ გამოცდა მაქ და მშვიდად ყოფნა მჭირდება -ანუ ჩვენ არ ამოვიდეთ პატარავ? -გვანცაცუნააა პატარას ნუ მეძახი - თვალები აატრიალა ბიჭმა და ჟღალს გადახედა- შენი დაქალი მაბრაზებს -კაი რა პაწაწო მიჭირს გააზრება რომ უკვე სკოლა დაამთავრე ჯერ კიდევ პატარა დრაკონიანი ტრუსით მორბენალი ბიჭი ხარ -გვანცა გეყოფა თორემ მალე აფეთქდება -შენ არ გახსოვს ლუკ ამის დრაკონიანი ტრუსი? აუუუ რამდენს ვიცინოდი ბავშვობაში - აკისკისდა გოგო ,მაგრამ ილიას მაინც არ ჰქონდა რეაქცია-რა ლოდი ხარ ბიჭო რა იყო ...აუ ის სპექტაკლი გახსოვთ? ცხვრის როლი რომ მისცეს ა რაღაც საოცრება ფორმა ეცვა,თავი კი აქვს ისედაც ხუჭუჭა -შენ გახსოვს ყვავილების ფესტივალი რომ გაიმართა ვარდის როლი სხვას მისცეს და შენ სარეველა რომ იყავი -ამ ბავშვს რატომ ახსოვს ჩემი ბავშვობის ყველა ტრამვა ვინმე მეტყის? -წამსვე აენთო გვანცა -ილიკო შენ ის მითხარი გამოცდების დამთავრებას როდის ავღნიშნავთ -ერთ კვირაში -უკვე სტუდენტი იქნები...მოგვესწრო ბიჭი -ლუკამ მხარზე ხელი დაარტყა და მერე თავზე გადაუსვა ხელი- რატო მოიშორე კულულები ბიჭო რა არის ეს ხოტორა თავი -ცხელა ... გაიზდება ისევ არ იცი როგორი თმა მაქვს -თავადაც გადაისვა გადაპარსულ თავზე ხელი.შემდეგ ფეხები გაშალა და თავი უკან გადასწია- რა სიმშვიდეა აქ არა? -სულ მიყვარდა აქაურობა,მაგრამ ჩვენმა ჟღალმა ყველგან თავისი კვალი დატოვა -რამდენ ხანს ვხატავდით გახსოვს? საღებავების საყიდლად რომ დავრბოდით -უკვე სამი წელი გავიდა ...ახლაც მახსოვს დღის ბოლოს როგორი კამყოფილი ვიყავი იმ დაღლილობით.არასდროს განმიცდია დაღლისგან ასეთი სიამოვნება ,ვუყურებდი ჩვენს ნამუშევარს და ვბედნიერდებოდი- ანამ თქვა და ჟღალს გაუღიმა- შენ სადაც ხარ ყველაფერი მსგავს ეფექტს ატარებს -მე კი ვიცი დაღლის შემდეგ კმაყოფილებას რა მოგანიჭებს, ამ დაღლით შექმნილი ნაუშევარიც ვიცი რომელი იქნება,მაგრამ ცოლად არ მოგყვებიო და რა გავაკეთო - მშვიდად თქვა ლუკამ,ისე თითქოს ძალიან სერიოზულ განცხადებას აკეთებდა. ანამ როგორც კი გაიაზრა მაშინვე წამოწითლდა და თვალები დაუბრიალა -ისე იჭერს თავს თითქოს ჯერ არ დაღლილან იმ საქმით ... შედეგი არაა სახეზე თორემ არ კვდებით მუშაობით? - გვანცამ ეშმაკურად ააციმციმა თვალები და გაიცინა -ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ...მე უკვე დიდი ხანია ეჭვი მაქვს რომ შენ რაღაც სახეობის ჯადოქარი ხარ დავამტკიცებ ერთხელაც -კაი რა ლუკა ...კარგი რაა მეღადავები? -აბა რატო ყოფ შენ პატარა ცხვირს ჩვენ საქმეში? -შენ არ აჩუმებ ენას და იმიტომ...გვანცა რა შუაშია თავად წამოიწყე - ანა ჩაერთო და ასე დაიწყეს კინკლავი. ჟღალი უყურებდა და იღიმოდა, ყოველთვის ასეხდებოდა. სიმყუდროვე არ იყო თუ მსგავს კამათს არ დაიწყებდნენ. გიჟებოდნენ ერთმანეთზე, სულ ერთად იყვნენ ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ, ერთ ნაწილს წარმოადგენდნენ . ანა გვიან შეუერთდდათ ,მაგრამ ეს წლები საკმარისი იყო იმისთვის ,რომ მათი ნაწილი გამხდარიყო.ყველანი განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო... იმ ღამით სახლში მხოლოდ და-ძმა დარჩა. თავიანთ საძინებლებში ეძინათ , ირგვლივ ისევ ყვავილების სურნელი ტრიალებდა,სახლში მუდამ სითბო იყო როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ,ტემპერატურის მიუხედავად სითბო მაინც იგრძნობოდა. ჟღალს მშვიდად ეძინა,მაგრამ ბიჭი ვერ ისვენებდა. მშვიდ ზაფხულის ღამეს უცნობ წითურზე ფიქრობდა ,ბოლოს მიხვდა რომ ეს პირველი შეხვედრა არ იყო, მისი ფოტო ჰქონდა ნანახი რამდენიმე თვის წინ ,მაგრამ იქ პროფილში ჩანდა და ამიტომ დასჭირდა ამდენი დრო გასახსენებლად. შემდეგ მთელი გუნდი ააწრიალა და ბოლოს გოგონას ფოტოს უყურებდა -მაინც ვერ გამექეცი ...გიპოვნე ლილია მეორე დღე ჟღალისთვის ჩვეულებრივად დაიწყო,ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც გეგმაში ჰქონდა.არაფერი განსაკუთრებული,საუზმე, ყვავილები, სახლი და მშობლებთან გატარებული საღამო. ძმის გამხნევება გამოცდების წინ ჩვეულებად ექცა,მართალია არ ამბობდა რომ ღელავდა,მაგრამ მაინც არ ეშვებოდა საყვარელი დაიკო. თავს არ აბეზრებდა, ბუნებრივად უქმნიდა მშვიდ გარემოს. ბიჭი სამსახურში მივიდა,მაგრამ ფოტოსესების ნაცვლად ახალი ხელშეკრულების დადება მოუხდა რის გამოც რამდენიმე თვით ქვეყნიდან წასვლა უწევდა. ვინაიდან არდადეგები იყო და უნივერსიტეტში პრობლემები არ შეექმნებოდა , შესანიშნავი შემოთავაზება იყო კარგი ანაზღაურებით დაისვენებდა კიდეც შესაბამისად სახლში წავიდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა... ერთ კვირაში ილია ბოლო გამოცდიდან გამოვიდა და იმ დღეს ყველაზე ბედნიერი იყო. სახლში როგორც კი შევიდნენ მაშინვე სიცილი დაიწყო -აბა? სად მივდივართ ხვალ? -მოიცა შვილო ჯერ ... შვებულება ხომ უნდა ავიღოთ მე და დედაშენმა -მე და ლილია წავალთ მაშინ ბებოსთან... ლუკა მიდის ხვალ -გვანცას მშობლები მთელი ზაფხული დაკავებულები არიან,მარტო იქნება და ისიც წამოვა -კარგიი ახლა ისეთ ხასიათზე ვარ გვანცასაც ავიტან...მშია დედაააა ძალიან მინდა ქაბაბი ოღონდ შენი გაკეთებული და ხომ გამიკეთებ?- თვალები დააწვირლა და დედას ხელები მოხვია- დეეე-ლოყაზე აკოცა.ჯერ ერთზე მერე მეორეზე -გამოვიცვლი და გავაკეთებ... -მე შენ საყვარელ კრემიან ფუნთუშებს გავაკეთებ -მეც გავალ გამოცებზე ასეთ პატივში თუ ვეყოლები დედაშენს და შენს დას- ხელი მოხვია შვილს მხარზე და გოგონებს გაუცინა -რა გინდა მითხრა რომ ყურადღებას არ გაქცევ? -მგონი ცოლი გამიბრაზდა...წავალთ ჩვენ გამოვიცვლით. მოწესრიგდით დაისვენეთ ბავშვებო და მერე მივირთვათ- ცოლს წელზე მოხვია ხელი გიგიმ და ლოყაზე აკოცა -ნუ გამებუტე ჟღალო მშობლებს უყურებდა და იღიმოდა ილია რომ ჩაეხუტა . მის ხელებს თითები მოუჭირა და თავი მხარზე მიაბჯინა -ჟღალო მიყვარხაარ -მეც მეც მეც - ლოყაზე აკოცა და მერე კიბისკენ წავიდა-გამოვიცვლი და ჩამოვალ მოწესრიგდა,კომფორტულად ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. დედასთან ერთად ამზადებდა. მამა ტელევიზორს უყურებდა და თან ლეპტოპში რაღაცას წერდა, მუშაობას სულ ახერხებდა. ბატონი ზემოთ ისვენებდა,მეგობრებს წერდა და გადაღლილ გონებას განტვირთვის საშუალებას აძლევდა -აბა როდის დაასრულებთ? ისეთი სუნია მშია უკვე მეც -მააა შეგიძლია გასინჯო -არაა არ გაედო..ერთად დავსხდებით და მერე თან გჭია და ბოლომდე შეჭამ- დედამ ხელზე ხელი დაარტყა და ისიც წარბშეკრული უყურებდა ზემოდან -როდის ვიყავი გაუმაძღარი ცოლო? -როდის არ ხარ ქმარო? -ასე ნუ მიყურებ -დედა ,მამა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მესამე შვილზ ემუშაობას აპირებთ?- ილია გამოჩნდა და თეფშიდან ერთი აიღო -მმ რა გემრიელიააა -რა წესია ილიკო? -დეეეე დღეს გამონაკლისს ვიმსახურებ -მსახიობი... -აიღე ჭიქები და გამომყევი ვაჟბატონო- გიგიმ თეფსები აიღო და კარადის კარი ღია დატოვა-რაც მალე მით უკეთესი -თეფშების და ჭიქების დაწყობა იცის მხოლოდ...ლილ ისეთ ბჭს გაჰყევი სუფრის გაწყობა შენ რომ გიხდებოდეს და სამზარეულოში თვითონ ტრიალებდეს -უმადური რომ იქნები...ვის ჰყავს ჩემნაირი ქმარი -რა დროს გათხოვებაა დედა? ბავშვია ჯერ -ბავშვი შენ ხარ...მის ასაკში უკვე შენზე ვიყავი ფეხმძიმედ -შენ და მამას ბაღიდან გიყვარდათ ერთმანეთი -ტყუილია, ბაღში არ მიყვარდა. რომ ბრაზდებოდა თმებს მაწიწკნიდა, რა ანჩხლი გოგო იყავი -არაა მე მოგეპარე და გაკოცე ლოყაზე -ეს ისე გაკოცე ...დიდი ამბავი -ხო როგორ არა ... გული გისკდებოდა ვინმე თმაზე რომ მეფერებოდა.ბავშვობიდან გიჟდებოდი ჩემზე -ბავსვებო გესმით როგორ აუვარდა თავში? იცის ყველაზე კარგი ბიჭი რომ ვიყავი და ამაყობს ხედავთ?რა გაცინებთ - უცებ მოეგო გონს და უკან მდგომ ბავშვებს გახედა - უყურე რა უყურე როგორ დაგვცინიან ... რა იცით თქვენ სიყვარული ,მშვიდად ხარტ რა გენაღვლებათ 18 წლის რომ ვიყავი გეგმებს ვაწყობდი სად მემუშავა, რა მესწავლა -და მე როგორ მოვეტაცებინე -რომ არ მომეტაცებინე სულ არ გამომყვებოდი ცოლად და ლილია არ გვეყოლებოდა ...არც მომიტაცებიხარ, შენი ნებით ჩამიჯექი მანქანაში და სოფელში რომ წავედით არც გზაში კიოდი,არც სახლში და რომ გკოცნიდი რა ხმებსაც გამოსცემდი მგონი ეგ კივილი არ ყოფილა ხო? -ნუ მიახლოვდები...ტუტუცო რას ლაპარაკობ ბავშვებთან -რაღა ბავშვები ამხელები არიან ...იციან უკვე რომ წეროს დამსახურებით არ მოხვდნენ ჩვენთან...არც კომბოსტოში გვიპოვნია -მე ხომ მინდორში მიპოვნეთ ,ლამაზ ყვავილებს შორის წითელთმიანი პაწაწინა ,თეთრი გუნდა დაინახეთ და ასე მომაგენით -შვილო ჩემო,ლილია უმორჩილესად გთხოვ ჩემ შვილიშვილს ყვავილებს შორის ძებნას ნუ დაუწყებ -ლილია არ გათოხვება,უახლოეს მომავალში ახლა კი მამავ ჩემო მივირთვათ სადილი თორემ გონებას დავკარგავ მალე - ლილიასთვის სკამი გამოსწია,გოგონაც დაჯდა .თავად გვერდით მიუჯდა -ხანდახან მგონია რომ სერიოზულად რამეს დაუშავებს ლილიას შეყვარებულს -მამა , ჯერ არ ჰყავს შეყვარებული და მერე ვნახოთ როგორი ბიჭი იქნება -გეყოფა ხუმრობა,მართლა დაიჯერებენ მალე ხომ ხედავ -კარგი ხო ... ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება რა თქმა უნდ ავერ მოისვენეს და კიევ ბევრი ისაუბრეს. იცინეს და გაერთნენ, ბოლოს ყველანი მისაღებში ისხდნენ და ზაფხულის გეგმებს აწყობდნენ. ........................... ბებოსთან და პაპასთან სოფელში დრო შესანიშნავად გაატარეს. გვანცა განსაკუთრებით დიდ პატივში იყო.ლუკას მშობლებიც თავს ევლებოდნენ და მოკლედ ამ გრილ,მშვიდ და ლამაზ ადგილას დრო სწრაფად გავიდა. ზღვაზე წავიდნენ, ოთხივენი ერთად . მთელი შვებულების იქ გატარებას აპირებდნენ,მაგრამ ახალმა ამბავმა უკან ,თბილისში დააბრუნა ოჯახი. ლუკა და ანა დაქორწინდნენ... აი ასე ყველასგან შორს მთაში დაიწერეს ჯვარი და უკან სამი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. განაწყენებულ სიდედრს მარტო ლუკა ვერ შემოირიგებდა,მთელი ოჯახი სჭირდებოდა ამიტომ ერთად შეიკრიბდნენ ჩიქოვანები ახლად შეძენილი ნათესავების გასაცნობად . -მგონი გადავრჩით და ნელ-ნელა ნებდება ჩემი სიდედრი -მოიცა ახლა გადავრჩეთ და მერე მე მოგივლით ორივეს...როგორ დაგვჩაგრეთ და არაფერი გაგვაგებინეთ -სიურპრიზი გაგიკეთეთ ყველას ,რატო ხარტ უმადურები? -ანა რატომ ხარ ჩუმად-ლილიამ არ მიაქცია მათ კამათს ყურადღება და ახლად „გამომცხვარ“ რძალს გაუღიმა -ვერ ვიფიქრებდი რომ ასე ეწყინებოდათ...თვითონ მეუბნებოდნენ როდის მიჰყვები იმ ბჭს ცოლად ჩვენც დავიტანჯეთ და ისიცო -მიშველეთ რამე რა,მე უძლური ვარ...გული გამისკდება მალე ,ასეთს რომ ვუყურებ ცუდად ვხდები- ლუკამ წარბები შეკრა და ცოლს თვალი გაუსწორა -სადაცაა ვიფიქრებ რომ ნანობ -ხომ იცი რომ არ ვნანობ, რატომ არ გესმის ჩემი -მესმის,მაგრამ არ მინდა,არ შემიძლია ცუდად რომ ხარ- გოგოს წინ ჩაიმუხლა და ხელები დაუკოცნა.თავი ფეხებზე დაადო და ქვემოდან ახედა- ვუძლურდები ანიკო -ვაიმეე ახლა ვიტირეეეეებ....სულ ასე მიშვებიან რომ მინდა ვბრაზობდე რამე სიყვარულობას ჩაიდენენ და გულს მიჩუყებეეეეენ რატომ ხართ ასეთი კარგებიიი - გვანცა აზლუქუნდა,ცრემლები სდიოდა და მუჭით იმშრალებდა -ოხ ეს ქალები! რა გატირებს გვანცაა დადგა გუბე -ნახე რა საყვარლები არიან...შენ როდის გახდები ასეთი კარგი ბიჭო წადი ისოვე გოგო -დატკბობა და დამშვიდება შენ გჭირდება,მე ისედაც კარგად ვარ - თვალი ჩაუკრა და ფანჯრის რაფაზე შემოხტა ლილია გვანცას ეხვეოდა და ერთად უყურებდნენ წყვილს,რომელსაც სავარაუდოდ არც კი ახსოვდა მათი არსებობა. ბოლოს სუფრასთან ისხდნენ, ცეკვავნენ,მღეროდნენ,უკრავდნენ და დალოცვებს უსმენდნენ. ლილია ისევ ანათებდა, ბედნიერეისგან,სიხარულისგან და ემოციებისგან . ისე იღლებოდა ბოლოს რომ ერთი ამოსუნთქვით მოდუნება სჭირდებოდა. საყვარელ საწოლში დაწვებოდა,ბალიშს ჩაეხუტებოდა და წამსვე მშვიდი,ჩვილის ძილით იძინებდა. ყოველთვის უშფოთველი ძილი ჰქონდა , ნებისმიერ ვითარებაში ,თითქოს მისი ანგელოზი არასდროს ტოვებდა. ამჯერადაც გვიან დაბრუნდნენ,გიგი საკმაოდ მთვრალი იყო და იას ეხვეოდა -იცი როგორ მიყვარხარ იაკო? -ვიცი, ყველამ იცის და გთხოოვ ასე ნუ მიყურებ -როდის უნდა გადაეჩვიო ამ გაწითლებებს 22 წელია ჩემი ცოლი ხარ ტო - გაიცინა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა- არ გადაეჩვიო რა ,მიყვარს მე შენი წითელი ლოყები -მამა მოწოდების სიმაღლეზეა-ილიკომ გაიცინა და დედისგან თვალების ბრიალიც მიიღო-კარგი რა დე, ზოგი დალევის შემდეგ გიჟდება იგინება და ჩხუბობს შენ სიყვარულს გიხსნის, დააფასე ჩვენი მამიკო -აი ჩემი კაცი, რატო მინდოდა ბიჭი ...აბა შენი ჟღალი დგას და იღიმის კი არ გამომესარჩლება ჩემი სიხარული,ჩემი პეპელა -პეპელა და ია ... მე და შენ ვინ ვართ მამიკო? -მე და შენ ვართ მებაღეები ლილიას და იას უნდა მოვუფრთხილდეთ და მოწყენის საშუალება არ მივცეთ... მერე შენ შენ ყვავილს იპოვნი და ლილიასაც გამოუჩნდება თავისი პირადი მებაღე ,რომელთანაც განსხვავებულად აყვავდება .მე კი ჩემი ლურჯთვალა ია დამრჩება მხოლოდ....- საუბრისას გაიაზრა თიტქოს მომავალი და უცებ დასერიოზულა- სწორი ხარ ჩემო ბიჭო შენ,ლილიას გათხოვება არ შეიძლება! მორჩა დაისვა წერტილი , მოსამართლემ განაჩენი გამოვიტანე ახლა გაიქეცით თქვენ ოთახებში ...გვიანია -როგორც იტყვით ბატონო ჩემო - ილიკო რევერანსით დაემშვიდობა,დედას ლოყაზე აკოცა და სიცილით აირბინა კიბე. ლილია ისევ მშვიდად ისმენდა მათ საუბარს, ყოველთვის სწორად იღებდა ადამიანების სიტყვებს და უარყოფითი მხრიდან არ განიხილავდა. სხვა მის ადგილას იტყოდა რა უფლებით განსაზღვრავთ ჩემს ბედსო,ის კი უბრალოდ უსმენდა წინასწარ არასდროს ცოფდებოდა,თუმცა როცა საჭიროება იყო თავს იცავდა , არასდროს არღვევდა ზღვარს და სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა. არ ყოფილა მის ცხოვრებაში სიტუაცია როდესაც ბრაზი გონებას დაუბინდავდა და აზროვნების უნარს დაუკარგავდა. ყველას უყვარდა, არავის შეეძლო მასთან კამათი,მიზეზს არავის აძლევდა ძალიან ბოროტი და ჩხუბისთავი უნდა ყოფილიყო მიზეზი რომ ეპოვნა . იმენად უცხო გარეგნობა ჰქონდა ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში იყო და ეს მაინც უმაღლებდა თვითშეფასებას, არასდროს ყოფილა ქედმაღალი ,მაგრამ მაინც გულის სიღრმეში კმაყოფილებას განიცდიდა როდესაც კომპლიმენტებით ავსებდნენ, ეფერებოდნენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ. ქორწილის გამო იმდენა ბედნიერი იყო, ყველა წყვილზე საუბრობდა და მათზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. ნივთების გადატანა, ახალ გარემოსთან შეჩვევა და ახალი სტატუსის მორგება სჭირდებოდა ანის,გოგონებიც მასთან იყვნენ ლუკა წუწუნებდა ცოლთან მარტო ვერ დავრჩიო,მაგრამ როგორც კი დალაგდნენ მაშინვე შეიცვალა სიტუაცია. როგორც იქნა ილიკოს გამოცდების პასუხებიც გაირკვა და ისიც ცხადი გახდა რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდა და უკვე მართლა აღსაღნშნად ჰქონდათ საქმე. გიგიმ შვილის შრომა ასე უკვალოდ არ გაატარა და დაბადებისდღის საჩუქარი წინასწარ გადასცა. რა იქნებოდა თუ არა ილიკოს ნანატრი მანქანის გასაღები. მანქანას იაკოს ნერვიულობა მოჰყვა, ყოველი სახლიდან გასვლის წინ გაფრთხილება“ნელა იარე“ და გახშირებული ზარები. -აბა საით წავიდეთ ქალბატონებო? -მანქანის მართვას როდის გვასწავლი? -მე? მე რომელი მასწავლებელი მნახეთ იარე კურსებზე -აუუ ვიღაც კაცისგან რას ვისწვალი ილიკოო გვასწავლე -მრავლობითში ნუ საუბრობ, მე მანქანით სიარულს სულ ფეხით სიარული მირჩევნია .საჭესთან ჯდომისას ვერც წიგნს წაიკითხავ ვერც ყურადღებას მოადუნებ -მით უკეთესი,მარტო მე მასწავლე -მადროვე ... სხვა დროს გასწავლი.ხომ იცი ისედაც -მოწმობას ასე ვერ ავიღებ...ცოტა პრაქტიკა მჭირდება -პირდაპირ მიტხარი რომ ჩემი „ბიემდაბლიუს“ განადგურება გინდა , პირდაპირ ჯართში რომ მოხვდეს -სამჯერ დააკაკუნე , ენამ არ გიყივლოს შე კაცო ... -ამდენს რატომ საუბრობთ არ მესმის,კარგად ვიცით რომ ბოლოს გასწავლის და გვანცა რომ უპასუხისმგებლო არ არის და გიჟივით არ ატარებს შენს მანქანას მგონი ესეც ცხადზე ცხადია -საყვარელო დარწმუნება გვჭირდება და გარკვევა,გვადროვე -კარგი ,მაშინ ხმადაბლა ისაუბრეთ მე ხედებით მინდა დავტკბე- ისევ მინას მიადო თავი და ყურსასმენები მოირგო. გარეთ წვიმდა, უკვარდა ზაფხულის წვიმა, საოცარი შეგრძნება იყო როდესაც სითბო და სიცივე ერთმანეთს ერეოდა . მანქანა რომ გააჩერა პირველი გადმოვიდა ქოლგა გაშალა და გოგონებს შემდეგ გაუღო კარი. ორივემ ხელკავი გამოსდო და ისე დაიძრნენ შენობისკენ -როგორ წვიმს...დავსველდი -სასიამოვნოდ გრილა არა? -ეს გოგო გამაგიჟებს... -16 წლია ასე გაგიჟებ -მერე ვერ ხედავ როგორ ვარ? -ჩემ დას შენს ბუნებრივ ,ღვთისგან ბოძებულ სიგიჟეს ნუ დააბრალებ -კარგი ხო,მართალი ხარ -როგორ მიყვარს როდესაც რამე გჭირდება,ამ დროს როგორი დამყოლი ხდები -ბოროტო სულო ! -მეც მიყვარხარ არაბიოლოგიურო დაო -ვერ გიტან ასეთი საყავრელი რომ ხარ- სახე დამანჭა და ლოყაზე აკოცა მეგობრის დაბადებისდღე იყო და არდადეგების მიწურულს პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ლილია ხმაურმა დაღალა და აივანზე გასვლა გადაწყვიტა, გარეთ ჯერ კიდევ წვიმდა და ზუსტად იცოდა რომ იქ ამ დროს არავინ იქნებოდა. დადგებოდა ამ საოცარ სიგრილეში ,მკლავებს გაშლიდა და წვიმის წვეთებს შეიგრძნობდა . ისე როგორც ყვავილი წვიმისას. ხელისგულზე ეცემოდა წვრილი წვეთები და იღიმოდა.თვალები დახუჭა ,კანი ნელ-ნელა ეყინებოდა,სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში. ბოლოს მიხვდა რომ სიცივის ზღვარზე იყო და სანამ კანკალი დაეწყებოდა უკან შებრუნდა. კართან ბიჭი იდგა, სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოექცია, ყურზე მობილური ჰქონდა მიდებული ,ვიღაცას ესაუბრებოდაა და ხელში კამერა ეჭირა . ლილიამ წონასწორობა ვერ დაიცვა, იმაზე მეტად სციოდა ვიდრე გრძნობდა და ბიჭს შეეჯახა. ბიჭმა გაურკვევლობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა, ინსტიქტურად გაუშვა კამერას ხელი და გოგონას წელს შემოხვია მკლავები. ლილიამ ინსტიქტურად წამოიკივლა და ხელები ყელზე შემოხვია ბიჭს ,სიგარეტის კვამლი თვალებში მოხვდა , უეცრად მონაბერმა ქარმა კაბაც აუფრიალა, მისი თმების სურნელი კი ბიჭს შეაფრქვია . ასე ერთმანეთზე აკრულები იდგნენ,ბიჭი უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ დაბრუნების პირველივე დღეს შეხვდა ჟღალს -კარგად ხარ? -მე ... მაპატიეთ ვერ დაგინახეთ იცით მე ...თქვენი კამერა და მობილური - თვალებს აცეცებდა და უკან დახევას ცდილობდა. ბიჭმა ხელები მოაშორა ,მაგრამ თვალს არ აშორებდა. სიგარეტი სასწრაფოდ მოიშორა და გოგონას გაუღიმა -დამშვიდდი კამერას არაფერი მოსვლია და მობილურის გამოცვლას ისედაც ვაპირებდი,შენ უბრალოდ მოვლენები დააჩქარე-გოგონამ ახლაღა შეამჩნია კამერა რომ ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული,მობილური კი ძირს ეგდო და სავარაუდოდ სიკვდილს ებრძოდა-მეც ცუდად ვიდექი,ჩემი ბრალია ...ვერ დავინახე აივანზე თუ ვინმე იყო ,ბნელა .შენ სულ გაყინული ხარ, რა გინდოდა აივანზე ამ როს ?ნახე როგორ წვიმს - ისე ბუნებრივად მოხვია ხელი მხრებზე და მიხურა კარი ,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მისი გაყინულ ხელებს თითები მოხვია და აკოცა კიდეც- მალე გათბები -ჯერ კიდევ მისი კანის გემო აბრუებდა, გოგონას სახეს აღარ უყურებდა ,ქვემოან რომ ახედა და მისი გაოცებული სახე დაინახა უცებ გამოფხიზლდა და წელში გასწორდა -მაპატიეთ მობილურის გამო, სხვა რეაქცია რომ გქონოდათ გეტყოდით რომ ახალს გიყიდდით,მაგრამ აშკარად არ ღირს შემოთავაზება-უკან დაიხია, ბიჭს უყურებდა და გული საშინელი სისწრაფით უცემდა, ამას გაყინული სხეული და თითებზე შემორჩენილი სითბო ემატებოდა. წელის არეც თითქოს ისევ ეწვოდა მისი შეხების გამო. უცებ შებრუნდა და წავიდა,ისე თითქოს გარბოდა, უკან არ მიუხედავს ,მაგრამ გრძნობდა როგორ უყურებდა ბიჭი. -სულ როგორ გარბიხარ, მგონი ჩემი გაცნობის გეშინია ...აქ საიდან გაჩნდი ,ღმერთო რა გინდა მითხრა?- თავზე ხელი გადაისვა და ამოიოხრა.შემდეგ აივანზე დავარდნილ მობილურს მიუბრუნდა.ბოლოს დაბრუნდა მაგიდასთან სადაც მისი მეგობრები ისხდნენ -სად ხარ ამდენ ხანს...სუფთა ჰაერზე გახვედი თუ მთაში აირბინე შე ჩემა -ფოტოებს გიღებდით...აჰა დაათვალიერე -მოკლედ რაა...ეს და ამის ფოტოაპარატი -მეტი არ მინდა ცუდად გამოვიყურებოდე -აუ მეც მაჩვენეთ ამის შედერები არ შეიძლება? -უმადურები ხართ რა ,ფოტო რო გადაუღოს ვინმეს იმდენ ფულს უხდიან თავისი ნებით გიღებთ და კიდე რო მიზეზს ეძებთ ბიჭები საუბრობდნენ,ის კი შორს მდგომ ჟღალს უყურებდა.იმენად შორს იყო მათი მაგიდა რომ ვერც კი ხედავდა ნორმალურა,მაგრამ მაინც უყურებდა. ვერ ითმენდა ისე უნდოდა მისულიყო,მაგრამ რა ეთქვა ,როგორ მოქცეულიყო. ფოტო რომ გადაეღო ახლოს უნდა მისულიყო,ასე ზურგიდან ჩანდა ,რომ დაჯდა შემდეგ საერთოდ ვეღარ ხედავდა. რამდენიმე ჭიქა ისე დალია არც გაუგია ბიჭები რაზე საუბრობდნენ,ბოლოს მაინც შეიტყუეს საუბარში და ისე გაერთო რომ ჟღალი ვეღარ შეამჩნია,მისი ადგილი ცარიელი იყო. პატარა ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს, მშობლებმა დაიჟინეს და უარი არ უთქვამთ. შესაბამისად ყველა სამზადისში იყო ჩართული -ყვავილები,კაბა, ფეხსაცმელი, ბეჭდები გვაქვს... -ყოჩაღ გვანცა ,ეს ყველაფერი შენ გააკეთე? -აუუ დედოფლის მეჯვარემ იფიქროს რაა...ისე ლუკიტო შენი მეჯვარე სად არის? -მეჯვარემ მე ფოტოგრაფს მოვიყვანო და დანარჩენი თქვენ იცითო... -მოკლედ რა ,ისეთი ზარმაცია ეგ თვითონ საერთოდ არ მოიყვანს ცოლს -გვანცა მორჩი სხვებზე საუბარს და დამეხმარე რა... -რას აკეთებ ჩემო ყვავილო? -ტორტს ვარჩევთ,მერე მე და შენ წავალთ და შევუკვეთავთ -აუუ ერთი ისე ვიყიდოთ რაა,მინდაა ახლა ალუბლის ტორტი -მე ალუბალი მინდა...არა ბალი მინდა თეთრი თან შენს ეზოში როგორი გემრიელია დიდი ნაყოფი აქვს - ანა ისე საუბრობდა ყველა მას უყურებდა- რა? მომინდა -ლუკა რა სჭირს შენს ცოლს? -რა სჭირს ჩემს ცოლს?- ლუკამ შეიცხადა და ისე შეხედა ანას- არაფერი რა უნდა სჭირდეს ბალი უნდა... მე წავალ და მოვუტან, რა ვიცი ხელი რომ არ მოაწეროს ამ ჩემ წვალებით გაკეთებულ ბავშვს ჩემი გვარი არ უნდა ჰქონდეს? -მოიცა რააა? -არ არსებოოოობ -ანაააა ყველა კიოდა ანა კი თვალებდაჭყეტილი უყურებდა ქმარს -მოიცა შენ რა იცოდი? რამდენი ხანია იცი...საიდან იცი ?არავისთვის მითქვამს საერთოდ -ახლა გავგიჟდები ...რანაირები ხართ -რომ მივხვდი თორე შენ ცოლად მოგიყვანდი? რასს ამბობ ამ ახალგაზრდა ბიჭს ეს უღელი მინდოდა? -რა უნამუსო ხარ, ბოროტო იმიტო მაწვალებდი ხო? როგორ ვერ მივხვდი - უცებ აენთო ანა და ხელები დაუშინა -მეც მიყვარხარ...ორივე მიყვარხართ...ან იქნებ სამივე - უცებ დაიჭირა ცოლი და ტუჩები დაუკოცნა- მე ხო ტიპური ბანალურობები არ მიყვარ, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა საოცრება ჩამიგდე ხელთ -ახლა მეც ვიტირეებ- ლილიამ თქვა და ორივეს ჩაეხუტა- როგორ მინდოდა თქვენი ბავშვიი... რა ბედნიერებაა,სასწაულია ნამდვილი -ჩემო ყვავილო ... შენი პირველი ნათლული რამდენიმე თვეში დაიბადება. წადით ახლა დამტუეთ მარტო ჩემ ცოლთან -მივდივართ...მივქრივართ ,მივფრინავთ ...ვაიმეე პირველი ბავშვი ჩვენს ოჯახში ,როგორც იქნააააააააააა სახლში რომ შევიდნენ მაშინვე მისაღებისკენ გაიქცა და გიგის მოეხვია -მამააა ,მამიკოოო -მშვიდობაა?- გოგოს ხელზე აკოცა და ვაჟს გახედა -ანა ფეხმძიმედაა -ვაა მართლა ტო? ლუკა მამა გახდება ? აუუჰ რა მალე იზრდებით გუშინდელივით მახსოვს მე და მამამისს რო დაგვიტოვეს , საფენნი რომ გავხადე და მინი შადრევანში აბანავა მამამისი- ახარხარდა და იაც გამოჩნდა -რა ხდება გიგი? -ჩვენი ლუკა და ანა ბავშვეს ელოდებიან -ვაიმეეე რა მაგარია? მოიცა ბიცოლათქვენმა იცის და არ მითხრა? წეხან ველაპარაკე არ ვიცი რას ვუზამ -არ იცის არავინ და ნუ გაგიჟდებით ახლა...შეინახეთ თქვენთვის ეს სიხარული.სხვები გაიგებენ როგორმე -სუფრა გაშალეთ,ღვინო მომიტანეთ ჩემი ძმისშვილიშვილი უნდა დავლოცო...იაკოო ბებია და ბაბუა ვხდებით -შენი ძმა კი გაგიჟება რომ ეტყვი შენამდე მე გავიგეო -ნახა საქეიფო მიზეზი .... -ჟღალო შენ წარმოიდგინე ბიძაჩვენის სახე გიგი რომ ახარებს ირონიული სახით „ შენ ახლა გაიგე ბაბუა რომ ხდები?“ -შენ არ გამოგეპაროს დადექი და იხალისე .... ბავშვიი,პაწუწა და საყვარელი. ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? გოგო თუ იქნება ბეეევ რამეებს ვასწავლ,ბიჭი თუ იქნება თქვენნაირ ქაჯს გაზრდით და ჩემთან და ჩემ ყვაილებთან არ იქნება -კაი რა ჟღალო მაგაზე ფიქრის დროა? ლუკა და მამა ერთად წარმოგიდგენია? -ბავშვი ხომ არ არის...ყველაფერს შეეჩვევიან ნელ-ნელა ორმაგად ბედნიერი იყო, სულ ბავშვზე ლაპარაკობდა და გეგმებს აწყობდა თავისთვის გონებაში. საუბრით თავს არავის ატკიებდა ,მაგრამ თავისთვის გულის სიღრმეში წარმოიდგენდა სხვადასხვა ვარიანტს და გული უთბებოდა. კაფეში მიდიოდა, გვანცას უნდა შეხვედროდა ...ფეხით გადაწყვიტა გავლა ,ამინდიც ხელს უწყობდა და მშვიდად მიაბიჯებდა,იცოდა გვანცა მაინც დააგვიანებდა . ცხვირზე დაკოსილი სათვალიდან უყურებდა გარემოს, ათვალიერებდა გამვლელებს, უღიმოდა ბავშვებს რომლებიც ხშირად უყურებდნენ ხოლმე . სავარაუდოდ დადებით ემოციებს აღიქვამდნენ... ერთ -ერთ ბავშვს უბრალოდ გვერდი ვერ აუარა და შეჩერდა. ახლაგაზრდა გოგოს ეჭირა ხელში და აშკარად ვიღაცას ელოდნენ, ბავშვს ხელზე აკოცა გაუღიმა და უკანსვლით წავიდა . რომ შებრუნდა წინ მოჩვენებასავით აესვეტა ბიჭი ,ამჯერად არ დაჯახებია ,მაგრამ თვალებგაფართოებლი და სუნთქვაშეკრული კი უყურებდა -თქვენ? -დიახ მე ... რა დამთხვევაა , თქვენ პოვნას ვაპირებდი და ყოველ ჯერზე თავად მხვდებით ქალბატონი ლილია -ჩემი სახელი საიდან იცით? -ძალიან მოვინდომე -გადარჩა მობილური? -ახალი შევიძინე და ფაქტობრივა ითხოვს შენს ნომერს,ლილია -უკვე შენობით ფორმაზე გადახვედი? რა საინტერესოა...მე მეჩარება და შენ თუ ეცდები ნომერსაც გაიგებ , თუ ღირს რა თქმა უნდა -რა მაცდური ხარ წითურო ...ასე არ შეიძლება . ბოროტებაა ასეთი მშვენიერება -მე მართლა მეჩქარება და უნდა წავიდე - ბიჭის თვალებს მზერას ვერ აშორებდა, თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული , ცდილობდა ყურადღება გადაეტანა -მეც წამოვალ...გზაში ვისაუბროთ ,გთხოვ- ხელით ანიშნა გზა გაეგრძელებინა ა გვერდით გადგა -რაზე უნდა ვისაუბროთ -შენზე ...ჩემზე ,თუ გინდა ამინდზე- ბოლოს გაიცინა და თავი გვერდით გადახარა- არ მთანხმდები? -არ მიყვარს ბევრი საუბარი , ვინც უნდა მიცნობდეს მათ იციან ჩემზე -ჩემ შესახებ კი არაფერი გაინტერესებს ხომ? -მე ეს არ მითქვამს -მაშ წავიდეთ - თითებზე შეეხო,სწრაფად აუყვა მკლავს და ხელკავი გამოსდო -უცნაური ხარ ...ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან -გზა და გზა მივხვდებით ორივე თუ რა გვინდა -არ მიყვარს გაუგებრობები -აი ხედავ? უკვე მიყვები...მეც არ მიყვარს ,კიდევ ერთი საერთო -კედვ ერთ? სხვაც არის? -ყველასთან საუბარი მეც არ მიყვარს,არც ყველა თემაზე -შეგიძლია ხელი დამიბრუნო?- მაჯაზე შემოხვეულ მის თითებს დახედა და ფალანგები აამოძრავა -ახლავე ...საით მივდივართ? -მეგონა უბრალოდ მე მომყვებოდი და მისამართს მნიშვნელობა არ ჰქონდა -იქნებ ამ სათნო სახის მიღმა რაიმე იდუმალი იმალება...ალქაჯებსაც აქვთ წითელი თმა,ჟღალო -ყველგან შენ ჩნდები და ჩვენ შორის მე უნდა მეშინოდეს -მაგრამ,მე ხომ საშიში არ ვარ ...შემომხედე როგორ შეიძლება მე რაიმე ცუდი გავაკეთო -ცუდი და კარგი პირობითი ცნებებია ჩემთვის -მაგრამ,ჩემი მაინც არ გეშინია ხომ ასეა -არ ვიცი, ახლა მხოლოდ ინტერესს ვგრძნობ .მაინტერესებს რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი უეცარი შეხვედრები -არ გინდა რა გთხოვ, კიდევ ერთ შემთხვევას ნუ დაველოდებით -არ გგონია რომ ზედმეტად მონდომებული ხარ? -მე ზედმეტად შეპყრობილი უფრო ვარ -ჩემით ხარ შეპყრობილი? -სულ შენზე რომ ვფიქრობ,გხედავ ლანდად და მოჩვენებად, შენი შეხებისას თხემით ტერფამდე რომ ჟრუანტელი მივლის და შენი სურნელი მაგიჟებს ესენი თუ ითვლება დიახ, შეპყრობილი ვარ -შენ ... როგორაა ეს შასაძლებელი. არ მატყებ და არც აჭარბებ, არც მლიქვნელობ და ეს უბრალოდ გოგოს შესაბმელად ნათქვამი ბაბნიკის სიტყვებიც არ არის?! -კითხვის ნიშანია ბოლოში? -ასე ნუ მიყურებ , დავიბენი ...მართლა და მგონი დღეისთვის ზედმეტია სრულიად უცხო ადამიანთან ამდენი საუბარი ...ეს შეგრძნება რომ შენთან კარგად ვარ და ნაცნობად მიგიჩნევს მთელი ჩემი არსება საერთოდ მაგიჟებს ,ოო ღმერთო ჩემს ტვინში ქაოსია - თმაში თითები შეიცურა და მომღიმარ ბიჭს მზერა ისევ გაუსწორა- ნაცრისფერი თვალები გაქვს, შეიძლება შევიშალო - მგონი მართლაც საკმარისია,საუკეთესო წამალიც კი დიდი დოზით საწამლავად იქცევა - მისი მტევნები ხელებში მოიქცია ,აკოცა ხანგრძლივად ,თვალები მინაბული ჰქონდა ,ბოლომდე შეიგრძნობდა ამ წამს. ლილია კი გულაჩქარებული, სუნთქვაგახსირებული უყურებდა და ტუჩებიდან წამოსულ საოცარ მუხტს შეიგრძნობდა, ენერგია სეხების წერტილიდან მთელს სხეულში ვრცელდებოდა და ეს ნამდვილი საოცრება იყო -შენ ... არ შეიძლება რომ ნამდვილად ხდებოდეს ეს აბსურდია ასე როგორ - ბიჭი რო მოშორდა წამსვე დაიწყო საუბარი,ჩუმად და შეძლებისდაგვარად მშვიდად -ყველაფერი ბუნებრივი ნამდვილია, ყველაფერი ნამდვილი კი საოცარია ... არ გვინდა ყალბი შესავლები გულის ხმას მივყვეთ, სხეულის ძახილს და ტვინიც იგრძნობს დადებით ემოციებს-ამჯერად თმაში შეუცურა თითები, თავზე ეფერებოდა და იღიმოდა . ლილიას მზერა,მისი დამრგვალებული შავი თვალები იზიდავდნენ. დაიხარა და შუბლზე აკოცა- მომავალ შეხვედრამდე ,ლილია წავიდა, ლილია კი უყურებდა.უცებ გაახსენდა რომ მისი სახელი არ იცოდა, აი უბრალოდ არ იცოდა და წამსვე დაუძახა -მოიცადე ... არ წახვიდე შენ ,სახელი სახელი არ გითქვამს ...შენი სახელი მინა ვიცოდე - რომ გამოხედა ბიჭმა მაშინვე უთხრა -კონსტანტინე ისევ მისი ღიმილი, სიცილის ზღვარზე მყოფი ღიმილი დაწვრილებული თვალები და ლოყაზე ღრმული რომელსაც ამ მანძილიდანაც კი ხედავდა ლილია. მიხვდა რომ მისი სახის ყველა ნაკვთი ახსოვდა,რეალურად ვერ ხედავდა მაგრამ იცოდა რომ იქ ტუჩის კუთხეში,ლოყაზე ნაკეცი ჰქონდა. ბოლოს ისიც გაიაზრა რომ ხმამაღლა იცინოდა ... და აი დაიწყო აპრილიც მე კი ვერ გავუძელი და ესეც ახალი ისტორია. ბევრი გრძნობითა და მრავალფერი სიყვარულით მომენატრა მე თქვენი კომენტარები,მინდა რომ გამიზიაროთ თქვენი აზრი გმირების შესახებ იმდენ ხანს ვფიქრობდი სახელზე რომ ლამის შევიშალე ახლა კი გელით მთელი გულითა და სულით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.