შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დვალიშვილი & ახვლედიანი {3}


2-04-2018, 17:28
ავტორი likaloka
ნანახია 1 429

არაა რაა ოთოა მოსაკლავი. რატომ არ მითხრა რომ მამიდაშვილი ჰყავდა? თან ვინ? ახვლედიანი ლაშა. არაა რაა მე ხომ ბედი არ მაქვს.
უნივერსიტეტის ეზოში შეაყენა თუ არა მანქანა სწრაფად გავიქეცი და ლექტორსაც მოვასწარი შესვლა აუდიტორიაში. ნინი უკვე მისული იყო და ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა ტელეფონზე
-რა ხდება?_ პირის მოძრაობით ვკითხე
ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა
- აუ რომ იცოდე როგორ ნერვებზე ვარ
-რატო?_ მისი სახის გამომეტყველებაზე გამეცინა
-რატო და დილით სანამ წამოვიდოდი მთელი სახლი გადავქექე და ყურსასმენები ვერსად ვიპოვე და თურმე გუგას (მის ძმას) აუღია. იდიოტიი, მოვა დღეს ეგ სახლში
-ღმერთო გთხოვ ამას დაეხმარე და მე არაფერი არ მინდა_ მაღლა ავიხედე და თითქოს ღმერთს ველაპარაკებოდი
-ჰა ჰა ჰა, რასასაცილოა მოვკვდი სიცილით_ სერიოზული სახით მითხრა
მე სიცილი ამიტყდა
-დააყენე ეხლა ეგ სახე დროზე
-რა ვქნა?_ უარესად ამიტყდა სიცილი
- არა არა არაფერი
-ღმერთო რა სულელი ხარ_ისევ ვიცინოდი
ამასობაში ლექტორიც შემოვიდა აუდიტორიაში, მოგვესალმა და და დაიწყო სიის ამოკითხვა
-ახვლედიანი ლაშა
-ვარ_ ჩემს გვერდიდან მომესმა ხმა, გავიხედე და... რათქმაუნდა ის არის. ოოოჰ ახვლედიანოო.
შემომხედა და გამიღიმა, მეც გავუღიმე. ნინის კიდე მკვლელი თვალებით შევხედე, მანაც ,,ხომ გეუბნებოდის" მზერით შემომხედა
-დვალიშვილი ელენე_ ჩემი სახელიც მომესმა
-ხო..დიახ ვარ_ ღიმილით ვუპასუხე
მთელი ლექციის განმავლობაში ისეთი აღარაფერი მომხდარა, ლექცია დამთავრდა თუ არა ლაშა ტყვიასავით გავარდა, თითქოს მთელი ეს დრო ამის მოლოდინში იყოო.
დანარჩენ ლექციებსაც დავესწარით და შუადღით დავბრუნდი სახლში. მეცადინეობის შემდეგ დავიძინე რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგრამ ვინ მაცადა ჩემებურად ძილი ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, არ დამიხედია ისე ვუპასუხე
-ჩა გა მი წებ ვინც ხარ არმაინტერესებს_გაბრაზებულმა ვუპასუხე
-კაი ელუშ დამინდე_ ლუკას ხმა გაისმა. ნუ რა გასაკვირია ვინ თუ არა ის?_რა დღეში გაქვს გოგო ნერვები? გეძინა ეხლა უეჭველი ხო?_ სიცილით დააყოლა
-ვაიმე ლუკაა_ შევიცხადე_ ვანგა ხარ?
-ვახ ჩემი_ იცინის_ეგ აქამდე არ იცოდი გოგო? სირცხვილი შენ_ ეს უკვე დასერიოზულებულმა მითხრა
-უიმეე კაი ხო მორჩი მასხარაობას. რისთვის შეიწირე ჩემი ძილი?
-კაროჩე, ოთოსთან ვართ და გამო რა
-რა ხდება?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს ისე...ფილმს ვუყუროთ... ან ვაფშე რამე ვითამაშოთ_სიცილით დააყოლა
-ხო კაი 15 წუთში მანდ ვარ
ლუკას გავუთიშე და ოთახიდან გავვარდი
-დეეეეე_ გავძახე სამზარეულოში მყოფ დედას
-გისმენ ელე
-ოთოსთან უნდა გავიდე და შენი მანქანა მათხოვე რაა
-კაი წაიყვანე
-აუუ საუკეთესო დედიკო ხარ _ სიცილით მივედი და ჩავეხუტე
-აფერისტო_ დედამაც ჩამეხუტა
.....................................................................................
ნახევარ საათში ოთოს სახლის კარებთან ვიდექი. ნუუ...ხო ხედავთ როგორ პუნქტუალური ვარ.კარები შევაღე და შიგნით შევედი
-მოვედიი_ შესასვლელიდან დავიკივლე
-აქ ვაართ_ მისაღებიდან გამომძახა ოთომ
შიგნით შევედი და ჩემს მეგობრებთან ერთად აბა გამოიცანით ვინ დამხვდა...კი სწორად მიხვდით...ახვლედიანი... მიჩალიჩებენ ესენი ხო? უიმეეე
-გამარჯობათ_ მივესალმე ყველას ღიმილით და თითქოს ლაშას იქ ყოფნა სულაც არ გამკვირვებია
-ელეს გაუმარჯოს_ ყველამ ერთხმად მომესალმა...ლაშამ კი თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
.....................................................................................
ფილმს ვუყურეთ ,,სამ იდიოტს".მიუხედავად იმისა რომ ყველას ეს ფილმი ათასჯერ მაინც გვაქვს ნანახი მაინც სიცილით დავიხოცეთ.
ცოტა დამშვიდებულები სავარძელში მივესვენეთ.
-ეს აქ ცხოვრობს?_ ნინის გადავუჩურჩულე
-ვინ ლაშა?_ჩურჩულითვე მიპასუხა და მერე გაეცინა_ კი აქ ცხოვრობს ერთი კვირის წინ ჩამოსულა ამერიკიდან და სანამ სახლს იყიდის ოთოს ჩაუმდგურდა
-ვაა ნახე შენ_ გამეცინა_ დაჟე ამერიკა?
.....................................................................................
-აუ რამე ვითამაშოთ რა_ სიჩუმე ნინიმ დაარღვია.
-აუ ხო რაა_ მეც ავყევი
-კაიი ვითამაშოთ_ ლუკამაც დაგვთანხმდა
-მეც მომწონს ეგ აზრი_შემოგვიერთდა ლაშაც
-კაი, რა ვითამაშოთ?_ მოიცათ მოიცათ ოთომ თქვა ეს?
-ამას რამე მოაწევინეთ?_გაშტერებული ვუყურებდი ბოლოს კიდე გამეცინა და ყველაც ავიყოლიე.
.....................................................................................
-მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის_ თამაში დაიწყო ლაშამ... ვაიმე ღმერთოოო ეხლა ამას რომ ვწვდები იმ თავში ვარახუნებინებ კედელზე... რა კოცნა აუტყდა ეხლა? აუუუ შევრცხვი და ეგაა...
ნინიმ დალია არაყი, ეხლა კი ყველა მე მიყურებს.
-ღადაობ ხოო?_სიცილი დაიწყო ლუკამ და სულს ვეღარ ითქვამდა_ ბიჭისთვის არ გიკოცნია?_ ვეღარ ჩერდებოდა_ აუ ეხლა მოვკვდებიი_ მას ოთოც აჰყვა, ნინი არ იცინოდა რადგან ყველაფერი იცოდა, ლაშა კი ცდილობდა არ გასცინებოდა თუმცა ღიმილს ძლივს იკავებდა.
-მოკეტე დოლიძე_ შევუღრინე ლუკას_თორემ მოგაკეტინებ
-აუ მიდი რა ელე მომაკეტინე_იცინოდა ისევ_აუუ ლაშა იცი რა საკაიფოდ აკეტინებს?_ეხლა უკვე ნინიც და ლაშაც აჰყვნენ და უკვე ყველა ბოლო ხმაზე იცინოდნენ.
-ამას სასმელი აღარ დაალევინოთ, ფხიზელიც მაგრად აფრენს_ვუთხარი მათ და მიუხედავად დიდი მცდელობისა სიცილი ვეღარ შევიკავე და მეც მათთან ერთად ვიცინოდი.



№1  offline წევრი LaLiDze

აუ,რა ძაან საყვარლობაა <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია მალე დადეე ველოდებიი მოუთმენლად

 


№3  offline წევრი likaloka

LaLiDze
აუ,რა ძაან საყვარლობაა <3

მადლობაა დიდიი heart_eyes

meocnebe avadmyopi
ძალიან......................კარგი იყო

მადლობაა heart_eyes kissing_heart

სტუმარი მარიამი
კარგია მალე დადეე ველოდებიი მოუთმენლად

მადლობაა blush ვეცდებიი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent