შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (თავი პირველი)


2-04-2018, 18:49
ავტორი K.mariam
ნანახია 3 538

დასასრულის დასაწყისი

როგორცკი გავიღვიძე მაშინვე თვალი მომჭრა მცხუნვარე მზემ, რომელიც აივნიდან პირდაპირ ჩემი საწოლისკენ აფრქვევდა თავის სხივებს. კარგ ხასიათზე გავიღვიძე, ამის მიზეზი მართლაც ბევრი მქონდა , ბედნიერი ოჯახი, საუკეთესო სამეგობრო წრე, კარგი სამსახური და ტანსაცმლით სავსე ოთახი, რაც დამერწმუნებით ყველა ქალისთვის სასურველი რამაა. დილით 7 საათზე ავდექი , შხაპი მივიღე , ვისაუზმე, ბევრი არც მიფიქრია რა ჩამეცვა , ჩემი სხეული და მრავალფეროვანი გარდერობი ამაში საკმაოდ ხელს მიწყობდა. არჩევანი შავ კლასიკურ შარვალზე, თეთრ პერანგზე და შავ ლაბუტინის ფეხსაცმელზე შევაჩერე, ტყავის ქურთუკი ავიღე და ჩემი მანქანისკენ დავიძარი. ჩემი სამსახური, ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა, რისთვისაც ბევრი ვიშრომე.
ანასტასია დადლიანი, 28 წლის , ზოგადი ქირურგი, საკმაოდ ეფექტური გარეგნობის გოგონა, თუმცა რაღა გოგო რამდენიმე თვეში 29 წლის ვხდები, მოკლედ საქმაოდ ეფექტური გარეგნობის ქალბატონი, მაღალი, გამოკვეთილი ფორმებით, სწორი ცხვირით, დიდი სავსე ტუჩებით, გრძელი შავი ტალღოვანი თმით და ყავისფერი თვალებით.
ამაყად შევაბიჯე სამსახურში, ასევე ამაყად მივუყვები დერეფანს ჩემს კაბინეტამდე და ვგრძნობ იქ მდგომი ექიმების, ექთნების თუ მნახველების დაჟინებულ მზერებს, რასაც ჩემი ეფექტური გარეგნობა იწვევდა. კაბინეტში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე , ჩავიცვი მუქი ლურჯი ფერის ფორმა და ჩემი თეთრი ხალათი. დილით პაციენტები არმყავდა ცოტახანი დასვენება გადავწყვიტე თუმცა მაშინვე აწრიპინდა ჩემი პეიჯერი და მიმღებში გამომიძახეს.
- პაციენტი, 45 წლის მამაკაცი, ავარიის შედეგად აღენიშნება შინაგანი დაზიანებები - პაციენტის ისტორია, საოპერაციოდ მოამზადეთ- ვთქვი და უკან მივბრუნდი თუარა ინტერნების მთელი რიგი დამხვდა, თვალებში შემომციცინებდნენ იმის იმედით რომ რომელიმე მათგანს დავასწრებდი ოპერაციაზე - ქანთარია, მოემზადე დღეს შენ გამიწევ ასისტენტობას.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ამის გარდა კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩავატარე , გამოვიცვალე, დაღლილი, ღამენათევი ვემზადებოდი სახლში წასასვლელად რომ მაცნობეს კრების შესახებ, რომელსაც ქირურგიის განყოფილების უფროსი ატარებდა.
- ანნა რაპატივია, მობრძანდით - დიდი სიყვარულით შემეგება ბატონი არჩილი. - მოგეხსენებათ რამდენად რთული საქმეა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, დიდი ხანი ვიყავი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა ჩემი წასვლის დროც მოვიდა მანამდე კი მინდა რამდენიმე ცვლილება შევიტანო, ბატონი ირაკლი ნოზაძე ჩვენი ახალი თანამშრომელი რომელიც დღეიდან გეცოდინებათ როგორც ჩვენი ახალი ანესთეზიოლოგი , ქალბატონი ნათია კეკელიძე ჩვენი ახალი მეან-გინეკოლოგი. საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი ჩემ შემცვლელს და საკმაოდ ღირსეული ადამიანი, ნიჭიერი ქირურგი შევარჩიე ამ პოზიციისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ საქმეს არაჩვეულებრივად გააგრძელებს. ქირურგიული განყოფილების ახალი უფროსი, ბატონი გიორგი ერისთავი.
კარები გაიღო და ოთახში უცნობი მამაკაცი შემოვიდა, ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი, ვერც აგიღწერთ როგორ უხდებოდა ეს მუქი ლურჯი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი, ოდნავ წვერით , წაბლისფერი თმა და მწვანე თვალებით, საოცარი ქარიზმა იგრძნობოდა მისგან.
-ღმერთო ჩემო, არა არა , ის აქ რასაკეთებს , ამდენი ხნის მერე, მაგრამ რატომ , აქ რაუნდა - ფიქრებში გართული ბატონი არჩილის ხმამ გამომაფზიხლა.
- კრება დასრულებულია.
ვერც აგიღწერთ ოთახიდან რა სისწრაფით გამოვედი და პირდაპირ ჩემს კაბინეტში შევედი , დივანზე ჰაეროვნად დავეშვი თითქოს ვიღაცამ მიწა გამომაცალა და ფიქრებში გადავეშვი.
-ანა მანდ ხაარ ?-ისმის კარზე კაკუნის ხმა, სოფო ,ის ჩვენი მეან-გინეკოლოგია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რეზიდენტურას ერთად გავდიოდით გერმანიაში, შემდეგ ერთად დავიწყეთ კლინიკაში მუშაობა . -კი, სოფო შემოდი.
-ღმერო ის აქარის, ამდენი ხნის შემდეეგ თქვენ ისეევ, კი მაგრაამ ახლა რას აპირებ, 34 წლის ასაკშიც ისევ ისეთი სიმპატიური რომ არის, ისეთი სექსუალურია იმ პერანგში.
-სოფო გეყოფა.
- კარგი რაა, არმითხრა რომ არ მოგენატრა, ოდნავ მაინც არ მოგენატრაა ? წამოდი ეხლა სადმე დავჯდეთ ვჭამოთ და კარგად გავააანალიზოთ არსებული სიტუაცია- ამბობს სიცილით.
კაბინეტიდან გამოვედით , ის ისიყო საავადმყოფოდან უნდა გავსულიყავით რომ ჩემსკენ მორბენალი ინტერნი დავინახე.
- ექიმო, ბატონო გიორგის თქვენი ნახვა უნდა ახლავე, უნდა ძირითად ქირურგებს კარგად გაეცნოს .
ამის გაგონებაზე სახე შემეცვალა , იმის მერე იმდენი რამე მოხდა იმდენი რამე შეიცვალა, ახლა კი ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით - მისი კაბინეტის წინ ვიდექი და ვფიქრობდიი რა გამეკეთებინა, ადგილიდან ვერ ვიძროდი, არვიცოდი როგორ უნდა შევგებებოდი, რაუნდა მეთქვა ან რაუნდა ეთქვა მას.


____________
ეს ჩემთვის პირველია ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი დი კო

საინტერესო დასაწყისია გააგრძელე აუცილებლად,

 


№2  offline წევრი blondeangel631

საინტერესოა მალე დადე შემდეგი და აუცილებლად გააგრძელე wink

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

კარგია მალე დადეეე❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

sauketeso istoriis dasawkisia velodebi axal tavs.

ar gaherde❤❤❤

 


№5 სტუმარი mari

momewona zalian,moutmenlad velodebi

axal tavs

m a g a r i motxrobaa , damainteresa

axal tavs rodis dadeb?

 


№6 სტუმარი nana

kargia gaagrzele.

saintetesoa gaagrzele.

ar sheaheto

 


№7  offline წევრი katiusha

Ar shemidzlia gulgrili davrche istoriebze romleic eqimebzea da ssmedicino sferoze.unda gitxra rom dasawyisi kargia da ar dhewyvito wera.ubralid gtxov chveulebrii banaluri da mosawyeni ar gaxado <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent