შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც, იქ...


28-09-2017, 23:03
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 568

იდგა სადღაც იქ, რომ დაესვა დიდი წერტილი
იმ დასასრულის დასაწყისი როცა დამთავრდა,
სითბო მზის სხივთა კონებისგან გამოძერწილი,
რომ გაყვითლდა და მერე უცებ შემოზამთარდა.

სადღაც იქ ვიყავ შენთან ახლოს რომ არ მიწამე,
და ცრემლის ჯანღმა გადაჰბურა ბინდით სათქმელი,
ჰო სადღაც იქით რუდუნებით თვლიდნენ იმ წამებს,
როცა სამოთხის მიიხურა ღმერთმა სარკმელი.

ვეღარ ახდება ცივი ღამე მკვდარი ყორნისთვის,
დამშრალი ზღვისთვის სულ ერთია აწ მზე სად ჩავა,
ათასწლეულთა სიმძიმილში, ნავი ორისთვის,
ყვითელ ქვიშაში ჩაიძირა, ჩაინანავა.

ბედნიერების სხივებს მოვფენ ახალ ბილიკებს,
ერთ მშვენიერ და მზიან დილას შენ რომ გაჰყვები,
თუ მზის მაგივრად ტალახი და ქვიშა მიგიღებს,,
უჩინრად ხიდად გავწვები და გავილაფები.

რადგანაც ჩემთვის ძვირფასია, ჰო, ის ტალახიც,
სვებედნიერი, ხალისით რომ გადააბიჯებ,
ოქროს წვიმაში ჩაინთქმება თბილის ქალაქი და
ჩემს ლექსებში გადაფურცლავს მაგ შენს ნაბიჯებს.

გავიაჩრდილე მონატრება ყოველწლიური და
მონატრება ენძელებში გადავიტანე,
ჩამზიანდება ფირუზ ზღვაში სახე ღვთიური,
და შეებმება, სატრფო შენი, ცეცხლში ტიტანებს.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა ძაან მაგარი ბიჭი ხარ ..
სასწაულად მომწონს შენი ლექსები...
შიგ გულის გულში მხვდება თითოული სიტყვა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
რა ძაან მაგარი ბიჭი ხარ ..
სასწაულად მომწონს შენი ლექსები...
შიგ გულის გულში მხვდება თითოული სიტყვა



დიდი მადლობა, ვცდილობ კარგი იყოს ხოლმე, თან ისე მეხმარებით რომ.. blush

 


№3  offline მოდერი bla.ell

ჩემი"ლაზაზო როგორ მომენატრა შენი ლექსებიიიheart_eyes"ბედნიერების სხივებს მოვფენ ახალ ბილიკებს,
ერთ მშვენიერ და მზიან დილას შენ რომ გაჰყვები,
თუ მზის მაგივრად ტალახი და ქვიშა მიგიღებს,,
უჩინრად ხიდად გავწვები და გავილაფები." როგორც ყოველთვის კარგად.წერ ისევ...მე რომ მიყვარს ისე."ჩემს ლექსებში გადაფურცლავს მაგ შენს ნაბიჯებს.
" მიხარიხარ პიეტო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent