დაბრუნება (თავი9)
-კესო გთხოვ რა ნორმალურად დამელაპარაკე. ხელებს მკლავებზე მკიდებს და ცხვირ წინ მიდგება. -რას მთხოვ ხვდები?ერთი წინადადებით შეგეძლო ახსნა ამ ყველაფრის,შენ რა ქენი? მიღრიალე,დამნაშავე აქეთ მე გამომიყვანე,ადექი და წახვედი საფრანგეთში. ფიქრობ რომ შენ ჩემგან ახლა ნორმალურ ლაპარაკს იმსახურებ?მაშინ გაგიგებდი რომ აგეხსნა მაგრამ ახლა ვერ გიგებ,შეიძლება სანამ ჩამოხვიდოდი ვფიქრობდი რომ გაპატიებდი მაგრამ არ ახლა არ ვიცი,ხუთი თვე გამიმეტე აქ მარტო ყოფნისთვის და გაურკვევლობისთვის. -კესო ხომ აგიხსენი უკვე ? -მაინც ვერ გიგებ... ფანჯრის რაფას მიეყუდა და ღრმად ჩაისუნთქა მერე ძალა მოიკრიბა და ჩაიბუტბუტა. -მაპატიე. შუბლზე მაკოცა და სწრაფად დატოვა სახლი. რა უნდა მეკეთებინა სახლში,არ ვიცოდ,ჟაკეტში გავეხვიე და სახლი მეც დავტოვე. სანდროსთან გავედი,მასთან ლაპარაკი მჭირდებოდა,მეხუთეზე ფეხით ავირბინე და კარებზე ზარი დავრეკე,ბიცოლაჩემმაც არ დააყოვნა და პატარსთან ერთად ქოთ-ქოთით გამომეგება. ელენიკო სიცილით გადმომილოცა ხელებში,მუდარით მანიშნა დააძინეო და სანდროს კარებზე მიუკაკუნა. -ეკაკო ბიძაჩემი არ არის? -არა არ მოსულა ჯერ ასე თქვა რაღაც პრესკონფერენციააო და აგვიანდება,იმ შენც ბედოვლათ ბიძაშვილს კარტოფილი შევუწვი ხო შეჭამ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,ელენეს მოფერებით გული რომ ვიჯერე გულზე მივიხუტე და ხელში რწევა დავიწყე.ყველაზე მშვიდი ბავშვია მგონი,მაგიტომაც მიყვარს ასე ძალიან. მახსოვს ელენეს ამბავზე ბიძაჩემმა მე და სანდრო სახლში დაგვიბარა,(მე როგორც მისი მეორე შვილი)მისაღებში დივანზე დაგვსვა და ეკასთან ერთად ხმამაღლა გგვითხრა მალე პატარა გვეყოლებაო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ელენეზე რომ გავიგე,სანდრო ცოტახანი დებილივით იჯდა და ახალ ამბავს იაზრებდა.ტუტუცები, გათამამებულები და ეჭვიანები ვიყავით, მთელ სანათესაოში მე და სანდროს გვანებივრებდნენ ასე )))ახლა უკვე შვიდი თვეა მეც და სანდროსაც ელენეზე ამოგვდის მზე და მთვარე... -ვა კესო პრივეტები. ხელით თმები მომწიწკნა და სამზარეულოში შევარდა. -სანდროო,ბავშვი არ მეჭიროს იცი რასაც გიზავდი. კარებიდან გამომხედ და ენა გამომიყო.ბავშვს ჩაეძინა თუ არა საწოლში ჩავაწვინე და სანდროს მივუჯექი გვერდით.ეკამ მე გავალ ილაპარაკეთო და დაგვტოვა. პირ გამოტენილმა დაიწყო ბლუყუნი ჩემმა ბიძაშვილმა -უკვე ვიცი რაზეც უნდა მელაპარაკო. -რა ჯანდაბა იცი ერთი შენ . შევუბღვირე და კარტოფილის ლუკმა გადავუშვი კუჭში. -მელაპარაკა გიგი დღეს. -შენთან რაღა უნდოდა? -არაა ეგ შენი საქმე მაგრამ შენ ის მითხარი შენ რა გჭირს რამ გამოგაშტერა ამხელა გოგო? რაღას იბუტები? შენ არ იყავი რომ კვდებოდი მაგის მონატრებით და ღამეები არ გეძინა? -სანდროოოოო გეყოს.ყველაფერი სხვანაირადაა ახლა. -არაფერი არაა სხვანაირად. შეურიგდი,მაგის გარდა შენ ვერავინ გაგიძლებს ხო იცი? -საერთოდ არ მეცინება მე. რომ მიდიოდა შეეძლო აეხსნა ,ეთქვა მიზეზი,რომ მეჩხუბა და გაიქცა რას ელოდა? -ჰქონდა მიზეზი არ თქმისაც და თქმისაც. ლოყაზე მომაწება ცხიმიანი ტუჩები და ფეხზე წამოდგა. -შენ რა მის მხარეს ხარ? -არავის მხარეს არ ვარ,დავიღალე შენი ტანჯვის ყურებით და მინდა რომ შეურიგდე. წარბები დამიქაჩა და წყალი დალია. -არ უნდა წასულიყო. ვთქვი და ჩანგლის ტრიალი დავიწყე. -ისე რა გაჩხუბებდა, რა ისტერიკები მოუწყვე ეგეთ, ტიპი რომ გააქციე? დამცინოდა და ნერვებს მიშლიდა. -აუ შენ ვაბშე აზრზე არ ხარ არაფრის რა. -ვარ,მე რომ ვარ ნეტა ეგრე იყო. -სანდრო გცემ. -ისე მიზეზი მართლა გუნდი იყო? დავუსვი კითხვა რომელიც ხუთი თვეა მაწუხებს და პასუხებს მარიშკასთან ბიჭებთან და ჩემს თავშიც ერთად ვეძებდი.წარბები დავუქაჩე და თვალები მოვჭუტე. წყალი გადასცდა და ხველება აუტყდა. -ჭამე შენ თუ ჭამ რა, ნუ თამაშობ საჭმლით. ჭიქა მაგიდაზე დადო,გასვლა დააპირა გაშტერებულმა რომ დავიწყე -ღმერთო ჩემო მართლა სხვა მიზეზია,ხუთი თვე ხო გაურკვევლობაში ვყავდი და ახლა ჩამოვიდა და მატყუებს. -კესო სისულელეებს ნუ იგონებ,აგიხსნა იმ ბიჭმა რის გამოც წავიდა,თუ არ გჯერა შენი პრობლემაა,ჩემი ბიძაშვილი ხარ მაგრამ ახლა მის მხარეს ვარ,შეურიგდი. სამზარეულო მივალაგე და სანდროს ოთახში შევძვერი,ბავშობაშიც ასე ვიცოდი,მოვუშლიდი ნერვებს და მერე ვეტენებოდი.ცოტახანი მითმენდა რომ წამოვიზარდეთ და დავაჟკაცდა გამომიცხადა - ჩემს ოთახში ნუ შემოდიხარ, არის აქ სხვა ოთახებიც და იქ დაიძინეო )) მეტი საქმე არ მქონდა ცივ ოთახში მარტოს დამეძინა მაშინ როცა იმავე სახლში სანდრო იყო.მაინც ვუძვრებოდი,უკვე ჩაძინებულს,წაიბურტყუნებდა ხოლმე მაგრამ მერე მნებდებოდა და გულში ჩახუტებულებს გვეძინებოდა.ახლა არ ეძინა რომ დამინახა ჩაეცინა -შენსას მაინც არ იშლი ხო? თავი გავუქნიე და ფანჯარაზე ჩამოვჯექი. -იქნებ რას ვაკეთებ ამხელა ოცდაერთი წლის კაცი? -რას უნდა აკეთებდე? იმდენად ბავშურად ვიკითხე რომ სიცილი ვერც მე შევიკავე და ვერც სანდრომ ხოდა გვერდითა ოთახში ბავშვი გავაღვიძეთ. -სან,შენ მართლლა ფიქრობ რომ უნდა შევურიგდე? -კესო, შეურიგდები თუ არა შენი გადასაწყყვეტია,მაგრამ მე ეგრე ვფიქრობ კი,უაზრო მიზეზით ებუტები... ვხვნეში და საწოლე გულაღმა ვემხობი. -დარჩი დღეს კესუნა,გავალ მე და მალე მოვალ. -სად მიდიხარ ამ დროს? -ბიჭები უნდა ვნახო,გეტყოდი წამოდი თქო მაგრამ რაღაც საქმე გვაქვს, თან ბიძაშენიც მალე მოვა იჭუკჭუკებთ და მეც შემოგიერთდებით. თავზე მკოცნის და სკამზე გადაკიდებულ საროჩკის ჩაცმას იწყებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.