შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი8)


1-04-2018, 21:18
ავტორი ენჯი
ნანახია 1 739

სანდრო ძლივს ჩავსვი მანქანაში,ჩაჯდომა და გათიშვა ერთი იყო.როგორ არ მინდოდა ახლა მანქანის ტარება.მანქანას ადგილიდან ვძრავ,მეტრეველების კარებში გაკვირვებული გიგი დგას რომელსაც ისევ გაკვირვებულს ვტოვებ.
ერთი თვე ვეხვეწებოდი გიგის,მანქანის ტარება რომ ესწავლებინა ჩემთვის,არაფრის დიდებით არ მსვავდა საჭესთან,რაღაც უბედურებაში გაეხვევიო,თან დამცინოდა და თან სერიოზულად იძახდა.
საბოლოოდ მაინც დავითანხმე და დამსვა.ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა,მერე მეც მომთხოვა ახსნილის ჩაბარება და ცოტა დამშვიდდა.მანქანას სანამ დავქოქავდი პირჯვარი მაინც გადაიწერა,მერე ხით-ხითი დაიწყო.კარგი მასწავლებლის უფრო კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი და მანქანის ტარება ერთ დღეში ვისწავლე,რომ გავაჩერე მანქანა კარები გააღო და გადახტა
-ღმერთო მადლობა
დაიძახა და ჩემს მხარეს წამოვიდა,მე ნაწყენი გადმოვედი მანქანიდან და დაველოდე როდის მორჩებოდა მადლიერი გიგი ღმერთის დიდებას.
-არადა რა კარგად ვატარე.
-კი მაგრამ,არ გინდა რა კესუნა პრავა და მანქანა.
ხელი ყელზე მოიკიდა და მუდარით სავსე თვალები შემომანათა.
-მინდა და მასწავლი.
-არა მე არ გასწავლი,საშიში ხარ შენ.
დამცინოდა,გასაღები გამომართვა სწრაფად მაკოცა და საჭესთან ისევ თვითონ დაჯდა.
მას მერე აღარ გვილაპარაკია ჩემსა და მანქანის კავშირზე.

მართვის მოწმობა ორი თვის წინ ავიღე, სანდროს ან ზურას მანქანაზე ვჯდებოდი ხოლმე სანამ ავარიაში არ მოვყევი,ზურას ემელი არ დავლეწე და ფეხი არ მოვიმტვრიე,ხოდა მას მერე არ გავკარებივარ-დღემდე.
მანქანა ბიძაჩემს გადავაბარე, სანდრო ბინაში ავათრევინე და სახლში გადავწყვიტე ფეხით გავსულიყავი.
მისვლისთანავე მივიღე შხაპი,ცოტა მიშველა,მაგრამ ჩემმა დაღლილობამ თავისი გაიტანა, საწოლში ჩავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა.
დილით კარების ხმამ გამაღვიძა,სწრაფად ვჭყიტე თვალები,ხალათი შემოვიცვი და საძინებლიდან სანამ გავედი ყველა შესაძლო გასაღებიანი კანდიდატი განვიხილე,ვინც შეიძლებოდა დილის რვა საათზე ჩემს სახლში უნებართვოდ შემოსულიყო.
ნინა და ზურა-ბელგიაში
სანდრო-პახმელიაზე
შესაძლო ვარიანტებზე უფრო კარგად უნდა დავფიქრებულიყავი.
თვალები გამიფართოვდა, პუფში გიგი იჯდა და ტელეფონში რაღაც თამაშს თამაშობდა.
ამომხედა გაეღიმა,შემათვალიერა, ფეხზე წამოდგა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

-ყავას დამალევინებ?
-უკაცრავად? ჩახლეჩილი ხმით გააოცებულმა წამოვიძახე
-მეგონა კიდევ დიდ ხანს არ გაიღვიძებდი,რომ შემოგხედე გეძინა,ხო კარგი ყავას ჩემით გავიკეთებ.
ჩემსკენ მოდის ლოყაზე მკოცნის და სამზარეულოში გადის.
უკან ლას-ლასით მივზდევ და გამოფხიზლებას ვცდილობ.თმის ჩეჩვით ვუდგები წინ და ხმა მაღლა ვხვნეში,გაზზე ჩაიდანს დგამს და დაინტერესებული სახით მიყურებს.
-რა იყო კესუნა?
-გიგი აქ რას აკეთებ?
-ყავას. ისევ იღიმის და თავს გვერდით ხრის.
-სერიოზულად გეკითხები,რას აკეთებ ჩემს სახლში?
-მეც სერიოზულად გპასუხობ ყავას.
ნერვებ მოშლილი ვჯდები სკამზე და მის ქმედებას ვაკვირდები.ხმას არ მცემს,არც მე ველაპარაკები,ყავა გაიმზადა თუ არა ჩემს პირდაპირ ისევ უხმოდ ჩამოჯდა.ვეღარ გავუძელი მასთან სიჩუმეს
-გიგი მე და შენ ერთად აღარ ვართ და შენი ქცევა არ არის ნორმალური. ფეხზე ვდგები ნერვიულად და იქვე მდგარ კარადას მთელიტანით ვეკრობი.
-ჩემი ქცევა არასდროსაა ნორმალური და შენ ეგ იცი. ყავა მოსვა,აშკარად ცხელი იყო და ენა დაეწვა სახეზე ფერები გადაუვიდა.გამეცინა და ჩემი სიცილის ხმა რომ გაიგო თავი ვერც თვითონ შეიკავა და ბედნიერებისგან გაიღიმა.
-რატომ მოიქეცი ასე? ხელებს დაბლა ვუშვებ, ისევ სკამზე ვჯდები და თვალებზე მოწოლილ ცრემლებს აღარ ვიკავებ.
-არ გვინდა გთხოვ რა.
-იცი მაინც რა მჭირდა ?დაინტერესებულხარ მაიცნ როგორ ვიყავი?იცი რა დამემართა იმ დილით მარიშკამ რომ მითხრა საფრანგეთში წავიდაო?იცი ეს ხუთი თვე როგორ გადავიტანე?არა არაფერი არ იცი. წახვედი და ჩამოხვედი უკან ისე რომ აზრი არც წასვლისას მკითხე და არც ახლა მეკითხები,აქ რომ მოდიხარ.რა გინდა ჩემგან?
ჩემსკენ მოდის მაგრამ უკან ვხტები და მთელს ხმაზე ვუყვირი
-არ მომეკარო და საერთოდაც წადი აქედან .
სამზარეულოდან გამოვედი ,ხმა არ ამოუღია.ან რა უნდა ეთქვა?.უკან არ გამომყოლია,მე აივნის კარებთან დავდექი,ნაწვიმარ ქალაქს ვათვალიერებდი,არვიცი რას ველოდებოდი,კარების ხმა გავიგე თუ არა მაშინვე მივტრიალდი,წავიდა.
სიცილი დავიწყე,ისტერიკაში გადამეზარდა,დიდი ხანი ვიჯექი ძირს და ვღნაოდი, ტელეფონის ხმის გაგონებამ იძულებული გამხადა იატაკიდან წამოვმდგარიყავი და ვინც არ უნდა ყოფილიყო, მასთან დამშვიდებულს მელაპარაკა.
ნინა რეკავდა,არ შემეძლო მასთან თავის მოკატუნება,რაღაც ბავშური დამეტაკა,არადა მეგონა თავს გავაკონტროლებდი,მისი ხმის გაგონებისას კიდე უარესად ამიტყდა ტირილი.
-დედი რა გჭირს,რა ხდება კესო, დედაა.
ზუსტად ვიცოდი იმ წუთას სახე როგორ აელეწებოდა,მიკიოდა შეშინებული ტელეფონში თან ზურას უწიოდა იქ, დღესვე წავალთ თბილისშიო.
-გიგი ჩამოვიდა დეე. ჩავიბუტბუტე და ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ ამეხსნა მისთვის ჩემი ტირილის მიზეზი.
-აუუ,სულ გაგაგიჟა მაგ ბიჭმა,შენ კიდევ მე. შეიძლება ასე გაუხეთქო ადამიანს გული?რანაირი ხარ კესო რა, რა გატირებს
უცბად დაწყნარდა და სიცილნარევი ხმით დაიწყო ლაპარაკი
-მერე რაო გიგიკომ?
-რა გიგიკო დედა?მე გაგახსენო როგორ წავიდა?
-მახსოვს შენ თუ გახსოვს ეგაა საკითხავი.
იცინოდა ისევ,თან ცდილობდა არ გამეგო და ჩუმად უხსნიდა სიტუაციას მამაჩემს.
-რომ მახსოვს,მაგიტომ ვტირი ნინა.შენ კიდე იცინი,არ გესმის საერთოდ ჩემი.
-მესმის დედი მესმის,ნორმალურად დაელაპარაკე და სანამ ჩამოვალთ შერიგდით.
ხმის ამოღება აღარ მაცადა ჩამძახა
- კვირის ბოლოს ჩამოვდივართ, გკოცნიო და ეგრევე გამითიშა.
გაშტერებული ვიდექი მისაღებში და ვერაფერს ვაკეთებდი.ერთი საათი ფეხზე დგომით რომ დავიღალე სავარძელზე ჩამოვჯექი,მერე ჯდომითაც რომ დავიღალე უკვე შებინდებული იყო,ავდექი და სააბაზანოში შევედი და ცივი წყლის ქვეშ ხალათიანად დავდექი, წყალში გაუნძრევლად რამდენი ხანი ვიდექი არ მახსოვს,მაგრამ აზრზე გიგის ხმამ მომიყვანა.
-რას აკეთებ ამდენი ხანი?ჯერ რომ მოვედი და წყლის ხმა გავიგე მეთქი დავუცდი ბანაობს თქო და მერე რომ აღარ გამოხვედი გავსკდი ძახილით.ხოდა შემეშინდა რაა და შემოვიჭყიტე.
თავი ჰქონდა ჯერ მარტო აბაზანაში შემოყოფილი,თვალები დახუჭული ,ხმა რომ არ გავეცი სწრაფად გაახილა მაშინვე დახუჭვას აპირებდა ,მაგრამ ხალათში რომ შემნიშნა თვალები გაუფართოვდა.
-კესო კარგად ხარ? შემოვიდა შიგნით, ცალი ხელი თავზე შემოიდო და სახეში მიყურებდა,დაბნეული იყო არ იცოდე რა ექნა, მეორე ხელი მომკიდა ხელზე და ღრიალი დაიწყო.
- გოგო სულ გაიყინე რას აკეთებ?
აბაზანიდან სწრაფად გადმომიყვანა და პირსახოცი შემომახვია.
გულზე მიმიხუტა და საძინებელში გამიყვანა,მართლა არვიცი ან ლაპარაკის ძალა როდის დავკარგე ან სიარულის.
საწოლზე ჩამოჯდა სხეულიდან არ მოვუშორებივარ ზურგზე მისვამდა ხელს და ჩემს გათბობას ცდილობდა თან ბუტ-ბუტებდა.
-გაცივდები კესო.ცივ წყალში რატომ იდექი? არ ფიქრობდი მაინც?ნახე რა სულ გაფითრდი,გუშინ შენ არ იყავი ცუდად?
-რატომ წახვედი? თავი გვერძე გადავხარე და თვალებში ჩავაშტერდი.მე პასუხს ველოდებოდი ამან კიდევ რა დაიწყო
-კესო სველი ხალათი გაცვია ისევ, მე ვერ გაგხდი,ხო იცი,(მიცინის)თუ ცუდად ხარ და შენით არ შეგიძლია,მარიშკას დავურეკავ მოვა და ის დაგვეხმარება, რომ ჩაიცვავ ჩაის დაგალევინებ და არც გაცივდები.
სწრაფად ვშორდები,პირსახოცს ტანზე კარგად ვიმაგრებ და მასთან ყოფნით მოპოვებულ ენერგიას ერთი სიტყვის სათქმელად ვიყენებ.
-წადი
-არა გამოიცვალე,თბილად ჩაიცვი მერე ჩაი დალიე.რომ დავრწწმუნდები რომ კარგად ხარ წავალ.
-საერთოდ რისთვის მოხვედი?
-არვიცი.
საწოლიდან დგება და მე მიახლოვდება.
-კესო გთხოვ ჩაიცვი სწრაფად, ჩაი დავლიოთ და აგიხსნი ყველაფერს.
საძინებლიდან გადის და მტოვებს გაშეშებულს.მართლა გავცივდები.
სწრაფად გავიხადე ხალათი და თბილი ტანსაცმელი ჩავიცვი და გავედი.დაბალ მაგიდაზე ორი ჭიქა ჩაი იდგა,თვითონ ფანჯარასთან მიცდიდა.
-ცუდად ხომ არ ხარ?
თავი უარყოფის ნიშნად გავუქნიე და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი.
-დაიწყე გისმენ.
ხელები ჯიბეებში აქვს ისევ ჩაწყობილი და იატაკს მიშტერებია.
-სანამ წავიდოდი ერთი თვით ადრე მომივიდა ემაილი,საფრანგეთის გუნდის მთავარი
მწრთვნელი მწერდა,ერთგვარი მოწვევა იყო,ისე მოხდა რომ ამ მოწვევაზე სერიოზულად საერთოდ არ დავფიქრებულვარ,ამიტომ მისთვის პასუხი არ მიმიწერია და არც შენთვის მითქვამს.ჩემს მწრთვნელს ელაპარაკა თურმე და მას ურჩევია ჩემი თავი, იმ დღეს აი რომ ვიჩხუბეთ რაგბის ფედერაციის წარმომადგენელი შემხვდა და მირჩია რომ დავთანხმებოდი შემოთავაზებად,ვაპირებდი ამეხსნა და საერთოდ ზუსტად იმ დღეს მინდოდა გაგნგვეხილა ერთად ეგ ამბავი,მაგრამ ქალბატონმა ლეკამ დამასწრო ვიტოსწამოსცდა მაგასთან და ბიჭებთნ გხოდა ენა არ გააჩერა.შენ კიდევ ისეთი ამბავი გამიმართე რომ მეც მაგრად გავბრაზდი და თავი ვერ მოვთოკე.
ლაპარაკი რომ დაასრულა ჩემს წინ დაჯდა და დაელოდა რას ვეტყოდი.ჩაის სმა დავიწყე სიტყვა არ დამცდენია,ნერვები მოეშალა და განაგრძო.
-ტელეფონზე რომ გირეკავდი, მერე რომ გწერდი,რომ მოვედი და არც მაშინ არ დამელაპარაკე მაგრად გავმწარდი და არვიცი ბავშურად რატო მოვიქეცი ავდექი და წავედი.მერე მივხვდი დამნაშავე რომ ვიყავი,არ იმსახურებ შენ მსგავს ქცევას თან ჩემგან,სჯობდა ნორმალურად გველაპარაკა,ყველაფერი სისულელის გამო დაიწყო რაა.
ზურგით სავარძელზე გადაწვა და ღრმად ამოიხვნეშა.
-ამ ყველაფერის გააზრებას ხუთი თვე მოუნდი. ირონიულ სიცილს არ ვიშურებ, ახლა ფეხზე მე ვდგები და ფანჯრის რაფას ვეყუდები.
-არა უბრალოდ ვიფიქრე რომ ასე სჯობდა, თან ხუთ თვიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და სხვა ნაირად არ გამოდიოდა.
-ერთხელ მაინც დაგერეკა გიგი
-კესო ვთქვათ და დამერეკა ამეხსნა ყველაფერი,ვიცი გაიგებდი მაგრამ, როგორ უნდა ვყოფილიყავით მე იქ და შენ აქ? მოვახერხე გამეძლო იმიტომ რომ ვიცოდი შენ ჩემზე იყავი გაბრაზებული.
-ვიყავი არა, ვარ. ვუღრენ და ზურგს ვაქცევ.
- არასწორად მოვიქეცი.
-ვაა კაია რომ ხვდები.



№1  offline წევრი mariam m.k

Ici sauketeso istoria gansxvavebuli da grznobebit savse tbilica da cota intrigac momwons sheni personajebi sanam am istorias wavikitxavdi sxvebsac gadavavle tvali martla gandxvavebulli weris niwi gaqvs da ar gabanaliro da zanac nu dasevdianeb istorias sxvatashoris vitire saertod me iseti var raga am gardatexam unda gamoyos fexi nu tineijerebshi icis yvelaferze tirili xoda chemo kargo vitire me mgonia rom Gigis sxva mizezic qonda wasasvlelad nu es chemi variantia tore aba vanga Kia arvar ;) p.s xo da kidev cota gazarde ra tavebi! mixaria rom pirveli var?:) <3 <3

 


№2  offline წევრი ენჯი

mariam m.k
Ici sauketeso istoria gansxvavebuli da grznobebit savse tbilica da cota intrigac momwons sheni personajebi sanam am istorias wavikitxavdi sxvebsac gadavavle tvali martla gandxvavebulli weris niwi gaqvs da ar gabanaliro da zanac nu dasevdianeb istorias sxvatashoris vitire saertod me iseti var raga am gardatexam unda gamoyos fexi nu tineijerebshi icis yvelaferze tirili xoda chemo kargo vitire me mgonia rom Gigis sxva mizezic qonda wasasvlelad nu es chemi variantia tore aba vanga Kia arvar ;) p.s xo da kidev cota gazarde ra tavebi! mixaria rom pirveli var?:) <3 <3

შენ ხომ არ იცი ახლა როგორ გამახარე. მადლობა ძალიან დიდი ამ სიტყვებისთვის და იმისთვისაც რომ კითხულობ <3 გავზრდი გავზრდი გპირდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent