დაბრუნება (თავი10)
მე და ეკა ელენეს ვართობდით,დაღლილი უფრო მალე დავაძინეთ, ეკაც მას მიუწვა და ჩაეძინა,ფეხ აკრეფით გამოვედი აივანზე და ყავით ხელში საქანელაზე ჩამოვჯექი,ბიძაჩემის მანქანა შევნიშნე ეზოში,რამოდენიმე წამში გადმოვიდნენ ის და სანდრო ერთად. ცარიელი ჭიქა სამზარეულოში შევიტანე სანამ კარებზე დააკაკუნებდნენ მოვასწარი გარეცხვა და კარის გაღებაც,სხვა შემთხვევაში ბავშვს და ეკას გააღვიძებდნენ. -ჩემი კესოც აქ ყოფილა. ლეპტოპის ჩანთა შვილს შეაჩეჩა და გულში ჩამიკრა,საკუთარი შვილივით ვუყვარვარ და ვერც მე ვანსხვავებ მას მამისგან,ხანდახან გიორგისთან-ბიძაჩემთან უფრო დიდ დროს ვატარებ ვიდრე ზურასთან. გიორგის მე უფრო ვგავარ ვიდრე სანდრო,გარეგნულადაც და ხასიათებშიც,ზედ გამოჭრილი ბიძაჩემი ვარ,შესაფერის დროს შესაფერისი ხასიათით,გაწონასწორებული და მშვიდი,მასავით ქერა დატალღული თმა და ყავისფერი თვალები მაქვს .სანდრო პირიქით,ოდნავ მუქია, თან მუდამ მხიარული და ცანცარაა როგორც მამაჩემი.ერთხელ მახსოვს მე და სანდრომ მაგრად დავცხეთ, ორი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს,ისეთი გაბრაზებულები ვიყავით რომ ზურას შემოთავაზებას ზოპარკში წაყვანაზე არ დავთანხმდით.რაზე ვიჩხუბეთ? მე უფრო ვგავდი გიორგის თუ ის,დავხოცეთ ერთმანეთი,ბოლოს ხელით რომ შევეხე და თმები დავაპუტე,ფეხი წამომიდო და ისე დავეცი რომ წარბი გავიტეხე,ნინა ჩაერია და ორივე დაგვსაჯა,გამოგვიცხადა საერთოდაც არცერთი ჰგავხართ ჩემს მაზლსო და იმ დილით გამომცხვარი ეკლერებიც არ გვაჭამა,მწარედ მახსოვს ის ორი დღე,სახლში ვიჯექი მარტო და ვსლუკუნებდი,არც პატიებას ვაპირებდი და არც ბოდიშის მოხდას.ბოლოს მაინც გავტყდი და ტოიბოქსებით სავსე პარკით ხელში რომ დავინახე სანდრო შევურიგდი.)))) ბიძაჩემს საჭმელი გავუცხელე,ვეღლაბუცეთ მე და სანდრო, მისი წილიც ჩვენ შევჭამეთ,ვეჭორავეთ,მერე მასაც გაახსენდა გიგი -რას ერჩი იმ ბიჭს რომ არ ურიგდები? თმებზე მეფერებოდა და ისე მკითხა -ვერჩი და შენ ენას ამოგაგლიჯავ ერთხელაც იქნება. საჩვენებელი თითი დავუქნიე სანდროს და ბიძაჩემს ავეკარი. -მე მომწონს ეგ ბიჭი თან ძალიან . -მა შენ დაფიქრდი გიგიზე სანდრომ სიცილი დაიწყო და მანამ გავიდა ოთახიდან სანამ გიორგი ღრიალს დაიწყებდა. არმოიწყენ ამათან,სანდროსთან მეძინა, ადრე ვთხოვე გავეღვიძებინე,სახლში გავლა და ლექციისთვის მომზადება რომ მომესწრო.ბიძაჩემმა გამიყვანა დილით, შხაპი მივიღე თუ არა სახლიდან სველი თმით, კისრის ტეხვით გავვარდი,ეზოში გავდიოდი,თან თმებს ვიკრავდი გიგი რომ ამესვეტა,მანქანაზე აყუდებული იდგა ჩემი სადარბაზოს წინ.ამათვალიერა და ჩაეღიმა ჩემსკენ წამოვიდა,თმის სწორებას რომ მოვრჩი ჩამოვწიე ხელები და გავუღიმი მისალმების ნიშნავს -ლამაზი ხარ -გმადლობ, ბოდიში ლექცია მაქვს ახლა და გამატარე ... გაღიზიანდა,ზუსტად ვიცი როგორც,თვალები შუბლზე აუვიდა და მერე უცბად დამშვიდდა -კი ლექცია გაქვს და დაგაგვიანდება,თუ არ ჩაჯდები . გამიღიმა და მანქანის კარები გამოაღო არ დამლოდებია,თვუთონაც მოუარა და საჭესთან დაჯდა. ახლა ქაჯივით მართლა ვერ მოვიქცეოდი,ამოვიხვნეშე და მის გვერდით კომფორტულად მოვთავსდი. თვით კმაყოფილი იჯდა და მშვიდად მართავდა მანქანას. წითელზე რომ გავჩერდით გამომხედა ვეღარ მოისვენა -რომელზე ამთავრებ? -რაში გაინტერესებს შენ ეგ? -რომ გეკითხები ესეიგი მაინტერესებს. ეცინებოდა ჩემს ამ ძალით შეძენილ დამოკიდებულებაზე. -სამზე. სწრაფად მოვუჭერი და ტელეფონს ჩავაშტერდი. -კარგი გამოგივლი. -შენ სხვა საქმე არ გაქვს ? -არა ჯერ ჯერობით -კარგი მაგრამ მე არ მითხოვია გამოვლა და არაა საჭირო. გავუღიმე და უნივერსიტეტის ეზოსთან მანქანიდან გადავხტი. -მართალია შენ არ გითხოვია,მე მინდა დაიცადა სანამ უნივერსიტეტში არ შევედი და მერე წავიდა.ხუთი წუთის შესული ვიყავი ლექციაზე ძველი ტელეფონის ნომრიდან რომ მომწერა -შენები როდის ჩამოდიან? -რა გინდა გიგი? -უბრალოდ რაც გკითხე იმაზე პასუხი და მომწერე. -კვირის ბოლოს. -მადლობა,ადვილი ყოფილა ხო? -არ მცალია შენთვის ლექტორს ვუსმენ. -რომელს? ამ მომენტს ვერ გავუშვებდი ხელიდან ვიცოდი როგორც უნდა გამემწარებინა ხოდა მივწერე -სანდრო ბიბილურს. სემესტრის დასაწყისში შარშან ეჭვიანობის სცენა გამიმართა,მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს დაქალთან ერთად განვიხილავდი თუ რა სიმპატიურია სანდრო. ცოლ-შვილიანი სანდრო ბიბილური მართლა ძალიან სიმპაათიურია,დაახლოებით ოცდაცხრა წლისაა და სამართალზე გვიკითხავს ლექციებს,ესაა და ეს. რომ გაიგებდა ხოლმე მის ლექციაზე მივდიოდი ხასიათი უფუჭდებოდა და ჯუჯღუნს იწყებდა.გაგებული ჰქონდა მასზე რომ აუდიტორიიდან აგდებდა ხმაურიან სტუდენტებს,ხოდა ერთხელაც იცანცარა და მაღვიძარა დამიყენა პირველი საათისთივის ერთი წუთის ინტერვალებით სამი... ისე გაუხარდა რომ დავურეკე და ვუთხარი აუდიტორია დამატოვებინა სანდრომ თქო ჭკუაზე არ იყო.არ შემეძლო გიგისთან ჩხუბი,პირიქით მთელი დღე ვიცინოდი მის საქციელზე. გარეგნობაზე თუ ჩამოვარდებოდა საუბარი, კედლებზე გავიდოდა თუ არ ვეტყოდი რომ სანდროზე უფრო სიმპათიურია,მერე უზომოდ კმაყოფილი მოსმენილით ყველა სურვილს მისრულებდა.(ნუ სურვილებს ისედაც მისრულებდა სულ) -გამოდი რა გთხოვ -ხო არ გაგიჟდი. არვიცი რა დამემართა მაგრამ ბოდიშის მოხდით აუდიტორია მართლა დავტოვე და კალიდორში ფანჯარაზე დავჯექი,პატარა შეყვარებული გოგოსავით ველოდებოდი გიგის ახალ მესიჯს -მიყვარხარ.ჩამოდი აქ ვარ. არაფერზე დავფიქრებულვარ,იმ სიტყვის წაკითხვის და გააზრებისასვე ავდექი,კიბეები ჩავირბინე და ეზოში გავედი,მანქანაში იჯდა და მის ოცდათორმეტივე კბილს ვხედავდი ისე იღიმოდა.მივირბინე და სწრაფად ჩავჯექი. -უფრო გალამაზდი ამ ხუთ თვეში? -არვიცი -მე ვიცი -შენ ბევრი რამე იცი. თვალები აატრიალა და მანქანა დაქოქა. -სად მიგყავარ? საზურგეს ავეწეპე პასუხის მოლოდინში. -ცოტა გვიან მინდოდა წამეყვანე,აი საღამოს რა, მაგრამ ახლა იყოს. -და სად თქო ადამიანო. დამაიგნორა,მაგრამ დავიკიდე,რომ მივიდოდით ვნახავდი.ფეხები ავიკეცე და სავარძელში მოვეწყვე, წარბ აწეულმა დამხედა ფეხებზე,მერე მე ამომხედა და ისევ გზას გახედა -უფრო მოკლე კაბაც შეიძლებოდა. ირონიულად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -მეც ვიფიქრე ეგ. კაბა უფრო გამომწვევად გადავიწიე ფეხზე და სიცილი დავიწყე. გაეღიმა ჩემს ქმედებაზე და მანქანა გააჩერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.