შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. II ნაწილი. XIV დღე. შუადღე.


4-04-2018, 12:03
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 874

. . .
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო...“ როგორ ზუსტად აღწერა ჩვენმა უტკბესმა გოგლამ დედის წმინდა ბუნება... იმდენად ღრმა, უფსკერო სიტყვებია რომ ნორმალურად ვერც კი ვიგებთ მის მნიშვნელობას. წავიკითხავთ ამ ერთი შეხედვით, ფანტასტიკის ჟანრის წინადადებას და თვალწინ გვიდგება საჭმლის კეთებით გართული, მუდამ ხალისიანი დედა. დედის სალათისფერ კაბაზე ამოქარგული გვირილები, ყვავილების მინდორს გვახსენებს, სადაც ფეხშიშვლები დავრბოდით და არად დაგიდევდით ფეხის გულებში შერჭობილ ეკალს. იმ დროს გვახსენებს, როდესაც პაწაწუნა ლოგინში ვიღვიძებდით და ჩვენკენ დახრილ ქალს ზღაპრულ ფერიად აღვიქვამდით. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ფერიის კეფას ეცემოდა და ბრჭყვიალა შარავანდედი თვალებს გვიჭრელებდა. პუტკუნა ხელი იმ ბრჭყვიალა სამყაროსკენ მიგვქონდა და სანამ ციცქნა თითებით გამჭირვალე ბურთულებს დავიჭერდით, დედა ორივე ხელს გვიკოცნიდა. მხოლოდ იმ დროს, სრულად აღვიქვამდით დედის არსს, როდესაც ჯერ კიდევ არ შეგვეძლო ლაპარაკი და მუცლის ენაზე ვლუღლუღებდით... იმ ფერად დროს, გაცილებით ვაფასებდით, გაცილებით გვიყვარდა ერთ ქალში ჩაღვრილი მთელი გალაქტიკა. შემდეგ კი... დრო გადის, უსწრაფესად გადის და მოდის პერიოდი, როდესაც სასტიკ რეალობას ვეჯახებით, რომ ის სიყვარული, ის უკიდეგანო სიყვარული, რომელიც მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა, კარგა ხნის წინ დამსხვრეულა და სხვადასხვა ადამიანს მიუტაცებია ჩვენს გაშავებულ გულებში მიმოფანტული. ეს ყოველივე უთანასწორო ბრძოლას გავს, რადგან ვიცით რომ ბუნება ეშმაკზე სასტიკი და დაუნდობელია, და ვიცით რომ ჩვენ მაინც დავმარცხდებით. ალბათ ამიტომაც ვცდილობთ „ეს ასე უნდა იყოს“ მასალისგან გამოძერწილი ნიღბის მორგებას და შეგუებას. ეს უკანასკნელი სიტყვა, „შეგუება“ ხომ ყველაზე დიდი ტრაგი-კომედიაა, სამყაროს სიტყვებს შორის. იმდენად შავი სიტყვაა რომ მხოლოდ და მხოლოდ ვირთხებზე საუბრისას უნდა გამოვიყენოთ. როგორ შეიძლება სიყვარულის ნაკლებობას შეეგუო?! როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის სიკვდილს შეეგუო?! როგორ შეიძლება ინდეფერენტულ საზოგადოებას შეეგუო?! როგორ შეიძლება წმინდა ხატზე ჩამოკიდებულ ბაჯაღლეულობას შეეგუო, როდესაც ამავე ტაძრის კარებთან ვიღაც ინვალიდი ზის ეტლში, სახე დასთოვლია და შიმშილისგან კანკალებს... როგორ უნდა შეეგუო ამ ყველაფერს? მაგრამ, ჩვენ ხომ ინტელექტუალურ ცხოველთა ჯიშს მივეკუთვნებით, რომელიც ისევე ეგუება ამ ყოველივეს, როგორც დედაღორი, რომელმაც საკუთარი, სისხლიანი პირმშო შეახრამუნა და კიდევ დაუნაყრებელ, წვრილ თვალებს აყოლებს გოჭების გადარჩენით დაკავებულ პატრონს. ო... ეს საზარელი საუკუნეები წამებივით გადის და ზოგიერთი ჩვენგანი თევზის საჭერი ბადით ცდილობს ილუზიებად ქცეული სიყვარულის ჩონჩხის დატოვებას. იქნებ, არც არაფერ შუაშია, მაგრამ მახსოვს, „ჰარი პოტერს“ ვკითხულობდი და საკუთარ თავს ვატყუებდი, იმიტომ გადამეხსნა ვენები რომ ჰოგვორტსზე მეტად, ვოლდემორზე ლილის გამარჯვებამ ამაღელვა-მეთქი... არა, ეგ იდეა ჩემს ქვევრში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კეთილმა ხმამ ჩამძახა, რომელიც შარშანდელი თოვლივით გამქრალა და ახლაღა გამახსნდა მისი არსებობა. ჰმ, და მაინც, როგორ შეიძლება შეეგუო იმ შექცეულ ზურგებს, ერთ დროს საყვარელ ადამიანებს რომ ეკუთვნოდათ?! როგორ შეიძლება შეეგუო მეზობლის ჩალურჯებულ თვალებს, ქუჩაში ხელ გამოწვდილ ბავშვებს, ომში დაინვალიდებულ კაცებს... როგორ უნდა შეეგუო ქელეხს?! ღვინის დასალევად მოთრეულ კაცებს, მუცლის ამოსაყორად მოგორებულ ქალებს... და მეგონა რომ ნარკოტიკი გაალამაზებდა სამყაროს დამძაღებულ გარემოს, მაგრამ შევცდი. ბევრჯერ შევცდი, მანამდე შევცდი, სანამ ეს შეცდომა თავდავიწყებით არ შევიყვარე და ჟანგბადად ვაქციე.
მაპატიე დედა... ვიცი, ამ სირცხვილის შემდეგ იტყვი რომ უმჯობესი იქნებოდა მუცელში გაგწყალებოდი, უკეთესი იქნებოდა არასდროს დაგბადებოდი. შენ არ დაიმსახურე ნარკომანი შვილი, არ დაგიმსახურებია მძარცველი ქალიშვილი.
მაპატიე მამა. თუმცა, უკვე ვიცი რომ მაპატიებ... შენ ხომ ხევისბერის ღირსეული შთამომავალი ხარ, რომელიც გაუცნობიერებლადაა მიჩვეული იმას, რომ შვილს ხშირად ავიწყდება, ვისი გორისაა. მინდა იმით მაინც ამაყობდე რომ შენი რჩევით წაკითხულმა მერიმემ შედეგი გამოიღო და შეგიძლია ამაყად, თავაწეული შემოხვიდე სასამართლო პროცესზე და გახსოვდეს რომ მე ფორტუნატოს არ ვგავარ. შენ მატეო ფალკონე მაინც არ ხარ.
დღიურიდან ფრთხილად ამოვხიე ფურცელი, ოთხად გადავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. კიდევ რა შემეძლო დამეწერა, ბოდიში? და ეს ბოდიში რა თავში იხალოს მშობელმა. ბოდიში შეგიძლია მოუხადო ფიზიკის მასწავლებელს, მეხუთედ რომ დაუდებ სკამზე ჭიკარტებს, ან ავტობუსში რომელიმე მგზავრს, შემთხვევით რომ დააბიჯებ ფეხზე. მშობელს მხოლოდ სიყვარული და შვილის კარგი (დღეს ვერ მოვრჩები ამ „კარგის“ აღწერას და ახსნას) უნდა, რომელიც ჩემთან მოსატანიც არაა. ნეტავ, უნდა დამეწერა რომ აღარ გავკარებივარ ნარკოტიკს უკვე თვეებია? დედა, მამა, მე აღარ ვჩხერაობ, მაგრამ ახლა ჯგუფურმა ძარცვამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ჯანდაბა! ამასაც ნარკოტიკს დააბრალებენ. იფიქრებენ, ნარკოტიკის შესაძენად ჩაიდინა ამხელა დანაშაულიო. ისევ მაგას დააბრალონ, უკეთესია, იმას მაინც იფიქრებენ „ავადმყოფობამ“ დარია ხელიო, ვიდრე გააანალიზონ რომ სრულიად ფხიზელმა ყოფილი შეყვარებულის გამო ჩავიდინე ამხელა დანაშაული. მამა მაგას ვეღარ გადაიტანს, ასე რომ დაე, ნარკოტიკს დაბრალდეს ჩემი უმსგავსობანი...
- ლიზა, უკეთესი ხომ არ იქნება მე წავიდე? -მესამედ მკითხა დამწუხრებულმა ეკუნამ. თავი კატეგორიულად გავაქნიე და იარაღი გამოვართვი. ტლანქ ტარზე შეხებამ სახე მომიღუშა და სიცივე მთელ სხეულზე მომედო. რატომაა ასეთი არაკომფორტული და მძიმე, ფილმებში რა მარტივად ხმარობენ, უყურებ და გგონია რომ შენც პირველივე ჯერზე გაართმევ თავს. ბიჭებს ვანიშნე და კაბინეტიდან გამოვედით. არ ვაპირებთ ჩაბარებას. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის... მინდოდა მეთქვა, როდესაც კარებს გავაღებ და პოლიციელებს დამაძინებელი წამლის წვიმას მოვუვლენთ, თუ გადავრჩით, შვიდივე დავაწვებით თუშეთში, სადაც თამუნას მარტოსული მამიდა ცხოვრობს. მალევე, ეკუნას ახლობელი ყალბ პასპორტებს გაგვიკეთებს და მშვიდობით საქართველოვ! თუ რა თქმა უნდა, საზღვარი გადავლახეთ და იქიდან უფრო დამძიმებული მუხლებით არ აღმოვჩნდით გლდანში... თუ სადაცაა, წარმოდგენა არა მაქვს, სად არის ქალების ციხე. და იმედია ვერც ვერასოდეს გავიგებ. ნუკი? მაგ ჩერჩეტს მობილური ბარში დარჩენია. აქვე იქნება სადმე, ახლო-მახლო მაღაზიაში და როგორმე ვიპოვით. უკვე წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს. თუ სახე გაუცისკროვნდა და თქვა, ყოველთვის ვოცნებობდი მოგზაურობებზეო, ან ყოველთვის ვოცნებობდი ძებნილს სტატუსზეო, ალბათ წიწვას დავასწრებ და სულ ღერა-ღერა დავაპუტავ იმ მიწებებულ თმას. თითქმის გავლილი გვქონდა დარბაზის ნახევარი, როდესაც ანჯაფარიძის ნამღერი „არ დაიდარო, დედაო“ ჩამესმა და... ფიზიკურად ვიგრძენი იმ სიტყვების მნიშვნელობა. გავჩერდი, ეკუნა მაინც უკან მოგვყვებოდა. არადა, შეთანხმებისამებრ, მხოლოდ დათუნას, წიწვას და ჩემი სახე უნდა დაენახათ პოლიციელებს.
- შენი აზრით, წერილში ისიც უნდა დამეწერა რომ კაიფის დროს მათზეც ვფიქრობ ხოლმე? - ეკუნას სევდიანად ჩაეღიმა და შუბლზე მიწებებული თმა უკან გადაიყარა.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინიც კაიფობენ. თუ არცერთია ნარკომანი, მაშინ ვერ გაიგებენ.
- მეც მასე ვიფიქრე. - ვუთხარი და თავი ვეღარ შევიკავე. დავინახე, როგორ დაეცა იატაკზე ბინძური, ტკივილისგან გაშავებული ცრემლი და მეორე ხმა ჩამესმა, „უღირსი შვილის ჩაწვეთებულ ცრემლზე, ეკალ-ბარდი ამოდისო“ - ერთხელ, ძალიან მაგარი მოსაწევი მოვწიე, და გამახსენდა, სულ რამდენიმე თვის ვიქნებოდი... - კაკუნი ამჯერად უფრო გაძლიერდა - დედას ვეჭირე და სახლის ეზოში დამშრალ აუზს ვუყურებდით, მზე იყო, თბილოდა. რომ ავუღწერე, ძალიან გაუკვირდა, მითხრა რომ რამდენიმე თვე ვცხოვრობდით იმ სახლში და წესით, არ უნდა მხსომებოდა...
- ლიზა - ჩამჩურჩულა დათუნამ - თუ არ ვიჩქარეთ, კარებს შემოანგრევენ...
- ჩვენ ამას შევძლებთ! - მითხრა ეკუნამ და ხელზე მომიჭირა. ზურგი რომ შევაქციე, ისევ ის რბილი ხმა ამღერდა, „არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა“,
იარაღის ტარი ისე გაცხელდა, როგორც ნაკვერჩხალი და ცეცხლმა ძვლამდე ჩააღწია.
„დღეო გადიდდი, გადიდდი შვილი ეყრება დედასა!“
ის-ის იყო „გლაზოკისკენ“ გავიწიე რომ დათუნამ ხელი ჩამავლო და გადმომიჩურჩულა:
- ეგ არ გაბედო. ფილმებში მინახავს, „გლაზოკზე“ აქვთ ხოლმე იარაღი მიდებული და ფეხის ხმას რო იგებენ, ეგრევე ისვრიან. - მარჯვენა თვალზე მექანიკურად მოვისვი ხელი და გასაღები აკანკალებული თითებით გადავწიე.
„...არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე...“
წიწვას გადავხედე, რომელსაც უდრეკი მეომარივით ეჭირა იარაღი და თავი დავუქნიე. სახელურს მტკიცედ ვკიდებ ხელს, მძიმე კარს სწრაფად ვაღებ, უკან ვხტები და სანამ აზრზე მოვალ, სანამ დავიყვირებ რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, სასხლეტები უკვე გამოკრული აქვთ. მეხდაცემულივით ვდგავარ და არც კი ვიცი, უნდა გამეცინოს თუ ავტირდე.
- გააგორეთ? - ღრიალებს ლუსი და ისტერიკული სიცილი მიტყდება. დათუნა და წიწვა ისე მიყურებენ, როგორც შეშლილს. ალბათ, ფიქრობენ ჭკუიდან გადავიდაო. ზურგზე ეკუნას ხელს ვგრძნობს, რომელიც თავისკენ მაბრუნებს და მეკითხება.
- რა ხდება, ლიზა?
- ღმერთები დაგვცინიან. - ძლივს ამოვთქვავ და სიცილისგან ვიკეცები.
. . .
- რა ვუყოთ? - იკითხა ლუსიმ და სიგარეტი მომაწოდა.
- რა უნდა ვუყოთ, რომ გაეღვიძებათ, ბოდიშს მოვუხდით და ავუხსნით... - ვცადე ისევ არ გამცინებოდა და მზერა მოვარიდე.
- რას აუხსნი, ლიზა, მეკაიფები? - აღშფოთდა ლუსი - იცით რა, ბიჭებო, დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ნახატებისთვის, უბრალოდ ჩვენ სხვები გვეგონეთ და იძულებული გავხდით ჩაგვეცხრილეთ? ამის დედაც! ეს რა ქენით?
- ლუსი, შენ შემოგევლე, კარგს იზამ თუ ტვინს არ აგვხდი. - მშვიდად უთხრა ეკუნამ და ისეთი თვალებით გადახედა, სჯობდა დაეყვაირა. - უშენოდაც არ ვუჩივით თავის ტკივილს. გაჰყევი ლუკას, ხინკალი მოიტანეთ. სანამ ვივახშმებთ, ისინიც გაიღვიძებენ. მანამდე რამეს მოვიფიქრებთ.
- ყავას დალევთ? - იკითხა ბარს უხერხულად დაყრდნობილმა ნასტიამ, რომელიც თავს იდანაშაულებდა მომხდარის გამო.
- კი, ოღონდ მე გავაკეთებ და ძალიან გთხოვ, დაიკიდე. შენს ადგილზე, ყველა მაგას იფიქრებდა. - უპასუხა თამუნამ და ბარისკენ წავიდა. - ისე სწრაფად როგორ ესროლეთ რომ ყვირილიც კი ვერ მოასწრეს? - თამუნას სიტყვებზე ისევ სიცილი აგვიტყდა.
- აუ ჩემი, ეს რა იყო ტო, ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ, რა ფასონზე გაზმანული ძაღლები გამოუგზავნიათ იმ ჩემისებს-მეთქი... - თქვა ბედნიერებისგან გაცისკროვნებულმა არმენამ.
- ხომ არ იცით, ამას რა ჰქვია? - იკითხა ნუკიმ და ყველამ მისკენ გავიხედეთ. ლერის თავი კალთაშო ჩაედო და თმაზე ეფერებოდა.
- გამოერიდე , - უყვირა შეშფოთებულმა არმენამ - დროზე ადრე არ გაეღვიძოს მაგ უბედურს და გული არ გაუსკდეს შენს დანახვაზე.
- მხოლოდ თმაზე ვეფერები. - თავი იმართლა ნუკიმ - თან ცოდოა ხმელ იატაკზე, ჩემთან რბილად უდევს თავი...
- ადექი-მეთქი ქალო... ფუ ბლიად, რაცა ხარ, ადექი, დაანებე მაგ ბიჭს თავი...
- შეეშვი. გულს იხარებს. - უპასუხა ეკუნამ და კისერზე მოისვა ხელი. საშინლად დაღლილები ვიყავით. ეს ბიჭები, ერთს ნუკის კალთაში რომ ედო თავი, მეორე კი გვერდით ეწვა იატაკზე, ლუსის მხატვარი მეგობრები იყვნენ, რომლებსაც ნახატები უნდა მოეტანათ, ჩვენ კი დაგვავიწყდა. როგორც გამოღვიძებულებმა გვითხრეს, დაინახეს როგორ გამოვიდა ნუკი ბარიდან. იფიქრეს რომ კაბინეტში ვიყავით და ამიტომ არ გვესმოდა კაკუნი. ლუსის ურეკავდნენ, მაგრამ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. რა გასაკვირია რომ ძარცვის შემდეგ აღარც ტელეფონი გახსენებია და აღარც დაბარებული მეგობრები. გუაშებით შესრულებულ ნახატებს კედელზე რომ ვკიდებდი, მაშინღა დავფიქრდი, პანიკა ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. წარმოდგენაც კი მზარავს, რა მოხდებოდა დამაძინებელი საშუალების მაგივრად რკინის ტყვიები რომ ყოფილიყო მჭიდში... სიმართლე ისაა რომ არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდით...
- ადექი-მეთქი მერამდენედ გითხრა შენ?
- წიწვა, რა გინდა. დაანებე თავი, რას აშავებს? იატაკზე თავის დადებას, ნუკის კალთაში...
- ე, კაი რა ლიზ, მართლა რა პონტია? - არმენას აჰყვა დათუნაც და ნაწყენი ნუკიც წამოდგა.
- ეს სვანეთის კოშკია, არა? - თავი დავუქნიე და მის ძლიერ სხეულს მივეყუდე.
- ეს შივა, ეს დიონისე, ყაყაჩოების მინდორი, თანამედროვე ტანსაცმელში გამოწკეპილი ნოსტრადამუსი და მწვანე კუბდარი...
- მწვანე ცომს რამე დატვირთვა აქვს? - მკითხა ნუკიმ და მხრებში გამასწორა.
- აუ ნუკი, გთხოვ, კისერზე რაა? როგორც ამბობენ, სვანეთში სუნელად გამოიყენებოდა და კუბდარს ურევდნენ.
- ახლაც? - მკითხა ნუკიმ და პასუხის მოლოდინში მასაჟი შემიწყვიტა.
- სამწუხაროდ, აღარ.
- მ... ცუდია. მე კიდე, უკვე წარმოვიდგინე, როგორ მივემგზავრებით შივას გოგოები სვანეთში და მოსაწევიან კუბდარს მივირთმევთ. რა საყვარლობა იქნებოდა, არა?
- კი. ძალიან. - ვუპასუხე ღიმილით და სახეზე ალმური მომედო რომ წარმოვიდგინე, რას იზამდნენ სვანები, ნუკის დანახვაზე. ყველაფერი მესმის, მაგრამ ხანდახან ნერვები მეშლება. აი თუნდაც ახლა, როგორ ვერ უნდა მიხვდეს მაგდენს რომ სვანეთი კლუბი „გალერი“ არაა... ნუკი კი არა, შეიძლება ჩვენც ზედ მიგვაყოლონ ტრანსგენდერის მფარველობისთვის... არადა, რას აშავებს, უბრალოდ უნდა რომ სვანეთში ჩავიდეს და კუბდარი გასინჯოს.
ვივახშმეთ. თმა გადავუღებეთ არმენას, რომელსაც ეკუნას ახლობელმა გამოუარა და გაურკვეველი ვადით წაიყვანა ახმეტაში. კუთვნილი თანხაც მივეცით და დავემშვიდობეთ. ლუსის მეგობრებმა ღიმილით მოისმინეს ჩემი დაწერილი ზღაპარი ძებნილ მეგობარზე, რომელსაც პოლიცია ეძებს და რამდენიმე დღე ჩვენთან მოუწია დამალვა.
- რა ბოდიში, რას ამბობთ, ჩვენც ასე მოვიქცეოდით მეგობრის გამო. - ღიმილით გვითხრა ლერიმ და ანატოლს გადახედა. - მაგარი თავგადასავალი იყო, არა? უკვე ვგრძნობ რომ შივას კლუბში არ მოვიწყენთ...
ჰმ, ნამდვილად არ მოიწყენდნენ. განსაკუთრებით მაშინ, რომ ცოდნოდათ ფულით გატენილი ჩანთის ისტორია, კაბინეტში რომ იდო. მოპარული თანხა 76237 ლარს შეადგენდა. არმენამ 10000 გამოგვართვა, ჩემი წილიდანაც მოახმარეთ ბარსო. საყვარელი. იდიოტი კი არის, მაგრამ მაინც მოგვენატრება.
- ყველაზე ექსტრემალური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. - მითხრა ლუსიმ სანამ მანქანიდან გადავიდოდი. თავი დავუქნიე და სევდა შემომაწვა.
რა შემეშალა ლევანთან? როდის დავუშვი შეცდომა? რა გავაკეთე არასწორად... „სიყვარული აგვამაღლებს, სიყვარულის გადაგვარჩენს...“ მე თუ მკითხავ, სიყვარული მხოლოდ გვტანჯავს და გვანადგურებს. თავმოყვარეობას გვართმევს და კრიმინალებად გვაქცევს. სულიერად გატეხილ ფიტულად გვაგრძნობინებს თავს... საათობით დავყურებ მეტოქის სურათს და გაფაციცებით ვეძებ, რა აქვს ისეთი, რაც მე არ აღმომაჩნდა. რა აქვს ისეთი, რამაც საყვარელი მამაკაცის გული მომპარა. მივჩერებივარ იმ სხვა ქალის სურათს და ვხვდები რომ გარეგნობა არაფერ შუაშია. ჩემი სილამაზე მის ღარიბ გარეგნობას ჩრდილავს, მაგრამ მან ის მოახერხა, რაც მე ვერ შევძელი. მან თავი შეაყვარა, მე კი ვერ შევძელი. მან მოიგო, მე წავაგე. ტკივილის ტალღა ბოლო წვეთამდე მწურავს, რადგან ვიაზრებ რომ ჩემში ხელოვნურად გამოყვანილი ხილი დაინახეს... ჩამკბიჩეს და როგორცვე გემო გამისინჯეს, მაშინვე გვერდით მიმაგდეს...
წიგნების კედელს ვუახლოვდები, ჯავახიშვილის მოთხრობების კრებულს ვიღებ და ლოგინისკენ მივდივარ. წიგნს ვშლი, ვერცხლის ქაღალდში გახვეულ ფხვნილს ისეთი სიყვარულით ვეფერები, როგორც სატრფოს კრემაცირებულ ფერფლს. გულს რომ ვიჯერებ ყურებით, თავის ადგილზე ვაბრუნებ. ბალიშზე თავს ვდებ, წიგნს ისე ვიხუტებ მკერდზე, როგორც საყვარელი მამაკაცის ზურგს და ვიძინებ.
გამთენიისას, სიზმრებით გატანჯულს რომ გამეღვიძება, წიგნი იატაკზე მხვდება დაგდებული. შეძრწუნებული ვიყურები აქეთ-იქით. ინსულინის ნემსს ბალიშის ქვეშ ვეძებ, წიგნების თაროზე, ტანსაცმელის კარადაში, უჯრებში, ლოგინს ყირაზე ვაყენებ. ყველგან ვეძებ, მთელ ოთახში ვეძებ და როდესაც ვერსად ვპოულობ, ცოტა ვმშვიდდები. ჯერ კიდევ გული მიცემს და შიშისგან ოფლი მასხამს, მაგრამ იმდენს მაინც ვბედავ რომ წიგნს შევახო თითები. „კურდღელზე“ რომ გადავშლი და ხელუხლებელ, ვერცხლის ქაღალდში მიძინებულ ამფეტამინს დავინახავ, მაშინღა ვხვდები რომ სიზმარი მხოლოდ კოშმარი იყო და მუხლებზე ვეცემი. ბედნიერებისგან გადმომსკდარ ცრემლიან სახეს ბალიშში ვრგავ და უხმოდ ვტირი. კიდევ ერთხელ შევხედავ მას, რომელიც ჯვრისწერაზე ნაადრევად მისულ სასიძოს გავს და იგივე მოთხრობაში ვაბრუნებ. წიგნს თაროზე რომ მივუჩენ ადგილს, საჩქაროდ ვიმოსები რომ გარეთ გავიქცე და ვიღრიალო: მე ეს შევძელი! მე ეს შევძელი! მე ეს შევძელი! მე ეს შევძელი! მე ეს შევძელი! მე ეს შევძელი... და ამაში წიგნი დამეხმარა. ხევსურულ ხმლად ქცეული წიგნი. თავს იმ წმინდა ქალივით ვგრძნობ, რომელიც პირველად დააწვინეს მზეჭაბუკთან და მათ შორის ჩადებულმა მოვერცხლილმა ხმალმა შეუნარჩუნა ნამუსი. ბოლოს აღარც კი მახსოვს, როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი. მინდა ქუჩაში გავიდე და პირველივე შემხვედრს გადავეხვიო. მინდა სავაჭრო ცენტრში შევვარდე და მანამდე ვიყვირო მე თქვენ მიყვარხართ, სანამ შავი ჭირივით არ მოედება ხალხს და საპასუხოდაც იგივეს მივიღებ. ვითომ რა უჭირს ასე რომ მოვიქცე? მინდა მათხოვარს ვეცე და და ჭუჭყიანი სახე დავუკოცნო. მინდა რომ ყველამ გაიზიაროს ჩემი ბედნიერება. ვინც ახლა დაიბნა და ვერ ხვდება, რამ გააგიჟაო, ავუხსნი. მე და ამფეტამინს ერთ ჭერქვეშ გვეძინა და არ შევხებივარ. მე მასთან არაფერი მქონია. მე ეს შევძელი!!! გადავლახე ყველაზე რთული ეტაპი და მივაღწიე იმ საფეხურს, საიდანაც თამამად შემიძლია განვაცხადო რომ უკვე შემიძლია თავის კონტროლი. შემიძლია, მზეს შევეხო, დავიჭირო და სამყაროს ყველა ბნელი კუთხე გავანათო, გაცრეცილი ფერები გავაფერადო. და ვისაც ეს არ გამოუცდია, ვინც არ ყოფილა ნარკომანი, ის ვერასოდეს ჩაწვდება ჩემს ახლანდელ შეგრძნებებს. არ შემრცხვება თუ ვიტყვი რომ ახლიდან დაბადებას გავს. როდესაც აღარ გეშინია დაბნელების, აღარ გეშინია უძილო, მტანჯველი ღამეების, აღარ გეშინია ბოროტი სიზმრების და ბოლოს, აღარ გეშინია საკუთარ სხეულზე დანახული ვენების...
დილის ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. მზეს ავხედე და ვანიშნე, შეგიძლია დღეს შვებულებით დატკბე და დაისვენო, მე გამოვედი-მეთქი რომ ამ დროს მისი ხმაც მომესმა. ჰმ, რა დავაშავე ასეთი რომ ნახევარი საათიც არ დამაცადეს ბედნიერი ვყოფილიყავი. კარგი რა, შივა, ნამუსიც კარგი საქონელია. მე შენს საპტივსაცემოდ ბარი აგიგე, შენ კი... არა გრცხვენია?
- ლევან, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? - ვკითხე ხალისიანად და ცოცხლად გავწიე მანქანისკენ, სადაც ლევანი, ლადო, მათე და კიდევ ერთი უცნობი იჯდა. ო, როგორ მესმიამოვნა საშინლად მოკლე კაბა რომ მეცვა, ლევანის დაწუნებული კაბა რომ მეცვა და ჩემი გარუჯული ფეხები ავ თვალს აბრმავებდა. იმედი მქონდა, ლევანს სამუდამოდ დააბრმავებდა.
- „შენი აღარა ვარ, მორჩა...“ - წამიღიღინა ლევანმა და გამიღიმა. - შეეგუე ლიზა რომ შენი აღარ ვარ. დასამშვიდობებლად მოვედი. - მის ტონს სიცივე დაჰკრავდა. შემაჟრჟოლა, მაგრამ არც მე ჩამოვრჩი.
- ლევან, თუ გინდა, აღა მაჰმად ხანის ყოფილხარ. ზრდილობის გამო მოგიკითხე. უნდა გკითხო, სად მიემგზავრები?
- ლიზ, მაგრად მომენატრა შენი იუმორი. - მითხრა ლადომ სიცილით და გადამეხვია. მათეს შევატყე რომ „მეტი გზა არ მაქვს, უნდა გადაგკოცნოს“ გამო გადმოვიდა მანქანიდან და კიდევ უფრო ანტიპათიურად განვეწყე მის მიმართ.
- ამჯერადაც შეცდი ლიზა. - სევდიანად ჩაილაპარაკა იმ ტურამ და სახეში შემომაბოლა. - პრინციპში, შენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შეცდენილის ამპლუას ყველაზე კარგად შენ ირგებ. არსად არ მივემგზავრები, შენთან დასამშვიდობებლად მოვედი...
- აუ, არ თქვა ლევან! - შევძახე გადამეტებული ტრაგიზმით - ავთვისებიანიაო? რას გეუბნებიან, რამდენი თვე დაგრჩა? თუ უკვე დღეებზეა საუბარი... - ლადოს ხარხარი მალამოსავით მომედო გულზე. ის უცნობიც იცინოდა, მხოლოდ ლევანი და მათე მიყურებდნენ გაქვავებული სახით.
- ლამაზ სხეულში მახინჯი სულიაო, შენზე უთქვამთ წინაპრებს. წადი, ილოცე. იქნებ რამე გეშველოს.
- წინაპრებს ცოტა სხვანაირად უთქვამთ. ეგ დამახინჯებული ინტერპრეტაცია, უფრო შენს მოფიქრებულს გავს. და ლოცვას რაც შეეხება, არც შენ გაწყენდა, იურისტ კაცს. ამ ბოლო დროს ისე მომრავლდა კრიმინალი, ვერ გაიგებ, ვის როდის უერთიანებენ თავ-ყბას და ვის როდის აჭედებენ შუბლში ტყვიას.
- აუ, ჩემი... რა გამწარებული ხარ , რა იყო. გამოჩნდება ვინმე და შეუყვარდები, იმედს ნუ დაკარგავ. ახალგაზრდა გოგო ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. ხო იცი, ცხოვრება პრიხოდებითაა აღსავსე, არასოდეს იცი რა მოხდება. ოღონდ ჯერ ეგ ქამარი უნდა გაიხადო, შენ რო კაბა გგონია...
- კაი, ლევან. ნუ გაუტიე. მეზარება ამ დილაუთენია საჭირბოროტო საკითხების შენთან განხილვა. - შევაწყვეტინე უხეშად და ლადო გადავკოცნე, რაც იმას ნიშნავდა რომ მივდიოდი.
- კაროჩე, ხვალ დილით უნდა დავიწერო ჯვარი. - მომესმა მისი სიტყვები და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. - ამის სათქმელად მოვედი.
- მერე? ჩემი სახლი გავს ტაძარს, თუ მე ვგავარ ანაფორიან მღვდელს...
- ლიზა, შენ ეხლა უკვე ძაან დაუკრეფავში გადადიხარ და ნუ მესწერვები, თორე, ბო.იშვილი ვიყო, კბილებს ჩამოგიღებ. - დამემუქრა ის უტიფარი ზუთხი და მეც დავკარგე სისხლიანი ოფლით მოპოვებული სიმშვიდე.
- ე, რა გჭირს ბიჭო, გეხუმრება. - განეიტრალება სცადა ნირწამხდარმა ლადომ.
- მივუტევოთ. ეს ჩვეულებრივი წინა საქორწინო ღელვაა. კარგი, წარმატებები ხვალ, ბევრი არ დალიოთ. წავედი. - ლადომ ფაქიზად ჩამავლო ხელი და სევდიანი ღიმილით შემომხედა. „გთხოვ, ოღონდ ნუ მიყურებ მასეთი სევდიანი თვალებით, ისედაც თავზე დამემხო სამყარო...“
- კაი რა, ლიზ. რა გჭირს, იმიტომ მოვედით რომ გვინდა... - პაუზა ჩემებურად შევავსე.
- ქორწილში დამპატიჟოთ? თუ ბავშვი მოვუნათლო... - მგონი შემაგინა იმ დაკოჭლებულმა ნიანგმა. რაღაც მომესმა „უზნეო დედას“ მსგავსი. ვინატრე ვუდუს თოჯინა მჭეროდა ხელში, რომელსაც ლევანის სახე ექნებოდა და ნემსიც კი არ მინდოდა. ნელ-ნელა, ნება-ნება, აუჩქარებლად შევახრამუნებდი ალესილი კბილებით. მოდი, ჯერ ფეხუნიებით დავიწყოთ. ვნახოთ რა გემო აქვს მარჯვენა ფეხის თითებს... ა, გეღუტუნება? კარგი, მაშინ ცხვირი გადავსანსლოთ. რა იყო, რისი გეშინია, ვოლდემორს ორი წერტილი ჰქონდა ცხვირის მაგივრად და მაინც აზანზარებდა მაგლს თუ მაგს...
- ...მე მაგრად გამიტყდება, სადმე ერთად რო მოხვდეთ და თვალი აარიდოთ ერთმანეთს... - აგრძელებდა ლადო, მაგრამ ნახევარზე მეტი არ მესმოდა.
- გასაგებია, მაგრამ სად უნდა შევხვდეთ, მე აღარ ვკაიფობ. - ერთი ხმა მემუდარებოდა, მეორე კი დამჭყიოდა რომ ცოტაც მომეთმინა და მერე გემრიელად მეტირა.
- სადმე, წვეულებაზე...
- რომელ წვეულებაზე, მეღადავები?
- თუნდაც, სადმე კლუბში, ან ივენთზე...
- აუ, ლადო, დამცინი თუ რა ხდება, აღარ ვკაიფობ-მეთქი და კლუბში ან ივენთზე რა მინდა. მანდ მხოლოდ იმ დროს მივდიოდი, თუ გარეთ ვერაფერს ვაძრობდი.
- კაი, ბაზარი არაა, მაგრამ დღეს არ გაიჩითები ელზას დაბადების დღეზე? - ჯანდაბა, გუშინ მომწერა, დამპატიჟა და მე პასუხიც არ დამიბრუნებია. ან სად მეცალა პასუხის გასაცემად.
- აღარ ვკაიფობ და ელზას დაბადების დღეზე კერძების დასაგემოვნებლად მოვიდე? - ვცადე გამეღიმა. ვიცოდი რომ როგორცვე ზურგს შევაქცევდი, მაშინვე დავურეკავდი დათუნას და მოვთხოვდი ბევრი ლურჯი გაეჩითა. სხვანაირად ვერ გადავიტანდი სიკვდილით გაჟღენთილ ჰაერს, რომელიც ნელ-ნელა მხდიდა სულს.
- ე... კაი რა?! წამოდი, აუცილებელი ხო არაა ვიკაიფოთ რო კარგი დრო გავატაროთ. – „ზუსტადაც რომ აუცილებელია თქვენი დანახვის შემდეგ“. არადა, როგორი უძლეველი ვიყავი სულ რამდენიმე წუთის წინ...
- ხო, მართალი ხარ. მადლობა რომ შემახსენე ელზას იუბილე. მივულოცავ აუცილებლად და ლევანსაც მივესალმები, თუ სადმე გადავეყრები, რაც ცოტა მეეჭვება.
- ჯიგარი ხარ. - შვებით ამოისუნთქა და ისევ აბსურდული კითხვა დამისვა. - ანუ აღარ დაგემშვიდობო, გნახავთ ხო დღეს კიდე?
- მისმინე, ვაფასებ ასეთი საყვარელი რომ ხარ ჩემს მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მოვალ. მაგას მირჩევნია, კარგ ფილმს ვუყურო, ან რამე წავიკითხო. იქ რა უნდა ვაკეთო?
- მუსიკას მოუსმინე, იცეკვე, კოქტეილი დალიე. - რჩევა მომცა უცნობმა ძმაკაცმა და სიმწრით ჩამეცინა, არც ის მიცნობდა აშკარად.
- მჟავას უფრო დიდი სიამოვნებით დავლევდი, ვიდრე ალკოჰოლს.
- აუ ჩემი, რა როჟაა. - ჩაილაპარაკა სიცილით.
- კაი, ძაან გაგვიგრძელდა. - ხმა ამოიღო ლევანმა და სიგარეტს მოუკიდა - ხო მართლა, შენი რაღაც მაქვს, არ გინდა დაგიბრუნო? - ლევანს სიძულვილით გადავხედე და მივახალე.
- გულს მირევ, იმბეცილო!
- ტანშიც უნდა გამტვრევდეს წესით, გუშინდელის მერე. რა ქნა, გაგიხსნა?
- მე კი არ ვარ გამწარებული, შენ ხარ ცხოვრებისგან გაბოროტებული ვირთხა, რომელიც სხვების უბედურებით საზრდოობს...
- ე... კარგი, ეხლა. რა პონტია... - ნამუსზე შეგვაგდო ლადომ.
- ხო იცი, სადაც მახატია შენი აზრი. - მითხრა იმ დამპალმა ლეშმა და მანქანის უჯრა გამოაღო. - რა ქენი, გადაყლაპე თუ გაიჩხირე?
- სხვათაშორის, ჯერ კიდევ არ შევხებივარ, რადგან შემიძლია მაშინ მივიღო, როდესაც მომინდება და აღარ...
- ღადაობ? - მკითხა მან და გადაიხარხარა - კაი, სხვებს აბოლებ, გასაგებია, მარა შენ თავს როგორღა იტყუებ გოგო. როდემდე აპირებ ილუზიებში ცხოვრებას...
- მოკეტე! შენ არაფერი იცი, მე შემიძლია...
- იმიტომ არ გაიჩხირე რომ გეცოტავა. არ ვიცოდე მაინც, რა გაუმაძღარი ხარ. გამომართვი - მითხრა მან და იმდენი კაცის თანდასწრებით, ორი თითზე ჩამოკიდებული ბიუსჰალტერი გადმომაწოდა. ისე ეჭირა, თითქოს ტუალეტის სახეხი ჩვარი იყო და არ უნდოდა ხელი გასვროდა. სიძულვილმა ისე იფეთქა, როგორც გაზაფხულზე ატმის ყვავილებმა და მანქანას მივუახლოვდი.
- ხო არ უბერავ, რას აკეთებ? - აღმოხდა მათეს.
- ე, ლევან, მაგარი არასწორია შენი საქციელი, ძმაო... - უკნიდან მომესმა ლადოს ხმა. ხელი გავიწვდინე გამოსართმევად, მაგრამ მუჭში მოიქცია თოკები რომ არ წამერთვა და მითხრა.
- ერთი საწყალი ნარკომანი ხარ ლიზა. იმდენად ყავხარ კაიფს დამონებული რომ გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ხედავ. ვწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრა, სურვილების სიაში ფაქტის აღება განაახლე, რადგან არასოდეს აგიღია ბარიგის დადებული ფხვნილი სადარბაზოდან. იმდენად დებილი და დაბრმავებული ხარ რომ ვერც კი მიხვდი, სპექტაკლი რომ დაგიდგი. 13 რიცხვში 13 ვარდი, მოსაწევი მეცამეტე სართულზე და წინა დღის დადებული ამფეტამინი ძმაკაცის სადარბაზოს მეცამეტე სართულზე. მეცოდებოდი ლიზა, ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი დახმარება. შენი საშველი აღარაფერია, რადგან ერთი გახრწნილი ნარკომანი ხარ...
- სიმამრი როგორ გყავს? - აღმომხდა გადარეულს და ცრემლები მაჯებით მოვიწმინდე. მას ირონიულად ჩაეღიმა და თავი გააქნია დანანების ნიშნად.
- ეჰ, ლიზა, ლიზა... დაჟე, მასე გაბოროტდი რო ცუდი ამბები გახარებს? იმედია, არ უნდა მჭირდებოდეს იმის თქმა რომ თუ სალომეს გაეკარები...
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ მაინც დამირეკავ ან გუშინდელივით „გადამეყრები“. - ძლივს ამოვთქვი და მოვტრიალდი. ლადო მეძახდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ხელები დაუკითავად წავიდა კისრისკენ და დაბადების დღის ერთ-ერთი საჩუქარი, მოოქროვილი ლურჯი პეპელა მოვიხსენი. დავფიქრდი, როგორ მოვქცეულიყავი, თავს ზემოთ მესროლა რომ დაენახა, რაც გავაკეთე, თუ პირველივე შემხვედრი მათხოვრისთვის ჩამეგდო ხელის გულში. მივდიოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი გაოგნებულ გამვლელებს, გაოცებულ მზერას რომ მაყოლებდნენ. ვერაფერს ვამჩნევდი, გზასაც ვერ ვხედავდი, უბრალოდ შეუჩერებლად მივდიოდი, თითქოს ფეხდაფეხ დადევნებულ სიკვდილს გავურბოდი. არ მახსოვს როდის შემეხო, როდის ჩამიხუტა და გაქრა მთელი სამყარო. თბილისი უკუნეთმა ჩაყლაპა, ჩვენ კი ღრუბელზე მდგარნი, მაღლა და მაღლა მივექანებოდით. ის კოცნა, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ელფერი დაჰკრავდა, ნარკოტიკივით მოქმედებდა ჩემზე. ლევანის ტუჩებს... ამფეტამინის გადაჭარბებული დოზის გემო ჰქონდა და წუთი-წუთზე ველოდი, როდის შემომასკდებოდა გალურჯებული გული რომ მის მკლავებში დამელია სიყვარულით გავარვარებული სული. დღისით, მზისით... თბილისის ერთ-ერთ ტროტუარზე ვიდექით და აღვირახსნილი დემონებივით ვკოცნიდით ერთმანეთს. შემდეგ მან მომიშორა, ხელი ჩამკიდა და სკვერისკენ წავედით. და რადგან აღარ ვეკუთვნოდი საკუთარ თავს, რადგან სამუდამოდ ჩამკვდარიყო ჩემში ადამიანი, გაფაციცებით ვეძებდი ოდნავ მოფარებულ ადგილს, სადაც ტანსაცმელს გავიხდიდი.
- ლიზა, მისმინე. - მითხრა ლევანმა და მისი ძლიერი თითები, სამყაროში ყველაზე თბილი თითები შემომეჭდო სახეზე - გთხოვ, დაუჯერე ოჯახის წევრებს და დაწექი რეაბილიტაციურ ცენტრში. ეს ერთადერთი გზაა რომ გადარჩე. არ მინდა ასე უაზროდ დაიღუპო, უფრო მეტს იმსახურებ, დამიჯერე...
- არა, გეფიცები, მე უკვე კარგად ვარ. მართლა, ლევან, გთხოვ დამიჯერე...
- რანაირად ხარ კარგად, როცა გუშინაც მიიღე. - მითხრა მან სევდიანად და მთელი სხეულით ვიგრძენი, როგორ შეიყნოსა ჩემი თმის სურნელი.
- არა, არა, გეფიცები. მართლა არ გავკარებივარ. უბრალოდ... უბრალოდ მაქვს, თავისთვის არის... ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ...
- ლიზ...
- ...უბრალოდ წიგნში მიდევს და ხანდახან ვუყურებ, სხვა არაფერი, უბრალოდ... მე... - მან მტკივნეულად დახუჭა თვალები და როდესაც გაახილა, ენით აუღწერელი სევდა დავინახე. სევდიანი ტბები... იმ წამებში ლურჯი ფხვნილი მჭირდებოდა რომ თავით გადავშვებულიყავი ტბისებრ თვალებში და სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი.
- ტრაგედიაც ეგ არის, ლიზა... რომ შენ ისე გიყვარს ეგ... მაგის დედაც!!! ისე გიყვარს რომ ყურებითაც კი ორგაზმს განიცდი.
- არა, მე...
- ...იმიტომ არ გაიჩხირე რომ იცოდი, მხოლოდ ერთი გაკეთება იქნებოდა და გაგაგიჟებდა...
- არა...
- ...ცოტა იყო შენთვის, მაგის შემქმნელის დედაც! იმის გაფიქრება გაგაგიჟებდა რომ დილამდე ვერ იშოვიდი. გიცნობ ლიზა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გიცნობ...
- არა, არა, არა... შენ არ გესმის, მართლა შევიცვალე...
- არასოდეს შეიცვლები! - დამიყვირა და ისევ მტკივნეულად დახუჭა თვალები - ზედმეტად დიდი დრო მოგეცი შესაცვლელად, ბევრი შანსი მოგეცი, მაგრამ შენ ისევ ჩაიჭერი.
- ლევან, ცდები. საკმაოდ ბევრი იყო ფხვნილი, მე უბრალოდ...
- ლუსის ჩემმა კაცმა მიყიდა და ვიცი რამდენიც იყო, ლიზა. ისევ მატყუებ, ამის დედაც! ისევ მატყუებ!
- ლევან ეგ არაფერ შუაშია. გეფიცები, შევიცვალე... უკვე 4 თვე და 28 დღეა რაც არ მიმიღია...
- რატომ ითვლი დღეებს? - მკითხა მან და სახეზე აიფარა ხელები. ღმერთო, როგორ მინდოდა დაეჯერბინა რომ მართლა მზად ვიყავი, აღარასოდეს გავკარებოდი ნარკოტიკს, ოღონდ არ მოეყვანა ცოლი. როგორ მინდოდა, დაეჯერებინა რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა სამყაროში. რომ ჩემთვის ცალკე იყო ლევანი და ცალკე დედამიწა. - რატომ ითვლი დღეებს? - ისე დამიყვირა რომ სათითაოდ დავითვალე მის სახეზე და ყელზე დაბერილი ძარღვები, შემდეგ კი... ყელზე მარწუხებივით შემომეჭდო მისი თითები და ლევანის სახეც გაიდღაბნა. ვინატრე, ახლა მაინც მოვმკვდარიყავი. ჰმ, რამხელა ირონიაა ეს ცხოვრება... ყოველ ჯერზე გგონია რომ აღარასოდეს გეტკინება ისე, როგორც მაშინ. ვეღარავინ მოახერხებს სისხლიანი ცრემლებით გატიროს ისე, როგორც მაშინ, მაგრამ ყოველ ჯერზე ხვდები რომ შეცდი. რადგან ადამიანი თიხისგან გამოძერწილი ქმნილებაა. მასში წყალი და მიწა უფრო ჭარბობს, ვიდრე უხორცო სული. ჩვენ, მაგარი ტიპები ვართ, ჩვენ რეგენერაციის უნარი გვაქვს და ამიტომაც ვეგუებით ყოველ ჯერზე უფრო დიდ ტკივილს. მახსოვს, ჩემივე ყელიდან ამოსული ხრიალის ხმა და მისი სიძულვილით სავსე ტბები. - ყოველ ღამე, გატანჯულს რომ მეღვიძება, იმ შეგნებით ვიძინებ რომ დილით მაინც უეჭველი გნახავ და შუბლში დაგაჭედებ ტყვიას. ეს მშველის, ლიზა. შენი სიკვდილის წარმოდგენა, ჩემთვის თავისუფლად სუნთქვას ნიშნავს, გესმის? თავისუფლად სუნთქვას.
- მხოლოდ ამ ერთხელღა...
- არა, უკვე გითხარი, ხვალ ჯვარს ვიწერ და მინდოდა პირადად მეთქვა. ამ თვეების განმავლობაში, შენ ამფეტამინს უთვლიდი დღეებს, მე კი ყოველ დღე, წუთებს გითვლიდი რომ მეთქვა, აღარ მიყვარხარ... - საყვარელი მამაკაცის ტუჩებიდან მოწყვეტილი ეს ფრაზა, ცხოვრების დასასრულს ნიშნავს. მარადიულ მარტოობას, სამუდამო ნისლს, სუ.ციდზე ჯვრისწერას, ბნელეთის აღზევებას, სიყვარულის დასასრულს, სიკვდილთან სექსს, სამყაროს ნგრევას და სამოთხის კარზე დადებულ ბოქლომს, რომელიც შენთვის აღარასოდეს გაიღება. რადგან გასაღები თვითონვე იყავი და ვერ მოუფრთხილდი საკუთარ თავს. გასაღები შენი სული იყო, რომელიც ცოდვილმა ხორცმა გადაადნო და შეუძლებელია პირვანდელი სახს დაბრუნება. - ...იმის მიუხედავად რომ ხვალ ცოლი მომყავს, მაინც ვერ ვერევი თავს და სულ შენზე ვფიქრობ. თვალებს ვხუჭავ, თმაზე ვეხები და შენ გხედავ. ვკოცნი და შენს ტუჩებს ვხედავ, ამის დედაც! ყველგან შენ გხედავ. არც კი იცი, რას ვგრძნობ, როცა ვუყურებ, რა სიამოვნებით ისხამს ჩემს ნაჩუქარ სუნამოს და წარმოდგენა არ აქვს რომ ის სუნი სხვა ქალს მახსენებს. წარმოდგენა არ აქვს რომ ჩემი შერჩეული ჟასმინის ზეთიც კი სხვა ქალს მახსენებს, რომელიც სადარბაზოში შეშლილი მიყურებდა და ვერ მცნობდა. ლიზა, ნუ გგონია რომ მხოლოდ შენ იტანჯები. შენი პრობლემაც ზუსტად ეგაა რომ მხოლოდ საკუთარი თავი გგონია დაზარელებული და იმას ვეღარ ამჩნევ, გარშემომყოფებს რამხელა ტკივილს აყენებ. ამის დედაც, შენ მე კაიფი შემაძულე. როგორცვე ბოთლს ტუჩებს ვახებ, ეგრევე შენი საშინელი სიტყვები მახსენდება, პირველ და უკანასკნელ კოცნასთან დაკავშირებით და თავს ძლივს ვიკავებ, არ გავგგიჟდე. ჭკუიდან მშლის იმის გააზრება რომ ქალი რომელიც მიყვარს, კაიფს ჩემზე წინ აყენებს. მოკეტე!!! ვერასოდეს შევეგუები იმ ფაქტს რომ საყვარელი ქალისთვის მეორეხარისხოვანი ვარ. ხოდა აი ამიტომ, ვერასოდეს მოგიყვან ცოლად, ვერასოდეს წარგადგენ მშობლებთან, ვერასოდეს გვეყოლება შვილი, რადგან შენ სულით ხორცამდე, ჩამოყალიბებული, გამოუსწორებელი, დამპალი ნარკომანი ხარ. - მითხრა მან. შემდეგ ისევ ჩამეხუტა და მერე უკვე ეკუნას სადარბაზოსთან გამიჩერა მანქანა.
ნარკო მომხმარებლების საყურადღებოდ, არასოდეს ეცადოთ, დააჯეროთ ადამიანები თქვენს უდანაშაულობაში, ისინი მაინც არ დაგიჯერებენ. იმიტომ რომ იმდენჯერ მოატყუეთ, პატიების და ნდობის მარაგი ამოეწურათ, დაიღალნენ.
არ მახსოვს, გზაში რას მეუბნებოდა. არ მახსოვს, გზა როგორ გავიარეთ. არ მახსოვს, კიდევ რომ დავიმცირე თავი და მისი ძმაკაცების თანდასწრებით ავტირდი. არ მახსოვს რომ ვეხვეწებოდი ეპატიებინა და ვეფიცებოდი, აღარასოდეს გავეკარებოდი ნარკოტიკს. არა, არ მახსოვს. არ მახსოვს, რომ ვემუდარებოდი, ვევედრებოდი, არ მოეყვანა ცოლი და ყველაფერს შევუსრულებდი. ჩვენ... მე... ინტელექტუალურ ცხოველს იმის ნიჭი მაინც მიბოძა სასტიკმა ღმერთმა რომ მოგონებების ფირი წარმოსახვით აპარატში ჩავუშვა, გადავახვიო, მოვნიშნო და არა საჭირო ინფორმაცია წავშალო. ვცადე და... ჰმ, „ვერა, მაგრამ დაიკიდე“ დამიწერა მოწყენილ ღიმილაკთან ერთად.



№1  offline წევრი NniNna

აუუუ რა ცოტაა იყო(((((

 


№2  offline წევრი An_Gel

"ვერა, მაგრამ დაიკიდე" მოწყენილი ღიმილაკით :))))))))))))) უზარმაზარი ირონიაა.
მეჩვენება, თუ რაც უფრო ვუახლოვდებით ამბის გახსნას, მით უფრო აპატარავებ თავებს? :(( ინტერესი მოგვკვლავს ასე :დ
ლევანი ზოდიაქოთი შემთხვევით სასწორი ხომ არ არის? :) დამტანჯა მაგისმა აქეთ-იქით რხევამ! ხან უკანასკნელი ნაძირალაა და ხან თურმე ლიზაზე "გულიშესტკივა" მე მაინც მგონია, თავისი ოჯახიანად რომ გადაშენდეს, სამყაროს აამსუბუქებდა ცოტას :) ანუ რა გამოვიდა, საბოლოო ჯამში გამწარებული მაინც ლიზა დარჩა, არა? სამწუხაროა... ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი გოგო ამდენად უთავმოყვარეო აღმოჩნდა. მწყდება გული, მაგრამ უკვე აღარ მეცოდება. თუმცა იმედი მაქვს, მკვდარი არაა. ზედმეტად შევიყვარე ეს პერსონაჟი საიმისოდ, რომ მკვდარი იყოს.
შემდეგ თავში იმედია ვიხილავთ ცნობილ ელზას.^^ და იქნებ როგორმე ისიც გავიგოთ, ანი როგორ და რანაირად გადაიკვეთა ლიზასთან. გელი <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Gmertoo. Sulit xorcamde shezruli da agfrtovanebuli varr, rom mqondes saxsrebi cigns davbechdavdii. Dae yvelam caikitxos rom narkotiki klavss. Mtavari xom xorcieli gardacvaleba araa. Saocrad nichieri gogo xar, ise grmad chadixar adamianta gancdebshi gavgijdi. Am tavis dasacyisi xom shoki iyoo. Arvici sxva ragitxraaaa, moutmenlad velodebi momdevno tavss, iseti zedmicevnit icav literaturul kanonebss. Kvanzi ikvreba, imdenad nela rom kulminaciamde da kvanzis gaxsnamde, mgoni suls ganvutevebb. Vinaris liza, pacienti 13, pirveli shemtxvevaaa, rom chemi intuicia dumsss, gmadlobttttt

 


№4  offline წევრი moodchanger

ჩემი ფავორიტი თავია , და შენ ყველაზე კარგად მიხვდები რატომაც , მადლობა შენ ამისთვის <3 <3 kissing_heart kissing_heart
--------------------
mood

 


№5  offline წევრი Timea25

ლიზა...
შე შტერო ლიზა))))

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო, ბოლოს რა დამემართა. შემძრა ლევანის სიტყვებმა. ლიზა როგორ მეცოდება, ყველა ნარკომანი მეცოდება. ღმერთმა დასწყევლოს ეს ეშმაკის მიერ მოგონილი საწამლავი. ძალიან დავითრგუნე, ეს თავი ჩემთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. თითქოს ეხლა ჩავწვდი ბოლომდე ნარკოტიკის მთელ "სიდიადეს", ლიზას სახით თავმოყვარეობის მიწასთან გასწორება, და ადამიანური სახის დაკარგვა. როგორ არ მინდა ლიზამ წააგოს. ეს ხომ შესაძლებელია, ერთეულებში მაინც. ძალიან მინდა ლიზაც ის ერთეული იყოს.

 


№7  offline წევრი NniNna

სად ხარ გენაცვალე ეს დღეებიი..როდის დაგვიბრუნდებიი!???((//

 


№8  offline წევრი Timea25

ანა გელოდებით....

 


№9  offline წევრი ლურჯი ანა

ჩემო საყვარლებო <3 ძალიან მალე დაგიბრუნდებით <3 დიდი მადლობა ყველას <3

 


№10  offline წევრი Timea25

ძალიან მალე...
თუ არადა მოვაწყობთ აქციას ))))
გელით❤

 


№11  offline წევრი NniNna

დავიტანჯე..ყოველდღე ვამოწმებ????????

პ.ს.კითხვის ნიშნების ადგილას სმაილებია)))))

კვირაზე მეტია გელოდები((((

 


№12  offline წევრი moodchanger

ღმერთებო ‼️დაგვიბრუნეთ ანა ????????გელოდებით , სულმოუთქმენლად ❤️❤️
--------------------
mood

 


№13  offline წევრი ლურჯი ანა

ჰაჰაჰააა <3 მომიტევეთ ჩემო ტკბილებოო <3 მალე დავბრუნდები ახალი თავით <3 გკოცნით ბევრს, ძალიან მიყვარხართ <3

 


№14  offline წევრი NniNna

მოვკვდი ლოდინით ანაა://(((

 


№15  offline წევრი Timea25

ეეეჰ....
????????????

 


№16  offline წევრი NniNna

აუ ანაა..აღარ წეერ??(((

 


№17  offline წევრი ლურჯი ანა

ჩემო ტკბილებო <3 მალე დავბრუნდები <3 მიყვარხართ და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის <3

 


№18  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ანა ასე რატომ მოგვექეცი, რატომ დაიკარგე? როგორ მაკლიხარ ვერ წარმოიდგენ.

 


№19  offline წევრი აზზაზელო

ანა, აღარ გაგრძელდება?

 


№20  offline წევრი ლურჯი ანა

მალე დავბრუნდები <3

 


№21  offline მოდერი ბელუ შეროზია

არ აგრძელებ? sweat
ჯერ არც ერთი თავი არ მაქვს წაკითხული და თუ მეტყვი, რომ გააგრძელებ-დავიწყებ.
თუ არა, მაშინ ვერ წავიკითხავ თორემ ვერ გადავიტან, რომ მომეწონოს და გაგრძელება ვეღარ ვნახო fearful

 


№22  offline წევრი ლურჯი ანა

ჩემო ტკბილებო <3 დაგიბრუნდით ახალი თავით <3 დიდი მადლობა იმ წერილებისთვის... და დიდი მადლობა ასე რომ მელოდებოდით <3 ძალიან მიყვარხართ <3

 


№23  offline წევრი Tushma19

შემთხვევით დამეჰაჰავა:/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent