თმის სურნელი (სრულად)
ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო. რუსუდან ჩიჩუას თავისი ოროთახიანი ბინა ძალიან მოსწონდა. მერე რა, რომ მეოთხე სართულზე ფეხით უწევდა ასვლა, მაინც ხალისობდა. მოკლედ, ეს ბინა მისთვის საგანძური იყო, სანამ... რუსა გადაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან. უკვე დიდი ხანია ნორმალურად არ სძინებია. მთელი დღე სახიდან ღიმილი არ მოსცილებია და სახის ყველა კუნთი სტკიოდა. თვითმფრინავში კინაღამ ჩაეძინა. პიჟამა ჩაიცვა (კომფორტული განიერი შარვალი და ბრეტელებიანი მაისური), იმასაც კი არ დაუდევდა, რომ ძალიან ცხელოდა. ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს ეს მომენტი. საწოლში ჩაწვა და გამოფხიზლდა. ორგანიზმს ძილი სურდა, მაგრამ ვერ იძინებდა. ნახევარი საათი იწრიალა და ბოლოს ნაცად ხერხს მიმართა. დამამშვიდებელი სათვალე გაიკეთა და წიგნის კითხვას შეუდგა. წაიკითხა ერთი, ორი, სამი თავი, მაგრამ უფრო გამოფხიზლდა. წიგნმაც ისე ჩაითრია, რომ დაძინება აღარ სურდა. ეს მომენტი დაიმახსოვრეთ, რადგან აქედან დაიწყო ყველაფერი. მორიგი ფურცლის გადაშლისას საიდანღაც ხმა მოესმა. რომელიღაც მეზობელი ზედმეტად ხმამაღლა უსმენდა სიმღერებს. რუსა თავიდან ცდილობდა არაფერი შეემჩნია და გაეგრძელებინა კითხვა, მაგრამ მუღამი დაკარგა. წიგნის სამყაროდან ისევ რეალობაში დაბრუნდა. გამწარებულმა გადააგდო წიგნი საწოლის ბოლოში და სხარტად წამოიჭრა ფეხზე. -რომელი ჭკუათმყოფელი უსმენს ასეთ დროს სიმღერებს, თანაც ბოლო ხმაზე? - დაიყვირა, მაგრამ თავადაც ძლივს გაიგო ამ ხმაურში. გამწარებული გაიჭრა გარეთ. არც გამოუცვლია. ორი წამით გაჩერდა და მუსიკის ხმას გაჰყვა. მან ზემოთ სართულზე აიყვანა, ზუსტად მისი ბინის ზევით. კარს ბრახუნი დაუწყო და ხელიც იტკინა. ამ ხაურში მაინც არაფერი არ ისმოდა. ჰოდა, ასე უბრალოდ შეაღო ბინის კარი. როგორც ჩანს, ვიღაცას წვეულება გაემართა ღამის 4 საათზე. ნეტავ მეზობლებს როგორ ეძინათ? ან ამდენი ხალხი როგორ მოგროვნა 4 საათზე აქ? საერთოდაც ვინ იყო ეს ახალი მეზობელი, რომელსაც წვეულებების მოწყობა უყვარდა და გოგოს არ აძინებდა? ხალხის ბრბოში გასვლა სცადა. თან მუსიკის წყაროს ეძებდა. ბოლოს, მიაგნო და გულმა ბაგაბუგი დაუწყო, როცა გამთიშველ ღილაკს მიაწვა. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და გაიბადრა. ხალხი მას მიაჩერდა. -ვწუხვარ, წვეულება დამთავრდა, - დაიყვირა და დაელოდა ხალხის რეაქციას. ხალხმა დაშლა დაიწყო და თავადაც დაბრუნდა სახლში. საბედნიეროდ, მშვიდად ჩაეძინა და ზემოთა მეზობლისგანაც აღარ გაუგია რამე. თითქოს ყველაფერიც კი გადაავიწყდა. თუმცა მისი ბედნიერება მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. დასაძინებლად 10-ზე წავიდა, რადგანაც ადრე უნდა ამდგარიყო. სურდა მშვიდად გამოეძინა, რომ ნერვებმოშლილი არ ყოფილიყო. თუმცა ვინ აცადა? მალევე გამოაღვიძა მუსიკების ხმამ. საათს შეხედა, მხოლოდ 12 იყო. -ახლა შემომაკვდება, - კბილებში გამოსცრა და გამწარებული წამოვარდა საწოლიდან. ისევ მიადგა იმავე კარს და იმავე ჟესტით გაყარა ხალხი. თუმცა ამჯერად დაელოდა როდის გამოჩნდებოდა ბინის პატრონი. სახლი დაცარიელდა და მხოლოდ დივანზეღა დაინახა 26-ოდე წლის ბიჭი. -ეს ბინა თქვენია? - მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი. -კი, - გაიცინა ბიჭმა. -ჰოდა უნდა იცოდე, რომ კორპუსში წვეულების მოწყობა დაუშვებელია, ამისთვის უამრავი კლუბი არსებობს. -დაუშვებელია? არ მგონია მასეთი კანონი არსებობდეს. -ხო, მაგრამ მყუდროების დარღვევა ისჯება კანონით. -ნამდვილად, გაფრთხილებას მომცემენ და მეც შეშინებული ამას მეორედ აღარ ვიზამ, - ისევ გაიცინა. -ნუ მემასხარავები. შენ გამო ნორმალურად ვერ დამიძინა, ხვალ სამსახურში უნდა ვიყო და არც კი მაძინებ. ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. -და რა დარწმუნებული ხარ, რომ შენი ეს საუბარი აზრს შემაცვლევინებს? რუსუდანი გატრიალდა და პასუხგაუცემლად გავიდა. ნეტავ რა შესცოდა ამისთანა? ბიჭმა მთელი კვირა არ მოასვენა. კვირის ბოლოს წყალიც კი ჩამოუშვა. -საკმარისია, - უკვე მის კართან იდგა და ხალათს იცვამდა. კარი წელზემოთ შიშველმა ბიჭმა გაუღო. რუსა ორი წუთით გამოშტერდა და ბოლოს გონს მოეგო. -როგორ ბედავ, - დაიწყო ყვირილი, - რაც გადმოხვედი, არ მაძინებ, ახლა კიდევ წყალიც ჩამომიშვი. შენი აზრით რას აკეთებ? მალე ალბათ სამსახურშიც მომიშლი ნერვებს და დღეს ჩამიშხამებ. -რა ხდება? - უცოდველი სახით გამოხედა ბიჭმა და მის თეძოებს დააკვირდა. -წყალი დაკეტე, უკვე დავიტბორე და თავი ვენეციაში მგონია. -მაგას რა ჯობია, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ოცნებობდი მის ნახვაზე და უნდა გიხაროდეს, რომ სურვილი აგიხდინე, - გაეკრიჭა ბიჭი. -გამატარე, - ხელით გვერდით გასწია და დაბნეულმა დაიწყო სააბაზანოს ძებნა. -იქითაა, - ხელით ანიშნა ბიჭმა. -მადლობა, - ზედაც არ შეუხედავს ისე უთხრა და სააბაზანოში შეაბიჯა. ჯაკუზი მთლიანად სავსე დახვდა. წყალი კი საკმაოდ დიდი რაოდენობით იღვრებოდა. -შენს რემონტს თუ არ ნაღვლობ, ჩემი მაინც დაინდე. რუსუდან ჩიჩუას არასდროს არ გასჭირვებია რამე... ამ დღემდე. მისთვის ონკანის დაკეტვა ყველაზე რთული საქმე აღმოჩნდა. გადაიწია, რომ ონკანი დაეტრიალებინდა, მაგრამ ფეხი აუსრილადა სველ იატაკზე და პირდაპირ სავსე ჯაკუზიში ჩავარდა. გაიგონა ბიჭმა როგორ ატეხა ხარხარი. -შე ტარაკანა, შე ქვეწარმავალო, შე უდაბნოს გველო, - დაიწყო კივილი და ამოსვლა სცადა. სამწუხაროდ, ზედმეტად ბევრი რაღაც ეცვა და მოძრაობა გაუჭირდა. მოუწია ხალათი გაეხადა და მხოლოდ საღამოს შორტისა და ბრეტელიანი მაისურისამარა დარჩენილიყო გამჭვირვალე წყალში. -იქნებ მომეხმარო ამოსვლაში? - დიდი ხნის წვალების შემდეგ იკითხა. -ახლავე, ახლავე, ხელი მომეცი. ბიჭი რუსუდანს მიეშველა და წყლიდან ამოიყვანა. იატაკზე გოგონას ტანსაცმლიდან ნაკადულივით მოექანებოდა წყალი. -დამავალებ, თუ წყალს ჩაკეტავ, - შუღრინა გოგომ. - და ხალათსაც მომაწვდი. ბიჭი უპრობლემოდ დაემორჩილა. გალუმპული რუსუდანი კი ძლივს გასასლასდა სააბაზანოდან. -რა გქვია? - ჰკითხა ბიჭმა. -რა მნიშვნელობა აქვს? -მეზობლები ვართ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - მე საბა ვარ. -რუსუდანი. -აჰ, ანუ რუსა. -მასე არავინ მეძახის. -ჰოდა მე დაგიძახებ, - გაეკრიჭა და კარისკენ გაუძღვა. -ხვალ ადრე უნდა ავდგე. არც კი გაბედო და სიმღერები არ ჩართო. -გასაგებია. საბას ამაზე კარგი მიზეზი არასდროს ჰქონია, რომ წვეულება მოეწყო. ეს გოგო ზედმეტად მბრძანებლობდა და უნდა ეჩვენებინა ვინ იყო უფროსი. -ისე კაი ტანზე იყო, - ჩაილაპარაკა და გონებაში გალუმპული რუსა ამოუტივტივდა, რომელსაც ტანსაცმელი ტანზე მიჰკრობოდა. რუსუდანს ისედაც არ ჰქონია ადვილი საღამო. სველმა ტანსაცმელმა მგონი გააცია. საწოლში იწვა და წრიალებდა. ამას თავხედი საბას წვეულებაც დაერთო და დილამდე ვეღარ მოხუჭა თვალი. მაღვიძარამ რომ დარეკა, რუსუდანს ეგონა, რომ ორი წუთის ჩაძინებული იყო. თავი უსკდებოდა და ხვდებოდა, რომ მალე გაცივდებოდა. სასწრაფოდ წამოდგა და ჩაი მოიმზადა. სარკეში რომ ჩაიხედა, მხოლოდ ჩაშავებული თვალები დაინახა. -კარგი, რუსუდან, პანდასავით ვერ წახვალ სამსახურში. მაშინვე გისვრიან. მცირედი მაკიაჟი გაიკეთა, რომ გაღვიძებულს დამსგავსებოდა და ცხელი ჩაი ორ ყლუპში დალია. პირი აეწვა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. სასწრაფოდ აიღო უნიფორმა და ტაქსი გამოიძახა. სამსახურში მისვლისთანავე შევარდა გასახდელში და ფორმა ჩაიცვა. იქ სალომე შეხვდა. -რა გჭირს გოგო, წუხელ არ გიძინია? - ჰკითხა სალომემ. -ვაიმეე, ვერ წარმოიდგენ რა მოხდა... - მოკლედ მოუყვა ამბავი. -საცოდავო, წამო, ჩაი დაგალევინო. რომელ რეისზე ხარ? -სტამბული-რომზე. შენ? -მეც. ანუ ერთად ვიქნებით. ჰოდა მე მოგივლი გზაში. -საუკეთესო ხარ, - რუსამ სალომეს გაუღიმა და თვითმფრინავისკენ გაჰყვა. სანამ ხალხი ჯერ კიდევ ადგილებს ავსებდა, რუსამ ჩამოიარა და ყველას ჰკითხა რამე თუ სურდათ. მხოლოდ ერთმა ხნიერმა ქალბატონმა მოითხოვა ჭიქით წყალი. -აბა, რა სიტუაციაა? - ჰკითხა სალომემ. -არაფერი განსაკუთრებული. მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი უნდა ერთ ქალს. -გინდა მივუტანო? -აი ის ქალია, - ფარდის მიღმა დაანახა. -მოიცა რომელი? - სიცილით ჰკითხა სალომემ. -ხომ კარგად ხარ? რა გაცინებს? -ვიღაც ბიჭი მოგშტერებია და იმას ვუყურებდი. -ვინ ბიჭი? - დაინტერესდა რუსაც. - დამანახე რაა. სალომემ თითი გაიშვირა და რუსასაც ღიმილი სახეზე მიეყინა. -გახსოვს მეზობელზე რომ გიყვაბოდი? - რაც შეიძლება მშვიდად და მინიმალური რაოდენობის კუნთის მოძრაობით უთხრა რუსამ. -კიი, ისაა? - სიცილი დაიწყო სალომემ. - წადი, მიესალმე. -როდის მოასწარი რამისთვის თავის მირტყმა? რუსა მედიდურად შევიდა თვითმფრინავის მთავარ ნაწილში. „-ოჰ, კარგი ფულიც ჰქონია პირველი კლასით რომ მგზავრობს.“ - გაიფიქრა და სულ მალე რაღაც იდეა მოუვიდა. გაახსენდა როგორ დატანჯა გუშინ მან. იმის მაგივრად, რომ წყალი იმ ქალისთვის მიეტანა, ვითომ ფეხი გადაუბრუნდა და მთლიანი ჭიქა დააცალა საბას. -დიდი ბოდიში, - უმანკო ადამიანივით მოუბოდიშა და თითქოს მერეღა იცნოო. - უი, შენ ხარ? არ ვიცოდი, თორემ მთელ ცისტერნას გადაგასხამდი. -წუხანდელის გამო ისევ ბრაზობ? ხალხმა მათ შეხედა. ამ შტერებს რა ეგონათ, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ? რუსას მოუნდა ყველა ამოეხოცა საბას თამადობით. -იმას გულისხმობ წყალი რომ ჩამომიშვი? თუ ის, ჯაკუზიში რომ ჩავვარდი შენ გამო და ახლა გაციებული ვარ? თუ იმას, რომ არ დამაძინე და ახლა გამოუძინებელი მოვედი სამსახურში? -არ ვიცოდი სტიუარდესა თუ იყავი. ეგ ფორმა გიხდება. -დედა, როგორ მესიამოვნა ეგ კომპლიმენტი. ყველაფერს გპატიობ და ახლავე შენთან გადმოვდივარ საცხოვრებლად, - შეუღრინა და უკან დაბრუნდა, რომ წყალი მართლა მიეტანა იმ მოხუცებულისთვის. -სტიუარდესა, მე მჭირდება რაღაც, - დაუძახა უკანა გზაზე მიმავალ რუსას საბამ. -რა ხდება? -მშრალი ტანსაცმელი მინდა. როგორღაც მოახრეხე და ტანსაცმელი დამისველე. -სამწუხაროდ არ გვაქვს. -იმ კაცს რომ მიუტანე? -ის კაცი მე არაფერს მიშავებს. -კარგი, როგორც გინდა. იცოდე, თავად გამაკეთებინე ასე. მაისური გადაიძრო და რუსას მიაჩეჩა. -ასე უნდა იჯდე? - ძლივს მოეგო გონს გოგო. -რატომაც არა, - გაიღიმა ბიჭმა და რუსას თვალი ჩაუკრა. -ეეე, არ ვიცოდი გოგოებიც თუ აშტერდებოდნენ ბიჭებს მკერდზე, - სიცილი დაიწყო სალომემ, როცა რუსა დაბრუნდა. -რა მკერდზე, გაკლია ხო? -ოჰ, ოჰ, როგორ უჟუჟუნებდი თვალებს იმ ბიჭს. აბა, რამდენი ბინძური რაღაც წარმოიდგინე? -არაა, მართლა მიარტყამდი შენ რაღაცას თავს. -ბიჭი ნახევრადშიშველი დატოვე? სულ გადაირიე? შეხედე რამდენი გოგო მიშტერებია, მერე ყველა ლება. -სალომე, საიდან მოიტანე, რომ ეგ ვირგლა მომწონს? -მე ეგ არც კი მიფიქრია, - გაიცინა. - მაგრამ შენ რატომ აგეწვა გვერდები? შენით გამოტყდი. -ოოო, შემეშვი რაა, ძალიან დაღლილი ვარ. დამსვი მაგ სკამზე. -დაჯდომა თუ გინდა, წადი და იმ საბას ჩაუჯექი კალთაში. -მეტის ღირსი ხარ რუსუდან, რომ უყვებოდი, ვის უყვებოდი? არ იცოდი რა მოხდებოდა? - თავის თავს დაუყო ლაპარაკი და მაინც ააგდო სალომე სკამიდან. მალე მიწაზე დაეშვებოდნენ. რუსამ ჩამოიარა, რომ დარწმუნებულიყო ყველას ეკეთა თუ არა ღვედი. -ღვედიი შეიკარი, ვეშვებით, - მშვიდად უთრა საბას. -რა საჭიროა? -აუცილებელია. იცოდე თავად შეგიკრავ და თუ საჭირო გახდება, სკამზე მიგაბამ, სანამ არ ჩავალთ. -მოიცა, შენ რა ჩემზე ღელავ? -ვღელავ არა კვახი, ეს ჩემი მოვალეობაა და დაზღვევის მიზნით ყველას უნდა ეკეთოს ღვედი. ტყუილად კი არ გამოუგონებიათ. -მაინც ვერ დამითანხმე. რუსას სხვა გზა აღარ ჰქონდა. თავად შეუკრა ღვედი საბას. იმ მომენტში მისკენ იყო გადახრილი. სარჭი მოეშვა და საბას სახესთან ჩამოეშალა. რუსა კი მისი დაკუნთული სხეულის ცქერით გაითიშა, როცა შემთხვევით ხელი შეახო გამაგრებულ პრესზე. საბაც გაბრუებული იჯდა და ცდიობდა გოგონას თმიდან მომავალი სურნელი როგორმე ორგანიზმში მოეხვედრებინა. -ესეც ასე, - ძლივს გაიმართა რუსა და თმა ხელახლა აიწია. - ახლა უკვე აღარ გემუქრება საფრთხე. -გასაგებია... ორივე უხერხულად იყო. თითქოს რაღაცის თქმა სურდათ, მაგრამ არ შეეძლოთ. ბოლოს რუსა ისევ სალომესთან დაბრუნდა. -რა იყო ეს? - დაიწყო ფხუკუნი. -ღვედს არ იკრავდა და შევუკარი. რა უნდა ყოფილიყო? -ლამის ერთმანეთს მიახტით. ორივენი როგორ დაიძაბეეთ. რა საყვარელი წყვილი იქნებით. -დაგავიწყდა, რომ ის მეზობელია, რომელზეც გიამბე? -მაგას რა ჯობია, მეზობელია და შორს სირბილი აღარ მოგიწევთ. -ვაიმეე, თუ აქამდე არ მიგირტყამს არაფრისთვის თავი, მოგეხმარები და მე მიგატყმევინებ. -შენზეა ნათქვამი ვირო მადლიო. მე ისევ შენზე ვზრუნავ თორე... ტაქსის ფულიც დაგეზოგება, ენერგიას კიდე სხვა რაღაცაში დახარჯავთ, - თვალი ჩაუკრა. -სალომე, არ მინდა რამე ცუდი გითხრა და ნუ ცდილობ გამომიწვიო. თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. რუსა შემდეგი რეისით საქართველოსკენ წამოვიდა, სალომე კი სულ სხვა რეისზე იყო. მთელი გზა უხასიათოდ იჯდა. ძალიან უნდოდა ძილი და კინაღამ ერთ-ერთ მგზავრს წაართვა კისრის ბალიში. -დაისვენე, მე შეგცვლი, - შესთავაზა ანამ. -მადლობა, - გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა. სწორედ ამ დროს სალომე საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიოდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ერთი აუტანელი მგზავრი შეუჩნდა. პატარა ბავშვი არ ასვენებდა, ხან რას უკეთებდა და ხან რას. სცადა დედამისისთვის ეთქვა რამე, მაგრამ ეძინა და ვერ გააღვიძა. აი, ახლა პირდაპირ ცარიელი ბოთლი გაარტყა შიშველ ფეხზე. გასაკვირია ამ პლასტმასის ბოთლმა ასე როგორ ატკინა ფეხი. -საყვარელო, გთხოვ, გაჩერდი, - შეემუდარა სალომე და ბიჭს გაუღიმა. -აუუუ, დედიკოს ვეტყვი, რომ ცუდად მექცევი. ნუ, სალომესთვის ეს მგზავრობა ნამდვილი კატასტროფა იყო. როგორც იქნა ჩააღწიეს დანიშნულების ადგილამდე და მგზავრებიც ნელ-ნელა ჩავიდნენ. ჩასვლამდე სალომემ ის ბავშვი და დედამისი შეაჩერა. -უკაცრავად, ქალბატონო, არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვათ, მაგრამ თავადაც კარგად ხედავდით რას აკეთებდა თქვენი შვილი. მისი ფეხსაცმლის კვალი უნიფორმაზეც კი მემჩნევა. ახლაც კი, ცდილობს ფორმა დამიხიოს. არ შეგიძლიათ მიხედოთ და გააჩეროთ? -იცი რას გეტყვი გოგონი... - თვალები დაუბრიალა ქალმა. - მე უკეთ ვიცი რა არის ჩემი პატარასთვის უკეთესი. ნუ მასწავლი სისულელეებს. ასეთი აღზრდის წესი მაქვს, თავისუფლებას ვაჩვევ. შენგან შენიშვნას მაშინ მივიღებ, როცა შვილი გეყოლება და თავად მოგიწევს გადაწყვეტილებების მიღება. -და ეს რა საქციელია? - გაოცდა სალომე. -ბავშვია, მეტს რას მოელი? ასეთი აღზრდის წესი მაქვს და საკმარისია საუბარი. სალომე გაწითლდა. ეს ქალი როგორ ეჩხუბებოდა კიდევ კარგი თვითმფრინავში აღარავინ იყო. თუმცა ძალიან ადრე გააკეთა დასკვნა. დაინახა როგორ ჩაუარა გვერდით პილოტმა, რომელიც ბანანს ჭამდა, ქერქი იმ ქალს თავზე დაადო და უთხრა: -მეც მაგ წესით აღმზარდეს, - არც მიუქცევია ყურადღება ვინმესთვის, გატრიალდა და ტრაპზე გააბიჯა. სალომე ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა. ის ქალი გააცილა და რუსუდანს დაურეკა. -რუსოო, ჩახვედი? -კი, თბილისში ვარ უკვე და ვიძინებდი. -რა იყო, მოგენატრა საბაჩკა? ვეღარ იძინებ მაგისი ხმაურის გარეშე? -მაგისთვის დარეკე? -არა, რაღაც უნდა გითხრა. -აუუ, როგორ მიასვაა, - სიცილი დაიწყო რუსუდანმა, როცა სალომემ ყველაფერი უამბო. - რამხელაა ეგ პილოტი? -წარმოდგენა არ მაქვს, ნორმალურად ვერც კი შევხედე. -აუ გოგო, ეგ ის ხომ არ არის? -ვინ ის? -რომ იძახიან ახალიაო და დინჯიო და რო ცდილობენ კდემით მოექცნენ. -ჰაა? ცოტა გასაგებად ამიხსენი. -მოკლედ მაგარი ბიჭიაო, სტიუარდესები მაგის დანახვაზე გონებას კარგავენ. შენი აზრით ამ ერთი თვის წინ რატომ დაგვამატებინეს საჭირო ნივთებში ნიშადურის სპირტი? -ღადაობ ხოო? - თვალები გაუფართოვდა სალომეს. -თუ ვღადაობდე, მე ვიყო რუსანა, - გაიცინა. -შენ ისედაც რუსანა ხარ. საქმე ისაა, რომ სალომე რაღაც მომენტებში რუსუდანს რუსანას ეძახდა და ასე აღიზიანებდა გოგოს. -აბა, მოძებნი და მადლობას გადაუხდი თუ არა? -რა გინდა გოგო? -შენი ბედნიერება, სხვა კი არაფერი. -შენ საბაჩკას მიხედე რაა, და ჩემ მაგიერ აკოცე... - ცოტა ხნით შეყოვნდა. - სადაც მოგეხერხება, - სიცილი დაიწყო და გათიშა. ფრენა მეორე დილამდე არ ჰქონია, ამიტომაც სასტუმროში წავიდა. იმდენად დაღლილი იყო, რომ მხოლოდ ბალიშის ჩახუტება სურდა. -ერთი ოთახი მინდა დილამდე. -ხედით საით? -მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე იაფიანი რომელიც არის... -კარგი, თქვენი პასპორტი მომაწოდეთ. 5 წუთში უკვე ლიფტის ღილაკს აჭერდა ხელს. ცარიელ კაბინაში შევიდა და ტანსაცმლის გაბერტყვა დაიწყო. იმ ბავშვს აშკარად კარგად მოეხერხებინა მისი გალამაზება. -არადა გამოსაცვლელიც არ მაქვს... - ამოიბურტყუნა სალომემ. -აეროპორტში ექნებათ, - ბოხი ხმა გაიგონა და შეკრთა. - რომელ სართულზე ადიხარ? -დამავიწყდა დაჭერა? - გაწითლდა, როცა გაიაზრა, რომ ეს ის პილოტი იყო. - მეექვსეზე. დიდი მადლობა დღევანდელისთვის. -რა პრობლემაა, - გაუღიმა და მეექვსე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. -დიდი ხანია, რაც აქ მუშაობთ? არ მეცნობით. -ა, არა, ერთი თვე იქნება, რაც მუშაობა დავიწყე. აქამდე სულ მიწუნებდნენ. -მართლა? რატომ? -მეუბნებოდნენ ზედმეტად ახალგაზრდა ხარო. არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს სურდებს პილოტობა? ამაში მგონი არაფერია გასაკვირი. -ნამდვილად, - ინსტინქტურად დააქნია თავი სალომემ და კაცს უკეთესად დააკვირდა. მისი დგომის მანერა, ჩაცმულობა, მოვლილი ვარცხნილობა და ღრმა, თითქმის უძირო თვალები რატომაღაც მასში დიდ ინტერესს იწვევდნენ. თითქოს მას მიეჯაჭვა. ვერც კი გაიაზრა, როგორ აშტერდებოდა მას, სანამ კარი არ გაიღო. -ჩემი სართულია, - გაუღიმა სალომემ. - მომავალ შეხვედრამდე. მალე იგრძნო, როგორ ჩაჰკიდეს ხელი მაჯაში. კაცმა თავისკენ შეატრიალა. -რა ხდება? - იკითხა გაოცებულმა და დაბნეულმა სალომემ. -ხვალ რომელზე გაქვს ფრენა? -მგონი 7-ზე, საქართველოში ვბრუნდები. -ააამ, მგონი ეგ ჩემი ფრენა უნდა იყოს, - მომაჯადოვებლად გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა. სალომეს ლამის გული წაუვიდა. „-კარგი, ახლა ვხვდები რა საჭირო იყო ნიშადური. ამის მერე ერთი ცალი ჩანთაში უნდა მეგდოს,“ - გაიფიქრა და საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა. -კარგია, თუ ვინმე ისევ შემაწუხებს, თქვენი სახით დამცველი მეყოლება, - სცადა გაეხუმრა. კაცმა მხოლოდ ზრდილობის მიზნით გაუღიმა. -მე გოჩა ვარ. და არ მგონია შენზე იმდენად დიდი ვიყო, რომ თქვენობით მომმართო, სალომე. -ჩემი სახელი საიდან იცით? -დღეს ძალიან გადაიღალე? კაცი იმდენად მიუახლოვდა სალომეს, რომ თავისი სუნთქვა შეაფრქვია სახეზე და გოგონა გააბრუა. -რა შუაშია ეგ? -სამკერდე ისევ გიკეთია, - თითი მის გულზე მიბნეულ მეტალის ნაჭერს გადაუსვა, რომელზეც სახელი სალომე იყო ამოტვიფრული. „-ყველაფერს მივცემდი, რომ ახლა ეს თითი ჩემს ტუჩზე გადაესვა,“ - კინაღამ ხმამაღლა წამოსცდა და დროზევე იკბინა ტუჩზე, რომ აზრზე მოსულიყო. -აბა, კარგად, - ისე სწრაფად მოსცილდა კაცი და ორი ნაბიჯით დერეფანში გაუჩინარდა, რომ სალომემ ნორმალურად გააზრებაც ვერ მოასწრო. სალომე გაბრუებული შევიდა ნომერში და ინსტინქტურად დაიწყო მოძრაობა. დილით თვითმფრინავში ვერც კი აზროვნებდა. შორიდან დაინახა გოჩა და ორი საათი გაშეშებული იდგებოდა მეორე სტიუარდესას რომ არ გამოეფხიზლებინა. თბილისში კი თვითმფრინავი მგზავრებზე ადრე დატოვა. რუსუდანს სასწრაფოდ სურდა მასთან საუბარი. -რა ხდება? - ჰკითხა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ გოგოს. - ისე, რა გოგო ხაარ. კი არ მყავხარ ნანახი ჩვეულებრივ ტანსაცმელში. საბაჩკამ უკვე გნახა? -ხმას ნუ იღებ. -რა სასწრაფო საქმე გქონდა? -ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა. ხვალ ხო ყველას გვასვენებენ. ხოდა ამ მეტიჩარა სტიუარდესებმა იცი რა მოიფიქრეს? -რაა? -გამარჯობა, - უცებ მიუახლოვდა მათ გოჩა და თბილად გაუღიმათ. -გამარჯობა... - ძლივს ამოილუღლუღა სალომემ და გაწითლდა. -ჰეი, ხვალ მოდიხარ? - ჰკითხა გოჩას რუსამ. -არანაირად არ გამოვტოვებ, თქვენ? -აბა რაა. -კარგი, მაშინ იქ გნახავთ, - შეიძლება ორივეს უთხრა, მაგრამ აშკარად ცდილობდა ეს სალომეს გაეგო. გოჩა წავიდა თუ არა, რუსა სალომეს მიუტრიალდა. -სალუკა, ეს ის კდემა იყო? რა ბიჭიაა, ახლა მესმის რატომ მოსწონდათ გოგოებს. -შენ საბა გეყოს, - უთხრა სალომემ. -მოიცადეეე... - ყურებამდე გაიკრიჭა. - ეს რა იყო? შენც უერთდები იმ გოგოებს ხოო? -რას მეუბნებოდი წეღან? - თემა შეცვალა. -შენ მე ჭკუაში მაჯობებ? მაგ თემას დავუბრუნდებით ისევ. მოკლედ, ამ მეტიჩარა სტიუარდესებმა ვერ მოიხელთეს ეგ ბიჭი. -გოჩა ჰქვია. -აჰამ, სახელი იცი, ეს უკვე კარგია. თავად გითხრა? -შენ წარმოიდგინე. რუსამ ერთი შეჰკივლა და სალომეს უჩქმიტა. -ჰეიი, მწარე ხელი გაქვს. ეს რისთვის იყო? -შენ პირველი გოგო ხარ, ვისაც თავისი სახელი უთხრაა. -რაღაცას ყვებოდიიი... -ჰოდა უფროსობასთან მივიდნენ და თქვეს, რადგანაც ვისვენებთ ყველანიო, რაიმე გასართობი ღონისძიება მოვაწყოთ, რომ თანამშრომლები უკეთ გავიცნოთო. ასე უფრო შეთანხმებულად ვიმუშავებთო. ხედავ სად გათვალეს? ხოდა ამ უფროსობასაც ჭკუაში დაუჯდა ეს იდეა. -და რა სახის ღონისძიებაა? -თუ რაიმე შეგვიძლია, უნდა გამოვავლინოთ. მაგალითად ერთი ხატვას აპირებს, მეორემ ტანვარჯიშის ილეთები უნდა გააკეთოს. აშკარად უჭირავთ შენს ბიჭზე თვალი და ფრთხილად იყავი. -რა? რა თქვი? რა ჩემი ბიჭი? ვინაა ჩემი ბიჭი? საიდან მოიტანე? -კაი, დაზღნარდიი, - სიცილი დაიწყო. - და ამის მერეც იტყვი რო არ მოგწონს? მოდი ყველაზე მთავარზე გადავიდეთ. ვიცი, რომ გსურს იმ ბიჭზე შთაბეჭდილება მოახდინო და შენი სახელი ჩავწერე უკვე გამომსვლელთა სიაში. -რა ქენი? - სალომეს თვალები იმდენად გაუფართოვდა, გეგონება შუა საუკუნეების გამომგონებლების სათვალეები მოარგესო. -კაი რაა, შენით არ იზამდი. თანაც ზუსტად ვიცი რასაც გააკეთებ. რაც ყველაზე კარგად გამოგდის. -იმის თანდასწრებით დავიბნევიი, - ჩაილაპარაკა, მაგრამ რუსას ყურები ლოკატორებივით ჰქონდა. -წამო, წამო, რეპეტიცია გაგატარო ერთხელ მაინც. -მოიცადე, რა უნდა ჩავიცვა? -რაც ბიონსეს აცვია. -და ქუდი რომ არ მაქვს? -სამაგიეროდ იცნობ ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გათხოვოს, - ბოროტულად აათამაშა წარბები რუსამ. -არაა, მაგას არ ვიზამ. -ჰეი გოჩაა, - დაიძახა რუსამ. - ერთი წუთი მოდი რაა, სალომეს შენთან საქმე აქვს. -გისმენ? - ღიმილით მიუახლოვდა გოგოებს. -მე დაგტოვებთ, - გაიღიმა რუსამ და გასასვლელისკენ წავიდა. -ისაა... - დაიბნა სალომე. -რამე ხდება, რაც უნდა ვიცოდე? -ხვალ მეც ვაპირებ გამოსვლას და ნომრისთვის ერთი ატრიბუტი მაკლია. -მერე? -შეგიძლია შენი პილოტის ქუდი მათხოვო? -აიღე, - იმდენად სწრაფად მოიხადა ქუდი და გოგონას გაუწოდა, რომ სალომე აზრზეც ვერ მოვიდა. -ასე ადვილად დამთანხმდი? - გაუკვირდა. -მართლა მაინტერესებს რა ნომერი იქნება. -დიდი მადლობა, გამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნებ. -ნუ იჩქარებ. გოჩა მიხვდა, რომ სალომე ქუდის გამორთმევას არ ჩქარობდა. ქუდი თავზე მოარგო და გაუღიმა. -ძალიან გიხდება. პილოტობაზე არასდროს გიფიქრია? -არაა, - წინჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაიწია და გაწითლდა. -თუ შენი ნომერი მომეწონება, იქნებ დაგატოვებინო კიდეც ეგ ქუდი, - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა და ისედაც გათიშული გოგო კიდევ უფრო გააბრუა. -გოჩა, მოიცადე, - უკვე ნახევარი მანძილი გაევლო გოჩას, როცა სალომე გამოფხიზლდა. -აბა... - შემოტრიალდა. -შენ არ გამოხვალ? -არაა, არ მგონია ჩემში ნიჭი იმდენად იყოს განვითარებული, რომ სასცენოდ ივარგოს. ამ დროს ერთდროულად ორი რაღაც მოაფიქრდა სალომეს და ამ ფიქრებმა უნებურად მოანდომა გოჩას მივარდნოდა და ის ახალმომწიფებული პომივრისფერი ტუჩები მოეჭმია. პირველი - მას რა ნიჭი სჭირდებოდა, უბრალოდ წელზემოთ შიშველი რომ გამოსულიყო სცენაზე, ყველას გააგიჟებდა. მეორე - რაიმე ნიჭი დიდად არ ჰქონია, რადგან მთელი მისი სხეული სისიმპატიურობასა და სექსუალურობაზე იყო ორიენტირებული. -რაზე ჩაფიქრდი? - გველურად ჰკითხა რუსამ. -აქედან მომწყდი, რა დღეში ჩამაგდეე. -მოიცადეე, მაგ ქუდიდან ცხვირი ამორგე, ჟანგბადიც გჭირდება. -შენ არც კი იცი როგორი სუნი აქვს. სალომე ქუდს ისე ჩაებღაუჭა, რომ კაციშვილი ვერ შეძლებდა მის წართმევას. დადგა მისთვის სანერვიულო დღეც. გასახდელში გამოიცვალა და რუსას დაუძახა, რადგან ნერვიულობდა. -შენი აზრით გამომივა? -დამიჯერე, ბიონსეზე ნაკლებად არ გამოგივა. ცეკვაც იცი და კარგადაც მღერი. ოღონდ ეცადე ცეკვისას ეგ ბიუსჰალტერი ადგილზე დარჩეს. გოჩიკოს ეგრევე ნუ გააგიჟებ. -როგორ იცი ხოლმე ჩემი გამხნევება. -ყოველთვის თქვენს სამსახურში, - გაიცინა. -ახლა კი გაიქეცი, შენ გამოგაცხადეს. სალომე ნერვიულად ავიდა სცენაზე. ხალხს მოავლო თვალი. ჩაბნელებულ ოთახშიც კი გოჩა ანათებდა. სცენასთან კი მოცინარი რუსა დაინახა, რომელიც ორივე ცერს მაღლა უწევდა და ეკრიჭებოდა. ბიონსეს ლავ ონ თოფ-იც ჩაირთო და სალომეს ყველა და ყველაფერი დაავიწყდა. ნომრის დასრულებისას თავისი თავით ძალიან კმაყოფილი იყო. რატომღაც მოუნდა, რომ ორიგინალურად გასულიყო და ქუდი დარბაზში ისროლა. ზუსტად იცოდა საითაც ისროდა და ისიც იცოდა ვინ დაიჭერდა. კულისებში გავიდა და აღმოაჩინა, რომ მარტო იყო. სარკეში ჩაიხედა. სულ აწითლებული იყო. გაიგონა, როგორ ჩაკეტა ვიღაცამ კულისების კარი. შეშინებულმა გაიხედა და გოჩა დაინახა. -უჰ... შენ... ხარ? - ჯერ კიდევ უჭირდა სუნთქვა და მკერდს წამში ორჯერ ზიდავდა. გოჩამ ძალიან სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და სალომეს წინ აესვეტა. ქუდი ისევ თავზე მოარგო. -ხვდები ხომ შენი ნომერი რომ მომეწონა? სალომემ იგრძნო, რომ მისი სიახლოვისგან მალე ფეხებში მგრძნობელობას სრულიად დაკარგავდა და გაბრუვდებოდა. მაკიაჟის მაგიდას ჩამოეყრდნო ხელებით. არც გოჩამ დააყოვნა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია მასთან. -როგორც ჩანს, სუნთქვის პრობლემები გაქვს, - სახე იმდენად ახლოს მიიტანა, რომ სალომე მის ამონასუნთქ ჰაერს თუ ჩაისუნთქავდა. ამან საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა. -ეს ცეკვის ბრალი არაა, - ძლივს ამოილუღლუღა. -აბა? - ცალი წარბი აუწია გოჩამ. -ასეთს რას მიშვრები? - ბოლოს მაინც წამოსცდა სალომეს და ტუჩის კბენაც უკვე გვიანი იყო. გოჩამ ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრა. სალომეს ახალი საყრდენი გამოუჩნდა და მკერდზე დააწყო ხელები. -ასე უბრალოდ იდგები და ჩემს წამებას გააგრძელებ? - ვერც კი მიხვდა საიდან მოიკრიბა ამის თქმის გამბედაობა. -მხოლოდ მაინტერესებს როგორ ვმოქმედებ შენზე, - თითქმის ჩურჩულით თქვა და თავისუფალი ხელის თითები ყელზე აატარა. სალომეს თვალები დაეხუჭა და ამოიკვნესა. ბიჭის ხელმა უფრო ზემოთ აიწია. სალომეს ორიდღისწინანდელი სურვილი აუხდა. მისი თითების ბაგეებზე შეხებისას უცნაურად დაუსტვინა და ტუჩები საკოცნელად გაეპო. -მგონი საკმარისი პასუხი მივიღე, - გაჭირვებით წარმოთქვა გოჩამ, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გოგონას ტუჩებს მისწვდა. ორივეს შეეძლო საუკუნე მდგარიყო იმ წერტილში და არ გაჩერებულიყო. თუმცა სალომეს მოუწია მოცილება, როცა მისი მკერდი გოჩას ტორსს მიებჯინა სუნთქვის უკმარისობისგან. სალომეს შეუძლია დაიფიცოს, რომ ედემის ვაშლზე უფრო ტკბილი ტუჩები ჰქონდა იმ მომენტში გოჩას. -სუნთქვის დარეგულირებაზე მუშაობა მოგვიწევს, - გაიცინა გოჩამ. - სხვანაირად შორს ვერ წავალთ. ახლა უკვე სალომე იყო მზად, დაემტკიცებინა, რომ სუნთქვის პრობლემები არ აქვს. თავად აიწია, რომ ბიჭის სახეს მისწვდენოდა. ხელი მის ოდნავ მოზრდილ წვერს ჩამოუსვა და ენერგიით დაიმუხტა. -შენი წვერი მომწონს, არ გაიპარსო, - ყურში უჩურჩულა და მის ტუჩებს მისწვდა. ბოლოს, როცა ორივე დაკმაყოფილდა, სალომემ სიცილი დაიწყო და კარისკენ დაიძრა. -რა გაცინებს? -უბრალოდ მიხარია. -არ გახვიდე. -რატომ? -სარკეში ჩაიხედე აბა, ტუჩები დასიებული გაქვს. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ვიღაცას ჰკოცნიდი. -ვერაფერსაც ვერ მიხვდება. -მე მივხვდებოდი. -პატარაობაშივე გარყვნილი იყავი? -საიდან მოიტანე, რომ ახლა გარყვნილი ვარ? -იქიდან, რომ ყველა ბიჭი მასეთია, მაგრამ მალავენ. -კარგი, თუ ასე ძალიან გინდა, არ დავმალავ, - უკნიდან მიეკრა და კისერში აკოცა. სალომე მის ხელებში აფრთხალდა და ქუდიც ჩამოუვარდა. -ამას მოუფრთხილდი, ბევრი კი არ მაქვს, - გაიცინა გოჩამ. -ხელებს თეძოებზე ტყუილად დაატარებ. -მე ასე არ ვფიქრობ, - თავისკენ მიაბრუნა და კიდევ ერთხელ აკოცა. სალომე სრულიად გაბრუვდა. მთელი სასუნთქი სისტემა ეწვოდა მისი სურნელის ჩასუნთქვისას. -არ დაკარგო, მგონი დაგვჭირდება, - ქუდი დაუბრუნა და თვალი ჩაუკრა. -აი თუ არ ხარ გარყვნილი. -მე არაფერი გამიფიქრია, რატომ გგონია, რომ რამე გარყვნილი ვიგულისხმე? თავად არ იტყოდი უარს. -მომეცი, - ხელიდან წაართვა და გოჩას ხარხარს ყურადღება არ მიაქცია. - მე გავდივარ. -წამოგყვე? -12 წლისას ვგავარ? -ჭკუით კი, აზროვნებით არა, ზედმეტად გარყვნილი ხარ. -კომპლიმენტები გაქვს სასწაული. ეს რომ მცოდნოდა, საერთოდ არ გაკოცებდი. -ხოო? რაღაც არ მჯერა. ზედმეტად ადვილად დამნებდი. შენი ყოველი კუნთი მეხვეწებოდა მაკოცეო. -მერე ყოველი კუნთისთვის არ გიკოცნია. -აი, ისევ, - გაიცინა. - ნუ ნერვიულობ, მაქამდეც მივალთ, - მსუბუქად შეახო ტუჩები, კარი გააღო და მასთან ერთად გავიდა. რუსა გაოცებული იყო, როგორ მარტივად აეწყოთ ყველაფერი გოჩას და სალომეს. თავად თითქმის მთელ დღეს სახლში ატარებდა ხოლმე. რეისებზე ხშირად არ იძახებდნენ და მასაც სხვა რა გზა ჰქონდა? მართალია, რაც საბა წავიდა, დაისვენა, მაგრამ რაღაცნაირად მოენატრა ის ხმაური, შემდეგ მასთან ავარდნა და ჩხუბი. ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბა ამას არ ჩქარობდა. რუსას წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო ან როდის დაბრუნდებოდა თბილისში. -საბა მოგწონს, - სიცილი დაიწყო სალომემ. -აე, შეყვარებულო, რადგან შენი ცხოვრების სიყვარული იპოვე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ იპოვა. -რა ცხოვრების სიყვარული, ხო კარგად ხარ? გოჩა უბრალოდ შეყვარებულია. -გოჩა უბრალოდ შეყვარებულია, - გამოაჯავრა რუსამ და ტანსაცმელი გამოიცვალა. - რომისკენ მოფრინავ? -არა საყვარელო, მე სტამბულიდან უკან მიშვებენ. მხოლოდ შენ მოგიწევს ჩასვლა. იცოდე, გოჩიკოს მიმიხედე. არ გავიგო ქალების თვალიერება და მასეთები. -შენ ძაან გაგაკაპასა სიყვარულმა ხოო? ნამეტანი ეჭვიანობ მგონი. -მასეთი შეყვარებული გყვადეს და ძაღლივით რო გეყოლებოდა მიბმული ეზოში, მერე მიხვდებოდი რა ხილია ნერვიულობა. -კარგი, მივხედავ, მივხედავ, დამშიდდი ახლა. ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაფრინდნენ რომში. ასეთი მშვიდი მგზავრები რუსას ჯერ არ უნახავს. თითქმის არც განძრეულა ადგილიდან. -აბა, ხვალვე ბრუნდები? - ჰკითხა გოჩას სასტუმროში შესვლისას. -სიმართლე გითხრა, კიდევ ერთი ფრენა მაქვს ორ საათში. დღესვე ვბრუნდები. -აუ აბა მარტო მე ვარ ზეგამდე აქ? მარტო უნდა დამტოვო? -დამშვიდდი რუსკა, არაფერი მოხდება. პირველად ხომ არ ხარ აქ არა? -წადი ხო, წადი, შენც სალომესნაირი ხარ. შენც ხო არ დამაბარებ, ბიჭებს თვალები არ უბრიალოსო. -მოიცა, ჩემზე თვალყურისდევნება დაგავალა? ყოჩაღ! ჭკვიანური ნაბიჯია. თბილისში რომ ჩავალ, მოვუვლი მაგას მე. -მე შემეშვით, - ხელები უსუსურად ასწია ჰაერში და პორტიესკენ დაიძრა ღიმილით. რუსა იმდენად მიეჩვია სამსახურში ღიმილს, რომ პორტიეზე უკეთ მას გამოსდიოდა. ალბათ ხალხი იფიქრებდა, რომ პორტიე ის იყო, თავად პორტიე კი უბრალო კლიენტი. თავისუფალ დღეს რუსამ გასეირნება გადაწყვიტა. ცხოვრებაში პირველად გაახსენდა ისტორიის მასწავლებლის ნათქვამი და მარსის ტაძრის ნანგრევებისკენ აიღო გეზი. როგორც ბატონი თამაზი ეუბნებოდათ, რომში რომ მოხვდებით, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთო. ჰოდა, დროც აქვს და საჭირო ადგილასაცაა. შიგნით არ შეუშვეს, თუმცა გარედანაც დაინახა ის შემოღობილი ადგილი, სადაც ფარსმან ქველის ძეგლი აღმართეს მეორე საუკუნეში. -მართლა გვყოლია დამსახურებული ხალხი ქართველებს, - გაკვირვებით თქვა და ცოტა ხნით იმ ადგილს დააკვირდა. მისი ყურადღების მიქცევა ერთმა სილუეტმა მოახერხა, რომელმაც მისგან არც თუ ისე შორს ჩაიარა. საბედნიეროდ, ვერ დაინახა და შესაბამისად, ვერც იცნო. რუსა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, რომ მას არ გადაჰყროდა. მხოლოდ სასტუმროში ამოისუნთქა. უკვე დაღამდა და დასაძინებლად დაწვა. გაიგონა როგორ აბრახუნებდნენ მის ზემოთ ნომერში რაღაცას. -სასტუმროში ხომ ხალიჩები აგია, ხმა ასე როგორ ჩამოდის, რამეს ანგრევენ? - გაწიწმატდა და გადაწყვიტა ასულიყო. ხალათი შემოიცვა და მეოთხე სართულზე აირბინა. კარზე გადაბმულად დააკაკუნა, სანამ არ გაიღო. -შენ! - თვალები დაუწვრილდა და სახეზე ჭარხლისფერი დაედო. -აქაც შენ როგორ უნდა იყო, - თვალები აატრიალა საბამ და კარის მიხურვა სცადა. -ასე ნუ ჩქარობ, - ხელით დაიჭირა კარი და საბას ნომერში შევიდა. -არ დამიპატიჟებიხარ. იქნებ ვინ მყავს? -არ მადარდებს. ახლა მაინც რაღას აკეთებდი, რომ სასტუმროს სქელ კედლებშიც კი ჩამოაღწია? -არაა შენი საქმე, წადი და დაიძინე. -დამიჯერე, ვცადე, მაგრამ ვიღაც კრეტინმა არ მაცადა. -ჯერ კიდევ ვერ მოგინელებია მაშინდელი ხომ? - გაიცინა საბამ და თავი გადააქნია. -შენ გამო ერთი კვირა გაციებული დავდიოდი. -მერე რა, ვინ არ გაციებულა? -შუა ზაფხულში... - დაიყვირა რუსამ. -ჰეი, ჰეი, წყნარად, აქ ხალხია და შენს ხმას გაიგებს. -კიდევ მე უნდა ვიყო წყნარად? - ხმას კიდევ უფრო აუწია. - შენ დაიწყე ყველაფ... სიტყვა გაუწყდა, რადგანაც ერთადერთ ლოგიკურ მოქმედებად საბამ მისი კოცნა მიიჩნია. ჰოი, როგორ შეცდა აქ. რუსამ მალევე გაითავისუფლა თავი და ბიჭის ლანძღვა დაიწყო. -შენ სულ გაგიდი ხომ? როგორ გაბედე და მაკოცე? რა უფლება გქონდა? თავი ვინ გგონია? ან მე ვინ გგონივარ? ჭკუიდან გადასული ხარ ხომ? არა, ეს როგორ მაკადრე? მე რუსუდან ჩიჩუა არ ვიყო, თუ ეს შეგარჩინო. -და რას მიზამ? - გაიცინა საბამ. - უფრო ძლიერ მაკოცებ? -თუ საჭირო გახდება, ისე გავაკეთებ, რომ ცხოვრებაში ვერარასდროს აკოცო გოგოს. -შენ გარდა? - საყვარლად გაუცინა. -მე უფრო შტერი ვარ, რომ მგონია, რამეს გაიგებ. არ აქვს შენთან ლაპარაკს აზრი. - გაბრუნდა და ნომრიდან გავიდა. -მოიცადე, - წამოეწია საბას ხმა. -რა გინდა, ვირგლა? -ხვალ ხომ არ გაქვს რეისი? 4-ზე. -არა... - თვალები გაუფართოვდა რუსას, - ეს მართალი ვერ იქნება. რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩემს თავს. რა შევცოდე ამისთანა? წინა ცხოვრებაში კაცი მოვკალი? თუ ხალხს ვაწამებდი? -ხოო, მაშინ ხვალ შევხვდებით, - გაუღიმა და კარი მიხურა. -გადასარევია, ესღა მაკლდა, - ჩაიბურტყუნა და ნომერში დაბრუნდა. რუსამ რაც შეიძლება ადრე დაიწყო მორიგეობა. ყველას ეკითხებოდა რა სურდათ. აი როცა საბა მოთავსდა თავის ადგილზე, მეორე სტიუარდესას სთხოვა შეცვლა. თავად უბრალოდ იდგა და ფარდიდან მიშტერებოდა ბიჭს. ჯერ კიდევ ბრაზობდა. ყველაფერი ერთად ნერვებს უშლიდა. სანამ მეორე სტიუარდესა გასული იყო, საბა რუსასკენ დაიძრა. გოგონა მაშინვე ამოეფარა ფარდას და დამალვა სცადა. -რუსაა, - ძველი ნაცნობივით დაუძახა ბიჭმა. -საბაა, - თვალები აატრიალა გოგომ. - წადი, შენს ადგილს დაუბრუნდი. -აკი განანებო? -ზედმეტად ბევრი მოწმეა აქ. ცოტა ხნით მოვიცდი და მერე შენსავე ბინაში მოგკლავ. -როგორც ჩანს, ამაზე უკვე გიფიქრია. როგორ ვკვდები? რუსამ ბიჭს განმგმირავი მზერა ესროლა. საბას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მხოლოდ გოგონას სახეზე ჩამოვარდნილ კულულს უყურებდა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, რომ არაფერი გაეკეთებინა. -არ გინდა ეგ თმა გაისწორო? - ძლივს ამოილაპარაკა საბამ. -რა? რა მჭირს? ცუდად გავიკეთე ხოო? და ამდენი ხანი ასე დავდიოდი? სირცხვილი და თავის მოჭრა რუსა, - აქეთ-იქით სიარული და სარკის ძებნა დაიწყო. -არა, საყვარლადაა, მაგრამ... -რა მაგრამ? საბა მიუახლოვდა, თმის კულული თითებში მოიქცია, რუსასკენ დაიხარა და მისი სურნელი შეისუნთქა. -ქოქოსის შამპუნია, - წამოაყრანტალა რუსამ. -არადა ქოქოსის სუნი არ აქვს. -რა გინდა თქვა, რომ თმა დასაბანი მაქვს? -რატომ ცდილობ ყველაფრის გაფუჭებას? უბრალოდ ის ვიგულისხმე, რომ იმდენად სასიამოვნო სუნი გაქვს თმაზე ბუნებრივადაც კი, რომ შამპუნის სუნს მთლიანად ფარავს. აი, თუ გინდა შენც უსუნე. -წადი და შენს ადგილს დაუბრუნდი. აქ მგზავრები არ უნდა იყვნენ. -ვითომ მეც სტიუარდესა ვარ. -ზედმეტად მამაკაცური და დაკუნთული ხარ სტიუარდესის კვალობაზე. -მადლობა, - გაუღიმა საბამ და ფარდის უკან გაუჩინარდა. -თავხედი, - ჩაილაპარაკა რუსამ. - რამდენს ბედავს? ახლა სტიუარდესობაც მომინდომა. თან ამ თმაზე რომ შემეხო. უნებურად თამაში დაუწყო თმის იმ ნაწილს, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ საბა ეხებოდა. -ნეტავ მართლა ასეთი სასიამოვნო სუნი მაქვს? - ფიქრებში გართულმა ხმამაღლა წარმოთქვა. - და თავად როგორი სუნი აქვს თმაზე? თბილისში დასხდნენ. -რუსა, რუსა, - დაიწყო აეროპორტში ძახილი საბამ. -გისმენ. -სახლში მიდიხარ? -კი, რა გინდა? -წამო, წაგიყვან. -მართლა? რამეს ხომ არ გეგმავ? -რას უნდა ვგეგმავდე? -რავი, იქნებ მიტაცებ? -და ეგ რატომ უნდა გავაკეთო? -დაგავიწყდა, ხომ რაც გააკეთე იმ სასტუმროში. -ახლა ვხვდები, - გაიღიმა საბამ. - შენ ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ? -რა თქმა უნდა. -იქ მხოლოდ იმიტომ გაკოცე, რომ შენი გაჩუმება მინდოდა, თორემ სასტუმროდან გაგვყრიდნენ და არა იმიტომ, რომ შენდამი რაიმე სახის გრძნობა მაქვს. -გასაგებია, - უხალისოდ უპასუხა რუსამ. რატომ არ მოეწონა საბას პასუხი? რატომ გრძნობს სიცარიელეს? რატომ სურს ბალიშს ჩაეხუტოს და იტიროს, ანდაც რაღაც დალეწოს? გძნობების ქარცეცხლში გახვეულმა რუსამ მეოთხე სართულს მიაღწია. -აბა, მომავალ შეხვედრამდე, მეზობელო, - ხელი დაუქნია საბამ. -იმედია ეგ შეხვედრა იმის გამო არ იქნება, რომ კვლავ არ მაძინებ. -რა ვიცი, რა ვიცი. საბა თავის ბინაში შევიდა. რუსას კი მართლა არ ჩაეძინა. საბაზე ფიქრმა არ მოასვენა. -ნუთუ ის კოცნა მისთვის არაფერს ნიშნავდა? სრულიად არაფერს? - გულდაწყვეტილი ბურტყუნებდა თავისთვის. რატომ იყო ეს კოცნა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ვერ იგდებდა თავიდან? რადგანაც ცხოვრებაში პირველად აკოცა ბიჭმა და მერე უთხრა, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავდა. ასე ვერ გაჩერდებოდა. სალომეს ნომერი აკრიფა და ყველაფერი უამბო. -ვაიმეე, საწყალო. არადა მახსოვს, მთელი სტუდენტობა პირველ კოცნაზე ოცნებობდი და იძახდი ჯადოსნური იქნებაო. არა, ორიგინალური ნამდვილად იყო. ბევრ ქართველს აქვს პირველი კოცნა რომში? საბამ იცის ეგ ამბავი? -გიჟი კი არ ვარ ეგ რომ მეთქვა. -ჰოდა, თუ არ გინდა, კოცნად საერთოდ ნუ ჩათვლი. დაივიწყე და ვითომ ისევ არ გქონია პირველი კოცნა. -შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? გოჩას უნდა დაველაპარაკო. -გოჩა რა შუაშია? -ტვინი ადრეც არ გქონია დიდი ზომის და რაც გოჩასთან შეხვედრა დაიწყე, საერთოდ გაგიქრა მგონი. რას გიშვრება ამისთანას. -ოო, როგორ გეტყობა, რომ შენც ერთი სული გაქვს ჩემს დღეში როდის აღმოჩნდები. -ნუ იტყვი... - თვალები აატრიალა და მობილური გათიშა. რა გააკეთა სალომემ? მეორე დღესვე მიაკითხა საბას. -გამარჯობა, მე რუსოს მეგობარი ვარ, შემომიშვი. -რა ხდება? - გაუკვირდა ბიჭს და სალომე მისაღებში შეუშვა. -რა უფლებით ჩაუშხამე ადამიანს ოცნებები და მერე უთხარი არაფერს ვგრძნობო? -იქნებ უფრო კონკრეტულად ამიხსნა რა დავაშავე? არ მითხრა, რომ რუსამ ყველაფერი მოგიყვა. -შენი აზრით არ უნდა მოეყოლა? გოგო განიცდის. -რას? რომ გასაჩუმებლად ვაკოცე? -რომ უთხარი არაფერს ვგრძნობო. -მე ეგ არ მითქვამს, რეალური მიზეზი ვუთხარი, რატომაც ვაკოცე. -და ყველაფერი ჩაუშხამე ხოო? სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრე მის გასაჩუმებლად? -მაინც ვერ ვხვდები რა პრეტენზიით მოხვედი აქ. -რუსკასგან რა გინდა? -ეგ რა კითხვაა, - გაოცდა საბა. - მან გამოგგზავნა, რომ ჩემზე იღადავოთ? კარგი მცდელობაა, მაგრამ გადაეცი, რომ არაფერი გამოუვა. -მისმინე ბიჭი, რუსომ რომ გაიგოს, შენთან მოვედი, ცოცხალი ვერ გადავურჩები. შენ გამო კი სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ, ძლივს ბედი გამეხსნა. -აბა რისთვის მოხვედი? -რუსოს ცოტა დაფიქრებით მოექეცი. სანამ რამეს იზამ, ჯერ გააანალიზე რა შეიძლება მოხდეს. შენ არ იცი როგორ ამაღელვებლად წარმოედგინა რუსოს პირველი კოცნა. იმიტომ აიფოფრა ასე და ვეღარ მშვიდდება. -მოიცადე, რა თქვიი? - თვალები 200%-ით გაუფართოვდა საბას. -მგონი გამეორება არაა საჭირო. ახლა გაიგე რატომ გეჩხუბა? შეიძლება ვერ ამჩნევ, მაგრამ ძალიან ეწყინა. -და რა უნდა ვქნა? -მე რა ვიცი, ჩემი ცხოვრება ძლივს ავიწყვე. ბიჭი შენ ხარ და შენვე უნდა გამოასწორო ყველაფერი, მე წავედი. სალომე 1 კვირის განმავლობაში მოწყენილ რუსას უყურებდა და მზად იყო საბა მეხუთე სართულიდან ესროლა. -ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი უნდა გახდეს? - ამოიოხრა. -მაინც რა? - უკნიდან მიეკრო გოჩა და ყელში აკოცა. -გაჩერდიი, - აკისკისდა გოგო. -რამდენი ხანია ნორმალურად აღარ მინახიხარ. ან შენ ხარ სხვა ქვეყანაში, ან მე. -ხვალ მგონი ერთ რეისზე ვართ. თან საკმაოდ შორი მანძილია. მე და რუსკა როგორც იქნა ბოლომდე ერთად ვართ. -ჰო, მარტო რუსკას ყოფნა გაგიხარდება იმ თვითმფრინავში არა? -მაპატიე, მაგრამ შენ სულ წინ უნდა იჯდე და მხოლოდ გზაზე იყო კონცენტრირებული. -იმ უნიფორმაში თუ დაგინახავ, ეგ გამიჭირდება. -ნუ ბოდიალობ რაღაცას. ყველას ერთი და იგივე უნიფორმა გვაცვია. -მერე რა? შენ ყველაზე მეტად გიხდება. -გაჩერდიი, - გაიღიმა სალომემ და ბიჭს ჩაეხუტა. რუსაც ემზადებოდა 14საათიანი ფრენისთვის. იცოდა, რომ იქიდან ძალაგამოცლილი ჩამოვიდოდა და ჯობდა საჭმელი წინასწარ მოემზადებინა. სუპერმარკეტში ჩაირბინა და ერთი საათი ცარიელი კალათით იარა. ვერ გადაეწყვიტა რა ეყიდა. ბოლოს გაყინულ ქათმებთან გაჩერდა და მაცივარზე წარწერებს დააკვირდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია საბამ ის. რუსა ქათმების არჩევაში გაერთო. მაცივრის კარი გააღო და გადაიხარა, რომ სასურველი ფრთოსანი აერჩია. ბევრი დაიწუნა, როცა საბა წამოადგა თავზე. -შენს ადგილად გავსწორდებოდი. ყველა შენ მოგშტერებია. -ჰმ, მომაშტერდნენ და იყონ, პირველად ხედავენ ადამიანს, ვინც ქათამს არჩევს? -უბრალოდ გადახრისას... როგორ აგიხსნა... -საჯდომზე მომაშტერდი, გასაგებია. -არა... მე არ... -ანუ შენ არ მომშტერებიხარ? კარგი, - ისევ გადაიხარა და ქათმის არჩევა განაგრძო. -კარგი, გასწორდი, - საბას ხმაში ბრძანების ტონმა გაიჟღერა. -ჯერ არ დამიმთავრებია არჩევა. საბამ გოგონას ხელი ჩაავლო და გაასწორა. -ხელი გამიშვი, - გაუჭირვეულდა გოგო. -რუსა, გეყოს, ამას შენთვისვე ვაკეთებ. აიღე ეს ქათამი და მეორედ აღარ გადაიხარო მასე, თორემ... -თორემ რა? -გააჩნია სად ვიქნებით... -ის ქათამი მომაწოდე რახან გადახრასაც კი მიშლი. -აიღე. კიდევ რამე უნდა იყიდო? -რაში გაინტერესებს? -ისე გკითხე. -არაა. -კარგი, - მოლარესთან მივიდა და თავად გადაუხადა ფული. -რას აკეთებ? მეგონა ჩემთვის აიღე ეს ქათამი. -ასეცაა და მე გყიდულობ. -არა, იყოს, სხვას ავარჩევ. -არსადაც არ წახვალ, - ხელი დაუჭირა და მაღაზიიდან გაიყვანა. -ეე, გამიშვი, პატარა ბავშვივით ნუ მექცევი, სახლის გზა ვიცი. -ეგ შენი ქათამი გირჩევნია მალე აიყვანო სახლში, თორემ გადნა უკვე. -იმასაც ხო არ მასწავლი, როგორ უნდა მოვამზადო. -თუ არ იცი... - მხრები აიჩეჩა. -სალომეს შენთან რა უნდოდა? -რაა? ვინაა სალომე. -ჩემი მეგობარი. რაო, რა გითხრა? -თავად ჰკითხე. -მე შენგან ველი პასუხს. -უბრალოდ სართული აერია. ბოდიშიც კი მომიხადა, სიყვარუილგან დავფრინავ და ვერც კი ვიაზრებ რას ვაკეთებო. -სალომეს საქციელს ჰგავს, - ჩაფიქრდა რუსა. - კარგი, შენი მჯერა. ახლა კი, ქათამი უნდა მოვამზადო. -მეც სახლში ავდივარ, ნუ ცდილობ გამექცე. -მე არაფერსაც არ ვცდილობ. კიბეებზე ასვლისას რუსას გასაღები გაუვარდა ხელიდან. ასაღებად რომ დაიხარა, სწორედ მაშინ შეხედა საბამ და კინაღამ კიბეებზე აყირავდა. -რაზეც გინდა დაგენიძლავები, რომ უკანალზე მომაშტერდი, - უთხრა გაბრაზებულმა რუსამ. -შეგეძლო სხვანაირად გადახრილიყავი და ისე აგეღო. -მე ყოველთვის ასე ვიხრები. -კიი, დაგიჯერე. -ნეტავ შენ რატომ გიხსნი რამეს? -ცდილობ კარგი გოგო გამოჩნდე ჩემს თვალში. -და ეგ რაში მჭირდება გენაცვალე? -მასე ნუ მელაპარაკები, - საბამ რუსა თავისკენ შეაბრუნა, როცა კარის გაღება დააპირა. -როგორ? -მასე ცინიკურად და აგდებით. -თორემ რას მიზამ? - გაუთამამდა. -თუ კიდევ გააგრძელებ ასე მოქცევას, მაგას ნამდვილად გაიგებ. საბამ უცებ აკოცა ლოყაზე და თავის სართულზე აირბინა. რუსა კიდევ წუთი იდგა გაშეშებული. ბოლოს გაახსენდა, რომ ქათამი გალღვებოდა და ბინაში შევიდა. ორი საათი იტრიალა გაზთან, მაგრამ მომხდარს ვერ ივიწყებდა და ქათამი მოუმზადებელი დატოვა. მხოლოდ დილით შეძლო მისი შეწვა. მადლიერების ნიშნად (რადგანაც ქათამი საბამ იყიდა), გადაწყვიტა ცოტაოდენი მისთვისაც აეტანა. კარზე დააკაკუნა და დაელოდა, როდის გააღებდა. -ჰეი, - ნახევრადმძინარე საბამ გამოხედა. -ეს ამოგიტანე. მაინც შენ გადაიხადე ამ ქათამში ფული და... -არ მინდა, შენ გქონდეს. -გამომართვი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ. საბამ პატარა კონტეინერი გამოართვა. რაღაცის თქმას აპირებდა, როცა გოგოები მივიდნენ კარებთან. რუსა ადგილზე გაქვავდა. არ იცოდა რა უნდა ექნა ახლა ან რა უნდა ეგრძნო. -კარგად, - უცებ გატრიალდა. -მოიცადე... რუსა... გოგონამ კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები და აცრემლებული თვალებით შევარდა ბინაში. -ეე, საჭმელი იშოვე? - ჰკითხა ერთ-ერთმა გოგომ საბას. -მაინცდამაინც ამ დროს უნდა გამოსულიყავით? ხომ გაგაფრთხილეთ შეიძლება ამოვიდეს-მეთქი. -რა ვიცოდით თუ ეგ იქნებოდა? -მოკლედ თქვენ კაცი ვერ გენდობათ რაა. ამის მერე თუ კიდევ შემოგაღამდებათ ახლომახლო, მე ნუღა მომაკითხავთ, გოგოებს მიფრთხობთ. -რა იყო, უშნოები ვართ თუ? -ლამაზები რომ ხართ იმიტომ აფრთხობთ, - თვალები აატრიალა საბამ და საძინებელში დაბრუნდა. დილით სალომემ დაურეკა და უთხრა, გოჩა წაგვიყვანს, ერთ რეისზე ვართო. გაიგონა, როგორ ეძახდა გოჩა ქვემოდან. -რუსკა, დროზე, ვაგვიანებთ, - თან ასიგნალებდა. ამ ხმაზე საბამაც გაიხედა გარეთ. ვიღაც ბიჭი რომ დაინახა რუსას მოლოდინე, გაბრაზდა. -ორმაგ თამაშს თამაშობ რუსა? -მოვედი ხოო, რას შეყარეთ მთელი სამეზობლო, - ლოყეფშეფაკლული რუსა სადარბაზოდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდომამდე თვალი საბას ფანჯრისკენ გაექცა. ბიჭმა შეამჩნია და ფარდა გააფარა. რუსამაც სწრაფადვე გაიხედა. -გოჩა, ეს მანქანა შენია? მართლა შენია? -მოგეწონა? - სარკიდან გახედა და გაუღიმა. -რა მოდელია? -მაზდა6 2017 წლის მოდელია. -და ძვირი არ ღირდა? - თვალები გაუფართოვდა. - რას შოულობთ ამდენს პილოტები? მეც უნდა ვცადო, იქნებ ავშენდე. -ოჰჰ, სტიუარდესობაც გეყოფა შენ, - სიცილი დაიწყო სალომემ. -ამას ვინ ამბობს, შენ რამე უკეთესი პოზიცია გიკავია? -ო, მოიცა რაა. ისე, გირჩევნია ღვედი შეიკრა. სპორტული მანქანაა მაინც. წეღან ისეთები ჩაატარა. -მოიცა, ამ მანქანას ვინ წაიყვანს მერე? - იკითხა რუსამ. -ჩემი ძმა ჩამოდის დღეს და ის წაიყვანს. -მოიცა შენ ძმა გყავს? - ორივე გოგომ ერთდროულად იკითხა და გოჩას სიცილიც დაიმსახურა. -აუ, შენნაირი სიმპატიური იქნება და გააცანი რა რუსკას, იქნებ რამე ეშველოს, - გაიცინა სალომემ. -სალომეა, მანქანიდან გადაგაგდებ. სალომეას რუსა მხოლოდ მაშინ ეძახდა, როცა ბრაზდებოდა. -ეე, სამწუხაროდ ორი მიზეზით არ გამოვა ეგ, - თავი გააქნია გოჩამ. -რატოო, რა ხდებაა? -ჯერ ერთი, ჩემსავით სიმპატიური არაა და მეორეც - უკვე 5 წელია დაოჯახებულია. სამი შვილიც კი ჰყავს. -ანუ გოჩა ბიძია ხარ? - სალომემ ხელი ჩამოუსვა წვერზე. -ქჰ... ქჰ... - ჩაახველა რუსამ. - მეც აქ ვარ. არა, თუ გინდათ გადავალ და ტაქსით მივალ აეროპორტში. -დაეტიე მანდ, - დაუცაცხანა სალომემ. ახლა გოჩამ დაადო ცალი ხელი სალომეს ფეხზე. რუსას ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა აეროპორტში, რომ ამათ მოშორებოდა. თან მოსწონდა მათი ყურება და თანაც ნერვები აწყდებოდა საბა რომ ახსენდებოდა. თვითმფრინავში ცოტა დაისვენა. თუმცა 6 საათი გადაბმით იმუშავა. ხალხს უკვე ეძინა. როგორც ჩანს, გოჩა დაიღალა და მეორე პილოტმა შეანაცვლა. სალომეს ჩამოუჯდა გვერდით. -აუ, გთხოვ, მაგრად მეძინება, მოჩოჩდი რაა, - გოჩამ სალომეს ჩამოადო თავი. -გინდა გამოგაფხიზლო? - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები სალომეს და გოჩას რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. ბიჭი უცებვე გამოფხიზლდა და სალომეს გაოცებულმა შეხედა. -გელოდები, - უთხა გოგონამ, შარფი მას დაუტოვა და თავად ფარდის მიღმა გაუჩინარდა. გოჩამ რუსას მზერა შეამჩნია. -წადიი, მე მოვაგვარებ პრობლემას. გოგოს ნუ ალოდინებ. სალომემ რუსას ხმა გაიგონა. -მეორე საპირფარეშო დროებით შესაკეთებელია. შევეცდებით მალე გავაკეთოთ, მანამდე კი პირველი საპირფარეშოთი ისარგებლეთ. რუსამ სალომეს თვალი ჩაუკრა. სალომემაც კარზე „არ მუშაობს“ ნიშანი დაკიდა და შიგნით შევიდა. სულ მალე გოჩაც უკან მოჰყვა. -საიდან მოიფიქრე? - ჰკითხა გოჩამ. -არ ვიცი, ალბათ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი საუკეთესოა მაგის გასაკეთებლად. -აი მტკიცებულება, რომ ჩემზე არანაკლებ გარყვნილი ხარ. -ვითომ ცუდია ეგ? -ოდნავადაც არა. გოჩამ სალომე ნიჟარის გვერდით შემოსვა. მერე ონკანი მოუშვა. -რას აკეთებ? -მიყვარს, როცა კვნესიან, მაგრამ შეიძლება ვინმემ გაიგოს. -და თუ მაინც ვერ გადაფარა ეს ხმა? -მაშინ უფლებას გაძლევ მიკბინო. -სად? -ისეთ ადგილას, სადაც ფორმა დაფარავს. სალომემ უბრალოდ თავი დაუქნია და პერანგის გახდა დაუწყო. -ცოტა ნელა, დახეულით ვერ გავალ, - გაიცინა გოჩამ. -მეც იმავეს გეტყოდი. ისედაც მოკლე კაბას კიდევ უფრო ნუ ჩამიხსნი ახალი ნახევით. გოჩას გაეღიმა სალომეს ამ კომენტარზე. რაც შეეძლო მცირეოდენი დაზიანებით გახადა ფორმა და კოცნა დაუწყო. სალომე მთელი სხეულით აეკრო მას და მალევე აკვნესდა. გოჩა მიხვდა, რომ სალომე ნელ-ნელა ხმას უწევდა და ტუჩებში აკოცა. ასე გადასკვნილები იყვნენ რამდენიმე წუთით. სალომეს კვნესის ხმა რაღაც სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში. სალომე კი უკვე ვეღარც აზროვნებდა. გონება სულ გაეთიშა. თავი უკან გადაუვარდა, თვალები დაეხუჭა და ბაგეები გაეპო. ბოლოს გოჩასთან უფრო ახლოს მიიწია და მხარზე უკბინა, რაწამსაც ყველაფერი მორჩა. ვერც ერთი ვეღარ სუნთქავდა. სალომე სულ აწითლებული და გაოფლილი იყო. არც გოჩა იყო უკეთეს მდგომარეობაში. სალომემ მალევე სიცილი დაიწყო. -კარგი, ახლა უნდა ვიმუშავო. -დარწმუნებული ხარ, რომ სიარულს შეძლებ? - ჰკითხა გოჩამ. -რატომაც ვერა? ნიჟარიდან ჩამოხტა და კინაღამ ჩაიკეცა. გოჩამ დაიჭირა და შიშველ სხეულზე აიკრა. -ერთხელაც ხომ არ გვეცადა, ჰაა? - ეშმაკურად ჰკითხა გოჩამ. - უშენოდ როგორმე გაძლებენ გარეთ. თანაც, ძალიან ლამაზი ხარ, როცა კვნესი. -სულ ერთხელ მნახე. -დამიჯერე, ეგეც საკმარისია. ამჯერად ხელში აიყვანა და კედელს ააკრა. -ცივია კედელი. -სარკე არ იყო ცივი წეღან რომ ეყუდებოდი? სალომეს ხმა აღარ ამოუღია. მხოლოდ შორისდებულების ამოსროლასღა ახერხებდა პირიდან. ბოლო მომენტში გოჩამ აკოცა და ტუჩზეც კი უკბინა. -სამაგიეროს... მიხდი? - ძლივს ამოილაპარაკა სალომემ, როცა ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. -რისთვის? -რომ გიკბინე. -არა, უბრალოდ შენმა ტუჩებმა მაიძულეს მაგის გაკეთება. -ასეთი დაკუნთული როგორ ხარ? -უბრალოდ მინდოდა ჩემს შეყვარებულს ჩემით ეამაყა. -ჰოდა ჩათვალე, რომ ძალიანაც ამაყობს, თან ამ ბოლოს მომხდარი ამბის გამო კიდევ უფრო მეტად. -გარყვნილო, - გაეცინა. -მომწონს მაგას როგორც მეძახი. საინტერესო მოსასმენია გარყვნილი ადამიანის პირისგან ეგ სიტყვა. -ძალიან ნუ გამითამამდები. ბევრი რაღაც შემიძლია გაგიკეთო. -აუცილებლად დაგელოდები, - შარფი ყელზე მოირგო, თვალი ჩაუკრა და გავიდა. მალე გოჩაც უკან მიჰყვა. ის ნიშანი მოხსნა და გოგოებთან მივიდა. -არაფერს არ გეკითხებით და არაფერს არ მეუბნებით, შევთანხმდით? - იკითხა რუსამ. -კარგი. რუსამ გამოაცხადა, რომ მეორე საპირფარეშო „შეაკეთეს.“ -მაკიაჟი შეისწორე, - გადაუჩურჩულა სალომეს და ჩანთა მიაწოდა. 14საათიანი ფრენის შემდეგ ყველა გადაქანცული ჩამოვიდა თვითმფრინავიდან. სასტუმროში გაჭირვებით მივიდნენ. რუსას უნდოდა სალომესთან ერთად აეღო ნომერი, მაგრამ გოჩამ სიტუაცია აუხსნა. -და სალომემ არ იცის? -არა და ჩუმად იყავი. უთხარი რომ 223-ე ნომერში გაჩერდით. რუსამ სურვილი შეუსრულა. გადაღლილი სალომე ნომერს მიადგა. არც კი მიმოუხედავს, ისე შევიდა და ფორმის გახდა დაიწყო. -რუსკა, ძალიან დავიღალე და დავიძინებ მე, - გასძახა სილუეტს და როცა შეტრიალდა, ყბა ჩამოუვარდა. - ეს რუსკას ოთახი არაა? -არა. -და მან რომ მითხრა აქ ვართო? -რამე საწინააღმდეგო გაქვს? -უბრალოდ აქ ნამდვილად არ გელოდი. -სუპრიზი, - გაუღიმა და ფორმის გახდაში მიეშველა. -მეძინება. -ცოტა ხანი მოიცდი მგონი ხოო? -მართლა ძალიან გადავიღალე. -რა იყო, ხო არ შეგეშინდა? თვითმფრინავში ძალიან თამამად იყავი. ისე შემომთავაზე, რას წარმოვიდგენდი პირველი თუ ვიქნებოდი? -კარგი მსახიობი ვარ, მაგრამ ახლა კაცსაც კი მოვკლავ, ოღონდ დავიძინო. -მეც? -გოჩა, სერიოზულად ვამბობ. -კარგი, კარგი. სალომემ პიჟამა ჩაიცვა და საწოლში შეწვა. მალევე ჩაეძინა. ვერც მიხვდა, როდის მიუწვა გვერდით გოჩა ან როდის ჩაეძინა მას. დილით აღმოაჩინა, რომ გოჩას ეხუტებოდა. -როგორც იქნა გაიღვიძე, - ძლივს ამოთქვა გოჩამ და ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა. -რას აკეთებ? -შენი აზრით საერთო ოთახი ძილისთვის დავიქირავე? ხელი ნელ-ნელა უფრო ზემოთ ააცურა და მაისური გახადა. სალომესკენ დაიხარა და ყელიდან ჭიპამდე თითოეული ადგილი დაუკოცნა. სალომეს უნებურად აღმოხდა კვნესა. -დღესაც დიდხანს მოგვიწევს ფრენა. თბილისამდე ხომ უნდა გავძლო როგორმე? - კოცნებს შორის ეუბნებოდა გოჩა. სალომეს მთელი სხეული დაეჭიმა, როცა გოჩამ მის მკერდს დაუწყო თამაში. მერე უფრო დაბლაც ჩავიდა და გოგონა ზედმეტი ტანსაცმლისგან გაათავისუფლა. სალომე ბიჭისკენ აიწია და ყელი მთლიანად დაუკოცნა. შემდეგ ყბის დაბოლოებაზე უკბინა და სველი კოცნის კვალი დაუტოვა. -ჩვენ რაზე შევთანხმდით? არანაირი კვალი გამოსაჩენ ადგილას, - წარბაწეულმა გოჩამ სალომეს მკერდზე დაატყო თავისი კბილების კვალი. გოგონა უარესად აკვნესდა და ბიჭს თმაში შეუცურა ხელი, რომ ყურადღება რამეზე გადაეტანა. გოჩა კოცნით ჩაუყვა მის სხეულს და ინტიმურ ადგილთან გაჩერდა. თავადაც მოიშორა ტანსაცმელი და ნელა შეუდგა თავის საქმეს. სალომემ საღად აზროვნების უნარი დაკარგა. ფრჩხილები ზურგზე ჩამოუსვა და დაკაწრა. ბიჭი ამ მოძრაობამ კიდევ უფრო გააშმაგა. სალომეს მთელ სხეულში დაეკარგა ძალა. ხელები ზეწარს ჩასჭიდა, ტანი თავისით აეზიდა საწოლიდან და პირიდან მისთვის ჯერ კიდევ უცხო ხმები ამოუშვა. თვალები მიენაბა. ბიჭი დაიხარა და კოცნა დაუწყო. თან ერთი წამითაც კი არ ჩერდებოდა. ეს კი სალომეს ჭკუიდან შლიდა. ბოლოს მთლიანად მასზე აკრული აღმოჩნდა. დარჩენილი ძალით ეჭიდებოდა ბეჭებზე. ბიჭის რიტმულ მოძრაობას ჰყვებოდა. ბოლოს ვეღარ გაძლო და მხარზე ისევ იმ ადგილას უკბინა. ბიჭმაც ამოიკვნესა და გვერდით მიუწვა. შეამჩნია როგორ უკანკალებდა სალომეს მთელი სხეული. თავად თითქოს დღეში 10 კოლოფი სიგარეტი მოეწიოსო, ისე სუნთქავდა. ხელი სალომეს ოფლით დაცვარულ ტანზე გადაატარა და ისედაც ათრთოლებული გოგო უარესად ააკანკალა. სალომეს გული გამალებით უცემდა. ჯერაც ვერ დამშვიდებულიყო. თითქოს გოჩას ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა ყველაფერი. სინამდვილეში კი უკვე გვერდით ეწვა. ხელი მისი პრესისკენ წაიღო და ფერება დაუწყო. მალე ორივეს დაურეგულირდა სუნთქვა. ცოტა ხნით იწვნენ და მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. სალომე ცდილობდა მისი სახის ყველა ნაკვთი შეესწავლა. ცდუნებას ვერ გაუძლო, აიწია და მთლიანი ყბა დაუკოცნა, შემდეგ ცხივრზე გადავიდა, მეორე ყბა, შუბლი, ყვრიმალები, ნიკაპი. ბოლოსთვის ყველაზე გემრიელი მოიტოვა. მის ტუჩებს დააკვირდა. ოდნავ გამომშრალი ბაგეები საკოცნელად იწვევდნენ. სურვილს ვერ შეეწინააღმდეგა და ტუჩებზე ენა გადაატარა. ბოლოს კი მის ენასაც მიადგა. -ოთახის მომსახურება, - გაიგონეს ხმა გარედან და ერთმანეთს მოშორდნენ. -ცოტა ხანში მოდით, - გასძახა სალომემ და ბიჭის ტუჩებს მიუბრუნდა. -მგონი ჯობია ავდგეთ, - გაუღიმა გოჩამ. -არაა, ცოტა ხანი მოვიცდით. -მოიცადე, ფრენა ერთ საათშია? - საათი დაინახა გოჩამ. -რაა? ასე მალე? რუსკამ რატომ არ გამაღვიძა? ვაიმე, დავაგვიანეებთ. სალომე წამოხტა და ათი წუთი გაუაზრებლად დარბოდა აქეთ-იქით სრულიად შიშველი. -ჩაიცვი, თორემ მართლა დავაგვიანებთ რეისზე, - ტუჩზე იკბინა გოჩამ. -მეც მინდოდა მაგის კბენა, მაგრამ არ მაცადეს. არაუშავს, კიდევ მოგიხელთებ, - უცებ აკოცა ბიჭს და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. რუსა მთელი დღე უხასიათოდ იყო. თვითმფრინავშიც კი ვერ მოვიდა ხასიათზე. თან ძალიან გადაიღალა. მისთვის დროის სარტყლის ცვილება ბევრს ნიშნავდა. ამის გამო ერეოდა ძილის გრაფიკი და როცა გამოუძინებელი იყო, ყოველთვის ცუდ ხასიათზე დგებოდა. ერთადერთი, რაც იმწამს სურდა, ძილი იყო კომფორტულ საწოლში. გამოსაფხიზლებლად აქეთ-იქით დადიოდა და წყალიც შეისხა რამდენჯერმე. თანაც შემთხვევით შეუსწრო, როგორ კოცნიდნენ სალომე და გოჩა ერთმანეთს და მაშინვე გამობრუნდა ბოდიშების მოხდით. ასეთ სანახაობაზე კინაღამ გული აერია. ვერ იტანდა ზედმეტად საყვარელ წყვილებს. ეს შეიძლება იმის ბრალიც კი იყო, რომ თვითონ ასეთი რაღაც არასდროს განეცადა. ერთადერთხელ აკოცა ბიჭმა და ისიც გაურკვეველი მოტივით. აი, ისევ საბაზე დაიწყო ფიქრი. როგორ ახერხებს და ნებისმიერი თემიდან საბაზე გადადის? ან საერთოდ რატომ ფიქრობს მასზე ამდენს? ეს გრძნობა რუსასთვის ძალიან უცხოა და წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლება მოუხერხოს მას. -დავიჯერო მართლა დროის სარტყლის ცვლილება არ გაძინებს? იქნებ სულ სხვა რამეშია საქმე? - ჰკითხა სალომემ სიცილით, როცა თბილისში ჩავიდნენ. -სხვა რა უნდა იყოს? და რატომ იკრიჭები? -მგონია, რომ განუკურნებელი სენი შეგეყარა. -რა სენი, სრულ ჭკუაზე ხარ? რაღა გაცინებს თუ განუკურნებელია? -რა სენი და... სხვათა შორის, ყველა ადამიანის სენს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. შენსას „ბიჭი ზედა მეზობლად“ ჰვია. -მე კიდე ვიფიქრე მართლა იცის რაღაც-მეთქი. ხუმრობის დრო მაქვს? -მერე ვინ გითხრა, რომ ვხუმრობდი? აი ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე თვეში ერთად იქნებით. -შენ იმ ბიჭზეც მასე ამბობდი, წვენი რომ გადამასხა, მაგრამ აგერ კი მოიყვანა ცოლი და ქორწილშიც კი დამპატიჟა. -არაა, ამჯერად არ ვცდები. თქვენი ბედი იქ, ვარსკვლავებში დაიწერა და ერთმანეთს გადაება, - დემოსტრაციულად გაიშვირა საჩვენებელი თითი ზეცისკენ. -სერიოზული პრობლემები გაქვს ტვინზე, იქნებ წახვიდე და ექიმს გაესინჯო? სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სალომემ სახე დამანჭა და რუსა გამოაჯავრა. -შენ კიდე სერიოზული პრობლემები გაქვს გულზე, იქნებ წავიდე და საბას გაესინჯო? სიფრთხილეს თავი არ სტკივა. -სალომეა, მომწყდი ახლა თავიდან, თორემ გაბრაზებულზე შეუძლებელს შევძლებ და ჩემზე ორჯერ მძიმე ნივთსაც კი გესვრი. -მე მხოლოდ გაფრთხილებ. ისევ შენთვის მინდა კარგი, მაგრამ ხომ ვიცი რა ხისთავიანიც ხარ. დარწმუნებული ხარ, რომ მეგრელი ხარ? ქცევებით ერთი ერთში სვანი ხარ. -სალომეა, - წარბი ზემოთ აზიდა და სალომეც გაქრა მისი თვალთახედვის არეალიდან. რუსა იმედით წავიდა სახლში. თავისი ბალიშის ჩახუტებისას ყოველთვის ეძინებოდა. აი, ჩაეხუტა კიდეც და სულ მალე სიზმრებში გადაეშვა. -შვებულება უნდა ავიღო, - განუცხადა სალომეს მიმავალ რეისზე რუსამ. -ასე ძალიან დაიღალე? -რა ვქნა? შენ არც კი იცი რა დღეში ვარ. -მოიცა, მარტო მტოვებ? -რატო მარტო? აგერ, გოჩას გიტოვებ. -მიტოვებ თორე სულ ჩემთან არ იყოს. -ჰო, მართლა, რა ხდება აბა თქვენ ორს შორის? -რა უნდა ხდებოდეს? - სალომე წამოწითლდა. -რამე პერსპექტივა არ გაქვთ? მარტო ხო არ გადაქანცავთ ერთმანეთს არა? -რუსანაა, - საყვედურის თვალით შეხედა. -თქვენი საქმისა თქვენ იცით. ოღონდ ქორწილი და ბავშვის ნათლობა არ გამომატოვებინოთ. თუმცა დარწმუნებული არც კი ვარ რომელი უფრო ადრე მოხდება. -რუსანა, რა ლაპარაკია ეს? საბასთან არ გიმართლებს და მე მამწარებ? -საბა რომელია? აა, ჰო, მგონი გამახსენდა. რამდენი ხანია აღარც მინახავს. ბოლოს ორ გოგოსთან ერთად დავაფიქსირე. -და იმის მერე ჭია გღრღნის და გინდა გაიგო ვინ არიან ის გოგოები? -არაა, ვინც უნდა ის იყვნენ. იმდენჯერ მოუწყვია თავის სახლში წვეულება, რომ პატიოსანი ბიჭი არ იქნება. -წინასწარ რატო გიყვარს ხოლმე დასკვნების გამოტანა? -ოჰ, ამას ვინ მეუბნება? ერთხელ მოგიყევი სუ საბაზე და ეგრევე მაჯახე მოგწონსო. ის არ იყო ნაადრევი დასკვნა? -მისმინე, მე და შენ გავნსხვავდებით. ჩემი დასკვნები არ ცდება, შენი არასდროსაა მართალი. -წადი გოჩიკოს მიხედე, მე ჩემს თავს მოვუვლი. -ვაი, რუსანა, რუსანა, რა გეშველებაა. რუსამ ერთთვიანი უხელფასო შვებულება აიღო. გადაწყვიტა მთელი დღეები სახლში ყოფილიყო, თორემ ამდენი მოგზაურობისგან უკვე დაიღალა. -აბა, ვნახოთ რა გვაქვს სახლში... - სპორტულ შორტსა და ბრეტელიან მაისურში გამოწყობილმა რუსამ მაცივრის კარი გამოაღო. მხოლოდ ხილი დაინახა და გადაწყვიტა დაებლენდერებინა. ბანანი და ატამი ბლენდერში ჩააწყო და მის ზუზუნს მიაქცია ყურადღება. რატომღაც ძალიან უცნაური ხმა ჰქონდა. თან ქვემოდან ბოლს უშვებდა. -რა სჭირს? - გამორთვა სცადა და ხელიც დაიწვა. მთელ სახლში კვამლი დადგა. ფანჯარა გამოაღო და შტეფცელიდან გამოაერთა ბლენდერი. სხვანაირად აშკარად არ ითიშებოდა. გამორთვისას ნაპერწკალიც დაინახა და მცირეოდენი დარტყმა იგრძნო. -ააა, - დაიკივლა და ხელიდან გააგდო ჩანგალი. ბლენდერი იატაკზე დაეცა და დაიმტვრა. შიგნით არსებული ყველაფერი ძირს დაიყარა. -შვებულების დაწყებაც ასე უნდა. სასწრაფოდ მიალაგა იქაურობა და გადაღლილი მიესვენა დივანზე. პირველივე დღეს თუ ასე დაემართა, ალბათ თვის ბოლომდე ცოცხალიც ვეღარ მიაღწევდა. არადა როგორ შიოდა... წამოდგა და ბინა დატოვა. -ჰეიი, - კარი გააღო საბამ. - რა ქარმა გადმოგაგდო აქ? -შენს ხუმრობებს ვერ ვწვდები. მოკლედ, ბლენდერი ხომ არ გექნება, რომ მათხოვო? -კი, კი, ახლავე გამოგიტან, - კარი მიუხურა და რამდენიმე წუთში ბლენდერით ხელში დაბრუნდა. - გამომართვი. რამე მოხდა? -ჩემმა თავი მოიკლა და სანამ ახალს ვიყიდი... -ვაა, ბლენდერმაც ვერ გაგიძლო? არ მიკვირს ცოცხალი ადამიანებიც რომ ვერ გიძლებენ. ყველას აფრთხობ. იმიტომაა ჯერ კიდევ რომ არ გყოლია შეყვარებული და არც არავის უკოცნია შენთვის. რუსა გაბრაზდა და სილა გააწნა. იმდენად ძლიერად, რომ ხელი ეტკინა. საბას ლოყა მაშინვე გაუწითლდა. -აღარ მჭირდება ეგ შენი ბლენდერი. გქონდეს და შენს გოგოებს მოუმზადე რამე, ვისთან ერთადაც ღამეს ატარებ. იქნებ ისინი მაინც არიან ჩემზე უკეთესები და გაძლებას მაინც შეძლებ. თავად ხომ ხარ სისაყვარლის განსახიერება და უამრავი გოგო გეყოლებოდა. -ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ და ღამე გაათიეს ჩემთან. -რატომ გგონია, რომ მაინტერესებს? და საიდან მოიტანე, რომ პირველად შენ მაკოცე? -დამიჯერე, გამოცდილი ვარ და შემიძლია მივხვდე, ვისთვისაა ეს პირველი. -ყველაფერთან ერთად სასწაული მექალთანეც ყოფილხარ. პირდაპირ გამიმართლა, რომ შენისთანა ბიჭი აღმოჩნდა ჩემი მეზობელი, რომლის სიფათსაც ერთი თვის განმავლობაში უნდა გავუძლო... ყოველდღე. -რა ხდება ამ თვეში? -დამიჯერე, არაა საჭირო იცოდე. -და არ გინდა მერე ამოხვიდე? წვეულებასავით იქნება. -მორიგი გოგო ნუ გგონივარ, ვისაც ადვილად გააბრიყვებ. ალბათ გეგონა, როცა მაკოცებდი ჩამოვდნებოდი და შენზე ოცებას დავიწყებდი. -მერამდენედ გითხრა? ეს მხოლოდ შენს გასაჩუმებლად გავაკეთე. -რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მითხარი, მე მაინც არ დაგიჯერებ. თან იმის მერე, რაც შენს სახლში ის გოგოები ვნახე. -სულაც არ ვაპირებ კიდევ ერთხელ გამეორებას, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. თუ ასე ძალიან გინდა მაგ სისულელის გჯეროდეს, არაა პრობლემა, თავი დაიტანჯე იმაზე ფიქრში, რომ ბიჭი, რომელიც მოგწონს, შენზე გაბრაზებულია, რადგან შანსი არ მიეცი. -აი ეგღა მაკლია შენისთანა ნაძირალა მომეწონოს. -რა დამიძახე? აქამდე მართლა გეხუმრებოდი, მაგრამ რა დამიძახე? -ისეთი არაფერი, რაც არ დაგიმსახურებია. საბამ ბლენდერი გააგდო და ხელები მომუშტა. ძარღვები დაეჭიმა. ცდილობდა არ გაბრაზებულიყო. -აჰა, ყველაფერთან ერთად ფსიქოპათიც ყოფილხარ. -ნუ მიწვევ, რუსუდან! - თვალის დახამხამებაში მის წინ გაჩნდა და ხელები დაუჭირა. -გამიშვი, წასასვლელი ვარ. -არა, სანამ სიტყვებს უკან არ წაიღებ და ბოდიშს არ მომიხდი. -მაგას ვერასდროს ვერ ეღირსები. -ჰოდა აქ მოგიწევს დგომა. -ნუ მიმტკიცებ, რომ შეშლილი ხარ. ნელ-ნელა მეშინია. -რატომ ამითვალწუნე? - ბიჭი გოგონასკენ გადაიხარა და ცხელი ჰაერი სახეში შეაფრქვია. რუსა ადგილზე მიიყინა და საბას თვალებს მიაშტერდა. ხმას ვერ იღებდა და ვერც ნორმალურად აზროვნებდა. როგორც ჩანს, ცხოვრებაში პირველად დაამარცხა გულმა გონება. -მე... მე... - მგონი გონება ნელ-ნელა ისევ ძლიერდებოდა. - მაგას მეკითხები კიდეც? არ მაძინებდი, წყალი ჩამომიშვი, შემდეგ გამაციე, პირველი კოცნა მომპარე, აუტანელი მიწოდე და კიდევ გაინტერესებს რატომ აგითვალწუნე? -და რაღატომ მლანძღავ? თუმცა არ მიპასუხო, მგონი ისედაც ვიცი. -ჰოო? ალბათ ხვდები, რომ მართლა გასალანძღი ხარ. -იმდენად მოგწონვარ, რომ ჩემს დასავიწყებლად ცდილობ ათასი სისულელე დამაბრალო. ალბათ ასე არასდროს არ ყოფილხარ ცხოვრებაში. -მხოლოდ შენს ოცნებებში, - რუსა მიხვდა, რომ საბამ ხელი გაუშვა და მაშინვე კიბეებისკენ დაიძრა. -დამიჯერე, ჩემს ოცნებებში მაგაზე ბევრად უფრო მეტს აკეთებ, - მიაძახა საბამ. - და ბევრად უფრო ნაკლები ტანსაცმლითაც. რუსა სახეზე ახურდა. ახლა მან რა უთხრა? მართალს ამბობდა? იქნებ მართლა ვერ იაზრებდა რატომ ცდილობდა საბასგან ცუდი ადამიანის გამოყვანას? -არა, რუსუდან, მასაც სწორედ ეს უნდოდა. ახლა შენს თავში ეჭვის შეტანის დრო არ არის, - თავის თავს შესძახა და საფულე ამოიღო, რაიმე რომ ეყიდა. - ასე მაღაზიაში ვერ ჩახვალ, რამე წესიერი უნდა ჩაიცვა. კარადას ნახევარი საათი უყურებდა ბოლოს შავი მოკლე ტყავის ქვედბოლო გამოიღო და შავ ბრეტელებიან მაისურზე გადაიცვა. მაღაზიაში ჩავიდა და პროდუქტების დათვალიერება დაიწყო. დიდი ხანი იარა, სანამ ნახევარფაბრიკატების მაცივართან გაჩერდებოდა. როგორც კი კატლეტს შეხედა, მაშინვე ნერწყვი მოადგა. კონტეინერიდან შესაწვავებიც კი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ. გადაიხარა. იმდენად ძირში იდო კატლეტი, რომ ლამის შიგნით ჩავარდა. ტყავის ქვედაბოლოშიც კი იგრძნო, როგორ შეახო ვიღაცამ ხელი საჯდომზე. ზუსტად იცოდა ვინც იყო. -ხელები ჩემი საჯდომიდან მოაშორე, - კბილებში გამოსცრა, ისე რომ ყველა სიტყვა გამოკვეთა და წამოიმართა. -უბრალოდ ვცადე მოგფარებოდი. აქ ხალხი დადის ხვდები? ოჯახების დამანგრევლად ნუ გადაიქცევი. საერთოდაც, რად გინდა ასეთი სიგრძის კაბა? -რა შენი საქმეა? -უბრალოდ, ხალხს მსუბუქი ყოფაქცევის შეიძლება ეგონო. -რა მითხარი? - თვალები დაუწვრილდა რუსას. - ესეიგი შენს თვალში მეძავი ვარ? -ნუ ყვირი, ხალხია. -კარგი, ოც წუთში შენთან ამოვალ. იქ ხომ მაინც მექნება უფლება რომ ვიყვირო? რუსა გაგიჟებული გავარდა მაღაზიიდან. სიბრაზისგან ცახცახებდა და ძლივს მოარგო გასაღები საკეტს. ოც წუთში მართლაც საბასთან იყო და უყვიროდა. -უკვე ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე. მეძავი ვარ არა? -მე მასე არ მითქვამს. მასეთ ტანსაცმელს მხოლოდ მაგ პროფესიის ადამიანები თუ ჩაიცვამენ. ხალხმა შეიძლება იფიქროს მასე, მე კი არა. -სულ ფეხებზე ხალხი რას იფიქრებს. -სამაგიეროდ ის არ გკიდია მე რას ვფიქრობ არა? რუსას ენა ჩაუვარდა. ცხოვრებაში ჯერ არასდროს არ წაუგია ჩხუბი. პირველად უთხრეს ისეთი არგუმენტი, რომელმაც მართლა დააფიქრა თავის მოტივებზე. -საიდან მოიტანე? - გამოსავალს ვერსად ვერ პოულობდა. -მაშინ ჩემთან ჩხუბში არ დაკარგავდი დროს. ვცდები? -ჩემი აზრით ყველა ისეთი გგონია, როგორიც თავად ხარ. ბევრ ქალთან ხარ და გგონია მეც ბევრი კაცი მყავს? გგონია ხალხის გასაგიჟებლად ვიცვამ ამას, რომ ყურადღება მივიქციო და მამაკაცები მოვხიბლო? თუ ასე ფიქრობ, ბრავო. -და შენ რატომ გგონია, რომ მექალთანე ვარ? -ნუ მიყვირი. ჩემი თვალით მაინც არ მენახა ყველაფერი. ის გოგოები ვინ იყვნენ აბა? ან რატომ მითხარი, რომ იმდენად გამოცდილი ხარ კოცნაში, მაშინვე შემატყვე, რომ პირველი იყო. -მოვიტყუე, გასაგებია? არ მინდოდა რეალურად გცოდნოდა საიდან ვიცი ეგ ყველაფერი და ამიტომაც მოვიფიქრე ეს სისულელე. -სალომეა, - თვალები დაუწვრილდა რუსას. გონებაში ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა და იდეალური სიუჟეტი მიიღო. - მაშინ გითხა, ვითომ რომ შეეშალა ბინა არა? -უბრალოდ მინდოდა ის დამეცვა. -შე ნაგავო არსება, - მუშტების ბრახუნი დაუწყო მკერდზე. - გამოდის, რომ დიდი მატყუარა ხარ და სხვა არაფერი? სალომეს სიტყვებმა შენზე როგორ იმოქმედეს? ალბათ იფიქრე ახლა ამას გავაბრიყვებ, მაინც პირველი ვარ და ადვილად დავიმორჩილებო არა? თანაც გეცოდინება, რომ გოგოებს ცუდი ბიჭები უფრო იზიდავთ. ამის გამო მომიწყვე ცირკი არა? მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშტებს არ აჩერებდა, სანამ საბამ ხელები არ დაუჭირა და არ აკოცა. რუსა გაჩერდა და დაძაბული სხეული მოეშვა. იგრძნო როგორ ცდილობდა საბა მის პირში შეეღწია და უარი არ უთქვამს. სად გაქრა მთელი მისი სიბრაზე და ბოღმა? ამ ერთმა შეხებამ როგორ გადაავიწყა ყველაფერი და ასე ადვილად დაიმორჩილა? რატომ არ ცდილობს მოშორდეს და სილა გააწნას? რატომ გაუქრა მისი მეხუთე სართულიდან გადაგდების სურვილი? თუმცა ეს ყველაფერი მალევე დაუბრუნდა, როცა საბას ხელმა მის ფეხზე დაიწყო სრიალი. -იდიოტო, ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ვერაფერი? ჩხუბის მოგვარება კოცნით არ არის გამოსავალი. ასე ყველაფერს უფრო ართულებ. -ანუ საბოლოოდ დაიჯერე, რომ მაშინ გასაჩუმებლად გაკოცე? -იმედი მაქვს ეგ ადგილები დაგილურჯდება, - კითხვას წაუყრუა. -სად, აქ? - საბამ მაისური აიწია და რუსაც ყბაჩამოვარდნილი მიაშტერდა. -მხოლოდ იმის გამო, რომ სიმპატიური ხარ, არ გაპატიებ. ეგ კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ მექალთანე ხარ. -ღმერთო, რა შეგცოდე. რამდენჯერ აგიხსნა რომ მექალთანე არ ვარ? ან საიდან მოიტანე, რომ დაკუნთული სხეული მექალთანეებს აქვთ? -რადგან ბიჭი მხოლოდ ერთი გოგოსთვის არ იწვალებს ამდენს. თუ იცი რა მოსდით კაცებს, რომლებსაც ცოლი მოჰყავთ? სუქდებიან. აღარ ვარჯიშობენ, რადგან ქალი უკვე იშოვეს. აბა ლოგიკურად წაჰყევი თუ საერთოდ გაქვს ეგ. -ზედმეტად უცნაური ადამიანი ხარ. შენისთანა გოგო არ მჭირდება გვერდში. არც კოცნა შეგიძლია, ვერც ჩამოყალიბებულხარ რა გინდა, ყოველ წამს იგესლები. მოკლედ, ნამდვილი მეგრელი ხარ... -როგორ ბედავ და მაკრიტიკებ? თავი მსოფლიოს მმართველი გგონია? დამიჯერე, არც ერთი ნორმალური გოგო არ გაგეგება ფეხქვეშ. უკულტურო, თვითკმაყოფილი ხეპრე ხარ. კრეტინო... მგონი აჯობებს შვებულება გავაუქმო. -შვებულება აიღე? აი თურმე დილით რას გულისხმობდი. ანუ ახლა გცალია და შეგიძლია ჩემს წვეულებებზე იარო. აპირებდა ეთქვა, შენს ოცნებებშიო, მაგრამ გაახსენდა მაშინ რაც მიაძახა. -ვერ ეღირსები თვითკმაყოფილო იდიოტო. კარი გაიჯახუნა და ბინაში დაბრუნდა. -რუსუდან, რუსუდან, როგორ მოგწონვარ, - ჩაეღიმა საბას. -გისმენთ, - გაისმა ყურმილში სალომეს ხმა. -სალომე, საბა ვარ. -ხო, რა ხდება? -მომიწია რუსასთვის ყველაფერი მეთქვა. -მერე? ძაან გაბრაზდა? -არაა, სხვა რაღაცაზე უფრო ბრაზობდა. -და რომ არ გეთქვა? -მომიწია, თორემ ეგონა მექალთანე ვიყავი. -ამოვალ ხვალ და დაველაპარაკები. შენ კიდე ცოტა უხეშად მოექეცი, გააბრაზე. როცა ბრაზდება თავს ვეღარ აკონტროლებს და ნებისმიერი რაღაცის გამკეთებელია. თან ასე უფრო ხშირად იფიქრებს შენზე და სულ მალე ერთად იქნებით. -კაი, მადლობა სალო, ერთი დიდი თაიგული შენს ქორწილში ჩემზე იყოს. -რა ქორწილში? შენც რუსკამ მოგისყიდა ხოო? -ისე ვთქვი, არ გაგიჟდე. -კაი, კარგად. ახლა ცოტათი დაკავებული ვარ. მეორე დღეს მართლაც გადაწყვიტა სალომემ რუსკასთან ასვლა. -გოჩიი, რუსკასთან უნდა წავიდე მე. ხომ არ გამიყვანდი? -ჯერ 10 საათია, ეძინება. იქნებ მეც დამაძინო? საშინლად დავიღალე, - დაამთქნარა გოჩამ და ბალიშთან ერთად სალომესაც ჩაეხუტა. -რა იყო, წუხანდელმა დაგღალა, - გადაიკისკისა სალომემ. -ნუ ხუმრობ, არ გამაბრაზო. -ოჰ, არ გავაბრაზო თურმე. რითი შემაშინებ, გეძინება და ძალაგამოცლი ხარ. სალომემ უცებვე იგრძნო, როგორ დაეჭიმა კუნთები გოჩას. -მაგისთვის ძალა ყოველთვის მექნება. ასე რომ, არ გირჩევდი მაგ თემაზე ქილიკს. -კაი, დამცხა, გამიშვი. -არა, - ზემოდან დააწვა და ხელები შემოხვია. -ახლა გავიგუდები, თან მძიმე ხარ. გადადი. მეღადავები ხო? შიშველს რატომ გძინავს? -როგორც გითხარი, წუხელ დავიღალე. თან არ ჯობია უფრო თავისუფლად დაიძინო? -ზედ მაინც ნუ მასუნთქებ, უფრო მცხება. -შემიძლია კიდევ უფრო დაგაცხო. სალომე მისკენ აიწია და ტუჩზე უკბინა. ნაზად უჭერდა და უშვებდა კბილებს, როცა გოჩამ ტანსაცმლის გახდა დაუწყო. -თავად ითხოვე, - მშვიდად მიუგო გოჩამ და მკერდზე მოუჭირა ხელი. სალომემ ამოიკვნესა და გოჩას ტუჩს შეეშვა. -რატო გაჩერდი, გაგრძელე, მომწონდა, - ბრძანება გასცა გოჩამ. სალომეც მის ტუჩს დაუბრუნდა, თუმცა ნორმალურად ვერაფერს ვერ ახერხებდა. რამდენჯერაც კბენას დააპირებდა, იმდენჯერ კვნესა აღმოხდებოდა. გოჩას ამაზე ეცინებოდა. დიდი ხნის წვალების შემდეგ კბილები ქვედა ტუჩში ჩაასო და ძლიერად მოუჭირა. -ველურო, ნუ მომაჭამ, - გაუღიმა გოჩამ და ღრმად ჩაისუნთქა. -მგონი შენ უფრო გაქვს სუნთქვის პრობლემები, - გაიცინა სალომემ. -ასეთ დროს ჩემი გაბრაზება არ გაწყობს. -მეტს რაღას მიზამ? -ჩათვალე, რომ ჯერ არაფერი არ იცი. სალომემ ტუჩზე იკბინა, რომ აღარ დაეკვნესა. -მასე აღარ გააკეთო. კვნესის გარეშე ეს პროცესი არაფერია. სალომემ ბეჭები დაუკაწრა. -ველურო, მალე ტყავსაც გადამაცლი, - გაიცინა და ორივე ხელი ზემოთ დაუჭირა. - ახლა კი მაცადე ჩემი საქმე დავამთავრო. -შენც არანაკლებ ჩემზე ველურო, - უთხრა სალომემ, როცა სარკეში ჩალურჯებული თეძოები და წელი დაინახა. -შხაპს მიიღებ თუ არა? იქნებ სხვასაც უნდა შემოსვლა? - გამოსძახა გოჩამ. -ხელს არავინ არ გიშლის. და მოვრჩი უკვე. წამიყვან რუსკასთან? -ჩაიცვი და მიგიყვან. რამდენიმე საათში რუსკასთან იყვნენ. გოჩა სახლში დაბრუნდა, სალომემ კი რუსკას ააკითხა. -აბა, რა ხდება? როგორ მიდის დასვენება? -კატასტროფულად, არაფერში არ მიმართლებს. დღეს ფეხი ვიტკინე. დივანს გავარტყი შემთხვევით. -საწყალო. და სხვა რა ხდება? -რავი, არაფერი. -პირადში? -ოო, პირადზე გამახსენდა. საბას ყველაფერი როგორ მოუყევი? -დამიჯერე, ეს საჭირო იყო. -ჩემი ნერვების დასაგლეჯად? ეგ რომ არ გეთქვა, ახლა ვაფშე შემეშვებოდა. -ოო, კარგი რაა, ნუ სულელობ. ვეტყოდი თუ არა, მაინც შენს კართან იქნებოდა დარჭობილი. -თავად არასდროს მოუკითხავს, ყოველთვის მე ავდიოდი. -ჰოდა დაიფასე ცოტა თავი შენც, მოენატრები და ჩამოგაკითხავს. -რამეს გესროდი, მაგრამ ისე დავიწყე ეს თვე, რამენაირად მოვახერხებ და თავად გავირტყამ. -ჭკვიანი გოგო ხარ შენ. იმდენად ჭკვიანიც, რომ მიხვდები, საბას მოწონხარ. რაო იმ გოგოებზე? -უბრალოდ მეგობრები იყვნენ, რომლებმაც ღამე გაათიეს ჩემთანო. -მერე მაგას რა ჯობია. -კაი რაა, მეღადავები ხოო? წარმოიდგინე რომ გოჩასთან გენახა ორი გოგო. რას იფიქრებდი? -გოჩასთან? რა სისულელეებს მეკითხები. -მიპასუხე. -მოიცა, მოიცა, შენც იმავეს გრძნობ საბას მიმართ, რასაც მე გოჩას მიმართ? სხვა შემთხვევაში ეს კითხვა უაზროა. -მაგაზე პასუხს არ ვაპირებ. წამო რაა, ბლენდერი ამარჩევინე. -ძველს რა მოუვიდა? -გუშინ ხილი მოერია. -წამო, წამო. ბლენდერი იყიდეს. იქიდან კაფეშიც შეიარეს და ცოტა (ან ბევრი) წაიჭორავეს. -კაი, მე წავედი, თორემ ფრენა ადრე მაქვს და ძილი მინდა მოვასწრო. -მაშინ გოჩასთან არ ახვიდე, - ჩაიცინა რუსკამ. -რა მითხარიი? რა იყო, ამ ბოლო დროს როგორ გათამამდი? გეუბრნები რაა, ძაან გინდა საბასთან ყოფნა. დიდხანს არ აწვალო ის ბიჭი, საყვარელია. -ჰოდა თუ საყვარელია, გყავდეს. -არა, მადლობა, მყავს უკვე ერთი და ჩანაცვლებას არ ვაპირებ. შენ კიდევ ამდენი ხანია მარტო დადიხარ. -ვაიმეე, ისე ამბობ, გეგონება გოჩა პირველი შეყვარებული არ ყოფილიყოს. ორიოდე თვის წინ თავადაც ჩემსავით იყავი. -შენ რო ნორმალურად მოქცეოდი იმ ბიჭს, ჩემზე ადრეც მოახერხებდი სიტკბოში ყოფნას. იქნებ როგორმე გამოესწორებინა საბას შენი ხასიათი. -მიდიოდი შენ. სალომემ რუსკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სახლში წავიდა. რუსკა ცოტა ხნით კიდევ დარჩა. რა ხდებოდა ამ დროს რუსკას ბინასთან? ძალიან, ძალიან საინტერესო ამბავი. საბა რუსასთან ჩავიდა. უშედეგოდ აზარა, სახლში აშკარად არ იყო. უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, როცა ვიღაც კაცი მიუახლოვდა. -ეს რუსუდან ჩიჩუას ბინაა ხომ? -კი, ესაა. -სახლშია? -არა. მეც საქმე მქონდა. რა გინდოდათ? -უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ? -საბა, - ხელი გაუწოდა უცნობ კაცს. -უი, საბა თქვენ ხართ? სასიამოვნოა, მე ტატო ვარ, რუსუდანის ძველი ნაცნობი. მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა, ორ კვირაში ქორწილი მაქვს და მინდა რუსუდანი მოვიდეს. ადრე შევთავაზე და პასუხი არ გაუცია. ახლა მოვაკითხე კიდეც. ძალიან გთხოვთ, გადაეცით. -კარგი, აუცილებლად, - საბამ კაცი აათვალიერა. - კიდევ რამე ხომ არ გინდოდათ? -რა უზრდელი ვარ, თქვენც გპატიჟებთ. -მეე? - გაიოცა ბიჭმა. - არც კი მიცნობთ. არც მე გიცნობთ. -ისიც საკმარისია, რომ რუსუდანის ძმა ბრძანდებით? საბას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ კაცი გატრიალდა და წავიდა. -ძმა? მე, რუსას ძმა? საიდან მოაფიქრდა? ან რატომ მითხრა, ის საბა ხარო? რუსუდან, რა თამაშს თამაშობ? - ჩაილაპარაკა და ბინაში აბრუნდა. მხოლოდ მესამე დღეს ჩააკითხა რუსას. -ოჰ, ამას ვის ვხედავ. აქ რამ მოგიყვანა? -კიბეებმა. -და მაინც... შენი ხუმრობების არსს ვერ ვწვდები. -არ შემომიშვებ? -არ მგონია დაგემსახურებინოს, - ტუჩები აიბზუა რუსამ. -რაღაც საინტერესო უნდა გითხრა. -5 წუთი გაქვს, - საათს შეხედა, შემდეგ საბას და ბინაში შეუშვა. -პირველ რიგში, ტატო ვინ არის? -ტატო? რომელი ტატო? -აი, ქორწილში რომ დაგპატიჟა. -აა, ძველი ნაცნობია. წვენი გადამასხა ადრე. სალომე მირიგებდა. -რა იყო, არ გამოუვიდა? -სხვა გოგო მოჰყავს ცოლად. -გუშინწინ იყო შენთან მოსული და ქორწილში ხელახლა დაგპატიჟა. ლამის მუხლებზე დადგა. ეტყობა ძაან უნდა, რომ მიხვიდე. -მოიცა, შენ საიდან იცი ეგ? -...რასაც მივყავართ მეორე საკითხამდე. ვინ არის საბა? -შენ, იდიოტო. -ჩემ გარდა. შემთხვევით ძმა ხომ არ გყავს? -სად ჯანდაბიდან გაიგე? - თვალები გაუფართოვდა რუსას. - სალომემ გითხრა? -ამჯერად არა. შენს ტატოს ძმა ვეგონე. -ვაიმე, ღმერთმა დამიფაროს, რომ ჩემი ძმა იყო. -ეგ არც მე მინდა, მაგ შემთხვევაში ჩემი ფიქრების გამო ინცესტში დამდებდნენ ბრალს. -აზრზე მოდი რას ლაპარაკობ. საერთოდ სრულ ჭკუაზე მყოფი ხარ? და საიდან მოიტანე, რომ ჩემი ტატოა? ვინც მოჰყავს ცოლად, იმისია. -ვერ დამაჯერებ, რომ არ მოგწონდა. სალომეს ხასიათი ვიცი. მხოლოდ ისეთ ბიჭებს გირიგებს, რომლებიც მოგწონს. -კი, მასე იყო, შენამდე. -ანუ ტატო მოგწონს. -3 წლის წინ მომწონდა. კმაყოფილი ხარ? საერთოდ აღარც მახსოვდა ის. რატომ გამახსენე? -მოკლედ, 11 დღეში ერთანეთს ჩავკიდებთ ხელს და მის ქორწილში წავალთ. -მეტი საქმე არ მაქვს ეს ხელი შენი ბინძური ხელით დავისვარო. -სიტყვები შეარჩიე რუსუდან, - საჩვენებელი თითი დაუქნია. -რუსუდანს როდიდან მეძახი? -როდიდან დაიწყე ჩემი კითხვებისთვის თავის არიდება? -არსადაც არ წამოვალ. შენ კიდევ საერთოდ ვინ დაგპატიჟა? -შენმა ტატომ. -მერამდენედ გითხრა... -მოკლედ, ტატოს შენი ძმა ვეგონე და დამპატიჟა. უარს არ ვიტყოდი. სხვათა შორის, აქამდე რატომ არ ვიცოდი, რომ ძმა გყავდა? თანაც ჩემი სეხნია? -ვირი ხარ და იმიტო. მარტო შენს სიამოვნებაზე ფიქრობ და არაფრით არ ინტერესდები. -კარგი, მაშინ სხვანაირად შეგეკითხები. ზუსტად ვიცი, რომ ტატოს ნორმალურად არ იცნობ. საიდან იცის მან, რომ ძმა გყავს და რატომ დაგპატიჟა ასე დაჟინებით ქორწილში? -ადრე ვახსენე მასთან, ნიშნის მოგებით ვუთხარი. ინტერესი მაინც ვერ გამოვიწვიე. მეორე კითხვაზე კი პასუხი არ მაქვს. -მე მაქვს, მგონია, რომ მას მოსწონხარ. -ცოლი მოჰყავს, დაგავიწყდა? -მერე ეგ ხელს შეუშლის, რომ მოსწონდე? მგონია, რომ ჯერ კიდევ ეჭვობს, არ იცის სწორად იქცევა თუ არა. ამიტომ უნდოდა შენი ნახვა. -ღმერთო, საიდან ამდენი ფანტაზია? კარგი მეზღაპრე გამოვიდოდა შენგან. -მე არ გეხუმრები. -იცი რა? შენმა თეორიამ დამაინტერესა. წავიდეთ და დარწმუნდები, რომ ცდები. მერე ხომ მაინც დამანებებ თავს? -აუცილებლად. მაგრამ ცოტა გრძელი კაბა ჩაიცვი, ისეთი, რომ ყველაფერი დაგიფაროს. თორემ მიხვდებიან, რომ ძმა არ ვარ და ქორწილიც კი შეიძლება ჩაშალო. -აუცილებლად და ჰიჯაბიც არ დამავიწყდება. გეუბნები, არ ხარ ნორმალური და არც გჯერა. -მე უბრალოდ გაფრთხილებ, რუსა. მერე მიხვდები, რომ მართალი ვიყავი. რა მოასწრო რუსუდანმა ამ 11 დღეში? სწორი პასუხია გაციება. მთელი დღე ჩაის ფინჯნით ხელში იჯდა დივანზე. ხმასაც ვერ იღებდა და ხველისგან კვდებოდა. რუსუდანს ეგონა ტკბილად დაიძინებდა და მეორე დღისთვის ხმაც დაუბრუნდებოდა. ეჰ, რა კარგი ფანტაზიაა. არც ერთი არ შესრულდა. მეორე დილით ისევ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. იმ დღეს კი ისევ გაიგო, როგორ ჩართო მისმა „უსაყვარლესმა“ ზედა მეზობელმა სიმღერები. იფიქრა ავუვარდებიო. მხოლოდ მის კართან მდგომს გაახსენდა, რომ ვერ უყვირებდა და გულში თავისი თავი წყევლა, რამ გაგაცია ზაფხულშიო. -გისმენ, - მოღიმარმა საბამ გააღო კარი. რუსამ ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს მისი მზერით მოკვლა ჰქონდა განზრახული. ბოლოს ძლივს ამოთქვა: -ჩაუწიე. -მოიცა, მოიცა, - გრინჩივით გაიღიმა საბამ. - ხმა არ გაქვს. აუ, ასწორებს. ახლა ვერაფერზე ვერ მეჩხუბები. -სამაგიეროდ კუნთები მივარგა, - მუხლი მოხარა და მუცელში გაარტყა. -ამას ეძახი მივარგაო? გირჩევნია ცოტა ივარჯიშო. -ძალიანაც გეტკინა. სადაცაა ცრემლებიც წამოგივა. -შენ ჩემს ატირებას ვერასდროს ვერ შეძლებ. -მართლა? წინასწარ არ გავაკეთებდი დასკვნებს. -ვერასდროს, - გაიმეორა საბამ და კარი მიხურა. რუსამ ძლივს შეძლო იმ ღამით დაძინება. ბოლო წამს გადაიფიქრა საბას თავის ჩაქუჩით გაჩეჩქვა. ქორწილის დღისთვის უკვე ნორმალურად იყო. აღარც რაიმე სტკიოდა და ლაპარაკითაც ბევრს ლაპარაკობდა. მთელი დღეები აინაზღაურა, რომლებიც სიჩუმეში გაატარა. -2 წუთით მაინც გაჩუმდი და გამოდი მაგ ოთახიდან, უკვე 6 ხდება, - დაუძახა მისაღებში მომლოდინე საბამ. -მოვდივარ, ხოო. თუმცა კიდევ ათი წუთი არ გამოჩენილა. საბამ შესასვლელში მდგარ სარკეში ჩაიხედა. თმაზე ხელი გადაისვა, ბანტი შეისწორა და საკუთარ ანარეკლს თვალი ჩაუკრა. -ტაქსი გამოიძახე? - გამოსძახა რუსამ. -არა, ჩემი მანქანით მივდივართ. -მანქანა გყავს? - სერიოზულად გაუკვირდა რუსას. -აფსუს, რუსა, მეგონა შენც დანარჩენი მეზობლებივით იყავი, რომელთაც 4 თვალი აქვთ და 6 ყური. ეს აქამდე არ იცოდი? თუ იცოდი, მაგრამ ცდილობ ვერ მივხვდე, რომ ჩემით დაინტერესებული ხარ? -შენს ოცნებებში. -გიპასუხო? -იცოდე, კარატის საწყისი ილეთები ვიცი. არ გამაბრაზო. -ისე შემეშინდა, აღარ წამოვალ ქორწილში. -უნდა გეშინოდეს კიდეც. არ დაგინდობ. -კარგი, გამოდი დროზე, ასეთი ტემპით მხოლოდ მათ პირველ ღამეს თუ მივუსწრებთ. ამის გაგონებაზე რუსა, რომელიც ფეხსაცმელს იცვამდა, აყირავდა. -რა ხმა იყო? -არაფერი, დავეცი. -რა ქენიი? - სიცილი დაიწყო საბამ. -მასეთი შეუფერებელი ხუმრობები რომ გაქვს, მაგის ბრალია. -მართალი ხარ, იქნებ სულაც არაა პირველი. აი, პირადად მე მირჩევნია ქორწილამდე არ ვიცადო. -შენი აზრი ვინმემ გკითხა? -არა, ვიფიქრე გაინტერესებდა... -უბრალოდ მოკეტე. გამოვდივარ. -ვაა, ძლივს ქალს დაემსგავსე, - გაეხუმრა საბა. -მადლობა კომპლიმენტისთვის, - შეუღრინა რუსამ და ხელჩანთა ჩაარტყა. -ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ მკერდი არ გაქვს. -რა მითხარი? - გაფართოებული თვალებით მიუბრუნდა რუსა. ახლა მზად იყო საბასთვის თავში ის ანტიკვარი ვაზაც კი ჩაერტყა, რომელიც უკვე მერამდენე თაობაა მის ოჯახს ჰქონდა. -უბრალოდ, მაგ კაბიდან გადმოგიცვივდებოდა, - ისე თქვა, თითქოს ყოველდღიურ საკითხზე საუბრობენო და მხრები აიჩეჩა. -შენ! - შეუღრინა. - არსადაც არ მოდიხარ. გირჩევნია ახლავე აბრუნდე სახლში. მთელი დღე ვერ გაგიძლებ. -რა გითხარი ამისთანა? - გაუკვირდა საბას. -ბიჭები არ ადგებიან და ასე უბრალოდ არ ეუბნებიან გოგოებს, რომ პატარა მკერდი აქვთ. -და თუ მართლა აქვთ? რუსამ ხელმეორედ ჩაარტყა ხელჩანთა. -არასდროს, - კბილებში გამოსცრა. - ეს იგივეა ბიჭებს რომ უთხრა, რა პატარა გაქვსო. გესიამოვნებოდა? საბა სახეზე აილეწა. რუსუდანი კი თავისი პასუხით კმაყოფილი იყო და ღიმილი ვერ დამალა. -შეგეძლო ცოტა გრძელი კაბა ჩაგეცვა. -მუხლს ოდნავაა აცდენილი. და შენ ჩემი ვინ ხარ, რომ მაკონტროლო? -არავინ. მაგრამ რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩემთვის ჩაიცვამდი მათ. -შენც გიხდება სმოკინგი. ჰალსტუხი ვერ იშოვე? -დიდი ფანი არ ვარ. ბანტები უფრო მომწონს. -ჰო, მეც. წამოდი ახლა. გზაშიც რამდენჯერმე წაკამათდნენ. ძირითადად იმაზე ჩხუბობდნენ, რომ საბა გზაზე უფრო ხშირად რუსას უყურებდა. -თვალებს ამოგთხრი. -რა ჩავიდინე ამისთანა? -ნუ მიყურებ. -მოიცა, იმისთვის არ გამოიპრანჭე, რომ ბიჭებმა გიყურონ? შეგახსენებ, მეც ბიჭი ვარ. -გზას უყურე. -და შენ რომ მოგიტაცონ, სანამ მე აქ მანქანას ვმართავ? -სხვათა შორის, უღვედოდ. მართვის მოწმობა საერთოდ როგორ აიღე? და ჩემს მოტაცებაზე ფიქრს გირჩევნია იმაზე იფიქრო, რომ ასე რაღაცას დავეჯახებით. -ჰოდა არ ჩაგეცვა მასე. -ოჰ, ჩემმა სილამაზემ მოგხიბლა? - რუსამ გაიცინა და მედიდურად გადაიყარა თმა მხარსუკან. -შენელებული კადრი და ვენტილატორი გაკლია. -ინდურ სერიალში კი არ ვარ. -ინდურებში მასე არაა, იქ უფრო წელავენ ყველაფერს და სასწაულებს ახდენენ. -შენ საიდან იცი? უყურებ ხოლმე? -ბებიაჩემი უყურებდა და სხვა გზა არ მქონდა. წარმოიდგინე, მართლა ინდურ სერიალში რომ ვყოფილიყავით. -რას გაიხარებდიი... ვერ გავბედავდი ამოსვლას და ყვირილს, რომ მუსიკა გამოგერთო. -ჰო, თან ჩემზე გაგათხოვებდნენ, იქ დედამთილი მოგიშლიდა ნერვებს, იქ მე და შენ უხერხულად ვიქნებოდით ერთმანეთთან, სანამ ერთმანეთის შეყვარებას შევძლებდით... -ანუ სამუდამოდ. -და ყველაზე მთავარი, ახალი ინფორმაციის გაგებისას ცხრაჯერ მიგვეყინებოდა სახეზე სხვადასხვა ემოცია. აი, მაგალითად, შენი ძმის შესახებ რომ გავიგე, კადრში ჯერ შენ გამოჩნდებოდი შეშფოთებული სახით, მერე მე გაოცებულით, ისევ შენ გაფართოებული თვალებით, მე დაბნეული და ასე შემდეგ. რუსამ სიცილი დაიწყო და მგზავრის სკამზე ორად მოიკეცა. -ღვედი მაგსიგრძე არაა, გასწორდი თორე დაგახრჩობს. -ისე ამბობ, თითქოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს შენთვის მაგ ფაქტს. -რატომ გგონია, რომ არ აქვს? მერე შენი გვამის თრევა ამ გაკრიალებული მანქანით მომიწევს. უნდა მოვიფიქრო კუკიაზე გისროლო, თუ პირდაპირ მტკვარში, სალონიდან შენი გვამის სუნიც უნდა გავიდეს. აბა მაგდენი შარის თავი მაქვს? -არადა ერთი წამით მართლა დავიჯერე, რომ სიმართლეს ამბობდი. -ჰოდა ტყუილად, - საბამ რუსას გაუღიმა, გაზს ფეხი მიაჭირა და რესტორნამდე აღარ აუშვია. -რა იყო, ჩემი სტილისტის ჯობნას აპირებ? ფანჯარა მაინც აწიე. -არ მცალია, ვმართავ მგონი ხოო? -საბა, აწიე ფანჯარა, თორემ გადავხტები. -მიდი, მტკვარი ახლოა. -მე არ გეხუმრები. -არც მე. ზუსტად ვიცი, რომ ვერ შეძლებ. -მაგასაც ვნახავთ. რუსამ კანკალით წაიღო ხელი კარის სახელურისკენ და ორჯერ გამოქაჩა. ამ ხმაზე საბამ მოულოდნელად დაამუხრუჭა და მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა. -რას აკეთებ, სულ გაგიჟდი? რუსასკენ გადაიწია და კარი მიხურა. -არა, წარმოგიდგენია მაინც რა შეიძლება მომხდარიყო? -შენი ბრალია, აგეწია ფანჯარა. და შენი აზრით ვერ გავბედავდი? ჰოდა შეცდი. -მასე აღარ მოიქცე, აღარასდროს, შემპირდი. -ო, მოგცლია რა. -შემპირდი, რუსა. -კარგი, გპირდები, ოღონდ ფანჯარა ასწიე. საბამ ფანჯარაც ასწია და კარიც ჩაკეტა. -ეგ რაღა საჭირო იყო? -სიფრთხილეს თავი არ სტკივა. -ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიტაცებ. მაგრამ მერე ვხვდები, რომ შენ ხარ და ვმშვიდდები. -ეგ როგორ გავიგო? -არ მეშინია თუ მომიტაცებ. მაინც ჩემ ზემოთ ცხოვრობ. ანუ უცხო ადგილას ვერ წამიყვან, - სიცილი დაიწყო. - ჰე, იქ შეუხვიე, შეანელე ცოტა, არ გაცდე. -მოდი მე მაცადე რაა, მგონი აქ მძღოლი მე ვარ. -ბოდიში ბატონო საბა, ეს როგორ ვიკადრე, - ხელები ჰაერში ასწია და გაიცინა. მანქანა რესტორნის ეზოში გაჩერდა. -ჰე, ახლა, გამიღე. -არა, - საბა მანქანიდან გადავიდა და კარი ჩაკეტა. -შე ნაგავო, გააღე კარი, იცოდე შენს უსაყვარლეს მანქანას რაღაცას დავუშავებ. -შენ მაგას არ... - საბა დაფიქრდა და მალევე გაუღო კარი. -მიყვარს მიხვედრილი ხალხი, - ლოყა გაუწელა და პატარა ბავშვივით გაუღიმა. რესტორანში საბაზე ადრე შევიდა და დაცვას შეასკდა. -დიდი ბოდიში, - ამოილუღლუღა და დარბაზისკენ აიღო გეზი. სანამ კარს შეაღებდა, საბაც წამოეწია. ხელკავი გამოსდო და დარბაზში შეუძღვა. თავისუფალი ადგილი ძლივს იპოვეს. მართალია, რუსას საბა ნერვებს უშლიდა, მაგრამ ახლა ძალიანაც უხაროდა, რომ მის გვერდით იყო. ბოლოს და ბოლოს, ისევ მისი ნერვების მოშლა ერჩივნა მარტო ჯდომას სრულიად უცხო ხალხში. -შეგიძლია ყოველ წამს მე არ მიყურო? საერთოდ არ ჰგავს ძმის საქციელს. -რა იყო, შენი ძმა არ გაქცევდა ხოლმე ყურადღებას? -მასე არ მბურღავდა მზერით. -როგორ მასე? -შენით უნდა მიხვდე. -და შენ რომ მითხრა, არა? -არც იოცნებო. რუსა წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. იქ შედარებოთ გრილოდა და ლამის გადაწყვიტა მთელი საღამო დარჩენილიყო. კიდევ რამდენიმე გოგო შემოვიდა. სულ მალე რუსკას მიუბრუნდნენ. -აუ, რა კაი ბიჭი გახლავს თაან. შენი ვინმეა? -ჩემი მეზობელია. -აუუ, თავისუფალია? მთელი საღამოა თვალს ვერ ვწყვეტ. -თავისუფალი? - გაეცინა რუსას. ვერც კი გაიაზრა ისე დაიწყო ისტორიების შეთხზვა. - უკვე მეოთხე ცოლი ჰყავს, არადა რა ახლაგაზრდაა. წინა სამი ცოლი კი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. ზოგი სულელი მისით იხიბლება და ცოლობაზე თანხმდება. თქვენ არც კი იცით როგორ ტირიან მერე. ჩემთან ჩამოდიან და ცდილობენ დაწყდნარდნენ. თან ეგ ბიჭი ცოტა არ იყოს და შეშლილია. ხშირად იცით რას აკეთებს? ხალხს უმალავს, რომ ცოლი ჰყავს და ცდილობს გოგოები შეაბას. აი მათი დამშვიდება კი ნამდვილი კატასტროფაა. თქვენ არ იცით რამდენ რაღაცას იფიქრებს. მარტყუარაა. ახლაც რომ მიხვიდე და ჰკითხო, გეტყვით, რომ გარეთ მისი შავი მერსედესი დგას. სინამდვილეში კი ასე აიკვიატებს ხოლმე რაღაცებს. გოგოები დამფრთხალები გაიფანტნენ, რუსამ კი თვითკმაყოფილმა გაიღიმა. თავისი ისტორიით კმაყოფილი იყო. ასე ღიმილით დატოვა საპირფარეშო და მაგიდას დაუბრუნდა. -ისე იღიმი, თითქოს ვიღაც დიდი ხნის მეტოქე მოგეკლას, - გადაუჩურჩულა საბამ. -ა, არაა, არაფერია. აბა, გოგოები არ მოგწონს? ნახე, ის ძაან ლამაზია მაგალითად. -არ ვიცი, რატომღაც თვალს მარიდებენ, არადა ასე არასდროს დამმართნია. თითქოს ვიღაცამ შეაშინათო? -მართლა? - ისე ოსტატურად შეიცხადა რუსამ, რომ ვერავინ ვერ შეიტანდა ეჭვს მის უცოდველობაში. - რას ამბობ, უბრალოდ უცხო ხარ და ერიდებათ. -არ ვიცი, არ ვიცი. ნუ, წამო რაა, ვიცეკვოთ, ძაან მომბეზრდა ასე ჯდომა. რუსა მალე აიყოლია საბამ. ბოლოს უკვე თავად აღარ უშვებდა საბას. -აუ, ერთიც რაა, გთხოვ. -არა, დავიღალე რუსა. -ძალიან გთხოოვ. -ერთი პირობით, მეტყვი წეღან რაც გაიფიქრე. როგორი თვალებით გიყურებდი? -ისეთი, თითქოს ჩემთვის ამ კაბის გახდას ცდილობო. ახლა მოდი და მეცეკვე. -სიმართლე გითხრა, ეგ იდეა მომეწონა. შენც თუ გინდა... -გადავიფიქრე, მოშორდი აქედან. ვინმე სხვას ვიპოვი საცეკვაოდ. -არსადაც არ წავალ. საბამ რუსას წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა. -მოგიწევს ერთი ცეკვის განმავლობაში გამიძლო. რუსა გაბრუებული ცეკვავდა. რაღაც უცნაურად იყო. საბას სიახლოვე თითქოს სულს უხუთავდა. სურდა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა მას, რომ აზროვნების უნარი დაბრუნებოდა. ცეკვა დამთავრდა და რუსაც უკვე სუფრისკენ მიდიოდა, როცა ნაცნობმა ხელმა დაიჭირა. -მეცეკვები? უარის თქმას აპირებდა, მაგრამ დღეს ხომ მისი დღე იყო? ამიტომაც გაუღიმა და საცეკვაო მოედნისკენ გაჰყვა. -ლამაზი ცოლი გიპოვია, - გაიღიმა რუსამ. -კი, ნამდვილად. აბა მე სხვანაირს ხომ ვერ ვიპოვიდი? რუსუდან, ანდაც შეიძლება რუსკა დაგიძახო? -კი, რა პრობლემაა. რა გაახსენდა ამ დროს რუსკას? ნუთუ ყველა ასეთი გონებაჩლუნგი იყო, რომ რუსკასა და რუსოს მეტი ალტერნატივა არ აფიქრდებოდათ. ერთადერთი საბა ეძახდა რუსას და პრინციპში, სხვის მიერ დაძახებული ეს სახელი ალბათ არც მოეწონებოდა. -მოგწონს აქ? -კი, ტატო, მართალია ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ კარგი სიტუაციაა. -შენს ძმას რატომ გაურბიან გოგოები? -წარმოდგენა არ მაქვს, - მხრები აიჩეჩა რუსკამ. -რუსკა, - დაიწყო დიდი ხნის პაუზის შემდეგ ტატომ. -გისმენ. -რაღაც მინდა რომ გითხრა, ოღონდ არა აქ... ხელი ჩაჰკიდა და დარბაზიდან გაიყვანა. იქამდე არ გაჩერებულა, სანამ დარბაზიდან გამომავალი მუსიკის ხმა არ მისუსტდა. -ტატო, რის თქმას აპირებ? -არ მინდა ეს არასწორად გაიგო. ტატო რუსუდანს მიუახლოვდა და აკოცა. რუსუდანმა ვერც გაიაზრა რა მოხდა. სასწრაფოდ გაიწია გვერდით. -რა ჯანდაბას აკეთებ? - ყვირილი უნდოდა, მაგრამ ყურადღების მიქცევის შეეშინდა. - არასწორად როგორ არ უნდა გავიგო? შენი ქორწილია. -ვიცი, ვიცი, უბრალოდ დამაცადე აგიხსნა. რუსუდანი გიჟს დაემსგავსა. ცახცახი დააწყებინა. -არ ვიცი ამ ბოლო დროს რა დამემართა. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანე. მეგონა, რომ არასწორ რაღაცას ვაკეთებდი. მოულოდნელად შენ გამახსენდი და გავაცნობიერე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოგწონდი. ტყუილად არ იუარო, ზუსტად ვიცი, რომ ასეა. მაშინაც შენი ნახვა უფრო მსურდა, ვიდრე ქორწილში დაპატიჟება, მაგრამ შენ მაგივრად შენი ძმა შემხვდა. ხომ ვერ ვეტყოდი, მსურს ჩემს გრძნობებში დავრწმუნდე-მეთქი. -მოიცა, ახლა იმისთვის მაკოცე, რომ დარწმუნებულიყავი გიყვარს თუ არა შენი ცოლი? -მასე გამოდის. ამ ერთმა თვემ ჭკუიდან გადამიყვნა. შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, მაგრამ ამ კოცნამ მიმახვედრა, რომ ჩემი ცოლი მიყვარს და ჩვენ არაფერი გამოგვივა. -მაინც არ უნდა მოქცეულიყავი მასე. თანაც შენი ქორწილის დღეს. შენმა ცოლმა რომ გაიგოს? -მე არაფერს ვეტყვი. -არც მე, მაგრამ არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს. -დიდი მადლობა რუსკა, რომ ყველაფერი მიმახვედრე. ახლა ჯობია დავბრუნდე, თორემ სიძის გარეშე ქორწილი არაფერია. ტატო მალევე გაუჩინარდა დარბაზში. რუსკა გადაქანცული მიჰყვა უკან რამდენიმე წუთში. დარბაზის კარი უნდა მიეხურა, როცა საბამ მაჯაში ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა. -აქედან მივდივართ, ახლავე. რუსკამ შეატყო, რომ გაბრაზებული იყო. ზედმეტად დაძაბული იყო, კუნთები დასჭიმვოდა და ხმის ტონიც შესცვლოდა. -საბა, ამიხსენი რა ხდება. საბას ხმა არ ამოუღია, სანამ მანქანაში არ ჩასხდნენ. -ღვედი შეიკარი! -საბა, მიპასუხე. პასუხის მაგივრად საბამ გაზს მიაჭირა ფეხი და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. -საბა, რაღაცას დავეჯახებით, საბა, შეანელე... - კივილი დაიწყო რუსკამ. - და გამაგებინე რა ბზიკმა გიკბინა. -მეე? - გაგიჟებულმა დაიღრიალა საბამ. - მე რა დამემართა? ხომ გითხარი? არა, ხომ გაგაფრთხილე, რუსუდან? მაგრამ ოდესმე მისმენ? არა. -საბა, მაშინებ. რუსკამ დაინახა როგორი ძალით მოუჭირა საბამ ხელები საჭეს. სადაცაა ხელში ჩაატყდებოდა. -გააჩერე და ნორმალურად ამიხსენი რა გაყვირებს. იქნებ არასწორად გაიგე რაღაც? -რა გავიგე არასწორად? ის, რომ სხვისი ქორწილის ჩაშლა გამოგივიდა, რუსუდან? -რას ბოდავ? საბა, პირდაპირ მითხარი, უკვე ნერვები დამაწყდა. -კიდევ შენ დაგაწყდა ნერვები? მოსაწევად მინდოდა გასვლა, როცა იმ საშინელ სცენას შევესწარი. არა, წარმოგიდგენია მაინც რა მოხდებოდა ჩემს მაგივრად სხვა ვინმეს რომ დაენახა ეს? გესმის მაინც რა აურზაურს დაატრიალებდი? და მერე ყველა ქორწილის ჩამშლელად მოგიხსენიებდა. -რა დაინახე? - თვალები გაუფართოვდა რუსკას. - ახლავე გააჩერე მანქანა და ყველაფერს აგიხსნი. -მაინც რა უნდა ამიხსნა? ის, რომ ძველი გრძნობები განგიახლდა? ბარემ იმ ქალის ადგილასაც შენ ხომ არ დაჯდებოდი სუფრასთან და ღამეც ტატოსთან შენ ხომ არ დაწვებოდი? -როგორ ბედავ, - გაბრაზდა რუსკა. -ვტყუი? მიპასუხე, რუსუდან, ვტყუი? -კი. აბსოლუტურად ყველაფერი არასწორად გაიგე და ახლა თავსაც მოიკლავ მაგის გამო თუ გაზს ოდნავ მაინც არ აუშვებ ფეხს. გთხოვ, გაჩერდი. საბა დაემორჩილა. მანქანა გადააყენა, ღვედი მოიხსნა და სასწრაფოდ გადავიდა. რუსკაც მიჰყვა უკან. -გაჩერდი, სად მიდიხარ? - დაუძახა და გაეკიდა. - რატომ ბრაზდები? არ მესმის. -იმიტომ, რომ შენ ტატოს აკოცე, - დაიღრიალა საბამ და რუსკაც ადგილზე გაიყინა. ვერ ხვდებოდა რა დაემართა. საბას პირით ნათქვამი ეს ფრაზა თითქოს უფრო მეტად დამნაშავედ აგრძნობინებდა თავს. უბრალოდ მისმა ყურებამაც კი გაანადგურა. ხვდებოდა, როგორი გაბრაზებული იყო საბა და ამავდროულად როგორი სევდიანი. ამასობაში საბამ ისევ გააგრძელა გზა. რუსკა გაიქცა და უკნიდან მიეხუტა. -გაჩერდი, არსად არ გაგიშვებ. -რის მიღწევას ცდილობ, რუსუდან? რუსკამ იგრძნო როგორ კანკალებდა მთელი სხეულით საბა და თავისი სხულიც ააყოლა ბიჭის სხეულის რიტმს. -მომისმინე, კარგი? ეს არც ჩემთვის ყოფილა ადვილი მისაღები. და საერთოდაც, რამ გაგაგიჟა ასე ძალიან? მართლა ჩემი ძმა კი არ ხარ. -ძალიანაც მიხარია, რომ არ ვარ. შენზე ვღელავ, რუსა და არ მინდა ცხოვრება დაინგრიო. -მაგრამ არც კი იცი რა მოხდა. -მაშინ მომიყევი. -ოჰ, გონზე მოხვედი? აბა შენი აზრით ამდენი ხანი რას ვცდილობდი? რუსკამ ტატოს ნათქვამი მოკლედ მოახსენა და მანქანისკენ დაიძრა. -ანუ მოვიგე, - გაიცინა საბამ და რუსკას კარი გაუღო. -სინამდვილეში არ მოვწონვარ. -ჰო, მაგრამ მაშინ იმიტომ მოვიდა, რომ ეგონა მოსწონდი. მაინც მეთვლება. -დედას გეფიცები, გაკლია. -მაგას როგორმე გადავიტან, მთავარია მოვიგე, - რუსას შეხედა და მანქანა დაძრა. ამასობაში რამდენიმე თვეც გავიდა. უკვე გაზაფხული დადგა. -სალო, რაღაც უნდა გითხრა და არ გაგიჟდე. -გისმენ. -ნახევარ საათში ლევანთან უნდა წავიდე, უკვე დიდი ხანია აღარ მინახავს და ხომ წამომყვები? -ლევანი ვინ არის? -ჩემი ძმაა. -მეე? მე რა უნდა გავაკეთო იქ? -თუ არ გინდა, შეგიძლია დარჩე. -არაა, ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო შენი ძმა. -ჩემზე სიმპატიური არაა. -რომც იყოს, ჩემთვის მაინც შენ იქნები უფრო სიმპატიური, - მოეხვია და მსუბუქად აკოცა ტუჩებში. - აბა წავედი, უნდა გავემზადო. რა ჩავიცვა? ხომ უნდა მოვეწონო? ზედმეტადაც არ მინდა რომ გადავაჭარბო, - აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა სალომე. -დამშვიდდი, - ჩაეღიმა გოჩას. - ყველაფერში თვალისმომჭრელად ლამაზი იქნები. -ეგ შენს ძმას უთხარი ჩასაცმელი თუ ვერ ვიპოვე. ნახევარ საათში რა უნდა მოვასწრო? -გამოდი და მე მიმიშვი. გოჩამ მალევე შეურჩია ტანსაცმელი და სალომეს მიაწოდა. -გაპროტესტება არ გავიგო. ნახევარ საათში უკვე მზად იყვნენ წასასვლელად. მალე ლევანის სახლსაც მიადგნენ. -ნუ ცქმუტავ, არაფერს არ დაგიშავებენ. -მარტო შენი ძმა არ იქნება? -მისი ცოლი მგონი წასულია ახლა ტყუპებთან ერთად და სახლში მხოლოდ ირაკლისთან ერთად იქნება. -ირაკლი? -უფროსი ბიჭია. მალე 4 წლის გახდება. გოჩამ კარზე დააკაკუნა. კარი სიმპატიურმა კაცმა გააღო, რომელიც საოცრად ჰგავდა გოჩას. სალომე უბრალოდ იდგა და ცდილობდა იმ ორს შორის განსხვავება ეპოვა. -როგორ ხარ? - ერთმანეთს გადაეხვივნენ ძმები. -კარგად, თავად? და ვინ მოიყვანე? - სალომესკენ შეტრიალდა. -ეს სალომეა, ჩემი შეყვარებული. ლევანმა გოგოს გაუღიმა და მასაც გადაეხვია, შემდეგ კი სახლში შეიპატიჟა ორივე. -ირაკლი, გამოდი, თუ გამოიცნობ ვინ მოვიდა... - დაიძახა ლევანმა. ერთ-ერთი ოთახიდან პატარა ბიჭი გამოვარდა სირბილით. იქ მყოფები რომ დაინახა, სახე გაებადრა და მათკენ აიღო გეზი. თვალის დახამხამებაში უკვე გოჩას ეხვეოდა ყელზე. -გოჩა ბიძიაა, რა მომიტანე? ამაზე სამივეს გაეცინა. -ირაკლი, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ პირდაპირ მასე არ უნდა მიმართო, ჯერ გამარჯობა მაინც გეთქვა, - დატუქსა ლევანმა. -არაუშავს ლევან. ვერც კი წარმოიდგენ რა მოგიტანე, განახო? - ირაკლის მიუბრუნდა. -კიი, ოღონდ ჯერ მე უნდა განახო მამიკომ რა სათამაშოები მიყიდა. ბიჭუნამ გოჩას ხელი ჩაჰკიდა და იქით წაიყვანა, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ თავად გამოვიდა. სალომე ღიმილით უმზერდა მათ, სანამ ოთახში არ გაუჩინარდნენ. -წამოდი, დაჯექი, - შესთავაზა ლევანმა. - რამეს დალევ? -იყოს, არ მინდა. -ყავა თუ ჩაი? უარი არ მიიღება. მანამდე კი მომიყვები, რა ხდება თქვენ შორის. -მაშინ ჩაი, თუმცა მოსაყოლი არაფერია. -როგორ არა, ყოველთვის არის. პირველ რიგში, როგორ გაიცანი... -მე სტიუარდესა ვარ და... - აღარ დაამთავრა. -ლევან, შეეშვი ჩემს გოგოს, ნუ აგდებ უხერხულ მდგომარეობაში. სალო, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ასე იცის ხოლმე ხუმრობა. ცოტა ხანში თვითონაც დაუმუღამებ. -ცოტა ხანში? ანუ კიდევ აპირებ მის აქ მოყვანას, საიდანაც შემიძლია დავასკვნა, რომ... -გაჩუმდი, - უცებვე გაჩნდა მის გვერდით გოჩა და ძმას ხელოვნურად გაუღიმა. -შენ არ დალევ არაფერს? ლუდი, არაყი... -საჭესთან ვარ. -მერე რა, დარჩით ერთი ღამე აქ. -არა მინდა შეგაწუხოთ. -ბიჭოო, ძმის ოჯახში რამდენი ხანია აღარ ყოფილხარ და არ დაილოცები? მოიცა, მგონი მივხვდი, სალომესი გერიდება. ალბათ არ აქვს ნანახი შენი სიმთვრალე. სანამ ძმები ხელჩართულ ომს წამოიწყებდნენ, სალომესთან ირაკლიმ მიირბინა. -მე ირაკლი ვარ, შენ გოჩა ბიძია გიყვარს? სალომეს კინაღამ ჩაი გადასცდა. -კი. -ანუ მალე კიდევ ერთ ადამიანთან შევძლებ თამაშს. წამოდი, გოჩა ბიძიამ ძალიან მაგარი რაღაც მაჩუქა. რომ მოხვალ შენც ხომ მომიტან ხოლმე საჩუქრებს? -აუცილებლად, - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. სალომემ ირაკლის დაუწყო თამაში. ირაკლი მთელი საღამო იცინოდა და აქეთ-იქით დარბოდა. -როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა სალომე, - გადაულაპარაკა ლევანმა. - იცოდე არ გაბედო და მაგ გოგოს არ დაშორდე. -გიჟი კი არ ვარ. -უბრალოდ მერე შენ უხსენი ირაკლის რატომ აღარ მოვა სალომე. იცოდე, თუ დაშორდები, შენივე მანქანით გაგიტან, - გაუღიმა და ბეჭებზე მსუბუქად მიარტყა გაშლილი ხელისგული. - წამო ახლა, ძველი დრო გავიხსენოთ. სალომე იმდენად გაერთო ირაკლისთან თამაშით, რომ ვერც კი მიხვდა როგორ დათვრნენ ძმები. „-რა საყვარელი ბავშვია,“ - გაიფიქრა სალომემ და ირაკლის ჩაეხუტა. -მგონი დროა, რომ დაიძინოთ, - მიუბრუნდა ბიჭებს. - ტაქსის ხომ არ გამოვუძახო და მანქანა კიდევ ხვალ წამოიყვანო? -არაფერი არაა საჭირო, წამოდით, ოთახს გაჩვენებთ. მხოლოდ ერთი ოთახია თავისუფალი და რამე პრობლემა ხომ არ იქნება? -თუ გოჩა მაგ სასმელს უკან არ ამოიღებს, არანაირი. სალომე და გოჩა ოთახში შევიდნენ და საწოლში შეწვნენ. -გადმოტრიალდი და ჩამეხუტე. -ალკოჰოლის სუნი აგდის, მგონი აჯობებს, რომ ასე ვიყო. -მერე შენც დაგელია, - გაეღიმა გოჩას და სალომეს მიეხუტა. - გაბრაზებული ხარ? -არა, პირიქით, გაოცებული. ირაკლი ძალიან საყვარელია, მხიარული. ასე მგონია, მასთან ყველაფერი გადამავიწყდა. -გასაგებია, - გოჩამ სალომეს მხარზე აკოცა, ცხვირი მის თმაში ჩარგო და დაიძინა. დილით ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. სალომემ ლევანის ცოლი და ტყუპებიც გაიცნო. ლამის ერთ-ერთი ტყუპი მოიტაცა და სახლში წაიყვანა. -რატომ არიან ასეთი საყვარლები, - ბუზღუნი დაიწყო სალომემ, როცა მანქანაში ჩასხდნენ. -ყველა ბავშვი საყვარელია. პრინციპში, რაც მინდოდა, გავიგე უკვე და საღამოს არ გინდა, რომ ჩემთან ვივახშმოთ? -რატომაც არა. საღამოს სალომე ზედმეტად ანერვიულდა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. უბრალო ვახშამი უნდა ყოფილიყო, მაშინ ქვეცნობიერი რატომ აფრთხილებდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო? -გოჩა, მოვედი, სად ხარ? - ოთახში შევიდა სალომე და შუქი აანთო. თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაეშალა. უამრავი ფარდა, გაშლილი სუფრა მხოლოდ ორ კაცზე და უზარმაზარი ვარდის თაიგულით ხელში მდგარი გოჩა. -რას აღვნიშნავთ? - გაუკვირდა სალომეს. -სულ მალე გაიგებ, - გაუღიმა გოჩამ და სკამი გამოუწია. დაახლოებით 10 წუთი გოჩას მომზადებულ საჭმელს მიირთმევდნენ. -ყველაფერი ძალიან გემრიელია, არ მეგონა თუ ამზადებდი. -დაგავიწყდა? მარტო ვცხოვრობ, ნუ, სანამ შენ გაგიცნობდი არავინ არ რჩებოდა ხოლმე ჩემთან და ცოცხალი ხომ უნდა გადავრჩენილიყავი? -გონივრულია. აბა, მაინც არ მეტყვი რას ეძღვნება ეს ვახშამი? -ახლავე, ნუ ხარ სულსწრაფი. პირველად შეამჩნია სალომემ გოჩას დაბნეულობა. დაინახა როგორ წამოდგა ფეხზე და მას მიუახლოვდა. შემდეგ კი ჩაიმუხლა და ბეჭედი გამოაჩინა. -სალო, ვიცი, შეიძლება იფიქრო, რომ ზედმეტად ადრე ხდება ყველაფერი. ჯერ ერთი წელიც კი არაა გასული, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ჩემთვის ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, თუ რა ძლიერ მიყვარხარ. უშენოდ ყველაფერს აზრი ეკარგება. ვგიჟდები შენს ხასიათზე, შენს მიმიკებზე ყოველწამს რომ გეცვლება, შენს სხეულზე და მთლიანად შენზე. გუშინ კი ისიც გავიგე, როგორ ძლიერ გიყვარს ბავშვები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილი ყველაფერზე მეტად გეყვარება. აღარ შემიძლია მოცდა, ჭკუიდან ვიშლები, როცა შენ გვერდით არ ვარ. ცოლად გამომყვები? სალომე რამდენიმე წამით გაშეშებული იჯდა და ვერ იაზრებდა რა მოხდა იმ წამს. სულ მალე კი გაეღიმა, ცრემლები წამოუვიდა და თავი დაუქნია. -კი, კი, - თავადაც ჩაიჩოქა და გოჩას ჩაეხუტა. გოჩას გოგონასთვის ბეჭედი ნორმალურად მორგებული არც კი ჰქონდა, რომ სალომე უკვე ჰკოცნიდა და ტანსაცმელს ხდიდა. -ამ საქციელით საჩუქარი დაიმსახურე, - გაიცინა სალომემ და საძინებლისკენ აიღო გეზი. -გეტყოდი ხშირად გავაკეთებ ასე-მეთქი, მაგრამ ეს შეუძლებელია, - გაჰყვა გოჩაც და საძინებლის კარი მიხურა. -რუსოო, გააღე კარი, - ხელის ბრახუნი დაიწყო სალომემ. -რა მოგივიდაა, რას ჩამომიღე კარი, მერე შენ დააყენებ ახალს? -ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი სიახლე მაქვს. -ხოო? -გოჩამ გუშინ ცოლობა მთხოვა, - გაიცინა და რუსოს გადაეხვია. რა გაიფიქრა რუსომ? ის, რომ 1-ლი აპრილი იყო და სალომე ატყუებდა. ჰოდა მანაც გადაწყვიტა მოტყუება. -კაიი, მე კიდე საბამ სიყვარული ამიხსნა, გჯერაა? -არაა, - გაეღიმა სალომეს. - რა ძაან მაგარიაა, ორივეს ბედი გაგვეხსნა. რა ბიჭები დავითრიეთ. -1-ლი აპრილია დღეს, - უთხრა, როცა მიხვდა, რომ სალომემ მართლა დაიჯერა. -შე უსინდისოო, - ხელში ჩაარტყა. - მე კიდე მართლა გამიხარდა. -კარგი რაა, მე და საბა? ეს როგორ დაიჯერე? -ძალიან უხდებით ერთმანეთს. -კი, როგორ არა. აბა, აღიარე შენც, რომ მოიტყუე. უყურე ერთი ამას, ბეჭედიც კი გიყიდია, რომ დამეჯერა. თან ნამდვილს როგორ ჰგავს. -იმიტომ, რომ ნამდვილია, რუსუდან, - გაბრაზდა სალომე. -ვაიმე მართლაა? - წამოიკივლა რუსომ და სალომესთან ერთად დაიწყო ხტუნვა. - აუუ, რა მაგარი ამბავიაა. ისე, შემთხვევით ორსულად ხომ არ ხარ და მაგიტომ ხომ არ ქორწინდებით? სალომემ რუსას თავში წამოარტყა. -არა, გეყოფა მასეთი სულელური ხუმრობები, თორე თავად დაგემართება მასე და საბას დაავალდებულებ, რომ ცოლად მოგიყვანოს. -გეტყოდი ახლა რაღაცას, მაგრამ ბედნიერი ხარ, შეგარგებ. თან მეცოდება გოჩა. ხელის თხოვნის მეორე დღესვე ხომ არ მოვუკლავ საცოლეს? -მეჯვარე შენ ხარ. და საბასაც ვეპატიჟებით, შეგიძლია ახვიდე და უთხრა. -აუუ, ძაან მაგარია, მხოლოდ პირველი ნაწილი. საბას თვითონ უთხარი. -კაი, რამეს მოვიფიქრებ. აბა, აღვნიშნოთ? -რა თქმა უნდა, - კარადიდან ღვინო გამოიღო რუსკამ და მის გახსნას შეუდგა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ქორწილის დღე თვალის დახამხამებაში მოვიდა. -რუსკა, მოდი აქ, - დაუძახა სალომემ. - იცოდე, გოჩას მეჯვარე ლაზარე ძალიან მექალთანეა. არ დაგინახო მაგ ბიჭთან ერთად. საბაც იქნება ქორწილში და გთხოვ ერთმანეთს ნუ დაახოცინებ. -როგორ სარგებლობ, რომ ქორწილი გქონდა. იცი, ცუდს ვერაფერს გეტყვი. -დიახაც, - გაიცინა და სუფრასთან მოკალათდა. - მოდი ახლა და გვერდით მომიჯექი. აი, საბაც დავინახე, ხელი დაუქნიე. -სალომე... -დღეს ქორწილის დღე მაქვს, - ადვილად გააჩუმა სალომემ. -ჩემი ცოლი გაშანტაჟებს ხო? - შეუერთდათ გოჩაც. -კი და შეიძლება შემომაკვდეს. -ხელი არ ახლო, იმისთვის კი არ მომიყვანია ცოლად, რომ ქორწილში მოეკლა მეჯვარეს. -მაშინ ცოტა დააწყნარე. ამასობაში ხალხმა ცეკვა დაიწყო. გოჩა და სალომეც გავიდნენ. -წამო, არ ვიცეკვოთ? - ჰკითხა ლაზარემ რუსკას. -ჯერ არ მინდა რატომღაც. -კაი, ადექი, გაერთე, სალომეს ხომ მხოლოდ ერთხელ აქვს ქორწილი? ასე არ უნდა იჯდე. რუსკამ მოცეკვავე წყვილებს მოავლო თვალი. მათ შორის საბა დაინახა, რომელიც ძალიან ლამაზ გოგოს ეცეკვებოდა. -მეორე მხრივ... უარს არ ვიტყოდი, წამოდი. გრაციოზულად წამოდგა სკამიდან და ლაზარეს გაჰყვა საცეკვაოდ. -კარგად მოძრაობ, - აღნიშნა ლაზარემ შუა ცეკვისას. -ჰო, შენც არაგიშავს, - მოვალეობის მიზნით უთხრა. სინამდვილეში წამითაც კი არ აცილებდა საბას თვალს. ბიჭმაც შენიშნა და ახლა უფრო ჩაერთო ცეკვაში. ისევ ლაზარეს მიაქცია ყურადღება და საბას მზერაც იგრძნო. „-ჰოდა იყავი ახლა მასე, კარგი იყო იმ გოგოს რომ ეცეკვებოდი?“ გაიფიქრა და თავისსავე ფიქრზე გაეღიმა. -წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - გაიგონა საბას ხმა. მის წინ ლაზარეს მაგივრად უკვე საბა იდგა. ბედი არ გინდა? ზუსტად ახლა ჩაირთო ნელი მუსიკა და საბამაც გოგოსთან მანძილი უფრო შეამცირა. -აღარ მინდა ცეკვა. მგონი ლაზარეს ვეცეკვებოდი არა? შენ კიდე იმ გოგოს. -ვაიმეე, ეჭვიანობ, რუსა? - ჩაეღიმა საბას. -იოცნებე. რატომ უნდა ვეჭვიანობდე? ფრთხილად იყავი, იმ გოგომ არ იეჭვიანოს. -მაინც რაზე? ყველაზე ლამაზი რომ ხარ ქორწილში იმაზე? თუ ახლა რის გაკეთებასაც ვაპირებ, იმაზე? გოგოსკენ გადაიხარა და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა. რუსკამ უნებურად ამოიკვნესა. მიხვდა, რომ ხალხმა მათ შეხედა და სცადა ბიჭს მოშორებოდა. -რამდენს აბედვინებ საკუთარ თავს? -იმაზე მეტს ნამდვილად არა, რამდენის უფლებასაც შენ მაძლევ. -საიდან მოიტანე? -შენს მზერაში იმ გოგოს ადგილას ყოფნის სურვილი ამოვიკითხე. -უბრალოდ ძალიან ლამაზი გოგოა, ალბათ მაგიტომ. -თუ მე რომ მეცეკვებოდა? -რა გეშველება საბა? -მე კი მეშველება, მაგრამ შენ? როგორ ცდილობ, რომ დამალო, მაგრამ არაფერი გამოგდის. ბოღმა გახრჩობს, როცა სხვა გოგოსთან ერთად მხედავ. -აღარ მინდა ცეკვა, დავიღალე, დაჯდომა მინდა. -დაიღალე? გინდა სახლში წაგიყვანო? -არავის არაფერი არ უთხოვია შენთვის. ისე, გირჩევნია იმ გოგოს დაუბრუნდე, თორემ მალე სიცოცხლეს გამომასალმებს თუ კიდევ ერთხელ გეცეკვები. -კიდევ ერთხელ გაკოცებ და... -რა გირჩევნია, ახლავე გამოგჭრა ყელი თუ ბინაში რომ ახვალ მოწამლული ისარი გაგარტყა? -გმადლობთ, კოცნით სიკვდილი მირჩევნია, ან კიდევ... -არ დაამთავრო. ვერასდროს ეღირსები. -წავედი მე, სალომეს უნდა ვეცეკვო, ხომ არ მოიწყენ? -ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია, - შეუბღვირა და ბიჭს მოსცილდა. საბა ქორწილიდან პირდაპირ სახლში არ წასულა. ამის მაგივრად ერთ-ერთ ბარში შევიდა და სმა დაიწყო. უკვე სათვალავიც კი აერია მერამდენე ჭიქას სვამდა, როცა ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა და მხარზე ხელი ჩამოადო. -მგონი საკმარისად დალიე უკვე, ცუდად გახდები. -იმაზე უარესად ნაღდად ვერ გავხდები, როგორც ახლა ვარ. -რამე ხდება? - გვერდით მიუჯდა. -უბრალოდ მსურს ცოტა ხნით ყველაფერი დავივიწყო. -გოგოს ამბავია, ხომ? -ეჰ, გოგოსია და მერედა რა გოგოსი. ერთდროულად ყველაზე ლამაზისა და ყველაზე ჯიუტისაც. -ნაცნობი სიტუაციაა, - ჩაეღიმა ბიჭს. -შენც მოგწონს ვინმე? - ჰკითხა საბამ. -არა, ჩემი და გამახსენდა. -დამიჯერე, ასეთი ვერ იქნება. არადა როგორი უწყინარი ჩანდა თავიდან. არც კი იცი, პიჟამით ამომივარდა სახლში... რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა საბა, მით უფრო ეცვლებოდა ბიჭს ფერი, თუმცა საბა ვერაფერს ხვდებოდა და აგრძელებდა. -არადა რუსუდანმა მთელი ცხოვრება შემიცვალა... -დიდი ბოდიში, უნდა წავიდე, - ბიჭი სასწრაფოდ წამოდგა და უკანმოუხედავად გავარდა ბარიდან. -ალბათ ზედმეტად მოვაბეზრე თავი ამ ამბებით, - ჩაილაპარაკა საბამ და კიდევ ერთი ჭიქა გამოსცალა. უკვე ძალიან გვიანი იყო, რუსუდანს მშვიდად ეძინა. რას წარმოიდგენდა, რომ მას თავს ასეთი რაღაც დაატყდებოდა? ღამის ორი საათისკენ გამაყრუებელმა ზარის ხმამ და ბრახუნმა გამოაფხიზლა. -ვინ ჯანდაბაა ამ დროს, - ძლივს გაახილა თვალები. - იქნებ ვინმე მანიაკია? არ გავაღებ. თუმცა სულმა მაინც წასძლია და ჭუჭრუტანიდან გაიჭყიტა. ყბა ჩამოუვარდა, როცა გარეთ მდგარ ბიჭს შეხედა. უკვე 3 წელია აღარ ენახა. კარი გააღო და ბიჭი სახლში შემოუშვა. -რა სურპრიზია, ასეთ დროს აქ რა გინდა? -ბარში ვიყავი და ერთი ბიჭი შემხვდა. -აუ გეხვეწები, დილით ვერ მომიყვები? საშინლად მეძინება. -რუსუდან, მისმინე! - მკაცრი ტონი გაერია მის ხმაში. -კარგი, მიდი... - ცალი ფეხი მოკეცა და დივანზე ჩამოჯდა. -ჰოდა ზედმეტად მთვრალი იყო ის ბიჭი. ერთ გოგოზე არ წყვეტდა საუბარს. დამაინტერესა და იცი რას მივხვდი მალე? -რომ ის გოგო შენც გიყვარდა? -რომ ის გოგო შენ იყავი, - კიდევ უფრო აუმაღლა ხმას. -რა მოხდა, ვიღაც მთვრალი ტიპი შეგხვდა, თან რა დარწმუნებული ხარ, რომ ჩემზე ლაპარაკობდა? -ვინმე საბას იცნობ? -საბა ნახე? - გაოცება ვერ დამალა რუსკამ. -კი, ახლავე ამიხსენი ვინ არის საბა. -ჯერ დამშვიდდი, ისეთი არავინაა, ჩემი ზედა მეზობელია, რომელიც ნერვებს მიშლის, სხვა არავინ. -რაღაც არ მგონია, რომ სხვა არავინ იყოს. -საბა, მომისმინე ახლა, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. ეს უკვე დიდი ხანია გავარკვიეთ. უკვე კარგა ხანია მარტო ვცხოვრობ და გადაწყვეტილებებსაც თავად ვიღებ, გასაგებია? იქნებ ცოტა ხნით გამორთო „დამცველი უფროსი ძმის“ რეჟიმი და მონატრებულ დას ჩაეხუტო? საბა დის სიტყვებმა მოალბო, მხოლოდ ცოტა ხნით. იმ ღამით აღარაფერი უთქვამს. დილით კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. -რუსკა, მობილური გირეკავს, - შესძახა აბაზანაში მყოფ დას. -აუ, უპასუხე რაა, მალე გამოვალ. -ალო, რუსა, რაღაც მინდა გითხრა, - გაისმა საბას ხმა. - წუხელ უამრავ რაღაცაზე დავფიქრდი. პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადო იმ ღამეების გამო, როცა არ გაძინებდი. გპირდები, შენი თანხმობის გარეშე ასე აღარ ვიზამ. მეორეც... საბა ჭკუაზე შეიშალა და ყურმილი დაუკიდა. -რუსუდან, სასწრაფოდ გამოდი, - დაუძახა დას. -რა ხდება? - თმის მშრალებით გამოვიდა გოგო. -რა ხდება შენსა და საბას შორის? - რუსკას მობილურს ისე ძლიერ მოუჭირა ხელი, რომ კინაღამ შემოელეწა. -არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? - შეცბა გოგო. -რას აკეთებდით იმ ღამეებს ისეთს, რომ არ გაძინებდა? თუმცა არა, არ მინდა ვიცოდე, ზედა მეზობელია არა? ახლავე ვაჩვენებ სხვის დას როგორც უნდა სცეს პატივი. -საბა, ხომ არ გაგიჟდი? - წამოენთო გოგოც. - სანამ რაიმე სისულელე ჩაგიდენია, უკეთესად ამიხსენი რა ჯანდაბაზე გაბრაზდი. მეგონა ეს თემა გადავაგორეთ. -შენმა საბამ დარეკა და იმ ღამეებზე საუბრობდა, როცა არ გაძინებდა. -ჭკუიდან შეიშალე ხო? სისულელეები რამ გაფიქრებინა? ზედა მეზობელი რომ არის, ღამით მუსიკას რთავდა ბოლო ხმაზე და არ მაძინებდა. მასთან კი არ ვიწექი. საბას სახეზე ერთდროულად უამრავი ემოცია იცვლებოდა. ბოლოს მოეშვა. -მაპატიე, როგორ ვიდებილე. -ხო, დაიმახსოვრე, ის ჩემი საბა არაა, კრეტინი ეგ. არა, რა დღეში ჩამაგდო. გამოდის, შხამიან ისარზე გააკეთა არჩევანი. კარგი, ხვალვე ვიყიდი და ვეღარსად ვერ გამექცევა. -რა შხამიან ისარზე? -არაფერი, სიკვდილის ხერხები შევთავაზე და საბოლოოდ ეს მომეწონა. -არასდროს იცვლები, - გაეღიმა და დას მოეხვია. რამდენიმე დღე საბა რუსკასთან დარჩა. ერთმანეთს უამბეს რა ხდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში მათ თავს. -აბა, კარგად იყავი, იმედია ქორწილში დამპატიჟებ, - გაიცინა საბამ და ხელები გაშალა რუსკას ჩასახუტებლად. -დებილო, - თავში ხელი წამოარტყა რუსკამ და მოეხვია. - იცოდე ხშირად დამირეკე ხოლმე. არ მაეჭვიანო. კარში დადგა და უყურა, სანამ საბა თვალს არ მიეფარა. ამ დროს საბა რუსასთან აპირებდა ჩასვლას და იმ ზარზე საუბარს, მაგრამ მისი ბინიდან გამომავალი ბიჭი დაინახა და უკანვე შებრუნდა. ეს ფაქტი ძალიან არ ესიამოვნა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ მხოლოდ დილის 8 საათი იყო. გამოდის, იმ ბიჭმა ღამე რუსას ბინაში გაათია. -ამოიგდე თავიდან ეგ გოგო, - საფეთქელზე მიირტყა ხელი და კარი ჩაკეტა. რუსკას ნოსტალგია შემოაწვა ძმის ნახვით და შემდეგ ასე უცებ განშორებით. თუმცა სულ მალე გაახსენდა საერთოდ რატომ მოვიდა ის აქ და საბაზე გაბრაზდა. -არა, თავი ვინ ჰგონია მაგ ბიჭს? ჩემს წინააღმდეგ აამხედრა ფაქტობრივად ჩემი ძმა. საკადრისი ადგილი უნდა მივუჩნო, თორემ კიდევ გაიმეორებს? რისი მიღწევა სურდა იმ ზარით? რა, სიყვარული უნდა აეხსნა? თან საბამ პირდაპირ მითხრა, იმ ბარში ასე თქვა რუსუდანი მიყვარსო. რა უფლება აქვს ჩემს ძმას თავისი გრძნობების შესახებ უამბოს და ჭკუიდან გადაიყვანოს? ამ ფიქრებმა ფაქტობრივად მთელი დღე ჩაუშხამა. ღამით ვეღარ მოითმინა და საბასთან ააჭრა. „-შე იდიოტო, უნამუსო არსება, რა უფლებით გამიმწარე ცხოვრება რაც გადმოხვედი? კრეტინო, ჩემს ძმასთან მაინც რაღა გალაპარაკებდა?“ - აი ამის თქმას აპირებდა რუსუდანი და ეტყოდა კიდეც, სილასაც გააწნიდა, მაგრამ... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. რუსუდანმა ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო. როგორც ჩანს, გონებამ საღი აზროვნების უნარი დაკარგა. საბას წვერი ოდნავ მოზრდოდა. ცალი ხელით თმას აწვალებდა და უცოდველი სახით იყურებოდა. რუსას სული შეეხუთა. ბიჭს ზედ შეახტა და ფეხები წელზე შემოხვია. საბა არ დაბნეულა. კარი მიხურა, ხელები საჯდომზე შემოაწყო რუსას და მისაღებისკენ წავიდა. გოგონამ მაშინვე ახლართა თავისი თითები ბიჭის თმაში და იმ გზის გავლა დაიწყო, რომელსაც რამდენიმე წამის წინ ბიჭის თითები გადიოდნენ. შემდეგ გადაიხარა და ბიჭის ტუჩებს მისწვდა. დროის შეგრძნება დაკარგა. მას ვეღარ სცილდებოდა. საბა გოგონას ტუჩებს მოსწყდა და მის ყელზე გადაინაცვლა. ჯერ კიდევ ეტყობოდა ქორწილში დატოვებული კვალი. ჩაეღიმა და კვალი კიდევ უფრო მკვეთრად დაამჩნია. რუსამ ამოიკვნესა და ბიჭის თმები დაქაჩა. სულ მალე მისი ხელები ბიჭის მაისურს მისწვდა და გახდა დაუწყო. -მაგას თუ გამხდი, კოცნაზე უფრო მეტს გავაკეთებთ. -ჩემი პირველი კოცნა კი არაა, რას მაშინებ, - გაიღიმა გოგომ და ბიჭს მაისური გახადა. მისი თითები მაშინვე საბას ნავარჯიშებ სხეულზე აღმოჩნდნენ. ბიჭმა კი ამასობაში ბიუსჰალტერის გახსნა მოასწრო. -ჯერ მაისური გამეხადა... -რაც მალე, მით უკეთესი. საბა საძინებლისკენ წავიდა, კარი ფეხით გააღო და რუსა შიგნით შეიყვანა. ჯერ გოგონას მაისური დაეცა იატაკზე, შემდეგ შარვალი და სულ მალე ბიუსჰალტერიც. -შევცდი, იდეალური ზომისაა, - რუსას გაუღიმა და ხელი მკერდზე მოუჭირა. ამას მოჰყვა ორიოდე ცრემლი, გოგონას მიერ უამრავჯერ გამეორებული ბიჭის სახელი, გახშირებული სუნთქვა და ბოლოს ჩაძინება. დილით ახალგაღვიძებულმა რუსამ თავი უცნაურად იგრძნო. მიხვდა რაც გააკეთა ღამით და მეორე მხარეს გადატრიალდა. მხოლოდ უზარმაზარი ვარდების თაიგული დაინახა და გაეღიმა. წამოჯდა. თავი უფეთქავდა, სხეული უკანკალებდა. -რა ჯანდაბა მემართება? - გაფიქრების მაგივრად ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ თავს. - საბა! - დაიძახა, მაგრამ ხმა არავის გაუცია. ზეწარი შემოიხვია და ოთახიდან ძლივძლივობით გალასლასდა. დაინახა როგორ გამოვიდა საბა სააბაზანოდან. თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. -გაიღვიძე? - გაუღიმა ბიჭმა. -აბა მთვარეული კი არ ვარ. -შეგიძლია აღარ იმეგრელო, გუშინდელის მერე ასეთი სიტყვები საჭირო აღარაა. -სულ დამავიწყდა. თუმცა, მეგრელობა ჩემს სისხლშია. -მართალი ხარ, ნეტავ მაგის გამოსწორება შეიძლებოდეს, - დანანებით გააქნია თავი. -უი, რა კაი რაღაც გამახსენე, - ბიჭს მიუახლოვდა და თავში ხელი წამოარტყა. -ჰეიი, ეს რისთვის დავიმსახურე? -ასე პირდაპირ უყვები პირველივე გამვლელს, რომ გიყვარვარ? -რას გულისხმობ? -გაგახსენებ, ბიჭი ბარში... რამეს გეუბნება? -მოიცადე, შენ საიდან იცი. -აბა თუ გამოიცნობ, თავად მითხრა. -ის რა შენ გიცნობდა? მეც არ ვთქვი რატომ გავარდა-მეთქი. მეგონა ჩემი ისტორიით მოვაბეზრე თავი. და ვინ არის? -ჩემი ძმაა, იდიოტო. -awkwaaaard, - სიტყვა დააგრძელა საბამ და გაიღიმა. - მოიცა, ეგ იყო ის ბიჭი გუშინ შენი ბინიდან რომ გამოვიდა? -შენ საიდან იცი? -შემთხვევით დავინახე. -და იეჭვიანეე, - რუსამ სიცილი დაიწყო. -კი, კი, როგორ არა. -არაა? რა თქმა უნდა, შენი მჯერა, - გაიღიმა და საძინებლისკენ გაბრუნდა. ერთი ნაბიჯი გადადგა თუ არა, ბიჭმა ზეწარს დააბიჯა ფეხი და ისიც მთელს სიგრძეზე ჩაიხა. -უი, შემთხვევით მომივიდა, - გაიღიმა საბამ. -რა გაკრიჭებს, შენი ზეწარი იყო, შენვე მოგიწევს ახლის ყიდვა. -რავი, გუშინ უარი არ გითქვამს „ჩემს ზეწარზე“ დაგეკარგა ქალიშვილობა. -მართალი ხარ. მხოლოდ ამ ზეწარმა მომხიბლა, თორემ ბიჭს მნიშვნელობა არ ჰქონდა, - საბას არ ჩამორჩა რუსაც. -ჯანდაბას, ზოგჯერ მავიწყდება, რომ მეგრელი ხარ და ვერასდროს შევძლებ კბენაში მოგებას. -ჰო, მაგას ახლავე უნდა შეეჩვიო, მერე არ ინანო. -ისე, გიხდებოდა ეგ ზეწარი. -მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ გახევდი. -ხომ გითხარი, უბედური შემთხვევა, - უდანაშაულო თვალები შეანათა და მხრები აიჩეჩა. რუსამ სიცილი დაიწყო. საძინებელში შეირბინა და ტანსაცმელი გადაიცვა. -ყოჩაღ, მაისური გაგიხევია. -ოღონდ შენ არ იწუწუნო და ახალს გიყიდი. -დიდი პატივი იქნება. ახლა მგონი დროა, რომ სახლში დავბრუნდე. -არ წახვიდე რაა, მერე როდისღა გნახავ? - ჩაეხუტა. -ისე ამბობ, თითქოს სხვა კონტინენტზე ვცხოვრობდე. გახსოვს? რუსუდანი ვარ, ქვედა სართულზე ვცხოვრობ. -არასდროს გბეზრდება ჰო? -არაა. საბა გადაიხარა და გოგოს აკოცა. -კაი, კაი, მართლა უნდა წავიდე, საღამოს ფრენა მაქვს. -მალე დაბრუნდები? -ორ დღეში აქ ვარ. -არც კი გაბედო სხვა ბიჭისთვის თვალის გასწორება. -კი, კი, რახან შენ ამბობ. -საერთოდ, ვინ შეურჩია სტიუარდესებს ეგ უნიფორმები? ადამიანს გააგიჟებს. ბიჭებს იმ ტანსაცმლით უნდა ემსახურო? -უკვე რამდენი წელია იქ ვმუშაობ, ახლა შენი აზრით რამე შეიცვლება? -არ მსიამოვნებს ჩემს გოგოს რომ მიშტერებიან. -შენი გოგო ვარ? - გაეცინა რუსას. -100%-ით. წადი, თორემ იცოდე აღარ გაგიშვებ. ყველაფერი მარტივად დაწყებული მარტივადვე დაგვირგვინდა. რუსას აღარ აწუხებდა ზემოთა მეზობლის მიერ ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა, თუმცა მაინც არ შეეძლო წიგნის კითხვა. ამჯერად უკვე მისი ბრალიც იყო, რადგან სულ საბაზე ფიქრობდა. საბას სამსახურიდან რამდენიმე თვით უცხოეთში წასვლა მოუწია. ეს ამბავი რუსასთვის არც ისე ადვილი გადასატანი აღმოჩნდა. -ჩემი რეისით თუ მაინც მოდიხარ? -ზუსტად არ ვიცი, მგონი არა. -ჯანდაბა, რას ვიზამთ, მაშინ საძინებელში წადი. -რა ხდება? -დამშვიდობებას ვაპირებ. -მხოლოდ ერთხელ? - თავი ჩაღუნა საბამ. -შეიძლება რამდენჯერმეც... საბა გამოფხიზლდა და რუსა საძინებელში შეიყვანა. -როდის ჩამოხვალ? - ჰკითხა აეროპორტში რუსამ, როცა სხვადასხვა რეისზე უნდა წასულიყვნენ. -2 ან 3 თვეში, გააჩნია საქმეს რამდენ ხანში მოვრჩები. -შეიძლება უფრო გაიწელოს კიდეც? -დიდი იმედი მაქვს, რომ მასე არ მოხდება. -იცოდე, ჭკვიანად იყავი. -შენც. -დასამშვიდობებელი კოცნა? -რა თქმა უნდა. რამდენიმე წამით მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. საბამ მისი კულულებს თითები ჩამოუსვა და ხარბად შეიყნოსა. -მათი სურნელი მომენატრება. სულ მალე სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. რუსა რაც შეეძლო ხშირად ურეკვადა ბიჭს. საბა ხშირად ვერ პასუხობდა. ძირითადად ან დაკავებული იყო, ან დროის განსხვავების გამო ეძინა. -სალო, არ გიჟდები გოჩა და შენ სხვადასხვა ქვეყანაში როცა ხართ? - ჰკითხა ერთ-ერთი რეისის დროს. -ვგიჟდები? - გაიცინა. - ჭკუიდან ვიშლები. ეგ კი არა, ზოგჯერ ვფიქრობ საერთოდ თავი ხომ არ დავანებო ამ სამსახურს, გოჩასაც იგივე გავაკეთებინო და მერე ვიყოთ სულ სახლში, მაგრამ... -და დეკრეტს ორივე აიღებთ? -რა დეკრეტს? -აბა დავიჯერო ასე ძალიან მოგინდა მეოთხე ჰამბურგერის შეჭმა სამი ხაჭაპურისა და მთლიანი პიცის ჭამის შემდეგ? -როგორ შემატყვეე, გავსუქდი ხოო? -არ გასუქებულხარ, უფრო დამრგვალდი. შეიძლება ასეთ დროს ფრენა? -ცოტა ხნით კიდევ შეიძლება და შემარგე ცაში ყოფნა. გამომივიდა ესეც ყველაფრის მცოდნე. -უბრალოდ ჩემს ნათლულზე ვზრუნავ. -ჯერ დაიბადოს და მერე საჩუქრებით იზრუნე, უარს არ ვიტყვი, - გაიღიმა სალომემ. -ოღონდ საბა მანახა ახლა და თუ გინდა კერძო თვითმფრინავს ვაჩუქებ შენს შვილს და მერე იმით იფრენთ ხოლმე. საბა ამ ამბიდან ერთ თვეში ჩაფრინდა თბილისში. რუსამ ყველაფერი იცოდა და ჭკუიდან იშლებოდა, რომ მის ჩამოფრენამდე ზუსტად ერთი საათით ადრე მიფრინავდა სხვა ქვეყანაში. -ხვალვე გამოვფრინდები, მხოლოდ ერთი დღე მოიცადე, გთხოვ, ყველაზე მეტად მე მეზიზღება ის ამბავი, რომ ახლა ჩემ გამო ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. -კარგი, გელოდები. რუსამ ვერც გაიგო როგორ დაათენდა თავზე. ცქმუტვა დაიწყო. თვითმფრინავში ყოფნისას საათებს ითვლიდა, შემდეგ წუთებს. -მალე ჩამოფრინდები? -კი, რამდენიმე წუთში. -და მომაგნებ? -აუცილებლად! ყოველთვის მოგაგნებ, რაც არ უნდა მოხდეს, ვერსად დამემალები, მიყვარხარ. -მეც, უზომოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.