შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ ვერ გადავრჩები...2


5-04-2018, 00:22
ავტორი ქეთიtaisia
ნანახია 1 459

* * *
-უნდა დავშორდეთო...
-ღადაობ?
-მეტყობა რამე ღადავის?
-კაი...და რატომო?
-სხვა სემიყვარდაო...არ ვიცი რაა გამაგიჟებს ეს გოგო...არ ვიცი რა გავაკეთო
-კაი რა ხო იცი რომ შენ უყვარხარ
-ვიცი ვიცი
-რა უნდა ქნა?
-დავანებებ თავს
-შენ ხო არ გაგიჟდი? რას ქვია დაანებებ თავს? როგორ შეძლებ მის გარეშე ცხოვრებას? შენ არ იყავი ტო ეგ რასაც მოისურვებდა ყველაფერს რომ უსრულებდი?შენ არ იყავი დილის 8სთზე რომ იღვიძებდი არიქა ტასომ სკოლაში არ დააგვიანოსო? შენ არ იყავი ბაკურიანში ორი კვირით რო იყო ტასო წასული და ერთ კვირაში რომ ჩახვედი კიდევ ერთი კვირა ვეღარ გავძლებდი შენს გარეშეო? და ამის მერე შეძლებ თავის დანებებას?
-არ ვიცი ძმა,ძაან უცნაურად იქცევა
-ჰოდა მიდი და გაარკვიე შენც...

* * *
დათოს წასვლიდან სადღაც ნახევარ საათში კარები თაკომ შემოაღო და კედელთან მჯდარი ატირებული მეგობარი რომ ნახა გჯლი დაეწვა,უცდბ მივარდა და კითხვები მიაყარა:
-ტასო ცუდად ხომ არ ხარ? ტასს...ტასო შემომხედე,ცუდად ხარ?რამე გტკივა? გინდა ექიმს დავურეკო? - კიდევ გააგრძელებდა ტასოს რომ არ ამოეღო ხმა:
-აქ იყო...
-დათო?...-არაფერიუთხრა და თაკომაც დუმილი თანხმობად ჩათვალა..-უთხარი?
-დავშორდი...
-გაგიჟდება როცა გაიგებს...
-ვიცი მაგრამ არ შემიძლია,ის ბედნიერი უნდა იყოს,ცხოვრება უნდა აიწყოს,უჩემოდ მაგრამ...
-შენს გარეშე ბედნიერი ვერ იქნება ხომ იცი?!
-დრო ყველაფრის მკურნალია,გავა დრო და ყველაფერს დაივიწყებს, შეიძლება ბოლომდე ვერ დამივიწყოს მაგრამ მაინც იპოვის ბედნიერებას...
-შენ?
-მე? მე..მე...-ისტერიკული ტირილი დავიწყე...ერთად ვტიროდით...
-როგორ მიყვარხარ ჩემო გოგოვ რომ იცოდე..
-ვიცი და მეც ძალიან მიყვარხარ!...დამპირდი,რომ არაფერს ეტყვი რაც არ უნდა გააკეთოს...
-კარგი როგორც გინდა მაგრამ ცუდად იქცევი ტასო...
-ასე სჯობს ორივესთვის.
-თამარქალო როგორ ხარ? -კითხა ლუკამ ჯერ კიდევ სკოლასთან მდგარ თამარს...
-კარგად ლუკიტო, შენ როგორ ხარ?
-რავი ვარ რა...ტასო იყო დღეს სკოლაში?
-არა
-რატომ რა სჭირს?
-არაფერი,დაღლილი იყო და სახლშია.
-კარგი...რა სჭირს ტასოს?
-არაფერი რა უნდა სჭირდეს?
-მატყუებ! სიმართლე მითხარი...
-მე ვერაფერს გეტყვი...ტასომ დამაფიცა
-ოჰ ტასოო...კარგი მადლობა თამარქალო, აბა კარგად.
-ნახვამდის...
-სკოლიდან რომ გამოვედი ლუკამ დამირეკა...
-რაუნდოდა?
-ჯერ ჩავატატეთ მოკითხვის ცერემონია... -ამაზე ორივეს გაეღიმა -მერე ტასო იყო სკოლაშიო? არა-მეთქი , რა სჭირსო და დაღლილია და სახლშია-თქო,მერე კიდევ მკითხა რა სჭირსო და მგონი გაღიზიანდა, ისეთი ხმა ჰქონდა, რავი... მე ვერაფერს გეტყვი დამაფიცა-თქო და კარგი ნახვამდისო...
-ვაიმეე, მოგკლავ თაკო, ეხლა უფრო იეჭვებენ რაღაცას რაა...
-ისედაც ეჭვობდნენ რაღაცას...
-ჰოდა ეხლა უფრო გაუღრმავდებათ-თქო ეჭვებიი...
-ჰო კარგი ნუ ნერვიულობ რაა... დათომ დარეკა იმის მერე?
-არა, მაგრამ უკვე მომენატრა, ერთი დღეა არ მინახავს და ცუდად ვარ...როცა ვიცი რო შეიძლება ვეღარც ვნახო უფრო და უფრო მენატრება, რა გავაკეთო? მითხარი რამე...
-ორივემ ძლიერად მოხვიეს ერთმანეთს ხელები და ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ...
დილით ისევ ტელეფონის ზარი აღვიძებს ტასოს,უცებ ფხიზლდება,იხედება გვერდით და მძინარე მეგობარს რომ დახედა აიღო მობილური,ოთახიდან გავიდა და მხოლოდ მაშინ დახედა ეკრანს, როცა ნაცნობი სურათი ნახა გათიშვას აპირებდა მაგრამ...ყველაფერს ბედი ხომ უნდა არა?! მწვანეზე დაეჭირა მერე ხომ ვეღარ გათიშავდა და პასუხმაც აღარ დააყოვნა:
- რა გინდა?
- ოჰ, იკადრე მობილურის აღება?საქმე მაქ..
-რა გინდა გისმენ...
-უნდა გნახო ჯერ
-არ მცალია
-არ მაინტერესებს ოც წუთში ჩამოხვალ
-დათო არ მცალია დღეს,ხვალ გნახავ თუ გეცლება
-კარგი,ხვალ ამ დროს შენს სახლთან ვარ იცოდე
-კარგი.
როგორც კი ტელეფონი გათიშა სააბაზანოში შევიდა ცხელი წყლის ქვეშ დადგა და ტირილი დაიწყო...იხსენებდა დათოსთან დაკავშირებულ ყოველ წუთს...
ის დღე გაახსენდა პირველად რომ ნახა. თაკოს დაბადების დღეზე იყო სტუმრად, მაშინ ათი წლის იყო, ბავშვები ქვემოთ ჩავიდნენ, ტასო, იუბილარი გოგონა და მისი ტყუპი დები რომლებიც ორი წლის იყვნენ ზემოთ დარჩნენ და ცოტა ხანი ითამაშეს, შემდეგ, როცა ტყუპებმა დაიძინეს ისინიც ჩავიდნენ. ბავშვები რომ ვერსად ნახეს შეეშინდათ, მერე თაკოს გაახსენდა, რომ იქვე ახლოს ფეხბურთის მოედანი იყო და იქით წავიდნენ ...
ბავშვებიც იპოვეს, მოედანზე იმათთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ,ოღონდ ეტყობოდათ რომ ისინი უფრო დიდები იყვნენ, სადღაც 13-14 წლისები, ერთ-ერთი მათგანი თაკოს სტუმარს ეკამათებოდა,როცა გოგონებმა ეს შეამჩნიეს მათკენ გაემართნენ და თაკო რის თაკო იყო ვინმესთვის რამე შეერჩინა,ზურგით მდგომი ბიჭი ხელის უხეში კვრით შემოატრიალა თავისკენ,ბიჭმა ჯერ თაკოს შეხედა მერე ტასოს, გაშტერებული უყურებდა გოგონას და სულ არ ესმოდა როგორ ეჩხუბებოდა გამწარებული გოგონა...
როგორც იქნა თაკო გაXერდა და ბიჭიც გამოფხიზლდა..თავი გააქნია თაკოს გახედა და ისევ ტასოს მიუბრუნდა:
-გამარჯობა-მიესალმა ბიჭი.. ტასომ გაკვირვებული მზერა სტყორცნა და ლოყებ აწითლებულმა ჩაიბურტყუნა
-გაგიმარჯოს..
-გესმის რას გეუბნები?-შეუღრინა თაკომ ბიჭს და ახლა გაკვირვებულმა ბიჭმა შეხედა გაცეცხლებულ გოგოს. . ბიჭი მიხვდა რაშიც იყო საქმე და რატომ იყო გაცეცხლებული ეს პატარა ცინდალივით ბავშვი და უპასუხა:
-კი მესმის- სინამდვილეში ერთი სიტყვაც არ გაუგონია ხო ვუცით არა?!
-ჰიდა თუ გესმის დროზე მოძუძგე აქედან..
-აბა ცოტა წესიერად მითხარი რა ვქნა?
-გადი მოედნიდან და თავი დაანებე ჩემს მეგობრებს-თითქოს რაღაც დანაშაულში გამოიჭირა ისე შეხედა ბიჭს და ხელი ხელი ჩაკიდა ტასოს-წამოდი ტასო...მეორე მხრიდან დათომ ჩაკიდა ხელი და ყურში ჩამჩურჩულა-ნახვამდია ტასი..- გოგონას ჟრუანტელმა დაუარა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის თავისი ხელი გამოგლიჯა და გზა ისე გააგრძელა ვითომც არაფერი...ამ დღის ასემდეგ ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს...
პირველი სექტემბერი იყო ტასო უკვემე5 კლასში იყო დათო მე8ში.,სკოლაში ფეხით მიდიოდა,რადგან მის სახლთან ახლოს იყო თან იცოდა გზად თაკოც შეხვდებოდა, მაგრამ თაკოს მაგივრად დათო შეხვდა,როგორც კი დაინახა ტასო ბიჭმა ეგრევე მასთან მოვიდა ხელები მოხვია და უთხრა:
-ტასი მიყვარხრ..-ლოყაზე მიაწეპა ტუჩები და დატოვა ტრანსში მყოფი გოგონა ეზოში.
-ტასოოო მომენატრე გოგოო,როგორ ხარ??- უკნიდან ისმის თაკოს ხმა,მაგრამ ტასო თითქოს დაყრუვდაო და არაფერი ესმოდა ერთ წერტილს იყო მიშტერებული...-ტასო,ტასოო,ტასო გოგო გესმის? კარგად ხარ? -ხელები მოხვია და ოდნავ შეანჯღრია რომ გოგონა გამოეფხიზლებინა...
-ჰა? რა, მე მითხარი რამე? რამე გინდოდა? არ გისმენდი, ჩავფიქრდი რაღაცაზე,გისმენ აბა..-როგორც კი ოდნავ გამოფხიზლდა შეშინებულმა მიაყარა...მერე რომ გაიაზრა სიტუაცია მთლიანად მოეგო გონს და გახარებული შეახტა დაქალს -ვაიმე თაკოო როგორ მომენატრე რომ იცოდეეეე...
-ეს გოგო ვერ არის..მეც მომენატრე ჰო .რა იყო ეს?რა დაგემართა გოგო?
-ჰჰმმ..
-ჰე ამოღერრე აწი..გისმენ...
-დათო ვნახე... ჩამეხუტა..
-მერე? მაგიტომ იყავი ამდენი ხანი ქანდაკებასავით გაშეშებული...რამდენი ხანი გეზახოდი და არც კი გესმოდა
-მიყვარხარო..-ტასო ისევ თავის სტიქიაში იყო და ახლა თაკოც გააშეშა..
-მერე? შენ რა უთხარი?- აკანკალებული ხმით ჰკითხა...
-ვერაფერი
-გიყვარს?
-კი
-დაა არ ეტყვი მერე?
-არ ვიცი
სკოლაში შესრულება დირექტორის ხმა გაიგეს,რომელიც იქვე მდგარი მე8 კლასელებს აცნობდა ახალ მოსწავლეს...და ვინ იყო ის ახალი მოსწავლე იცით? ჰო ჰო დათო იყო,რომელმაც კარებში მდჰა გოგონებს გამომცდელი მზერა მიანათა და მათ რეაქციას დაელოდა.გოგონები როგორც კი გამოფხიზლდნენ დირექტორთან მივიდნენ,მიესალმნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს,დირექტორმაც იგივე გაიმეორა და ბავშვები თავიანთ საკლასო ოთახებში გაუშვა...
როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, გოგონები სახლისაკენ გზას დადგნენ,თაკო მალევე ავიდა სახლსი, როცა უკვე სახლის გზას მარტო მიუყვებოდა დათო ნახა,რომელიც მისკენ მიაბიჯებდა ,ბიჭი წინ ხელებგააჯვარედინებული,გოგონამ ჯერ შეშინებული სახით შეხედა მერე როცა დათოს გაბრწყინებილ სახეს შეხედა ეგრევე ჩაეხუტა...ორივეს ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და როგორც იქნა ხმა ამოიღო ტასომ :
-მეც მიყვარხარ-და და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლისაკენ.
იმ დღის მერე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ,ჭირსა თუ ლხინში ყოველთვის ერთად იყვნენ.
ეხლა როგორ იქნებიან ერთმანეთის გარესე? ტასო დათოს გარეშე ? დათო ტასოს გარეშე?წარმოუდგენელია...
ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა
-ტასო კარგად ხარ? მალე გამოხვალ?
- კი თაკო კარგად ვარ,გამოვდივარ უკვე...
უცებ შემოიხვია პირსახოცი სველ სხეულზე და სააბაზანოდან გავიდა...
-დათომ დამირეკა...
-რა უნდოდა?
-უნდა შევხვდე
-როდის?
-ხვალ დილით...მისმინე,ეხლა უნდა წავიდე კარგი? შენ დარჩი თუ გინდა და აიღე ის წიგნები რომლებიც გინდოდა..
-კარგი...მაგრამ...სად მიდიხარ?
- სასაფლაოზე-და წინასწარ მომზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა,ჩანთას ხელი დაავლო დაქალს აკოცა და სახლი დატოვა...გზად ყვავილების მაღაზიაში შევიდა,მუქი წითელი ვარდების თაიგული იყიდა და თავის გზას გაუყვა...


მოკლედ ჩემო ძვირფასებო აი მეორე ტავიც.. როგორია ? ღირს გაგრძელება?
ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი



№1  offline წევრი LaLiDze

ზოგან იყენებ სასვენ ნიშნებს,ზოგან არა. მიაქციე ყურადღება.
გაარძელე <3

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

LaLiDze
ზოგან იყენებ სასვენ ნიშნებს,ზოგან არა. მიაქციე ყურადღება.
გაარძელე <3

აუცილებლად გავითვალისწინებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent