შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"როცა მოვკვდები მე დამმარხეთ ფორთოხლის ბაღში" (სრულად)


5-04-2018, 06:04
ავტორი charles
ნანახია 3 014

მიყვარს გაზაფხული. რადგან განსაკუთრებულია ! ხშირად ვუსვავ საკუთარ თავს კითხვას, რატომ მაინცდამაინც გაზაფხული ? ალბათ იმიტომ რომ ის ყყველაფრით გამოირჩევა. გიჯური ხასიათით, სილამაზით, დამწიფებით, ცვალებადობით და რაც მთავარია არაერთფეროვნებით. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ გაზაფხულის მიწურულს დავიბადე, ზუსტად იმ დროს ყველაფერი რომ მწვანეა, სითბოსაც რომ დასადგურებული აქვს თავისი ადგილი. თუმცა ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი უარყოფითი აქვს. ვერ ვიტან ჭორფლებს.

ზუსტად გაზაფხულის პირველი თვე იყო ჩემი ეგრედწოდებული " სიყვარული" რომ გავიცანი, უფროსწორად მე მეგონა რომ სიყვარული იყო, მეგონა არა მართლაც მასე იყო თუმცა მხოლოდ ჩემი მხრიდან, რადგან ის მხოლოდ მატყუარა და უგული ადამიანი აღმოჩნდა, არა! არა ! ნუცა ადამიანს ნუ უწოდებ მას! უგულო არსება უფრო შეეფერება.

6 მარტი იყო რა დამავიწყებს მაგ წყეულ დღეს, მასწავლებლისგან სახლში ვბრუნდებოდი, მაღაზიაში შევედი საჭმელი რომ მეყიდა, ზუსტად მანდ შემხვდა დავითი. ჩემს წინ იდგა
, მე კი მოთმინება ამოწურული ჩემ რიგს ველოდებოდი უცებ რომ შემოტრიალდა და დაუკითხავად გამომართვა ჩემი საყვარელი საჭმელი, არა გამომართვა კი არა გამომგლიჯა !გაკვირვებული და ნერვებმოშლილი ვუყურებდი და მის ლანძღვაზეც მოურიდებლად გადავედი, ღიმილით მიყურებდა შემდეგ მიუბრუნდა მოლარეს და უთხრა "ეს ცალკე ჩადეთო" თანხა გადაიხადა და მომაწოდა პარკი.
- მე დავითი. შემდეგზე შენ დამპატიჟე შენს გაკეთებულ საჭმელზეო
და გაქრა !
აი ასე გაშტერებული დამტოვა. არა არა თავხედია ! გაუზრდელი გატუტუცებული ბიჭი. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული "მოლარის" ხმამ რომ გამომაფხიზლა თუ აღარაფერი გნებავთ გაიწიეთო. სიგარეტიც ვიყიდე და გამოვედი ნერვებმოშლილი. ისე ეკითხა მაინც კიდე რამე ხო არ მინდოდა.ძალიან მიკვირდა უცხო ადამიანის საქციელის, რადგან საერთოდ არ ვიცნობდი, არც ისეთი ლამაზი არ ვიყავი მისი ყურადღება რომ მომეპოვებინა ასე უცებ. არვიცი რა ჯანდაბა ხდება ! არა როგორ მითხრა შემდეგზე შენს გაკეთებულ საჭმელზე დამპატიჟეო ანუ უნდა ველოდო ? ჯანდაბა ყოველთვის ასე რატომ ხდება ?! რატომ ?! ელემენტარულზეც კი მთელი კვირა მეფიქრება. არა ნუცა ჯობია სახლიდან აღარ გამოხვიდე თორე ამ აბიტურიენტობის დროს კიდე ეგ გინდა ? ისედაც ძლივს ახდენ კონცენტრაციას სწავლაზე. 2-3 დღე ყველა ახლობელს მოვუყევი მისი საქციელის შესახებ, ნუ რათქმაუნდა ყველა ქალს უყვარს ტრიპაჩობა და ჭორიკნობა, თუმცა მადლობელი საერთოდ არ ვიყავი ამ "ვითომჯელტმენის" პირიქით ერთი უტაქტო და თავხედი ბიჭი მეგონა, სანამ არ გავიცანი.
მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი, მხოლოდ დედა მყავდა და ისიც საზღვარგარეთ იყო, ამიტომ ჩემ ჭკუაზე დავპარპაშებდი როცა მინდოდა და სადაც მინდოდა თუმცა ყველაფერს ზომიერად ვაკეთებდი. არც გატუტუცებული ბავშვი არ ვყოფილვარ და არც აცუნდრუკებული გოგო, რაც მთავარია ვიცოდი საკუთარი თავის და დედის ფასი. უკვე 11 ხდებოდა დაწოლას რომ ვაპირებდი, სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმა, ნატა მირეკავდა ჩემი დაქალი და მთხოვა ცუდათ ვარ დედაჩემს ასეთ მდგომარეობაში ვერ დავენახები და შენთან მოვდივარ და დამხვდი მეტროსთანო. არც დავფიქრებულვარ ისე გავვარდი გარეთ "საღამურებით" ნატას ვურეკავ და გამწარებული მივრბივარ ვიღაცის ხმა რომ მაჩერებს . ვიღაცის რა დავითი იყო ერთ დროს ჩემი დავითი რომ ერქვა.

- " შენთვის არ უსწავლიათ მიზანშეწოლილი რომ არ არის საღამურებით სიარული მითუმეტეს ღამით ? ყველა ჩემნაირი კეთილი ძია კი არ შეგხვდებაო"
გამწარებულმა გავიხედე უკან, და მასთან მივედი. უცებ მივახალე
- " შენ არავინ არ გეკითხება, რა არის მიზანშეწოლილი და რა არა ! ისე შემდეგში შეგიძლია ისიც მკითხო იქნებ რამე ხომ არ დამრჩა საყიდელი."
ღიმილით მიყურებდა და რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სადღაა ნუცა ?
ღიმილით წამოვედი უკან. მრცხვენოდა "საღამურებით" სიარული თუმცა უკან მიბრუნების შანსიც კი არ იყო დებილი რატომ უნდა ვგონებოდი ვინმეს? გზა გავნაგრძე და თავი პარკს შევაფარე ნატას ველოდებოდი და რამოდენიმე წუთშიც გამოჩნდა. სახლში ავდიოდით ის იდიოტი კიდევ იქ იდგა ოღონდ ამჯერად ძმაკაცთან ერთად. ძმაკაცს მიახალა აი ეს ისაა რომ გიყვებოდიო, და ძმაკაციც ღიმილით დაიძრა ჩვენსკენ.
- ნუცა ერთი წუთი დამელოდე მომესმა ხმა
გავჩერდი ! და ნეტავ საერთოდ არ გავჩერებულიყავი
საიდან იცოდა ჩემი სახელი ? ან რაუნდათ საერთოდ?
ჯანდაბა გავგიჟდები !!! მართლა გავგიჟდები.
ნატა გაკვირვებული მიყურებდა საერთოდ ვერ ხვდებოდა რახდებოდა, ან თუ ხდებოდა რატომ არ იცოდა არაფერი. გავჩერდი და ველოდებოდი, მომიახლოვდა დავითის ძმაკაცი
და წერილი გადმომცა, სახლში სანამ არ ახვალ არ ნახოვო და წავიდა.
წასული არ იყო, კითხვები რომ მომაყარა ნატამ. რაც ვიცოდი განვანათლე იმით და გაკვირვებული იჯდა.
სახლში სანამ ავიდოდი რათქმაუნდა მანამდე წავიკითხე წერილი.
სადაც ეწერა
"შემდეგში აუცილებლად გკითხავ რამე დაგრჩა თუ არა საყიდელი, შენ წარმოიდგინე და ჩემთვის ძალიან განსხვავებული გოგო ხარ და შთაბეჭდილების მოხდენაც შეძელი. შენს ადგილას ბევრი სხვანაირად მოიქცეოდა, კარგი გოგო ხარ ნუციკო ! ძალიან კარგი ! ჩვენ კიდევ შევხვდებით" დავითი.
არა საიდან იცოდა ჩემი სახელი? ან სად ვცხოვრობ ? ვინააა ? თუმცა უნდა ვაღიარო ძალიან მომწონს ეს თამაში.
რამოდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. ბავშვებმა 17 მარტს გადავწყვიტეთ "პაემან"-ში წავსულიყავით საქეიფოთ. და ვინ შემხვდა? დიახ რათქმაუნდა დავითი. ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა. როგორც კი დამინახა რამოდენიმეჯერ ღიმილით გამომხედა და მალევე წავიდნენ. საოცრად დავიგრუზე. მეფიქრებოდა რაუნდოდა ჩემგან თუ ვინმე ყავდა. გვიან დავიშალეთ ბავშვები. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დავლიე საერთოდ არ მეტყობოდა, გარეთ როგორც კი გავედით მანქანასთან რომ დავინახე დავითი აი იქ გამიწყდა მოთმინების ძაფი. ერთი სული მქონდა როდის დამიძახებდა რომ მივსულიყავი. აბა ჩემით ხომ არ მიივვარდებოდი ქაჯივით და გამოკითხვას ხომ არ დავუწყებდი ? არც მისმა ხმამ არ დააყოვნა

- ნუციიკოოო
ღმერთო ჩემო ეხლა ნუციკოვო. მოვკლავ ამ ბიჭს...
ღიმილით დავიძარი მისკენ
-დათო ძია აქ რას აკეთებთ?
- ძიაა? გაოცებული მიყურებდა
- ხო თქვენ არ მითხარით ჩემნაირი კეთილი ძიები სულ არ შეგხვდებათო ?
- ძალიან მაიმუნი გოგო ხარ თუმცა მოგარჯულებ! არაკაცი ვიყო თუ არ მოგარჯულო. დაჯექი მანქანაში
მიუხედავად იმისა რომ ბავშვები მელოდებოდნენ აი ესე უცებ ჩავუხტი მანქანაში ჩემთვის უცნობ პიროვნებას და ყველა გაკვირვებული დავტოვე მათ შორის საკუთარი თავიც.. ხმას არცერთი არ ვიღებდით. სანამ მოულოდნელად არ მკითხა
- ნუციკო რატომ ცხოვრობ მარტო ?
- საიდან იცი ?
- ყველაფერი ვიცი აფსოლიტურად შენზე
- საიდანთქო
- დროთა განმავლობაში ყველაფერს გაიგებ. ეხლა კი ის მითხარი მარტო რატომ ცხოვრობ.
- არაა შენი საქმე
- აჰა ანუ მაია დეიდას ვკითხო ?
- დედაჩემის სახელი საიდან იცი ? ვინ ხარ საერთოდ ?! რატო გამოჩნდი ?! რაგინდა ?! რატო ამრიე?!
- ნუცი ზედმეტი კითხვებია უკვე
- ზედმეტი ჩემი კითხვები კი არა შენი საქციელებია უკვე !
შუქნიშანი აენთო. აქ ჩამოვალთქო რო მივაძახე და მანქანიდან გადმოვხტი. ფეხით გავუყევი გზას რო დამეწია და რასაც ქვია ჩამტენა მანქანაში.
- მეორედ მასე აღარ გაბედო თორე ბო*იშვილი ვიყო საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო იმხელა ხმაზე მიღრიალა ერთი წუთი მართლა დავფიქრდი ხომ არ დავყრუებულვართქო.
სიგარეტისთვის ვაპირებდი მოკიდებას მაგრამ გაცლის ვინმე ? ესეც ამახია და მოწევა დაიწყო
- არ ვიცოდი რომ ეწეოდიო
- ეხლა ხო იცი !
და მეორე ღერი ამოვიღე იმის იმედად რომ აღარ ამახევდა. საბედნიეროდ ამაში მაინც გამიმართლა
ვეწეოდი სახლთან რო მიმიყვანა და გადმოსვლას ვაპირებდი მოწიე და ისე გადადიო ვერ ვიტან გარეთ გოგო რომ ეწევა მითუმეტეს ჩემიო.
სულ არ მაინტერესებს შენ რას იტან და რას ვერა, გადმოვედი მანქანიდან მივუჯახუნე კარები და დავიძარი სახლისკენ.
რამოდენიმე წუთში მომივიდა მესიჯი " თუ გაინტერესებს ვინ ვარ და რამინდა შემიძლია ყველა კითხვაზე გაგცე პასუხიო" დავითი
ღმერთო ნომერი მაინც საიდან იცის? მკითხავთან ხომ არ დადის ეს ბიჭი? არა რა მეთქი რატომ იკარგება ჩემი ტრუსები :დ
ფაქტი იყო ძალიან მომწონდა ეს ბიჭი.
მაგრამ აღარ მინდოდა გაურკვევლობაში ყოფნა !
აღარ!
ჩემი პასუხი იყო : კარგი
მეორე დღეს მასწავლებლების შემდეგ გამომიარა არც დაჭირვებია თქმა სად უნდა მოსულიყო
საიდან იცოდა ამდენი ? საიდან ? არ ვიცი
ღიმილით გადამკოცნა და დაძრა მანქანა. ხმას არცერთი არ ვიიღებდით სანამ მანქანა წავკისში არ გააჩერა ერთ მაღალ ადგილას.
გადმოდიო და გადავიდა.
მანქანას მიეყუდა
მისი თეთრი "საროჭკა" მშლიდა ! ყველაზე მეტად მიყვარდა ბიჭს რომ საროჭკა ეცვა.
გვერდით დამიდექიო და ხმაამოუღებლად დავუდექი გვერძე
- გაინტერესებს ვინ ვარ და საიდან გიცნობ ხო ?
- კი
- ესეიგი მე ვარ დავით კავსაძე, 25 წლის ვსწავლობ ილიაუნში მაგისტრატურაზე. შენთან საიდან აღმოვჩნდი ? შენს უბანში ვიდექი ძმაკაცს ველოდებოდი სანდრექსას. აი მაშინ რომ წერილი მოგცა იმას. დაგინახე შენ და იმ დღის მერე მართლა მოსვენება დავკარგე. მაღაზიაშიც სპეციალურად შემოვედი ყველაფერი გავიგე შენს შესახებ და მართლა ძალიან მომეწონე. აბა პატარა ბიჭი ხო აღარ ვარ ყოველ გამვლელს ავვეკიდო ? შენი აზრით ყველას ასე ვექცევი? მართლა მომწონხარ და დამაკარგვინე ამხელა კაცს თავი.

გაჩუმებული ვიდექი და არვიცოდი რა მეკითხა პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. განა აქამდე არ მოვწონებივარ ბიჭებს ? კი საკმაოდ ბევრს მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევა იყო ყველაფრისგან და ყველასგან განსხვავებული.
იმ გოგოზე მითხრა ჩემი ბავშვობის დაქალიაო.
მაგის შემდეგ იყო ძალიან ბევრი ლამაზი დღე! დღითიდღე ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.
სიგიჟემდე მიყვარდა! განსაკუთრებით გამოირჩეოდა იმით რომ არ ბანალურობდა. არ იყო ბანალური. არ უყვარდა ლაპარაკი სიყვარულზე და მის წარსულზე. სულ იმას მეუბნებოდა გიყვარდე დღევანდელი დღითო. არავის არ ვიცნობდი მისიანს, სანდრექსას გარდა. ის ჩემიანს ყველას იცნობდა. ყოველ საღამოს ჩემთან იყო. როდესაც ვეკითხებოდი შენებს რატომ არ მაცნობთქო მოვა მაგის დროვო. შეევეგუე ამ ყველაფერს მის გარეშე ვეღარ ვძლებდი. გამოცდების ბოლო დღე იყო 4 საგანში მაღალი ქულა ავიღე და ბავშვები აღსანიშნად წავედით.
მხოლოდ ერთხელ დამირეკა რაქენი გამოცდაზეო და პასუხის შემდეგ გამითიშა. ბოლო რამოდენიმე დღე აღარ გამოჩენილა აღარც ჩემს მიწერილზე აღარ მწერდა. არც დანარეკებს არ მპასუხობდა. მხოლოდ 1 სმს გაიმეტა " შენი ღირსი არ ვარო" .. ზუსტად ჩემ დაბადების დღეზე. ხუმრობა მეგონა თუმცა სამწუხაროდ არ აღმოჩენილა ხუმრობა. უიმისოდ გავატარე ჩემი მე- 18 დაბადების დღე, არანაირი მოლოცვა რა საჩუქარზეა ლაპარაკი.
მიჭირდა უიმისობა მაგრამ ვძლებდი. გამოცდების შემდეგ ბაკურიანში წავედი ნატასთან ერთად და ზუსტად იქ გამოჩნდა მომწერა როგორ ხარო და ახსნაც მოაყოლა იმიტო მოგწერე ეგ რო ეგ დღეები რო ვერ შეგეხმიანე ზუსტად ვიცი ინერვიულებდიო, ჩემ გამო კი არ მინდა ინერვიულო სიგიჟემდე მენატრებიო. მერე იყო ბაკურიანში მისი და სანდრექსას ჩამოსვლა. თავიდან არ ვურიგდებოდი გაბრაზებული კი არა ნაწყენი ვიყავი ! ნატა და სანდრე ძალიან დაახლოვდნენ. ყველაფერი ვნახეთ ბაკურიანში ყველა ადგილას მოგონება დავტოვეთ. შემდეგ იყო ჩვენი შერიგება. ვხვდებოდი მართლა არ მინდოდა მის გარეშე ყოფნა. მერე იყო ის რომ მისი გავხდი! თუმცა არ ვნანობ რადგან მართლა მიყვარდა. ბედნიერად გადიოდა თვეები და ახალი წელიც ახლოვდებოდა. ვეგუებოდი და პატივს ვცემდი მის აზრს რომ საკმარისი იყო ის რაც ვიცოდი მის შესახებ და ამას უნდა დავკმაყოფილებულიყავი. ასეც იყო სხვა გზა პრინციპში არც მქონდა. ყველგან და ყოველთვის ერთად ვიყავით. 30 დეკემბერი იყო დედას ველაპარაკებოდი მითხრა რომ ახალ წელს ვეღარ ჩამოდიოდა თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი რადგან მაგ დღეს გავიგე ორსულად რომ ვიყავი. დედას რათქმაუნდა ვერაფერს ვერ ვეტყოდი ჯერ მხოლოდ დავითს უნდა გაეგო ჩემს დავითს! იმედი მქონდა რომ აღიარებდა ბავშვს, ჩვენც სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით.
დედას როგორც კი გავუთიშე დავითს ვურეკავდი არ მპასუხობდა ! რამოდენიმეჯერ დავურეკე არ მპასუხობდა! ვნერვიულობდი უკვე არ სჩვევია ჩემ დავითს ასეთი საქციელები არა !
რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა მიპასუხა ოღონდ ვიღაც ქალმა :))) რომ ვკითხე ვინიყო და დავითი სად იყო მისი ცოლი ვარ და ბავშვს ეთამაშებაო.
დავითის ხმა გავიგე საყვარელო ვინარისო ?
არ ვიცი ვიღაც გოგო გკითხულობსო.
ეგრევე გავთიშე ტელეფონი.
მივხვდი...
შევცდი!
შევცდი!
ყველაფერში შევცდი!
იმაში რომ ასეთი დებილი აღმოვჩნდი !
იმაშიც რომ ასე უტიფრად მოტყუების საშვალება მივეცი !
ასევე იმაშიც რომ ამ ქვეყანას მოვევლინე !

საშინლად დამცირებული ვგრძნობდი თავს აღარაფრის ხალისი აღარ მქონდა. ტირილისგან თვალლები ჩამისისხლიანდა. ადამიანს აღარ ვგავდი. მომატყუეს ! ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და იმანაც მომატყუა.
ყოველთვის მეუბნებოდა რომ სოციალური ქსელი არ ჰქონდა. აქამდე ვენდობოდი არასდროს არ მიფიქრია რომ მომეძებნა. FB ზე შევედი და ჩავწერე დავით კავსაძე
ჰოდა ნენევ ! ქონია ! არაკაცი !!! შვილიც ყოლია. პროფილზე "ოჯახის" ფოტო ედო, ტკბილი კომენტარები სცვიოდა ფოტოებს... " თუ რა ლამაზი ოჯახი იყო" "როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს" და ა.შ ....
არანაირი ახსნა არ ჩანდა!
არანაირი სმს !
არანაირი ზარი!
ცუდათ ვიყავი !
სიკვდილი მინდოდა !
სადღაც ღამის 5 საათი იქნებოდა რო ჩამეძინა.


მეორე დღეს ინება გამოჩენა თუმცა იმაში მაინც ეყო გამბედაობა რომ ეღიარებინა სიმართლე თუმცა ვერ ამიხსნა ესე რატომ მომექცა.
ახალ წელსაც მარტო შევხვდით მე და ჩემი პატარა ... ნატა მეხვეწებოდა ამოდიო არ ავედი ! არ მქონდა ამ ყველაფრის თავი
შემდეგ სანდრექსა ვნახე
ყველაფრის მოყოლა ვთხოვე
არ ამიხსნა !

ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი რომ არ მინდოდა ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო..
ვიცოდი რომ არ უნდა დამემალა მისთვის ! მაგრამ ვერ შევძელი ყველაფრის მიუხედავად მისვლა და ამ ყველაფრის ახსნა...ცოტახანში აზრზეც მოვედი და ივხვდი რომ ჩემი შვილის გამო უნდა მეცოცხლა, უნდა მებრძოლა, და არ უნდა დავცემულიყავი. 25 იანვარი იყო, მეძინა კარზე გაუჩერებელლად რომ აკაკუნებდა ვიღაც. შეშინებული წამოვხტი და გავაღე
დავითი იყო გახეული მთვრალი.
ერთ დროს ჩემი დავითი
უფროსწორად ვითომ ჩემი ...

- არ შემომიშვებ ?
- რა გინდა ? გაღიზიანებულმა ვკითხე და კარების მიხურვა რომ დავაპირე კარები გააჩერა და შემოვიდა !
ყველაფერთან ერთად უზრდელიც. ჩავილაპარაკე ხმამაღლა
- შეგიძლია ცოტა ხმადაბლა თქვა გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
-გისმენ რაგინდა? ხო ხედავ რო სცენების გამართვას არ ვაპირებ დროზე მორჩი შენ სათქმელს და წადი აქიდან.
მომიალოვდა.
- მომენატრეო
მოვიშორე და გვერძე გამოვიწიე. ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.
და ვინ იყო ? ერთი ვიგინდარა არ მეყოფოდა ეხლა ვიღაც წიკვინაც დამემატა
ღრიალებდა შენ რა ქალი ხარ ოჯახის დანგრევა გინდაო რით ვერ შეიგნე დავითს რომ არ უყყვარხარ და შეგვეშვი რაო...
ცრემლები თავისით მცვიოდა. ეგრევე დავითს მივვარდი და რტყმა დავუწყე
- შენ რა კაცი ხარ ? როგორ შეგიძლია ამდენის გაკეთება? ის არ გეყო რო მომატყუე? ეხლა კიდევ ჩემთან მოდიხარ და თან შენი ცოლი მირეკავს და ბოლო დონის ძუკნა რო გამოვყავარ ? რა დავაშავე ამნაირი რაა ?? გამეცი პასუხი რა გინდა ჩემგან? შეემეშვი რაა
გემუდარები გთხოვ წადი..
გავითიშე. გონზე რომ მოვედი დავითი მეჯდა თავთან და თმებზე მეფერებოდა, ეგრევე წამოვხტი და წასვლა ვთხოვე.
- მინდა სიმართლე იცოდეო
- არ მაინტერესებს შენი ტყუილები !
- დაჯექი!
- ესეიგი შენ რომ პირველად გაიარე მაშინ ზედაც რომ არ შემოგვხედე შენზე გავამახვილე ყურადღება და ვიკითხე შენზე ვინარისთქო
სანდრექსამ ყურადღებას არ მოგაქცევს აზრი არაქვსო, მერე დავდე ბიჭებთან სანაძლეო რომ ჩემი გახდებოდი. მაგრამ დროთა განმავლობაში მართლა მაგრად შეგეჩვიე, მიჭირდა იმის თქმა რომ ცოლი მყავდა და შვილი. შენთან მართლა კარგად ვგრძნობდი თავს, არმინდოდა შენთვის გული მეტკინა ამიტომ მიწევდა რომ გავჩუმებულიყავი. რესტორანში რომ გოგო იყო ეგ ჩემი დაქალი კი არა ჩემი ცოლია. მაგრამ დღეს ვხვდები როგორც მოვიქეცი, თუმცა არ შევცვლიდი არაფერს იცი რატო? იმიტო რო მართლა ისეთი მიმიღე როგორიც ვიყავი და ვარ. ზედმეტი კითხვების გარეშე. არ მოგატყუებ რომ მიყვარხარ. მაგრამ მართლა კარგად ვგრძნობ თავს შენთან.და ბოდიში
ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა
ჩემი პასუხი იყო მხოლოდ წადი !
ადგა და წავიდა
სარკეში ჩავიხედე ადამიანს აღარ ვგავდი...

არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი
საკუთარი თავის გარდა აღარავისზე აღარ ვფიქრობდი.. ვერ ვაპატიე საკუთარ თავს ამხელა შეცდომა....
ფბ-ზე დავპოსტე მხოლოდ
"როცა მოვკვდები მე დამმარხეთ ფორთოხლის ბაღში"

და ვენებგადასერილი მივესვენე ცხელი წყლით სავსე "ვანას"...
_________
გამარჯობა ბავშვებო ^_^ სასვენი ნიშნებისთვის ბოდიში ^^ ტრაგიკული დასასრულისთვისაც დიდი ბოდიში <3 14 წლის ასაკში დავიწყე ორი მოთხრობის წერა თუმცა რომ მივხვდი რომმ არ გამომდიოდა შევეშვი... ^^ ეხლა ისევ ვცადე ... მართლა არვიცი როგორ მოგეწონებათ მაგრამ გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი <3



№1  offline მოდერი N1penguin

ვიფიქრე მორიგი ტრაგიკული ისტორია იქნებოდა გაცვეთილი სცენარით, ჰოი, როგორ შევცდი. ცუდი ნამდვილად არ იყო თუ იმას გავითვალისწინებ, რომ ყოველ წამს მეცვლებოდა ემოცია სახეზე და მოუსვენრად ვკითხულობდი. ნამდვილად არ არის საუკეთესო, მაგრამ რაც არის, კარგია. გააგრძელე წერა და სულ მალე უფრო დაიხვეწები heart_eyes

 


№2 სტუმარი kati

Rac unda gulnatkeni iyos adamiani,tvitmkvlelobas mainc ver gavamartleb.uflis mier minichebuli sicocxlis shewyveta aravis gamo AR girs...

 


№3  offline წევრი charles

N1penguin
ვიფიქრე მორიგი ტრაგიკული ისტორია იქნებოდა გაცვეთილი სცენარით, ჰოი, როგორ შევცდი. ცუდი ნამდვილად არ იყო თუ იმას გავითვალისწინებ, რომ ყოველ წამს მეცვლებოდა ემოცია სახეზე და მოუსვენრად ვკითხულობდი. ნამდვილად არ არის საუკეთესო, მაგრამ რაც არის, კარგია. გააგრძელე წერა და სულ მალე უფრო დაიხვეწები heart_eyes

როგორ გამაბედნიერა ამ კომენტარმა ^^ მოვლენების ესე განვითარება დროის ამაბვია უბრალოდ მაფიქრებოდა და ვწერდი თან და რავიჩი ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent