შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული 18+ #3


5-04-2018, 14:35
ავტორი Nanaga
ნანახია 6 078

იმ დღის შემდეგ დემეტრე მართლაც აღარ გამოჩენილა, არანაირი ზარი, არანაირი ღამ-ღამობით სტუმრობა, ისე გაქრა კესოს ცხოვრებიდან, თითქოს არც კი არსებობდა. ერთადერთი რაც ქალს დემეტრეს თავს ახსენებდა, სუნამო იყო, რომელიც დემეტრემ საგანგებოდ კესოს ოთახში დატოვა, მხოლოდ იმიტომ რომ კესო მის სუნზე გიჟდებოდა.

სამაგიეროდ მუქი წერტილი უფრო ნათელმა ჩაანაცვლა. ფიზიკური კონტაქტი ახლა სულიერმა შეცვალა და კესოს ცხოვრებაში ერეკლემ გადმოინაცვლა. კესო უფრო ლაღი და თავისუფალი იყო ერეკლესთან, დადიოდნენ ბარებში, უბრალოდ სკვერებში, იცინოდნენ და შეეძლოთ გვიანობამდე უბრალოდ ფეხით ევლოთ. არც ერთი არ ამბობდა ზედმეტად სიტყვას, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ერეკლე მხოლოდ მეგობრული გრძნობებით არ იყო. მას გულწრფელად უყვარდა კესო, უბრალოდ თავს არ აბეზრებდა.



- დღეს რა ვქნათ? - ხმაურიანად აკოცა ქალს ხელზე და ძრავი გამორთო

- ჰმმ არ ვიცი, მე მცალია - მხრები აიჩეჩა კესომ

- ხოდა მე მაქვს მაგარი იდეა, ბილიარდის თამაში იცი? - ინტერესიანი მზერით შეხედა და მის პასუხს დაელოდა, კესომ გაკვირვებით შეხედა, შემდეგ გაუღიმა

- თუ გეტყვი არ დამცინებ? - თვითონვე გაეცინა

- არა - ერეკლესაც გაეცინა მის ბავშვურ ხასიათზე

- უკვე დამცინი და აბა რა გამოვიდა?

- არა არ დაგცინი, მართლა მითხარი აბა - მხოლოდ გაეღიმა

- ინტერნეტში ვიცი, ისე არა - მხრები აიჩეჩა კესომ და ერეკლემაც გემრიელად გადაიხარხარა - კაი რა ნუ დამცინი - თვითონაც აყვა

- ხოდა დღეს საღამოს წავიდეთ და გასწავლი, უნდა შევამოწმო ერთი ინტერნეტში ნასწავლი როგორ გამოგადგა



ერთმანეთს დაემშვიდობნენ, კესო ზედმეტად მხიარული განწყობით იყო, რაც რა თქმა უნდა ერეკლესგან იყო გამოწვეული. საღამომდე დრო რაღაცნაირად გაიყვანა, ვერ იტყვის რომ ერეკლე უყვარს, თუმცა მასთან თავს კომფორტულად გრძნობს, მოსწონს მამაკაცის ის თვისებები, რაც დემეტრეში ვერ იპოვა. ერეკლე ზუსტად კესოსნაირია, ზემეტი არც მას უნდა არაფერი, მცირედიც აკმაყოფილებს.. ანუ როგორც კესო იყო დემეტრესთან, ახლა ერეკლეა კესოსთან ისე, ყველანაირი პირობების და სურვილების გარეშე. ლილესთან რა თქმა უნდა არ გამოტყდება, მაგრამ კესომ ხომ იცის როგორ უჭირს მაინც დემეტრეს გარეშე, როცა ახსენდება ყველაფერი, როგორ ეფერებოდა, როგორ ეხებოდა მის კანს და როგორ შედიოდნენ ერთად სიამოვნების ტალღებში, აკანკალებს. შეუძლებელია დაივიწყო პირველი მამაკაცი, შეუძლებელია დაივიწყო ის, ვისაც ამდენი ხანი ეტრფი. არადა შეეძლო უბრალოდ დემეტრე მიეღო ისეთი, როგორიც არის..

თუმცა..

აი ეს თუმცა, ურთიერთობაში ზედმეტად გამჯდარია.

როგორი თვალებით იყურებოდა მაშინ, როცა კესო ჩხუბობდა.

იქნებ ყველაფერი შეცდომა იყო, იქნებ არ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი.

კი მაგრამ როდემდე გაგრძელდებოდა მათი ურთიერთობა? მთელი ცხოვრება ასე ხომ არ იქნებოდნენ? ბოლოს და ბოლოს კესოც დაიღლებოდა, მასაც უნდა ოჯახი, სიმშვიდე, სიყვარული და რაც მთავარია ადამიანი, რომელიც მასთან დარჩება და მისი იქნება.

მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ლოყები ერთიანად სველი ჰქონდა, როცა ერეკლემ დაურეკა მოვედი და ჩამოდიო. ცრემლები მაშინვე მოიწმინდა, წყალი შეისხა და კიბეებს სირბილით ჩაუყვა.



- შენ რა ტიროდი? - არ გამორჩენია ერეკლეს მისი ჩაწითლებული თვალები და ცხვირი

- არა, უბრალოდ სახლს ვალაგებდი და მტვერზე ალერგია მააქვს - მოხერხებულად დაიძვრინა თავი კესომ.

გზაში ათას სისულელეზე მოასწრეს ლაპარაკი, საბოლოოდ კესო ფიქრებით მაიინც დემეტრესთან წავიდა, დემეტრეს არ უყვარდა როდესაც კესო დაჟინებით მიაშტერდებოდა სახეზე და ათვალიერებდა. ერეკლე კი თავისი პროფილითაც კი იმდენად განსხვავებული იყო, რამდენჯერმე მიაშტერდა, კარგად შეისწავლა ერეკლეს პროფილი, უცბად ერეკლემ შემოაბრუნა სახე და თვალებში ჩამდგარი ნაპერწკლებით ალაპარაკდა



- ისე მიყურებ, თითქოს ჩემი კოცნა გინდა - გაიღიმა ერეკლემ და თავი გადააგდო კესოსკენ

- ხო, მინდა და ვერ ვბედავ - კესოსაც ჩაეღიმა



ბილიარდის სათამაშოდ მისული კესო, რამდენიმე ცდის შემდეგ უკვე კარგად დაღლილი იყო.

- აუ ეს კიი ძალიან მძიმეა, ვერ ვიჭერ რა - თან ეცინებოდა და თან ბუზღუნებდა

- მოდი გასწავლი - ჩაილაპარაკა ერეკლემ, კესოს უკან ამოუდგა, იმდენად ახლოს რომ მათი ტანი ერთმანეთს ეხებოდა, - ოდნავ მოიხარე - ჩაილაპარაკა და კესოც მის სურვილს დაჰყვა, ხელი განზე გააშლევინა, მეორე ხელი ოდნავ მოხრილი დაადებინა, კესოს ყელში ერეკლეს ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა, - დაარტყი - ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და კესომაც დაარტყა, თეთრი ბურთი ჯერ კედელს მიეჯახა, შემდეგ ჭრელს და ჭრელიც დაიძვრა - ჩავარდა - ისევ კესოს უკნიდან აკრულმა ერეკლემ ჩაილაპარაკა, ვნებიანი და დახშული ხმით, ყურთან დაიხარა და ყურის ქვემოთ აკოცა, თითქმის ყელში.

კესოსთვის ეს არ იყო ის შეხება, რომელზეც პეპლები გამოუფრინდებოდნენ, არც ის კოცნა, რომელიც დენს დარტყამდა და იმ ადგილს აუწვავდა. კესოსთვის არ იყო ეს ყველაფერი სასურველი, პირიქით უფრო დისკომფორტიც კი იგრძნო, აი დემეტრესთან კი თითოეული შეხება აფეთქება იყო. უცბად აეწვა ყველა ის წერტილი სადაც დემეტრე ოდესმე შეხებია. ტუჩზე ოდნავ იკბინა, ლაჯებთან კი სისველე იგრძნო. უნდა დემეტრეს სხეული ისევ შეიგრძნოს. უნდა დემეტრე!

მთლად ჟასმინი (ბილიარდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე ქალი) ვერ დადგა მისგან, თუმცა დგომა და დარტყმა მაინც ისწავლა ნორმალური.

სახლში მისვლამდე ხმა აღარცერთს არ ამოუღია, მხოლოდ შიგადაშიგ გაისმოდა რეპლიკები და შეპირებები, რომ კიდევ წამოიყვანდა. მანქანიდან სანამ გადმოვიდოდა, ერეკლემ დაასწრო და ჯენტლმენურად გაუღო კარებო. კესოც გადმოვიდა, ერეკლე მის პირდაპირ დადგა, უბად დაიხარა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. შემდეგ შუბლზე აკოცა.

- რამდენი ხანიც არ უნდა დაგჭირდეს მაინც დაგელოდები - ჩურჩულით წარმოსთქვა კესოს ტუჩებთან და კიდევ ერთხელ წაეტანა მის ალისფერ ტუჩებს.

მიხვდა კესო, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებდა. ერეკლეს შეხება და კოცნა არანაირ ვნებას არ იწვევდა, მალე უნდა გაჩერებულიყო თორემ ძალიან დიდ შარში გაეხვეოდა და ნამდვილად არ სურდა ვიღაცის გაუბედურება. კიბეებზე ნელა ავიდა, მოსაცმელი გაიხადა და მხოლოდ ბრეტელებიანი მაისურის და შორტების ამარა დარჩა. კარი ნელა გააღო, შუქი არ ენთო, ფეხსაცმელები გაიხადა და იქვე დაალაგა, შემდეგ შუქის ასანთებად გაიწია და ადგილზე გაშეშდა.

მის წინ დემეტრე იჯდა, რომელიც შეშლილი სახით იჯდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ლოთ ქმარს ელოდებაო.

კესო ადგილზე გაიყინა, მომენტალურად კანკალმა აიტანა და დააფიქსირა დემეტრეც როგორ წამოდგა

- ერეკლეს მკლავებთან შედარებით აქ ცოტა ცივა - ზიზღით და სარკაზმით ჩაილაპარაკა და გოგონას წინ აესვეტა

- რას აკეთებ აქ? - ხმა ჩამწყდარი ჰქონდა და გატეხილი

- როგორც შენ იტყოდი, სექსს სათამაშოსთან მოვედი, თუ როგორ უწოდე შენს თავს? - ისევ ზიზღით წარმოსთქვა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია კესოსთან, კესომაც უკან დაიხია და საბოლოოდ კედელს აეკრო.

- რა გინდა დემეტრე, ან როგორ შემოხვედი? - ხმა ჩამწყდარი ჰქონდა და ორგანიზმი უთრთოდა

- საკეტები უნდა გამოგეცვალა - წინ გასაღები აუფრიალა და იქვე კუთხეში მიაგდო

- კარგი გასაგებია, შევცვლი ახლა კი წადი - გაგულისებულმა ამოილაპარაკა, რომელიც ისევ კედელს ეკვრობოდა

- რატომ უნდა წავიდე? მინდა და მოვედი - ბავშვივით გაჯიუტდა დემეტრეც - აა თუ იმ სირ$ ელოდები? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - უბად შეიცხადა დემეტრემ და ხელები გულთან მიიდო

- გეყოფა, შენი ბოღმა სხვაგან აფრქვია - ხელი აუქნია და მის გვერდით ჩაიარა, უეცრად იგრძნო როგორ მოხვია მუცელზე ხელი დემეტრემ და როგორ შეაჩერა, ისევ უკან კედელთან დააბრუნა და ამჯერად ორივე ხელით დაიჭირა, სახე ახლოს მიუტანა და ტუჩზე მოწყვეტით აკოცა. როგორც კი დააფიქსირა, რომ კესოს ცახცახი აუვარდა, ჩაიცინა და ამჯერად მთლიანად დააცხრა მის სქელ ბაგეებს, თავიდან სინაზით კოცნიდა, თუმცა მერე როგორც კი იგრძნო კესოსგანაც პასუხი, მაშინვე გამხეცდა და გამალებით დაუწყო კოცნა, თან სვენებ სვენებით ჩურჩულებდა - მითხარი ერეკლესთანააც ასე დნები? თუ მხოლოდ მე დავიმსახურე - სარკაზმს არ იშორებდა, შემდეგ ყელთან ჩავიდა და წვრილი მაიკა, რომელიც კესოს ფარავდა, ერთ წუთში იქცა ნაგლეჯად. ქალის ლამაზ მკერდს დააკვირდა და ნაზი კოცნებით ამოუვსო, შემდეგ მკერდის თავს მიწვდა და ენით ოდნავ დაასველა, კბილები მოსდო და ისევ ენით დაუწყო თამაში. კესოს სხეული ერთიანად მოდუნდა და რომ არა დემეტრეს ხელები, აუცილებლად ჩაიკეცებოდა. ინსტიქტურად გადაიხარა უკან, ხელები მამაკაცის ყელს მოხვია და კიდევ უფრო გადაიწია. როგორც კი მკერდზე სისველე იგრძნო და შემდეგ ძლიერად მოქაჩვა, ბაგეები თავისით გააპო და არაადამიანური ხმა ამოუშვა. შემდეგ კი იგრძნო როგორ გაკვალა დემეტრემ გზა მკერდიდან მუცლამდე, როგორ ჩაუწია შორტი და საცვალი. ფეხები ბოლომდე გაახსნევინა და ენით ისევ გზა გაიკვალა. კესოს სუსტ მაგრამ ამავდროულად არაადამიანურ ხმაზე კიდევ უფრო გიჟდებოდა და უნდოდა დაუსრულებლად ეკოცნა მისთვის. მისი გამხდარი და ეკალივით ბასრი თითები ერეკლეს თმებში იყო ჩაფრენილი და დიაფრაგმა ისე ადიჩადიოდა, ლამის რაღაცას შეასკდა. ფეხები ერთიანად უთრთოდა, დგომა უჭირდა, ბოლოს უკვე ორგაზმისგან ერთინად ღონემიხდილმა, იგრძნო როგორ ამოუდო ვიღაცამ ფეხებ ქვეშ ხელი და როგორ დააწვინეს დივანზე, გრძნობდა რომ დემეტრეს თითები მაინც აგრძელებდნენ კესოს სხეულის ყველა წერტილის შესწავლას, განსაკუთრებულად გიჟდებოდა, როდესაც ფეხებ ქვეშ მის ორ თითს გრძნობდა და საერთოდ ეკარგებოდა შეგრძნებები. იგრძნო ისევ ძლიერი ბიძგი და დემეტრეს სახე მის ყელში. იმდენად ენატრებოდა მამაკაცის სხეული და მისი მოფერება, მოეჩვენა თითქოს ერთიანად შეცვლილიყო ყველაფერი, ყველგან ატარებდა ხელებს, სადაც მიუწვდებოდა. გრძნობდა როგორ იხორკლებოდა დემეტრეს კანი, კესოს ტუჩების შეხებისას. საბოლოოდ იგრძნო თუ როგორ დაიხვია მისი თმა ხელზე, თავი ააწევინა და ყელში სველი კოცნები დაუტოვა, რომელსაც შემდეგ ენით და კბილებით ანაცვლებდა. ბოლოს ვნებებმა ერთიანად იფეთქა და გრძნობები ხმაურით ამოუშვეს. აჩქარებული სუნთქვა და ოხვრა ისევ ისმოდა ოთახში. რამდენიმე წუთში, როცა კესოს სხეული უკვე ძილში იყო გადასული და კრთომას იწყებდა, დემეტრემ აიყვანა და საძინებელში გადაიყვანა, თვითონაც მიუწვა, ორივე ხელი შემოხვია და იქამდე კოცნა სანამ საბოლოოდ არ ჩაეძინათ ორივეს.


____________

ესეიგი პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით რომ კითხულობთ, აი უზომოდ მიხარია მართლა. <3
უბრალოდ თქვენთან მაქვს ერთი პატარა თხოვნა..
დამიჯერეთ, მე თქვენზე ძალიან მინდა, რომ დავდო მაგრამ ხანდახან რაღაც პირობები ხელს გვიშლის.
უბრალოდ გული მწყდება, ზოგი მხოლოდ იმას რომ წერს მალე დადეო <3
მინდა რომ თქვენი ემოციები მოვისმინო, მინდა ვიცოდე რას ფიქრობთ.
მალე დადე რაღაცნაირად მხვდება გულზე, თითქოს არაფრად აფასებთ ჩემს ნაშრომს და უბრალოდ დრო გაგყავთ <3
ამიტომ მთელი გულით გთხოვთ, უბრალოდ როდესაც ნახავთ და გადაწყვეტავთ, რომ კომენტარი დატოვოთ, ნუ დაწერთ მალე დადეს, დაწერეთ ის რაც გინდათ, შეაფასეთ და მითხარით რას ფიქრობთ <3 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ



№1  offline წევრი mariam m.k

uzomod mabednierebs es motxroba imedia demetrestan darcheba kargi iyo martla simartle rom gitxra sheni niki rom davinaxe sixarulit mecxre caze viyavi p.s xom kide chven imitom geubnebit chven ra vinc geubneba amas ubralod uzomod zeee saocrebaistoria da martla ver vwydebi nu me piradad ese ufro gazarde ra tavebi

 


№2 სტუმარი naia

dzalian ro mogvcons da ro vgijdebit da ber vitment imito gvinda ro male dado xolme ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

kargi gogo xar shen.

motxrobac zalian momwons.

kargad wer.❤❤❤

 


№4 სტუმარი nina mania

ზალიან მაგარია

 


№5 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან საინტერესო და კარგია ♥♥♥

 


№6 სტუმარი uhuu

momcoons dzalian daa personajebic sakvarleni arian tavianti dadebiti da uarkofiti mxareebit ❤️❤️❤️ daa rogor cudadac ar unda gxvdebodes male dadee raa imdenad kargiaaa

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აჰა, აუხდა კესოს ნატვრა. ვეღარ გაძლო დემეტრემ. მაგრამ ერეკლე მეცოდება. ძალიან ნუ გააბანძებ რაა, დროზე მინდა გაირკვეს კესოსა და ერეკლეს ურთიერთობა და ილუზიებით არ მოუწიოს ამ ბიჭს ცხოვრება. და ნუ გააბოროტებ, როგორც თითქმის ყველა ისტორიაში ხდება ისე. მასაც აპოვნინე ერთი კარგი გოგო❤
პ.ს. ძალიან რომ მომწონს შენი ისტორია და რომ მინდა მომდევნო თავი, რა გავაკეთოო❤❤

 


№8 სტუმარი Eve

ძალიან კარგია გრამატიკულ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით.
დემეტრეს ტიპაჟი მომწონს და რაგავაკეთო?! გელოდები! იცოდე,რომ არაჩვეულებრივი ხარ!❤️

 


№9  offline წევრი nathali lifhonava

heart_eyes უბრალოდ საოცარი ხარ შენც და შენი ისტორიაც kissing_heart მომწონს საოცრებაააა heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

შინაარსობრივად კარგია მაგრამ ამაზრზენად გულისამრევად აღწერ სექსს, არაა სავალდებულო რაც გაგიგონია ყველაფერი გადმოალაგო, ცოტა მეტი სიფაქიზით მიუდექი ამ საკითხს და ისტორიაც უფრო საინტერესო გახდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent