შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაძლებელია ბედნიერების დაბრუნდება! (1 თავი)(Zayn Malik fanfiction)


5-04-2018, 14:48
ავტორი tvildo13
ნანახია 1 501

იმედია ისამოვნებთ <3
___________________________________________________________________________________
4 წლის წინ:
-ზეინ გაინძერი დროზე უნდა გავიდეთ ხომ იცი?! -ბოლო ხმაზე იბღავლა ლუიმ და ზეინს თავში ბალიში გაუქანა.
ზეინიც მალევე ადგა და ლუის გაეკიდა. ასე დარბოდნენ დიდი ხანი სანამ ჰარი არ შემოვიდა და ორივე მას არ დაახტა. გაბრაზებულმა ამოიბუზღუნა და ორივე გადააგდო. ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააცქერდა ორივეს. უცებ სამივეს ისტერიოული სიცილი წასკდა და კაი ხანი იცინეს კიდეც. ლიამი და ნაილი შემოვიდა. უყურებდნენ ამ სამს და ვერ ხვდებოდნენ რა აცინებდათ ასე გულიანად. მხრეები აიჩეჩეს და ისინიც აყვნენ სიცილიში. უცებ ზეინი სერიოზულდება და ძალიან დარდიანი ხდება.მალევე მათი დაცვა შემოდის და აცნობებს რომ კონცერტი 1 საათში დაიწყება.რაც ზეინის სახეს ფარავს და ვერავინ ამჩნევს მის სახეს. პირველად არ გადიან ამდენი ხალხის წინაშე, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ნერვიულობენ. ზეინის და ჯუდი და ჰარის და ემა შევიდნენ მათთან. დივანზე დასხდნენ და ბიჭებიც მათ გვერდით იკავებენ ადგილს.
-რას შვრებით(ემა)
-არაფერს?!(ნაილი)
ოთახში შემოხტა კეტრინი (ლუის და). ტელეფონში იხედებოდა და იცინოდა. თავიდან ბოლომდე აათვალიერაა ზეინმა და კიდევ უფრო დადარდიანდა. მათ წინ ჩამოჯდა კეტრინი და ყველამ თვალი მოაშორა, გარდა ზეინისა. უყურებდა და ხვდებობდა რომ მის გარდა არავისთან უნდოდა ყოფნა. არ უნდა მას მოქცეოდა ასე, რადგან იცოდა რომ ეს მას გულს ატკენდა. კეტრინმაც ამოხედა ზეინს და სიყვარულით აღსავსე თვალები მიაპყრო. ყოველთვის ცდილობდა ძმის ძმაკაცი არასდროს მოსწონებოდა მაგრამ იცოდა რომ უკვე გვიანი იყო და ეს მოწონებაზე მეტი იყო. ვერ იყვნენ ერთად რადგან ხან ვის აურჩევდნენ მენეჯერები ზეინს ხან ვის თან ძმაკაცის და რომ შეგიყვარდება ცოტა ტეხავსო ეუბნებოდა მარტო დარჩენილი საკუთარ თავს. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გააკეთა.
ბოლო კონცერტი ჰქონდათ და დამთავრდებოდა ტური. მერე ისევ წელიწად ნახევარი დაისვენებდნენ იმხიარულებდნენ . ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ეგონათ. “Little things”-ს მღეროდნენ თან უკვე იცოდნენ რომ ზეინი მიდიოდა. მიდიოდა და მათ ტოვებდათ. ვერცერთს ვერ წარმოედგინა. ბოლო ბგერები იყო. ბოლო, რომელიც მათ ერთად ყოფნის სიმბოლოდ დარჩებოდა. უმტკინვეულესი წუთები იყო.შემდეგ იყო სიბნელე და ტურის დამთავრება.

ახლა:
ნიუ იორკის სველ ქუჩებში მიაბიჯებდა თავისი შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლებით. ხელში ყავა ეჭირა და ზეინის ახალ სიმღერას ღიღინებდა, თან ტანს აყოლებდა. ხალხი შესცქეროდა, ზოგი ცნობდა და მასთან ფოტოს იღებდა. ყველას ღიმილიანი სახით ხვდებობდა. ხანდახან ზეინზე დარდი მოაწვებოდა მაგრამ გაახსენდებობდა რომ უკვე დიდი დრო იყო გასული. სახლში მისულმა წვენი დალია და შხაპი მიიღო. შემდეგ საწოლში შეწვა და ღრმა ძილში გადაეშვა.
თავიდან დაძაბულობა იყო. ვერცერთი ხმას ვერ იღებდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ეს 5 ადამიანი იჯდა ერთად. ჩუმად და დაძაბულად. თავიდან რომ გაიგეს ზეინი ნიუ-იორკში დაბრუნდაო არ დაიჯერეს . ვერც იმას წარმოიდგენდნენ რომ მათ სანახავად მოვიდოდა. ლუის სახლში იყვნენ. სიჩუმე სუფევდა. დაძაბული იყო გარემო. ჯუდი უხმოდ უყურებდა ძმას . ემა აქეთ-იქით გაიხედებოდა. არ უნდოდა ზეინისთვის შეიხედა. ასეთი სიჩუმე ყველას აგიჟებდა.
-მოვედი
კარები გაიღო და კეტრინმა დაიძახა. მისაღებში ფეხის ხმა გაისმა და ოთახში კეტრინი შემოვიდა. ხელში როგორც ყოველთვის ყავა ეჭირა.
-რა იყოთ რა სახე ჩამო..
სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ზეინის სახეს რომ წააწყდა, ყავის ბოთლი მის ხელს მოწყდა და ძირს დაეცა. ყავა მიმოიფანტა. ყველა მას უყურებდა ის კი მხოლოდ მის სახეს ხედავდა. ფეხები ეკვეთებოდა მაგრამ ძლიერად იდგა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და დივნამდე ძლივს მივიდა რომ დამჯდარიყო. წამოდგა ზეინი. მის წინ ჩაიკუზა და შეხედა. გაშტერებული ისევ ისეთი სახით მისჩერებოდა ზეინს კეტრინი. ცრემლებმა მალევე გაიკვლია მის სახეზე გზა. ხელები მოჰხვია ზეინმა წელზე და ამდენი ხნის მერე მისი თბილი სხეული ისევ იგრძნო. კეტრინმაც აღარ დააყოვნა და ხელები ყელზე შემოხვია. ზეინმა თავი კეტრინის ყელში ჩამალა. ნელა, ნაზად აკოცა ყელზე და იგრძნო როგორ დააყარო ტაომ მას. ყველამ იცოდა თუ როგორ უყვარდათ ამ ორს ერთმანეთი. უბრალოდ ადგნენ და გავიდნენ.
ზეინმა აიყვანა და კალთაში ჩაისვა კეტრინი. ხელები უფრო ძლიერად მოხვია. არ უნდოდა მისი დაკარგვა როგორც ეს ადრე მოხდა. ნანობდა მხოლოდ მის გამო ნანობდა წასვლას. ნანობდა რომ ეს 4 წელი მის გვერდში არ იყო. თვითონაც კი უკვირდა როგორ გაძლო მის გარეშე ამდენი ხანი.
-ბოდიში
ძლივს მოაბა თავი ზეინმა და ბოლოს უთხრა. კეტრინმა თავი აიღო მისი მხრიდან და შეხედა. სახეზე ხელი ჩამოუსვა.
-აღარ წახვიდე
თითები ჩამოუსვა ტუჩზე კეტრინმა. სიამოვნებისგან თვალები დახუჭა ზეინმა.მისი ბაგეები მის თითებს უფრო მიაბჯინა და აკოცა. მალევე ჩამოწია ხელი კეტრინმა.
-აღარ წავალ
-მპირდები?
-გპირდები
შემდეგ ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ერთმანეთს ვერ მოსცილდნენ. ზეინმა არ იცოდა აღარ წავიდოდა თუ არა უბრალოდ ახლა არსად არ სურდა წასვლა რადგან ის აქ ჰყავდა. ბედნიერებამ თავისი ქნა და კეტრილი ასლუკუნდა. მისი ტირილის ხმა ოთახში სიჩუმეს არღვევდა. მერე პატარა ბავშვივით ზეინის მკლავებში ჩაეძინა.
უცებ წამოიწია ლოგინიდან. ოფლში ცურავდა. მიხვდა რომ სიზმარში იყო და ტირილი დაიწყო. ენატრებოდა . სიკვდილამდე ენატრებოდა.ადგა. სარკეში ჩაიხედა. ტელეფონს დაავლო ხელი და სწრაფად აკრიფა მისი ნომერი.არ დაურეკავს.ეშინოდა რომ არ უპასუხებდა ან რამე მსგავსი.რამდენიმე დღეში ისევ სცადა დარეკვა მაგრამ ისევ გადაიფიქრა. ისევ ყოყმანობდა.ისევ ეშინოდა.ისევ ტიროდა ხოლმე. ისევ ესიზმრებოდა.საბოოლოდ დარწმუნდა რომ მასთან ყოფნა უნდოდა.
გაოცებული შეჰყურებდა ლეპტოპის ეკრანს და ვერ იჯერებდა რომ ზეინს აღარ უყვარდა. ახლა ხო აღარ ჰყავადა მენეჯერი ვინც მას შეყვარებულის ყოლას აიძლებდაა. უყურებდა ფოტოებს რომელზეც ჯიჯი და ზეინი ხელი-ხელჩაკიდებულები იყვნენ.შემდეგი რამდენიმე დღე მისთვის მძიმე იყო.
ჰარისთან იყვნენ ყველანი შეკრებილები.
-რა ვქნათ დღეს(ნაილი)
-წავიდეთ სადმე ან ვითამაშოთ(ლიამი)
-დიდი ხანია არსად არ ვყოფილვართ ამიტომ წავიდეთ სადმე(ემა)
ყველა დაეთანხმა და დაიშალნენ. ღამის 12ზე კლუბთან შეხვდნენ ერთმანეთს და გართობა დაიწყეს.უზომოდ მთვრალები იყვნენ. ეწეოდნენ და სვამდნენ.სიცილით კვდებოდნენ. რამდენიმე ჭიქა არაყიც გადაკრა კეტრინმა, რომელმაც თავიდან ყელი ჩასწვა და შემდეგ საპირფარეშოში შევიდა.ნომერი წამსვე აკრიფა და ყოყმანი აღარ დაუწყია. იმ წამსვე დარეკა. ბოხმა ხმამ უპასუხა.
-გისმენთ
ისევ ისეთი ხმა ჰქონდა. როგორ ენატრებოდა ხოლმე ეს ხმა კეტრინს. როგორ უნდოდა გაგონებდა და ამდენი წლის შემდეგ ისევ გაიგო. გაიგო და იმ წამსვე ტაომ დააყარა.
-მენატრები
მხოლოდ ეს სიტყვა მოსწყდა მის ბააგებს. სიჩუმე იყო. არ პასუხობდა ზეინი. მხოლოდ მისი გახშირებული სუნთქვის ხმა ისმოდა, რომელიც სიჩუმეს ერწყმოდა და კეტრინს აგიჟებდა.
-დალიე?
-ცოტათი
მის პასუხზე კეტრინი დარწმუნებული იყო რომ ზეინს ჩაეღიმა.
-სად ხარ? გინდა მოგაკითხო?
-შენ? მე ?
დაიბნა კეტრინი.
-გეყოფა ბავშვივით მოქცევა
-არ მინდა
-მეც
-რა?
-მეც მენატები
კეტრინმა გულიანად გადაიხარხარა. ხარხარს მოჰყვა ცრემლები. ხმამაღალი ქვითინი.
-მითხარი სად ხარ?
ხმა გაუმკაცრდა ზეინს. კეტრინი გაჯიუტდა. არაფრის დიდებით არ უთხრა მისი ადგილ სამყოფელი.
-მღლი
უთხრა და გაუთიშა. თავი კედელს მიადო. თვალები დახუჭა. ტელეფონმა დარეკე.ისე უპასუხა თვალები არ გაუხელია.
-ფეხი არ მოიცვალო მაქედან მალე მოვალ
ნაზად უთხრა ზეინმა და გაუთიშა. უცებ თვალები ჭყიტა კეტრინმა. ტელეფონს დახედა. სუნთქვა შეეკრა. სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, ამიტომ გარეთ გამოვიდა. ტროტუარზე ჩამოჯდა და მუხლები მოხარა ზედ კი თავი დაიდო. წინ იყურებოდა მერე მობეზრდა და თვალი დახუჭა. ფიქრი დაიწყო, ზეინი რომ დარჩენილიყო როგორი ბედნირები იქნებოდნნე. ან საერთოდ იქნებოდნენ თუ არა. ზეინისთვის რომ არ დაერეკა. მართლა მოვიდოდა თუ არა. ძველი დრო გაიხსენა, როგორ კოცნიდან მხარზე და მერე თავს რომ ჩამალავდა მის ყელში ზეინი. პატარა კოცნას რომ დაუტოვებდა.ბედნიერების პიკზე მისულს ტაო დააყრიდა.მის სუნს დღემდე გრძნობდა.დღემდე გულში ინახავდა მის სიყვარულს.გაახსენდა როგორ იცინოდნენ ერთად და ბედნიერების ცრემლები წასკდა.
იგრძო როგორ დაეცა თავზე ვიღაცის ჩრდილი.თავი დაბლა დასწია და ჩრდილის ფეხსაცმლეს დააკვირდა. ზედმეტად ძვირიანი ფეხსაცმელი ეცვა.ალბათ ფეხი რომ დაგედგათ გიჩივლებდათ.სახე ნელა გაუსწორა მის წელს მაგრამ უფრო თეძოებს რადგან წელამდე ვერ სწვდებოდა რაც ჩრდილის სიმაღლეს ასახავდა. მაღალი იყო. ხელზე ახედა. სუნთქვა შეეკრა. ტატუების დანახვისას ტანში გაცრა.შეეშინდა.გაუაზრებლად აწია თავი. უყურებდა ჩრდილი.მკაცრი გამომეტყველებით ისევ ისეთი გამომეტყველბით როგორიც ახსოვდა კეტრინს.ცრემლების ნაკადი მეორე ფენად დაეშვა კეტრინის სახეზე.წამოდგა.იმისდა მიუხედავად რომ მაღალზე იდგა მაინც მასზე დაბალი იყო.

ნელა შეახო ზეინმა თითები მის წელს.კეტრინის კანმა იმწუთასვე დაიწყო რეაგირება.ვეღარ მოითმინა და ხელები ყელზე მოჰხვია.მაგრად უჭერდა,რადგან იცოდა რომ ახლა რომ გაეშვა კიდევ დაკარგავდა.ზეინმაც ნაზად შეუცურა ხელები წელზე და მოჰხვია. საყვარელი ქალის სურნელი ამდენი წლის მერე ისევ შეიგრძნო და ბედნიერების პიკს მიაღწია.ახლა მიხვდა როგორ ძლიერ მონატრებოდა. ახლა მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა აქ რომ დატოვა. ახლა მიხვდა მის გარეშე ყოფნა რამხელა ტკივილს ანიჭებდა. თმებზე დასუნა და ძველებურად აკოცა მხარზე.
-მენატრებოდი
საუბარი დაიწყო კეტრინმა. ხვდებოდა რომ სხვა დროს შეიძლებოდა ეს ენანა და ახლაც ინანებდა მთვრალი რომ არ ყოფილიყო მაგრამ ზეინის მეტი ახლა არაფერი არ უნდოდა.
-წავიდეთ სახლში
საუბარი უცებ გადაიტანა ზეინმა. კეტრინმა შეხედა ზეინს. მისჩერებოდა და უკვირდა როგორ შეცვლილიყო ამ 4 წლის განმავლობაში. უყურებდა და ხვდებოდა რომ მის წინ სხვა ადამიანი იდგა. უნდოდა დაბრუნდებულიყო ის პატარა ზეინი ამდენი ხნის წინ რომ იცნობდა. ცრემლებმა დინება ვერ შეწყვიტეს. ხელები ჩამოსწია კეტრინმა. ზეინს ისევ ისე ჰყავდა აკრული სხეულზე.
-წავიდეთ
მეორეჯერ გაიმეორა ზეინმა და ინანა რომ აქ მოვიდა. ინანა რომ საერთოდ უკან დაბრუნდა. იცოდა რა მტკინვეული იქნებოდა კეტრინისთვის ეს ყველაფერი. მისთვისაც არ იყო ნაკლები მაგრამ ის უკვე დიდი იყო და შეეძლო თავისი ემოციების გაკონტროლება.
მანქანაში ჩასვა ზეინმა კეტრინი და თვითონაც მიუჯდა.ზეინის მძღოლი ნელა და მშივდად მართავდა მანქანას. ფანჯრებიდან შემოსული მთვარის სინათლე ორივეს ეცემოდა. ერთმანეთს არ უყურებდნენ. ზეინმა კეტრინის ხელი მის ხელში მოიქცია და კალთაში ჩაიდო. ისევ არ უყურებდნენ ერთმანეთს.ვარსკვალევიბის ქვეშ დადიოდა შავი მანქანა რომელშიც უამრავი ფერადი იყო მოთავსებული.
ძველ ადგილას მიიყვანა ზეინმა კეტრინი. ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც დატოვა.
-მადლობა რომ მომიყვანე
-თუ რამე დაგჭირდება დამირეკე
უცებ მიაშტერდა კეტრინი.
-რა მოხდა?
-მათ არ ნახავ?
დადუმდა ზეინი. გაიყინა ერთ ადგილას. როგორ ენახა ის ადამიანები რომელიც მიატოვა და საერთოდ აღარ გამოხმაურებია. როგორ შეეხედა მათთვის.
-მერე ვნახავ
და წავიდა.

მეორე დღეს კეტრინს თავი საშინლად სტკიოდა. მთელი დღე სახლში გაატარა. ხან ჭამდა ხან ფილმს ჩაუჯდებოდა. სოციალურ ქსელში არ შედიოდა, რადგან შეიძლება იქ საშინელება დახვედროდა.7-ისკენ ემამ და ჯუდიმ მოაკითხეს. სწრაფად სიარულისგან ძლივს სუნთქავდნენ.
-ახლავე ჩაიცვი კინოში მივდივართ
შეუტია ემამ
-არანაირი მაგრამ
ჯუდიც აჰყვა საუბარში. მომაბეზრებლად ადგა და მაღლა ავიდა. გარდერობი გამოაღო და რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა. თმა უბრალოდ აიწია და დაბლა ჩავიდა. გოგოები მანქანაში ელოდებოდნენ. კინოსთან მალევე მივიდნენ.ბიჭებიც იქ იყვნენ. დიდი ხანი გაატარეს სანამ ავტოგრაფებს დაარიგებდნენ და შემდეგ შევიდნენ შენობაში. ერთ-ერთ კეტრინისთვის უაზრო ფილმზე შევიდნენ.რა მნიშვნელობა ჰქონდა კეტრინისთვის რომელ ფილმზე შევიდოდნენ მაინც არ აინტერესებდა. მაინც სხვაგან ჰქონდა ფიქრები და რაც არ უნდა კარგი ფილმი ყოფილიყო ახლა მაინც ვერ ადევნებდა თვალს.

უყურებდა ზეინის ჯიჯის შიშველ ზურგს და ახსენდებოდა კეტრინი. აღარ უნდოდა მისგან შორს ყოფნა. ადგა. ჯიჯიმ მას გადმოხედდა და მიაშტერდა. ზეინიც ჩაიძირა მის თვალებში.
-მასთან მიდიხარ?
-ხო მივდივარ
-დაბრუნდები?
-დავბრუნდე?
-შენს გარეშე ვერ გავძლებ
-ისევ დავბრუნდები მაშინ, უბრალოდ ახლა მასთან მინდა
-კარგი
შემდეგ ისევ გადაბრუნდა ჯიჯი და სიზრების მორევში გადაეშვა ვითომაც არაფერი. ზეინისთვის ჯიჯი სამაგალითო ადამიანი იყო. ის იყო ერთადერთი ვინც ამ ცხოვრებაში უგებდა მას. ფერისთან დაშორების შემდეგ მენეჯერებმა ის მალევე შეურჩიეს და ძალიან კარგადაც შეეწყვნენ მაგრამ იყო დიდი პრობლემა. იყო რასაც ვერ ჭრიდა ზეინი. არ უყვარდა. ჯიჯი არ იმსახურება ამას. ჯიჯი იყო ფერადი ზეინი კი მას აშავებდა.
კონოთეატრიდან სიცილით გამოვიდნენ. კეტრინი ჩუმად შეჰყურებდა მის მეგობრებსს. უცებ ყველა გაჩერდა და მიაჩერდა მანქანას. კეტრინმაა თავიდან ბოლომდე აათვალიერაა მანქანაზე მიყრდობილი ზეინი და ხმამაღლა ამოისუნთქა.

-აქ რა გინდა(ლუისი)
მის ხმაში სევდა იგრძნობოდა. ის უყურება მის ძმაკაცსს, ამდენი ხნის შემდეგ იგი ხედავდაა მას. მაგრამ , არ შეეძლო მისულიყო და მოხვეოდა. მის პრინციპებს ვერ აბიჯებდა. იდგა იგი გაშტერებული. ზეინიც დუმდა და ხმას არ იღებდა. მისჩერებოდა მის 4 ძმაკაცსს და სიგარეტს ეწეოდა. გონებამ გადახარშა ძველი პერიოდი. სევდამ თავისი ქნა და 5 ძმაკაცი ერთმანეთს მიეჯაჭვნენ. იდგნენ ერთად . ერთმანეთს შემოხვეულნი. შემდეგ იყო სიცილი, რომელიც ტირილში გადაიზარდა.5 ზდასრული ადამიანი იდგა და ტიროდა.



№1  offline წევრი LaLiDze

ფრჩხილებში სახელებს ნუ აწერ. შეგიძლია თქვა ჰკითხა ლუისმა ან უთხრა ან რამე ასეთი.
ნუ მე წავიკითხავ ამ ისტორიას,რადგან ზეინზეა. ვიცი ვინც არის და მიყვარს <3

 


№2  offline წევრი tvildo13

LaLiDze
ფრჩხილებში სახელებს ნუ აწერ. შეგიძლია თქვა ჰკითხა ლუისმა ან უთხრა ან რამე ასეთი.
ნუ მე წავიკითხავ ამ ისტორიას,რადგან ზეინზეა. ვიცი ვინც არის და მიყვარს <3

კარგი. აუცილებლად გავითვალისწინებ. <3 <3

 


№3  offline წევრი mia15

კარგია მომეწონა .ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი tvildo13

mia15
კარგია მომეწონა .ველი შემდეგ თავს

მადლობა დიდი

 


№5  offline მოდერი Someone wandering

ვგიჟდები მე ამათზე,ზეინს კი ვაღმერთებ. მმეც დირექშენერი ვარ,უბრალოდ ვერ აღვწერ მათდამი სიყვარულსსს. კაარგიააა გააგრძელე. ნუ მე პირადად ირონიული ბიჭები მევასებიან,იქნებ ზეინი ამ როლშიც წარმოაჩინო. ღმერთო როგორ მიყვარსსს. ასე გააგრძელეე სიყვარულო,არიცი როგორ გამახარე ამ ფან-ფიქით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent