CRUEL მერვე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )
თავი 8 -იქნებ მოვილაპარაკოთ? თუ ჰარის სახლში არ დააბრუნებ, მაშინ მე შენს ძმას წავიყვან. როცა ლუი ზეინს ზურგს აქცევს და ალექსანდრასკენ და ჰარისთან ტრიალდება, ჰარის გაბრაზებულ მზერას ამჩნევს. თვითონაც მშვენივრად ხვდება რაც გააკეთა, იმისდამუხედავად რომ არ სურდა მისი საბმისივი ამ თამაშში ჩაერთო, მან ეს გააკეთა, რადგან ჰარისაც და დედასაც დაჰპირდა, რომ ჰარის სახლში დააბრუნებდა. სხვა გზა არ ჰქონდა... -შე.. შენ.. ო, ღმერთო...-ჩურჩულებს ალექსანდრა და კედელს ეყრდნობა- ეს შეუძლებელია... შენ... -ზეინ, ზეინ კარაგდ ხარ?-ჰარი მასთან მიდის და ცდილობს ბიჭი წამოაყენოს, მაგრამ არაფერი გამოსდის-ადექიი... -მა..მას უფლება არ მოუცია-ლუღლუღებს ზეინი და ლუის აჟრჟოლებს, იმიტომ რომ მას პირველად ესმის მისი საბმისივის ხმა და დიდ ძალისხმევად უჯდება, მის წინ არ ჩაიმუხლოს და არ ჩაიხუტოს, ეს ბიჭი რომელიც ახლა, მუხლებზე მდგომი, თავჩაქინდრული დაკარგულ, უპატრონო კნუტს აგონებს. -ლუის უილიამ ტომლსონ-კბილებში ცრავს გამწარებული ჰარი, რომელსაც ზედმეტად კარგად ახსოვს როგორია პირველად მუხლებზე დგომა- ახლავე გააუქმე ბრძანება, თორემ არ ვიცი რას გიზამ! ალექსანდრა შოკირებული შეჰყურებს ჰარის, რომელიც ზედმეტად მკაცრად შეჰყურებს ძმას და ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. ის საბმისივი უნდა ყოფილიყო, ჰარი კი დომინანტი, მან ეს იცის... ჰარიმ კი ეს არასდროს არ უნდა გაიგოს... -შეგიძლია ადგე-ჩურჩულებს ლუი, შემდეგ კი მზერა გაშეშებულ ალექსანდრაზე გადააქვს-მოვილაპარაკოთ? *** ზეინი და ჰარი ჩუმად ზიან ზეინის ოთახში, მას შემდეგ რაც უთხრეს რომ ზეინის ოთხში დალოდებოდნენ, ლუი და ალექსანდრა კი სტუმრების ოთახში ლაპარაკობენ. ორივე იატაკზე ზიან და ზურგით საწოლს არიან მიყუდებულები, ზეინს მუხლები მკერდზე მიუდია, თავი კი მუხლებზე უდევს და თვალები აქვს დახუჭული. ჰარის ნაილი ახსენდება, ის დღე როდესაც ლიამი მის წასაყვანად მივიდა და ნაილი, რომელიც პირველად მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა, ის ნაილი ჰარის ოთახში, საწოლის უკან რომ იმალებოდა და სწორედ ისე რომ იჯდა, როგორც ახლა ზეინი ზის. ხელები მუხლებზე შემუწვია და თავი ხელებში ჩაურგია, პატარა შეშინებულ კნუტს ჰგავს. -ბოდიში-ჩურჩულებს ჰარი და ფანჯარაში იხედება, საიდანაც მხოლოდ შავი ცა მოჩანს. -ბოდიში? რისთვის?-ზეინი როგორც იქნა ხმას იღებს, თავს წევს და ჰარის შეჰყურებს, რომელიც მზერას არიდებს. -ლუი ცუდი არაა, უბრალოდ ზედმეტად ზრუნავს ჩემზე. დამპირდა რომ აუცილებლად დამაბრუნდებდა სახლში, ის კი ყოველთვის ასრულებს დაპირებებს. - ჰარი, უთხარი რომ არ წამიყვანოს... არ მინდა წასვლა. ჰარი არაფერს პასუხობს, ორივე მათგანმა იცის რომ მათი გადასაწყვეტი არაფერი არაა. *** -ან..ანუ შენ მისი... ჯანდაბა-კბილებში ცრავს გოგონა-არ შემიძლია ამის თქმა. -იმის რომ ზეინის დომინანტი ვარ?-ცივად კითხულობს ლუი, როცა სასტუმრო ოთახში შედიან. -არ მჯერა რომ მისი დომინანტი ბიჭია-ლუღლუღებს გოგონა- მას გირლფრენდიც კი ყავდა, შენ კი... - რა თქვი?-ლუი იძაბება და დივანზე მჯდარ ალექსანდრას გვერდზე უჯდება- მას შეყვარებული ყავდა?! -ოჰ- ლუღლუღებს გოგონა-არა, რათქმაუნდა. ალექსანდრა განზე იხედება, რათქმაუნდა აკრძალული არ იყო გაყოფამდე ურთიერთობა, მაგრამ ყველა ამას გაურბოდა. თუ ვინმე შეუყვარდებოდათ და ის არ აღმოჩნდებოდა მათი დომინანტი ან საბმისივი, გული უკვდებოდათ მაგრამ იყო ისეთი შემთხვევებიც როცა დომინანტს ისეთი საბმისივი შეხვედრია, რომელსაც გიჟური სექსუალური ცხოვრება ჰქონია გაყოფამდე. ასეთებს გაურბოდნენ,რადგან ასეთებს დომინანტები უარყოფდნენ. იმისდამიუხედავად რომ ზეინს შეყვარებული გაყოფამდე ყავდა, ეს შეიძლება ბოლო გამხდარიყო,რადგან დომიანტების უმეტესობა ზედმეტად მესაკუთრე იყო და ამის გამოც კი არ იღებდნენ საბმისივს, საბმისივის არმიღება კი ნიშნავდა რომ ის გამოუსადეგარი იყო სახელმწიფოსთვის და მას კლავდნენ,ალექსანდრას კი შემთხვევით წამოსცდა, რათქმაუნდა მას მისი ძმისთვის -ამას თავად გავარკვევ-თვალებს ატრიალებს ლუი- ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ჰარის ახლავე წავიყვან სახლში, მისი შენგან სრულიად იზოლირება რათქმაუნდა არ შემიძლია, ამიტომ კვირაში ერთი დღე შენთან დარჩება. -ორი დღე-ალექსანდრა თვითონაც ვერ იაზრებს რას ამბობს. -ორი დღე? დარწმუნებული ხარ რომ გინდა ზეინი ჩემთან 2 დღე დარჩეს? -ზეინი რა შუაშია?!-გაბრაზებული შეჰყურებს ბიჭს, ასეთ უსუსურ არსებად დომინანტად გახდომის შემდეგ პირველად გრძნობს თავს. -როცა ჰარი შენთან იქნება, ზეინი ჩემთან დარჩება. გარანტიები მჭირდება რომ ჩემს ძმას ზიანს არ მიაყენებ. შენ უკვე მოასწარი ჰარის დასჯა, მე ზეინს დავსჯი... -რის გამო?! მას ჯერ არაფერი გაუკეთებია! არაფერი დაუშავებია!- გაბრაზებული ყვირის და ფეხზე დგება. -იმის გამო რომ შენ ჩემი ძმა დასაჯე!-დამცინავად შეჰყურებს ლუი გოგონას-შენი ნებისმიერი საქციელი ამიერიდან ზეინზე აისახება, გინდა რომ კარგად მოვექცე? კი, ბატონო ოღონდ შენ ჰარის კარგად მოექცევი. ჰარის დასჯი? ზეინიც დაისჯება! ჰარის დაარტყამ? იგივეს გავიმეორებ. თუ ჰარის ჩვენ ნახვას აუკრძალავ, ვერც შენ ვეღარ ნახავ ზეინს... თუ ჰარის ჩემი სახლიდან წამოიყვან, მე ზეინს წავიყვან... გასაგებად ვლაპარაკობ?! -სულ ასე ვერ გაგრძელდება და შენ ეს იცი, თუ ჰარის არ წამოვიყვან მაშინ ჰარის სახელმწიფო წაიყვანს, იდიოტო! -მანამდე ოთხი წელია-კბილებში ცრავს ლუი- 4 წლის განმავლობაში ჰარი სახლში იცხოვრებს და შენთან ხანდახან დარჩება, თუ ამას თავად მოისურვებს! ამ დროს განმავლობაში ვფიქრობ შეძლებთ დაახლოებას. -სულ, ჰარი, ჰარი! ზეინზე არ ფიქრობ?! გგონია მისთვის ადვილია ეს ყველაფერი? შენ შენი ძმის დაცვას ცდილობ, მე კი მინდა ჩემი ძმა დავიცვა! -შენგან განსხვავებით მე ნორმალური გადაწყვეტილების მიღება შემიძლია და დომინანტის საგნები უკვე გავლილი მაქ! როცა ჩემ ძმას სჯიდი და მარტო ტოვებდი რაზე ფიქრობდი?! არ იცოდი რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყავი?! -მე..მე... -შეიძლება შემოვიდე?-ჰარის ხმა ესმით და ორივე მისკენ ტრიალდებინ. -ჰარი ეს შენი სახლიცაა-ბუზღუნებს ალექსანდრა- რათქმაუნდა შეიძლება. -ლუი, ვფიქრობ სანამ წავალთ ზეინს უნდა დაელაპარაკო.-უფრო თამამად ამბობს ჰარი და იღიმის, როცა ლუი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. -მე და ჰარი ხვალ შობადობის კატეგორიის ტესტზე ვართ ჩაწერილები, ხვალ საავადმყოფოში მოიყვან? სკოლიდან უკვე გავანთავისუფლებინე.-ლუის მიმართავს ალექსანდრა და ჰარის სუნთქვა ეკვრის, ეს ტესტი იმას ნიშნავს რომ ურთიერთობა ოფიციალური ხდება და ტესტის შემდეგ შავი სამაჯურის გაკეთება მოუწევს. -კარგი, მე და ზეინიც ჩაგვწერე, მე ჰარის მოვიყვან შენ კი ზეინს, მშვენიერია,არა? -რათქმაუნდა-კბილებში ცრავს გოგონა, იცის ასე რატომაც უთხრა ლუი, იმიტოტომ რომ არ უნდა ჯერჯერობით ოფიციალურ წყვილად ითვლებოდნენ ჰარი და ალექსანდრა, მაგრამ გოგონა უკან დახევას არ აპირებს. ლუი არაფერს ამბობს, მხოლოდ დგება და ოთახიდან გადის, თუნცა დერეფანში ჰარი ეწევა და აჩერებს -ლუი, ცუდად ნუ მოექცევი რა... -ჰარი ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ნუ მასწავლი როგორ მოვექცე ჩემს საბმისივს. თავადაც ვიცი. ალექსანდრასნაირი უპასუხისმგებლო ნუ გგონივარ.-გაბრაზებული აშვებინებს ხელს და ოთხახში შედის, სადაც ზეინი ეგულება. სანამ ის და ალექსანდრა სასტუმრო ოთახში გავიდოდნენ, მან დაინახა რომელ ოთახში შევიდნენ ბიჭები და სწორედ ამ ოთახში შესული, ხედავს საწოლთან, იატაკზე მჯდრ ზეინს, რომელიც ზურგით საწოლს ეყრდნობა, მუხლებზე ხელები აქვს შემოხვეული და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ლუი კარს ხურავს და შეშდება, ზეინი კი არ ინძრევა და თავსაც არ წევს, როგორც ჩანს ჰგონია რომ ისევ ჰარი შევიდა ოთახში. ლუი კი ზეინის წინ დგას და გაშეშებული უყურებს იატაკზე მჯდარ ბიჭს, რომელიც ამ წუთას ნაილს აგონებს და ყველაზე მძიმე წუთებს მის ცხოვრებაში, როცა მისი ძმის დაცვა ვერ შეძლო. ზეინი კი თავს წევს, რადგან ხვდება რომ თუ ჰარი იქნებოდა ამდენ ხანში ხმას ამოიღებდა და როგორც კი ლუის ხედავს თვალები უფართოვდება, სწრაფად დგება და თავს ხრის. ლუი არაფერს ამბობს, უფროსწორად ვერაფერს... იმიტომ რომ არ იცის რა თქვას, რა უთხრას რომ ის პირველი ცუდი ბრძანება გადაფაროს, პირველი ცუდი შთაბეჭდილება, შეცვლის კი ბოდიშის მოხდა რამეს?! -ბ..ბოდიში. -ბოდიშს საბმისივებს არ უხდიან-მშვიდად ეუბნება ზეინი, ისე რომ თავს არ წევს და ლუის ეს აგიჟებს, რომ მისი ნამდვილი ემოციების დანახვა არ შეუძლია. -შემომხედე. ზეინმა იცის რომ ეს ბრძანება არაა, ლუის ისეთი ხმა აქვს თითქოს ემუდარება ეს გააკეთოს და ზეინიც თავს წევს და მზერას უსწორებს. -მინდა რომ ვნახო-ეუბნება უეცრად ლუი და ზეინის მარცხენა მაჯას ეხება, რომელზეც ყავისფერი სამაჯური უკეთია.-შეიძლება? ლუის კითხვაზე ზეინი იბნევა და გაოცებული უქნევს თავს, დედამ გაყოფის შემდეგ ალბათ ათიათასჯერ მაინც უთხრა თუ რა არარაობაა, რომ მას არავინ არაფერს კითხავს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს, რასაც მისი დომინანტი ეუბნება. მართლაც დომინანტი არასდროს სთხოვს უფლებას რომ რამე გააკეთოს, ამისდამიუხედავად ლუი მას უფლებას თხოვს ეს გააკეთოს და ლუის ეს საქციელი მას საშინლად აბნევს. არ გაკვირვებია პირველი ბრძანება, რომ დაჩოქება იყო, არ გაკვირვებია როდესაც კიდევ ერთი ბრძანება გაიგო, მაგრამ ახლა... მას პირველად რაღაცას თხოვენ გაყოფის შემდეგ და არა უბრძანებენ. სწორედ ეს აბნევს ყველაზე მეტად. ამასობაში ლუი ზეინის მაჯას ნელა ეხება და ყავისფერ სამაჯურს ხსნის, შემდეგ კი ზეინის მაჯაზე მისი სახელის და გვარის დანახვისას ოდნავ იღიმის და ნაწერს თითს აყოლებს, ხოლო ამ დროს განმავლობაში გაშეშებულ ზეინს კი უცნაური ჟრუანტელი უვლის. ლუი მაჯას მზერას აშორებს და ზეინს შეჰყურებს, რომელიც მას მზერას არიდებს. -არ მინდა წასვლა... არ წამიყვანო-ჩურჩულებს და ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა, რადგან ლუი სწრაფად უშვებს ხელს და უკან იხევს. ზეინი ახლა ხვდება, რატომ ამბობენ რომ ნამდვილი დომინანტის შეხება უფრო სასიამოვნოა. იმითომ რომ თითეულ შეხებას გაორმაგებული სიძლიერით გრძნობ, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ ემოციებს იწვევს ვიდრე როცა სხვა დომინანტი გეხება. -გ..გინდა რომ შენზე უარი ვთქვა?-როგორც იქნა ხმას იღებს ლუი-ხომ იცი თუ დომინანტი საბმისვზე უარს ამბობს, მას... -მას ყიდიან თუ მაღალ შობადობის კატეგორიაშია, თუ არადა მას კლავენ. ვიცი. მაგრამ ეს არ მიგულისხმია. -აბა? -უბრალოდ... უბრალოდ...-იბნევა ზეინი, როდესაც ლუის მწველ მზერას გრძნობს. -იმ აზრთან შეგუება გჭირდება, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად ცხოვრება მოგიწევს?-შეაშველა ლუიმ. -არა, იმასთან შეგუება მომიწევს რომ ბიჭი ხარ-ღუღლუღებს ზეინი-იმიტომ რომ გეი ნამდვილად არ ვარ და ვერ წამომიდგენია ასეთი ცხოვრება, იმიტომ რომ მალე ჩემს შეყვარებულს ექნება გაყოფა და იმედი მაქვს, რომ ის დომინანტი იქნება და.... ხმა ჩაუწყდა, როდესაც ლუის გაცოფებულ მზერას წააწყდა და მერეღა გაახსენდა რომ ის საბმისივია, ლუი კი დომიანტი... დომინანტები კი ზედმეტად მესაკუთრეები არიან. ლუის კი ნებისმიერ წამს შეეძლო, რომ მასზე უარი ეთქვა. ზეინმა უკან გადადგა ნაბიჯი, როდესაც გაბრაზებული ლუი მისკენ წავიდა... კიდევ ერთი ნაბიჯი უკან და წონასწორობას კარგავს და სანამ საწოლზე დაეცემა, ლუის ხელს მის წელზე გრძნობს და დავარდნისგან აჩერებს შემდეგ კი, ზეინისდა გასაკვირად იღიმის. ოღონდ ეს უბრალო ღიმილი არაა და ზეინი ხვდება, რომ ზედმეტი წამოროშა და ამის გამო კარგადაც მოხვდება. ლუის ღიმილი ისეთი ცივი, ცინიკური და დამცინავია... -და რატომ გგონია, რომ მასთან ერთად გაგიშვებ?-ზეინს პირველად ესმის ლუის ცივი, გამყინავი ხმა და სულ ავიწყდება, რომ უხერხულ მდგომარეობაში იმყოფება- რაც ჩემია, ჩემთან უნდა იყოს და ბოლომდე ჩემი უნდა ერქვას. ერთი რჩევა ჩემგან : ახლა შენ მიმართ კეთილი ვარ, მაგრამ როგორც კი გავიგებ რომ მიღლატე ან ჩემი ჩამოშორება სცადე, არ დაგინდობ და ჯოჯოხეთს გამოგაცდევინებ, გაგანადგურებ! შემდეგ კი სამუდამოდ უუფლებო სათამაშოდ გაქცევ... ზეინი ხვდება, რომ ხელი გაუშვეს როდესაც საწოლს ენარცხება და შეშინებული გაჰყურებს ლუის,რომელიც კარებს მთელი ძალით იჯახუნებს. მართალი ყოფილა, რომ ამბიბენ შენი ენა შენივე მტერიაო. *ფოტოზე ალექსანდრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.