შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (თავი 2)


6-04-2018, 00:15
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 598

მთელი ძალისხმევით ვიკავებდი თავს, რომ მის წინ არ მეტირა.
- როგორ ხარ მაა?
- კარგად ანა, უბრალოდ სახლში მინდა.
- მალე წამოხვალ.
- მაინც მოხვედი.
- ვერ გავძელი უშენოდ მა
- მოდი ჩემთან ჩემო პატარა
და ჩავეხუტე ჩემს უსაყვარლეს სხეულს ათი წუთი კი არა ორი საათი გავჩერდი, უამრავი რამ გავიხსენეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, მონატრება ცოტა ჩავახშე. მიჭირდა მისი დატოვება, მაგრამ უნდა წავსულიყავი. სახლში ტაქსით გამიშვა ისევე ჩუმად შევედი სახლში, როგორც გამოვედი. სულ ორი საათი მეძინა. ოთახში დედა შემოვიდა.
- ბელა რატომ არ გეძინა? თვალები რა დღეში გაქვს?
- მეცადინეობას შევყევი დე.
- კარგი, ახლა ადექი
ავდექი, მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, დედას ვაკოცე, დავემშვიდობე და სკოლაში წავედი ელენესთან ერთად. სკოლასთან მარტო სანდრიკა დამხვდა.
- დანარჩენები სად არიან?
გადავეხვიე
- ანის სიცხე აქვს და ნიკუშა მასთან დარჩა, სალომე უკვე ზევითაა, ელენე კბილის ექიმთან არის, გიო, კი სალოს აყვა მარტო არ გავუშვით, მე შენ გელოდებოდი.
- რა მზრუნველები ხართ რა
გამეცინა.
- რა გჭირს შენ? მშვიდობაა ჰო?
- გუშინ ღამით პირველისკენ მამასთან გავიპარე ჩუმად
- შენ სულ გააფრინე? მეორედ ასე გვიან მარტო არ გახვიდე
კლასში ავედით, დასვენებაზე მარტო ვიდექი და ვფიქრობდი. უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი, ჩემს გვერდით კი არც მეტი, არც ნაკლები ანდრეა მესხი იდგა. მისმა ამ საქციელმა ძალიან გამაკვირვა. ნელ-ნელა ვგრძნობდი როგორ ჩქარდებოდა ჩემი გულის ცემა.
- გამარჯობა, შენი სახელი?
- ა.. ანაბელი
- ლამაზი სახელია. და ჩემი არ გაინტერესებს?
- ჰო რავი, მითხარი
- მე ანდრეა მქვია, იცი.... ბოდიში მინდოდა მომეხადა მაშინდელისთვის
- ჰო არაუშავს
- რა გჭირს? ცუდად ხარ?
- ზარია კლასში უნდა შევიდე, კარგად.
- მოიცა, იქნებ სკოლის მერე სადმე წავსულიყავით.
დაფიქრებისთვის ბევრი დრო არ მქონდა, ამიტომაც ანდრეას დავთანხმდი. სკოლის მერე შევხვდი მას და ერთად წავედით თავისუფლებაზე მყუდრო კაფეში.
- რას შეუკვეთავთ?
აშკარას მიმტან გოგონას ანდრეა მოეწონა ცოტა გავღიზიანდი
- გოგონას დავუთმობ.
გამიღიმა ანდრეამ
- უბრალოდ ყავა მომიტანეთ
- მეც იგივე
გოგონამ დაგვტოვა, ანდრეამ კი ჩემთან საუბრის წამოწყება სცადა.
- აბა მომიყევი რაიმე შენს შესახებ ანა
- ანა?
გავიკვირვე, ასე ხომ მხოლოდ მამა მეძახის, თვალები ამიცრემლიანდა
- ჰო რა მოხდა?
- არა არაფერი, მაინც რა გაინტერესებს?
- მინდა უკეთ გაგიცნო
ამ დროს მიმტანი მოგვიახლოვდა და ჩვენი შეკვეთა მოიტანა. დიდხანს ვსაუბრობდით მე და ანდრეა და ვერც კი გავიგეთ დრო როგორ გავიდა. კარგი ადამიანი აღმოჩნდა ანდრეა მესხი და არა ისეთი როგორიც შორიდან ჩანდა. სახლამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. ანდრეა წითურია,თაფლისფერი თვალები აქვს. ჩემზე ერთი თავით მაღალია. სახლში დაბნეული შევედი, კონცენტრაციას ვერაფერზე ვერ ვახდენდი. ხან მამაჩემზე ვფიქრობდი ხანაც მესხზე. გვიან დედა შემოვიდა და საჭმელზე დამიძახა, ერთად ვივახშმეთ სამივემ, მამას გამოკლებით... ცოტახანში სალომეს ველაპარაკე, არც ისე დიდხანს ვისაუბრეთ, მას შემდეგ კი მამას დავურეკე.
- როგორ ხარ ანაბელ?
მისი თბილი ხმა კიდევ უფრო ცუდად მხდიდა
- კარგად მა, შენ?
- მეც
ეს უბრალოდ ტყუილი იყო, ვგრძნობდი.
- მალე გამომწერენ
- მართლა? ძალიან მაგარია მა
ბევრი ვილაპარაკეთ. ცოტა დღევანდელ დღეზეც მოვუყევი, მას არაფერს ვუმალავ. ცოტახანში სოციალურ ქსელში შევედი. მეგობრობის თხოვნა იყო ანდრეა მესხისგან, დამატების შემდეგ მალევე მომწერა.
- არ იძინებ ლამაზო?
მისი ეს სიტყვა გულს თბილად მოხვდა.
- ჰო ცოტახანში, შენ?
- მეც, ტკბილი ძილი ანა.
- შენც ანდრეა.
ღამე ტკბილად მეძინა, შაბათი იყო ამიტომ გვიან ავდექი. მერე მამას გავუარე, დღეს საღამოს უნდა გამოეწერათ. გვიან ბავშვები ვნახე, ვილაპარაკეთ მათაც მოვუყევი ანდრეას შესახებ, ბიჭებს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ცოტახანში ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, უცხო ნომერი იყო
- გისმენთ
- ანაბელ, ანდრეა ვარ, შეგიძლია შემხვდე?
- არ შემიძლია უკვე გვიანია, ჩემი ნომერი საიდან გაქვს?
- თბილისი პატარაა ანა,
ჩაეცინა.
- მაშინ ხვალ შეგეხმიანები
- კარგი, კარგად
რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვნახულობდი ანდრეას, ძალიან დავახლოვდით. მამაც სახლში იყო და ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდებოდა. ვგრძნობდი, რომ ანდრეა მიყვარდებოდა. ეს გრძნობა მაშინებდა, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ფიქრებიდან ანდრეას ზარმა გამომიყვანა. პასუხი ცოტა დავუგვიანე
- დღეს შემხვდები?
და პასუხი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა
- კი
შეხვედრისთანავე მაგრად ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები. შემდეგ ნაზად მაკოცა შუბლზე. ხმა არ ამომიღია, თვალებში შემომხედა.
- ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არხვდებიან, და საერთოდ არაფერი ხდება შემთხვევით. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი
- ვერ ვხვდები... რას გულისხმობ?
- იმას, რომ შენი გაცნობის დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შენ ჩემს ყოველ დღეს აზრი მიეცი. შენ მე დამანახე რა არის ნამდვილი სიყვარული.
პასუხი არ გამიცია, არც იყო საჭირო. უბრალოდ მივუახლოვდი და ხელები შემოვხვიე. ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა, მისი თბილი და ამავდროულად ტკბილი ტუჩები ნაზად შემახო. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, ის მე ანდრეა მესხმა მომპარა. ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ადამიანი, რომელიც სიცოცხლის წყურვილს მიღვიძებდა. ადამიანი, რომელიც უკვე თავდავიწყებით მიყვარდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყო. მაბედნიერებდა და ვაბედნიერებდი, მანამ სანამ მამაჩემის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდა.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ანდრეა რეკავდა.
- გისმენთ.
- გაგაღვიძე სიხარულო?
- აუ კი
- ადექი გამოგივლი.
მალევე მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი, ვისაუზმე, მამას ჩავეხუტე და გარეთ გავედი.
- მომენატრე ანაბელ.
ჩამეხუტა და თვალის მომჭრელად გამიღიმა.
- მეც მომენატრე.
მეც ღიმილით ვუპასუხე და მთელი სხეულით მივეკარი. ლაპარაკ-ლაპარაკში სკოლაშიც მივედით, გაკვეთილებმა უინტერესოდ ჩაიარა. მინდოდა მალე დასრულებულიყო გაკვეთილები, რათა ანდრეა მენახა. სკოლის მერე სახლამდე მიმაცილა, ნაზად მაკოცა და წავიდა. ბედნიერი ვიყავი, მინდოდა გაგრძელებულიყო ბედნიერება თუმცა...
სახლში შესვლისას არავინ დამხვდა. ვისადილე და სამეცადინოდ დავჯექი, შემდეგ ელენეს ველაპარაკე. მოსაღამოვდა ჩემები კი ისევ არ ჩანდნენ. ნინის დავურეკე.
- სად ხარ ნინ.
- საავადმყოფოში
ნათლად ჩანდა, ჩემი დის ხმაში, რომ ტიროდა.
- მანდ რა გინდა?
- მამა ცუდადაა.
ტელეფონი გაითიშა, რასაც ანდრეას ზარი მოყვა.
- რას შვრები ანა?
- წამიყვანე ანდრეა რა..
- სად? რა გჭირს, რა ხმა გაქვს?
- საავადმყოფოში.
- ორ წუთში მოვალ.
მართლაც მალე მოვიდა ანდრეა.
- არ იტირო რა, აი ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება.
მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მამაჩემის გარეშე არარაობა ვიყავი.
- წამოდი, წავიდეთ
მოსაცდელში ნინი, მარტო იჯდა.
- ნიი დედა სად არის?
- ექიმთან, ლაპარაკობენ.
ამ დროს დედაც გამოვიდა, ექიმთან ერთად.
- მამა როგორაა?
- წავიდეთ სახლში ბავშვებო.
- მამა არ წამოვა?
იკითხა თვალცრემლიანმა ნინიმ.
- არა დე, მამა აქ უნდა დარჩეს.
- არა, წამოვიდეს რა.
ელე ხელში ანდრეამ აიყვანა და იქიდან წამოვედით. გზაში ხმას არცერთი ვიღებდით, ელენეს დაეძინა, სახლში შევედით და ვლაპარაკობდით, იმაზე თუ რა იქნებოდა მომავალში. ვერაფერზე ვფიქრობდი, გული საშინლად მტკიოდა, რას ლაპარაკობდნენ არაფერი მესმოდა, ცოტახანში ანდრეაც წავიდა, მამას დავურეკე.
- ანაბელ, მა მისმინე ერთწამს, მე მალე მოვკვდები.
- გაჩუმდი და ეს მეორედ აღარ გაიმეორო.
საშინლად გავბრაზდი
- არა ანა მისმინე,
- არა მამა შენ მისმინე, შენ ძალიან მალე ძალიან კარგად იქნები.
- შენი სიტყვების შენთვითონვე არ გჯერა ჰო?
გაეცინა, ალბათ სიმწრით. ხმა ვერ ამოვიღე
- ცოტაღა დამრჩა მე ხომ ვგრძნობ არა? იცი, როგორ მიჭირს თქვენი დატოვება დედას და ნინის გაუფრთხილდი. ცრემლები არ დამანახო, ხომ იცი ვერ ვიტან, არ ჩაიკეტო საკუთარ თავში და არ შეიძულო ცხოვრება. არ დაკარგო რწმენა. იცოდე, რომ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები. არ დამივიწყო მა, იცოდე, რომ მამაშენს ყველაზე ძალიან უყვარხარ ანა.
გავუთიშე და ტირილი დავიწყე. არ მინდოდა ჩემებს გაეგოთ, თავი ბალიშში ჩავრგე და ბოლო ხმაზე ავყვირდი, არა ეს უფრო ღმუილს ან ხავილს გავდა. მეტი აღარ შემეძლო. ერთ წუთში დამემსხვრა ყველა ოცნება, ყველა ბედნიერმა დღემ თვალწინ ჩამიარა. ყელში ბურთის არსებობა ვიგრძენი, რაც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა მის გარეშე. მე ის მჭირდებოდა, ჰაერივით მჭირდებოდა. საშინელი ტკივილები ვიგრძენი გულის არეში, ახლა ყველაზე მეტად მამაჩემის თბილი ხელები მჭირდებოდა.
ცოტა, რომ დავმშვიდდი ქვემოთ ჩავედი, დედა ფანჯარასთან იდგა და ჰორიზონტს გაჰყურებდა, ვერ გავბედე მისვლა. არადა ვგრძნობდი რას გრძნობდა ახლა ის. ის, ხომ გიჟდებოდა მამაზე. უკან ოთახში ავბრუნდი. ნინიმ მომიკაკუნა
- შეიძლება ბელა?
- მოდი ნიი.
- იცი დღეს მამიკომ რა მითხრა?
- რაო?
- მე მალე ჩიტებთან ერთად ვიფრენ უსასრულობაშიო, რომ ვკითხე ეს რას ნიშნავსთქო, გაიზრდები და მიხვდებიო.
ნინის მაგივრადაც მტკიოდა ახლა, ვიცოდი გაურკვევლობაში იყო, ის კი ამას ვერ იტანდა.
- ნინა გვიანია, დავიძინოთ. კარგი?
- შეიძლება შენთან დავიძინო?
- კი პატარა.
ნინამ მალევე დაიძინა. მე ვერაფრით ვიძინებდი. ანდრეას დავურეკე.
- რატომ არ გძინავს ბელა?
- ვერ ვიძინებ.
- ჩემო გოგო არ ინერვიულო, ვიცი, რომ გიჭირს. არ ვიქნები ბანალური და არ გეტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე სულ შენთან ვიქნები.
- მადლობა
- მიყვარხარ ანაბელ.
მისმა ლაპარაკმა დამამშვიდა. ცოტახანში დამეძინა, თუმცა, რომ მცოდნოდა რა მელოდა რამდენიმე დღის შემდეგ ასე მშვიდად ნამდვილად ვერ დავიძინებდი...


ბოდიში დაგვიანებისთვის, არ ვიცი ღირს თუ არა გაგრძელება. ალბათ ამას თქვენი შეფასება გადამაწყვეტინებს. ყველას დიდი მადლობა, რომ გვერდით მიდგახართ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს დაგვიანებისთვის.



№1 სტუმარი Ani gafrindashvili

Chemi azrit gagrdzeleba girs me dzalian momwons warmatebebii

 


№2  offline წევრი aanastasiaaa

Ani gafrindashvili
Chemi azrit gagrdzeleba girs me dzalian momwons warmatebebii



დიდი მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებ ❤

 


№3  offline წევრი naniko mindia

Girs dzalian kargia warmatebebi veli beli shemdeg tavs zvirfaso ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი aanastasiaaa

naniko mindia
Girs dzalian kargia warmatebebi veli beli shemdeg tavs zvirfaso ❤️❤️❤️❤️❤️



მადლობაა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent