სიყვარულის ძალა (თავი 1)
პროლოგი ცხოვრება იმაზე ბევრად მწარეა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ჩვენი გზა, ცისარტყელის ფერებში ვერ ვიცხოვრებთ მუდამ. თავიდანვე უნდა იყო შეჩვეული ამ ფაქტს, რომ შემდეგ არ გაგიჭირდეს. არ მოგწონს? ცხოვრება ასეთია, რაც არ გვინდა ის ხდება ზუსტად. მოვა უცებ თავზე დაგატყდება დიდი უბედურება, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შენ ამისთვის არ ხარ მზად და ბრძოლაში გამოწვევას ვერ იღებ, რაც თავისთავად დამარცხებას ნიშნავს. შენ ცრემლები მოგდის და გგონია ამით ვინმეს თავს შეაცოდებ, აქ არავის არავინ არ ეცოდება. დააკვირდი ადამიანებს, ყველა არაა ცუდი, დააფასე ისინი, დააფასე შენი მშობლები ზოგი ვერ გამოხატავს, მაგრამ გულის სიღრმეში მათ ყველაზე მეტად უყვართ საკუთარი შვილები, იცი რა არის ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი? ხშირად ჩვენ ჩვენთვის კარგ ადამიანებს ვერ ვამჩნევთ, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან, არა დროებით არამედ სამუდამოდ, მაშინ მთავრდება სიცილი, წყდება კამათი, ქრება სიჯიუტე, მლიქვნელობა, სიამაყე. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა ჩვენ კი მას კიდევ უფრო ხანმოკლეს ვქმნით გვწყინს, ვჩხუბობთ, გამოვხატავთ სიამაყეს, მაშინ როცა უნდა ვიცინოდეთ და ერთმანეთს სიყვარულს ვჩუქნიდეთ. როგორ გინდა ამ დროს დაელაპარაკო ვინმეს გულწრფელად, იმაზე რა გტკივა, რას გრძნობ, რატომ გიცრემლიანდება თვალები, რატომ გაკანკალებს ნერვებისგან, რატო იძინებ მაშინ როცა უნდა იღვიძებდე ან უბრალოდ იმაზე როგორ დაკარგა ყველაფერმა აზრი, თუმცა ისევ ჩუმდები, რადგან ხვდები რომ რასაც გრძნობ სხვას ვერასდროს გადასცემ. სიყვარულის ძალა (თავი 1) კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა და როგორც ყოველთვის დედაჩემის ძახილით დაიწყო. - ბელა ადექი სკოლაში გაგვიანდება. ბუზღუნით ავდექი, სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და კარადას მივადექი. ოო ახლა რა ჩავიცვა? ეს პრობლემაა, მოდი იქამდე ჩემს თავს გაგაცნობთ. მე ბელა ვარ, უკაცრავად ანაბელ ჩოხელი 17 წლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. არ მიყვარს ჩემი გარეგნობის აღწერა, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ვარ შავგვრემანი, ყავისფერი თვალებით. მაქვს პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები. დაბალი, გამხდარი. მყავს დედა მარიამ დვალი, მამა გიორგი ჩოხელი და პატარა და ნინი ჩოხელი. ჩემი დაიკო მამას ჰგავს მასავით ქერაა, ცისფერი თვალებით. 9 წლისაა მეოთხე კლასელი. ჩემი ოჯახი უზომოდ მიყვარს, მათზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია. ჩემს ოჯახში მუდამ სითბო და სიყვარულია. დავასრულებ ჩემს აღწერას. ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და კეტები მოვირგე და ქვემოთ ჩავედი. - ისაუზმე და ისე წადი ბელა. - კარგი დე. ნინ, პატარა რატომ ხარ მოწყენილი? - მეძინება დედა კი სკოლაში წასვლას მაძალებს. ვგიჟდები ჩემს დაზე, ჩემი ანგელოზია. - დე მამა სადაა? - გიორგი დილას ადრე წავიდა კომპანიაში. უი, სულ დამავიწყდა დედაჩემი ექიმია, ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, მამა კი ბიზნესმენია. ვისაუზმეთ მე და ნინიმ და სკოლაში წავედით. შესასვლელთან ბავშვები მელოდებოდნენ, ჩემი სამეგობრო ცოტა რთული თემაა, გიჟების ბანდა. ჩვენი ბანდა კი შვიდი კაცისგან შედგება, ლუკა გიორგაძე, ანი ზარქუა, ელენე არაბული, გიო დევდარიანი, სალი სიხარულიძე და ნიკუშა არაბული. ნინი და ნიკუშა და-ძმა არიან. ყველა ძალიან მიყვარს, ერთად შევედით სკოლაში და ყველა უკანა მერხებზე ჩვენ-ჩვენ ადგილებზე დავსხედით. მთელი გაკვეთილები ვმაიმუნობდით, ოთხივე გოგო კარგად ვსწავლობთ, ნუ ბიჭებს რაც შეეხება ზარმაცები არიან. ბოლო გაკვეთილზე მამას დავურეკე. - მაა ნინი შენ გამოიყვანე ორი მასწავლებელი მყავს, შინ გვიან მოვალ. - კარგი ანა. ასე მხოლოდ ის მეძახის, ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ის არა მარტო მამაჩემი, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. - მიყვარხარ მამა. - მეც ანა, ჭკვიანად. გაკვეთილების შემდეგ ფიზიკაზე ერთად წავედით მე და ანი, შემდეგ კი ქიმიაზე მარტო. იქიდან ძალიან დაღლილი გამოვედი, მამას ვურეკავდი, მაგრამ არ იღებდა. ეს იშვიათი შემთხვევა იყო უფრო მოვლენა დავარქვათ, არც დედა იღებდა. სახლში დავრეკე, ნინიმ მიპასუხა. - გისმენთ? - ნიი, ბელა ვარ, სადაა დედა? - არვიცი ასე მითხრა საქმე მაქ მარტო იყავი ბელაც მალე მოვაო, დიდიხანია მარტო ვარ და მოხვალ? - კი ნინი არინერვიულო მოვდივარ. ჩემს ბედზე წვიმა წამოვიდა, წვიმა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ამისთვის ძალიან თხლად მეცვა. შინისაკენ გზას ფეხით გავუყევი არადა მამაჩემის იმედზე ვიყავი. შინ სულ სველი მივედი. ჩემი დანახვისას სიხარულით გამოიქცა ნინი და ჩამეხუტა. ის ვერ იტანდა მარტო დარჩენას. ვამეცადინე მერე კი დავწექით, მას ვაძინებდი, თუმცა მეც ჩამეძინა. ჩემდა გასაკვირად დილას დედაჩემის ხმის მაგივრად ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. - გისმენთ? - ბელა სად ხარ? გელოდებით. ეს აშკარად სალომეს ხმა იყო. - ჩამეძინა მეორეზე მოვალ. ელენე გავაღვიძე და ქვემოთ ჩავედით, სადაც მშობლების ნაცვლად წერილი დაგვხვდა " ანებელ, ნინი საქმეები გვაქვს, სახლში გვიან დავბრუნდებით. არ გველოდოთ, გვიყვარხართ" ეს არ მომეწონა, მაგრამ ნინისთან არ შევიმჩნიე. ვისაუზმეთ და სკოლისკენ წავედით. წინ ჩაფიქრებული მივდიოდი და ჰოპ ვის შევეჯახე? ბიჭს, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მომწონს. - უკაცრავად, ძლივს ამოვღერღე. - წინ იყურე! ძალიან ცივად მითხრა ანდრეამ. ჰო მას ანდრეა ჰქვია. ანდრეა მეთორმეტე კლასელია. მის უხეშობაზე ნერვები კიდევ უფრო მომეშალა. გაკვეთილებმა უინტერესოდ ჩაიარა. დასვენებებზე ხშირად ვგრძნობდი ანდრეა მესხის დაჟინებულ მზერას, მაგრამ არ ვიმჩნევდი. შინ მე და ნინი ერთად დავბრუნდით. აქ კი საშინელება დაგხვდა, დედაჩემი, ჩაკეცილი ტიროდა. ორივე მას მივვარდით. - დედა, დე რა გჭირს? ეკითხებოდა ნინი დედას და მასაც ცრემლები სდიოდა სახეზე. მე კი გაშეშებული ვუყურებდი მას, დედაჩემი ძლიერი ქალია მისი ცრემლები იშვიათია. ბოლოს გამოვფხიზლდი. - დედა რა მოგივიდა? ელენე წყალი მოუტანე დედას. დედამ წყალი დალია და ჩუმად დაიწყო საუბარი. - ეს დღეები ალბათ გიკვირდათ ჩვენი ასეთი საქციელი. მამათქვენი შეუძლოდ გრძნობდა თავს, ექიმთან მყავდა ჩემს კლინიკაში იქ წევს, ახლა კი შემატყობინეს, რომ... დედა გაჩერდა, ჩვენ კი ველოდებოდით, გული ცუდს მიგრძნობდა. - დედა გააგრძელე! - არვიცი რა გითხრათ, მამა ცუდადაა ძალიან ცუდად. - რა სჭირს დედა თქვი! ისევ მე ვერ ვჩერდებოდი ბოლოს და ბოლოს მამაჩემზე იყო ლაპარაკი. - მიჭირს ამის თქმა... მამათქვენს სიმსივნე აქვს. ყველაფერი გაშავდა, გონება ბინდმა მოიცვა, ყველაფერი ბუნდოვნად ჩამესმოდა და ჩუმად ვბუტბუტებდი. - ოღონდ მამა არა, ოღონდ მამიკო არა, მამაჩემი არა. ცრემლები გადმომცვივდა, არც ელენე იყო ნაკლებ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ყოველთვის მეტი შეგნება ჰქონდა ასაკთან შედარებით. - მამიკოსთან წავიდეთ რა დეე. ცრემლიანი თვალებით თქვა ელენემ. - წავიდეთ დედი. დედაც დაეთანხმა. - მე ვერ წამოვალ. ოთახში ავვარდი. ჰო ვერ წავედი, შემეშინდა მამაჩემის დასუსტებული სხეულის დანახვის, შემეშინდა, რომ იმ ცისფერ თვალებში, რომელზეც მე ვგიჟდებოდი აღარ იქნებოდა ის სიხარულის სხივი, როგორიც ადრე. ვერ გავბედე მისი ნახვა, ვერა. ნინიმ დამირეკა, - ბელა გამო რა ჩვენს კაფეში ვართ. სიცილით მითხრა. - ვერა ნინ, არ მცალია. უცებ გავთიშე არ მქონდა არაფრის თავი დედა და ელენე, რომ დაბრუნდნენ უკვე გვიანი იყო, თავი მოვიმძინარე. დედა მოვიდა თავზე მაკოცა და ოთახი ორივემ დატოვა. კიდევ წამომივიდა ცრემლები მენატრებოდა, გავბედე და დავურეკე. - მამიკო. - გელოდებოდი ანა - მენატრები - მეც ჩემო ანგელოზო - დღეს, რომ ვერ მოვედი... ბოდიში რა. - მე ვიცი რატომაც ვერ მოხვედი, კარგად გიცნობ - მამიკო მიყვარხარ - მეც ანაბელ, დაიძინე და როცა შეძლებ მოდი. რა დამაძინებდა, მთელი ღამე გავათენე დილას ელენე შემოვიდა. - ბელა გღვიძავს? - კი ელე - დედამ ადგესო - ვდგები - ბელა იტირე? შენც არ გინდა ჰო მამიკომ იქ რომ იცხოვროს? მის გულუბრყვილობაზე გამეცინა. - გადი და გამოვალ. დედამ რომ დამინახა უსიტყვოდ გამიღიმა. სკოლაში წამოვედით. ბავშვები ვნახე. ნამტირალებ თვალებს სათვალე მიფარავდა. - ბელაა როგორ ხარ? როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი ნიკუშა გამოემართა პირველი, - კარგად ნიკუშ შენ? ნაძალადევად გავუღიმე - აჭერს ? ლუკამ გამიცინა და სათვალე მომხსნა. - ასეც ვიცოდი, აგვიხსენი რა ხდება მათ ყველაფერი მოვუყევი, ელენე ჩამეხუტა. - არ იტირო რა ანაბელ, ყველაფერი კარგად იქნება. - ჩვენ შენთან ვართ. გიომ გამამხნევა. - აუ ვერ ვიჯერებ რა ისევ გაურვევლობაში იყო ანი, ლუკამ გადამხვია ხელი. - წავედით სადმე რა, ახლა სკოლაში არცერთს არ გვინდა. ამ აზრს ყველა დავეთანხმეთ და ერთ-ერთ კაფეში შევედით. ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრიც გავიხსენეთ, მაინც ვერ გავმხიარულდი. ორისკენ ელენეს მივაკითხე და სახლში წავიყვანე, შემდეგ კი ბიოლოგიაზე წავედი. რო დავბრუნდი ექვსი ხდებოდა. - ანაბელ გიორგისთან მივდივართ, წამოხვალ? - სამეცადინო მაქვს მარი. მგონი პირველად მივმართე დედას სახელით და ჩემი თავის შემრცხვა. - კარგი ჩვენ წავალთ. - აღარ იტირო რა წასვლის წინ ჩამეხუტა ელენე - დედას დაუჯერე და მამას არ უთხრა რომ ვტიროდი. მამაჩემი ყველაზე მეტად ჩემს ცრემლებს ვერ იტანს. ანიმ დამირეკა ეგ და ნიკუშა მელაპარაკებოდნენ, ღმერთო რა გიჟები არიან სულ ჩხუბობენ, მაგრამ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ. რვისკენ დაბრუნდნენ ჩემები. - საჭმელი ჭამე? - კი დე. უკვე მეორედ მრცხვენოდა ჩემი თავის დედას ვატყუებდი, მაგრამ ახლა ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა. - მე შევალ ვიმეცადინებ. მეცადინეობის შემდეგ ოთახიდან გამოვედი წყალი მწყუროდა, ნინის ტირილის ხმა გავიგე - ენიი, რა მოგივიდა? - ბელა სიკვდილი რას ნიშნავს? - რაა? უცებ დავიბენი. - ეს, ანუ ამ ქვეყნიდან წასვლაა, ხო ხვდები? რატო მეკითხები? - მამა მოკვდება? ხმა ვერ ამოვიღე, როგორ მინდოდა ელენესთან მივსულიყავი ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ მამა მალე სახლში დაბრუნდებოდა, რომ ის არასდროს არ დაგვტოვებდა, მაგრამ ვერ ვუთხარი რაღაც ძალა მიჭერდა და არ მაძლევდა ხმის ამოღების საშუალებას. ჩავეხუტე და დავაწყნარე. დაეძინა. მე კი ოთახში დავბრუნდი. გადავწყვიტე წიგნი წამეკითხა. მაღალ თაროზე იყო. მისი გადმოღებისას ბავშვობის ალბომი გადმომივარდა, გადავშალე და ფოტოების თვალიერება დავიწყე. დრო და დრო ცრემლები მდიოდა. აქ როგორი დაუცველი, პატარა და უზრუნველყოფილი ვიყავი, დედასთან და მამასთან ერთად. საათს შევხედე პირველი იყო დაწყებული. გულმა ვეღარ გაუძლო, ქურთუკი მოვიცვი და სახლიდან გავედი. გვიანი იყო, მაგრამ არა უშავდა. საავადმყოფოში ძლივს შევედი დაცვას ჩასძინებოდა. პირდაპირ პალატისკენ წავედი, მამას პალატას ვეძებდი, როდესაც არსაიდან ხანში შესული ექიმი გამოჩნდა. - ვინ ხართ? ახლავე დაცვას დავუძახებ! - არა გთხოვთ, 10 წუთით უნდა ვნახო მამა. ყოყმანობდა, მაგრამ დამთანხმდა, რომ შევედი მამას ეღვიძა. - მამიკო - ვიცოდი რომ მოხვიდოდი ანაბელ... დაგიბრუნდით ახალი მოთხრობით, არ ვიცი რამდენად კარგი და გამართულია. იმედია მოგეწონებათ და თქვენს აზრს მეტყვით მოთხრობასთან დაკავშრებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.