შესაძლებელია ბედნიერების დაბრუნდება! (2 თავი)(Zayn Malik fanfiction)
იმედია ისიამოვნებთ <3 <3 __________________________________________________________________________________ იმ დღეს ბევრი იმხიარულეს. დალიეს. იცინეს. ერთმანეთს საკუთარი ისტორიები მოუყვნენ. ბოლოს სიცილის დროს გაჩერდნენ და დადარდიანდნენ. ისევ ცალ-ცალკე მოუწევდათ ყოფნა და ეს სევდიანს ხდიდა ყველას. ყველანი ჩუმად იყვნენ. იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ამ ხნის მერე ეს უკანასკნელი ღამე ყოფილიყო. ისევ ისე წასულიყო ზეინი და აღარც დაბრუნებულიყო. ბოლოს წამოდგა ზეინი. -უნდა წავიდე- დაიწყო საუბარი . თვალი მოავლო იქ მყოფებს. მზერა კეტრინზე გააჩერა. ხარბად აათვალიერა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალები მიაშტერა. კეტრინმაც არ დააყოვნა და იგრძნო თვალები. შეხედა , მაგრამ მწველ მზერას დიდი ხანი ვერ გაუსწორა თვალი და მალევე გაიხედა. ყველა გადაკოცნა და ამდენი ხნის მერე როგორც იქნა გულში ჩაიკრა კეტრინი. მალევე დაუსხლტა ქალი ხელებიდან. გაიღიმა ზეინმა და სახლის კარები ნელა მიიხურა. მძღოლს გვერდი აუარა და გზაზე სიარული გააგრძელა. მძღოლიც არ შეწინააღმდეგებია. უხმოდ დაიკავა მისი ადგილი და დაელოდა როდის დაჯდებოდი მისი ბატონი, რომ წაეყვანა მის აპარტამენტში. ზეინი ერთხანს კიდევ შეჰყურებდა სახლს და მოგონებები ისევ ბრუნდებოდა თავში. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მძღოლმაც აღარ დააყოვნა. ისევ მიდიოდა უამრავი ვარსკვალივის ქვეშ შავი მანქანა , რომელშიც ფერადის ნაცვალდ უფერო იჯდა. კეტრინი, დამშვიდოდების გარეშე ავიდა თავის ოთახში. კარები შეაღო და მძიმედ დაეშვა ლოგინზე. ჭერს მიაშტერდა და ერთი ხმამაღალი გმინვა ამოუშვა. გული სტკიოდა, რომ საყვარელი მამაკაცი დაბრუნდა მის ცხოვრებაში ისევ , მაგრამ რატომღაც ამით ბედნიერი არ იყო. ზეინის გადამალული სიგარეტი ამოიღო და პირში გაიქანა. 5 წუთის განავლობაში ეწეოდა სიგარეტს და ყოველი დღევანდელ წამს თავიდან თავში ხარშავდა. ხანდახან ღიმილი შეეპარებოდა სახეზე, მაგრამ მერე ისევ ახსენდებოდა, რომ ზეინი მისი არ იყო და აღარც იქნებოდა. ისევ ახსენდებოდა , რომ მათი სიყვარული წარსულში დარჩა და აღარც დაბრუნდებოდა. ახსენდებოდა, რომ ბედნიერება დაკარგა და შეუძლებელი იყო დაბრუნება მისი. წამოდგა. სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და მაისური გაიძრო. სწრაფად მიაყოლა შარვალიც და საწოლში შეწვა. ფიქრების მორევში მყოფი, ხმაურმა გააღვიძა. ყურადღება არ მიაქცია, რადგან იცოდა რომ მისი ძმა იქნებოდა. ისევ ზეინი გაიხსენა და ისევ მოაწვა ის საშინელი დარდი. დარდი იმისა, რომ ის მისი აღარ იყო და არც იქნებოდა. სახლში,რომ შევიდა ჯიჯის ეღვიძა. ტელევიზორის წინ მოკალათებულიყო და ტელევიზორს ვითომ ინტერესით შეჰყურებდა. კარის დახურვის ხმაზე მაშინვე, ფეხზე წამოდგა და ზეინისკენ გამოემართა. ყელზე ხელები შემოჰხვია და თავი ყელში ჩაუდო. ზეინმაც ხელები წელზე შემოჰხვია. სიტკბო ზეინის ტელეფონის ხმამ გააწყვეტინათ. ზეინმა ჯიბეებში ხელი ჩაიცურა და ნელა ამოიღო ტელეფონი. ჯიჯი ისევ ეხვეოდა. დახედვის გარეშე უპასუხა . -ხვალ აუცილებლად უნდა გნახოთ ორივე-გაისმა მკაცრი და ბოხი ხმა, რომელსაც გაბმული, გამაყრუებელი ხმა მოჰყვა„. ზეინმა ამოიოხრა და ტელეფონი თავის ადგილას ჩაიდო. ჯორჯი უკვე ტვინს უბურღავდა. -ვინ იყო?-თავი წამოსწია ჯიჯიმ და ზეინს მიაჩერდა. -ჯორჯი-წყნარად, მაგრამ მაინც მკაცრად თქვა ზეინმა. ჯიჯიმ ისევ ჩადო ზეინის ყელში თავში და გაინაბა. ზეინმა ხელები დაუშვა დაა მუხლებს ქვეშ ამოჰხვია ხელი. ხელში მსუბუქად აიტაცა და მათი საძინებლისკენ გასწია. ლოგინზეე დააწვინა ჯიჯი და გვერდით მიუწვა. თვალები დახუჭა. იმ ფაქტისთვის, საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება, რომ ჯიჯი მას მიშტერებოდა. მთვრალს მალევე ჩაეძინა. დილას ისევ ხმაურმა გააღვიძა. ვიღაცის ძირს დაცემას წააგავდა ხმა. ადგა. შორტი ამოიცვა დაა ლიფის ამარა დაეშვა დაბლა. ჰარი ძირს გაშხლართული დახვდა, რომელსაც ძილი შეებრუნებინა. სახლს სიჩუმე შეპარვოდა. სამზარეულოში შევიდა და წყალი ჩაიდანში მოათავსა,გაზქურაზე დადო. ჭიქაში ყავა და შაქარი ჩაყარა და წყლის ადუღებას მაგიდაზე მჯდომი დაელოდა. სანამ თვალებსს იფშვნიტავდა და ცდილობდა უფრო გამოფხიზებულიყო ტელეფონმა დარეკა. მისი ტელეფონის ხმა არ იყო აშკარად. მიმოიხედა. ლუისს ანთებულ ტელეფონს მიაჩერდა და სახელი , რომ ამოიკითხა ეგრევე ხელი სტაცა. იცოდა, რომ ლუის ვერ გააღვიძებდა, ამიტომ თვითონ უპასუხა -ლუისს-ჩახლეჩილი ხმით დაიწყო საუბარი ბენმა. -კეტრინი ვარ, ბენ -თვალები გადაატრიალა კეტრინმა. ვერასდროს ვერ იტანდა მას. -კეტ, ლუისს სძინავს?-დაიბნა უცებ ბენი -კი სძინავს. გინდოდა რამე?-კეტრინს უკვე ღლიდა. -დღეს საიმონს უნდა რომ მასთან მივიდეთ ყველა -ყველა ? -დაიბნა კეტრინი -ხო შენც, ემაც და ჯუდიც. 7-ზე გელოდებითო- თქვა ბენმა -კარგი. ვეტყვი ლუისს-რაც შეიძლება სწრაფად გაუთიშა კეტრინმა. თავი,რომ წამოსწია ეგრევე გვერძე გაიხედა. ჯიჯის ისევ ეძინა. ნელა ადგა. ცდილობდა, რომ არ გაეღვიძებინა. სამზარეულოში გავიდა და ყავისთვის წყალი დადგა. თავში დაარტყა,რომ დღეს ჯორჯთან უნდა წასულიყვნენ ის და ჯიჯი. ტელეფონი ამოიღო და ნელა გახსნა ჯორჯის გვერდი. -დღეს სად და რომელზე გნახოთ?-მისწერა ზეინმა. ჯორჯმა პასუხი არ დააყოვნა და ადგილსამყოფელი და საათი მისწერა. ჭიქაში წყალი ჩაისხა და ისევ საწოლში დაბრუნდა. ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და ყავა ტუმბოზე ჩაამოდო. სოციალურ ქსელებში ძრომიალი დაიწყო და დროც მალე გავიდა. საათს, რომ დახედა 2 დაწყებულიყო. ჯიჯი, შეიშმუშნა, გადმობრუნდა და ზეინს გაუღიმა. ზეინმა ლეპტოპი გადადო და ჯიჯის შეხედა. ჯიჯი ყელზე ჩამოეკიდა და ტუჩის კუთხეში აკოცა. 1 საათი ლოგინში იყვნენ და წამოდგნენ შემდეგ. ჯიჯიმ სახლი დატოვა და ზეინი დარჩა მის ფიქრებთან მარტო. კეტრინმა ყავა ოთახში აიტანა და ლეპტოპში შეძვრა. დიდხანს იძრომიალა და საათს დახედა უკვე 4 ხდებოდა. დაბლა ჩავიდა , ყველას ეღვიძა. ლუის მოუბრუნდა და ყველაფერი უთხრა. თავიდან ლუის გაუკივირდა, რატომ იბარებდა ყველას ერთად. 1 საათი კიდევ ილაპარაკეს და შემდეგ მომზადებას შეუდგნენ. დიდი ალიაქოთის შემდეგ, როგორც იქნა მანქანში ისხდნენ და საიმონთან მიდიოდნენ. გზაში ემამ თავი ჩამოადო ჯუდის მხარზე. -შენი აზრით ზეინს ისევ უყვარს კეტრინი?-ნელა დაიწყო ემამ ლაპარაკი -არ ვიცი ემა შეიძლება კი. ხო ნახე, როგორ უყურებდა გუშინ -მობეზრებულად უთხრა ჯუდიმ ემას , რადგან მთელი ღამე დაღლილიყო მის ძმაზე საუბრით. -ხოო-დანანებით ჩაილაპარაკა ემამ -მოხდა რამე? -არა არაფერი, უბრალოდ ვიკითხე-დაბნეულმა თქვა ემამ. ჯუდიმაც აღარ მიაქცია ყურადღება, რადგან თავი აღარ ჰქონდა. მალევე მივიდნენ საიმონთან და სახლში შევიდნენ. საიმონთან უცხო კაცი იდგა და გამეტებით რაღაცაზე საუბრობდნენ. სახლში შესულებს მალევე შემოუბრუნდნენ და მიაჩერდნენ. -დასხედით-მშვიდათ უთხრათ საიმონმა როგორღაც გაატარა დრო და საათს დახედა. უკვე 6 გამხადრიყო. ჯიჯიც მალევე მოვიდა და ორივე მანქანაში ჩასხდა. მიდიოდნენ იმ მისამართზე, რომელიც ჯორჯმა ესემესისს სახით უთხრა ზეინს. მალევე მივიდნენ უშველებენ სახლთან და გადმოვიდნენ. კარზე დააზარუნეს და მალევე გაუღეს. მოსამსახურენ გულითადად გაუღიმა. შიგნით შეუძღვა და მისაღებისკენ შეუძღვა. ზეინმა თვალი მოკრა ჯორჯს და გაეღიმა. მის გვერდით კი საიმონს, რომელიც დიდი ხანია არ ენახა. გაშრა ზეინი. მიაშტერდა და ვეღარ იძროდა -გამარჯობა ზეინ- საუაბრი დაიწყო საიმონმა -დასხედით-დივანზე მიუთითა ჯორჯმა ზეინი გონს მოეგო და დივნისკენ გასწია. კიდევ ერთხელ გაშრა, როცა დივნის მოპირდაპირე მხარეს,გუშინდელი მისი მასპინძლები ისხდნენ. ჯიჯიმ ჩაკიდა ხელი და დივანზე დასვა. ზეინმა მოკლე კაბაში გამოწყობილი კეტრინი აათვალიერა და მზერა შეაჩერა ბენის დადებულ ხელზე. ძარღვები დაეჭიმა. ადგებოდა, ჯიჯის ხელს,რომ არ შეეჩერებინა. კეტრინმა ნელა დახედა ხელს, შემდეგ ზეინს, რომელიც ბენის ხელს მიშტერებოდა. უცებ გააწევინა ბენს ხელი და ისევ საიმონს შეხედა. -ეს ჯორჯია ზეინის მენეჯერი- საუბარი დაიწყო და იმ უცხო კაცზე ანიშნა გვერძე, რომ ედგა. -სასიამოვნოა-თქვა ლიამმა -მოკლედ. რატომ დაგიბარეთ აქ ყველა. გუშინ ერთად,რომ იყავით რამოდენიმე პაპარაცმა დაგინახათ. თქვენ თქვენი ურთიერთობა დაასრულეთ 4 წლის წინ და ახლა აღარ უნდა განახლდეს. თქვენ ყველა დიდ შეცდომას უშვებთ. თქვენს კარიერაზე იმოქმედებს, ამიტომ სჯობს როგორც ამ 4 წლის განმავლობაში იყავით ისევ ისე იყოთ-თქვა ჯორჯმა. დაიბნა უცებ ყველა. გაქვავდა. რა იცოდნენ, რომ ასე მალე გაიგებდნენ ყველაფერს პაპარაცები. ასე მალე გაიგებდა საზოგადოება. ერთმანეთს მიაჩერდნენ. კეტრინმა შიშნარევი თვალებით შეხედა ზეინს. -ნუ გეშინია-ტუჩების მოძრაობით უთხრა ზეინმა კეტრინს. კეტრინის თვალებიშიც ჩადგა შიში. -მაგრამ-საუბარის დაწყება სცადა ნაილმა -არანაირი, მაგრამ. ყველასთვის ასე აჯობებს-თქვა საიმონმა. -რაც შეგეხებათ თქვენ სამს -თითები გაიშვირა ჯორჯმა კეტრინზე, ზეინზე და ჯიჯიზე- არ გაეკარებით ერთმანეთს შენ -ზეინს მიუშვირა ახლა ხელი- და კეტრინი. არ იკონტაქტებთ და რაც არ უნდა ერთმანეთი გიყვარდეთ იქნებით ერთად- წყნარად ლაპარაკობდა ჯორჯი. კეტრინმა ძირს დაიხედა.-შენ და ჯიჯი ისევ ერთად იქნებით. ამიერიდან უკვე სულ ერთად ივლით ყველგან, რაც შეიძლება ბევრჯერ გახვალთ სახლიდან, რათა პაპარაცებმა შეგამჩნიონ და დაიჯერონ, რომ შენ და კეტრინს შორის არაფერი ხდება. ისევ სუფევდა სიჩუმე მისაღებ ოთახში. პატარა თავჩაგინდრული ბავშვებივით ისხდნენ სტუმრები და ზევიდან დაჰყურებდნენ მასპინძლები.თითოეული განიცდიდა ამ ამბავს და გული სტკიოდათ. მათი მეგობრობა განწირული იყო და ვერაფერს აკეთებდნენ. ისინი ისევ შორდებოდნენ ერთამენთს და ისევ ვერაფერს აკეთებდნენ. კეტრინის სახეზე გაიკვლია ცრემლებმა. ცრემლებს, მოჰყვა ქვითინი. ხმამაღალი ქვითი,რომელიც არავის გაჰკვირვებია. ანდა რატომ უნდა გაჰკვირვებოდათ. წამოდგა ზეინი. მის წინ ჩაიმუხლა და წელზე ხელი შემოჰხვია. სახეზე ჩამოშლილ თმაში შიგნიდან ხელი შეუცურა და ლოყაზე მიადო. ცერა თითით ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა. ბოლოს, როცა კეტრინა გული იჯერა ტირილით წამოდგენ და დაიშალნენ. იმ ღამეს ყველანი დაძაბულები იყვნენ. ყველა თავის ოთახში იყო და ერთმანეთზე ფიქრობა. იმ ღამეს არავის არ ეწვია ძილი. იმ ღამეს არავინ არ ნახა ფერადი სიზმრები, რადგან ვარსკვალების ქვეშ დადიოდა შავი მანქანა, რომელშიც ისევ ისე გამქრალიყო ფერები. დილით შეტყობინებამ გამოაფხიზლა კეტრინი. წამოდგა და ტელეფონს გადაწვდა. დახედა. ზეინი სწერდა. -ჩამოდი. სახლთან ვარ მესიჯზე ოდნავ გადაურბინა ღიმილმა სახეზე. წამოდგა. კიბეები ჩაირბინა და კარები გააღო.გაშეშდა. მანქანაზე მიყრდნობილ სიგარეტით ხელში მყოფი ზეინი, რომ დაინახა გაშეშდა. ისეთი სიმპატიური იყო, რომ თავი ვერ შეიკავა. კარები დახურა და კისერზე ჩამოეკიდა. ზეინმა ხელი მიადო სიგარეტიანი ხელი წელზე და უფრო ახლოსს მიიკრო. შეხედა კეტრინმა ზეინსს დაა გაეღიმა. მის ნიკაპზე წამოზრდილ წვერს წაეთამაშა. ზეინსაც შეეპარა ღიმილი. -ჩაჯექი -უთხრა ზეინმა და მანქანის კარი გაუღო. კეტრინიც ჩაჯდა. ზეინმა მანქანას მოუარო და მძღოლის ადგილას დაჯდა. კეტრინმა საათზე დაიხედა. 6ის წუთები იყო. მანქანას მართავდა ზეინი,როცა კეტრინის ხელს ხელი დაადო და ტუჩებთან მიიტანა. აკოცა და ლოყაზე მიიდო. კეტრინი თითებით მოეფერა სახეზე. ისევ გაეღიმა ზეინს. დიდი ხნის შემდეგ კეტრინმა ადგილი იცვალა და ფანჯარას მიადო თავი. ფეხები მოკუნტა და თვალები დახუჭა. -დაიძინე-სიყვარულით სავსე თვალებით უთხრა ზეინმა. კეტრინმა გაიღიმა და სიზმრებში ჩაიძირა. ზეინი საჭესთან იჯდა და ხანდახან გადმოხედავდა მოკუნტულ მძინარე ქალს, რომელიც ღიმილს გვრიდა. ბედნიერი იყო მასთან ყოფნით და უბედური მის გარეშე. მთელი გზა თვალს არ აშორებდა. ხვდებოდა, რომ არ შეეძლო მის გარეშე ყოფნა. დაღონდა, როცა გაიაზრა, რომ შესაძლოა ეს ბოლო დღე იყო ,როდესაც ერთად ყოფნა შეეძლოთ. კეტრინმა თვალები ნელა გაახილა, როცა იგრძნო, რომ ზეინმა მანქანა გააჩერა. უკვეე გადასულიყო და სიგარეტს ეწეოდა. მიმოიხედა. ისევ იქ იყვნენ, სადაც 4 წლის წინ დადიოდნენ ხოლმე. მათი ადგილი. გადავიდა კეტრინი და ზეინს ამოუდგა გვერდით. იმისდა მიუხედავად, რომ წვიმდა მაინც ლამაზი იყო არემარე. მუქი ზღვა, რომელიც შემოჰხვეოდა კლდეს. თავი ჩამოსდა კეტრინმა ზეინის მხარზე და თვალები დახუჭა. -შეიგრძენი ეს წამი კეტ-უთხრა დაბოხებული ხმით ზეინმა და სიგარეტის მოწევა გააგრძელა. კეტრინმა თვალები ნელა გაახილა. -ბოლოა?-ტკივილნარევი ხმით ამოიჩურჩულა -შესაძლებელია,რომც არ იყოს სხვა ხომ იქნება ბოლო-მწუხარედ თქვა ზეინმა. ნიკაპი ჩაამოადო კეტრინმა ზეინს მხარზე. არემარეს შეხედა. ზეინი ისევ ეწეოდა. ისევ ისეთი ფიქრები დაჰყვებოდათ ორივეს. ორივეს ისევ ეშინოდათ ერთმანეთის დაკარგვის. ორივეს ისევ სტკიოდა გული.ორივეს ისევ უყვარდა ერთმანეთი. -მენატრებოდი-წყნარად თქვა ზეინმა -მეც ძალიან-უფრო მიეხუტა კეტრინი. ბედნიერების საზღვარზე იდგნენ ორივენი. ზეინი კვალ ეწეოდა. კეტრინი აქვითინდა. იმ დღეს პირველად ჩამოუვარდა ზეინს ცრემლი სახეზე. მზის ამოსვლის წინ იდგნენ წყვილი, ერთმანეთზე მოხვეულნი და ტიროდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.