შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები (სრულად)


7-04-2018, 19:01
ავტორი naattii
ნანახია 9 945

-ნიკუშა, ადექი შვილო, არ დაგაგვიანდეს_ ცალი თვალით ავხედე დედაჩემი ჩაის ჭიქით როგორ მედგა თავზე.
-დედა, რადგან გამოხიზნულს თავშესაფარი მოგეცი და დროებით ჩემს სახლში შეგიფარე, იმას არ ნიშნავს, რომ ასე მოიქცე და ნიკუშას ნუ მეძახი ესეც მილიონჯერ გთხოვე. იქნება და შეურიგდე იმ კაცს დავიღალე, შენ აქედან წუწკურებ, ის იქედან
-არა, არც ვწუწკურებ, ეს რომ ვაპატიო უარეს იზამს.
-ვაიმე დედა ნუ გადამრევ, დალია იქეიფა და მოვიდა სახლში, რა მოხდა ადამიანო?
-რაიცი რომ მარტო იქეიფა? რა ვქნა იმ კაცს მივუწვე გვერდით სხვა რომ ეფერებოდა? არავითარ შემთხვევაში_ და ჩემ ახარხარებულ სახეს რომ მოკრა თვალი ხელი ლოყაზე მიირტყა_ ვაიმე საკუთარ შვილს რაებს ველაპარაკები_ თუმცა სიცილი არ შემიწყვეტია და გაბრაზებული წავიდა კარებისკენ- დამავიწყდა შენც რომ კაცი ხარ, აბრძანდი და საუზმე მიირთვი მზადაა და არ დაგაგვიანდეს_ დამიცაცხანა და გავიდა. კარგ ხასიათზე დავდექი, ჩემი მშობლების საქციელი სულ მაცინებდა, 30 წელია ცოლ-ქმარი არიან და დღემდე შეყვარებულებივით იქცევიან. სულ მინდოდა მამაჩემივით მეც ნამდვილი მეორე ნახევარი მეპოვა, ოღონდ ამ ჩხუბების და სახლიდან ვითომ წასვლების გარეშე. დარწმუნებული ვიყავი დღეს მამა მოაკითხავდა მანანას და ისიც გულ მომბალი უკან წაყვებოდა, ასე ყოველდღიურ რუტინას არიდებდნენ თავს და ერთობოდნენ. სწრაფად მოვემზადე, მანჩოს კარგ დროს გავუღვიძებივარ, დღეს მაღაზიაში ახალი კონსულტანტები ამყავდა და ადრე უნდა მივსულიყავი.
მანქანით გავუყევი გზას სამსახურამდე, როგორც უკვე მიხვდით მე ნიკოლოზი ვარ, ანუ ნიკა, მაგრამ კატეგორიულად ვერ ვიტან ნიკუშას დაძახებას. ყვავილების მაღაზია მაქვს, უფრო სწორედ გვაქვს, ჩემი ძმაკაცი გაბრიელი საზღვარგარეთ იმყოფება, მას ყვავილების ყიდვა-გადმოგზავნა ევალება, მე მიღება-გაყიდვა. დღეიდან ვფართოვდებით, თაიგულების და თესლების გაყიდვის შემდეგ გადავწყვიტეთ ქოთნის ყვავილებიც გავიტანოთ გაყიდვაში და ცალკე სექცია დავუთმოთ რისთვისაც ორი დამატებითი კონსულტანტია საჭირო. კაბინეტში შევედი და სივების თვალიერება დავიწყე. 30 დან 2 უნდა ამერჩია.
პირველი ვიღაც ანჩო იყო, რომელსა ისე ქონდა სივი შედგენილი, აქაც თითქოს ვიგრძენი როგორ გატყარჭულად ისაუბრებდა, მეორეს უკვე ქონდა სამსახური რაც არ მაწყობდა და ა.შ. თავი რომ არ მოგაბეზროთ 5 გოგონა ავირჩიე და გაბრიელს დავურეკე.
-სალამი ნიკოლოზ ბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ?
-ბიჭო სულ როგორ ღადაობ ა?
-რა ვქნა ნიკოლოზ ამ ცხოვრებას სერიოზული თვალით მტერმა უყურა. პარტიას ხოარ აქვს რამე პრობლემა?
-არა არა, სივები გადავარჩიე და მინდოდა საბოლოო ვარიანტი ერთად გადაგვეწყვიტა.
ყველა გოგონას მონაცემი გავაცანი და ორივე ჩავფიქრდით, 5ვე იდეალური კანდიდატი იყო.
-მოდი ნიკა ასე ვქნათ, დაიბარე ხუთივე და გასაუბრება ჩაატარე დღესვე, იქნება და ისეთი სასწაულები არიან სულ არ ვარგა არცერთი, მაგრამ იცოდე ლილია აყვანილია, ყვავილების მაღაზიაში ლილია რომ მოინდომებს მუშაობას რა ნამუსით ეუბნები უარს? თან უცხო ენებიც იცის.
სიცილით დავეთანხმე -კარგი ჩამოვრეკავ ახლა და შენც ხოარ ჩაერთვები?
- აბა რას ვიზამ, გამეხსნას იქნება ბედი_ და სიცილით გავთიშე.
ლილია და ნინია ერთად იჯდნენ კომპიუტერთან და ვაკანსიებს ათვალიერებდნენ ნინიას ტელეფონი რომ ამღერდა.უცხო ნომერს გაკვირვებულმა უპასუხა:
-დიახ გისმენთ?
-გამარჯობათ, მე ყვავილების მაღაზიიდან გირეკავთ ვაკანსიის თაობაზე, შეგიძლიათ მითითებულ მისამართზე დღის მეორე ნახევარში გასაუბრებაზე მოხვიდეთ?_ნინია სიხარულით ლამის აცეკვდა
-დიახ რა თქმა უნდა.
-მაშინ გელოდებით.
-დიახ გმადლობთ_ გათიშა და დაქალს გახარებული ჩაეხუტა ვაიმე რა მაგარია გასაუბრებაზე გავდივააარ, მოიცა მაგრამ შენ?
-კარგი რა ნინია მე სხვა რამეს ვიპოვი.
-კი მაგრამ ჩვენ ხომ ერთად გვინდოდა? არა გადავურეკავ და უარს ვეტყვი, სხვა აგვიყვანს ორივეს.
ლილიამ შეპასუხება ვერ მოასწრო იგივე ნომრით მისი მობილურიც რომ ამღერდა. ისიც ნინიას მსგავსად დაიბარეს იგივე მისამართზე იგივე დროს და ისევ გადაეხვივნენ გახარებულები, აღარ ეგონა ლილიას ოდესმე ბედი თუ გაუღიმებდა. 5 წუთში კი ნერვიულობის ტალღამ დაარტყა, რა ჩაეცვა?როგორ ეპასუხა? რას კითხავდნენ? კიდევ კარგი ნინია ედგა გვერდით და ყველაფერი მან მოაგვარებინა თორე აუცილებლად დაიგვიანებდა. ანერვიულებულმა შეაღო მაღაზიის კარი, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოიხედა ისეთი ბედნიერება იგრძნო ცრემლები წამოუვიდა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა, ნუთუ აუხდებოდა?
ლილია ყველასგან განსხვავებულია იმით, რომ თუ ყველა მისი თანატოლი გათხოვებაზე და ოჯახზე ფიქრობდა ან გართობაზე, ლილია სახლში იჯდა დედამისის ოცნებას ასრულებდა და ოჯახად ყვავილები გაიხადა.
პირველი გასაუბრებაზე ნინია შევიდა და გამოსულმა აწეული ცერა თითით ანიშნა კარგად ჩაიარაო, მაინც დაძაბულმა დააკაკუნა და შეაღო კარი.
-დაბრძანდით_სასიამოვნო ხმით და ღიმილით უთხრა თითქმის მისმა ტოლმა ბიჭმა, მეორე ასევე სიმპატიური ახალგაზრდა კომპიუტერის ეკრანიდან უღიმოდა.
-ლილი დაგიძახოთ თუ ლილია?
-უბრალოდ ლილია გთხოვთ, ყოველგვარი მოკლება მომატების გარეშე, უბრალოდ ლილია_მეც გავუღიმე და ცოტათი წამოვწითლდი. გაბრიელმა სიცილი ვერ შეიკავა ამ გოგოსი და ნიკოლოზის აზრები სახელებთან დაკავშირებით ასე რომ ემთხვეოდა ერთმანეთს. ორივეს მზერა რომ იგრძნო ჩაახველა -მაპატიეთ, ისეთი ჩაცმულობით ჩაიარა ვიღაცამ ვერ შევიკავე.
ნიკოლოზი მაინც მიხვდა და ღიმილით გააგრძელა:
-შეიძლება ერთი გარეშე შეკითხვა?
-დიახ რა თქმა უნდა
-ასეთი უცხო სახელი ვინ დაგარქვათ?_ლილია ეცადა მომდგარი ცრემლი გადაეყლაპა_ ლილია დედაჩემის საყვარელი ყვავილია... იყო... მოკლედ ყვავილებზე გიჟდებოდა, ეზოში მთელი ბაღი გვაქვს, ყველაფერი მასწავლა მეც და ყვავილები ოჯახურ ტრადიციად ვაქციეთ. მათზე ვგიჟდები, ამიტომ როცა თქვენი ვაკანსია დავინახე დაუფიქრებლად გამოვაგზავნე სივი._ნიკოლოზმა კმაყოფილმა გაიღიმა, ასეთი გამოცდილი კადრი ჭირდებოდა და ამ გოგოს აყვანა უკვე გადაწყვიტა. კიდევ რამდენიმე ფორმალური კითხვა დაუსვა და გაისტუმრა.
-აბა რას იტყვი?
-ნიკუშ, მაპატიე ნიკავ ბატონო, ჩემი ხმა ლილიას აქვს_სიცილით უკარნახა გაბრიელმა.
-ვიცი ლილია მეც მომეწონა, მაგრამ მეორე? მემგონი ნინიაც კარგი ვარიანტია მასაც აქვს გამოცდილება.
-ხოდა ვსო, ეგ ორი ავარჩიოთ და ერთი თვე მაინც მივცეთ გამოსაცდელი ვადა.
ნიკოლოზი გარეთ გავიდა და სახელები გამოაცხადა, ლილია და ნინია ერთმანეთს გადაეხვიენ გახარებულები, და ნიკაც მიხვდა რატომ თქვა ნინიამ მეგობარმა შემაყვარა ყვავილები ისეთი ბაღი აქვსო.
ორშაბათიდან დაიწყეს მუშაობა, ნიკოლოზი კმაყოფილი იყო, ორივე ბეჯითად მუშაობდა, კონსულტანტებს ეხმარებოდნენ და უკმაყოფილო არავინ იყო, ნიკა ორივეს დაუმეგობრდა, კარგი ურთიერთობა ქონდა, როცა დრო ქონდა მათთან ატარებდა და ისე კარგად გრძნობდა ორივესთან თავს, თითქოს მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ერთი თვეც გავიდა და ნიკამაც მაღაზიაშივე გამოუცხადა ორივეს აყვანილები ხართო, ისეთი კარგები იყვნენ ყველას შეაყვარეს თავი.
-ეს პატარა ამბავი არაა დღეიდან მოვალეობები მოგემატებათ და საკუთარ სექციას ჩაიბარებთ, რომელზეც პასუხისმგებელი თავად იქნებით, ასე რომ აღნიშვნის ღირსი ამბავია, წამო ერთ ბარში დავჯდეთ, თან გაბრიელიც ჩამოდის და ავღნიშნოთ.
სიამოვნებით გაყვნენ, ნიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდათ, ძმასავით ყავდათ, თანაც გაბრიელიც აინტერესებდათ კომპიუტერის გარეშე. მართლაც კარგ ბარში იჯდნენ, სასიამოვნო მუსიკა, საზოგადოება და თანამშრომლები. წვენს წრუპავდნენ და პიცას ჭამდნენ გაბრიელი რომ წამოადგათ თავზე.
-დამიტოვეთ მაინც რამე? მგელივით მშია_გაოცებული ნიკოლოზის აღებულ ნაჭერს დაავლო ხელი და პირისკენ გაიქანა.
-ვააახ გაბრიელ აბა გვიან ჩამოვალო?
-ხოიცი როგორ მიყვარს სიურპრიზები_ და წარბები აათამაშა, გოგოები გადაკოცნა, გვერდით მიუჯდა და კიდევ რამდენიმე თეფში საჭმელი შეუკვეთა.
-სკდები ბიჭო?
-შენ რა გინდა? აბა გოგოებო როგორ ხართ? დედა რა ლამაზები ყოფილხართ ცოცხლები_მის ვითომ იმერულ კილოზე გოგოებს გაეცინათ და მათ მაგივრად ნიკამ უპასუხა:
-როგორ და აგერ ლილიას ბედი ეწვია კარზე თუ მოადგა კარზე როგორცაა.
-ნიკუშა კარგი რა რას ბოდიალობ? _ნიკამ გაბრიელის გაოცებული მზერა არ შეიმჩნია და ლილიას გადახედა.
-ბართან საკმაოდ სიმპატიური ყმაწვილი ზის რომელიც 30 წუთია თვალს არ გაცილებს._ წარბები აუთამაშა მხიარულად ნიკამ და ნინიამ მაშინვე უკან გაიხედა
-ვაუ ლილია რა ბიჭია ნახე, თან როგორ გიყურეებს.
-ვაიმე როგორ მარცხვენთ, გეყოფათ._ორივე შემოგვაბრუნა ძალით და ლოყები აუწითლდა.
გოგოები სახლში მიაცილეს კორპუსთან ჩამოსვეს და თვითონაც ჩამოვიდნენ ცოტა ხნით. ლილიას თვალი გაუშტერდა და ყველამ იქეთ გავიხედეთ ის ბიჭი იყო, ბარში რომ უყურებდა, ბიჭებს დიდად არ მოეწონათ ასე თავხედობა ბიჭიდან და ლილიას გახედეს, პირველი ხმა ნიკამ ამოიღო:
-თუარ გსიამოვნებს უბრალოდ გვითხარი.
-არა ნიკუშა იქნებ ისე გამოიარა, ტყუილა ხომარ მიუვარდები აქ ნუ დგახარო. მერე რა _ გაუღიმა და სადარბაზოსკენ წავიდა, ნინიამაც აბა ხვალამდეო და შევიდნენ. დაძინებული ეგონა მამამისი მაგრამ სამზარეულოში დახვდა ჩაით ხელში, ლილია რომ დაინახა შვებით კი ამოისუნთქა, მაგრამ მკაცრადაც შეხედა:
-ლილია, რომელი საათია?
ნინია ჩუმად აიძურწა მეგობრის საძინებელში, ლილია კი მამასთან სალაპარაკოდ დაჯდა:
-მამა მუშაობა დავიწყე.
-სად ქალბატონო?_წარბი შეკრა მურთაზმა, ალბათ ღამის კლუბი, ან სახინკლე თუ იფიქრა მთვრალებმა ტრაკოზე რომ იციან ხელების წამორტყმა და ფათური.
-ყვავილების მაღაზიაში მა, მე და ნინია ერთად აგვიყვანეს, ხვალიდან ოფიციალურად ვიწყებთ და ახლა მიტო გითხარი, დღესაც ამიტომ შემაგვიანდა ავღნიშნავდით, კარგი უფრესები გვყავს და დაგვპატიჟეს.
-კარგი შვილო_ გული მოულბა მურთაზს ყვავილები რომ გაიგონა და სწრაფად ადგა აცრემლებული თვალები შვილს რომ არ დაენახა.
ლამის მთელი ღამე გაათენეს გოგოებმა ჭორაობაში:
-აუ ლილია ისე რა მაგარი ტიპი იყოო, როდის მოვა გასაცნობად ახლა იმას ვფიქრობ.
-კარგი რა იქნებ და აქვე ცხოვრობს ან შემთხვევით მოხვდა.
-ვაიმე ასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ, გამოიხედე თვალებში, ისე ფაქტია შენც მოგეწონა, ჭინკები აგითამაშდა თვალებში_წარბები აათამაშა ნინიამ და სიცილით შეძვრნენ საბანში.
არც ნიკოლოზს ელოდა კარგი დღე.
-ყველაფერს ვიფიქრებდი რა, მაგრამ აი ამას არა ძმაო.
-რაიყო გაბრიელ რამე მოხდა?
-მოხდა აბა არ მოხდა? ბიჭო ხო ამდენი წელია გიცნობ, ხოდა ერთხელ სერიოზულადაც კი ვიჩხუბეთ ლამის ნიკუშას ნუ მეძახიო და ერთი თვის გაცნობილი გყავს ლილია და ტკბილად უსმენდი მასე როგორ გეძახდა.
-აუ კაი რა შე ჩე*ა, გამისკდა გული რამე მოხდათქო. არც შემიმჩნევია_იცრუა უცებ
-აი ახლა გცემ, მოგწონს ბიჭო?
-ნუ დაიწყებ ეხა, მეგობრები ვართ ხო ხედავ არა? უბრალოდ ძალიან საყვარელია, სხვა თვალით არ ვუყურებ, სუფთაა, მისი ასაკის გოგოსთვის შეუფერებლად სუფთა, უბრალოდ მომწონს ამ სახელს როგორც მეძახის, რაღაც რომ გვაქ ჩვენებური, განსხვავებული, ისეთი სხვისგან რომ ვერ გავიგონებ.
-მერე იტყვი არ მომწონსო_ჩაიფრუტუნა გაბრიელმა
-რადგან გითხარი ასეა.
-კაი ძმაო, აი მე კი მართლა მომწონს ნინია, ჩემსავით დარეკილი და მხიარულია._ დანარჩენი გზა საუბარში გალიეს და სახლამდეც მივიდნენ.
მეორე დღეს ლილიას უძილობიდან თვალები დასიებული და გონება გაფანტული ქონდა. უცნობზე ფიქრს ვერ იგდებდა გონებიდან, მაგრამ სამსახურში მისვლამდე გონზე უნდა მოსულიყო, დღეიდან ოფიციალურად თანამშრომელი იყო და რომელი სექციაც არუნდა ჩაებარებინათ მომზადებული უნდა ყოფილიყო. ნინიასთან ერთად შევიდა და ნიკუშასაც მოკრა თვალი, მათ ელოდებოდა.
-ვაიმე ხოარ დავაგვიანეთ?
-ლილია ნუ ხარ სულ დაზაფრული, არა ათი წუთით ადრე მოხვედი დამშვიდდი ეხა? სიცილით უთხრა ნიკამ და გაბუშტულ ტუჩებზე გაეცინა._მოკლედ წამომყევით და თქვენ მოვალეობებს გაგაცნობთ, თქვენ განკარგულებაში ახალი სექცია, ანუ ქოთნის ყვავილებია, მოკლედ მათი მორწყვა, მოვლა, დახლების შევსება, კლიენტებზე მიყიდვა, და იმის ახსნა როგორ მოუარონ თქვენ მოგიწევთ, ხოარ გაგიჭირდებათ?
-ხუმრობ? რაა რთული ყველაზე იოლი სამსახური მსოფლიოში_ ტაში შემოკრა ნინიამ და დახლები დაათვალიერა. აი ლილიას კი თვალს ვერ მოაცილებდით, ერთ ადგილზე გააშეშა ნიკა მისმა გაცისკროვნებულმა და ამავდროულად სევდიანმა თვალებმა, ხმის ამოუღებლად წაიწია წინ და ახლოდან დაუწყო ყვავილებს თვალიერება, ბევრი ყვავილი ეცნო, ბევრი თვითონაც ქონდა, მაგრამ მათ გვერდით იმდენი ულამაზესი უცხო ყვავილები ეწყო თვალი ვერ დაახამხამა, აი ბოლო დახლზე კი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, მთელი თარო სავსე იყო ლილიებით, ბოლოს კი დედიკოს საყვარელი ლილია იდო, თეთრი ფოთლებით და ყვითელი გულით, უიშვიათესი ჯიში, რომელიც დამყნობით გამოდიოდა ამ ფერებში და ძალიან ძვირი ღირდა.
უკან-უკან გადადგა ნაბიჯები და ცრემლი რომ დაემალა საპირფარეშოში შევარდა, ნინიაც უცებ გაყვა უკან. ნიკოლოზი ვერაფერს მიხვდა, გაკვირვებული იხედებოდა აქეთ-იქეთ, ბოლოს თავისი კაბინეტისკენ წავიდა.
გულს ვერაფერს უდებდა, ფურცლები მაგიდაზე დაყარა და ფანჯარასთან მივიდა, აცრემლებული ლილიას სახეს ვერ ივიწყებდა, ფიქრობდა ასეთი რა ვაწყენიეო კარზე კაკუნი რომ გაისმა.
-შეიძლება?_თავი შემოყო ლილიამ.ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩაწითლებული თვალები.
-შემოდი ლილია, მიხარია რომ მოხვედი, არმინდოდა მე შემეწუხებინე.
-კარგი რა ნიკუშა, მე მოგიწყვე სცენა და აქეთ შემაწუხებდი? უბრალოდ ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა და....
-ლილია ვალდებული არ ხარ, არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
-არა, მირჩევნია მოგიყვე ჩვენ ხომ ასე კარგი მეგობრები ვართ_გაიღიმა და სკამზე ჩამოჯდა_მე და დედა განუყრელები ვიყავით, ყოველთვის და ყველგან ერთად, მამას კარგი სამსახური ქონდა და დედა მის მთელ დროს მე მითმობდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, არამარტო ჩემი, ნინიასიც, ყოველთვის გვაძლევდა რჩევას და ყოველთვის გვერდით გვედგა. ბაღი ერთად გავაშენეთ, ყვავილებსაც ერთად ვუვლიდით, ჩვენ ადგილად დავიგულეთ და კარგ ამინდში სახლში ვეღარ ვჩერდებოდით. ორი წლის წინ სადილს მიკეთებდა გადასავლებად ოთახში რომ ავედი. სულ ათი წუთით დავტოვე_ცრემლები წამოუვიდა და მუჭებით ცდილობდა მოწმედას, გვერდით მივუჯექი და თვითონ შევუმშრალე_უკან რომ ჩამოვირბინე და ხმა არ გამცა, სამზარეულოში შევაკითხე, გულწასული დამხვდა და თავთან სისხლის გუბე იყო. მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ სიმსივნე ქონდა, თანაც ბოლო სტადიაში და ვეღარაფრით უშველიდნენ, სახლში წამოვიყვანეთ, 2 კვირა თავი შეხვეული ქონდა, შემდეგ თითქოს ჩვეულ რეჟიმს უნდა დავბრუნებოდით, მაგრამ ამის ხალისი არავის ქონდა, არც სურვილი. 3 თვეში გარდაიცვალა, პირველ კურს ვხურავდი თავი რომ დავანებე, მამაჩემი გალოთდა და სახლში დაჯდა. იშვიათად ვხედავდი და გვიან გავიგე რატომაც, ერთხელ ისეთი გალეშილი მოვიდა ძლივს დავაწვინე და წამოცდა, მთელ დროს მასთან ატარებდი როგორ ვერ მიხვდი რომ ავად იყოო, მე მადანაშაულებდა, და სწორიც იყო. მთელ დროს დედასთან ვატარებდი, უნდა შემეჩნია. შემდეგ ჩაილაპარაკა, თან რომ გიყურებ მგონია მას ვხედავო და ჩაეძინა. ესაა ჩემი ისტორია, მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა გამომისწორდა, ვგრძნობ რომ მაშინ ტკივილის გამო მითხრა ის სიტყვები, ნელნელა სასმელსაც ცდილობს შეეშვას და ისევ მამა გახდეს. რაც შეეხება იმ ლილიებს თეთრი ყვითელი გულით, დედას საყვარელია, თვითონვე შეძლო გაეხარებინა, მაგრამ მე ვეღარ მივხედე სათანადოდ და სამწუხაროდ დამიჭკნა.
ლილიას სიტყვის დამთავრება და ნიკუშას მოხვევა ერთი იყო. მთელი ძალით ეხვეოდა და გულში ვიკრავდი. ეცოდებოდა ამხელა ტკივილისთვის, ნეტა რითი დაიმსახურა?
-გმადლობ რომ გამიზიარე ლილია, იცოდე რომ მეც შენი ოჯახის წევრი ვარ და ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
ლილიამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო კარში ნინია რომ შემოვარდა.
-რა დროს ხვევნა კოცნაა ხალხო შენი რაინდია მოსული, წამო_წარბების თამაშით გაათრია ლილია და მეც სიცილით გავყევი.
ბიჭი დახლებს ათვალიერებდა და ლილიას დანახვისას მათკენ მობრუნდა, ნიკუშამ ხელი სტაცა ნინიას წამოდი ახალი დავალება მოგცეო და მარტო დატოვეს.
-შემილია რამით დაგეხმაროთ?_ღიმილით მიმართა ლილიამ
-დიახ, ყვავილების არჩევა მინდა გოგოსთვის_ჰმ საკმაოდ თბილი და ხავერდოვანი ხმა ჰქონია გაიფიქრა ლილიამ. მაგრამ გოგოსთვისო?
-გასაგებია, თაიგული თუ ნამდვილი?
-იცით ასეთები არ ვიცი, თქვენ რას მირჩევთ?
-მაშინ, პირადად მე ნამდვილს გირჩევთ, თაიგული ორ დღეში დაუჭკნება და გადააგდებს, ნამდვილს კი თუ წყალს დაასხამს და ცოტა ყურადღებას მიაქცევს დიდხანს ექნება.
-კარგი არგუმენტებია გეთანხმებით_ღმერთო სიცილიც კი როგორ უხდება ჩაისუნთქა ლილიამ.
იმდენი ალაპარაკა სანამ ლამის მისი საყვარელი ყვავილი არ იყიდა, გასვლისას ლამაზად შეფუთული ყვავილი მეორე კონსულტანტთან დატოვა და ღიმილით გავიდა. ის იყო დამალული ნიკოლოზი და ნინია სიცილით გამოვიდნენ სამალავიდან, რომ ლიკა მიუახლოვდათ და დატოვებული ყვავილი ლილიას გადაულოცა: შიგნით ბარათი დევს ქალბატონოო და წარბების თამაშით გაეცალა. ყველა ლილიას უცდიდა როდის ამოიღებდა ბარათს.
„მართალია შენს სილამაზეს ვერც უახლოვდება, მაგრამ ნაწილობრივ გამოხატავს. საღამოს შენი ბინის გვერდით კაფეში გელოდები. დავითი“
-ვაიმე ლილიააა_კივილით ჩაეხუტა ნინია- ჩემი შინაბერა მიბედნიერდებაა_ნიკოლოზიც იცინოდა, თუმცა გაბრიელმა მოჭუტული თვალებით მაინც აღმოუჩინა სულ პატარა სევდის გამოხედვა.
ისე მონდომებით ელოდებოდნენ საღამოს მოსვლას თითქოს ყველა მიყვებოდა, სიცილით იძახდა ნუ მანერვიულებთო, არ წასვლა არავის განუხილია.
როგორც იქნა 6 საათიც მოახლოვდა, ლამის აკანკალებული ფეხებით შევიდა კაფეში და განმარტოებით მაგიდასთან მჯდომი დავითიც დაინახა, გაუღიმა და გვერდით მიუჯდა. დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ბევრ თემაზე ისაუბრეს, დათო სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. იმდენი ეხვეწა, ლილიამ იმ საღამოს გასინჯა პირველად წითელი ღვინო და საოცრად მოეწონა. დროს კარგად ატარებდნენ, მაგრამ 9 რომ შესრულდა იცოდა მამა გაუბრაზდებოდა და წამოსვლა გადაწყვიტა. დათომ სადარბაზომდე მიაცილა და ხელზე ამბორით დაემშვიდობა. ლილიას ლოყები აუწითლდა და მაშინვე ნინიას მიწერა სახლში ვარო. კარების მოხურვა, ფეხსაცმელების სახლის ჩუსტებით ჩანაცვლება და კარზე ზარი ერთი იყო. სიცილი აუტყდა კართან ნინია, გაბრიელი და ნიკოლოზი დაბარებულებივით რომ იდგნენ.
-აბა სწრაფად დაიწყე ქალბატონო თითოეული დეტალი მაინტერესებს, უი გამარჯობა მურთაზი ბიძია როგორ ხართ? _ უკან ლილიამაც დაფეთებულმა გაიხედა და მამა დალანდა, ოღონდ ახლა არ მოეწყო სცენები და აღარაფერს დაეძებდა, მავედრებელი თვალებით ახედა და მისდა გასაკვირად მამამ გაუღიმა
-გამარჯობათ ახალგაზრდებო, ასეთ დროს რამ შეგაწუხათ, ხომ მშვიდობაა?
-გამარჯობათ ბატონო მურთაზ_ნიკოლოზი დაწინაურდა და ხელი გაუწოდა_ მე და გაბრიელი ლილიას და ნინიას უფროსები და უფრო მეგობრები ვართ, ბოდიში რომ ასე გვიან გაწუხებთ, უბრალოდ ხვალ იმდენად დიდი პარტია ჩამოგვდის მათ სექციაში მაღაზიის გაღებამდე ახსნას ვერ მოვასწრებდი და ამიტომაც შემოგეჭერით ასე გვიან და თავხედურად, არ გვინდოდა გოგონებს ასე გვიან გარეთ მარტო ევლოთ და ამიტომ მოვაკითხეთ._ ლილიამ შვებით ამოისუნთქა მამამისის კმაყოფილ სახეს რომ შეხედა და როგორ მოწონებით ჩამოართვა ხელი ნიკოლოზს.
-მიხარია შვილო თქვენნაირი ზრდილობიანი ახალგაზრდები კიდევ თუ არსებობენ, ჩათვალეთ ჩემი ოჯახის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, როცა გენებოთ გვესტუმრეთ. ახლა დაგტოვებთ და ისაუბრეთ თქვენ._თავი დაუკრა და თავისი ოთახისკენ გაემართა.
ლილიამ და ნინიამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს გაკვირებული თვალებით და შემდეგ ლილია ნიკოლოზს გადაეხვია:- აი გაღიარებ ნიკუშა, გადამარჩინეე. ნიკუშა ჯერ დაიბნა თუმცა მერე წამით მაინც დავტკბებიო და თითონაც მოხვია ხელი, გაბრიელს მხოლოდ გაეღიმა, ნინია კი ვერ ისვენებდა: ეგოგო მოყევი დამელია სული.
-მიდი რა ლილია უცებ უთხარი ფანტასტიურად რომ ჩაიარა ყველაფერმა და მართლა დავიწყოთ, თორე კიარ მომიტყუებია ამხელა შეკვეთა ჯერ არ ჩამოგვსვლია და დასახარისხებელია_მაგიდას მიუჯდა ნიკუშა
-კი მაგრამ შენ რაიცი?
-თვალები გიბრწყინავს_შეუმჩნევლად სევდიანად გაუღიმა და ფურცლები ამოიღო. სანამ ნიკუშა და გაბრიელი ფურცლებს შლიდნენ ლილია აღფრთოვანებული უყვებოდა ნინიას მომხდარ საღამოზე, გაბრიელი და ნიკუშაც ერთვებოდნენ და ყველაფერი მოაყოლეს მერე კი მუშაობას შეუდგნენ, მართლაც იმდენი იყო გასარკვევი ფართის გაზრდას აპირებდნენ და შესავბამისად ამჯერად ორასამდე ყვავილი მარტო ქოთნის უნდა მიეღოთ.
ღამის სამი სრულდებოდა და ჯერაც არ ქონდათ დასრულებული, კიბეებზე ჩუმად მურთაზი რომ გამოჩნდა, ჩუმად გადახედა მომუშავე ახალგაზრდებს და სიამაყით აივსო, როცა ხედავდა როგორ უყურებდნენ ლილიას, ეკითხებოდნენ აზრს და მთავარ გადაწყვეტილებასაც მისი ქალიშვილი იღებდა, თვალებდაწვრილებულმა ისიც შეამჩნია ნიკოლოზი როგორ განსხვავბულად და მოწიწებით ექცეოდა ლილიას. შვება იგრძნო, ამიერიდან მშვიდად ყოფნა შეეძლო, მის შვილს უკვე ყავდა თავისი დამცველი.
-მემგონი ყავა ყველას მოგიხდებათ, ბოდიში შეშინება არ მინდოდა_უცებ გააგრძელა რომ შეხედა მის ხმაზე როგორ შეხტნენ.
-იყავი მამა მე მოვამზადებ.
-თქვენ იმუშავეთ ყავას როგორმე მეც მოვადუღებ შვილო_თმაზე მოეფერა ლილიას. ლილიამ გაკვირვებულმა გააყოლა მამამის თვალი.
-ბოდიშით ბატონო მურთაზ, არ გვეგონა ამდენი ხანი თუ გაგვიგრძელდებოდა_ნიკოლოზმა კიდევ მოუბოდიშა ყავის ჭიქები რომ დადო მურთაზმა მაგიდაზე_ მალე დავამთავრებთ და მშვიდად ძილის საშუალებას მოგცემთ.
-რას ამბობთ, ასე გვიან სად გაგიშვებთ, სასტუმრო ოთახში მოისვენეთ და დილით სამსახურშიც ერთად წახვალთ, უარი არ მიიღება_ხელის აწევით გააჩუმა რაღაცის სათქმელად პირი რომ გააღო ნიკოლოზმა.
-ლილია ეს მამაშენია თუ გამოცვალეს?
-არვიცი ნინია მე საერთოდაც ჰოლოგრამა მგონია_გაკვირვებულმა ააყოლეს თვალი კიბეებზე მიმავალ კაცს. მართლაც მალევე მორჩნენ და ბიჭებს ოთახი მიუჩინეს, თითონ ლილიასთან გადაინაცვლეს და მალევე ჩაეძინათ.
დილით ბიჭები ლილიას ღიღინმა გააღვიძათ, სამზარეულოდან ისეთი გემრიელობების სუნი გამოდიოდა მალევე გავიდნენ. ლილია კვერცხს წვავდა, ნინია კი ყავას ასხამდა, ისეთი იდეალური გარემო იყო ორივე კარის ჩარჩოს მიეყრდნო და შორიდან უყურებდნენ მოღიღინე გოგონებს.
-გეფიცები საოცარი დეჟა-ვუს შეგრძნება მაქ, თითქოს ერთად ვცხოვრობთ და ერთ ჩვეულებრივ დილას ცოლები საუზმეს გვიმზადებენ_ვეღარ მოითმინა გაბრიელმა და ნინიასკენ გაემართა.
-აუ ნიკუშა მომეხმარე რა, ომლეტი მინდა გავაკეთო_ლილიას ხმამ დააბრუნა, უარს როგორ ეტყოდა და მაშინვე მისკენ გაემართა. მხიარულად ისაუზმეს, ჩაითბუნენ და სამსახურისკენაც ერთად გასწიეს. გაბრიელი ნამდვილი კლოუნივით იქცეოდა, ნინიას სიცილიდან უკვე მუცელი ტკიოდა, ნიკოლოზი და ლილია და ისევ ყვავილებზე საუბრობდნენ. ერთად მათთვის დრო მალე გადიოდა.
გაზაფხულიც მალე მოვიდა, ეს ოთხი ადამიანი ერთმანეთს არ ცილდებოდა, ყველგან ერთად დადიოდნენ, უბრალოდ ლილია ჭირვეულობდა ზოგჯერ დათო ეჭვიანობს მასაც ხომუნდა დავუთმო დროო. ნიკუშა ხედავდა როგორ ხვდებოდა დათო თითქმის ყოველ საღამოს ლილიას მაღაზიასთან და სახლამდე აცილებდა. ლილიას ბედნიერს ხედავდა და მისთვისაც ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთხელაც დათოსთან ერთად სეირნობდა ნინიამ რომ დაურეკა:
-ლილია გთხოვ მითხარი რომ სახში ხაარ_ასლუკუნებული ძლივს ლაპარაკობდა
-ღმერთო ნინია რა მოხდა? ახლავე მოვალ დამელოდე.
-დათო წამიყვანე რა რაღაც მოხდა
-კარგი რა ლილია, ხომიცი რა ტიპია მალე გადაუვლის, ჩემთან დარჩი, ხომიცი სულ მენატრები.
-ხვდები მაინც რას მეუბნები? ჩემ დას ვჭირდები.
ისე სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ სულაცარ შეუმჩნევია დათოს ეჭვიანობიდან ჩასისხლიანებული თვალები. ნინია საწოლში მოკეცილი იწვა და თან ტიროდა თან იცინოდა, ვერაფრით გაიგო ლილიამ რა ჭირდა. ბოლოს ნინიამ თვალი გაუსწორა და ჩუმად წაიჩურჩულა, გაბრიელმა სიყვარული ამიხსნაო. ალბათ იმ ღამით მათი ბედნიერი კივილი მთელ უბანს ესმოდა.
დილით სამსახურისთვის ერთად ემზადებოდნენ კარზე ზარი რომ გაიგეს. ლილიას მათი სამსახურის კურიერი ღიმილით მიესალმა და შეფუთული ყვავილი გადასცა. ნინიას დახმარებით გახსნა და ადგილზე გაიყინა, ქოთანში დედის საყვარელი თეთრი ლილია ყვითელი გულით იწონებდა თავს. ეს მისთვის იმდენად ძვირი სიამოვნება იყო კივილი დაიწყო რაზეც მამამისი 2 წამში ქვემოთ გაჩნდა შეშინებული.
-შვილო ხომ კარგა..... ეს რა არის?_ლილიასავეთ გაუფართოვდა თვალები, -შენ არ ამბობდი იმდენად იშვიათია წელიწადში ერთხელ ჩამოგვდისო?
-კი მამა ასეა, მაგრამ აი _ბედნიერად ირწეოდა ლილია და ყვავილს ეფერებოდა
მათ საუბარში ნინიამ ბარათი აწაპნა და თითონვე გახსნა, მურთაზმა არც აცალა ისე გამოხედა, ნიკოლოზისგან არის ალბათო და გაღიმებული ავიდა ოთახში.
-რა საყვარელია ლილ ნახე მე მისურვებს ბედნიერებას და ვერ მოვითმინე ეს რომ არ გამომეგზავნაო. ასეთი მეგობარი იშვიათია.
-ვიცი ნიკუშა მეც საოცრად მიყვარს, მიხარია რომ გავიცანით.
ორივე ბედნიერი მიაბიჯებდა მაღაზიისკენ კარებთან დათო რომ დახვდათ და ისე უყურებდათ წამში შეეცვალათ სახე.
-როგორც ვხედავ მშვენივრად გამოიყურები და ალბათ არც ისეთი სასწრაფო იყო რამე შეყვარებული რომ ამართვი გუშინ.
-დათო როგორ იქცევი?
-ხო როგორ ვიქცევი ლილია? ისე მიმატოვე ვითომ არაფერი, ყოველთვის შენი მეგობრები გირჩევნია, თუ ჩემთან ყოფნა არ გინდა რატომ მიწვევდი? რას შემაყვარე თავი?
-დათო ზედმეტი მოგდის_ შიშით ჩაერია ნინია როცა შეხედა როგორ გაიწია ლილიასკენ დათო.
-შენ ხმასაც კი ნუ იღებ, ყველაფერი ისედაც შენი ბრალია, გაიწი და ნუ ერევი._ისე უხეშად კრა ხელი ნინიას იმწუთას კარებში გამოვარდნილ გაბრიელს ჩაუგდო ხელებში. ისიც წამში აეფარა ნინიას და დათოს დაუბრიალა თვალები.
-ხო მშვიდობაა? _აღელვების გარეშე ჩაერთო გაბრიელის უკან მომავალი ნიკოლოზი_ დავით რა ხდება?
-ნიკა ჩვენს საქმეში ნუ ერევით, ლილია ჩემი შეყვარებულია და მგონი მაქვს უფლება ვესაუბრო დამსწრეების გარეშე_ ბრაზით გადახედა ნინიას. ნიკოლოზმა პირველად ლილიას გადახედა და მისგან რომ თანხმობა მიიღო გაბრიელს თვალებით ანიშნა შევიდეთო.
გამჭირვალე კარებში ხედავდნენ როგორ ეკამათებოდა დათო ლილიას ისიც ხელებით უხსნიდა და პასუხობდა მაგრამ ჩანდა ვერაფერს აგებიებდა. ნინია გაკვირვებული, ცნობისმოყვარედ უყურებდა როგორ ცემდა ნიკოლოზი ბოლთას დამუშტული ხელებით, მერე გაბრიელს გადახედა მის თითებზე რომ თამაშობდა და მზერა რომ ვერ გაუსწორა შეყვარებულმა ყველაფერს მიხვდა. ახლა უკვე მოწყენილმა გადახედა ნიკოლოზს, ლილია ხომ მას როგორც ძმას ისე უყურებდა. ბოლოს ნიკოლოზმა რომ წარბები აწია და კარები უცებ გამოგლიჯა, მათაც შეხედეს როგორ შეაჯანჯღარა დათომ საკმაოდ ძლიერად ლილია და სანამ ნიკოლოზი მიასწრებდა გაუჩინარებაც მოასწრო. გულში ჩაიკრა ატირებული ლილია და აღელვებულმა დაუწყო დამშვიდება.
გქონიად შემთხვევა, როდესაც ისეთ სათუთს ეხებით, მისი გატეხვის, გაფუჭების გეშინიათ, მაგრამ არც ის შეგიძლიათ თავი დაანებოთ, ნელნელა ხვდებით რამხელა იკავებს თქვენს ცხოვრებაში, გსიამოვნებით მისი ღიმილი, ცდილობთ გაახაროთ და ნაწილებად ქუცმაცდებით როცა მისი ცრემლები გისველებთ ხელებს. ამ დროს ცდილობ ყველა ის არსება და მიზეზი გააქრო და გააცამტვერო ამ ქვეყნიდან რაც მის ცრემლებს იწვევს. მისი ღიმილის და ბედნიერი თვალების დარაჯი გახდე და არავის მისცე უფლება ეს ჩვეულება შეცვალოს.
უთქმელად მიუყვებოდნენ გზას ნიკოლოზის სახლამდე, ლილიას ცრემლებიდან დაბინდული თვალები მაშინ გადაეწმინდა დივანზე რომ ჩამოსვა ნიკუშამ და ჩაის მოგიმზადებო შესთავაზა. თითონაც ისე იყო დაძაბული რაიმე საქმით დაკავება არ აწყენდა თუნდაც ჩაის მომზადებით.
-ლილია რამეს შეჭამ? გაფრთხილებ მზარეული დიდად არ ვარ_ სიცილიდ გამოსძახა სამზარეულოდან_იქნებ მომეხმარო?_უნდოდა ლილიას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, ტირილითაღარ ტიროდა თუმცა ვერც გაღიმებას დაარმევდით.
-ფქვილი გააქვს? ჩაის ბლინები მოუხდება_ ბოლოს ადგა და სამზარეულოში გაყვა.
-აი ბატონო შენ ფქვილი, კვერცხი რძე, შაქარი, ნუ რაც დაგჭირდება, მთავარია თანაშემწე აქ ვარ_ამის თქმისას ისე გაეჯგიმა წინ ლილიას სიცილი აუტყდა. ფქვილის გადმოყრისას იმხელა სიმაღლიდან დაყარა ჯამზე ნახევარი თითონ დაეყარა, თმებიც გაითეთრა და სახეც მოითხვარა, ლილია სიცილიდან ვერ სუნთქავდა მაგრამ სულ ცოტაც და თითონაც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკვე აღარ ეცინებოდა მაგრამ სარკეში ჩახედვისას ორივეს ისევ ისტერიკულად აუტყდათ სიცილი და ასე განაგრძეს ბლინების მზადება. სრული იდილია ქონდათ სანამ კარი გაიღებოდა და ნიკოლოზის დედა გამოჩნდებოდა.
-რა კარგი ბავშვები ხართ, ზუსტად მოვედი მეც მშიოდა_იხტიბარი არ გაიტეხა მანჩომ და შინაურულად გაუღიმა ლილიას, ისიც მოეშვა და მიესალმა. ომი სააბაზანოშიც გააგრძელეს, ერთმანეთის სახის ჩამობანით ისე გაერთნენ და იცინეს ლილიას სულ გადაავიწყდა დათო და ჩალურჯებული ხელი. გაწუწულები მიუჯდნენ ეშმაკურად მოცინარ მანჩოს და ლაპარაკ-ლაპარაკით შემოაღამდათ კიდეც. ლილია ასე ხელ ჩალურჯებული სახლში აღარ გაუშვა, მურთაზთან ნინიამ მოაგვარა და იქვე დაიტოვა. პატარა ბავშვივით ჩააწვინა საწოლში და მანამ არ წასულა სანამ ლილიას მშვიდი სუნთქვა არ გაიგონა, ამის შემდეგ კი გამწარებული დაწვა ტელეფონს და კარი გაიკეტა.
დილით ლილიამ თვალების გახელისას პირდაპირ ნიკუშა დაინახა, იქვე მოკუნტულს ეძინა და მშვიდად ფშვინავდა. უნებურად დააკვირდა ლილია რა საყვარელი იყო ნიკუშა და როგორ მშვიდად სუნთქავდა წითელი ოდნავ გახსნილი ტუჩებით. ჩუმად ადგა და მადლობის მაგიერ საუზმეთი გაუმასპინძლდა. იმ ღამის შემდეგ მისდა გასაკვირად დათო აღარ გამოჩენილა, ყველა ხვდებოდა მიზეზს ლილიას გარდა, ნინია გაბრიელის თხვონით ხმას არ იღებდა და ჩუმად უყურებდა ნიკოლოზის აკიაფებულ თვალებს.
-აბა გოგოებო დღეს ხომ იცით ჩვენ ბარში მივდივართ, ახალი ამბავი გვაქვს _მხიარულად გამოახადა ნიკუშამ და წასაყვანად კარებიც კი გამოუღო გოგოებს.
-მე და გაბრიელი ორი კვირით მივდივართ გერმანიაში მაღაზიას თქვენ გიტოვებთ_ გამოაცხადა როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ და ნინიას გაფართოებული თვალებიც დაიმსახურა.
-მაპატიე ნინ, სხვანაირად არ გამოდის, რაც აქეთ ჩამოვედი ცოტა აგვერია სიტვაცია და არ მინდა საქმე ჩაგვეშალოს._ხელი მოხვია აცრემლებულ ნინიას ბიჭმა. პირველად უყვარდა ასე მთელი გულით ნინიას და პირველად დატიროდა წინასწარ უგაბრიელო ორ კვირას.-ხომ იცი როგორ მომენატრები და ისიც იცი რომ შემეძლოს არ დაგტოვებდი, გთხოვ რომ ტირი უფრო მიჭირს_თავისი ხელით მოწმინდა ნინიას ცრემლები და მხურვალედ აკოცა.
-როდის მიდიხართ?
-ხვალ საღამოს.
-ასე მალეე?_ახლა ლილიაც შეწუხდა. მხოლოდ ნიკოლოზი იჯდა მშვიდად. ყველაზე მეტად მას უნდოდა წასვლა, უნდოდა ყველაფერში გარკვეულიყო, ცოტა ხანი ლილიას გარეშე გაეტარებინა და აზრები დაელაგებინა.
აეროპორტში ორივემ გააცილა, ნიკუშას მამამისი და მანჩოც ახლდა. ნინია გულამოსკვნილი ტიროდა და ვერავინ ბედავდა მისი და გაბრიელის დაშორებას, სანამ მათი გვარების გამოცხადება არ დაიწყეს რომ აგვიანდებოდათ. ექსკალატორიდან მოხედვისას სახე ეცვალა ნიკოლოზს როცა შეამჩნია როგორ იხუტებდა აცრემლებული ლილია ატირებულ ნინიას და ორივეს როგორ ხვევდა მანანა ხელს და აწყნარებდა.
ორი კვირა ბიჭებისთვის თითქოს მალე გავიდა, აი გოგოები კი ლამის თვალებ ამოღამებული დადიოდნენ, ჯერ სამუშაოთი იღლებოდნენ შემდეგ მონატრებით. გაბრიელი ლამის დასაბმელი გახდა ბოლო დღეები, არც ნიკოლოზი იყო ნაკლებ დღეში, აი ლილია კი ვერც წარმოიდგენდა ასე თუ უყვარდა ეს ბიჭები, ლამის ყოველდღე მათი ფოტოების თვალიერებაში იყო და ცრემლებიც დიოდა, უკვე ვეღარ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა. შეიძლებოდა ასე მონატრებოდა მეგობრები? ან უფრო ხშირად ნიკოლოზს რატომ ეკონტაქტებოდა და სულ მასზე ფიქრობდა.
ამ ფიქრებით მანამდე არ მოისვენა სანამ ისედაც ნერვებ მოშლილ ნინიას ყელში არ ამოუყვანა როდის ჩამოვლენო და მანაც არ უღრიალა მოთმინება დაკარგულმა:-ბოლოსდაბოლოს აღიარე რომ გიყვარს ლილია და მოისვენე, უკვე მერამდენე თვეა გიყვარს და ვერც გაიაზრე რომ მოისვენო.
-გაგიჟდი? მე? ნიკოლოზი? რა სისულელეა_თუმცა შეშფოთებულმა დაამატა-ის ხომ მეგობრად მთვლის?
-ღმერთო ასეთი სულელი როგორ ხარ, პირველივე დღიდან უყვარხარ, ვერც წარმოიდგენ შენ და დათოს როგორ გიყურებდათ ხოლმე, ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა როცა გჭირდებოდა, შენს ყველაზე ძვირფას ყვავილებს გჩუქნიდა და ბოლობოლო აბეზარი დათო მოგაშორა.
-მოიცა დათო ნიკუშას გამო აღარ ჩანს?
-შენ რა ვერ მიხვდი? ასე აპატიებდა შენთან ისე მოქცევას? იმ ელემენტარულს მაინც ვერ მიხვდი შენს გარდა ნიკუშას რომ არავის აძახებინებს? სულ ეღიმება როცა გხედავს და სულ ცდილობს მეტი დრო გაატაროს შენთან.ბრმა ხარ რა_საბოლოოდ დაუყვირა ნერვებ მოშლილმა და კარადა გამოაღო აეროპორტში წასასვლელად რომ მომზადებულიყო. ლილია კი გაფართოებული თვალებით ჩაჯდა პუფში და ნიკუშას გაცნობის დღიდან დაიწყო გახსენება მოვლენები ერთმანეთთან რომ დაეკავშირებინა.
ნერვიულად მიმოდიოდნენ გოგონები და რეისის დაფრენას ელოდნენ რომელიც უკვე ნახევარი საათით იგვიანებდა და ნინია ლამის ფრჩხილების ჭამაზე გადავიდა რუგზაკ მოკიდებულ გაბრიელს რომ მოკრა თვალი. ერთი შეკივლა და მთელი ძალით გაიქცა და ზედ შეახტა. სიცილით მოხვია გაბრიელმა ხელები და მონატრებულ ტუჩებს დაუწყო ძებნა.
ნინიას კივილზე ლილიამაც მოიხედა და პირდაპირ მომღიმარ ნიკოლოზს გაუსწორა თვალი. როგორ მონატრებია, ასეთი ბრმა როგორ იყო, აქამდე როგორ ვერ მიხვდა. ისიც ღიმილით გაიქცა და გულში ჩაეკრა ბედნიერ ნიკოლოზს.
-მომენატრე ნიკუშ, ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე ლილია მეც, ნეტა არ წავსულიყავი, თურმე ეს ორი კვირა არაფერში მჭირდებოდა ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. გაღიმებულმა მოკიდა ლოყებზე ხელები და თვალებით მოეფერა. უცებ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ლილია მაგრამ შემდეგ გაეღიმა, თვალები აუბჭყვიალდა და მის სახეზე დადებულ ხელებს ზემოდან თავისი დაადო.
-რატომ არაფერი მითხარი?
-მეშინოდა ლილი მეშინოდა, შენი პასუხის, ჩემი თავის, გრძნობის, შენი გულგრილობის, ყველაფრის, მაგრამ ამ ორ კვირაში უშენოდ ისე დაეკარგა ყველაფერს ხალისი მირჩევნია იცოდე რომ მიყვარხარ და ხელი მკრა ვიდრე არიცოდე და ვინერვიულე იქნებ რომ ცოდნოდა ბედნიერები ვყოფილიყავითთქო._შუბლი შუბლზე მიადო და ისე ამოისუნთქა ნიკუშამ.
-და რატომ გგონია რომ ვაპირებ ხელი გკრა?_მრავალმნიშვნელოვნად აუწია წარბი გაბრიელს და თითონაც მოხვია ხელები ნიკუშა რომ მთელი ძალით ჩაეხუტა.
ოთხივე ერთად ისე ასხივებდნენ ბედნიერებას, ყველა მაშინვე ატყობდათ სიყვარულს. ნიკუშა ეჭვიანი არიყო, არც ერთხელ მოუწყვია სცენა და არც რამე დაუშლია. რაც ლილიადან სიტყვა მიყვარხარ გაიგონა ისე ენდობოდა როგორც საკუთარ თავს, ორივემ იცოდა სიყვარულის ფასი და რაიმე სისულელის გამო ერთმანეთის დაკარგვას არ აპირებდნენ. ყველგან ერთად უწევდათ სიარული და უკვე სამი თვე იყო ერთმანეთის გარეშე არავის ენახა. თანამშრომლები ყველაზე მეტად იმიტო აფასებდნენ ლილია ისევ უბრალო, რიგით გამყიდველად რომ დარჩა ნინიას მსგავსად და შეყვარებულის ხარჯზე დირექტორობა არ მოინდომა.
ყვავილებს რწყავდა ერთ დილით ნინიასთან ერთად მის განყოფილებაში, ნიკუშას ყვირილს გაბრიელის გინება რომ მოყვა. გაკვირვებულმა გადახედეს ერთმანეთს და ოთახისკენ გაემართნენ. ორივე ისეთი სერიოზული სახით დახვდა თითონაც გადმოედოთ.
-ამხელა ვიყვირეთ?_შეწუხებულმა დახედა მასზე მოხვეულ შეშინებულ ლილიას ნიკოლოზმა და იგრძნო ნელნელა როგორ მშვიდდებოდა.
-ჩვენი პარტია დაიკარგა, სწორედ ის 3 დღეში რომელიც უნდა მიგვეღო_დაუსმელ კითხვაზე უპასუხა გაბრიელმა ნინიას.-ისევ წასვლა მოგვიწევს ჯანდაბა_ხელი მოხვია ნინიას და ახლოს მიიკრა თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. უხმოდ წამოუვიდათ ცრემლები გოგონებს, ვერ ეტყოდნენ არ წახვიდეთ და ჩვენ გამო გაკოტრდითო.
-რამდენი ხნით?_ჩუმად იკითხა ლილიამ
-გასარკვევია. გერმანიიდან წამოსული რომელ ქვეყანაში გაკეთდა ბოლო რეგისტრაცია და ისე უნდა მივყვთ._ამოიოხრა გაბრიელმა.
-ისე გაბრიელ თუ წინააღმდეგი არ ხარ სხვა იდეა მაქვს, ნუ ამ ყველაფერს სხვანაირად ვგეგმავდი, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩამეშალა. მოკლედ მე და ლილია წავალთ და შენ ნინიასთან დარჩი_გულში ჩაიცინა გოგოების გაფართოებულ თვალებზე, გაბრიელი კი ყველაფერს მიუხვდა და ხელები აწია.
-გაგიჟდი ნიკუშა? ასი წელიც რომ გავიდეს მამა მაინც არ გამომიშვებს.
-სხვა გზა არ ექნება თუ ჩემი ცოლი იქნები_მშვიდად შეაპარა
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიქნე..... რა ვიქნები?_ლამის გადმოუცვივდა თვალები წინადადების აზრს რომ ჩაწვდა.
-ცოლად გამომყვები ლილია? _ ხელი ჩაკიდა ნიკუშამ._მინდოდა უფრო რომანტიულად და ბანალურად მეკითხა, ჯვრი დაგვეწერა შენთვის გაზაფხულის ჰოლანდია მეჩვენებინა იქაური ყვავილებით, მაგრამ ვფიქრობ ასე უკეთესია, საქმე მხოლოდ ორი დღე გვექნება დანარჩენი დრო ჩვენს ხელშია, ასეც უკეთესია ვითომ საქმისთვის ნახევარ ევროპას მოვივლით და დავისვენებთ.
-ამდენი ლაპარაკი საჭირო არიყო, შენი აზრით უარს გეტყდოი?_ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ლილიას და ორი გიჟის შემოხვევაც იგრძნეს. მათი ცხოვრება სულ სხვა ეტაპზე გადადიოდა.
ამის შემდეგ იყო მშობლების ბედნიერი სახეები, მეჯვარეობისთვის მომზადებული ნინია და გაბრიელი, წუწუნებდნენ ბავშვი მოსანათლად რომელმა დავთმოთო, იყო ფერიასავეთ ლამაზი პატარაძალი გვირილების გვირგვინით და თვალებგაბრწყინებული ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სიძე. იყო უბრალო, მაგრამ ბედნიერებით აღსავსე ჯვრისწერა, აეროპორტის გზა და ისევ გაცილებით გამოწვეული ცრემლები, ამჯერად ბედნიერების. იყო უბედნიერესი ორი კვირა ევროპაში და როგორც იქნა მონატრებულ სახლში დაბრუნებაც.
-ერთი სული მაქვს ჩემს ყვავილებს როდის ჩავეხუტები, ნეტავ ნინია მარტო როგორ გაწვდა ყველაფერს?
-აი მივალთ და ვნახავთ, წარმომიდგენია გაბრიელი რა გაწამაწიაში იქნებოდა_ჩუმად უჩურჩულა ნიკუშამ და სწორიც აღმოჩნდა. წინ და უკან დარბოდა მითითებებით გაბრიელი ნინია შეკლული ყავდა და ამ დროს ნიკოლოზიც დაინახა.
-გვეღირსა გვიკადრეს, გამოჩნდით ხალხნო დაგვაწყდა ნერვებიი_ უცებ გადაეხვია და სიტყვაც არ ათქმევინა ნიკოლოზს ისე გააქცუნა კაბინეტისკენ. მონატრებული გოგოები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ჭორაობა გააჩაღეს გახსნამდე ქონდათ რამდენიმე წუთი.
-ეს ვინ არი?_წარბებ აწეულმა იკითხა ლილიამ
-გოგო ნათია ხო გახსოვს, დეკრეტში რომ უნდა გასულიყო და იმის შემცვლელია ალბათ, მაგრამ ასეთ ვიდზე მე გაბრიელთან არ დავტოვებდიი_და თვალი წარბშეკრულმა გააყოლა. ლილიას სიცილი აუტყდა, მაგრამ დასერიოზულდა კაბინეტიდან გამოსულ გაბრიელს რომ შეხედა.
-ნიკუშა ატარებს გასაუბრებას?_ეჭვიანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამჯერად ქალბატონის კარგა გვარიანად ამოღებული დეკოლტე რომ დაინახა წარბი შეკრა.
-უჰ მე სად მქონდა ნერვები, ნინიას სცენებს მოვაწყობინებდი? ეგრევე მივხვდი რა ტიპისიც იქნებოდა_და სიცილი აუტყდა, ნინიამ რომ მუჯლუგუნი კრა მერე მიხვდა რაც წამოოშა_კაი რა ლილია არამონია ბეჭედს ვერ შეხედოს გიბრწყინავთ თითებზე_ საფეთქელთან აკოცა და მაღაზიის გასაღებად გაეშურა. ნახევარ საათშიც რომ არ გამოჩნდა ქალბატონი აი მაშინ კი გაემართა კაბინეტისკენ და დაუკაკუნებლად შევიდა, ბოლოსდაბოლოს ქმარიაო გაიფიქრა და ზუსტ დროსაც შევიდა. ქალბატონს მისი ნიკუშა კუთხეში ფანჯარასთან ყავდა მიმწყვდეული და მოთხაპნილი ტუჩებით კოცნას ცდილობდა, ნიკუშას თავი ლამის ფანჯარაში ქონდა გადაყოფილი ისე ქონდა უკან გადაწეული და ლილია რომ შევიდა ზუსტად მაშინ აკრა ხელი გოგოს მკლავს თავი რომ გაენთავისუფლებია და ლამის ბოლო ხმაზე იღრიალა:
-შენ რა ბეჭედს ვერ ხედავ თუ უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა კაცს ცოლი ყავს თუ არა?_პირის დაღებას აპირებდა გოგო ლილიამ რომ მიაჯახუნა კარები. ორივემ ერთად შემოხედა, გოგომ კი ტუჩები დაპრუწკა, ხელი შეუშალეს.
-ნიკუშა ცოლი ახსენე?_ღიმილით გადახედა გოგოს ლილიამ და ურცხვად ჩაუჯდა ქმარს კალთაში მანაც მაშინვე მოხვია ხელები.
-ხო გახსენე ვიღაცეებმა რომ გაიგონ, რომ ყველა ცოლიანი კაცი საყვარელს არ ეძებს.
აბზუებული ცხვირით გავარდა ქალბატონი გარეთ და ოთახშიც კი შემოაღწია ნინიას ხმამ იმხელაზე იცინოდა.
-კარგია რომ მიხვდი რაც ხდებოდა ლილ, თორე გავაფრენდი ცუდად რომ გეფიქრა.
-ხომიცი რომ გენდობი ნიკუშა, უბრალოდ ახლა მივხვდი რა მესაკუთრეც ვყოფილვარ, გადარჩა ასე რომ გავუშვი და არ გავპუტე. რა მემართება, ჯანდაბა, ადამიანის გაპუტვა არასდროს მდომებია._გაფართოებული თვალებით ამოხედა ნიკუშას და გაუკვირდა რა აცინებსო.
-შენ რა ქმარზე ეჭვიანობ? ისე საყვარელი კი ხარ მაგ დროს ვეცდები ხშირად მოგინახო მიზეზი_ ხარხარში გადაუვიდა სიცილი ნიკას და ხელიც მოხვდა ბეჭებზე
-ნიკუშაა კარგი რაა.
მთელი ორი თვე ავსებდნენ ერთმანეთს ბედნიერებით, ერთხელაც კი არუჩხუბიათ, ისე აწყობილად მოქმედებდნენ სამსახურშიც და სახლშიც, საჩხუბარი მიზეზი აღარ ქონდათ. ერთადერთი რაც ლილიას ბოლო კვირა აწუხებდა მომატებული თავის ტკივილი და თავბრუსხვევა იყო, ერთხელ ისე დაუბნელდა თვალებში თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. ყურადღებას არც მიაქცევდა რომარა ერთი შემთხვევა მამამისთან სახლში.
მურთაზი მარტო რომარ დარჩენილიყო ცდილობდნენ მასთან ხშირად მისულიყვნენ. იმ დღესაც ლილია მამასთან მივიდა საჭმელი რომ გაეკეთებინა.
-მამი მოვედი სად ხარ?_პასუხი რომ ვერ მიიღო მურთაზმა სამზარეულოში შეაბიჯა და ჩაიკეცა, წაქცეულ ლილიას დანახვაზე მარიამი, სისხლის გუბე და სიკვდილი გაახსენდა. ხმა ვეღარ ამოიღო, ვერც გაინძრა, ალბათ ორი წუთი დასჭირდა ტელეფონი რომ ამოეღო და სასწრაფოდ აეკრიბა ციფრები.
-მოვდივარ სიმამრო, უჩემოდ არც გაბედოთ ჭამა სასწაულად მშია_თვალები დაეხუჭა ნიკოლოზის ხალისიან ხმაზე.
-ნიკოლოზ ის..... ლილია... ნიკოლოზ მარიამივით... ისიც .... ალბათ მასაც..._სათქმელს ვერ ასრულებდა.
-უკვე მოვედი_ ჩამწყდარი ხმით ამოთქვა ნიკოლოზმა და ორ წამში მართლაც შემოაბიჯა. მურთზისგან განსხვავებით არ დაიბნა, ცრემლები გადაყლაპა, ხელი მოხვია ძირს გაწოლილ ლილიას და საავადმყოფოსკენ გააქანა. გზიდან დაურეკა გაბრიელსაც, მის გარეშე ამ ამბავს ვერ გადაიტანდა. კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, არ მოხდებოდა, ასე არ შეიძლებოდა, მათ ვერ დამართებოდათ, ლილია ხომ ისედაც იტანჯა დედამისის გამო. ასე ღმერთი ვერ დასჯიდა.
-მოვედი ნიკუშ აქ ვართ,_ ნინიასთან ერთად შემოაღო კარი გაბრიელმა და ძმას გადაეხვია_ყველაფერი კარგად იქნება.
-ექიმს ვუცდით, სადაცაა გონს უნდა მოვიდეს და ანალიზები აუღეს და პასუხებს ელოდებიან. არ მჯერა რომ სიმსივნე აქვს. სანამ ექიმი თავისი პირით არ იტყვის, არვიცი ლილიას ვერავინ წამართმევს, მის გარეშე გავგიჟდები_პირველად წამოუვიდა ცრემლები ნიკოლოზს მის ცხოვრებაში და სულაც არ ცხვენოდა ამისი.
-აბა როგორ ხართ?_ექიმის შემოსვლა და ლილიამაც ნელა გაახილა თვალი. უცებ ვერ მიხვდა რაც ხდებოდა მაგრამ მალევე გაიაზრა.
-გონება დავკარგე?
-ხო ლილია მამაშენმა გიპოვა, ეს შენი ნეიროქირურგია.
-ნეიროქირურგი? მეც მეც დედასავით?_ვეღარ დააბოლოვა ისე გამოხედა ექიმს რომელიც სულაც არ უმზერდა მოწყენილი.
-არინერვიულოთ, მოდი ჯერ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თქვენმა მეუღლემ მითხრა ნეიროქირურგთან მოსვლა რატომაც გადაწყვიტეს, მაგრამ ახლა თქვენ მინდა მიპასუხოთ, დიდი ხანია თავბრუსხვევა გაწუხებთ?
-უკვე ერთი კვირაა_ჩუმად ამოიჩურჩულა და დამნაშავეს სახით გადახედა ნიკოლოზს.
-სხვა სიმპტომები?
-თავის ტკივილი, და რამდენჯერმე დილით გულისრევის შეგრძნება.
-ლილია ასე როგორ დამიმალე, ჩემ თავს ვერასდოს ვაპატიებ, რამე რომ მოგსვლოდა? მთელი კვირა ხმა როგორ არ ამოიღე, ან მე როგორ ვერ შევამჩნიე_ ექიმი ღიმილით უყურებდა როგორ ეფერებოდა წყვილი ერთმანეთს და ლოცულობდა ანალიზები კარგი ყოფილიყო. სწორედ იმ დროს შემოაღო კარი ექთანმა და ფურცლები გადასცა.
-ასეც ვიცოდი_თვალები გაუბრწყინდა_ჩემთან არაფერი გესაქმებათ, აი თქვენ ეს პასუხები და გინეკოლოგი ერთი სართულით დაბლაა, მასთან მიდით.
-კი მაგრამ_სულ დაიბნა ნიკოლოზი.
-სიმსივნე არ გაქვს საყვარელო, უბრალოდ ორსულად ხარ_ლოყაზე ხელი ჩამოუსვა პაცინტს დაოთახი დატოვა.
ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა და გაფიქრა რომ გადარჩა, სიმსივნე არიყო, სწორედ შემდეგ გაიაზრა ექიმის სიტყვები და ატირებულ ლილიას დახედა:
-რა ხაროო?
იმ დღეს ნინიას ბედნიერი ყვირილი და სიცილი მთელ სართულზე ისმოდა. სართულზე, რომელიც ნეიროქირურგიას მიეკუთვნებოდა, უმძიმესი პაციენტები იწვნენ და რამდენიმე საოპერაციოში სიკვდილსაც ებრძოდა. ახლობლებმა, რომლებიც ავადმყოფებს ახლდნენ, წამით დაივიწყეს მათი ტკივილი, ყველამ წამით ბედნიერმა გადახედეს ერთმანეთს, ვიღაც ბედნიერი იყო, ვიღაცას ქონდა იმედი და იმის მუხტი ასე ბედნიერად დაესრულებინა დღე, ქონდა შესაძლებლობა ცრემლები სიხარულის წამოსვლოდა და არა ტკივილის. წამით გაბედნიერებულებმა გააყოლეს თვალი დერეფანში მიმავალ ახალგაზრდა წყვილს, რომლებიც გოგონას მუცელს ეფერებოდნენ და ბედნიერი, აცრემლებული თვალბით უყურებდნენ ერთმანეთს, წინ ხომ მთელი ცხოვრება ქონდათ...



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

მიყვარს მე ოთხივეეე განსაკუთრებით ნიკუშა თავისი სითბოთი, ადრე ვკითხულობდი გამიხარდა სრულად რომ დადეეე.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian lamazi da pozitivit savse istoriaa, gamatbo, mraval karg dgeebs daescari, yochag

 


№3  offline მოდერი zia-maria

კარგი იყო,ძალიან მომეწონა.პერსონაჟებიც ძალიან კარგად გყავს შერჩეული,ოთხივე ერთმანეთს ავსებს. kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგი იყო მადლობა შენ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent