შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (28 თავი)


7-04-2018, 22:08
ავტორი Stranger things
ნანახია 1 812

რამდენიმე საათის შემდეგ უკვე სასტუმროში ვიყავი და ყველა სურათი ერთდროულად ტრიალებდა ჩემს გონებაში,მისი ისტორია, ტკივილისგან მოკეცილი მერი,მის სახე...წავედი.... მისგან კი არა მასთან წავედი...გახსნილ ფარნჯარაზე იდგა, ნებისმიერი სხვის დანახვისას სიტყვა „სუიციდი" მომივიდოდა თავში,მაგრამ ის ხომ მერი იყო...ჩემი მერი...თითქოს იგრძნო, ლაპარაკი დაიწყო.
-დავიკარგე...ტკივილი...სხივები ჩაქრა...ტკივილმა მომიცვა, სიყვარული წამართვა...იმ დღიდან...წლების განმავლობაში,ჩემი მზე ჩაქრა....-თვალები დახუჭულ ჰქონდა.-შავ უფსკრულში ჩავიძირე...ძალიან ღრამდ ჩავიძირე...დავიკარგე...სამყარო გაიყინა...ვეღარ ვიგებდი მის ფეთქვას და ვეღარც მე მგრძნობდა... სიბნელეში დავიკარგე...ჩემი ნაწილი მომწყდა,ყველა შავი ჩრდილი მე შემომეხვია...დედამიწაზე ჩემი ადგილი აღარ იყო... ეს მწუხარება, სასოწარკვეთა...ჩემში გავრცელდა...მთლიანად მომიცვა...ვიცოდი,რომ მკლავდა,მაგრამ მჭირდებოდა... ეგოისტურად მჭირდებოდა...მჭირდებოდა,რომ რამე მეგრძნო... თუნდაც ტკივილი...დავიკარგე...შავ უფსკრულში დავიკარგე... იმ დღეს უნდა მომკვდარიყავი...მან...ანდრემ გადამარჩინა და ამით ბუნებას შეეწინააღმდეგა...ბუნებამ კი ჩემი უარყოფა დაიწყო... ჩემში სიბნელეა...ჩემში ტკივილა...არ გჭირდები...არ გიმსახურებ... დღეიდან ყოველ დღე...გეფიცები,არ დაგივიწყებ...ცოტა ხნის წინ მივხვდი,რომ არ წახვიდოდი...მე...მე ჩემ თავს ვარწმუნებდი,რომ წახვიდოდი...მინდოდა,რომ წასულიყავი...არ გიმსახურებ...სულის შეძვრამდე დაკარგული ვარ...ვეღარ მიპოვი...ტკივილამდე დაკარგული ვარ...ეს სიბნელეა...ამდენი წლის შემდეგ,ჩემში ისევ გრძნობებია და მე ვიცვლები...ვმოძრაობ...სწრაფად ვმოძრაობ... ეგოისტი ვარ...მაგრამ მინდა გითხრა...მიყვარხარ...დღეიდან... სამუშამოდ...იმ ღრმულშიც ჩამოაღწიე...მაგრამ ძალიან ღრმად ვარ...ვერ შეგეხები....დავიკარგე...გესმის?!დავიკარგე...
-არ მაინტერესებს.-ვუთხარი და ფანჯრიდან ჩამოვიყვანე, მთელი სხეულით მივიკარი.-შემიძლია...შენთვის ყველაფერი შემიძლია... ჩემში ხარ...იმ ღრმულს არ დავანებებ...ჩემი ხარ...დღეიდან ჩემი ხარ...მე შენში ვარ დაკარგული...ვეღარ მომიშორებ...მიყვარხარ... ძვლამდე მიყვარხარ...
შუბლი შუბლზე მომადო,სახეზე ხელები მომიჭირა...ძალიან ძლიერად მომიჭირა,ვიცოდი,რომ იმ წამს თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, ებრძოდა...
-არ გამიშვა...-დაიჩურჩულა, თითქოს მანამდე სხვა ლაპარაკობდა და ახლა მერიმ აჯობა და ორი სიტყვა ამოთქვაო.
-წამოდი.-ინ წამს ზუსტად ვიცოდი სად მიმყავდა,ზუსტად ვიცოდი რის გაკეთებასც ვაპირებდი.
უკანა სავარძელზე დავსვი. გზას არც უყურებდა,ღრამად იყო ფიქრებში წასული.მანქანა თოვლით დაფარულ მინდორზე გავაჩერე და ვუთხარი:
-გადმოდი.-მიმოიხედა და სახეზე საშინელი ტკივილი გამოესახა.
-ალექს...
-ჩემ გამო გადმოდი.
-მეშინია...
-აქ ვარ...-ვუთხარი,უკან გადავიხარე და ლოყაზე მთელი გრძნობით ვაკოცე.
კარი გავუხსენი,ხელი მაგრად ჩავჭიდე და ისე ავიყვანე,რომ თოვლს არ ეხებოდა,შემდეგ ნელა დავსვი მიწაზე,ისე დაიკვნესა, თითქოს დანა გაუყარესო.
-შემომხედე.-ვუთხარი და თავი ავაწევინე.-ძალინ ღრმად ვარ...აღარ გაგიშვებ.
ამდენი ხნის მოწყურებულ ტუჩებზე დავეწაფე, მხოლოდ ის იყო ჩემთვის...მხოლოდ ის...სიტყვები,ფერები,სამყაროც კი გაქრა... მხოლოდ ის დარჩა...ჩემი მერი...
-მინდა იცოდე,რომ შეიძლება თოვლში დაკარგე სიყვარული, მაგრამ თოვლშივე იპოვე ის.-ვუთხარი როდესაც მის ტუჩებს მოვშორდი.-ჩემი ხარ...თუ გინდ თან ტკივილი და ის შავი ღრმული მოგყვეს...ჩემი ხარ...იცოდე...ამ წამიდან მეც შენთან ერთად ვარ მაგ ღრუმლში.
-მაინც...მაინც მიპოვე ალექს...-მითხრა და კიდევ ერთხელ იპვა ჩემი ტუჩები...ვკოცნიდი და ვიცოდი,რომ ვეღარ გამექცეოდა,იმიტომ რომ მე უკვე მასში ვიყავი,ის კი ჩემში იყო.
-ხომ გეუბნებოდი...გიპოვე...მიყვარხარ...მაგ ღრმულშიც მიყვარხარ.-ხელები მაგრად მოვხვიე და ვიგრძენი,როგორ გააკანკალა.-შეგცივდა?გაკანკალებს.
-არა მგონია მთლად მაგის ბრალი იყოს.-ჩემს კისერში ჩაიცინა.
-მაინც უნდა წაგიყვანო.-ხელები ძლიერად მოვხვე და წინა სავარძლისაკენ წავიყვანე.
-არა.-მითხრა და ისევ უკანა სავარძელზე დაჯდა.მე გამეცინა, რაღაცეები მაინც არ იცვლებოდა.
-ახლა მინდა,რომ შენი ხელი მეჭიროს,მაგრამ მანდ ხარ.-ვუთხარი შუა გზაში.
-მაგაზე დარდობ?-ხელი გადმოყო და ჩემს თითებში შეაცურა.-სად მივდივართ?
-სიურპრიზია.
-ოჰ არა...ელენე ინერვიულებს.
-ისიც იქაა.
-რა?!
-აბა თუ გამოიცნობ სად ხარ...
-ისე...მართლა სად ვართ?-მკითხა დაეჭვებულმა.-ნუ...როცა წამომიყვანე დაახლოებით ექვსი საათი იყო...ახლა კი ღამეა... ბაკურიანში ვართ?
-კი გენიოსო.-გავიცინე და ხელზე ვაკოცე.
-ანუ...აქ ვაპირებთ დასვენებას?
-მოგწონს?
-თუ შენც ხარ....-თქვა და სარკეში დავინახე როგორ გაწითლდა.
-ქორწილი ოთხ დღეშია,ამიტომაც მხოლოდ სამი დღით დავრჩებით.
მანქანა ლამაზ სახლთან გავაჩერე, რომელიც გოგოებმა საგანგებოდ შეარჩიეს.
-ძალიან ლამაზაია.-თქვა მერიმ და ხელი მაგრად ჩამკიდა.
-ნინი...-ერთი სიტყვით ავუხსენი ყველაფერი.
-სხვას არც ველოდი.-გაეცინა.
სახლში შესულები არ ვიყავით,რატი რომ გამოექანა პატარა ბავშვით.
-აი მარამი ნათლიაც მოსულა.-თქვა და მარამს ცალი ხელი მოხვია,უკან ნინი მოჰყვებოდა.
-ნათლია?-მერის გაუკვირდა.
-ვიფირე,რომ კარგი ქნებოდა თუ...-დაიწყო ნინიმ დაბნეულმა.
-კი...რა თქმა უნდა,გამიხარდება.-თქვა მარამმმა და ნინის მოეხვია.-რატომ არ მითხარი თუ შვილი გყავდათ?
-უბრალოდ,ისე გამიხარდა შენი ჩამოსვლა,რომ დამავიწყდა მეთქვა
-რა ლამაზი ხარ.-მერიმ რატის ბავშვი გამოართვა.-რა ჰქვია ჩემს ანგელოზსო...-იმ წამს იმდენად ლამაზი იყო,რომ მომინდა ფოტო გადამეღო,მის თვალებში უამრავი ემოცია იკითხებოდა.
-ანდრე.-მორცხვად თქვა ნინიმ.
-ანდრე...-გაიმეორა მერიმ თვალცრემლიანმა.-ვიცი...მეც მენატრება - ნინის მოეხვია თავისუფალი ხელით.
-არ გვინდა...-ნინიმ ცრემლები მოიწმინდა.-გვეყო...ახლა უნდა გავერთოთ...ასეა არაა დედიკოს ბიჭო?-თქვა და მერის ბავშვი გამოართვა.-ახლა უნდა დაიძინოს ჩვენმა ანგელოზმა.
-ნინი...-თქვა მერიმ დაბნეულმა.-შეიძლება მე დავაძინო?
-კი,რა თქმა უნდა...აი იქ.-უთხრა და ბავშვის ოთახზე მიანიშნა.
მერიმ ბავშვი შეიყვნა და საწოლში ჩააწვინა,თვითონ იქვე ჩამოჯდა ბავშვის საწოლის რწევა დაიწყოდა თან რაღაცას ღიღინებდა.
-შეიძლება შემოვიდე?-ვკითხე ჩუმად. მან თავი დამიქნია,მე ოთახში შევედი, გვერდით მივუჯექი და სახეზე მოვეფერე.
-რა ლამაზია.-დაიჩურჩულა და სიმღერა დაასრულა,ბავშვს უკვე ტკბილად ეძინა.
-გარეთ გავიდეთ?
-გავიდეთ...
მისაღებში გავედით და დივანზე დავსხედით,ამ დროს ოთახში ელენე შემოვარდა.
-საშინელება მოხდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent