ჩემი დემონი (8თავი)
8თავი უკვე ერთი კვირაა სამსახურიდან წამოვედი, ფული მეყოფა 1 ან 2 თვე მერე აღარ ვიცი რას ვიზამ, ისევ ყველაფერმა იმედი გამიცრუა, მთელმა სამყარომ, აქ დარჩენა არ მინდა მაგრამ ვცდილობ, გამუდმებით მიზეზს ვეძებ ამისთვის, ჯერჯერობით ვერ მიპოვია, ეს 1 კვირა ყველაზე საშინელი, დიდი იმედების გაცრუების კვირად მექცა, ისევ ფიქრებით რომ რამე შეიცვლება, მაგრამ არაფერი, თითქოს არსად არ ვცხოვრობ, თავს კომფორტულად ვერსად ვცხოვრობ, ხშირად ძებნას ვწყვეტ და წიგნებში ვიძირები, რომ აღმოვაჩინო ჩემი თავი მათში, ეს შვებას მგვრის და საკუთარ თავთან ბრძოლაში სტიმულს მაძლევს, მაგრამ მაინც ვერ მკურნავს ჩემს კითხვებზე პასუხებს კვლავ ვერ ვიგებ, ეუსი არ მოდის, არაფერი მესმის, ლამისაა გავგიჟდე, ყოველ დღე წარმოვიდგენ როგორ ვიკლავ თავს, მერე კი ძალას ვიკრებ და აღარაფერზე ვფიქრობ, ზუზუს და ლილესაც აღარ ვნახულობ, იშვიათადღა თუ დავურეკავ, მაშინაც ჩვენი საუბარი დიდხანს არ გრძელდება, როგორც ადრე, სამწუხაროდ ბევრი მესმის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა მჭირს, რას ვგრძნობ და რას ველი. ისევ მორიგი უაზრო დღის დილა გათენდა, კვლავ უენეგიოდ ავდექი და ჩავიცვი, შემდეგ ავიღე ფული და მაღაზიაში წავედი. "ეუს..." ჩამესმოდა ყურში მთელუ გზა, ჩემი ხმა იყო, მე ვეძახდი ეუსს, მაგრამ მხოლოდ მე მესმოდა, ვიცოდი სადღაც ახლოს იყო, ვიცოდი კიარა ვგრძნობდი, რამოდენიმეჯერ გავჩერდი, გარშემო მიმოვიხედე და შემოდგომისფერი ქალაქის გარდა ვერაფერი შევნიშნე ნაცნობი, ჩემი უბნის მაღაზიაში არ წავსულვარ, გადავწყვიტე გამესეირნა, სახლში გაძლება აღარ შემეძლო, ბევრიც ვიარე ფეხით და ამ დროის განმავლობაში გამუდმებით ჩამესმოდა ჩემი ძახილი "ეუს" ჩემი სახლიდან მოშორებით რომ ვიყავი გზის იქით მაღაზია დავინახე, მანდვე მიწისქვეშა გადიოდა, მაგრამ მივხვდი რომ ეს იმ მიწისქვეშათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებშიც არ უნდა ჩავსულიყავი, გზაზე გადავირბინე და მაღაზიაში შევედი, იქიდან გამოსვლისას კიბეებზე ჩამოვჯექი გზაზე მოძრავ მანქანებს ვაკვირდებოდი და ყველა მძულდა, მანქანებიც და ისინიც ვინც მათ ატარებდნენ, რა სამწუხაროა, ასეთი არ ვიყავი, ნუთუ ასე ადვილად შევიცვალე? ასე ადვილად იქცა ზრდილობიანი გულუბრყვილო გოგო, ალქაჯად რომელსაც ყველა სძულს? იქნებ არასწორედ მესმის, ან შეიძლება სწორედ მესმის მაგრამ არ უნდა მესმოდეს, ეს არაა ნორმა, მე დავრწმუნდი რომ არსებობს რაღაც სიღრმე სადამდეც ადამიანი არ უნდა მივიდეს, ამ დროს ცხოვრება აზრს კარგავს, მაგრამ ნუთუ ზომბებივით უნდა ვცხოვრობდეთ და სიმართლე არ უნდა გვესმოდეს? რა არის სწორი, რა არის თანაფარდობა, რა... რაც მეტს ვფიქრობდი ამ საკითხზე მით მეტი კითხვა მაწუხებდა, ამიტომ გადავწყვიტე მეპოვნა არა კარგი ადგილი საფიქრელად, არამედ კარგი ადგილი იმისთვის რომ არაფერზე მეფიქრა, ავდექი და გზაზე მიწისქვეშათი გადავედი, ჩასვლისთანავე მივხვდი რომ ეს ადგილი არ გამოდგება მისი სუნიდან გამომდინარე, მაგრამ სხვას არც ველოდი, აქაურობა ჩაბნელებული იყო და მეც სწრაფი ნაბიჯებით მივიწევდი წინ, უეცრად ვიგრძენი რომ გვედზე სწრაფად სილუეტმა ჩამიარა, შავებში იყო ჩაცმული, მაგრამ რომ მომიახლოვდა შემომხედა და მისი თვალები დავინახე, ის ეუსი იყო, ის იმ მხარეს წავიდა საითკენაც მე მივდიოდი, მაგრამ იმდენად უეცრად მოხდა ყველაფერი რომ გვიან გავიაზრე და მხოლოდ მაშინ გავეკიდე როცა უკვე კიბეებზე ადიოდა, მეც გავეკიდე - ეუს... - დავიძახე მაგრამ არც კი შემომხედა ნერვიული ნაბიჯებით აცდა ბოლო ჯიბესაც და ჩემს თვალსაწიერს მიეფარა, მეც მალევე მივყევი უკან, მაგრამ ის გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, აქეთ იქით ვიყურებული დაბნეული, გარშემო არც ისე ბევრი ადამიანი იყო, მე კი მიკვირდა თუ სად გაქრა ეუსი,ჯერ ერთ მხარეს გავიქეცი, მერე მივბრუნდი და საპირისპირო მხარეს წავედი, მაგრამ არაფერი მინახავს, გაქრა, ასე უბრალოდ, თითქოს არც არასდროს ყოფილა, მეც ისევ ტროტუარზე ჩამოვჯექი და ადგომა აღარ შემეძლო, ვეღარ ვმოძრაობდი. - ელენ... - ხმა თითქოს შორიდან ექოდ მოდიოდა, გავშრი ეს ბგერები ეუსის იყო, თავბრუდამეხვა, მოძრაობის უნარი სრულიად წართმეული მქონდა, თითქოს ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, კი არასდროს გამომიცდია ეს გრძნობა მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივეს ვიგრძნობდი რაც მაშინ ვიგრძენი, სუნთქვა გამიხშირდა, მივხვდი რომ ეს მისი ხმის გაგონებით გამოწვეული აფორიაქება არ იყო და რაღაც უჩვეულო ხდებოდა, ბოლოს როგორც იქნა შევძელი მაღლა ამეხედა, სილუეტს კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ის იყო, 2 ეუსი, ეს რათქმა უნდა ჩემი არეული გონების ბრალი იყო. - ელენ... - ხმა კვლავ შორიდან გაისმა თითქოს გამოქვაბულში დავიკარგე, ის კი შეშინებული შორიდან მეძახდა, კიდევ აგრძელებდა ლაპარაკს მაგრამ მისი ხმა აღარ მესმოდა, გაშეშებული გავყურებდი, ვერც გამომეტყველებას ვიცვლიდი. - "მოკალი" - გავიგე ჩახლეჩილი ხმა, ეს ეუსის არ იყო, - "ჩაარტყი დანა რომელიც ხელში გიჭირავს და ყველაფერს გაიგებ" - ეს ხმა შორიდან არ მოდიოდა, ვხედავდი ეუსის სილუეტი რომ მელაპარაკებოდა, მაგრამ ეს მისი სიტყვები არ იყო, ხელით მეხებოდა, მგონი ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა, მაგრამ ჩახლეჩილი ხმა რომელიც კვლავ მის მოკვლაზე მომიწოდებდა უფრო ახლოდან მესმოდა ვიდრე მისი, ეუსის ნათქვამიდან მხოლოდ ჩემს სახელს ვიგებდი, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო შორიდან ისმოდა, ჩემი გონება ეწინააღმდეგებოდა მას ვისაც ეუსის სიკვდილი უნდოდა, მე კი კვლავ ვერ ვინძრეოდი და ნაცნობი ხმაც გაქრა, მხოლოდ ჩახლეჩილი ბგერებიღა მესმოდა. - "ხო იცი რომ არაფერი მოუვა" - გამომწვევად მითხრა ხმამ, - "რომ მოუვიდეს?" - უპასუხა ჩემმა გონებამ - "ვცადოთ" - ამ დროს ვიგრძენი როგორ გათავისუფლდა ჩემი სხეული, ყველაფერი თვალნათლივ გავარჩიე, მე არ ვიყავი მაღლა ხალხის წინ, აქ მხოლოდ მე და ეუსი ვიყავით, მიწისქვეშაში და კიდევ დანა, რომელიც არ ვიცი იქ როგორ გაჩნდა, მაგრამ იმ მომენტში ამაზე არ ვფიქრობდი - "ელენ, არ დაუჯერო არავის" - ვიგრძენი რომ ჩემი გული გაბოროტებულიყო, მან კი გულში ჩამიკრა, ყინული თითქმის გალღვა, მაგრამ არა, დანას ხელი მოვუჭირე, ეუსმა იგრძნო და მან მე მომიჭირა ხელზე ხელი, მეც მოვდუნი, მაგრამ ჩანაფიქრზე უარი არ მითქვამს, ამ მომენტში რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, მინდოდა სრულიად შემეგრძნო ეს ყველაფერი, დავმტკბარიყავი ამ მომენტით, გული კი კვლავ ბოროტებით იყო სავსე და არაფერი შველოდა, ჩახლეჩილი ხმა აღარ მესმოდა, მხოლოდ ეუსის სიტყვები რომელსაც იმ მომენტში ყურადღებას აღარ ვაქცდვდი - ნუ დაემონები... მაპატიე... ჩემი ბრალია... თავს შევწირავ... ელენ... შენი გული წმინდაა, შენი გული მე მწკუთვის... - როგორც კი ბოლო სიტყვები თქვა, ხელი რომელიც მოდუნებული მქონდა კვლავ დავავლე დანას და ზურგში ჩავარჭე, მისი ხელები ჩემს მხრებე იყო მოხვეული, არ განძრეულა, მხოლოდ ოდნავ შეტოკდა დარტყმის მომენტში, მაგრამ მერე უფრო ძლიერად მომხვია ხელები და უფრო ახლოს მოიტანა თავისი ცხვირი ჩემს ყურთან, მისი სუნთქვა მესმოდა, მის ყოველ მოძრაობას ვგრძნობდი, მისი გულის ცემაც მესმოდა, მაგრამ ის არ გავდა ისეთ ადამიანს რომელსაც 1 წუთის წინ დანა ჩაარტყეს, ის უფრო აფორიაქებულ ცხოველს გავდა, შვილს რომ მოსტაცებენ. - ელენ... - ცოცხალი ხარ? - წამიერად ვინანე ჩემი ჩადენილი, მაგრამ რაღაც იყო ჩემში რაც ამ სინანულის გრძნობას ახშობდა და წინა პლანზე დაუნდობლობას წევდა, ეს მე არ ვიყავი, მაგრამ ჩემში იყო და ჩემს წინააღმდეგობას შედეგი არ გამოჰქონდა, - მე ჰო, მაგრამ შენ შენი ნაწილი დაკარგე, ის მოკალი რაც შენში "შენ" იყო. შემეშინდა, დაუნდობლობის გრძნობის გაჩენას შიშის გრძნობა არ დაუთრგუნავს, ახლა ძალიან შემეშინდა მისი სიტყვების, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ "მე" არ მომიკლავს მხოლოდ დავაზიანე, მაგრამ ის მაინც ებრძოდა ცუდს ჩემში და ესვე იწვევდა შიშს, რომელსაც მისი სიტყვების გაგონებიდან ვგრძნობდი, რაღაც ისეთი ხდებოდა რაც ჯერ არ გამეგონა - დაშავდი? - ვიკითხე კვლავ შიშით, თან სურვილი მომეცა კვლავ ჩამერტყა მისთვის დანა - არა, ცივი იარაღი მოვუქნიე კვლავ ოღონდ ახლა ყელის გამოჭრა მინდოდა, მაგრამ გაწევა მოასწრო - არ ქნა, შენთვის აჯობებს, - რატომ? - მე არაფერი მომივა ეს სიტყვები საკმარისი იყო, რომ ბევრი საფიქრალი გამჩენოდა, ამიტომ მეტი არაფერი მიკითხავს, მხოლოდ ნელი მოძრაობით ავდექი და გაკვირვებული დავუწყე ყურება, ჯერ სახეზე ვაკვირდებოდი, ის არ ინძრეოდა, მერე უკან დავუდექი და იმ ადგილს შევხედე, სადაც დანის ჩარყმული უნდა ყოფილიყო მაგრამ არაფერი დამხვდა, გახეული მაიკის გარდა, "ნუთუ ასეთი სუსტი ვარ, რომ მხოლოდ მაიკა გაიხა ჩემი დარტყმულიდან?" გავიფიქრე გონებაში, არ მითქვამს , მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს სახეზე ყველაფერი ამოიკითხებოდა, - წამოდი ელენ შეწინააღმდეგების თავი აღარ მქონდა ამიტომ გავყევი, ვიგრძენი რომ დემონს ჩემში უკვე დაეძინა და ეს ნამდვილი გამოშტერებული მე ვიყავი, რომელიც ეგრევე ატირდა როგორც კი სახლში მივიდა და ყურადღება აღარ მიაქცია იმას რომ ეუსი ჯერ კიდევ არ წასულიყო მისი სახლიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.