შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი (წიგნი 2)


8-04-2018, 23:46
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 148

თავი მეხუთე


"დედაო ღვთისავ...


პალატაში წამლის, ნესტის და ნარცისების სასიამოვნო სურნელი იდგა. ჰო, ნარცისები, ვიღაცას ნარცისები მოუტანია. უეცრად არნახულმა სიხარულმა ამიტანა.
ნუთუ მოვიდა?!
- ფელიააა, ფელიააააა - ავტეხე ხვიხვინი. პალატაში მომღიმარი მედდა შემოვიდა. ასე ოცდაათ წლამდე იქნებოდა, სასიამოვნო ნაკვთები და ლამაზი ღიმილი ჰქონდა.
- დილა მშვიდობისა, ნერვიულო ბიჭუნა - გამიღიმა თბილად. შენთან სიმპატიური მნახველია, გეტყობა ბედი გწყალობს, ვერ გამიგია, ასეთი ლამაზმანის რჩეულს რაღა განერვიულებს
- კონკურენცია - გავუცინე მოღლილად და ამჯერად ვთხოვე სასწრაფოდ შემოეშვა მნახველი- რაო, მჯობია განა? - გადაიკისკისა ცუღლუტად და პალატიდან გავიდა.- ფელიაა, ფელია, ფელიაა ფელიაა - ისმოდა დერეფანში ჩემი ღუღუნი - ნელი, თანაბარი, ოდნავ ნერვიული ნაბიჯები ნელელა უახლოვდებოდა პალატის კარს და როცა სახელური ამოძრავდა, სიხარულისგან ლამის ავჭყლოპინდი, მაგრამ აი გაიღო კარი და გამოჩნდა გიშერივით შავთმიანი, არნახული სილამაზის გოგონა. ფერიას ისე ველოდებოდი, ერთბაშად ვერც ვიცანი, მაგრამ შემდეგ მისი სახის აღქმა დაიწყო თვალებმა და ჩემს წინ ნინო იდგა, დახვეწილი როგორც მუდამ, ლამაზი და მხიარული. ლამაზ სახეზე ეტყობოდა ეტირა, თუმცა ცდილობდა ცრემლები დაემალა მაკიაჟით, თბილად მიღიმოდა, ბოლოს გადამკოცნა და როგორც კი შემატყო როგორ დამწყვიტა გული იმ ფაქტმა რომ ფერია არ მოვიდა, ესევე ჩემს გამხიარულებას შეუდგა.
- უიმე, ბიჭო, შენ ხო არ იცი რა დამემართა - დაიწყო კისკისით - რომ მოვედი შეცდომით სხვა პალატაში გამიშვეს, ამოვედი და ვხედავ ფარდებია ჩამოფარებული. მესმის ვიღაცას როგორ ეფერებიან, როცა სიტყვა ჩემოს მოვკარი თვალი, ვიფიქრე თამომ მომასწრო თქო და გარეთ გამოვედი. კარი ოდნავ ღია დავტოვე, მეთქი რომანტიკას რა სჯობს თქო, თავიდან, სანამ მხოლოდ შენ ლაპარაკობდი, მშვიდად ვისმენდი, მიკვირდა კი, ერთხელაც რომ არ ახსენე სიტყვა სულო, ხმა არ მეცნო შენი, მერე ვიფიქრე ალბათ ოპერაციის ბრალია თქო, მითხრეს ოპერაცია გავუკეთეთო, მაგრამ როცა გოგომაც ამოიდგა ენა, გაკოცა და აშკარად არ იყო თამუნა, მანდ გავცეცხლდი, მოვკიდე ამ ნარცისებს ხელი, შემოვვარდი, ზეაღვმართე თაიგული წერეთლის ქალივით და საომარი ყიჟინით გავწიე ფარდა.
- შე მოღალატევ - შევყვირე და ალბათ ჩაგთხლიშავდი თაიგულს, მაგრამ გოგომ იკივლა და შევყოვნდი.
- რო დავაკვირდი მეოცა - აქ თავი ვეღარ შევიკავე ისეთი სახით ყვებოდა და ავფხუკუნდი - შენ გეცინება და ახლა ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინე, ფარდა გადავწიე, ყვავილი უნდა დაგათხლიშო და კივილზე გავჩერდი. რას ვხედავ, საკაცეზე ოცდაშვიდი ოცდარვა წლის ქერათმიანი, დაკუნთული ბიჭი წევს, საავადმყოფოს ხალათი აცვია, სახე უეჭველი ამ გოგოს წყალობითა აქვს აწითლებული, ზემოდან ორივეს ადიელა აფარიათ, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ მაშინვე შევნიშნე რომ ამ გოგოს არათუ აცვია რამე, უარესიც, იგივე საქორწინო ბეჭედი უკეთია რაც ბიჭს და.. - უკვე ხმამაღლა ვხარხარებდი, აწითლებული დაიკოც ჩემთან ერთად ახითხითდა და განაგრძობდა - ჯერ სად ხარ, ეს იმიტო კი არ კივის თურმე რო შეეშინდა, აინტერესებს მე ვინ ვარ.
უკვე აღარ შემეძლო
- მე კიდე, ვდგავარ აწურული, ხელი ისევე შემეყინა რა მდგომარეობაშიც ავწიე, ბოლოს როგორც იქნა ამოვღერღე: ბოდიშით, პალატა შემეშალა მეთქი. თურმე ნუ იტყვი და ახლადდაქორწინებულთა პალატაში მოვხვდი, პირველ ღამეს არევიათ დავთრები და ახლა პირველი დღით ტკბობას ცდლილობდნენ ჩამწარებული პირველი ღამის სანაცვლოდ - ცრემლებიღა მოგვდიოდა - მაგრამ ეს მუხთალი ბედი ვინმეს გაახარებს დიდ ხანს განა?! აქ ორივე გადავბჟირდით. არც გავჩერდებოდით მაგრამ გულში ძლიერმა ტკივილმა ერთბაშად შემაწყვეტინა მხიარულება. ცრემლები მოვიწმინდე და ჩემს მხიარულ დაიკოს შუბლზე ვაკოცე
- აი, ასე გაჩნდა ნარცისები აქ - დაასრულა ღიმილით
- თავს როგორ გრძნობ? - მკითხა ოდნავ შეშფოთებულმა.
- რა ვიცი, დაიკო, სულ მეძინება, გულახდილად გითხრა აღარ მინდა ყოფნა. არ მოვა, არა?!
- არა, არ მოვა - დამნაშავესავით ამარიდა მზერა ნინომ.
- არა უშავს, შენ ხომ მოხვედი - გავუღიმე თბილად
- დაიკოო - გავეკრიჭე უცბად
- რა იყო, ახლა რაღა მოიფიქრე? - შემომხედა უნდოდ.
- თმებზე მომეფელე ლაა
- ეე, მე რატო?
- აბა ფელია არ ალი და.. - მოვიწყინე
- კარგი ჰოო, ოღონდ აღარ მოიწყინო - გამიცინა ტკბილად
- კაქი, ლაზი ალ მოიწყენს, მალა სეიძლება დაიძინოს - გავეკრიჭე
სასიამოვნო ჟრუამტელმა დამიარა მთელს სხეულში და როგორც ვიყავი მიჩვეული, მეორე ხელი ლოყაზე მივიხუტე, თავი დავადე და ფშვინვა ამოვუშვი. ერთადერთი რაც ძილბურანში დავლანდე ეს დაიკოს ალეწილი სახე და მავედრალი თვალები იყო. ბედნიერად ჩავიხითხითე ნახევრად მძინარემ და სიზმარეთში ჩავიძირე...

*****

- იიიავნანაააა, ვაარდო ნანაააა, იიიიავ ნაანიიიიი ნააააოოო - მისწვდა სმენას ძალზე ტკბილი და გულშიჩამწვდომი ხმა. დედის იავნანაზე ტკბილი არაფერია ბავშვისთვის, ამიტომ მილიონ ხმაში გაარჩევს დედის ხმას, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მთელი სხეულით ვგრძნობდი არნახულ სიმსუბუქეს. საკმევლის, როზმარინისა და მინდვრის ყვავილების სურნელი ვიგრძენი. თვალები ფრთხილად გავახილე. ლამაზ, ხასხასა ხეივანში ვიწექი ახლადამოსულ მწვანე ბალახზე. ტანზე ცისფერი კვართი მემოსა, ისევ პატარა ვიყავი, ცამეტი წლისა, თავი დედის კალთაზე მედო და დედაჩემი უტკბესი ხმით მიმღეროდა ნანას, თან კულულებზე მეფერებოდა. ტკბილად ამოვიხითხითე და ავღუღუნდი
- იიავ ნანაა ვაალდო ნანააა - დედიკო დაიხარა და შუბლზე მაკოცა. ავხითხითდი და გავეთამაშე.
- ტკბილად გეძინა ჩემო პაწაწინა? - მიღიმოდა თბილად
- ჰო, ტკბილად ეძინა ლაზის - გავიღიმე კმაყოფილმა
- როგორ უყვარს ჩემს პატარას თმებზე მოფერება - განაგრძო კულულებთან თამაში. ბედნიერად გავიღიმე. იმ წამს აღარაფერი მახსოვდა.
- მომენატრე, დეე - ვიგრძენი როგორ შეწუხდა - ძალიან ვნერვიულობ შენზე, მეშინია, თავს არაფერი აუტეხო, ჩემო ნებიერა, ხომ არაფერს დაუშავებ თავს? - თითქოს თავად ზეცამ ჩამხედა სულში, ისე შემომანათა ცისფერი თვალები. დიდი ღრუბელი დავლანდე ამ ცაზე. გამახსენდა რაც მოხდა, მწუხარედ გავუღიმე, მერე ჩავიხითხითე და უდარდელად ვუთხარი
- ნუ ეშინია დედიკოს. ლაზი არასდროს ტეხს მიცემულ სიტყვას, ლაზი თავს არ მოიკლავს. - საოცრება იყო მისი ბედნიერი სახის ხილვა
- ლაზის უბრალოდ ფერია ენატრება.
- დეე, რაღათ უნდა ლაზის ფერია, მე ხომ გეფერები თმებზე? - გამიცინა ტკბილად
- სულ მომეფელები? არსად არ წახვალ? - შევხედე მუდარით
- არა, პატარა, არსად წავალ
- არც ხვალე?
- არც ხვალე
- არც მელე?
- არასდროს, დე
- მასინ გაუსვებს ფელიას ლაზი და დედიკოსი იქნება. - გავიცინე მეც
სიოს სადღაც მიჰქონდა ნაცნობი თმების სურნელი და საკმევლის სუნი ატკბობდა გონებას...

****

ჯანდაბა რა, რაც ცხოვრებაში სიზმარი არ მინახავს, სულ ახლა ვნახულობ - შევჩივი ნინოს და თან ყავას ვწრუპავ. როგორც ყოველთვის, ნინო მხიარულ ტალღაზეა და კისკისებს ჩემს ყოველ სიტყვაზე.
- რაო, ვანგა, ახლა რაღა ნახე? - კისკისებს მთელი ხმით
- ჰა ჰა ჰა - გამოვაჯავრე მე - რა და ვითომ ლაზარეს საფლავზე ვიყავით, ყვავილები მიგვქონდა
- აბა მე მასთან მიმსვლელი აღარ ვარო? - ახითხითდა ნინოო
- ოოჰ, ნუ ხარ უაზრო რაა, რა ჯანდაბაა, თუ კვდება მოკვდეს, მე რაღას მესიზმრება ვაა - როგორც ის იტყოდა ლოყები დავბერე
- ნუ გეშინია, სიზმარი იყო, შენ გჯერა რომ საფლავზე მიკითხების უფლებას მოგცემდა? - ვერ წყვეტდა მხიარულებას
- ოო შენ ხო სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება ადამიანი რაა - გავბრაზდი
- კაი ხოო, ნუ იბუტები, დღეს რა გეგმები გვაქვს?
- მე პაბში მივდივარ და შენი არ ვიცი
- მეც მოგყვები თუ სიმპატიურმა ბიჭმა არ დამიბარა - ამას რა ენაღვლება, თვითონ ხო არ ამოშხამდა ძილი და..
რახმანინოვზე ფხუკუნი წამსკდა. ნინოს ტელეფონი რეკავდა.
- ალბათ სიმპატიური ბიჭია - ავკაკანდი მე. ნინომ ჩაიცინა და უცნობ ნომერს უპასუხა. მალევე შეეყინა ღიმილი სახეზე. შეშფოთება დაეტყო. მალევე გათიშეს.
- რა მოხდა? - ვკითხე უდარდელად
- საავადმყოფოში დააწვინეს - ფერი აღარ ედო
- ვინ? - არ მივხვდი მე
- შენი ყოფილი. გულის შეტევა აქვს, მძიმედააო. დაიკოს და ფერიას აბოდებს და თქვენ რომელი ხართო - ოფლმა დამასხა, სულ დავსველდი, მაგრამ გულგრილად ვუთხარი
- მოკვდეს მერე, მაინც ოცნებობდა. ძმებთან მაინც ითამაშებს.
- გაჩუმდი გოგო - გაბრაზდა ნინო - ვითომც არ გეწყინა რაა
- მეწყინა არა კიდე რა გინდა, კვდება და მოკვდეს, მე პაბში მივდივარ, დრო ყოფილა ახალი მოვძებნო - ვცადე გაღიმება
- შენი საქმის შენ იცი. მე წავედი - ცივად მითხრა ნინომ და კარი ისე გაიხურა, არც დამმშვიდობებია
- ნეტა რა ბზიკმა უკბინა - ჩავიბურდღუნე გაბოროტებულმა
- შეიძლება დამნაშავეა, მაგრამ თუ გგონია ადამიანურად ექცევი, ძაან ცდები. - ნინოს მესიჯი იყო.
- კაი, სოლომონ - მივწერე მე - არსად დაგეკარგოს ძამიკო თან სიცილის სმაილები მივუხატე და აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებად...

****

ნინო მარტო იჯდა ჩემს საკაცესთან და დამყურებდა.
- სულ ბავშვის სახე აქვს - ფიქრობდა გუნებაში - როგორ შეიძლება ამისთანა საყვარელ ბავშვს ეჩხუბო, ოჰ თამო, შენ რა გითხარი ამ სულელის ჭკუის რომ ხდები. რას არ მისცემდა ოღონდ ეს ხელი შენი იყოს და მემგონი ასეც გონია ისე ბედნიერად იცინის. ეჰ, რა უცნაური რამაა ცხოვრება, ვინც უყვართ ის არ საჭიროებს ამას და ვინც სიყვარულს დაეძებს ვერსად პოულობს. - სახეზე ოდნავ შემოაწვა ნაღველი, ფიქრებმა გაიტაცა წამით.
- ეგ კი არადა ეს ხელი როგორ დავაღწიო ახლა ამას რო სახლში წავიდე - დაუმჟავდა სახე - უკვე საათზე მეტია აქ ვზივარ. არც არავინ მოდის რო დავტოვო.
ოთახში როგორც იქნა მედდა შემოვიდა ღიმილით.
- კარგი ბიჭია, ცოტა ბუზღუნაა და ნემსების ეშინია, მაგრამ ძალიან უყვარხარ - გაუღიმა ეშმაკურად - მშურს შენი -ნინო სულ აწითლდა, აირია, დაიბნა, უნდოდა ხელები გაესავსავებინა და როცა მოსწია ორივე ხელით ჩავბღუჩე მძინარემ და ისევ ლოყაზე მივიხუტე
- ალ წახვიდე ლაა, ფელია - მედდა ისე მოგვჩერებოდა ამან სულ არია საწყალი გოგო,
- არა, იცით, მე ფერია არ ვარ, მეორე ვარ - თითონვე აეშალა საღერღელი და სახე დაეღრიჟა გასაცინად, მედდამ თვალი ჩაუკრა და მხიარულად ჩაიხითხითა
- ყოჩაღ, ვაჟკაცს, მეორეცა ჰავს?!
- არა, მე .. - ნინოსაც სიცილი აუტყდა.
- ვაიმე დედა, ხელი მეტკინა - ამოიხითხითა უცებ
- მოიცა - ბანი მისცა მედდამ - მე შეგენაცვლები - და ელვის სისწრაფით გამომაცალა ხელი ლოყიდან და თავისი მტევანი გამომიწოდა. მეც მივიხუტე უდარდელად და დავიღრიჯე ცივი რომ იყო, არ მესიამოვნა. ნინომ ძლივს შეიკავა სიცილი, შუბლზე მაკოცა და მედდას მიუბრუნდა
- როგორ არის?
- არ იდარდო, კარგად იქნება - ხითხითებდა მედდა...

***

აბაზანაში მთელი საათი ვიჭყუმპალავე.
ბოლოს მომბეზრდა და გამოვედი.
უაზროდ გავიპრანჭე, სუნამო დავისხი, ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე და ნასიამოვნები დავეშვი კიბეებზე.
- ოჰ, ძაან ჰყვარებია ძამიკო - ჩავიცინე ჩემთვის. ჩატი ცარიელი იყო. ნინოს ხმა აღარ ამოუღია.
- რა გაეწყობა, მარტო გავერთობი, ანდა რატომ მარტო, მოიცა, გვანცას დავურეკავ
- გვანციი, წამო პაბში წავიდეთ თუ გცალია რაა
- რა პრობლემაა კუსკუს, გავემზადები და თხუთმეტ წუთში გამოგივლი.
- ეზოში ვარ, სკვერში დაგელოდები
- ახლავე ჩამოვალ, პრინცესა - დაკიდა ყურმილი გვანცამ
ათ წუთში უკვე ჩემთან იყო და პაბში წავედით.
საღამოს ცეკვები იყო და აუარება ხალხი ირეოდა. ლუდი შევუკვეთეთ და მენიუს ჩავუსხედით. პიცა, ხაჭაპურები რამე რუმეები შევუკვეთეთ. როცა ერთი ორი ჭიქა გადავკარით და შევქეიფიანდით, საცეკვაოდ გაგვიწვია ორმა სიმპათიურმა ბიჭმა. რა მშვენიერი რამაა ცხოვრება როცა თავისუფალი ხარ, არაფერი გზღუდავს, არავინ გაკონტროლებს და არავის წინაშე არ გიწევს თავის მართლება. ბედნიერი ვიყავი. სხვათა შორის სიმღერაც მოგვიძღვნა ვიღაცამ და მახსოვს როგორ დაგვაჯილდოვეს ოვაციებით, განსაკუთრებით კი გვანცას გაუღიმა ბედმა, რომელიც არაჩვეულებრივი შარმის წყალობით ყოველთვის იზიდავდა ბიჭებს.
მახსოვს, სახლში გვიან დავბრუნდი, გამხიარულებულმა შხაპი მივიღე, დიანა იყო შემოსული, ცოტა ვიჭორავეთ და დაღლილს ჩამეძინა..ცხოვრება ისევ მშვენიერი იყო...

*****
თვალები რომ გავახილე ფუმფულა ღრუბლებზე ვიწექი. ირგვლივ საოცარი სითბო და სიჩუმე იყო. ერთი პირობა ძალიან შემეშინდა, მაგრამ როცა ჩემს წინ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი, დავმშვიდდი. აზი იყო
- გამარჯობა, ძამიკო, დიდ ხანს გეძინა- ბოდიში, ძმაო, რატომღაც გადავიღალე
- არა უშავს, ძმაო, მძიმე კვირა გქონდა - გამიღიმა მეგობრულად
- ჰო, საშინელება იყო - ჩავღუნე თავი
- ვხედავ, დასვენებაზე უარს არ იტყოდი
- ოღონდაც, ძმაო, ვეღარ ვუძლებ
- ასე რთულია მის გარეშე?!
- ჰო, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. დარწმუნებული ვარ ის მშვენივრად გრძნობს თავს
- ისევ უთვალთვალებ განა? - გაეცინა აზის
- ოო, არა - ვიუკადრისე მე - მოიცა, პაბში იყო, არა? - ლაზის გაეცინა - იყო ხომ? ესე იგი იყო.
- ჰო, იყო, ასე მნიშვნელოვანია? - მაკვირდებოდა ფრთხილად - უკვე აღარაფერია მნიშვნელოვანი ძმაო, ისიც კი რომ გვანცასთან ერთად იყო იქ - გავიღიმე რატომღაც ზიზღით
- აბა არ ვუთვალთვალებო? - გაიოცა აზიმ - ეგ საჭირო არ არის. უბრალოდ ვიცი, იმიტომ რომ ნინო ჩემთან იყო, თანაც მე ხომ ვიცი..
- განა ადამიანთა სულს შენც ხედავ? - ჩაეღიმა მას - არ მჭირდება. სამაგიეროდ მე მათ ვხედავ თავად.
- ძმაო, უცნობებზე ხელის დაწმენდა ადრე არ გჩვეოდა - საყვედური შევნიშნე კილოში - ასე მგონია ბოღმა გალაპარაკებს
- მე ხომ ახლა უბრალო ადამიანი ვარ, ძმაო, რად გაგიკვირდა - ირონიამ მომიგრიხა ტუჩები
- მართლაც არ ხარ საუკეთესო ფორმაში - აიჩეჩა მხრები
- ახლა რა იქნება, ძამიკო? - ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა სახეზე
- რა იქნება, რა იქნება, მოდი დავფიქრდეთ, მოვიფიქრე - ავხითხითდი ავად - ქაოსზე რას იტყვი?!
- ლაზი არ გინდა - თავი დახარა აზრაილმა
- ო, როგორ არა, ომი მინდა, ძმაო, ომი, დაე დაემხონ, მინდა გავანადგურო ყოველივე რაც შევქმენი, მეზიზღება ეს მახინჯი სამყარო, მძულს..
- და მერე, დაიკო? - შემხედა შეწუხებულმა
- დაიკოს მე დავიცავ, არაფერი მოუვა, თუ მე ვერ შევძლო, შენ დაიცავი რაა...
- ვერავინ შეძლებს, ძმაო, ყველაფერი ქაოსის ცეცხლში გაეხვევა..
- მაშინ, საწამლავი, საწამავი მომეცით.. საწამლავი...
- თუ ასეა - გაიღიმა მან - დაიჭირე, სებას..

...

- მილოორდ, გაიღვიძეთ, მილოორდ - უსტვენს ლაისტი
ვგრძნობ, როგორ მიცახცახებს სხეული, ფერებში გადავდივარ,
- ერთი, ორი, სამი, მუხტი - დაიკოს ხელები მეჭდობა სახეზე და სუნთქვა მიჭირს, ვფართხალებ..
- ერთი.. ორი.. ისევ და ისევ.. მხოლოდ ორი რამ ესმის ყურებს.. გაიღვიძეთ, მილორდ!
წყვდიადი ახლოვდება...



№1  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ძალიან საინტერესო და განსხვავებულია :3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

lukakhati
ძალიან საინტერესო და განსხვავებულია :3


ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, ვცდილობ საინტერესო იყოს, ვეცდები იმედი არ გაგიცრუოთ blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"- ოოჰ, ნუ ხარ უაზრო რაა, რა ჯანდაბაა, თუ კვდება მოკვდეს, მე რაღას მესიზმრება ვაა" საშინლად არ მესიამოვნა ეს სიტყვები და არა მარტო ეს ამ გოგოს ნალაპარსკებიდან ყველაფერი საშინელება იყო.... ასე რამ გააბოროტა?! იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება რა <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
"- ოოჰ, ნუ ხარ უაზრო რაა, რა ჯანდაბაა, თუ კვდება მოკვდეს, მე რაღას მესიზმრება ვაა" საშინლად არ მესიამოვნა ეს სიტყვები და არა მარტო ეს ამ გოგოს ნალაპარსკებიდან ყველაფერი საშინელება იყო.... ასე რამ გააბოროტა?! იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება რა <3


როგორც პირობა დავდე, მოვლენათა უნიკალური განვითარება გელით, საოცარი ფინალი აქვს მოთხრობას, სამწუხაროდ ისევე სწრაფი ტემპით ვერ ვახერხებ წერას, როგორც ვფიქრობ blush ნასიამოვნები დარჩებით wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent