ნაადრევი გაზაფხული (დასასრული)
-ბევრი აღარ... ექმიმმა მაქსიმუმ სამი თვეო. - ცრემლები წამოსცვივდა. -ნუ გეშინია, მე შენთან ვარ... * * * იანვარი მიიწურა... გაზაფხულმა შემოაღო კარი... თოვლმა დნობა დაიწყო, მინდორში კი პირველმა ენძელებმა იჩინეს თავი. ლეილას უყვარდა გაზაფხული, მახსოვს როგორ უხაროდა ადრე, ჩემს ბავშვობაში. მეც დავკრეფდი ხოლმე ახლადამოწვერილ იებს და ენძელებს და გულს გავუხარებდი პატარა თაიგულით. ახლაც, ნაადრევი გაზაფხულის ყვავილებით ხელში ვიდექი მისი სახლის კართან და ველოდებოდი. უკვე სუსტად იყო, სიარულიც უჭირდა. სიბერისგან შეყვითლებული კანი უფრო გაუფერულებოდა. თაიგული გამომართვა და ყვავილების სურნელება შეიგრძნო; გაუხარდა; მომეხვია; კვლავინდებურად ვისხედით სამზარეულოს პატარა ხის მაგიდასთან ხის სკამებზე და ვსვამდით ჩაის, ოღონდ, ამჯერად ჩემს მომზადებულს. -ბოლო თვეა- ნაღვლიანად გამიღიმა- მაგრამ ბედნიერი ვარ, ბოლო გაზაფხული ვნახე.. შენც რა მშვენიერი ხარ ამ გაზაფხულთან ერთად... ჩაი მოვსვი, ვერაფრის თქმა ვერ გავბედე... გული მტკიოდა რომ ვუყურებდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი ცხოვრებისა - აღმზრდელი დედა. -იცი, როცა თედო გარდაიცვალა, ვუთხარი, მეც მალე მოვალ შენთან-მეთქი... -სახე დაემანჭა, დაჭმუჭნული ხელი გულზე მიიდო, ამოიოხრა-ცუდად ვარ - ამის თქმა ძლივს შეძლო და თვალები დახუჭა. ახლა ვიგრძენი რაოდენ რთულია, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ. მალევე წავიყვანე საავადმყოფოში. პალატაში შეიყვანეს, ორი საათი არ შემიშვეს; დერეფანში ვიცდიდი, სანამ ექიმმა მასთან შესვლის უფლება არ მომცა. -ძალიან მძიმეა მდგომარეობა, სასწრაფოდ დონორია საჭირო...-უიმედო თვალები მომაპყრო ექიმმა - რამდენიმე საათის სიცოცხლეღა დარჩა... პალატაში ჩუმად შევედი. საწოლთან ჩამოვჯექი და ლეილას ხელი ავიღე; ნაზად ვაკოცე და გულში ჩავიკარი. გათიშული იყო, მხოლოდ მისი გულის ცემა ისმოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ მას ესმოდა ჩემი. -დედი, გახსოვს 7 წლის რომ ვიყავი, მე, შენ და მამა ზღვაზე რომ წავედით. რა ლამაზი იყო , მაშინ პირველად ვნახე როგორ ჩავიდა მზე წყალში და გაუჩინარდა. რა თბილი იყო წყალი, როგორ ენაცვლებოდნენ ტალღები ერთმანეთს. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ... შენ ქვიშაში ჩვენს სახელებს წერდი, მამა სურათებს იღებდა... მენატრება ის დრო, დედი... ლოყები დამისველდა; ვტიროდი; ვკარგავდი ერთადერთ ადამიანს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. ვნანობდი იმ 11 წელს, რომელიც მის გარეშე გავატარე. დავკარგე თედო, მამაჩემი, თანაც ისე, რომ სიკვდილის წინ ვერც კი ვნახე. ახლა კი დედასაც ვკარგავდი... -დიდხანს ნუ გაჩერდებით პაციენტთან- ექთანი შემოვიდა და ნემსი გაუკეთა. აცრემლებული თვალები მოვიწმინდე და პალატიდან გამოვედი. იქვე სკამზე ჩამოვჯექი დერეფანში. ექთანს ფურცელი და კალამი ვთხოვე. რამდენი ხანი ვიჯექი არ ვიცი, მაგრამ მერე ექიმი დავინახე და დავუძახე; -ექიმო, დონორი ვიპოვე-ექიმმა გაოცებული თვალებით შემომხედა. ოთხად გაკეცილი ფურცელი მივაწოდე და ვთხოვე - ეს ლეილას გადაეცით, როცა გონს მოვა. ბოლო რაც დამამახსოვრდა იყო მრგვალი თეთრი სანათური ჩემს თავზე, ექიმის ნაღვლიანი გამოხედვა და ნემსის ჩხვლეტა მკლავში... * * * სამი დღის შემდეგ ლეილა გონს მოვიდა. ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ პირველად სანდრო იკითხა. ექიმმა უთქმელად ოთხად გაკეცილი ფურცელი გადასცა და ქალი მარტო დატოვა პალატაში. „დედას... ვიცი გაბრაზდები, გეწყინება და იტირებ, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები და არასდროს ვინანებ. ბავშვობიდანვე ჩემზე ზრუნავდი და საკუთარი შვილივით მზრდიდი, მე კი ვერ დაგიფასე და ამას ვნანობ. ის გაიხსენე, ფრანი რომ მაჩუქეთ შენ და მამამ როგორი ბედნიერი ვიყავი. ისეთი ბედნიერი ვარ ახლაც. შენ შენი გული მე მაჩუქე, მე კი ჩემსას გჩუქნი. თუკი ოდესმე მოგენატრები, იცოდე რომ არ მიგატოვებ, ყოველთვის შენთან ვიქნები, დედა. სანდრო...“ დასასრული... პ.ს. მადლობა ყველას, ვისაც დაგაინტერესათ, შემოხვედით და წაიკითხეთ. იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.