შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმარტოვე (სრულად)


9-04-2018, 23:08
ავტორი tasusuna
ნანახია 4 664

სიცარიელე..
გაუსაძლისი სიმარტოვე და,
სულის შემხუთველი რეალობა..
__
წინდაუკან უმისამართოდ დავდივარ და
ვერ ვხვდები
როდის,
რა,
რატომ მოხდა..
უადგილოდ მიყრილ ნივთებს თვალს ვაყოლებ და,ვერ ვიხსენებ,
როდის მოვისროლე ისინი..
__
გაურკვევლობა..
გონებიდან ამოვარდნილი მომხდარი მოვლენები და,
ფსიქიკის შერყევა...
__
პასუხგაუცემელი კითხვები..
___
–რა დამემართა?–ირგვლივ ვიხედები და,პასუხის მოლოდინში,ვირინდები.
მაგრამ,ამაოდ..
სიჩუმეში ვიკარგები..
__
უგრძნობლობა..
ტკივილის უკუგდება და,
სხეულში დასადგურებული..
შიში!
__
სარკეში ვიყურები და,
არსაიდან გაჩენილ იისფერ ლაქებს გაკვირვებული ვუმზერ..
საიდან?
ვინ?
რატომ?
__
შიში და,
პანიკა!
__
მღელვარება მთელ სხეულში მივლის..
აკანკალებული მაგრად ვიჭერ მკლავებზე ხელს და ,
ინფექციისავით მოდებულ პანიკას ვცდილობ გავუმკლავდე..
ვერა..
მთელი ძალით ვიქნევ მუჭს სარკისაკენ და,
ტკივილისაგან ვიკეცები.
ნამსხვრევებში ვიძირები..
__
გაუსაძლისი ტკივილი და,
მოწოლილი ფიქრები..
__
თავს ძალას ვატან,მაგრამ,ძვრასაც ვერ ვაიძულებ სხეულს..
უმცირესი ნაწილაკები მწარედ მესობა კანში და,
აუტანელ ტკივილს ვგრძნობ..
უკანასკნელ ენერგიას ვიკრებ და,მაჯას მტკივნეულად ვეყრდნობი,
ვგრძნობ,როგორ დამისერა მინამ ხელი მაგრამ,
წამოდგომას ვახერხებ..
დივანზე მოწყვეტით ვეშვები და,ტყავის საზურგეზე თავს ვაყრდნობ.
ღრმად ვსუნთქავ,რომ მოწოლილი ტკივილი დავიამო და,
საღაციდან მოფრენილ ფიქრებს მივყვები..
__
გონების დაძაბვა და,
მოგონებები..
ფსკერიდან ამოტივტივებული,ღრმად ჩამარხული
საშინელი მომენტები..
__
გული საშინლად მიცემს და,თავის ხელში აყვანას ვცდილობ.
გონებაში ვიქექები და,ხელმოსაჭირდს ვეძებ,რომ გაურკვევლოობიდან გამოვიდე,მაგრამ,
უფრო ვეფლობი მორევში.
კადრებად მიტივტივდება ფრაგმენტები,მაგრამ,სრული სურათის აღდგენას ვერ ვახერხებ.
ცუდად ვხვდები.
გულის რევის შეგრძნება მეუფლება და პირში მჟავე გემოს ვგრძნობ..
სამზარეულოში გავდივარ და,მიყუდებით ვცლი ორჭიქა წყალს..
თითქოს,გონება მეწმინდება და,
იმ დაკაგულ ნაწილაკებს ნელნელა ვკრეფ...
__
ნერვული შეტევა..
__
საკუთარი ყელიდან ამოსული ხმა უფრო მაშინებს ..
ხელში მოქცეულ ჭიქას კედელზე ვახეთქებ და,
მწარედ ვიჭერ ხელის გულებს თავზე.
ვცდილობ დავიწყებას მივცე მოგონებული..
მაგრამ,ზედმიწევნით მეჩვენება ყველა გასული კადრი...
უმისამართოდ წასული მაღალი სხეულის ლანდი კედლებში იწყებს სიარულს და,
მწარდ ვეხეთქები,მინდა დავიჭირო.
მინდა დავაბრუნო,მაგრამ,ქრება
და,
ისევ სიმარტოვე ჩნდება..
__
დაღლა..
__
მისუსტებული ჩავცურდი კედელთან..
წამებში განცდილმა ისედაც მილეული ძალა სულ გამომაცალა...
ხელახლა შეგრძნებულმა მარტოოობამ მიმალურსმა იატაკს და,
ავტირდი!
__
ცრემლების ზღვა..
__
–ზაზა,არ წახვიდე–ამოვიხაავლე თითქოს იქ იყო და ,ესმოდა..
თითქოს შევაჩერებდი და,
გადავაფიქრებინებდი..
მისაღებში ოთხით გავცურდი,ძლივსძლიობით..
სანათის უკან დადებულ მის სურათს ძლივს ავწვდი და,
მტკივნეულად ჩავაკვირდი..
__
ერთი..
ორი..
სამი..
ოთხი...
ხუთი..
ექვსი..
შვიდი..
რვა..
ცხრა..
ათი..
__
მეთერთმეტედ დაეცა ცხელი ცრემლი მინის უკან მიმალულ მის მომღიმარ სახეს და,
მეთორმეტეზე,
გულში მაგრად ჩავიკარი,
მაგრამ,სითბო არ გამოყოლია..
__
სივიცე!
__
შემცივნებული მოვიკუნტე მაქსიმალურად და,სუსტ ფეხებს შემოვაჭდვე მკლავები..
გამათბობელთან ახლოს დავჯექი,მაგრამ,
აფსოლუტურად ვერ ვგრძნობდი შვებას და ,
ოდნავ,
გალღობას..
მომეთოშა თითოეული ნაკვთი და,
მაგრად გავეხვიე თბილს მოსაცმლეში..
ვერ ვთბები..
ყბებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს,რომ კანკალი შევიჩერო,მაგრამ,
არც ეს გამომდის.
ვნებდები.
კვლავინდებურად...
ვნებდები და,
ისევ მივცოცავ სიცივესა და გაურკვევლობაში..
__
.......
__
–მიშველეთ–ვხავივარ ბოლო ხმაზე და,
ადუღებული ცრემლები ნიაღვარივით მომდის სახეზე..
–მიშველეთ!–ვკივი და,,ვერავის ვაგონებ..
შიგნეულობა გაუსაძლისად მტკივა და,
გულზე მაგრად ვიჭერ ხელს..
–მომკალი ღმერთო,სიცოცხლეს ხომ არ გთხოვ..
მომკალი,ღმერთო!–უმისამართოდ ვიხედები ჭერისკენ და,
გამალებით ვიჭერ ხელს გულზე..
–ასეთი მტკივნეული რატოა ღმერთო..–ისევ პასუხგაუცემელ კითხვას ვსვამ..
–რატომ შექმენი მარტოობა როცა იცი,რომ ასეთი დაუძლევველია,ღმერთო!
__
ზაზა–მარტოობა...
__
–რატომ მიმატოვე..
–რატომ გამიმეტე?
–რატომ მომკალი და
–რატომ მასიკდილებ??
–თითქოს ისმენდეს,თითქოს ვხედავდე,ისე გავძახი სივრცეს..
მაგრამ,მხოლოდ სიმარტოვე ჩამძახის მწარე რეალობას...
__
ლოცვა.
__
–გთხოვ..
გევედრები,
გემუდარები..
ამ ერთხელ,
უკანასკნელად..
სამუდამოდ შემიჩერე ტკივილი და,
დამავიწყე სიმარტოვე.–რამოდენიმე სააათის განმავლობაში გაუნძრევლად,
ერთ პოსაში,
მუხლებზე დამდგარი ვიდექი ხატის წინაშე და,
შეუცდომლად,
შეუსწორებლად
შეულამაზებლად ვევედრებოდი უფალს..
სიმარტოვის უკუგდებას...
განცდილის დავიწყებას..
__
გამეორება..
__
თითქოს,ბურუსიდან გამომიყვანესო,
დაბუჟებული სხეული ძლივს წამოვმართე.
გაკვირვებულმა მიმოვიხედე და,
საშინლად მეუცხოვა გარემო და ის,რასაც ვხედავდი..
მიმოყრილი საგნები..
დამსხვრეული მინა და,
სურათების წყობა..
შიშმა ამიტანა..
ვერ მივხვდი
როდის,
რა,
რატომ მოხდა...
__

სიცარიელე..
გაუსაძლისი სიმარტოვე და,
სულის შემხუთველი რეალობა..
__
გაურკვევლობა..
გონებიდან ამოვარდნილი მომხდარი მოვლენები და,
ფსიქიკის შერყევა...
__
პასუხგაუცემელი კითხვები..
__
უგრძნობლობა..
ტკივილის უკუგდება და,
სხეულში დასადგურებული..
შიში!
__
შიში და,
პანიკა!
__
გაუსაძლისი ტკივილი და,
მოწოლილი ფიქრები..
__
გონების დაძაბვა და,
მოგონებები..
ფსკერიდან ამოტივტივებული,ღრმად ჩამარხული
საშინელი მომენტები..
__
ნერვული შეტევა..
__
დაღლა!..
__
ცრემლების ზღვა..
__
ერთი..
ორი..
სამი..
ოთხი...
ხუთი..
ექვსი..
შვიდი..
რვა..
ცხრა..
ათი..
__
სივიცე!
__
.......
__
ზაზა–მარტოობა...
__
ლოცვა.
__
გამეორება..
__
სიცარიელე..
გაუსაძლისი სიმარტო....
__
...
...
...
...
...
__
სიკვდილი–განთავისუფლება სიმარტოვისგან.
__
...



____________
მოგესალმებით.
რა არის და რატომ??
ვერ ავხსნი..
ვიღაცა უაზრობად ჩათვლის..
ვიღაცა ამორთავს და არც ჩაიკითხავს ბოლომდე..
ვიღაცას გაეცინება და იფიქრებს,ნაბოდვარიო,და..
არც გაემტყუნება..
ალბათ,ერთადერთი ვიქნები,ვინც ჩემივე ნაწერს გაუგებს..
იმიტომ,რომ,მხოლოდ ასე..
აბდაუბდათ..
გაურკვევლად..
შევძელი გადმომეცა ის,რასაც ახლა განვიცი..
ძალიან,ძალიან მტკივა სიმარტოვე და,გაურკვევლობა.
მაპატიეთ თუ აგრიეთ..
ძალიან,ძალიან
ძალიან!
ცუდად ვარ..



№1  offline წევრი aanastasiaaa

საოცარია, სულში ჩამწვდომია, მეტის თქმა მართლა არ შემიძლია. ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

aanastasiaaa
საოცარია, სულში ჩამწვდომია, მეტის თქმა მართლა არ შემიძლია. ❤

ვერ წარმოიდგენ,რამხელა ძალაა,როცა ვიღაცას ესმის..
მადლობა..

 


№3  offline წევრი aanastasiaaa

tasusuna
aanastasiaaa
საოცარია, სულში ჩამწვდომია, მეტის თქმა მართლა არ შემიძლია. ❤

ვერ წარმოიდგენ,რამხელა ძალაა,როცა ვიღაცას ესმის..
მადლობა..


ნამდვილად მესმის შენი ❤

 


№4  offline წევრი LaLiDze

იმდენად ჩავწვდი და გავიგე , რომ მეც მეტკინა.

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Ra abdaubda? saocrad zustadaa gadmocemuli gancdaa, zalian vcuxvar tuase xarr, ufali aravis tovebs unugeshod, gmerts ebarebodeee, ametiraaaa

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️ ძალიან მიხარია,რომ გესმით ❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი შორენა

ზუსტად მესმის, ახლა მეც ძალიან, ძალიან ცუდად ვარ, მეც ძალიან მტკივა სიმარტოვე, საყვარელი ადამიანის, ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვით გამოწვეული სიმარტოვე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent