შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე -3-


10-04-2018, 18:29
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 543

......

ელენე ადრიანდ წავიდა სამსახურში. ჯერ არანაირი მითითება არ ჰქონდა. ის ახლა უფრო ხშირად ფიქრობდა თავის ქმედებებზე.. პირველ რიგში ცუდი საქციელი არ ხიბლავდა, მეორე რიგში კი თომას სახის მუდმივი ყურება.. მხოლოდ ის უნდოდა, რომ საქმე მალე დაემთავრებინა.
სამსახურში მისულს თავის მაგიდასთან სხვა გოგონა დახვდა..
- უკაცრავად? თქვენ ვინ ხართ? ეს ჩემი სამუშაო ადგილია..- გაკვირვებული იყო ელენე..
-მე ბატონი თომას ახალი თანაშემწე ვარ.. თქვენ ალბათ ელენე ხართ.. დამიბარეს რომ თქვენი პირადი ნივთები გადმოგცეთ. - წიგნი და პატარ საქაღალდე გაუწოდა.
- ეს რას ნიშნავს, გამათავისუფლეს? - ამას ნამდვილად არ ელოდა გოგონა.. ეს ნიშნავდა, რომ დამთავრდა ყველაფერი
- არ ვიცი.. შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ, ჯერ ახალი ვარ.. რაც დამაბარეს ის გითხარით...- ღიმილით უთხრა გოგონამ და კომპიუტერში განაგრძო მუშაობა..
- კარგი - იმედგაცრუებული იყო ელენე.. ყველაფერი ასე დასრულდა, უფრო სწორად, არაფერიც არ დაწყებულა

........
მისაღებ ოთახში, დივანზე მძინარე თომა პირქვე იწვა.. ცალი ხელზე შუბლი ედო, მეორე კი დივნიდან გადმოვარდნოდა და იატაკს ეხებოდა.. ნამთვრალევი ძილს თავს ვერ აღწევდა..
ოთახში თომას მამა, ბატონი თენგიზი შემოვიდა და თომას მოუახლოვდა..
- თომა, თომა გაიღვიძე - თავისი დასუსტებული ხელებით შეეცადა შვილის გამოღვიძებას. .
- მმმმ... - ხელი აიქნია თომამ..
- გაიღვიძე თომა - კიდევ გაიმეორა მოხუცმა და ახლა ფანჯრისკენ გაემართა, რათა ფარდები გადაეწია.
იდეამ გაამართლა.. თომამ თვალები გაახილა და ფანჯრიდან შემომავალ სინათლეს ხელი "მიაფარა"..
- თავი დამანებე რა.. მეძინება - ამოიზმუვლა ჯერ ისევ მძინარემ
- ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ყველას დაგანებებთ თავს - სევდიანად გაიღიმა თამაზმა..
თომა ახლა მოვიდა ყველაფრის აზრზე..
- რა? ყველაფერი ასე სერიოზულადაა? - იკითხა აღელვებით ბიჭმა და მოზრდილი თმა აიჩეჩა ( ეს მისი ჩვევაა ნერვიულობისას).
- ხო.. როგორც ჩანს არც იმდენი დამრჩა, რამდენის იმედიც მქონდა.. ორი თვე, მაქსიმუმ სამი.. - მოხუცის საუბარში აშკარა სევდა და უიმედობა იგრძნობოდა.. - მაგრამ აქ ჩემი ჯანმრთელობის განსახილველად არ მოვსულვარ.. თომა - გვერით მიუჯდა შვილს და ღრმად ჩაისუნთქა.- ვიცი, რომ ისეთი მამა არ ვიყავი, როგორიც შენ გინდოდა.. ყოველთვის იქით გექაჩებოდი, საითაც საჭიროდ ვთვლიდი, შენ კი სულ მეწინააღმდეგებოდი.. მინდოდა წარმატებული ბიზნესმენი, წარმატებული კაცი ყოფილიყავი, შენ კი უბრალოდ სპორტი გაინტერესებდა და ჩემ ჩუმადაც კი იყავი ამით დაკავებული.. ახლა რა მოგივიდა შვილო.. ვარჯიშიც კი შეწყვიტე.. არ ვიცი რამ იმოქმედა ასე შენზე.. შენ ხომ ხალისიანი, მიზანდასახული და გულთბილი ბიჭი იყავი.. ხდება ხოლმე შემთხვევები თომა, მაგრამ თუ წარსულში ხელის ფათურს თავს არ დაანებებ, მომავალი უბრალოდ არ გექნება, გესმის? ასე არ შეიძლება თომა.. დრო არაფერს უცდის, საერთოდ არაფერს შვილო.. არ დაუშვა შენი დრო ასე სულელურად გავიდეს - მამამ შვილს თმაში ორივე ხელი შეუცურა და მსუბუქად შეანჯღრია - იფიქრე თომა, იფიქრე.. - ამის შემდეგ ბიჭი უსიტყვოდ დატოვა და სხვა ოთახში გავიდა... მოხუცი მამის ნათქვამმა ძალიან იმოქმედა თომაზე..
....

.....
ელენემ სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა, მობილურზე ნომერი აკრიფა და შეჩერდა
-ალო.. ბატონო ნოდარ.. ვწუხვარ, იმედი გაგიცრუეთ..-ელენემ მობულური მხრით დაიკავა და ჩანთაში წიგნის კარგად მოთავსებას შეეცადა, თან წინ წავიდა..
- რა მოხდა ელენე?
- მე სამსახურიდან გამა.. - სიტყვა ვერ დაამთავრა, ისე შეეჯახა ვიღაცას.. შემდეგ მაღლა აიხედა და თომა დაინახა.
(ელენემ ახლა მობილუი უკვე ხელში დაიკავა, მაგრამ არ გაეთიშა).
- გამარჯობა ელენე - გაუღიმა მამაკაცმა.. ელენეს ერთნაირად მოსწონდა და არ მოსწონდა მისი ღიმილი..
- გამარჯობა.. მითხრეს რომ გამათავისუფლეს..
- შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია ისევ იმუშაო, მაგრამ უფლება გაქვს უკეთესი უფროსი გყავდეს.. - ამ დროს თომამ ზურგს უკან დამალული ხელი წინ გასწია და გოგონას ულამაზესი ლურჯი ორქიდეების თაიგული გაუწოდა.. ელენე გაკვირვებული იყო.. "ჯერ კიდევ გუშინ ერთი თავხედი კაცი იყო, დღეს რა სჭირს?" - ფიქრობდა ელენე, მაგრამ, რეალურად ხმას საერთოდ არ იღებდა.. ამიტომ ისევ თომამ გააგრძელა საუბარი
- მართალია შენს სილამაზესთან ვერ მოვა, მაგრამ მთელი გულით გაჩუქე და ძალიან გამიხარდება, თუ პაემანზე წამოხვალ ჩემთან ერთად. - ელენე დუმილს არ არღვევდა.. არ იცოდა რა ეთქვა და რა გაეკეთებინა.. ამ დროს მობილურიდან ხმა შემოესმა და ყურთან მიიტანა
- გისმენთ
- ელენე - მხიარული ტონით უთხრა ნოდარმა - ყვავილები გამოართვი და უთხარი, რომ იფიქრებ.. პირდაპირ ჩემთან მოდი, მითითებები მაქვს..
ელენემ მართლაც გამოართვა ყვავილები.. საერთოდაც, ძალიან არ გაჰხარებია ეს ამბავი.. შემდეგ უთხრა მოვიფიქრებო და წავიდა...

......
თომა შესვენებაზე გავიდა.. შენობას 20-30 მეტრით როცა მოსცილდა, ყოფილი შეყარებული შეეფეთა, რომელსაც უკვე მოესწრო მანქანის პარკირება.
- გამარჯობა.. - არც ისე თბილად მიესალმა ქალი
- გაგიმარჯოს - მსგავსი ტონითვე მიუგო მამაკაცმა..- მშვენიერი ახალი მანქანაა, საიდან? - ჩაეკითხა თომა..
- გამოვიმუშავე- ამაყად უთხრა ქალმა და საქმეზე გადავიდა -არ მნახულობ, არ მწერ, არ მკითხულობ.. უბრალოდ მითხარი, რომ გავქრე - გაბრაზებული ჩანდა ლიკა
- გაქრი - თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად უთხრა თომამ.. ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს არც ადარდებსო..
- გგონია შენ მტოვებ? - ალმაცერად შეხედა ქალმა - ეს მე მოგატოვე - ღვარძლიანად დაამატა.. მანქანაში ჩაჯდა, კარი ხმაურით მიიხურა და იქაურობას გაეცალა..

........
- რითი იწყება ყველა დანაშაული ელენე? - იკითხა ნოდარმა და სავარძელში ჩაეშვა
- არ ვიცი - გულუბრყვილოდ უპასუხა გოგონამ
- მოტივით ელენე, მოტივით - აუხსნა კაცმა - სანამ არ აქვს თომას მოტივი ჩემს მოსაკლავად, რატომ მომკლავს? მაგრამ დავუშვათ მე გავიგე, რომ ის მამისგან მალულად კომპანიის აქციებს ყიდის და მის დაბეზღებას ვაპირებ?
- მას ეს მართლა უნდა?
- არა, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ რომ ეს მოტივი "შევქმნათ".. ისე, გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ბოლომდე ვერ მიხვიდოდი.. ვერც წარმოვიდგენდი, რომ თომას როგორც ქალი, ისე დააინტერესებდი.. მაგრამ ეს უკეთესიც კი არის..
- მე ეს დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს.. მინდა მალე დასრულდეს ყველაფერი.. - მკაცრად მიუგო გოგონამ..
- რა თქმა უნდა - კაცმა ელენეს გასაღები მიაწოდა
- ეს რა არის?
- შენი ახალი ბინის გასღებია. თომამ რომ სახლამდე მიგაცილოს... ხომ ხვდები, რომ მას ნაცნობ კორპუსთან ვერ მიიყვან.. - გოგომ იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც დათამხმდა..
- ელენე, ახლა თომას დაურეკე, შეხვედრაზე დათანხმდი.. შენი მეორე მითითებაა თომას ნომრიდან ზარი შევიდეს, აი ამ ნომერზე - და ელენეს პატარა ქაღალდზე დაწერილი ნომერი გადასცა- საუბრის თემას აზრი არ აქვს.. მთავარია სამჯერ მაინც დარეკო
- დიახ - ცივად უთხრა ელენემ და სახლი დატოვა..

....
იმავე დღეს რაღაც ნივთები გადაიტანა ახალ ბინაში, რათა იმის შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იქ ცხოვრობს.. შუადღეს კი თომასთან დარეკა
- ბატონო თომა, თანახმა ვარ თქვენს წინადადებაზე..
- კარგი იქნებოდა. მაგრამ გადავიფიქრე..ჩვენ არსად წავალთ - თომა ამ დროს დარბოდაა და სუნთქვა უჭირდა - მანამ მაინც, სანამ "შენობით" საუბარზე არ გადახვალ..
- კარგი, როგორც იტყვით.. იტყვი - გაასწორა ელენემ
- ელენე ფეხი რა ზომა გაქვს?
- რა, რა შუაშია?
- არ ვიცი..როგორც ჩანს პრინცმა კონკია უნდა იპოვოს - სიცილით უთხრა თომამ..
-სერიოზულად - დაასერიოზულა ელენემ
- სიურპრიზია - სიცილი შეწყვიტა კაცმა
- 37 - უპასუხა გოგონამ.
- კარგი.. მომწერე სად მოვიდე. ძალიან მალე ვიქნები.. - პასუხს აღარ დაელოდა თომა, მობილური გათიშა.. 37.. გულში გაიმეორა და სასწრაფოდ სახლში გაიქცა გამოსაცვლელად..


....

დააფიქდირეთ რა თქვენი აზრი.. კარგიც და ცუდიც, თორემ მგონია, რომ ტყუილად ვწერ..



№1  offline მოდერი N1penguin

ტყუილად არ წერ, თუ გულით გინდა. შენ უნდა გახარებდეს ამის წერა და არა სხვას. პირადად მე ძალიან მომწონს ეს სიუჟეტი. თითქოს ვხვდები რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები. გირჩევ გააგრძელო, თუ ეს გულით გინდა. თანაც, დაწყებულის შუა გზაზე მიტოვება არ ივარგებს. პირადად მე ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ოფოფი

N1penguin
ტყუილად არ წერ, თუ გულით გინდა. შენ უნდა გახარებდეს ამის წერა და არა სხვას. პირადად მე ძალიან მომწონს ეს სიუჟეტი. თითქოს ვხვდები რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები. გირჩევ გააგრძელო, თუ ეს გულით გინდა. თანაც, დაწყებულის შუა გზაზე მიტოვება არ ივარგებს. პირადად მე ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა.. მინდა გაგრძელება.. მინდა რომ დავამთავრო აუცილებლად.. გმადლობ, კიდევ ერთხელ..

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ბევრი ადამიანი კითხულობს ამ ისტორიას. რატომ ფიქრობ რომ ტყუილად წერ? სიუჟეტი ისეთია, ვერ გათვლი რა შეიძლება მოხდეს მომდწვნო თავში. სულაც არ ველოდი ასეთ განვითარებას. მათეზე რატომღაც წარმოდგენა მეცვლება და მგონია ისიც ვიღაცის მსხვერპლია და სულაც არაა მკვლელი. ვერც იმას ვხვდები რა მოხდება მომდევნო თავში. ძალიან დამაინტრიგებელი მოთხრობაა და ჩამთრევი. უბრალოდ, გაზარდე თავები და უფრო განავრცე მოქმედებები. ოღონდ მასე კი არა, დილით გაიღვიძა, აბაზანა მიიღო და მსგავსი სისულელე...
მე სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ და ველი ხოლმე ახალ თავს, გგთხოვ ცოტათი გაზარდე თავები

 


№4  offline წევრი ოფოფი

სტუმარი ქეთი
ბევრი ადამიანი კითხულობს ამ ისტორიას. რატომ ფიქრობ რომ ტყუილად წერ? სიუჟეტი ისეთია, ვერ გათვლი რა შეიძლება მოხდეს მომდწვნო თავში. სულაც არ ველოდი ასეთ განვითარებას. მათეზე რატომღაც წარმოდგენა მეცვლება და მგონია ისიც ვიღაცის მსხვერპლია და სულაც არაა მკვლელი. ვერც იმას ვხვდები რა მოხდება მომდევნო თავში. ძალიან დამაინტრიგებელი მოთხრობაა და ჩამთრევი. უბრალოდ, გაზარდე თავები და უფრო განავრცე მოქმედებები. ოღონდ მასე კი არა, დილით გაიღვიძა, აბაზანა მიიღო და მსგავსი სისულელე...
მე სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ და ველი ხოლმე ახალ თავს, გგთხოვ ცოტათი გაზარდე თავები


აუცილებლად ვეცდები გავზარდო თავები.. ძალიან დიდი მადლობა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent