შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე -2-


8-04-2018, 19:56
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 609

........

- რა უნდა გავაკეთო? - აღელვებული კითხულობდა ელენე.. მას ცხოვრებაში არასოდეს ჩაედინა მსგავსი რამ..
- პირველ რიგში, მის ოფისში უნდა დაიწყო მუშაობა, თომას თანაშემწედ - უპასუხა კაცმა
-თანაშემწედ არასოდეს მიმუშავია..
- არაუშავს.. შენს რეზიუმეს მე მივხედავ.. შენ კი მისი ყურდღება რომ მიიქციო, უფრო უნდა გალამაზდე.. აიღე ეს ბარათი - საკრედოტო ბართი გაუწოდა ელენეს..
- არა, გმადლობ.. ამ საკითხს თავად მივხედავ - იუარა გოგონამ.. მამაკაცმა კი ბარათი შეინახა..
- როგორც შევთანხმდით, ხვალ დილის 9-ზე - უკანასკნელი მითითება მიაცა ელენეს და წასვლა დააპირა
- მოიცადე - შეაჩერა ელენემ - დავუშვათ ამიყვანა, შემდეგ? -იკითხა ინტერესით..
- მოდი ნუ ვიფიქრებთ მთელ გზაზე, ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯზე.. - სათვალე მოირგო მამაკაცმა და ელენე დატოვა..

.......
ელენემ კიდევ ერხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში, ყველაფერი რიგზე იყო.. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, რომელიც ბოლოებში მუდამ ეხვეოდა.. მაკიაჟი არ უყვარდა, მაგრამ ახლა საჭრო იყო.. ძალიანაც უხდებოდა, მაგრამ, იმიტომ არ უყვარდა, რომ ერჩია ბუნებრი ყოფილიყო.. ახლა ტანზე კლასიკური ტანსაცმელი ეცვა, რომელსაც ჯინსი ბევრად ერჩია, მაგრამ, ისევ და ისევ საქმე..
ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.. მოვალეობა და აუცილებლობა ერთ მხარეს ექაჩებოდა, ადამიანობა კი მეორე მხარეს.. მიუხედავად იმისა, რომ სძულდა თომა(სახელის წარმოთქმაც კი არ უნდოდა მისი) , მაინც არ შეეძლო ასე საშინლად მოქცოდა.. მხოლოდ ის უნდოდა, რომ მარინა დამშვიდებულიყო..
როცა საჭირო დრო დადგა სახლიდან გავიდა...

...
- თომაა- დაუძახა ნოდარმა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ასპირინს სავამდა, რათა ნაბახუსევის სიმიტომები გაექრო.. თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როდესაც წყლის ბოლო წვეთიც კი დალია.. მას ისევ სათვალე ეკეთა, რაც ელენეს საშინლად აღიზიანებდა..
- გისმენთ ბატონო ნოდარ -ძალიან დიდი ღვარძლი ჩანდა მის ნათქვამ "ბატონოში"..
- გაიცანი, ეს ელენეა, შენი ახალი თანაშემწე - მხოლოდ ახლაღა მოიხსნა სათვალე. ელენემ როგორც იქნა დაინახა მისი თვალები, ვინც საყვარელი ადამიანი წაართვა და დიდი სიძულვილი იგრძნო მის მიმართ.. მამაკაცმა შეათვალიერა გოგონა..
- სადმე შევხვედრილვართ? - გამომცდელად იკითხა თომამ.. ელენეს ამის ეშინოდა.. ეგონა, რომ სასამართლო პროცესიდან დაამახსოვრდებოდა
- ის რამდემიმე ჩვენს ნაცნობ მაღაზიას მართავდა და ბევრი პრეზენტაცია ჩაუტარებია, შესაძლოა იქიდან - სიტუაცია განმუხტა ნოდარმა.. რამაც გაჭრა.. თომას გონებისთვის არანაირი ძალა დაუტანებია ელენეს გასახსენებლად. - რა შეგიძლია?- იკითხა კვლავ..
- მე შემიძლია ყველანაირი საოფისე საქმიანობა, ვიცი ინგლისური, ფრანგული, რუსული ენები და ასევე ვარ პროგრამისტი და შემიძ...
-ასე თუ შეგიძლია -შეაწყვეტინა თომამ და დაჭმუჭნული თაბახის ფურცელი რამდენიმე მეტრში მდგარ სანაგვეში გადაუშვა..
- უკაცრავად? - გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ
- მე მესაჭიროება თანაშემწე, რომელიც არასაჭირო საბუთებს სკამიდან აუდგომლად მოიცილებს თავიდან.. - ადგა თომა და ელენეს წინ მაგიდაზე ჩამოჯდასავით .ელენემ თავი ვერ შეიკავა..
- ცირკში არასოდეს გიცდიათ - ირონიულად მიუგო მამაკაცს და სოტუაცია დაიძაბა..
- იუმორი ყველაფერს უხდება - ძალით გაიცინა ნოდარმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით..
- ხო, მაგრამ ამბობენ რომ ოჯახში არც ისე ამართლებს - გააგრძელა თომამ - ხო, ისე, დაქორწინებული თუ ხარ?
- ეგ თქვენ არ გეხებათ..
- სწორედ მასე პასუხობენ გასათხოვარი ქალები.. - ელენე ყველაზე მეტად ამან გააღიზიანა..
- კარგად მოეწყეთ არა? ისვენებთ, ერთობით, თვრებით. სხვები ჭირსაც დაუწყვეტია არა? - თავი მაინც ვერ შეიკავა ელენემ..
- თუ ფიქრობ, რომ ყველაფრის შემდეგ სამსახურში აგიყვან - ელენე შებრუნდა და კარისკენ წავიდა - ნამდვილად არ ცდები - ელენე გაჩერდა..
- ხვალიდან.. - დაამატა თომამ და ელენეს მშვიდად წასვლის საშუალება მიცა..
..
- ეს რა იყო? - გაბრაზებული ჩანდა ნოდარი
- ის.. ის ისეთი თავხედი და უზრდელია..
- ხოო.. ანგელოზი რომ ყოფილიყო მის ჩასმას კი არ დავაპირებდოთ.. ასე არ გამოდგება.. პარასკევს განცხადებას დაწერ და წამოხვალ.. სულ ერთია.. ვერ შეძლებ.. ემოციებს ვერ აკონტროლებ .
- არა, ძალიან გთხოვთ ერთი შანსი ისევ მომცეთ.. გუშინ ნიკას დედამ სცადა. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია..
- მოვიფიქრებ - ცივად ითხრა მამაკაცმა - ეცადე დაუახლოვდე , დაგაკვირდები მკაცრად გააფრთხილა და წავიდა....

....

- მოკლედ, დარკეს კრეატოვის განყოფილებიდან და თქვენს მითითებებს ელოდებიან - მოსახსენებლად შევიდა ელენე
- გასაგებია - მშრალად პასუხობდა თომა- მერე მივხედავ მაგათ.. კიდევ?
- კუდევ ქალბატონმა ლიკამ დაგირეკათ რამდენჯერმე და ჩავიწერე.. " რატომ არ მპასუხობ?", "იდიოტო", " ვწუხვარ, რომ შენნაირ დეგენერატთან მქონდა ურთიერთობა".. - გადასცა ელენემ.. - კიდევ არის..
- არაა საჭირო.. აღარ გააგრძელო.. ელენე, დღეს მოკლე სამუშაო დღე იყო.. შეგვიძლია წავიდეთ..
- ანუ დირექტორთა სხდომას არ ესწრებით?
- რა? აუ როგორ გადამავიწყდა.. რა მოსაწყენია..
- რა თქმა უნდა.. მისაწყენია ოჯახური ბიზნესი, რომელსაც მილიონები შემოაქვს..
- რატომ მუშაობ აქ ელენე.. მგონია რომ გძულვარ..- ჩაფიქრებულმა ჰკითხა თომამ..
- გეჩვენებათ..
- მოემზადე კრებისათვის და ყველაფერი უჯრიან ფურცლებზე - მითითება დაიტოვა და კაბინეტი დატოვა..

.....
- ეს რა არის? ხომ გითხარი უჯრიანი ფურცლები- მეთქი - ჩურჩულით ჩხუბობდა თომა..
- მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა - თავი იმართლა ელენემ
- ამიტომაც ვერ გათხოვდი აქამდე.. ერთს გეუბნებიან და მეორეს აკეთებ.. - არ გათხოვების თემა მძიმე იყო ელენესთვის. ემოცია ვერ შეიკავა, თაბახის ფერადი ფურცლები თომას სახეში შეაყარა და საკონფერენციო ოთახი დატოვა..
....
აღელვებული ელენე კართან უცდიდა სხდომის დამთავრებას.. იცოდა, რომ ასე გეგმას ვერ განახორციელებდა და ბოდიშის მოხდას აპირებდა...როგორც იქნა კარი გაიღო, მაგრამ იქიდან თომას ძმა -რეზი გამოვიდა.
- შთაბეჭდილების მოხდენა ნამდვილად შეგიძლიათ - ღიმილით უთხრა ელენეს - როცა ჩემი ძმა საბოლოოდ დაგღლით, ჩემთან გადმოდით ..
- ვიფიქრებ - ცივად თქვა გოგონამ და კარში გამომავალ თომასაკენ წავიდა..
- ბატონო თომა.. მინდოდა ბოდიში მომეხადა
- მერე რას ელოდები - ქედმაღლურად დაეპასუხა ბიჭი..
- ბოდიში..
- მიღებულია.. - გაიცინა - დღეს თავისუფალი ხარ..

....
სახლში მისულს მარინა ნიკას ოთახში დახვდა(ახლა მასთან ცხოვრობდა).. ქალს სურათების ალბომი ეჭირა და ათვალიერებდა..
- მას ეს სურათი არ მოსწონდა.. ამბობდა, რომ მსუქანი ჩანდა.. ეჰ.. მას ძალიან უყვარდი ელენე - ახლაღა შეხედა გოგოს.. - ბოლოს რომელიღაც ფირმისთვის მუშაობდა.. შენ კი გითხრა, რომ სპორტდარბაზში დადიოდა.. საქორწონო საჩუქრის გაკეთება უნდოდა.. მოგზაურობა.
- ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.. შემდეგ ქალი საძინებელში წაიყვანა, დააწვინა და დატოვა.. შემდეგ ნიკას საძინებელში დაბრუნდა და ალბომის დათვალიერება დაიწყო.. ცოტა ხანში მობილურის ხმა გაისმა..
- გისმენთ..
- ელენე, ხომ შენ ხარ.. მე თომა ვარ.. - საკმაოდ მთვრალი ჩანდა მამაკაცი
- დიახ, მე ვარ...
- მისმინე მე ბარში ვარ.. ბარათი სახლში დამრჩა.. ესენი კი აჩმახებენ ..- სიტყვებს ვერ აბამდა კაცი
- სად მოვიდე?
-აქ - მისამართი ძლივს ძლივობოთ უკარნახა..
რამდენიმე ხანში ძალიან მთვრალი თომა ელენეს მოყავდა.
- წყალი - გაიცინა თომამ და ისე შედგა მდინარეზე არსებული ხიდის მოაჯირზე, თითქოს უნდა გადახტესო.. ელენეს ათასმა გრძნობამ გაუარა.. თან უნდოდა ხელი ეკრა, ან არ შეეშალა ხელი, თანაც უნდოდა დახმარებოდა ადამიანს, რომელიც თავს იკლავს..
- რას აკეთებს.. გოგონა მოჰკიდეთ ხელი - შემოესმა უცნობის ხმა და მაშინ გამოფხიზლდა.. ახლოს მივარდა და ხელის ერთი მოძრაობით გადმოაგდო ძირს.. თავადაც დაეცა და მუხლები იტკინა..
- იდიოტო, შტერო.. შტერო - ხელებით ცემა დაუწყო ელენემ.. - ადექი სახლაში მიგიყვან.. - ელენრმ ძლივს მიიყვანა მთვრალი კაცი სახლამდე. ..
...
როცა ელენე სახლში მივიდა, მარინას არ ეძინა.. გოგონა გადაღლილი იყო კედელს დაყვა და ძირს დაჯდა..
- ეს ყველაფერი გეგმისთვისაა საჭირო? - იკითხა მარინამ..
- იქნებ არაფერია საჭირო.. ღმერთი მას მაინც დასჯის.. - საშინლად იყო ელენე..
ამ დროს ისევ მობილურმა დარეკა. ამ ჯერად ბატონი ნოდარი იყო
- გავიგე რაც მოხდა, ჩემს მითითებებს დაელოდე, ისევ თამაშში ხატ..
- დიახ - მშვიდად უპასუხა ელენემ და გათიშა..



№1  offline მოდერი N1penguin

ძალიან საინტერესო სიუჟეტია. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ძალიან გთხოვ, ერთხელ მაინც გადაავლე თვალი ატვირთვამდე, თორემ ამდენი შეცდომა ნაწერს ღირებულებას უკარგავს cry

 


№2  offline წევრი ოფოფი

N1penguin
ძალიან საინტერესო სიუჟეტია. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ძალიან გთხოვ, ერთხელ მაინც გადაავლე თვალი ატვირთვამდე, თორემ ამდენი შეცდომა ნაწერს ღირებულებას უკარგავს cry

გამოვასწორებ აუცილებლად :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent