მოურჯულებელი თავი 3
რეზი დაბნეული იდგა ოთახის შუაგულში და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა მოხდა სულ რამდენიმე წუთის წინ მის თავს. გაურკვევლობიდან ბიჭების სიცილმა გამოარკვია, რომლებიც აშკარად მასზე იცინოდნენ. -ნეტა ვიცოდე რა გაცინებთ? - შეუბღვირა ბიჭებს და დივანზე მოწყვეტით დამჯდარმა ახლაღა შეიგრძნო თუ როგორ ეწვოდა და უხურდა ლოყა. -შენი სახე უნდა გენახა, - სიცილით იძახდა ლაშა, - ვაიჰ, აღარ შემიძლია. ნეტა გადამეღო! -დამშვიდდი ლაშიკო, - კისკისის დროს ამოილაპარაკა ქეთიმ, - ტყუილად არ მოგიყვანივარ ჭკვიანი ქალი ცოლად. -ვამბობ რაა, საუკეთესო რძალია-მეთქი, - თქვა სანდრომ და ქეთის გახედა, - საძმაკაცო ამაყობს შენით რძალო, ამას არ დაგივიწყებთ! -შენ თავს მიხედე რაა, - სანდროს შეუბღვირა ნინიმ და ფეხზე წამოდგა, - წავალ, დავხედავ, როგორაა. -არ გინდა, ბებოს სიცოცხლე, - კიბეებთან გააჩერა თამრიკომ, - დაწყნარდება და გადაუვლის. აბა, ვინ მომეხმარება ალაგებაში? - იკითხა და მისაღებ ოთახში შეკრებილებს გადახედა. -რატომღაც ძალიან მეძინება, - ფეხზე წამოხტა დათო და ურცხვად დაამთქნარა, - თამრიკო ბებო, ჩემი ოთახი ხომ ისევ იქაა? დათო პასუხსაც არ დალოდებია, პირდაპირ გაეშურა პირველ სართულზე მდებარე საძინებლისკენ. -ჩემი ცოლი ორსულადაა და ვერ მოგეხმარებათ, მე კი მას საძინებლამდე მისვლაში უნდა დავეხმარო, - დაიძვრინა თავი ლაშამაც და ქეთი წამოაგდო, - მაპატიე, თამროო, აი, ბიჭები დაგეხმარებიან, - გამოსძახა უკვე მეორე საძინებელში შესულმა. -ოხ, თქვე მაიმუნებო, - სიცილით თქვა და თეფშების ერთმანეთში ჩალაგება გააგრძელა, - წადით, ხო, წადით. მე მივალაგებ. ტყუილად ნუ ცდილობთ მიზეზების მოფიქრებას. -აი, საუკეთესო ხარ, თამროო, - კიბეებიდან ჩამოსძახა ნინიმ და თან გვანცას მიათრევდა. რეზიმ მთელი ღამე ვერ დაიძინა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა დააშავა. მერე რა მოხდა თუ ანასტასიას სრული სახელის ნაცვლად მოფერებით ტასო დაუძახა? ამდენ მოზუზუნე ფიქრს ვეღარ გაუძლო და ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, სავარჯიშოდ გავიდა. მზე კარგად იყო ამოწვერილი, როცა მთლიანად გაოფლილი უკან დაბრუნდა. სწრაფად მიიღო შხაპი, მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა. თამრო ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა, ხოლო დანარჩენ სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მალე ერთ-ერთი ოთახიდან ქეთი გამობაჯბაჯდა და რეზის გვერდით ჩამოუჯდა. -აუუ, რეზიკო, შეგიძლია ვაშლის წვენი მომიტანო? მე მეზარებაა, - ისე საწყლად და საყვარლად შეხედა ქალმა, რომ ახლა სახლის სახურავიდან გადახტომაც რომ ეთხოვა, იმასაც შეუსრულებდა. რეზი წამოდგა და სამზარეულოდან წვენთან ერთად ტორტის ნაჭრითაც დაბრუნდა. -ეგეც მე? - გაუკვირდა ქეთის და მომღიმარ ბიჭს სწრაფად გამოართვა ორივე. -შენი ქმარი სადაა, მე რომ მასრულებინებ აქ დავალებებს? - სიცილით ჰკითხა და გამობერილ მუცელზე მოეფერა. -ნინი, გვანცა და ბიჭები მდინარეზე გავიდნენ. ანასტასიას ნაღრძობი ფეხის გამო ჩვენც სახლში ხომ არ გამოვიკეტებითო, - თან ჭამდა და თან ლაპარაკობდა. -აა, ახლა გასაგებია, რატომაა სახლში სიწყნარე. რეზი ცოტა ხანს ფიქრობდა, ეკითხა თუ არა ქეთისთვის, ის რაც, მთელი ღამე არ ასვენებდა, ბოლოს კი მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და კითხვა დაუსვა: -ქეთი, შემთხვევით, ხომ არ იცი, გუშინ რა ვაწყენინე ტა... ანასტასიას? - სწრაფად გადააკეთა გოგოს სახელი. -ამას შევჭამ და მოგიყვები, - უთხრა ქეთიმ და ბოლო ლუკმაც გაიქანა ყბაში, - უჰ, საუკეთესო ხარ, თამრიკო! - გასძახა ქალს სამზარეულოში, - ისე ამ ტორტის რეცეპტი უნდა გამოვართვა. -ქეთი, რა დროს ტორტის რეცეპტია? - ჰკითხა ბიჭმა, - სხვათა შორის, ჯერ კიდევ მტკივა ლოყა, - საწყლად თქვა ბიჭმა და ლოყაზე ხელი ჩამოისვა. -მწარე ხელი აქვს არა? - სიცილით ჰკითხა გოგომ და რეზის ლოყაზე შეხედა, რომელზეც თუ კარგად დააკვირდებოდით, შეგეძლოთ კვლავ დაგენახათ ტასოს ხუთივე თითი. -მერედა როგორი. -ვიცი, - ისევ გაუცინა გოგომ. -იცი? - გაუკვირდა ბიჭს და გაფართოებული თვალებით შეხედა ქალს. -მართალია საკუთარ თავზე არ გამომიცდია, მაგრამ გადმოცემით ვიცი ბიჭებისგან, მითუმეტეს კი - ჩემი ქმრისგან. სანამ დამეგობრდებოდნენ, ანასტასია ვერც ერთს ვერ იტანდა და ერთი კვირა ისე არ ჩაივლიდა რომელიმე მათგანი რომ არ ეცემა. -მოიცადე, მოიცადე, - გააწყვეტინა ბიჭმა, - ის ქაჯი ამათ სცემდა? - ჰკითხა და სიცილი აუვარდა, - რატომ არ მიკვირს?! - სიცილს აგრძელებდა რეზი, - მორჩა ლაშიკოო, ჩემი ყბიდან ვეღარ ამოხვალთ ვერც ერთიი! -სცემდა რომელია, მაგრამ ეს ბავშვობაში. -და მერე რა მოხდა? -იცი, რეზი, მე ანასტასიას მხოლოდ სადღაც 1 წელია ვიცნობ და მასზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმას მოგიყვები. -კარგი, ეგეც მაწყობს, მაგრამ ასე ცოტა ხანი რატომ? -ლაშამ ჩვენს ქორწილში გამაცნო მხოლოდ, როცა რესტორანში მივედით. მანამდე მეუბნებოდა, ანასტასია რომ გაგაცნო შანსი არაა, ცოლად აღარასდროს გამომყვები და ეგ არ მაწყობსო, - სიცილით გაიხსენა გოგონამ მოგონებები. -მართლა აღარ გაყვებოდი? - გაუკვირდა ბიჭს. -სიმართლე გითხრა არ ვიცი. იმასაც ვერ გეტყვი ანასტასია უფრო გადარეულია თუ თქვენი საძმაკაცოს ბიჭები. წარმოგიდგენია, ქორწილში ტანზე მომდგარი შავი ტყავის შარვლით და მაისურით მოვიდა, საქორწინო საჩუქრად კი ტყავის მათრახი გადმოგვცა, - ამაზე ქეთის მთლიანად გაუწითლდა სახე. რეზიმ კი თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა. მართლა წარმოიდგინა, როგორ მიდიოდა ტყვავის სამოსში გამოწყობილი ტასო ახლადდაქორწინებულ წყვილთან და ლამაზად შეფუთული ყუთით, რომელსაც თავზე დიდი ბანტი აჯდა, მათრახს ჩუქნიდა. -ისე, უნდა ვაღიარო, მაინც ყველაზე სექსუალურად გამოიყურებოდა. ნუ, პატარძალს ვერა, მაგრამ მეჯვარეებს და შეკრებილ ხალხს კი მაინც სჯობნიდა თავისი სილამაზით. თეთრ ყვავს ჰგავდა იმ ხალხში, მაგრამ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. ქეთი ცოტა ხნით მოგონებებში გადაეშვა და სახეზე ღიმილაკრული მიაჩერდა კედლის ერთ წერტილს. -ხო, სად გავჩერდი? - მალევე გამოერკვა და რეზის გახედა. -შენს ქორწილზე ლაპარაკობდი. -მართალია, მართალი, - გაიღიმა ქეთიმ და ისევ ჩაფიქრდა, - რა შემიძლია გითხრა ანაზე? ყველაზე ჯიუტი არსებაა ვინც კი შემხვედრია. მის სახეზე რეალური, გულწრფელი ღიმილი მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს ნანახი. ერთ-ერთი ის შემთხვევა იყო, როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, - ქეთას ისევ გაეღიმა. -გულწრფელი ღიმილი? - გაუკვირდა ბიჭს. -ხო, ანასატასია იშვიათ შემთხვევებში იღიმის რეალურად. თუ დააკვირდები, ნახავ, რომ მისი ღიმილი მხოლოდ ირონიულია, თვალებში კი სევდა უდგას. -და რატომ, რა ხდება? -როგორც ვიცი,ანასტასია ადრეც ასეთი ქაჯანა და გიჟი იყო, - დაიწყო ქეთამ. -რატომ არ მიკვირს? - ირონიულად ჩაიღიმა რეზიმ თავისთვის. -მისმენ? - გაუჯავრდა ქალი და განაგრძო, - მართალია, ახლაც გიჟია, მაგრამ, მმმ... ასე ვთქვათ, „დასტოინად“ გიჟი. -ეს „დასტოინად“ გიჟი რაღაა? - გაიკვირვა ბიჭმა. -მაგაში ვგულისხმობ იმას, რომ სიგიჟეს კი ჩაიდენს რაიმეს, თუმცა ათასში ერთხელ და თუ ჩაიდენს, ისეთს, რომ ყველას აალაპარაკებს. -ვერ მივხვდი, - ამოილაპარაკა ბიჭმა. -თავიდან ვერც მე ვხვდებოდი, არაუშავს, - გაიცინა ქეთიმ და ბიჭს გახედა, - ცოტა ხანი მოითმინე და თავად გახდები ყველაფრის მოწმე. ეს ზაფხული ისე არ ჩაივლის, რაიმე არ ჩაიდინოს ანამ. -რა დამამშვიდე, - ამოილაპარაკა ირონიულად ბიჭმა, - სხვა არაფრის თქმა შეგიძლია? -მხოლოდ იმის, რომ ანას ეს ირონიული ღიმილი, სიგიჟეები და კიდევ ათასი რამ, როგორც ვიცი, ანდრეას გარდაცვალების შემდეგ დასჩემდა. თითქოს ცდილობს თავის ნაჭუჭში ჩაიკეტოს, ხალხს მხიარულ პიროვნებად აჩვენებს თავს, სინამდვილეში კი ყველაზე მეტად მას სტკივა. -ისევ ეს იდუმალებით მოცული ანდრეა, - თქვა რეზიმ გაბარზებით, მაგრამ თვითონაც ვერ მიხვდა თუ რა აბრაზებდა, - იცი ვინ იყო? ქეთიმ ნაღვლიანად დაუქნია თავი. -ანდრეა... ანდრეა ავალიანი ანასტასიას უფროსი ძმა იყო, - ამილაპარაკა ქეთიმ. -ძმა? - გაუკვირდა რეზის და თითქოს გულზე მოეშვა, - და რა დაემართა მას? -ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. ანდრეა უკვე 2 წლის გარდაცლილი იყო, როცა მე ლაშას გავყევი ცოლად. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანა ძალიან შეიცვალა ძმის დაკარგვის შემდეგ. -წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეში იქნებოდა, - ჩაილაპარაკა თავისთვის და გულში ტასო შეეცოდა კიდეც. -მართალია, თან მითუმეტეს, ისიც საგულისხმოა, რომ ანდრეა მისი ტყუპისცალი იყო. -და შემთხვევით იმასაც ხომ ვერ მეტყვი, რატომ გამარტყა გუშინ? -ტასოს მხოლოდ ანდრეა ეძახდა, - სევდიანად ამოილაპარაკა ქეთიმ. ************ ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება არ ვახსენოთ ის, თუ რა ხდებოდა მდინარეზე ამ დროს. ბიჭებმა დილით გაიღვიძეს თუ არა, ჯერ ტასოს შეუცვივდნენ ოთახში, დააფეთიანეს, ნერვები მოუშალეს და იქიდან პირდაპირ მდინარეზე წავიდნენ. გოგონების წაყვანას არც ფიქრობდნენ, მაგრამ, ვერ მივართვით. ეზოში ნორმალურად გამოსულებიც არ იყვნენ, რომ მოფრიალე სარაფნებსა და მზის სათვალეებში გამოწყობილი მოცინარი გვანცა და ნინი დაინახეს. -ჩვენ გარეშე აპირებდით გართობას? - თავზე ქორივით დაადგათ ნინი. -ამათ ხო ვერაფერს გამოაპარებ, - ამოიბუზღუნა სანდრომ და ჭიშკრისკენ დაიძრა. -რა გინდა, შე ჩემა, წამოვიდნენ, ბავშვებსაც ხომ უნდათ ჭყუმპალაობა, - თქვა სიცილით ნიკამ და მუხლამდე ყვავილებიან სარაფანში მდგარი გვანცა ხარბად აათვალიერა, - ცოდოები არიან, მარტო იმ გიჟთან! -ეგ გიჟი იქნება, რომ გამოგივარდება და მიგბეგვავს, - შეეპასუხა ნინი და სანდროს ამრეზით აუარა გვერდი. -არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, - სიცილით თქვა ლაშამ და კი მიიღო ნიკასგან თავში წამოთაქება. დათომ გოგოებს ხელი გადახვია, ჯერ ნინის აკოცა ყელში, შემდეგ კი გვანცას დაუკოცნა ლოყები. გვანცამ საყვარლად გადაიკისკისა და ლოყები აუწითლდა. ნიკას კი ამ დროს ეჭვიანობის ტალღამ წამოუარა. ძალიან მოუნდა დათოს ნაცვლად თვითონ ყოფილიყო. მხოლოდ მას გადაეხვია გვანცასთვის ხელი, მხოლოდ მას ეკოცნა მისთვის და გოგოც მხოლოდ მისთვის გაწითლებულიყო. აზრების გასაფანტად თავი გააქნია და ჭიშკარში გასულ ბიჭებს უკან გაჰყვა. -რამდენჯერ გითხარი, წვერი გაიპარსე და ისე მაკოცე-თქო? - იდაყვი გაჰკრა ნინიმ დათოს და მანაც მოხვია ხელი. -კი, როგორ არა, სულ შენ გამო მოვიპარსავ ამ შვილივით ნაზარდ წვერს, - შეეპასუხა ბიჭი. -შვილივით ახლა, 9 ვაჟკაცი ხერხეულიძე არ გეზრდებოდეს შენც სახლში! შვილივით ნაზარდი, - გამოაჯავრა ნინიმ, - გვანცა მორცხვია და ვერ გიბედავს, მაგრამ, მე, ხომ იცი, რა კარგი გოგო ვარ, პირდაპირ გეუბნები სიმართლეს! დაგვეჩხვლიტა ლოყები! -კი, კი, კარგი გოგო ხარ, ნამდვილად, - ამოილაპარაკა თავისთვის სანდრომ და ნინის გახედა. -საიდანღაც წრიპინი მესმის და ვერ ვხვდები რა ხმაა, ვინმეს თუთიყუში გყავთ და მიმალავთ? - ყველას მოავლო მზერა და ბოლოს სანდროს მიაჩერდა, - უი, სანდრიკო, შენც აქ ხარ? ბიჭებმა ხარხარი ატეხეს, სანდრო კი იდგა და იბღვირებოდა. ასე მის ნერვებზე თამაში მხოლოდ ნინის თუ შეეძლო. -კაი, შე ჩემა, რას იბღვირები, ტოო?! - ხელი გადახვია ლაშამ და წაათრია. ამ სიცილ-ხარხარში მიაღწიეს კიდეც მდინარემდე. გოგოები იქვე ნაპირთან ჩამოსხდნენ და უკვე მხოლოდ საცურაო შორტში გამოწყობილ აპოლონებს გახედეს, რომლებიც მდინარისკენ გარბოდნენ. გვანცას მზერა ნიკაზე გაუშტერდა და ნაპირიდან წყალშიც კი გაჰყვა. -სიმპატიურია არა? - ფხუკუნით გაჰკრა ხელი ნინიმ დაქალს და მანაც ნიკას შეხედა, რომელმაც ჩაყვინთა და დიდხანს აღარ ამოსულა ზემოთ. -ჰა, ვისზე ამბობ? - ჰკითხა გამოფხიზლებულმა გვანცამ და გაწითლდა. -ვისზე და თამროს მეზობელ ჟორაზე. ვისზე უნდა ვამბობდე? ქალბატონო, ხვდებით ახლა ვის ელაპარაკაებით? - ხმა დაისერიოზულა ნინიმ, - შენ რა უნდა გამომაპარო? - ჰკითხა და ცალი ცარბი ასწია. -კარგი, ხო, - ამოღერღა გვანცამ და ისევ გაწითლდა, - მომწონს, თან ძალიან. -მერე? ასე უნდა იჯდე და უყურო? ადექი, უფრო ხშირად დაენახე, რამე გააკეთე! ცოტა გაეშმაკდი, ასეთი მორცხვი და ნაზი როდემდე უნდა იყო, გოგო? -სულ გადაირიე შენ, ხო? - ჰკითხა კიდევ უფრო გაწითლებულმა გვანცამ და შვებით ამოისუნთქა, როცა დაინახა, როგორ ამოყვინთა ნიკამ. -გაგიმართლა. ნიკა თბილი, საყვარელი და კარგი ბიჭია, ყველაფერთან ერთად სიმპატიურიც. -ვინ არის თბილი, საყვარელი, კარგი ბიჭი და ამასთანავე სიმპატიურიც? - ნინის ყურთან თქვა სანდრომ, ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა, და წელზე შეუცურა ხელი. გოგომ წამოიკივლა, გაწითლდა და სწრაფად მოიშორა ბიჭის ხელები. -შენ ნამდვილად არა, იდიოტო! - შეუბღვირა სანდროს და რაც შეიძლებოდა შორს გაიწია მისგან. ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა და ნინის გაწევის საშუალება არ მისცა. გვანცა კი წამოდგა და მდინარის ნაპირს გაუყვა. -ხელს არ შეგიშლით, ისაუბრეთ, - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დაქალს და სეირნობა გააგრძელა. -ოხ, გვანცა, ოხ გვანცა, მე შენ გაჩვენებ ხელის არ შეშლას! - ჩაიბურტყუნა ნინიმ, - მაგრამ რას ვერჩი, წეღან არ ვეუბნებოდი, ცოტა გაეშმაკდი-თქო? - აგრძელებდა საკუთარ თავთან საუბარს, შემდეგ კი მასზე აკრულ სანდროს გახედა, - მომშორდი, იდიოტო! სულ დამასველებ! -თითქოს როცა გეხები, სულ არ სველდებოდე, - გველურად ჩაურტყა ნინის და ააწითლა კიდეც გოგო, - რატომ უნდა გავიწიო? მე მომწონს. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს, - ჩაიცინა ბიჭმა და ნინის მხარზე ჩამოადო თავი. -ნებითა შენითა თუ?.. -ძალითა შენითა, - გოგოს ყელთან ამოილაპარაკა ხმადაბოხებულმა სანდრომ და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა. ნინის ტანში გასცრა, ჟრუანტელმა დაუარა, გააკანკალა, გააცხელა, გაბრუვდა და ის ადგილი აეწვა, სადაც წამის წინ ბიჭმა აკოცა. -სანდროოო, - ხმაგაბზარულმა ამოთქვა და ძლივს ამოისუნთქა. -ნინიიი, - მიბაძა ბიჭმა ნინის ხმას და ახლა ყურის ძირში აკოცა, თან გოგოს რეაქციებით ტკბებოდა. -გაჩერდი, გთხოვ, არ გინდა, - თითქმის ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა გოგომ. ბიჭმა უხმოდ მოაშორა ხელები, წამოდგა და ისევ მდინარისკენ წავიდა. ნინი უყურებდა სანდროს დაჭიმულ სხეულს და მიხვდა, რომ ბიჭი გაბრაზებული იყო, თანაც ძალიან. წყალში ჩასვლისას თვალი მოსჭრა ბიჭის დაკუნთულმა სხეულმა, რომელზეც წყლის წვეთები შეუჩერებლივ დასრიალებდნენ და გულში გაუღვივდა სურვილი, კიდევ ერთხელ, თუნდაც სულ ერთი წუთით, მათ ადგილას ყოფილიყო. გონებაში წამოუტივტივდა წინა წლის მოგონებები, სანდროს მიერ წარმოთქმული გამაბრუებელი სიტყვები, კოცნა, მისი ალერსი... ნინიმ ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ირგვლივ მიმოიხედა. გვანცას ეძებდა. იპოვა კიდეც. გოგონა კარგად შორს წასულიყო. თავისთვის მშვიდად მისეირნობდა თან ნიკას მზერასაც მიიყოლებდა. -ახლა მაცადე შენ, - ჩაილაპარაკა ეშმაკური ღიმილით ნინიმ და მერე გვანცას რომ გაეგონა, მთელ ხმაზე დაუყვირა, - გვანცააა! გოგონამ შეშინებულმა მოიხედა, თან ისე სწრაფად, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო, სველ ქვებზე ფეხი აუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა. ნინის თავიდან გაეცინა გვანცას მოუხერხებლობაზე, მაგრამ მალევე დაუსერიოზულდა სახე და უკვე ნაპიზე ამომავალ ნიკას დაუყვირა: -ნიკააა, სწრაფად, დაეხმარე! ცურვა არ იცის, თან ნახე რა სწრაფი დინებაა! დაფეთებული ნიკა მაშინვე იქით გაიქცა, სადაც გვანცა ჩავარდა. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. ბიჭმა სწრაფად ისკუპა მდინარეში და შეშინებული გოგოსკენ გაცურა, რომელიც წყალში ყურყუმელაობდა. -არა, რა გაცინებს? - მიუბრუნდა შეშფოთებული დათო ნინის. -შენ ის არ იცი, რაც მე, ასე რომ მაცადე! -შენ კი იმ ინფორმაციას არ ფლობ, რასაც მე, - ეშმაკურად ჩაიცინა დათომ და ნინის მზერაც დაიჭირა. ბიძაშვილებმა მხოლოდ რამდენიმე წამს უყურეს ერთმანეთს, მერე ორივეს ეშმაკურად გაეღიმათ და ისევ წყალში მყოფებზე გადაიტანეს ყურადღება. ნიკამ როგორც იქნა მიაღწია გვანცამდე და გოგონას ხელები ძლიერად შემოხვია წელზე. გვანცა თითქმის სულ გაყინულიყო, მაგრამ, როგორც კი ბიჭი შეეხო, მაშინვე გათბა და თითქოს სხეულში ლავა ჩაეღვარა. როგორც კი საკუთარ მკლავებში დაიგულა, მაშინვე ამოისუნთქა და აცახცახებულ გოგოს დახედა. -კარგად ხარ? - ჰკითხა ბიჭმა და ცალი ხელით გაცურა ნაპირისკენ, მეორე ხელით კი უფრო ძლიერ იკრავდა გოგოს. -კკკკიიიი, - კბილების კაწკაწით უპასუხა გოგონამ. როგორც იქნა ნაპირზეც ამოვიდნენ. ნიკამ ხელისგაუშვებლად შემოახვია გვანცას ლაშას მიერ მიწოდებული პისახოცი. შემდეგ სულ ორი წამით მოშორდა. თვითონაც გამშრალდა, მაისური გადაიცვა და გვანცასთან დაბრუნდა, რომელიც ნინის გვერდით იჯდა და კანკალებდა. -მგონი აჯობებს სახლში დავბრუნდეთ, თორემ გამეყინება დაქალი და დამრჩება ობლად... -ნნნიიინნნიიი, - სიტყვა აღარ დაასრულებინა გვანცამ და ხელები შემოიხვია, რომ გამთბარიყო. -კარგი, წავიდეთ, - წამოდგნენ უკვე გამშრალებული ბიჭებიც. -ნიკა, - მიუბრუნდა ნინი ნიკუშას, - შეგიძლია გვანცა წამოიყვანო? ცოდოა, საწყალი გაიყინა და გაუჭირდება სიარული, - ბოლო სიტყვები ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა და გვანცას თვალი ჩაუკრა. ნინის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, გოგოს რომ მიეჭრა ნიკა, ისე სწრაფად აიყვანა და გულზე მიიკრა, რომ გვანცამ გააზრებაც ვერ მოასწრო. წამის წინ გაყინული ბალახებზე იჯდა და კანკალებდა, ახლა კი ნიკას მკერდზე იყო აკრული და ისე სცხელოდა, მეტი რომ არ შეიძლება. -თუ გაწუხებ, დამსვი, ჩემით წამოვალ, - ამოიკნავლა გვანცამ და ძლივს გაუსწორა მზერა ნიკას. ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და უფრო მეტად მიიკრა გოგო გულზე. -ისეთი მძიმე ხარ, მომწყდა წელი შენი ტარებით, - გაეხუმრა და დახედა. გვანცას თვალები გაუფართოვდა. მგონი, მართლა დაიჯერა, ის რაც ნიკამ უთხრა და მისი მკლავებისგან დახსნა მოინდომა, როცა საკუთარ თავს შეატყო, რომ ახლა ატირდებოდა. ბიჭს მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, როცა გვანცას ამღვრეული თვალები დაინახა და თავისი ნათქვამი ძალიან ინანა. -ჰეი, ვიხუმრე. საერთოდ არ ხარ მძიმე. ბუმბულის წონა ხარ. ხელები მომხვიე, თუ გინდა, უკეთესად თუ... - ბიჭი დაიბნა და სიტყვაც ვეღარ თქვა. გვანცა კი ისე დაემორჩილა, ვერც კი გაიაზრა. ხელები მაშინვე შემოხვია კისერზე, თავი კი მის ყელში ჩამალა. წამებში იგრძნო ბიჭის დაჭიმული სხეული, დაბერილი ძარღვები, არეული სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა, რომელიც გვანცას გულივით სწრაფად სცემდა. ასე კომფორტულად მოთავსებულ გვანცას კი ჩაეძინა ბიჭის მკლავებში. ნიკას გაეღიმა ამის დანახვაზე, შუბლზე ფრთხილად აკოცა და როცა სახლში შევიდნენ, ყველას ანიშნა გაჩუმებულიყო. თვითონ კი ნელა ავიდა კიბეებზე და ძალიან ფრთხილად დააწვინა გოგო საწოლზე. შემდეგ პლედიც გადააფარა და ცოტა ხანს უყურა, თუ როგორ მშვიდად ეძინა ქალბატონს. -მართლა ანგელოზი ხარ, - ჩაილაპარაკა ბიჭმა, დაიხარა, შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა და უკვე გადიოდა, როცა ბოლო სიტყვებიც ჩაილაპარაკა, - ჩემი ანგელოზი. ************** მოსაღამოვებული იყო, როცა ანასტასიას ოთახში გვანცა და ნინი შევიდნენ. ბიჭები ქვემოთ თამროს ეხმარებოდნენ. ზოგი ხორცს ჭრიდა, ზოგს კი შეშა მოჰქონდა. ნინის ხელში ის ვარდების თაიგული ეჭირა, გუშინ რეზიმ რომ აჩუქა ტასოს. ვარდები ლამაზად იწონებდნენ თავს ვაზიდან. გვანცა კი აშკარად უფრო დატვირთული მოდიოდა, რადგა მას მოჰქონდა ყველა გაუხსნელი საჩუქარი, რაც ანასტასიამ მიიღო გუშინ. თავად ქალბატონი ტასო კი რაფაზე იჯდა და ეზოს გადაჰყურებდა. -ანუშკიი, - დაიძახა ნინიმ და ყვავილების ზემოდან გამოხედა, - ეს სად დავდგა? -მოაშორე აქედან! - ძალიან მშვიდად უთხრა და დას გახედა, - ხომ, იცი, ვერ ვიტან ვარდებს. -ოოო, კარგი რაა, ანუშკი, ანა, ანიკოო, - საყვარლად ეძახდა ნინი და მუდარით სავსე თვალებით შეჰყურებდა. ანასტასიამ უცებ თვალი მოჰკრა ეზოში შემომავალ რეზის, რომელსაც შეშა მოჰქონდა. ამდენი ნაჭერი როგორ დაიჭირა ხელში, პირდაპირ გასაკვირია. უკან კი კუდებივით მოცინარი ლაშა და დათო მოსდევდნენ. რა თქმა უნდა, ხელცარიელები. -ნინი, გადავიფიქრე, აქ მომიტანე, - უცებ წარმოთქვა და დას გახედა. -მშვენიერი არჩევანია, დაო, - ანასკენ წავიდა ნინი, - ყვავილებს მოუხდებათ მზის სხივები და ისე მალე აღარ დაჭკ... სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო ისე გამოსტაცა ანასტასიამ ხელიდან ვაზა, გამოაღო ფანჯარა და რეზის ესროლა. -ანასტასია! - გაბრაზებულმა წამოიყვირა გოგომ, გვანცა კი გაოცებული უყურებდათ, - შენ სულ გაგიჟდი, გოგო? მოხვდა? ვინმეს მოარტყი? ვაიმე, თუ ჩემს სანდ... - და უცებ გადააკეთა, - ლაშასთვის რომ მოგერტყა, ტოვებდი ბავშვს მამის გარეშე? -ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, თანაც რეზის დავუმიზნე და არა ლაშას, ხოლო შენი სანდრო საერთოდ არაა ეზოში, - უკვე მშვიდად ამოილაპარაკა, სიბრაზისგან გადალურჯებულ ნინის და დაქალის სახეზე აკისკისებულ გვანცას გახედა და რატომღაც გაიღიმა. ეზოში კი, აი, რა ხდებოდა. რეზის უკვე წელი სწყდებოდა ამდენი შეშის ტარებით, ის ორი მაიმუნი კი საერთოდ არაფერში ეხმარებოდა. მხოლოდ მას უწყობდნენ შეშას, თვითონ კი ხელცარიელები მოაბიჯებდნენ. ჭიშკარს გასცდა თუ არა, ანასტასიას ოთახის ფანჯარა ისე სწრაფად გაიღო და იქიდან მისივე ნაჩუქარი ვარდებიანი ვაზა გადმოფრინდა მისივე მიმართულებით, რეზიმ ვერაფრის გააზრება მოასწრო. ესმოდა რაღაც წუილი, რომელიც აშკარად ახლოვდებოდა. მხოლოდ ბოლო წამს გაიაზრა რაც ხდებოდა და რეფლექსურად გაიწია გვერდით. ყვავილებიანი ვაზა კი იმ ადგილას დაიმსხვრა, სადაც წამის წინ რეზი იდგა. ბიჭმა ინტიქტურად ახედა ანასტასიას ფანჯარას, რომელიც უკვე დახურული იყო. გოგო კი ფანჯრისკენ ზურგით იჯდა. დახურული ფანჯარაც კი ვერ ფარავდა გაოცებული ნინის კივილს. ამასობაში ბიჭებიც გამოფხიზლდნენ. -ვაიმე, რეზიკუნა, - ამოილაპარაკა დამწუხრებულმა ლაშამ, - ვიზიარებ. გახსოვდეს ძმაო, რომ მუდამ შენს გვერდით ვიდექი და ერთი, კარგი, მოზრდილი და ლამაზი ვენოკი ჩემზე იყოს. თუ გინდა ამის მსგავსი ვარდებისგან გავაკეთებინებ, - და ხელით ეზოში მიმობნეული ვარდებისკენ მიანიშნა. -სულ გამო***დი? - დაუცაცხანა დათომ ძმაკაცს და რეზის გახედა სერიოზული სახით, - ისე, ლაშა მართალია. ანასტასია არ უნდა გადაგეკიდებინა. დაყარე ეგ შეშა თუ ძმა ხარ, რაა, და მოდი აქ. რეზიმ მართლა დაყარა შეშა და დათოსთან მივიდა, რომელიც ტელეფონში რაღაცას გულმოდგინედ ეძებდა. -აი, ნახე, - ლაშასკენ მიაბრუნა ტელეფონი და რეზის ფოტო დაანახა, - მგონი კარგია, არა? -კი, მშვენიერი ფოტოა, - დაეთანხმა ლაშაც, - ახლა მე გავიქცევი და ამას გავადიდებინებ. -რა ფოტო, რის გადიდება? - ამოილაპარაკა, როგორც იქნა, რეზიმ. -აი, შეხედე, - ახლა რეზისკენ შეაბრუნა ტელეფონი დათომ, - მგონი კარგად ხარ ამ ფოტოზე. მოგწონს საფლავის ქვისთვის თუ უკეთესს ამოგვარჩევინებ? -გაა**ით რა, - ამოილაპარაკა რეზიმ და ახარხარებულ ბიჭებს ზურგი აქცია. გულში უკვე მიეღო გადაწყვეტილება, რომ იმ საქმის მოგვარების შემდეგ, რაც ირაკლიმ დაავალა, ანასტასია ავალიანს მიხედავდა და „მოარჯულებდა“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.