შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

META + MORFOZ


11-04-2018, 01:25
ავტორი მსახიობი
ნანახია 2 548

იყო და არა იყო რა ... ამბავი როგორც ესეთი ჩემი არც დაწყებულა ამიტომ არც დამთავრდებოდა ყველაფერი მოხდა ესე
ალბათ როგორც ყველას აქ დღიური ნუ ჩემს გარდა რა თქმა უნდა ერთ დღეს გადავწყვიტე დღიურის ყიდვა ჩავედი საკანცელარიოში ვიიდე ავედი სახლში გავხსენი და დავიწყე,
დღე პირველი გაცნობა
არც ისე მაღალი 17 წლის ბიჭის ცხოვრება
ვცხოვრობ მთაწმინდაზე როგორც ყველას მყავს მეგობრები უბანში ხშირად გავდივარ შეძლების დაგვარად ფოტო გრაფია მიზიდავს და სპეციალურ კურსებზე დავდივარ და დავალებებით მოგზაურობა მიწევს თუმცა ვცდილობ მეგობრებს არ მოვშორდე .
დღე მეორე ეზო
იტალიური ეზო წარმოიდგინეთ ვითარება კი შემდგომი მე და ჩემი ძმაკაცები გიორგა ლექსო ლუკა და ნოდო ვართ და "ვბზრობთ" იმაზე თუ როგორ წააგო ბარსამ რეალთან მერე არ ვიცი რატომ მაგრამ ლუკამ ლაპარაკი გოგოებისკენ წაიყვანა და მეტი არ უნდოდათ ბიჭებს დაიწყეს თავიანთი "Love Story" მე კიდე ამხელა კაცი ნუ ჩემ თვალში დიდი უკვე დებილივით ვუსმენდი თუ როგორ "ბაზრობდნენ" მერე ყველა რომ მორჩა ლაპარაკს ჩემზე გადმოვიდნენ მითხრეს მორჩი ამ ფოტოებს გაახილე თვალები ნახე რა გოგოები არიანო სილამზე გაქ არაფერი შენ არ გიშლის ხელს ქენი რამეო მე როგორც ყოველთვის ჰო აი ამ პროექტსაც დავამთავრებ და მერე ვნახოთ თქო იმ დღეს მალევე დავიშალეთ მოღრუბლული ამინდი იყო და წვიმაც წამოვიდა სახლში ავარდი და ვუყურებდი ფანჯრიდან ჩემი უბნის და ზოგადად მთელი თბილისის ხედს ვგრძნობდი წვიმის სურნელს თუ როგორ რაღაცნაირი არომატი ქონდა მინდოდა გავარდნილიყავი და მეცეკვა დავინახე ლექსო როგორ იყო გასული და დებილივით იცინოდა და ტრიალებდა ვიფიქრე ჰომ არ გაგიჟდა თქო დავუძახე რასაკათებ არ გაცივდე ტო თქო რაგამაციებს ნახე რალამაზად წვიმს ჩამოდიო არა არ მინდა თქო ფანჯარა მოვხურე ჩამოვჯექი სკამზე ჩავრთე ლეპტოპი და ჩემი ფოტოების ედიტირება გავაგრძელე ამ დროს ძაან დაღამდა და დამეძინა ...
დღე მესამე როდესაც ...
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა
ბზრ... ბზრ... ბზრრრ....
გიო - ბიჭო ნახე რასაკაიფო ამინდია მიდი აიღე რა ღაცეები შენი კამერა და რაჭაში წავიდეთ
მე - ჰო იცი ბიჭო რომ რაღაც პროექტი მაქ დასამთავრები რა დავამთავრებ და მერე რა
გიო-მაგას ამთავრებ შენ მთელი ცხოვრებაა კაი რა მიდი მიდი ძმობას გაფიცებ არ გამიტეხო ჩაალაგე და გავგაზეთ რაჭაში
მე - კაი ჰო დღეს გავივლი აკადემიაში და დაგირეკავ და გავიდეთ
გიო-ბაზარი არაა მიდი
ტელეფონი - ტუ ტუ ტუ ....
კაი წავედი წავედი ავიღე ჩანთა და წავედი აკადემიაში
ტააააქსი ...
მე - გოთუაზე რამდენში გამიღვან ძია
ტაქსისტი - 7 ლარი ძია
მე - კაი რა დამიკელი აი 5 ლარი და წავედით
ტაქსისტი - ვაჰ ბიჭო რა კაი მიდი ჩაჯე
როგორც ტაქსისტებმა იციან დაიწყეს ტვინის გაბურღვა ბლა ბლა
....
როგორც იქნა მივედი შევაღე კარები შევედი და ჩემ ბედზე ლექტორი გამეძრო მივესალმე პროექტზე მკითხა ვუთხარი რომ ძალიან მალე იქნებოდა ყველაფერი და ვუთხარი რომ დღეს თუ შეეძლო ცოტათი ადრე გავეშვი მეჩქარება თქო დამთანხმდა
როგორც იქნა დამთავრდა ლექცია წავედი ჩავალაგე დავურეკე გიოს და წავედით
მირეკავს გიო
ტელეფონი - ტარარა ტარარა ტარარა
მე - ჰო გიო ბიჭო მოხვედით ?
გიო - კი გარეთ გელოდებით
მე - ეხლავე გამოვდივარ
ჩავედი იქ იყვნენ ჩავჯექი დავემშვიდობე მშობლებს და წავედი
რაჭაში ჩავედით თუ არა სუფრა გავშალეთ გიტარა გამოიტანა ლექსომ ლუკამ დაიწყო სიმღერა ნოდოს ჩაეძინა მეც მეძინებოდა მაგრამ თავი მეჭირა მაინც მალევე დავიძინეთ აგრილდა თუმცა მაინც კაი დღე იყო

დღე მეოთხე - გამოჩენა
დილა აივანი მზე მამლის ყივილი ძროხების ყმუილი ქალების გაუთავებელი ფუსფუსი ეს მხოლოდ რაჭაში შეგიძლია იგრძნო აივანზე ვიდექი და დავინახე გოგონა რომელიც ეზოში შემოვიდა ულამაზესი იყო ჩუმად წყალი აავსო ისე თითქოს ვერ დამინახა და გაიპარა გაოგნებული ვიყავი ვიფიქრე მომელანდა თქო მარა აშკარა იყო რომ გოგო შემოვიდა წყალი აავსო და გავიდა მაგრამ რატომ სახლი არ ქონდა წყალი არ ქონდა ან რავი ეგრევე ჩავარდი პირველ სართულზე შევეკითხე რა ხდებოდა ვინ იყო ის გოგო არ იცნობდნენ ბიჭები და არ ნათესავები და მეღადავებოდნენ შეყვარებული ხარო როგორც იქნა დაკაცდა კაციო კარგახანი იცინეს მერე მდინარეზე ჩავედით ვიბანავეთ გავრთეთ ამ დროს გამოჩნდა ის გოგო გული გამისკდა შემეშინდა ვფიქრობდი ჰომ არ მივიდე მივესალმები თქო მაგრამ მიტყდებოდა ჩემი დებილი ძმაკაცი ადგა და არც კი მოერიდა ისე მიესალმა გაიცნო ჩვენსკენ მოიპატიჯა ვლაპარაკობდით ვერთობოდით ამასობაში მოსაღამოვდა კოცონი დავანთეათ ისტორიებს ვყვებოდით მე კიდე გაშტერებული ვუყურებდი იმ გოგოს და თითქოს გულში სადღაც მიღიტინებდა და მის გამოხედვაზე მეღიმებოდა და თაბრუ მეხვეოდა ალბათ ეს არის სიყვარული ერთი დღის გაცნობილი გოგოსთვის უკვე მზად ვიყავი სიცოცხლე დამეთმო და სიგიჟემდე მინდოდა მისი ჩახუტება ესე შემიყვარდა მარიამი
ლექსო - ბიჭო ძაან დავიღალე ჯობია მე ავალ წამოვწვები დავიძინებ თქვენ იყავით გაერთეთ
თითქოს თვალებით რაღაც ანიშნა ნოდარის და გიოს და ისინიც გაყვნენ მე და მარიამი კი მარტო დავრჩით კოცონთან
მე - მარიამი გქვია ჰო ?
მარიამი - კი
მე - რამდენი წლის ხარ ?
მარიამი -16
მე - დღეს შენ იყავი ჩემთან ეზოში ?
მარიამი - შემამჩნიე
და თითქოს შერცხვა და გაეღიმა
მე - რომ არ მოგატყუო კი
მარიამი - იცი ... რაღაცის თქმა მინდა შენთვის
მე -გისმენ
მარიამი - აუ არ ვიცი როგორ გითხრა მოკლედ შემიყვარდი
მე - დღეს რომ შემოხვედი ეზოში მაგ წუთის მერე შენს გარეშე ესე ვთქვათ აღარ შემიძლია ძალიან შემაყვარე თავი
ჩამეხუტა და მეუბნებოდა ხელს არასდროს გაგი|შვებ ძაალიან მიყვარხარო
ესე ვთქვათ ეს იყო პირველი ჩემი სიყვარული !!!
ეს დღეც დამთავრდა
თავი მეხუთე - კათარსიზი (მეტამორფოზი)
კვლავინდებურად მამლის ყივილმა გამაღვიძა ავდექი ხელ - პირი დავიმანე საჭმელი ბიჭებთან ერთად ვჭამე და ეგრევე გავარდი მდინარესთან ბიჭებისათვის არც კი მიკითხავს ისე წესით დღეს უნდა წავსულიყავით მაგრამ არ შემეძლოს გოგოს დატოვება წავედი ვეძებდი ყველგან არც უთქვამს სად ცხოვრობდა ტელეფონი რეკავდა და რეკავდა ერთი მეცამეტეჯერ რომ დარეკა ავიღა და ყვირილით ვუპასუხე !!!
ტელეფონი - ტუ ტუ ტუ ტუ
მე - ვინ ჯანდაბბახარ რა ტვინი შეჭამე თუ რამე სერიოზული არ გაქ სათქმელი დაკიდე ყურმილი
ლექსო -ბიჭო დღეს ჰომ უნდა წავსულიყავით რა გჭირს რა დაგემართა
მე - თქვენ წადით მე აქ ვრჩები
ლექსო- ჰო არ გარეკე შენი პროექტი ჩასაბარებელი არ გქონდა
მე - ეგ პროექტი შენც და ვაფშე ყველა მარიამის გარდა
ტელეფონი - ტუ ტუ ტუ ტუ ...
დაღამდა ამ ძებნაში მარიამი კიდე ისევ კვლავინდებურად არსად არ ჩანდა დავიღალე წავედი სახლში ბებიაჩემი შემეკითხა
ბებია - სად იყავი შვილო ?~
მე- ერთ გოგოს ვეძებდი ბე რაიყო ?
ბებია - ვინ გოგოს შვილო ?
მე - ერთია მარიამია მითხრა ბებიაშენი მიცნობსო ამ სოფლელია
ბებია - კი მაგრამ შვილო აქ გოგო თან ახალგაზრდა არავინ ცხოვრობს და არც უცხოვრია
მე - ბებო რა ღაც გეშლება გუშინ გავიცანი მდინარეზე ძმაკაცებთან ერთად რომ ვიყავი
ბებია - შვილო ნუ მაშინებ ვინ ძმაკაცებთან ერთად მარტო ჩახვედი მდინარეზე და გაგიჟებული ამოხვედი რა გჭირს შვილო
მე - ბებია რას მეხუმრები არ მაქ მაგის თავი~
ბებია -შენ თავს გეფიცები ბებია თუ გატყუებდე
მე - ბებო ძალიან მაშინებ არ არსებობს
ბებია - შვილო გეუბნები არავინ ყოფილა ეგეთი აქ
მე - აი ნახე ტელეფონი ნომერი ვისი ტელეფონის ნომერია ეს
და ვანახე ნომერი და სულ ყველა ჩემი ნომერი იყო ჩემ ნომერზე ვრეკავდი და მე არავინ მირეკავდა
ბებიამ სასწრაფოში დარეკა და წამიყვანეს თავიდან ძალიან მეშინოდა მციოდა ჩემი თავი გიჟი მეგონა ....
ეხლა კი ვხვდები ყველაფერს ეს ყველაფეირ ჩემი შემადგენელი ნაწილაკები იყო ყველა ჩემი მეგობარი ჩემი გრძნობები ხასიათებები და თვისებები იყო არც ის გოგო არსებობდა ესე დავკარგე ყველაფერი ილუზიით რომელიც არც დაწყებულა და ვერც დამთავრდებოდა ...!
ექიმი - გაწერეთ თაავისი სენი დაძლია .!

ალბათ კი არა უეჭველად გაგიკვირდებათ წერტილ მძიმე რატომ არ არის ეს ყველაფერი თქვენთვის მომინდია სადაც თქვენ გადაწყვეტთ იქ დასვით მძიმე და წერტილი ...

[center]




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent