შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /5/


11-04-2018, 21:28
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 846

პრობლემა
მაინც რა არის პრობლემა თუ არა დაბრკოლება ,ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელი .
საინტერესოა პრობლემებს თავად ადამიანები ვქმნით თუ უბრალოდ მახეში ვვარდებით და ბრძოლა გვიწევს ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო.
ანა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, ლუკა ისევ სამსახურს ეძებდა. უამრავი გასაუბრების მიუხედავად მაინც ვერ შეარჩია შესაფერისი ადგილი სადაც მუშაობას შეძლებდა,ანდაც უბრალოდ უარით ისტუმრებდნენ. წამლები, გადასახადები, ათასი წვრილმანი ხარჯი და თითქმის ბოლომდე დახარჯული დანაზოგი. დომინოს კენჭებივით მიეწყო ერთმანეთს და ერთი ხელის კვრით დაინგრა . ჯერ ანასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ფიქრობდა, შემდეგ სოფელშიც პრობლემები შეიქმნა. ვინაიდან იქაურობა ლუკას ეკუთვნოდა და ოჯახის ერთადერთი ვაჟი იყო თავისთავად მან მოაგვარა ყველაფერი. ამას ბაბუას ავადმყოფობა დაემატა, პენსიის ფული და მათი მცირე დანაზოგის გამოყენების საშუალება არ მისცა. იმდენად ჰქონდა ყველა ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული რომ სხვაგვარად არ შეეძლო.
-ლუკააა ...ლუკა
-აქ ვარ რა არი ?- კიბე ჩაირბინა და დედას მიესალმა-ვა ნანა? აქ რამ მოგიყვანა? ხო მშვიდობაა აბა სოფელში მივდივართო?
-მივდიოდით ,მაგრამ ბებიაშენმა დაგვირეკა იქნებ ბავშვებიც წამოიყვანოო...გვინდა ვნახოთო
-ბაბუაა ცუდად?
-არ ინერვიულო დეე რა, უბრალოდ თქვენი ნახვა უნდათ...თუ იმგზავრებს ანა-უცებ გადახედა იქვე მდგომ რძალს
-იმ დანგრეულ გზაზე ვერ ვატარებ ... არ იცი დედა? ვაფშე აღარ გახსოვს როგორ იყავი ფეხმძიმე?
-შესანიშნავად მახსოვს ... ყველაფერს ვაკეთებდი ,სოფელშ ვიყავი მთელი ცხრა თვე და ვეხმარებოდი ბებიაშენს . მაშინ ისეთი დრო იყო სად იყო ასეთია წყობილი ცხოვრება... ან ამდენი წამალი და ექიმი რო მოძრაობდი იმით ვიგებდი რომ კარგად იყავი
-დედა ,ბაბუა კარგად არის თუ არა
-კარგადაა...წნევები ჰქონდა უბრალოდ საგანგაშო არაფერია უბრალოდ რომ წამოსულიყავია რ იქნებოდა ცუდი .ენატრებით ორივეს , უფრო რომ მოვხუცდებით მე და მამაშენი ჩვენც ასე მიგვაგდებ?
-დედა მიგდებული ვინ არის? ყოველ კვირას იქ ხართ ... თუ გული შეგტკივა რატომ არ დარჩი მათთან , რას აკეთებ ქალაქში
-ამას როგორ მეუბნები...ქალაქში ჩემ გამო გადმოვედით ? იმ მიყრუებულ სოფელში მიიღებდი ასეთ განათლებას? იქედან უნდ ამეტარებინე უნივერსიტეტში თუ რა უნდა გამეკეთებინა
-დედა ახლა ხომ ორივე სახლში ხართ, არცერთი მუშაობთ და შეგიძლია მთელი კვირა სოფელში დარჩე სუფთა ჰაერზე და საქმეც ნაკლები გექნება...ბებოსაც მიეხმარები. მე რა გავაკეთო აქედან
-რა დღეში გაქვს შვილო ნერვები თუ აკვირდები საერთოდ...მოვედი ,მეთქი ერთად წავალთ ყველანი-თქო და მეჩხუბები
-არ გეჩხუბები ნანა!
-ნანას ნუ მეძახი! ბებიაშენი რომ დაგირეკავს უთხარი რომ მე მოვედი და გთხოვე წამოსვლა...
-ლუკაა წავიდეთ..სახლში მაინც არაფერს ვაკეთებთ .დღეს გასაუბრებაზეც არ ხარ და სუფთა ჰაერზე ყოფნა მომიხდება მეც და ბავშვსაც, ცოტა ხნით დავრჩეთ .რამდენი ხანია გვთხოვს ლილი ბებო ასვლას
-ანაა ნანას გულის მოსალბობად ვერ აგიყვან მთაში , ვერ გატარებ სამი საათი გზაში აგატკიებ წელს,მუცელს და დავუნგრევ თავ ყბას მუცელში მყოფ ჩემ შვილს...მერე ცუდად გახდები ,არ მეტყვი და იქედან საავადამყოფოებში უნდა ვირბინოთ ისევ.ძლივს კარგად ხარ და ნუ მეუბნები ისეთ რამეს რაც გამაგიჟებს... შენ კიდე დედაჩემო თუ მიდიხართ წადით,თუ არადა რადგან ორივე კარგადაა შენ გარეშე მგონი უფრო მშვიდად იქნებიან,მარტო თავისთვის იჟღურტულებენ .მამაჩემი სად არის
-სახლშია, ბიჭებმა დაურეკეს და დღეს რომა რ წავიდეს ისე რა გააჩერებს უნდა გამოთვრეს და გაილეშოს იქ თავის ლოთ ძმაკაცებთან ერთად
-მე რა ვიცი რომ მოდიან კი ტრიალებ და ბზრიალებ ,თუ არ გევასებიან რას აწყობ თეფშების კიბეს მაგიდაზე
-შენ სულ გაგიჟდი მგონი, სტუმარი რომ მოვა სუფრა უნდა გავუშალო აბა მჟავე სახით დავხვდე და ყავა ვაწრუპინო ? მასე შენ და ხვდი შენ ძმაკაცებს...ამას საჭმლის კეთება მაინც არ ეცოდინება და რესტორნიდან მოტანილი საჭმლის ფული სადღა გაქ . წავედი მე სანამ გავგიჟდები
-ღმერთო გაძლება მომეცი...სულ ცოტა ხანს მაინც ხომ შეიძლება. ყველა ერთად რომ გადარიე და ჩემკენ გამოშვი ნეტა თუ არ გეცოდები- ხელები გაშალა და კარისკენ წასულ დედას გახედა- მოვიდა დამცოფა და წავიდა, მამაჩემო ახლა მესმის რომ იძახდი სისხლს მიშრობსო რა ...ეს ვინაა ტო
-ჩემ გაკეთებულ საჭმელს რას ერჩის? მართლა უგემურია და იმიტო აკეთებ შენ? აბა რომ მეუბნებოდი გემრიელიაო?
-ანაა ,ანიკო ჩემო ცოლო, მეუღლევ ჩემო გევედრები ნუ გამაგიჟებ ხო?- მიუახლოვდა თვალებამღვრეულს და შუბლზე აკოცა- რა იყოო რაა ,ნანას არ იცნობ? თუ არ გიკბინა ცოტა ისე ვერ დაისვენებს რა გატირებს გოგო რძლები დედამთილებს ტაფებს ურტყამენ თავში და შენ რა გატირებს
-ყველაფერიიი...შენ რო ცუდად ხარ, რო დაიღალე ეგ მატირებს. რო ვერ ვისვენებთ ეგ მატირებს.ეს ფეხმძიმობა რო ჯოჯოხეთად გადაგვექცა ეგ მატირებს.იმის ნაცვლად რომ მშვიდი და ბედნიერი ფეხმძიმობა მქონდეს ჯერ ღებინებით ვკვდებოდი, ყოველ წამს გონებას ვკარგავდი, გავხდი და ძალა აღარ მაქვს.ახლა სულ მეძინება , მეტირება და ყველაფერს ისიც დაემატა რომ ფულიც აღარ გვაქვს. მალე ბავშვის ოთახის კი არა საწოლის ფული აღარ გვექნება შენ კიდე ისეთი ჯიუტი ხარ ჩემ მშობლებსაც არ აძლევ ნებას რომ ბავშვისთვის ნივთები მაყიდინონ... ასე თუ მიჰყვებით ტრადიციებს ჩემებს ევალებათ ბავშისთვის ყველაფრის შეძენა , სხვათაშორის ასე რომ არ მოიქცნენ მერე ნანა იტყვის სად გაგონილაო
-ანაა ,ანაა შენც გაჭედე ხო? კარგი მე ჩამოვჯდები და გიყურებ...მიყვარს ასე რომ ლაპარაკობ ცხვირი გეკეცება ...ოღონდ არ იტირო და ისე ამოაფრქვიე ემოციები მიდი ჰე გელოდები გამლანძღე და ხისთავიანი მეძახე
-ხისთავიანი ხარ დიახაც! სამი ოჯახია შენს კისერზე ,არც გიგის აძლევ დახმარების საშუალებას ვითომ უცხოა და მისი მშობლები არ არიან ისინი. კაცს ისე ელაპარაკე ვეღარაფერი გააკეთა , ჩემ მშობლებს ხომ საერთოდ არაფერის გაკეთების უფლებას აძლევ ...შენები არ მუშაობენ ჯერ პენსიაც არ აქვთ დანაზოგს იყენებენ ,მაგრამ რა მერე . როგორ ვერ ვიტან ფულზე საუბარი რომ მიხდება,მაგრამ ამ ფულის საშუალებით უნდ ავჭამოთ, ვსვათ, ვიაროთ განათებულ და თბილ სახლში . შენი ნათესავების ქორწილებში, გასვენებებში და ათას რამეზე კიდევ...ვიყიდოთ წამლები და უბრალოდ ვიარსებოთ
-რომ აღარ მექნება მაგ ყველაფრის ყიდვის და გაკეთების ტრ*კი მერე დამეხმარება გიგი. არსად წავა ბიძაჩემი .... მანამდე ჯერ კიდევ დროა და იქნებ სამსახურიც ვიპოვნო
-რატომ არ დაიწყე იმ ფირმაში მუშაობა ბოლოს რომ იყავი
-დილიდან საღამომდე მათხოვარივით ორი თეთრის გამო უნდა ვემსახურო ? ბებიამისისა სახლში არ ვიქნები ,სამსახურიდან ვერ გამოვალ ,მონასავით უნდ ავიჯდე იქ მაგათ ფული ვაშოვნინო და მე მაინც შიმშილმა მომკლას? ერთი მაგათი დედაც ...წამლის დალევის დროა და ვჭამოთ რამე ,მშია მეც და ჩემ კაცსაც
-სხვათაშორის არ შემობრუნდა და არ ვიცით კაცია თუ არა
-ექიმმა ივარაუდა ბიჭიაო თორე მე რა ...
-ხო ბიჭი გირჩევნია... ფიქრობ მეორედ მე შენს ფეხმძიმობას ვერ გადავიტანო და ბარემ გვარის გამრგძელებელი გეყოლება და არ გადარევ მამაშენს და ბაბუაშენს
-აუ შენ მგონი ნანას შეხედულებები დაიზეპირე და ტვინი შემოგიბრუნდა ხო? ვაფშე ვინ გითხრა რო შენი ფეხმძიმობაა გადასატანი ამბავი...ეს ბავშვი დავინახო და ეგრევე თუ მეორე არ გავაკეთო და ისევ იგივე თუ არ გავიარო შენ თუ გინდა უკანასკნელი ვიყო - ზურგიდან ჩაეხუტა წინ გაქცეულს და ყელი დაუკოცნა- ამხელა კაცმა ეს ცინტალივით ბავშვი რო გავაკეთე არ მეკადრება და მეორე უნდა გავაუმჯობესო...ეს ექსპრომტი იყო
-არანორმალურო- სიცილი მაინც ვერ შეიკავა და ხელები მოხვია-გოგო რომ იყოს ასეთი სუსტი არ იქნებოდა ,გოგონები უფრო ძლიერები არიან ასე რომ 98% ბიჭია
-მით უკეთესი მეორეს გოგოს ჩავხატავ და საკაიფო ფეხმძიმობა გექნება ... გუშინ რო ცისფერი კომბინიზონი მოგიტანე ისე გოგოსაც მოუხდება
-აუუუ ისეთი საყავრელია ის კომბინიზონი ... რომ დაიბადება მაშინ ჩავაცვამ
-ეე მოიცა ბავშვს არ გაახვევ და ხის აკვანში არ ჩააკრავ, გაუნძრევლად ტყვესავით? -ისე უცებ შეიცხადა ანა თავიდან დაიბნა მერე ხელი წამოარტყა
-გიჟი ხარ...არანორმალური ისე მითხრა მეთქი მართლა მომიტანს ხის აკვანს და გადამაკოჭინებს საწყლად ბავშვს-თქო
-კაი ტო რა იყო,თუ არ იცი ნანა გასწავლის
-მე საერთოდ მგონია რო ნანა ამ ბავშვს წამართმევს და გირჩევნია არ მეხუმრო თორე დედაშენს გავაქრობ
-მეტის ღირსია რა რო გამაჩინა და არ დარჩი უჩემოდ ...რა გეშველებოდა მე რო არ ვიყო , უსიყვარულოდ იბორიალებდი დედამიწაზე ეულად
-თევზი მინდა ... დამიჭერი რა და შევწვავ
-თევზს მეც შევჭამ დიდი სიამოვნებით...აუ გაყინული როა ?
-მაგას ვერ მოერევი ამხელა კაცი? ისე მართლა წავსულიყავით სოფელში...ექიმთანაც ვიყავით უკვე და
-მერე წავიდეთ ...ამინდები რომ გაუმჯობესდება
-როდის ზაფხულში?
-ანიკო სუსი არ გავიგო შენი... გავიჭრა იქნებ ხელი და მერე ვინ მოგეფერება ვნახავ.არც მაგ აბურდულ თავს დაგივარხნი და იწვალე მარტომ
-არც არავინ ამირევს თმას რომ მერე დასავარცხნი გახდეს
-მე მაბრალებ გოგო? უსირცხვილო ეს... რო კრუტუნებ მაშინ ხო კაია
-იდიოტი ხარ ლუკა ბატონო
-აბა რა ვარ, უმადური შევირთე ცოლად და ვერ გამიგია
-გეყოფა ახლა თორემ გამოგიქანებ ამ ქვაბს
-ქვაბში წვავ ჩემო კულინარო თევზს?
-არა ქვაბში სუპი უნდა გავაკეთო..ბოსტნეულის
-სუპი შენ ჭამე ,მე არ მინდა!
-დედიკო ბევრ სუპს გაჭმევდა ბავშობაში ხო?
-მაჭმევდა არა უფრო პირს მაღებინებდა და მასხავდა უზარმაზარი კოვზით... სუპს რო ვუყურებ მეშინია დღესაც
-ნწ ნწ ნწ რა რთული ბავშვობა გამოგივლია ... ძაანაც კარგი , აბა ჭირიანი იქნებოდი და მე სუსტი ბიჭები არ მომწონდა არასდროს
-ვაი ვაიიი შენ რა გითხარი მე...ჩემ გარდა ვინ მოგწონებია საერთოდ სუსტი ან მსუქანი რო ყოფილიყო . ჩემით იწყება და მთავრდება შენი გემოვნების მწვერვალი და არ გავიგო ახლა შენი ხმა -წარბები აათამაშა მერე გადაიხარა და ტუჩებში აკოცა
-შენ ...
-ჩშშ...
-ლუკააა
-გონებას ნუ მირევ თორემ დარჩებით მშივრები
ანამ სუპის მომზადება გადაიფიქრა და ისევ თევზზე შეაჩერა არჩევანი.
ბოლოს დივანზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ. ისე იცინოდნენ ფილმში მომხდარ ამბებზე თითქოს მათ ირგვლივ პრობლემა არ არსებობდა. პრობლემების გამარტივება თუ არა გაუფერულება სიცილს ნამდვილად შეუძლია, წრფელ და ნამდვილ სიცილს გულიდან რომ მოდის და თან შენი საყავრელი ადამიანის ხმა რომ გესმის,მის სურნელს და შეხებას გრძNობ სულ რომ მიწა გაიხსნეს მაინც კმაყოფილი იქნები იმ წამებით .
....................................
პირველმა სამუშაო დღემ იმაზე დამღლელად ჩაიარა ვიდრე ფიქრობდა. ბინაში რომ შევიდა და ლილია დახვდა ისე აუჩქარდა გული ცოტა აკლდა ტირილამდე. უცებ ჩაეხუტა და გაიტრუნა
-გვანცაცო დამეღალე? ადვოკატს ეხმარები და შენ რომ მოგიწევს საქმეების გადახედვა რამდენიმე ტომეულის ,შემდეგ პროცესებზე დასწრება მერე რას გააკეთებ?- ეფერებოდა და ისიც არ ტოკდებოდა
-დავიქანცეე...აქამდე უნდა დამეწყო და მივეჩვეოდი .ეს ადვოკატები ვინ ყოფილან რა ძალა აქვს იმ ქალს გამანადგურა
-ჩემი გოგო, ჩემი გვანცაცო ასე უცებ არ დაიღლებოდა
-მშიაა ...რას მაჭმევ ყვავილო?
-ყვავილო სულ სად გეყოლება გვანცაცო?მიდი შხაპი მიიღე, გამოფხიზლდი და ვივახშმოთ
-ამაღამ ხო ჩემთან რჩები ჩემო ჟღალუნია?- თვალების ფახუნით უყურებდა და იკრიჭებოდა
-დავრჩები,დავურეკავ კონსტანტინეს და ვეტყვი ,რომ ვერ შევხვდები
-ეეე სად მიდიოდით? - უცებ გამოვარდა ნახევრად შიშველი და წარბები მაღლა აზიდა- ღამე სად მიჰყვები ქალო არ გადამრიო
-გვანცააა ამ დროს თავისუფლდება
-ოოჰ ეს დაკავებული ხალხი რაა...ერთი უსაქმური ვერსად იპოვნე შე ქალო?
-შენც რო დაკავებული ხარ უკვე გავიწყდება?
-უიმეე როგორ იცი ხოლმე რაა ...წავედი ვიჭყუმპალავებ...ჭუპა ჭუპა
ცეკვა ცეკვით დაბრუნდა სააბაზანოში , გრილმა წყალმა ნამდვილად გამოაფხიზლა.მოწესრიგდა ,თავისუფლად გამოეწყო და ლილიასთან დაბრუნდა
-ყვავილოოო მე ხუ უფრო გიყვარვარ ვიდრე ის კოსტაია?- კედელს მიეყრდნოდა ლილიას გახედა
-გვანცაცოო მე და შენ ხო ვიცით რომ ერთადერთები და განუმეორებლები ვართ ერთმანეთისთის?
-ხოდა დაურეკე იმ შენს კოსტაიას და მოვიდეს ჩემთან თავისი ფოტოაპარატით... ვერ გავიგე გოგო მოსწონხარ და დაქალს არ უნდა გამეცნოს ნორმალურად? ეგრე სად არის გენაცვალე სად გაგონილა
-ვივახშმოთ და მერე მომიყევი დეტალურად რა გააკეთე დღეს ,როგორი კოლეგები გყავს
-არ დაურეკავ?
-რა თქმა უნდა არა, დაღლილი იქნება და არ ვართ ახლა იმ ეტაპზე აქ რომ დაჯდეს ჩვენთან ერთად და შენს ათას კითხვას უპასუხოს
-აუუ კარგი რაა ...
-სჯობს მომიყვე შაბათს რომ წახვედი მიშოსთან იქ რა მოხდა-გვანცას სიტყვის თქმა არ დასცალდა გადადებული ამბავი კიდევ ერთხელ ვერ უამბო ლილიას. კონსტანტინემ თავად დაურეკა და მეტი რა უნდოდა გვანციკოს
-როგორ ხარ? მეც კარგად ...გვანცასთან ვრჩები დღეს და ხვალ გნახავ კარგი? გვანც კონსტანტინემ მოკითხვა გადმოგცა, ფოტოს გამოგიგზავნი აუცილებლადო
-მობილური მათხოვე რა ...მოვიკითხავ მეც ასე როგორ შეიძლება - ლილიას მობილური გამოართვა და დაიწყო-ბიჭო კოსტია როგორ გიკითო?
-რავი არამიშავს გვანცა, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს, პირველ სამუშაო დღეს ავღნიშნავ და მოხვალ? ახლა მე რომ კარგი გოგო ვიყო ჩემ ყვავილს ვეტყოდი წადი შენს კოსტიასთან-თქო,მაგრამ არა ვარ
-ანუ იმ პონტში მპატიჟებ რო თან ვერ თმობ ლილიას და თან გინდა რომ შემხვდეს?
-ოოოხ ასეც არაა ...გპატიჟებ მთელი სულითა და გულით რათა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და კეთილგანწყობა შენდამი , შეგიძლია მოხვიდე შეგიძლია არ მოხვიდე შენი ნებაა -ლილიას მიაწოდა ისევ მობილური და სკამზე ჩამოჯდა.
-გინდა რომ მოვიდე?
-არ მინდა ჩემ გამო შენთვის არასასიამოვნო გარემოში გაატარო დრო ...
-რატომ გგონია რომ თქვენთან ერთად არასასიამოვნოდ გავატარებ დროს.მისამართს მომწერ?
-მოხვალ?
-მოვალ
ლილიამ მობილური რომ გადადო გვანცამ სიცილი დაიწყო
-აიი აიი სიყვარულო ძალსა შენსაო რა. ლილია დაუშვებდა ახლა აქ კოსტიას მოსვლას? მარა ისე გაგიხარდა რომ გითხრა მოვალო ლამისაა იფარფატო პეპელავ
-ხომ იცი რომ არ მიყვარს როდესაც არ მიჯერებ...რატომ უთხარი მოდიო?
-რომ არ მეთქვა ხო ვერ ნახავდი
-ხო, მაგრამ
-არავითარი ,მაგრამ არაფერს ვკითხავ ისეთს . ცოტა ხნით მოვა და წავა კარგი რა...მართლა და მართლა ხო უნდა ვიცნობდე ამ ბიჭს
-კარგი ხო
-ვაიმე როგორ ბრწყნააავ ახლა ვიტირეეებ რა არი ასე ყოველი ხსენებისას უნდა ანათო მზეო?
-ნუ ხარ ბოროტი
-ნუ მემანჭები ყვავილო ...
-ცუდო ცუდო ცუდო შენ - გვერდებზე ჩქმეტა რომ დაუწყო და გვანცა აკისკისდდა მერე ორივე საოცარ ხასიათზე დადგა და ქალბატონს აღარც კი ახსოვდა განვლილი დამღლელი დღე. კარზე ზარის ხმა რომ გაიგეს ლილია წავიდა გასაღებად და ასე გაბრწყინებული დახვდა კოსტას
-საღამომშვიდობისა ჟღალო- ლოყაზე აკოცა და ბინაში შევიდა
-აი ჩვენი ფოტოგრაფი ბიჭუნაც მოვიდა
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი... გილოცავ ,მშვენიერი არჩევანი გაგიკეთებია- გვანცაც გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა- იმედია მოგეწონება
-რა საჭირო იყო ...შემოდი
მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. გვანცა თავის სალაწიკს აგემოვნებდა. რა თქმა უნდა ზედმეტი არაფერი უკითხავს, თავად საუბრობდა თუმცა ლილია და კონსტანტინეც არ ყოფილან ჩუმად.
უყურებდა სრულიად სხვა ლილიას,გვანცას გვერდით სხვანაირად ბრწყინავდა .მომენტებში საუბარს სწყდებოდა და მათ დიალოგს უყურებდა. გვანცას ცვლილებასაც ამჩნევდა და ბედნიერი იყო რომ ლილიას ასეთი ადამიანი ჰყავდა გვერდით. კარგი მეგობარი ხომ ცხოვრებაში არსებული ყველაზე დიდი განძია.
დიდხანს არ დარჩა. ლილიას მონატრებაც მოიკლა განწყობაც გამოისწორა და გოგონები მარტო დატოვა. წასვლამდე დაემშვიდობა გვანცა და ისე გაქრა ოთახიდან თითქოს იქ არც ყოფილა
-ხვალ საღამოს დროს გამონახავ ჩემთვის?
-გამოვნახავ - ისეთი კეკლუცი ღიმილი ჰქონდა კოსტას თავბრუსხვევა არ უნელდებოდა-სად წავალთ?
-ხვალ გეტყვი...ახლა უბრალოდ უნდა მცოდნოდა რომ ხვალაც ჩემთან იქნებოდი
-სულ ,ყოველ საღამოს ჩემთან ხომ არ გაატარებ
-ყველას ვუთმობ თავის წილ დროს , შენ მთელ ცხოვრებას დაგითმობ ,მაგრამ ამ რამდენიმე წუთსაც ვჯერდები - ლოყაზე მოეფერა და თითები თმაში შეუცურა, დაიხარა და თმის სურნელი შეიგრძნო - წავალ თორემ ვეღარ წავალ
-ხვალამდე ... - ლოყაზე ცხვირის წვერი გაუსვა ,შემდეგ აკოცა .ყვრიმალზე თვალთან ახლოს იქ სადაც წვერი არ ჰქონდა და წამსვე მოშორდა
კარი მიხურა თუ არა მაშინვე დაიძრა საძნებლისკენ და გვანცას გვერდით დაწვა და ჭერს ახედა.ორივენი ერთ პოზაში იწვნენ და დუმდნენ
-მომენატრა
-უნდა ნახო
-ასე მარტივი არ არის ...
-ძალიან მარტივია ,უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო
-მხოლოდ ჩავეხუტო? არააა იყოს!
-რა მოხდა შაბათს?
-სახლში შევედი, უკვე წარმოვიდგინე როგორ შევეხებოდი მის ცხელ ტუჩებს და სამზარეულოში კიკინებიანი, თვალებხატულა მისი ქალიშვილი დამხვდა. გონება დავკარგე, ვიდექი, ვმოძრაობდი, მზერა და სხმენა არ დამიკარგავს ,მაგრამ გავითიშე იმ წამს ამ შოკოლადში ამოვლებულმა ფუმფულიკო გოგონამ წკრიალა ხმით რომ დაუძახა „ მამა“ . მე ისიც არ წარმომეგინა ჩემი შვილი როგორ დაუძახებდა მას მამას...მე მსოფლიოში ეჭვიანობის ქალღმერთს და უცებ ვხვდები რომ შვილი ჰყავს. სხვა ქალია მისი შვილის დედა , რა მნიშნელობა აქვს ცოლი იყო თუ საყვარელი, ერთი ღამე გაატარა მასთან თუ ათასი .ვიღაც სხვას მისი შვილის დედა ჰქვია
-მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლეს , შენ ისე გამოიტანე განაჩენი დაცვის მხარეს არ მოუსმინე ხვდები ამას?
-ვხვდები , მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი ვერ ვიფიქრე ...ვერ ვფიქრობ როდესაც მასთან ვარ .სწორედ ამიტომ იყო ის ღამე, სამყაროს ვწყდები როდესაც მასთან ვარ
-მიშო თუ არა შენი მონატრება იმსახურებს სიმართლის მოსმენას
-ისევ მე უნდა მივიდე? ის ზის მშიდად და ელის როდის მივალ,ანუ არ ვენატრები არ აინტერესებს მივალ თუ არა
-გელოდება, რომ არ მიხვალ თავად გიპოვნის
-დარწმუნებული ხარ?
-მას ვერ დაადანაშაულებ, ვერც შენ დაგდებს ბრალს თქვენ ვალდებულებები არ გაქვთ
-არ უნდა მენატრებოდეს ...
-მთავარია რას გრძნობ და არა ის რას არ უნდა გრძნობდე
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ წავალ
-არაფერიც! მე აქ დავრჩე და შენ წახვიდე?
-ხოხ ეჭვიანს მერე მე დამიძახებ- უცბე წამოიწია და წარბები შეკრა- ამ ღამით შენთან დავიძინებ ხვალ ვნახოთ-ჩაეხუტა და თვალები დახუჭა- ძილი მინდა ყვავილო
-დავიძინოთ გვანცაცო ...
კიდევ ერთი ღამე რომელიც ერთად გაატარეს. წლები ემატებოდათ და მაინც ერთსა და მავე პოზაში იძინებდნენ. ხელებს ჩაკიდებდნენ ერთმანეთს და თითქმის მთელ ღამეს ასე ატარებდნენ.
…………………………
სახლში რომ დაბრუნდა მაშინვე მისაღებისკენ დაიძრა. ყველანი ერთად საუზმობდნენ
-დილამშვიდობისა
-დაბრუნდა ჩემი პეპელა...რაო გვანცუნამ ცუდია მუშაობაო?- გიგის აკოცა და შემდეგ დედიკოს გვერდით დაჯდა
-დაიღალა,მაგრამ შეეჩვევა . თქვენმა დღემ როგორ ჩაიარა?
-კარგად დედუ...სამსახურში წავალთ მალე
-სოფელში გვინდა წასვლა პარასკევს და არაფერი დაგეგმო
-მაგარია, მომენატრენენ ბებო და ბაბუ
-ლუკა და ანუშა ხომ არ გინახავთ?
-არა,რა ხდება მა?
-არაფერი , შენი ჯიუტი ბიძაშვილი მაგიჟებს და მინდა რო რამე გავაკეთო
-ნუ გადარევ რა..ადროვე
-შენც მას გავხარ შვილო ჩემო ...
-წავედი მე...უნიში მეჩქარება. წითურო შენ მოდიხარ დღეს?
-კიი...უცებ გამოვიცვლი და წამოვალ.დამელოდები?
-აქ ვარ,მალე ხო?
-სად გეჩქარება...თერთმეტზე არ გაქ ლექცია?
-ბიჭები უნდა ვნახო ... ჩვენი კურსელის დაბადებისდღეა და სიურპრიზს ვუკეთებთ. ჰასკის ლეკვი უნდა და უნდა ვუჩალიჩოთ რა
-გოგოა თუ ბიჭი?
-გოგო...ჯიგარი გოგოა და უნდა ვუჯიგროთ ჩვენც
-აი რას ნიშნავს ჯიგარი გოგო ...ღმერთო მიშველე- გიგიმ თვალები აატრიალა და იაკოს გახედა- ამას გოგო რომ მოეწონება მხარზე დასცხებს ხელს და ეტყვის მიყვარხარ შე ჩემაო
-გიგიიი - ია რომ აკისკისდდა ილიკომ ყურებიდან ბოლი გამოუშვა
-მოკლედ რა ...ოღონდ შენ საღადაო მოგცა
-რანაირი კაცი ხარ ,ერთი შეყვარბეული არ უნდა გყავდეს? ბიჭები და ბიჭები
-წავედი მე ...მანქანაში დაველოდები წითურს. შუადღეს შემოვივლი მაშნ თქვენ სახლში არ იქნებით და მერე ისევ წავალ .სავარაუდოდ დამაგვიანდება
-მანამდე დაგირეკავ დე...გკოცნი.წარმატებული დღე . შენი პერანგები კარადაშია საკიდზე,ყველა დაუთოებულია
-ვიცი , ვნახე ამ დილით... თქვენც წარმატებული დღე
ლილიასთან ერთად მივიდა უნივერსიტეტში. პირველად არ იყვნენ ერთად,მაგრამ კურსელებმა ახლა შენიშნეს მშვენიერი ლილია. ილიკომ მათ გააცნო საყვარელი დაიკო და რა თქმა უნდა ისიც დაპატიჟეს დაბადებისდღეზე, ბოლოს იქაურობას გაეცალა და თავის კურსელებთან გადაინაცვლა.
საუბრობდნენ ერთ-ერთმა გოგონამ ფოტოგრაფი რომ ახსენა და წამსვე მიაპყრო ყურადღება
-ფოტოები დროულად უნდა გაგზავნოს სამოდელო სააგენტოში , შემდეგ შერჩევა მოხდება და თუ ცუდი ფოტოები იქნება გასაუბრებაზეც არ დაიბარებენ .მოკლედ ჩემი და ძალიან ღელავს
-არ დასთანხმდა მეტრეველი? ხომ გეუბნებოდი ასე ყველას არ სდებს პატივს-თქო ძალიან უხეშია და ჯმუხი
-ჩემი და ხომ იცით როგორია,იქ მოსახვედრად ყველაფერზეა წამსვლელი იძახის მეტრეველის გარდა ვერავინ გადამიღებს ისეთ ფოტოებს მათ რომ მოვეწონოო და აღარ ვიცი რა გავაკეთო თანხმა ვარ მთელი დანაზოგი მივცე ,მაგრამ აზრი არ აქვს ტიპს უბრალოდ არ ადარდებს არ უნდა და არ აკეთებს
-შეგიძლიათ ნორმალურად ამიხსნათ რაზე საუბრობთ?
-ჩემი და ნიაკო ხომ იცი რამდენიმე წელია ფოტო მოდელია, საკმაოდ წარმატებული ნუ ჩვენ ქვეყანაში კი იცი რა შესაძლებლობებიცაა ახლა შანსი აქვს რომ სერიოზულ სააგენტოსთან გააფორმოს ხელშეკრულება ამისთვის საჭიროა რომ ფოტოები გააგზავნოს , თუ მოეწონებათ შემდეგ დაიბარებენ გასაუბრებაზე იქ უნდა გაფრინდეს და ბოლოს შესაძლოა აიყვანონ კიდეც ,მაგრამ ამტკიცებს რომ კოსტა მეტრეველის გარდა ვერავინ გადაუღებს ისეთ ფოტოებს რომ შანსი ჰქონდეს ...ის მეტრეველი კი უარს აცხადებს
-ვუთხარი რომ არ დათანხმდებოდა, მის მეგობრებს ვიცნობ და რომ გამოვართვი მისი მისამართი სადაც შეიძლებოდა მისულიყო ნიაკო გამაფრთხილა რომ ტყუილად ეცდებოდნენ. ასე კონკრეტულ მოდელებს არ იღებსო
-სხვა კანდიდატი არ ჰყავს ნიაკოს? დვაიჯერო მთელს ქალაქში უკეთესი ფოტოგრაფი არ არის? ისეთი რომ ამ განხრით მუშაობდეს
-არააო თორემ ეგ მაშინვე ვკითხე ... არადა როგორ უნდა იმ სააგენტოში მოხვედრა იცი?
-მე ვიცნობ კონტსანტინეს და ვეცდები რომ დავითანხმო...
-მართლა? საიდან იცნობ... აზრი არ აქვს რა ტყუილად ნუ თხოვ , მითუმეტეს შენი ხასიათი რომ ვიცი ნერვებს მოგიშლის ის აუტანელი ბიჭი .ბევრს მიუმართავს მსგავსი თხოვნით ,მაგრამ უარით გამოუშვა ყველა
-ჩემო ქეთო წინასწარ ნუ იტყვი, ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგია ... შენ დას რომ დიდი მომავალი აქვს ეს მე ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გითხარით გახსოვს? იმდენად უცხო გარეგნობა აქვს ,რომ წარმატებას მიაღწევს ,თანაც ძალიან მობილიზებული და მონდომებულია
-მახსოვს რომ ამბობდი ,მაგრამ
-არავითარი მაგრამ,მე ასე ტყუილად არაფერს ვამბობ
-საიდან იცნობ კოსტას? როგორ გაიცანი არ გვეტყვი? თქვენი გზები როგორ უნდა გადაკვეთილიყო ვერ ვხვდები
-შემთხვევის დამსახურებააა...რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის -ღიმილით თქვა და თვალები გაუბრწყინდა. ყავა კიდევ ერთხელ მოსვა და ფანჯრიდან ხალხით სავსე ქუჩას გახედა.
...................
სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა ბინაში. ლიფტიდან როგორც კი გამოვიდა მაშინვე ჩანთაში ქექვა დაიწყო გასაღები რომ ეპოვნა, უცებ ნაცნობი სურნელი იგრძნო და მიხვდა რომ იქვე ვიღაც იყო. თავი რომ ასწია და მიშო დაინახა წამით ისიც კი იფიქრა რომ ეჩვენებოდა
-ამდენ ხანს სამსახურში ყოფნა რომელმა ტირანმა გაიძულა?
-დიდი ხანია მელოდები და მოგბეზრდა?
-რომ მომბეზრებოდა აქ არ ვიქნებოდი
-მეგონა დაელოდებოდი ჩემს პირველ ნაბიჯს
-მინდოდა,მაგრამ გაბრაზებამ მალე გადამიარა ,არ ვიცი რატომ ყველაფერი შენი ბრალია
-ჩემი ბრალი რა არის?
-ასეთი მიმტევებელი რომ გავხდი- დაპატიჟებას არც დალოდებია როგორც კი შევიდა გვანცა მაშინვე უკან გაჰყვა
-მობრძანდი თუმც აუკვე შემოხვედი...
-მისაღები აქეთ ხომ?-თვალი მოავლო ბინას და მისაღებისკენ დაიძრა
-ასე თუ დაიღალე მანქანაში დამლოდებოდი
-ჩასვლა დამეზარა
-ლიფტი არსებობს იცი?
-არ მიყვარს ოთხ კედელშ გამომწყვდევა
-არ მითხრა რო კლაუსტროფობია გაქვს
-არა,მაგრამ ფეხით სიარული მირჩევნია -გვანცამ ჩანთა იქვე დადო. მარკეტიდან ამოტანილი პროდუქტი სამზარეულოში გაიტანა და ისევ უკან შებრუნდა,მაგრამ მიშო უკვე იქ იყო -წყალს დამალევინებ?
-ხო..ახლავე - უცებ სუნტქვა შეეკრა და ძლივს გადადგა ნაბიჯი. ზედმეტად პატარა ადგილი იყო მიშოსთან ისე ახლოს ყოფნა არ შეეძლო. წყალი როგორღაც დაასხა და ბიჭს მიაწოდა. ისე უყურებდა თითქოს რაღაც საოცრებას ხედავდა ,მიშომ რომ გამოხედა და თვალებიც აუბრჭყვიალდა მიხვდა რომ ბიჭი ყველა მის ფიქრს ნათლად ხვდებოდა-მაინც ვერ ვხვდები რატომ მოხვედი
-ხოო? საერთოდ ვერ ხვდები ?- მიუახლოვდა ,ერთი ხელი წელზე შემოხვია მეორე თმაში შეუცურა და მისკენ დაიხარა- მართლა ვერ ხვდები რატომ მოვედი?
-ალბათ ...უნდა მითხრა არ ვიცი რა უნდა მითხრა მე ..შენ ჯანდაბა ხელი გამიშვი ან არ ვიცი
-მითხარი რომ შენც ფიქრობდი ჩემზე, რომ გენატრებოდი - მისი სურნელი სახეზე ეფრქვეოდა,ხმა გონებას ურევდა და უკვე აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. აზროვნების უნარს კარგავდა ,ისე მოდუნდა მთელი სხეულით მიშოს მკლავებს დაეყრდნო და წამით რომ მოშორებოდა ძალაგამოცლილი დაენარცხებოდა -მითხარი - ყელისკენ დაიხარა და ცხვირის წვერი კანზე გაუსვა რასაც მაშინვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია
-მე არაფერს გეტყვი...ეს შენ უნდა მომიყვე და მითხრა ყველაფერი - ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. თითები თმაში შეუცურა და უფრო მიუახლოვდა ჩარკვიანის სხეულს.წამში იგრძნო სიმსუბუქე და შემდეგ მაგიდის მყარ ზედაპირზე აღმოჩნდა, ვერაფერს აღიქვამდა ჩარკვიანის ცხელი ტუჩების გარდა.კოცნაში აჰყვა, ჩუმი კვნესა წასკდა და სხეულზე ისე აეკრო თითქოს ვინმე მათ დაშორებას აპირებდა-სიტყვებს ველოდი,მაგრამ ჯანდაბას იყოს ასე - როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე თქვა და პერანგის ღილები თავად გაიხსნა
-ამიტომ მაგიჟებ - ჩამწყდარი ხმით თქვა მიშომ და მკერდზე მიაწება ტუჩები
-მოიცა!- თმაში ჩაავლო თითები და თავი ააწევინა- ცოლი გყავს თუ არა
-არა! - ისევ აატრიალა თვალები ჩარკვიანმა , გვანცამ მხოლოდ ტუჩზე იკბინა და თითები შეუშვა
-რადგან არ გყავს , მაკოცე ....-მაგიდაზე გადაწვა და კაბა მუცლამდე აიკეცა ,მიშოს დაბინდულ თვალებს რომ უყურებდა იღიმოდა
-სხვა თუ არაფერი გაინტერესებს არც არაფერს გეტყვი- მუცელზე მიაწება ტუჩები და მთლიანად გააშიშვლა ერთი ხელის მოსმით მიიზიდა თავისკენ და ძლიერი ბიძგით შეუერთდდა ქალის სხეულს. ხმა ვერ გააკონტოლა გვანცამ ,თავი უკან გადასწია და მაგიდის კიდეს ჩააფრინდა თითებით. მიშომ თმაში შეუცურა თითები თავი წამოაწევინა და ტუჩებზე დააცხრა . საერთო რიტმს აყოლილი ორი სხეული და ბინაში გავრცელებული არეული ხმები ნეტარი დასასრულით....
……
თითებს აკაკუნებდა სავარძლის სახელურებზე, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და უკვე მშვიდად მჯდომ ჩარკვიანს თვალს არ აშორებდა. თავი გვერდით გადახარა და წარბები შეკრა
-მიყურებ, ნერვებს მიშლი და არაფერს ამბობ
-მკითხე და გიპასუხე ...კიდევ გაინტერესებს რამე?
-ანუ კითხვები უნდა დაგისვა რომ რამე მითხრა?
-ფეხს თუ არ გააჩერებ საუბარი ისევ გადაიდება
-თუ არაფრის თქმას აპირებ შეგიძლია წახვიდე, დამღლელი დღე მქონდა და დასვენება მჭირდება
-ჰმ, გამომყენე და მაგდებ?
-ღმერთო რა ცინიკოსია ეს კაცი
-დავიჯერო გაინტერესებს ჩემზე და სალიოზე?
-თუ გგონია რომ არ მაინტერესებს მითუმეტეს უნდა წახვიდე
-აბა მე რა ვიცი , არაპროგნოზირებადი ხარ ...ისე მიყურებ მგონია რომ მალე ისევ გამაშიშვლებ და სულ ტყუილად ჩავიცვი , მე კიდე არ მიყვარს საუბარს რომ მაწყვეტინებენ
-იოცნებე ...
-წინა ორ შემთხვევაში ხომ სულ მე გაცდუნე
-უკაცრავად მომესმა?
-დამშვიდდი...არ ღირს აღელვებად , ძლივს დაგამშვიდე
-თურმე დამამშვიდა
-უმადური რომ იქნები ადამიანი
-მიშო გეყოფა ... მომიყევი სალომეზე
-სალომე არა სალიო
-სალიო?
- სალიო ჰქვია
-ვინ დაარქვა
-მე ... გოგოს სახელი სალომე გვინდოდა , ბიჭის იო და მერე გადავწყვიტე რომ სალიო ჯობდა და აღარ ვიჩხუბეთ მე და დედამისმა
-შესანიშნავი გადაწყვეტილებაა
-სალიოს დედის ხსენებაზე სულ ასეთი გამომეტყველება უნდა მიიღო?
-რატომ იღიმი ასე ირონიულად...
-ვხალისობ რომ წარმოვიდგენ საუბრის დასასრულს შენს გამომეტყველებას
-და იქნებ დააჩქარო საუბრის დასასრული
-რატომ? მე კარგად ვერთობი
-აუტანელი ხარ...შენთან საუბარი არ ღირს...საერთოდ არანაირი ურთიერთობა.მშვენიერი შევარჩიე,მაგრამ ამ ერთხელ ინტერესიც უნდა დამიკმაყოფილო
-ოხ გვანცა გვანცააა .... კარგი დაგიკმაყოფილებ ინტერესს და გეტყვი რომ სალიო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის...ახლა მეტყვი რომ ვიშვილე ,მაგრამ არც ეგაა სწორი , სხვა ვარაუდებიც მცდარია. სალიო ჩემი დისშვილია და დაბადებიდან მე ვზრუნავ მასზე, ჩემი და ახლა ამერიკაშია სასწავლებლად წასული. ძალიან პატარა იყო სალიო რომ გააჩინა და გეგმები რომ არ არეოდა მე ვეხმარებოდი, მე იმიტომ ვეხმარებოდი რომ ჩემი მშობლები სალიოს უკანონო შვილს არ მიიღებდნენ და აი ასე სალიო ჩემთან არის. მამას იმიტომ მეძახის რომ ...მეც არ ვიცი რატომ მეძახის,მაგრამ არ მომწონს-თქო ვერ გეტყვი.თანაც ზედმეტ კითხვებს არ უსვამენ და თავდაცვითი მექანიზმი გამოიმუშავა
-ღმერთო ჩემო ...
-ჩემი შვილის დედის ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალია
-უნდა გავითვალისწინო?
-რა თქმა უნდა
-ვიფიქრებ ...
-არ იდარდო მეც დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში
-დამამშვიდე
ისევ აკოცა, თითქოს დამშიდდა. სრულიად სხვა შეგრძნება ჰქონდა,მოდუნდა და ბოლომდე მინდო გრძნობებს. მიშო იმ ღამით მასთან დარჩა, პირველად ივახშმეს ერთად, ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე და თითქოს სხვა თვალით შეხედა ჩარკვიანს.
ყველა ადამიანს მრავალფეროვანი ხასიათი აქვს,მთავარია დააკვირდე , შეამჩნიო და შეიგრძნო თითოეული მათგანი განიცადო მისგან წამოსული დადებითი და უარყოფითი ემოციები.
..........................................
საღამოს ბატონმა კონსტანტინემ თავისი მუსიკისადმი სიყვარული გაუმხილა ლილიას და ბარში წაიყვანა სადაც მისი მეგობრები უკრავდნენ. საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია დახვდა ლილიას, მელომანები უფრო იყვნენ ვიდრე კლუბური მუსიკის მოყვარულები . კოქტეილს მიირთმევდნენ მუსიკის ფონზე და საუბრობდნენ. შესვენებისას ბიჭები თავად მივიდნენ და სათითაოდ მიესალმნენ კოსტას
-ვაა კოსწიიკ რამდენი ხანია აღარ მოსულხარ ტო
-თავს მოვანატრე თქვენი სიმღერები და ახლა უფრო დიდი სიამოვნებით გისმენთ
-აუ ჩვენ დაგადექით და მგონი პაემანი ჩაგიშალეთ
-არა ...არა ისხედით .მე ლილია ვარ , ძალიან მაგრად უკრავთ და მღერით ჩემი სახით სმენელი შეიძინეთ
-გაიცანი ჩემი კურსელი გიგა, მომავალი ექიმი ზურიკო , კაცი დრამერი შაკო და მისტერ ვოკალი გიუშა
-აუუ რა წარდგენა იყოო ჩვენი ფოტოგრაფისგან გამისწორდა მაგრად - შაკომ გაიცინინა , მიმტანს ჭიქები და სასმელი გამოართვა თანვე დაასხა - გაშრა ყელი..მშვენიერო ლილია დალევ ხო?
-არაა მე კოქტეილზე შევჩერდები ...
-აბაა ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს...ჩვენი ბიჭთან გოგო ვინც გვინახავს თათუსა და ნინაჩკა იყვნენ მხოლოდ ,ნუუ ვინც გაგვაცნო- ბოლოს სიცილით დაამატა ზურამ და ჭიქა მაღლა ასწია -ამიტომ ამ დიდ დღეს გაუმარჯოს
-ნინაჩკა რძალია ... მე ავღნიშნავ მერე გაუგებრობა რომ არ იყოს- გიომ ჩაურთო და კოსტას მხარზე ჩამოსდო ხელი
-არ იყო საჭირო შენს ეჭვიან შეყვარებულს არ ჰგავს ლილია- კოსტამ მაშინვე მიუგო და თვალი ჩაუკრა - სად არის მართლა , რატო არ ესწრება ამ საღამოს ?
-იმდენი ხანია არ მოსულხარ ისიც არ იცი რო დაშორდნენ
-ნუ მიხსენებ თუ ძმა ხარ ... რადგან ცოცხალი გადავრჩი და არ გავხდი ზურაშას სამკურნალო რას დავეძებ
-რამდენი წლისაა თქვენი ბენდი? - ლილია მართლა აღფრთოვანებული იყო და ბევრი რამ აინტერესებდა. უკვე ზუსტად იცოდა რომ გვანცასთან ერთადაც მივიდოდა იმ ადგილას
-ჩვენ, გაჭირვებულ სტუდენტებს ჯიბის ფული რომ გვინდოდა ჩვენი ნიჭის დემონსტრირება გადავწყვიტეთ და ასე დავიწყეთ დაკვრა. თან ღამე გვიწევს და სწავლაშიც ხელს არ გვიშლის...ექიმი კი დადის უნიში და ჩვენ დიდად თავს არ ვიკლავთ ჩვენი კოსტიკა კიდე უსმენო გამოდა ვაფშე ყრუა მგონი ,მარტო მზერა აქ და კი აჩხაკუნებს თავის ფოტოაპარატს
-აუუ ეს მღერიის რო მოუსმინო ახლოს აღარ გაეკარები
-ერთხელ დავათრობთ დასვენების დროს და ვამღერებთ
-შენი დასათრობი ვინაა შე ჩემა - ისე შეკრა წარბები თითქოს დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს - არ უსმინო ამათ ჟღალო თორემ მსოფლიოს უნიჭოდ გამომიყვანენ
-შენ ის ნიჭი გაქვს რაც სხვას არავის ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა მღერი თუ ვერა...-ისე უყურებდა და ისეთი ხმა ჰქონდა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე წყვილს მიაპყრეს მზერა- რაც შეეხება სიმღერას ჩემი მეგობარი მღერის ძალიან კარგად, მაგრამ ვერ ვაიძულე საკუთარი ნიჭის დემონსტრაცია მოეხდინა ...იქნებ დამეხმაროთ , თქვენ რომ მოგისმენთ დარწმუნებული ვარ აგყვებათ
-ჩვენ მოგვიყვანე და ავამღერებთ...
-თავიდან მეც ვნერვიულობდი ამდენი ხალხი რომ მიყურებდა ვაახ მეთქი გიუუშ ცუდადაა შენი საქმე
-იმის მერე ორ ჭიქას გადაკრავს და ჩვენ სხვას ვუკრავთ ეს სხვას მღერის ხო გიიუნაა
ლილია ასეთ სასიამოვნო ხმაურში არასდროს ყოფილა და ესეც კონსტანტინეს დამსახურება იყო. ბიჭები მალევე დაუბრუნდნენ სცენას , შემდეგ წყვილს მიუძღვნეს სიმღერა და კონსტანტინემაც არ დააყოვნა
-ვიცეკვოთ?
-ვცადოთ - მის თლილ თითებს უყურებდა, სულ წამი დასჭირდა ცხელ ხელისგულს რომ შეხებოდა და თითქოს საუკუნე გავიდა,ჟრუანტელმა წამსვე დაუარა. ვალსი, სიმშვიდე და სითბო რომელიც მხოლოდ მეტრეველის ეკუთვნოდა. მომენტი როდესაც ორნი ხართ მხოლოდ, მელოდია და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სხეული . დახვეწილი, გრძნობით სავსე ნატიფი მოძრაობა , ბრუნი და ირგვლივ მოფრქვეული საყვარელი ქალის სურნელი, წამით თავს დატეხლი ეჭვიანობა ვაკუუმში მოხვედრის სურვილი რათა ჟღალი თმის სუნი ვერავინ შეიგრძნოს. ძლიერად მოხვეული მკლავი და სხეულებს შორის გამქრალი მანძილი. თვალები,თვალები რომლებიც მზერას ვერ სწყვეტენ ერთმანეთს...ცეკვა, გრძნობების კრებული რომელიც თითოეულ ნაბიჯზე ემოციათა ტალღებს ქმნის .
ბოლოს ისევ ჩიქოვანების სახლში დააბრუნა თავისი ჟღალი ქალბატონი. მანქანა სახლის წინ გააჩერა და ლილიას მიაპყრო მზერა,მანაც არ დააყოვნა ,კოცნის კვალი ლოყაზე დაუტოვა
-იმდენად საოცარი საღამო იყო რომ ჩემს მეხსიერებაში ძალიან ძალიან დიდხანს დარჩება
-მე კი ცოტა ვინერვიულე, ვიფიქრე რომ იქაური ხმაური და ცოტა არანორმალური მე დიდად არ მოგეწონებოდა
-ეს ის შემთხვევა იყო რომ მეც გავვოცდი, თითქოს ბუნებრივი ხმაური იყო
-ისე როგორც ჩემი მშვიდად ჯდომა ყვავილების გარემოცვაში?
-დაახლოებით
-ანუ ვაგრძელებთ ჩვენი საყვარელი ატმოსფეროს ერთმანეთისთვის გაზიარებას
-თან კარგად გამოდის , კარგად არა შესანიშნავად
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ სახლიდან ვიღაც გვიყურებს - უცებ გაიცინა ბიჭმა და სახლისკენ გაიხედა
-სულ ტყუილად ... მამაჩემს ახლა მშვიდად სძინავს, ან არ სძინავს დედაჩემის გვერდით
-და მაინც უკვე გვიანია ,ძილის დროა თორემ ხვალ გამოუძინებელი იქნები - ლოყაზე მოეფერა,უკვე ნაცნობი შეხება იყო ჩვეული ჟესტი და მაინც განსხვავებული ემოციის მატარებლი
-მშვიდად დამეძინება , შენი და მელოდიის ხმა ერთად მექნება გონებაში
-ნეტავ დაგესიზმრები?
-არ ვიცი - გაიცინა და თვალები აუციმციმდა
-მარტო მე მესიზმრები ხომ? ცალმხრივად
-ყველაფერი წინ არის ... ნახვამდის კონსტანტინე
-დილით რომ გაიღვიძებ დამირეკე რა,მაშინვე
-მაშინვე რატომ?
-დღემდე ვნანობ რომ იმ ღამით ვერ დავრჩი შენთან და დილით გაღვიძებისას შენი ხმა ვერ გავიგე ,დანაკლისს ხომ ამინაზღაურებ ჟღალო?
-ხვალამდე ფოტოგრაფო - არ უპასუხია, მანქანიდან გადავიდა და ეზოში მიიმალა. მხოლოდ კარის მიხურვის შემდეგ გაიგო მანქანის ხმა და კიბისკენ სწრაფად დაიძრა. მიფარფატებდა სანამ ილიკო არ გამოჩნდა
-პეპელა მოფრენილა...სად იფარფატე ფოტოგრაფთან ერთად?
-ძალიან მაგარ ადგილას...შენ და გვანციკოსაც წაგიყვანთ თავისუფალ დროს. შენ როგორ გაერთე დაბადებისდღეზე?
-მაგრად...ცოტა დავთვერი კიდეც ,ახლა წვენი მინდა და უნდა ჩავიდე
-კინდა ამოგიტან
-ნწ ,დაიძინე შენ. ტკბილი ძილი ,ჟღალო- შუბლზე აკოცა და კიბეზე სწრაფად დაეშვა
იმ ღამითაც მშვიდი ძილით ეძინა ლილიას . სადღაც ახლოს კი ათასი პრობლემით გონებაარეული წყვილი თვალის მოხუჭვას ვერ ახერხებდა, ვერ ისვენებდა, ოთახში დადიოდა ,მაგრამ მაინც არ მიდიოდა მასთან ძილი. სახლში შესულ კონსტანტინესაც კი არ ეძინა მშვიდად. დედის წინ იჯდა და მის ამღვრეულ თვალებს უყურებდა, ისმენდა ამბავს რომელიც მთელს სხეულში არსებულ ლილიას კვალს უქრობდა, ყველა სხივს რომელიც მან დაუტოვა და ისევ დაბრუნებდა დედამიწაზე, სახლში სადაც ყოველთვის იყო პრობლემა.


ესეც მეხუთე თავი ჩემო სიყვარულებოოო
იმედია მოგეწონებათ და ამჯერად მაინც გამიზიარებთ ამ თავისგან მიღებულ ემოციებს თორემ ვიფიქრებ რომ არ მოგწონთ იმდენად რომ ემოციების გამოხატვა მოგინდეთ
მიყვარხართ
მაბედნიერებთ
მიხარიხართ მე თქვენ



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa, paralelurad chem mariams vkitxulob da var gancxromashi, aserom madloba shen, luka zalian magari adamianiaaaa

 


№2  offline წევრი cicino

Saocaria roca vkitxulob mat emociebs ganvicdi titqos iq var da chem tvalwin xdeba yovelive es gvancas da mishos wyvili dzalian momwons

 


№3 სტუმარი ჯუჯღუნა

ვაიმე ისეთი დასასრული იყო მგონი დღეს მეც არ დამეძინება .
პ.ს ლუკას პერსონაჟით აღფრთოვანებული ვარ ძალიან ქულ ბიჭი გამოგივიდა

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

დიდი მადლობა ჩემო კარგებო heart_eyes kissing_heart kissing_heart
გვიყვარხართ მე და ჩემ ლუკას heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

რატომღაც ამ ბოლო თავებზე ვერ მოვახერხე რამის დაწერა, არა და როგორ მომწონს მე ეს ისტორია მაგიჟებს თავისი პერაონაჟებით, მიყვარს ლილია და კოსტა ისეთი თბილები და საყვარლები არიან მეც მათბობენ.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დარინა
რატომღაც ამ ბოლო თავებზე ვერ მოვახერხე რამის დაწერა, არა და როგორ მომწონს მე ეს ისტორია მაგიჟებს თავისი პერაონაჟებით, მიყვარს ლილია და კოსტა ისეთი თბილები და საყვარლები არიან მეც მათბობენ.

მიხარია ძალიან <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart ჩემი ლილია და კოსწია

 


№7  offline წევრი Indigo

შოკში ვარ ცოტა...
რო მკითხო რატოო ვერ გიპასუხებ, არ ვიცი, უბრალოდ შოკში ვარ.
ძალიან მიყვარს ლუკა და რა ვქნა?
როგორ უთმენს დედას, როგორ არ აბიჯებს ზღვარს, მე ალბათ უკვე ათასგზის აფეთქებული ვიქნებოდი და სავარაუდოდ ნანასაც მოვსვავდი გავის ადგილზე, მაგრამ ის არ აკეთებს ამას, საკუთართავს არ ახტება და დედის პატივისცემას არ ივიწყებს.
აღფრთოვანებული ვარ!

ჩემი ველური წყვილიც მიყვარს.
როგორ აწვალებდა მიშო... :D
ბოროტი!
გვანცაცოც როგორ ეჭვიანობდა ♡♡
აუუუ, ძაან მიყვარან♡♡
სალიო მინდა გავიცნო, ვგრძნობ საოცარი ვინმეა.

კონსტანტინე...
ბოლო პასაჟი რა იყო?
რატომ მანერვიულებ, მარიამო?
ჩემ კოსტიას ნუ მიწვალებ!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline წევრი თუთა პირველი

როგორი ინტრიგა დაგვიტოვე მარიამ?! ))))) მაინტერესებს რა ხდება კონსტანტინეს ცხოვრებაში.
აი ლუკა მეცოდება, დედამისიც ვერ არის მთლად " სასურველი სადედამთილო", მაგრამ მაიმც
მგონია რომ ზედმეტი მოსდის მასთან საუბრისას. აიი მომწონსეს ისტორია, თან ძალიან, მაგრამ პერსონაჟებსაც და სიუჟეტსაც ცოტა "გახსნა" ჭირდება ჩემთვის. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ მომენტებში ემოცია არ მოაქვს ჩემთან((((((( აი მაპატიე რა ამას რომ გეუბნები, ვგიჟდები მე შენ ისტორიებზე, თითო ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ არ შემეძლო არ აღმენიშნა. რაღა თქმა უნდა, რომ მოუთმენლად ველი შემდე თავს )))) ????????????

 


№9 სტუმარი ana

ძალიან მაგარი ისტორიები გაქვს ყველა იმდენჯერ მაქვს წაკითხული რო რავი <3 <3 ვგიჟდები ისეთ ისტორიებზე სადაც მარტო ერთი წყვილი არაა და რამდენიმე ისტორიაა ერთად გადმოცემული <3 გვანცას და მიშოს წყვილი საოცრებაა ნუ ლილიაზე და კოსწიაზე ხო აღარაფერს ვამბობ,ლუკა მეცოდება უმუშევრად როა დარჩენილი და იმედია მალე იპოვის რამეს მისი და ანას წყვილი ერთ-ერთი მთავარია ამ ისტორიაში და იმედია ყველა ნაწილში იქნებიან და არ დაივიწყებ<3 მოკლედ ვგიჟდები შენზე,შენს ისტორიებზე და პერსონაჟებზე <3 <3 ყოველთვის მოუთმენლად ველი შენს ისტორიებს და იმედია მომდევნო თავიც მალევე გამახარებს <3<3 <3 <3 მიყვარხარ მე შენ <3

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

რას ქვია არ მომწონს,არ მომწონს კი არა შეპყრობილი ვარ მე ამ ისტორიით ჩემი საყვარელო გოგო,ძალიან კარგი იყო.აი ლუკა და ანა საოცარი წყვილია ძალიან მომწონს მისი დამოკიდებულება ცოლის მიმართ თუ როგორ იცავს დედამისისგან და ისეც სასწაულები არიან.გვანცა და მიშა სულ სხვა თემაა სხვა სამყაროაა.ლილია ის სინაზეა და სიფაქიზე მათი წყვილზე ვგიჟდები მაინტერსებს კოსტას რ პრობლემები ექნება.გელოდები მოუთმენლად

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
შოკში ვარ ცოტა...
რო მკითხო რატოო ვერ გიპასუხებ, არ ვიცი, უბრალოდ შოკში ვარ.
ძალიან მიყვარს ლუკა და რა ვქნა?
როგორ უთმენს დედას, როგორ არ აბიჯებს ზღვარს, მე ალბათ უკვე ათასგზის აფეთქებული ვიქნებოდი და სავარაუდოდ ნანასაც მოვსვავდი გავის ადგილზე, მაგრამ ის არ აკეთებს ამას, საკუთართავს არ ახტება და დედის პატივისცემას არ ივიწყებს.
აღფრთოვანებული ვარ!

ჩემი ველური წყვილიც მიყვარს.
როგორ აწვალებდა მიშო... :D
ბოროტი!
გვანცაცოც როგორ ეჭვიანობდა ♡♡
აუუუ, ძაან მიყვარან♡♡
სალიო მინდა გავიცნო, ვგრძნობ საოცარი ვინმეა.

კონსტანტინე...
ბოლო პასაჟი რა იყო?
რატომ მანერვიულებ, მარიამო?
ჩემ კოსტიას ნუ მიწვალებ!

ვაიმე ჩემო ტკბილო როგორ მიყვარს მე შენი ემოციური კომენტარები ხომ ვერ წარმოიდგენ
ვიბადრები და ვივსები სიხარულთ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

თუთა პირველი
როგორი ინტრიგა დაგვიტოვე მარიამ?! ))))) მაინტერესებს რა ხდება კონსტანტინეს ცხოვრებაში.
აი ლუკა მეცოდება, დედამისიც ვერ არის მთლად " სასურველი სადედამთილო", მაგრამ მაიმც
მგონია რომ ზედმეტი მოსდის მასთან საუბრისას. აიი მომწონსეს ისტორია, თან ძალიან, მაგრამ პერსონაჟებსაც და სიუჟეტსაც ცოტა "გახსნა" ჭირდება ჩემთვის. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ მომენტებში ემოცია არ მოაქვს ჩემთან((((((( აი მაპატიე რა ამას რომ გეუბნები, ვგიჟდები მე შენ ისტორიებზე, თითო ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ არ შემეძლო არ აღმენიშნა. რაღა თქმა უნდა, რომ მოუთმენლად ველი შემდე თავს )))) ????????????

უღრმესი მადლობა რო ისევ ჩემთან ხარ და კიდევ ერთ ისტორიას მოჰყვები ფეხდაფეხ
საბოდიშო არაფერია გახსნილობასთან დაკავშირებით მეც ვფიქრობდი ,მაგრამ იმდენად მეშინია ლილიას სახე არ დავკარგო იმდენად განსხვავდება ჩემგან რომ ცოტა ძნელია მისი პერსონაჟის გრძნობების აღწერა და სხვების ისტორიებიც ცოტა სხვანაირია არ ჰგავს სხვა ჩემ ისტორიებს და მგონი ამან შემბოჭა.ემოციაც ალბათ ამიტომ არ მოდის საკმარისად,მაგრამ არ ვიცი როგორ გამოსწორდება ეს მე ემოციის ნაკლებობა წერისას ვერ ვიგრძენი, კითხვის დროს სულ სხვანაირად ჩანს და ალბათ ამიტომ heart_eyes
შევეცდები დანაკლისი არ დატოვოს ამ ისტორიამ შენში ,მადლობა დიდი რო მითხარი

ana
ძალიან მაგარი ისტორიები გაქვს ყველა იმდენჯერ მაქვს წაკითხული რო რავი <3 <3 ვგიჟდები ისეთ ისტორიებზე სადაც მარტო ერთი წყვილი არაა და რამდენიმე ისტორიაა ერთად გადმოცემული <3 გვანცას და მიშოს წყვილი საოცრებაა ნუ ლილიაზე და კოსწიაზე ხო აღარაფერს ვამბობ,ლუკა მეცოდება უმუშევრად როა დარჩენილი და იმედია მალე იპოვის რამეს მისი და ანას წყვილი ერთ-ერთი მთავარია ამ ისტორიაში და იმედია ყველა ნაწილში იქნებიან და არ დაივიწყებ<3 მოკლედ ვგიჟდები შენზე,შენს ისტორიებზე და პერსონაჟებზე <3 <3 ყოველთვის მოუთმენლად ველი შენს ისტორიებს და იმედია მომდევნო თავიც მალევე გამახარებს <3<3 <3 <3 მიყვარხარ მე შენ <3

ანაა
დიდი მადლობა ჩემო კარგო მიყვარს მე ჩემი ერთგული მკითხველი
მახარებს და მაბედნიერებს თქვენი ემოციები
შევეცდები მალე დავდო მომდევნო თავი heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
რას ქვია არ მომწონს,არ მომწონს კი არა შეპყრობილი ვარ მე ამ ისტორიით ჩემი საყვარელო გოგო,ძალიან კარგი იყო.აი ლუკა და ანა საოცარი წყვილია ძალიან მომწონს მისი დამოკიდებულება ცოლის მიმართ თუ როგორ იცავს დედამისისგან და ისეც სასწაულები არიან.გვანცა და მიშა სულ სხვა თემაა სხვა სამყაროაა.ლილია ის სინაზეა და სიფაქიზე მათი წყვილზე ვგიჟდები მაინტერსებს კოსტას რ პრობლემები ექნება.გელოდები მოუთმენლად

ეს ის გამონკლისი ისტორიაა ყველა გმირი რომ ძალიან მიყვარს ზოგჯერ სრულიად ეწინააღმდეგებიან ჩემ აზრებდა და დამოკიდებულებებს და ახლა მართალია პიროვნულად განსხვავდებიან ყველანი ,მაგრამ მაინც ძალიან მომწონს და უზომოდ მიხარია რომ მკითხველიც იგივე გრძნობს heart_eyes heart_eyes მალე დავდებ და დიდი დიდი მადლობა თქვენ

 


№12  offline მოდერი Mathew

წინა თავებზე კომენტარი არ დამიტოვებია,ეს მხოლოდიმ იმიტომ,რომ დრო არ მქონდა რათა წამეკითხა.მაგრამ გუშინ ჩავუჯექი და ყველა ნაწილი გადავიკითხე.იქ დასაწერს აქ გეტყვი.
საოცრება გოგო ხარ)) შენი ყველა ისტორია რაღაცნაირად აღწევს ჩემში და უფრო და უფრო მაყვარებ თავს)) ვერ გაიგებ შენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის)) მიხარია,რომ გიპოვე და მაქვს იმის შესაძლებლობა შენი საოცარი ისტორიები წავიკითხო და უსასრულობის მორევში გადავეშვა))
ყველა პერსონაჟი სათითაოდ შემიყვარდა.მათი ყველა პლიუსი და მინუსი მიყვარს.იმდენად შევესისხლხორცე,რომ მათი ბედნკერება მეც მიხარია ტკივილი კი მტკივა))
მოკლედ სასწაული ხარ მარიამ და მიხარია,რომ მე შემიძლია ამ შესანიშნავი ისტორიის კითხვა)) და არა მარტო ამ ისტორიის ))

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
წინა თავებზე კომენტარი არ დამიტოვებია,ეს მხოლოდიმ იმიტომ,რომ დრო არ მქონდა რათა წამეკითხა.მაგრამ გუშინ ჩავუჯექი და ყველა ნაწილი გადავიკითხე.იქ დასაწერს აქ გეტყვი.
საოცრება გოგო ხარ)) შენი ყველა ისტორია რაღაცნაირად აღწევს ჩემში და უფრო და უფრო მაყვარებ თავს)) ვერ გაიგებ შენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის)) მიხარია,რომ გიპოვე და მაქვს იმის შესაძლებლობა შენი საოცარი ისტორიები წავიკითხო და უსასრულობის მორევში გადავეშვა))
ყველა პერსონაჟი სათითაოდ შემიყვარდა.მათი ყველა პლიუსი და მინუსი მიყვარს.იმდენად შევესისხლხორცე,რომ მათი ბედნკერება მეც მიხარია ტკივილი კი მტკივა))
მოკლედ სასწაული ხარ მარიამ და მიხარია,რომ მე შემიძლია ამ შესანიშნავი ისტორიის კითხვა)) და არა მარტო ამ ისტორიის ))

ვაიმეე
არ ვიცი რა გითხრა რა ასეთ სიტყვებს რო ვკითხულობ იმდენად ვთბები და მიხარია რო ყველა პრობლემა მავიწყდება რამდენიმე წუთით და ისე ვიკრიჭები რო ნაოჭები გამიჩნდება მალე ,თქვენი ბრალი იქნება სულ
ძალიან მინდა რომ სხვანაირი ისტორია გამოვიდეს და ყველანი ჩემთან ერთად იყოთ "შეპყრობილები"
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№14 სტუმარი Mari

Dzaliaaaaan gtxooooov luka marto ar datoovo da mshobiaroobas ar gadaayolo coli gtxoooov ????

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Mari
Dzaliaaaaan gtxooooov luka marto ar datoovo da mshobiaroobas ar gadaayolo coli gtxoooov ????

ვაიმე რას ამბობ ეგ გონებაშიც არ გამივლია, დრამა ჩემი სტილი არ არის მითუმეტეს ასეთ ისტორიაში. ეს უბრალოდ ყოფითი პრობლემებია ,რომელსაც ვფიქრობ მშვენივრად უმკლავდებიან ორივენი smile დამშვიდდი ანას და ლუკას არაფერი ემუქრებათ არც ბავშვს გოგოა ისე თუ გაინტერესებს smile smile bowtie

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაგვტოვე დაინტრიგებულები მარიამ.ნუ ცუდი რომ არაფერი მოხდება შენს ისტორიაში ვიცით,შენ ჩვენი ტკბილი გოგო ხარ და არ გვანერვიულებ, მაგრამ ლუკას დედა ნერვებს მიშლის და რა ვქნაააააა.კოსტას კიდევ ....ოო მაინც დამაფიქრებელი რა.ვიცი სანერვიულო დიდი არაფერი იქნება, მაგრამ.აი ძაან მაგარი გოგო ხარ შენ❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
დაგვტოვე დაინტრიგებულები მარიამ.ნუ ცუდი რომ არაფერი მოხდება შენს ისტორიაში ვიცით,შენ ჩვენი ტკბილი გოგო ხარ და არ გვანერვიულებ, მაგრამ ლუკას დედა ნერვებს მიშლის და რა ვქნაააააა.კოსტას კიდევ ....ოო მაინც დამაფიქრებელი რა.ვიცი სანერვიულო დიდი არაფერი იქნება, მაგრამ.აი ძაან მაგარი გოგო ხარ შენ❤❤❤❤

ლანა საყვარელო <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
ხვალ დავდებ და ყველაფერს გაიგებთ
ცუდი არაფერი მხოდება არცერთ წყვილთან heart_eyes

 


№18 სტუმარი ჯუჯღუნა

არ დებ დღეს?

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ჯუჯღუნა
არ დებ დღეს?

კი დავდებ ცოტა ხანში kissing_heart

 


№20 სტუმარი Mari

sameone crazy girl
Mari
Dzaliaaaaan gtxooooov luka marto ar datoovo da mshobiaroobas ar gadaayolo coli gtxoooov ????

ვაიმე რას ამბობ ეგ გონებაშიც არ გამივლია, დრამა ჩემი სტილი არ არის მითუმეტეს ასეთ ისტორიაში. ეს უბრალოდ ყოფითი პრობლემებია ,რომელსაც ვფიქრობ მშვენივრად უმკლავდებიან ორივენი smile დამშვიდდი ანას და ლუკას არაფერი ემუქრებათ არც ბავშვს გოგოა ისე თუ გაინტერესებს smile smile bowtie

 


№21  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

-"ამას გოგო რომ მოეწონება მხარზე დასცხებს ხელს და ეტყვის მიყვარხარ შე ჩემაო"
ავყირავდიიიიიიი :დ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent