შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 3


12-04-2018, 09:09
ავტორი zia-maria
ნანახია 2 883

-ბ-ნო დამიანე ასეთ დროს რატომ მოხვედით.
-რაღაც დამრჩა გუკა და მალე ჩამოვალ.მხარზე დაჰკრა ხელი მეგობრულად და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა.პირველი რაც გააკეთა სეიფი გააღო და დეტექტივის მოტანილი სიდები გამოალაგა,ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და ზემოდან დასცქეროდა,ცუდი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გული უკრძალავდა არ მოესმინა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და კომპიუტერიც ჩართო.ნერვებზე აიჭრა,ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან მაგრამ ბოლომდე და ყურადღებით მოუსმინა.გაბრაზდა,ძარღვები დაეჭიმა ყელში და წამოდგა,თავზე ხელები შემოიწყო და ოთახში დააბოტებდა ფიქრობდა როგორ უნდა მოქცეულიყო ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ,ყველაფერი თავის სეიფში შეინახა და სახლში წავიდა.ყველას ეძინა და სახლში სიწყნარე იყო,ჩუმად შევიდა უხმაუროდ თავის საძინებელში და დაღლილობასთან ერთად ნანერვიულებს წვალების შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა.დილით ჩვეულებრივ მიესალმა ყველას და დემეტრესთან ერთად გავიდა სახლიდან,საუბრის დაწყებას აპირებდა,რომ ბიჭებს მამუკაც წამოეწია და გაჩუმდა,სხვა უკეთესი მომენტისთვის შემოინახა სათქმრელი,უნდოდა მარტო დალაპარაკებოდა დემეტრეს და ყველაფერი აეხსნა.ერთად შევიდნენ მამა-შვილები კომპანიაში,ქეთი დაინახა თუ არა მამუკამ დამიანეს ჩურჩულით უთხრა.
-მომკალით და არ მომწონს ამ გოგოს ქცევები.
-ვერაფერს გეტყვი დასამშვიდებლად,რადგან მეც შენს აზრზე ვარ მამა.დამიანე მიუახლოვდა ქეთის და ქეთიმ ღიმილით მიესალმა.
-დილა მშვიდობის დამიანე.
-დილა მშვიდობის,მაგრამ აქ მარტო დამიანეს ხედავ?უთხრა მამუკამ ქეთის და შეუბღვირა.დამიანემ იგრძნო მამუკას დაძაბულობა და სიტუაციის განმუხტვა სცადა,ამიტომ ქეთის მიჩვენებით ღიმილი აჩუქა და შეეკითხა.
-დღეს რაღაც ძალიან ლამაზი მეჩვენები,თხოვდები?
-არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს უახლოეს მომავალში.
-ოჰოოო,ვინ არის ის ბედნიერი თუ უბედური ვინც შენ წაგიყვანს,ალბად არ იცის შენი ნამდვილი სახე უნიღბოდ რა შემაზრზენი ხარ.ქეთის ფერი ეცვალა დამიანეს სიტყვებზე,მაგრამ თავი არ დახარა და ნიშნის მოგებით გასცა პასუხი.
-მალე გაიგებ.ეს ორი სიტყვა საერთოდ არ მოეწონა დამიანეს და მკაცრი ხმით უთხრა.
-ჩემს კაბინეტში გელოდები,შენთან სალაპარაკო მაქვს.ისეთი მკაცრო და ცივი გაუხდა სახე დამიანეს და ხმა სულ სხვანაირი არა დამიანისებური შორეული და შეუვალი,ქეთის ერთი ფიქრი შეეშინდა და იფიქრა არ შესულიყო,მაგრამ თავი მაღლა ასწია და უკან გაყვა.არ იმჩნევდა,მაგრამ მის ხმის კანკალზე შეატყო დამიანემ თუ რამხელა შიში ჰქონდა გულში.
-გისმენ,დამიანე რა უნდა მითხრა.
-პირველი,რომ შენთვის ბ-ნი დამიანე ვარ.მეორე,ქეთი ჩემთან არ გაგივა ის ხრიკები რასაც ჩემი ძმის გამო აკეთებ და ვიცი,ყველაფერზე ხარ წამსვლელი შენი აქ მოსვლის მიზანი სისრულეში მოიყვანო,მაგრამ გახსოვდეს არც მე ვიქნები გულზე ხელებდაჭდომილი.ქეთიმ ნერწყვი გადაყლაპა გამშრალ ყელში და დამიანეს უთხრა.
-ყველაფერში რას გულისხმობ.ხელით მაგიდას დაეყრდნო,რადგან მიხვდა სადაც იყო ძალას დაკარგავდა.
-მაგალითად ის,რომ ჩემი ძმა არ იყო შენი პირველი მამაკაცი.შემდეგ,ქეთი ორსულად ხარ,მაგრამ არა ჩემი ძმისგან.გავაგრძელო?კარგი გავაგრძელებ,იმ ღამით შენებური თეატრი გაითამაშე,მთვრალ დემეტრეს საწოლში შეუწექი და მისი სიმთვრალით ისარგებლე,შემდეგ ხელები დაისერე და ისტერიკა მოაწყვე რათა დაგერწმუნებინა რომ შენი სისპეტაკე იმ ღამით იმ საწოლზე დატოვე.დავიჯერო დემეტრე ისეთი მთვრალი იყო ძალა იხმარა შენზე და არანაირი ძალადობის კვალი არ დაგიტოვა სხეულზე?მე რომ მოვედი არაფერი არ გეტყობოდა,ასე რომ ყოფილიყო დემეტრეს ის ღამე ემახსოვრებოდა,მაგრამ არ ახსოვს.
-გააგრძელე,კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს დამიანე.
-ქეთი საყვარელი გყავს და კარგად იცი ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი,იმ პიროვნებას ვინცაა არ ეუბნები ბავშვის არსებობას,აქ უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობ თავს.დემეტრე გენდობა და შენც მას იყენებ ისე როგორც გინდა,ატყუილებ აბრიყვებ და თვალებს უხვევ.მე არა ვარ დემეტრე,მე დამიანე ვარ ქეთი.ქეთი გაფითრდდა,მაგრამ თავი არ დახარა და დამიანეს უკვე დასუსტებული ხმით უთხრა.
-ტყუილია,შენ მოიგონე ყველაფერი რომ მე და დემეტრე დაგვაშორო.
-დემეტრე ხელს გთხოვს,შენ კი უარყოფ მასზე დაქორწინებას.უფრო მეტად ნუ ჩამრევ,თორემ ყველა გაიგებს ვინც ხარ და რა ქალი ხარ.უსიტყვოდ დაასრულებ დემეტრესთან ურთიერთობას და გპირდები,ჩუმად ვარ,ყველაფერს ვივიწყებ.
-გზიდან ჩამომეცალე დამიანე თორემ გაგანადგურებ,გა გა ნად გუ რებ.დაუმარცვლა ბოლო სიტყვა და კარებთან მისულს დამიანემ უთხრა.
-მე გაგაფრთხილე,სხვა კი შენი გადასაწყვეტია.ახლა კი გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან.ქეთი ფერწასული გავიდა კაბინეტიდან და დემეტრეს შეეჩეხა,რომელსაც მისი სახის ფერი არ მოეწონა და ხელი შეაშველა და შეშინებულმა უთხრა.
-რა გჭირს,ქეთი რა მოგივიდა.
-ცუდად ვარ დემეტრე.თქვა და დემეტრეს ხელებში ჩაიკეცა.დემეტრემ იყვირა და დამიანემ შეშინებული გავარდა გარეთ მისი ხმა რომ გაიგო,მაინც გულზე მოხვდა ქეთის ცუდად ყოფნა და სასწრაფოს დაურეკა,მალე მოვიდა სასწრაფო და ქეთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.დემეტრე გარეთ იყო და ნერვიულობდა,ექიმის გამოსვლას ელოდებოდა,რამდენიმე წუთში ღიმილით გამოვიდა ექიმი და ჯერ დამიანეს შეხედა,შემდეგ კი დემეტრეს და იკითხა.
-მეუღლე რომელი ხართ ქალბატონის.
-არცერთი ჩვენგანი.უთხრა დამიანემ.
-მაშინ მის მეუღლეს შეატყობინეთ,რომ ის რამდენიმე თვეში მამა გახდება.დემეტრემ შეხედა ექიმს და დაბნეული შევიდა ქეთისთან.ქეთიმ შეხედა დემეტრეს დაბნეულ სახეს და სუსტი ხმით უთხრა.
-გითხრა ექიმმა?არადა როგორ ვთხოვე არ ეთქვა,მინდოდა ჩემგან გაგეგო.
-ქეთი აქ მართლა ჩვენი შვილი არის?
-ჩვენი შვილია დემეტრე.უთხრა ქეთიმ და დამიანეს შეხედა გამარჯვებული სახით,რომელიც იმ წუთში შევიდა პალატაში.არანაირი ემოცია,არანაირი სიხარული დამიანეს სახეზე არ იკითხებოდა,ის ძალიან ცივი და შეუვალი იყო,შეხედა ქეთის და მის გასაფონად თქვა.
-საზღვარი არ აქვს შენს თავხედობას,დაიმახსოვრე ეს ბავშვი არასოდეს არ იქნება დემეტრაძე.
-დამიანე გესმის?მე მამა უნდა გავხდე,მე შვილი მეყოლება.
-ჯერ გაარკვიე შენია თუ არა ეს ბავშვი და მერე გაგიხარდეს.უთხრა უხეშად დამიანემ და დემეტრეს ფერი ეცვალა დამიანეს სიტყვებზე.
-რას ამბობ,გესმის შენ რას ამბობ?რა დაგიშავა ამ პატარა არსებამ,რატომ ამხელა შური და ღვარძლი.შენ არასოდეს არ ყოფილხარ ასეთი,ახლა რა გჭირს.იფეთქა დემეტრემ და დამიანეს პერანგში წაავლო ხელი.
-აცნობიერებ რას ამბობ?
-შენ ჩემი შეგშურდა,დამიანე ჩემი გშურს.დემეტრემ ხელი შეუშვა დამიანეს და პალატიდან გავიდა.დამიანემ თვალი გააყოლა დემეტრეს და ქეთის მიუბრუნდა.
-ჩემსა და ჩემი ძმის შუაში ჩადექი,გინდა ოჯახი დაანაკუწო,ის ოჯახი რომლის ერთიანობაზე მე ვიზრუნე,მაგრამ დაიმახოვრე ცუდად თამაშობ,ცუდი სვლები გააკეთე და ისევ შენთვის დასრულდება ცუდად ეს შენი წამოწყებული თამაში.დამიანე გასწორდა და მტკიცე ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო.ვეღარ გაუძლო,ვეღარ მოერია გულში ჩადებულ დარდს და მამუკას დაელაპარაკა ყველაფერი მოუყვა და ჩანაწერებიც მოასმენინა.
-კარგად მივხვდი,რომ ეს გოგო არ მომწონდა თავიდანვე.მივხვდი,მივხვდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ამიტომ ტრიალებდა დემეტრეს გარშემო.ახლა რა ვქნათ,დემეტრეს არ დაველაპარაკოთ,არაფერი არ ვუთხრათ?
-არაფერი არ ესმის,ხელით წამოიწია ჩემსკენ და მითხრა ჩემი გშურსო,მამა ხომ მიცნობ არა?ნეტავ მართლა ჩემი ძმიშვილი იყოს პირველი მე გავიზიარებდი მის სიხარულს.სისუსტე გამოავლინა დამიანემ და ცრემლი მოერია.
-დავაცადოთ,დაწყნარდეს და მერე დაველაპარაკოთ.შეინახე ესენი კარგად და ამის გამოყენების დროც მოვა,დაგვჭირდება მის გასანადგურებლად.
-შენ წაიღე და შენს სეიფში შეინახე,აქ დემეტრეც ინახავს თავის მნიშვნელოვან საბუთებს და უმჯობესია შენთან იყოს.
-კარგი,ჩემთან იქნება ესენი უსაფრთხოდ.მამუკა ერთ წერტილს მიჩერებოდა და მოულოდნელად დამიანეს მიუბრუნდა.
-იცი ახლა როგორ ვარ?არ შემიძლია ამოვისუნთქო,არ შემიძლია შორიდან ვუყურო ჩემს შვილს როცა ვიცი რომ ატყუიებენ და იყენებენ,ამ დროს კი არ შემიძლია ვთქვა ჩემი სიტყვა.დამიანე მარტომ დავაარსე ეს ყველაფერი და მარტომ შევქმენი იმპერია და იმხელაზე გავზარდე კაპიტალი,რომ ჩემს ოთხი შვილის წილი ცალ-ცალკე ჩავდევი,დღეს კი ვიღაც მათხოვარი,ფულზე დახამებული მოდის და ამ ყველაფრის წართმევა მისი შექმნილი ტყუილებით უნდა.დემეტრეს წინ ვერ წავალ,არჩევანის წინაშეც არ არის რადგან მას ჰგონია ის პატარა დაუცველი და უსური არსება მისი სხეულის ნაწილია.რა ვქნა,როგორ შევაჩერო დემეტრე.
-არ ვიცი,მაგრამ ქეთი ჩემი ძმის გვერდით არ იქნება.წავალ გავივლი ცოტას მარტო მინდა ყოფნა,დავფიქრდე და დავმშვიდდე უნდა.დამიანე ფეხით გაუყვა გზას უმისამართოდ და ერთ მყუდრო ადგილზე შეჩერდა,ბაღი იყო პატარები თამაშობდნენ,უეცრად ტირილის ხმა მოესმა და ამ ხმას გაჰყვა.მის წინ საოცრად მტკივნეული სურათი დაინახა.ახალგაზრდა გოგო რომელსაც პატარა ოთხიოდე წლის ბიჭუნა მისი პატარა ხელებით ცრემლებს უწმენდდა სახეზე და თხოვდა აღარ ეტირა.
-ალ იტილო დედიტო,ალა მჩია მალთლა არ მჩია.გოგონა კი პატარას სიტყვებზე მწარედ ტიროდა.დამიანემ მიუახლოვდა,გვერდით დაუჯდა და ხელი მხარზე დაადო.პატარა ბიჭი კი დამიანეს წინ წარბებ შეკრული დადგა და მუტებ მომუჭულმა უთხრა გაბრაზებული ხმით.
-ჩემ ვინ ხალ,დედიტოს ლატომ ეხები.
-რა გქვია სახელი პატარავ.შეეკითხა ღიმილით დამიანემ.
-ლაჩა.
-ლაშა-გიორგი.ისტორიული სახელია,მომწონს.
-მალთა?გაუხარდა პატარას.
-მალთა.ენა მოუჩლიქა პატარას და კალთაში ჩაისვა.ნაყინი გინდა გიყიდო?პატარა ფეხზე წამოდგა და ისევ გაბრაზებული ხმით უთხრა.
-დედამ მითლა უცოებს ალაფერი ალ გამოვალთვა,ეს უჟდელობააო.
-მე უცხო არავარ,მე ძია დამიანე ვარ.
-ვინ ხართ.მოესმა დამიანეს გოგონას ხმა.
-ჯერ პატარას ნაყინს ვუყიდი და შემდეგ ვისაუბროთ ჩვენ,თუ რა არის შენი ტირილის მიზეზი.დამიანემ ნაყინი უყიდა პატარას და შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა.აბა გისმენ,ასე რომ ტირიხარ სერიოზული პრობლემა უნდა გქონდეს.
-ჩემს პრობლემებს როგორმე გავუმკლავდები,მადლობა ნაყინისთვის.წამოდგა,ბავშვს ხელი მოკიდა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა დამიანეს,დამიანემ კი დაეწია ხელი მოკიდა და იქვე სკამზე დააჯინა და მკაცრი ხმით უთხრა.
-ნუ გეშინია,მინდა დაგეხმარო და ამიტომ ზედმეტი ჭირვეულობის გარეშე,გისმენ.
-დამეხმარო ასე უცნობს და უცხოს?
-მე დამიანე ვარ დემეტრაძე.
-ინგა მინაძე.დამიანეს გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება გოგონამ.
-ახლა ის მითხარი რატომ ტირი,რა პრობლემა გაქვს.თუმცა მოიცა,წამოდი ბარში შევიდეთ და თან ვილაპარაკოთ.ისე მოინუსხა ინგა დამიანეს თბილმა მოპყრობამ,რომ არც დაფიქრებულა ისე წამოდგა და გაყვა.
-აი აქ დავჯდეთ,ჯერ შევუკვეთოთ და შემდეგ ვისაუბროთ.დამიანემ ბავშვისთვის ფორთოხლის წვენი შეუკვეთა თავად კი ყავა აიღეს და მოემზადა მოსასმენად.ინგამ კი ამოიოხრა და ცრემლმორეულმა თქვა.
-16 წლის ვიყავი როცა სრულიად უცნობმა ადამიანმა დედა მოტყუებით სახლიდან გაიყვანა,გვითხრა რომ მამა იყო ცუდად და უნდა გაჰყოლოდა,არც დავფიქრებულვართ არც მე და არც დედა ისე გაყვა და გვიან მივხვდით,რომ ვიღაცამ დედა მახეში გააბა.მამა სოფელში იყო წასული და კვირა საღამომდე არ დაბრუნდებოდა,მთელი ორი დღე გამოკეტილი ჰყოლია, კვირას გამთენიის ხანს ტანზე კაბა შემოხეული და დალურჯებული სხეულით დედა ვიღაც გამვლელს უპოვნია ქუჩაში,გონს რომ მოვიდა მე და მამა იქვე თავთან ვუჯექით და ღიმილით გავამხნევეთ.
-ვერ იპოვნეს მოძალადე?ხმა წაერთვა დამიანეს.
-კი,იპოვეს და სასჯელიც მიიღო მაგრამ იმ ღამის საჩუქარი დაგვიტოვა.პატარა ლაშას გადახედა და ცრემლი მოერია.
-მერე რა მოხდა.დამიანეს სურვილი გაუჩნდა ყველაფერი გაეგო და დახმარებოდა გაჭირვებულ გოგონას.
-მერე მოხდა ის,რომ ლაშა-გიორგი დაიბადა,დედამ ძალიან დიდი ტკივილი ნახა და პატარას რომ შეხედა ზიზღი იგრძნო მის მიმართ,შემდეგ სახე აერია,ცივი ხმით კივილი დაიწყო და ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლო,მალე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.მინდა მამას დავეხმარო,მაგრამ სადაც მივედი ბავშვიანი არავის არაფერში სჭირდება,არადა უკვე მამასაც უჭირს მუშაობა,დედას შემდეგ ძალიან მალე დაბერდა,შეიცვალა და თითქმის დაუძლურდა.
-ბავშვმა დედიკო დაგიძახა.
-მე მეძახის დედას,მას ხომ მე ვზრდი.სევდიანი ღიმილით გაუღიმა დამიანეს.დამიანეს ისეთი შეგრძნება დარჩა,რომ თითქოს ეს ყველაფერი არა დედას,არამედ თავად ინგას შეემთხვა და უჭირს ამის თქმა,აღარ ჩაეძია და უთხრა.
-რამდენი წლის ხარ და რა შეგიძლია.
-22 წლის ვარ და ბიზნესის მართვა მაქვს დამთავრებული.დამიანემ წამოდგა და მამუკას დაურეკა,ცოტა ხანი ესაუბრა აუხსნა ყველაფერი და ისიც დათანხმდა.ღიმილით დაბრუნდა მაგიდასთან და პატარას შეხედა.
-აბა წვენი დალიე პატარავ,ახლა ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანოთ.
-სად,სად უნდა წაგვიყვანო არა,არ წამოგყვები.ინგას ხმაში შიშის ნოტები იგრძნობოდა.
-გითხარი ჩემი არ შეგეშინდესთქო და არც უნდა შეგეშინდეს,წამომყევი ინგა უშიშრად,შენს სამუშავო ადგილს გაჩვენებ.პატარა ხელში აიყვანა,ტაქსი გააჩერა და კომპანიაში მივიდა.გაოცებული მიჰყვებოდა ინგა უკან,კომპანიის შენობაში შესული კი საოცრად დაიბნა და დამიანეს შეშინებული კურდღელივით აედევნა.მამუკას კაბინეტის კარი შეაღო და იქ დემეტრე დახვდა,დემეტრემ გაოცებულმა შეხედა ინგას,შემდეგ დამიანეს და შემდეგ პატარას.
-გაიცანით,შემთხვევით ვნახე ჩემი მეგობრის და არის ინგა მინაძე.
-კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემო გოგო ჩვენს დიდ ოჯახში.ეს პატარა?
-ეს პატარა მისი ძმა არის მამა.
-მერე აქ საბავშვო ბაღი გვაქვს?უთხრა ცივად დამიანეს დემეტრემ.
-აჩვენე მისი მისი ადგილი დამიანე და აუხსენი რა უნდა გააკეთოს,რა ევალება,გვჭირდება ახალი მდივანი რადგან ქეთი ვერ შეძლებს სულ მალე მუშაობას.ნელა-ნელა შეგვეჩვევი შვილო და ყველას გაგვიცნობ.დამიანემ თვალი ჩაუკრა ინგას და კაბინეტიდან გავიდნენ,რომ მამუკამ ისევ შეაჩერა.
-ხო,ხვალ მოიტან ყველა საბუთს.დამიანემ როგორც მითხრა სწავლობ.
-არა,არ უკვე აღარ ვსწავლობ ბიზნესის მართვა მაქვს დამთავრებული.
-ეს უკეთესზე,უკეთესია ჩვენი სფეროსი ხარ და ადვილად გაიგებ ყველაფერს.დამიანემ მისი მაგიდა აჩვენა ინგას,აუხსნა რა უნდა გააკეთოს და მის დაბნეულ სახეს რომ ხედავდა ეცინებოდა.
-ვერ ვიჯერებ,დამიანე ეს ყველაფერი როგორც სიზმარი ისე მგონია.
-ჯერ სად ხარ,ლაშა-გიორგის ბაღში მივიყვანთ საუკეთესო ბაღში და შენც თავსუფალად იმუშავებ,როცა საჭირო იქნება აქაც მოიყვან.
-შემიძლია პატარა ბაღშიც მივიყვანო,ამის საშუალება მექნება,მადლობა დამიანე.ძალიან კარგი ადამიანი ხარ,მამაც კარგი გყავს,ის ვინ არის ასე უხეშად რომ შემხვდა?
-ის ჩემი ძმაა,არ არის უხეში არც ცუდი,უბრალოდ რთული პერიოდი აქვს.მაგრამ დამშვიდდები ჩემს დებს რომ გაიცნობ,გეგონება გიჟების ოჯახში მოვხვდიო.აქედანვე გაფრთხილებ,არ აყვე მათ,არ მოგატყუონ და შენც არ გაგაგიჟონ.ახლა დაგტოვებ,ცოტა ხანი იყავი და შემდეგ გაგიშვებ პატარა რომ არ გადავღალოთ.დამიანე ისევ მამუკასთან შევიდა და დემეტრე ისევ იქ იყო.
-რაო,მოეწონა ახალ მდივანს მისი სამუშავო ადგილი?
-შეეშვევა ნელა-ნელა,მამა მე გავდივარ შენ აღარ გჭირდები რამეში.
-არა,თავისუფალი ხარ,ინგას უთხარი ხვალ 10 საათზე იყოს მის მაგიდასთან.
-გასვლისას კარგად დააკვირდი გზას,იქნებ კიდე ნახო სადმე მომტირალი უსამსახურო ადამიანი და აქ მოიყვანე ყველა.
-დემეტრე ვეღარ გცნობ,რა გემართება.მშვიდად უთხრა დამიანემ.
-ეს გოგო ერთი კვირის წინ აქ იყო მოსული და ქეთიმ არ მიიღო.
-რატომ არ მიიღო,ჩვენ ხომ გვინდოდა ახალი მდივანი.
-არ მოეწონა და არ მიიღო,შენ კი ქეთის აზრი არ გაითვალისწინე და თავზე გადაუარე დამიანე.
-მე გადაუარე ქეთის?იყვირა დამიანემ.
-შენ,დიახ შენ.დამიანეს წინ დადგა დემეტრე და თვალებში უცქერდა.
-იქნებ სცდები და მან ყველა ჩვენთაგანს გადაუარა და შენ კი მისი თამაშით ხარ დაბრმავებული.
-რა გინდა რომ მითხრა,მე ძალიან გამიხარდებოდა რომ გამეგო შენ შვილს ელოდები,მაგრამ შენზე ვერ ვიტყვი იგივეს,ასეთი უგულო როგორ ხარ რომ შვილი შემეძინება და არც კი გიხარია.
-დემეტრე გამოფხიზლდი.
-როგირ ფიქრობ,მძინავს?
-გძინავს,და ვერ აზროვნებ რა ხდება შენს გარშემო.რაც შეეხება პატარას,გარეთ რომ უცხო პატარა ზის ის შეიძლება ვაღიარო დიშვილად ვინემ ქეთის სხეულში არსებული ის პატარა რომელიც არაა ..................აღარ დაასრულა სათქმელი,გაფითრებულ მამუკას შეხედა და კაბინეტიდან გავარდა.ინგას ანიშნა წავედითო და შემდეგ ტელეფონზე დარეკა.
-სად ხაე,გითხარი არ შეგაწუხებთქო,მაგრამ მჭირდები უნდა გნახო,ჩვენს ადგილზე მოდი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa, imedia male dadebtt

 


№2 სტუმარი nino kvirikashvilii

ჩემო მზია..ჩემო ნიჭიერო გოგო..უზომოდ კმაყოფილი ვარ და მახარებს შენი წარმატებები..მომწონს ეს რომანიც და იმედია მომდევნო მალე იქნებაა

 


№3  offline მოდერი zia-maria

Qeti qimucadze
Zalian magariaaa, imedia male dadebtt

მადლობა საყვარელო,გაიხარე. kissing_heart kissing_heart

nino kvirikashvilii
ჩემო მზია..ჩემო ნიჭიერო გოგო..უზომოდ კმაყოფილი ვარ და მახარებს შენი წარმატებები..მომწონს ეს რომანიც და იმედია მომდევნო მალე იქნებაა

მადლობა ნინოჩი. მალე იქნება საყვარელო,არ ვალოდინებ ჩემს მკითხველს დიდი ხნით. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.საინრერესო და განსხვავებული.ველი შემდეგ თავს

 


№5  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან კარგია.საინრერესო და განსხვავებული.ველი შემდეგ თავს

ფერიავ გამეხარდა შენი ისევ აქ ყოფნა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი marina

zalian saintereso romania mzia zalian momsons.gaixare❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent